forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ანევრიზმა., სიმპტომები
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17771
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 13:02  #4084808      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
ამ ბოლო დროს ჩემს გარშემო 2 ადამიანს გაუსკდა ანევრიზმა, მადლობა უფალს, ორივე გადარჩა, თუმცა მეორეს (პატარა ბავშვს) ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია ისრაელში sad.gif

მაინტერესებს როგორ შეიძლება გავიგოთ ეს ადრე და მოხდეს ამის თავიდან აცილება?


--------------------
აღმასრულებელი სჯულისაი, სიყვარული არს.
radiology
გემო ვნებიანი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 19950
რეგისტრ.: 26-May 06

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 20:08  #4087477      · პროფილი · პირადი მიმოწერა
killer
ხო ეგ ბავშვი ჩემი მეგობრის განყოფილებაში წევას ,მომიყვა და ძაან შემეცოდა...


--------------------
მე ვიცი რა გააკეთე შენ ,,შარშან ზაფხულს" :D

ფსიქოდელია
tikusha
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10737
წევრი No.: 1117
რეგისტრ.: 21-July 02

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 20:41  #4087688      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
killer

ანევრიზმა რა არის??
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 20:57  #4087813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
killer
მგონი სიმპტომები არ აქვს. თუ ვინმეს ძალიან ეშინია რომ არ აღმოაჩნდეს, ტომოგრაფია უნდა გადაიღოს და ეგაა.. (მგონი)..

როგორ არის ის გოგო? უშოვეს ფული წასასვლელად? sad.gif


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
radiology
გემო ვნებიანი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 19950
რეგისტრ.: 26-May 06

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 21:58  #4088224      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ანევრიზმა რა არის??

ანევრიზმა ნიშნავს სისხლძარღვის პათოლოგიურ გაფართოვებას,უფრო ხშირად არტერიისას,რომლის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა....
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17771
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 22:21  #4088361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
radiology
რა მიზეზები შეიძლება იყოს?
radiology
გემო ვნებიანი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2955
წევრი No.: 19950
რეგისტრ.: 26-May 06

გამოგზავნილია: 3 Nov 2006, 23:32  #4088850      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
რა მიზეზები შეიძლება იყოს?

ტრამვული,ინფექციური,მედიკამენტოზური,სიმსივნური,რომლებიც ჰემოდინამიკურ დარღვევებს იწვევენ საბოლოო ჯამში...

შეიძლება მიზეზი იყოს სისლძარღვის კედლის ლოკალური,თანდაყოლოლი პათოლოგია,რომელიც სიცოცლის განმავლობაში გამწვავდეს და შემდგომ პერიოდში ასე ვთქვათ ,,უეცრად "გამოვლინდეს...
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17771
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 8 Oct 2007, 13:14  #6901192      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
radiology
უეცრად გამოვლენა არა. მაგრამ თავი მასკდება ისე მტკივა ბოლო 1 კვირაა.
სადაზღვევოში მითხრეს ჯერ კონსულტაცია გაიარე და ტომოგრაფია მერეო.

ხოდა ნევროპათოლოგთან ხუთშაბათზე ადრე ვერ ჩამწერეს კონსულტაციაზე. იმედია იქამდე არ მოვკვდები sad.gif
გავგიჟდი რაა... მუდმივად თავის ტკივილი და გულის რევის შეგრძნება... sad.gif
ikebana
Volunteer


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 13205
წევრი No.: 6402
რეგისტრ.: 14-September 04

გამოგზავნილია: 8 Oct 2007, 13:24  #6901321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
killer
წნევა გაიზომე?...................................
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17771
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 8 Oct 2007, 13:31  #6901407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
ikebana
პერიოდულად ვიზომავ
არეულ დარეული მაქვს sad.gif
აღასპერი
постиндустриальный парень


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16272
წევრი No.: 26838
რეგისტრ.: 11-December 06

გამოგზავნილია: 8 Oct 2007, 21:16  #6906407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
killer

გენეტიკურიცაა ანევრიზმა.

აუცილებელი არაა ყველა თაობაში იყოს, მაგრამ მათ, ვის წინაპრებშიც ასეთი ფაქტი ყოფილა, უნდა იფრთხილონ ამაზე.



--------------------


აღასპერი - ჩემი ოჯახის მოდერატორი © Fall_For_You
>
-
www.zur.ge
თეოგოგო
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1038
წევრი No.: 30082
რეგისტრ.: 17-February 07

გამოგზავნილია: 8 Oct 2007, 22:43  #6907474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამოვლინებამდე რაიმე ნიშანი აქვს ტკივილის ხასიათის მიხედვით?
გამჭოლი ან მუდმივად ერთ ადგილზე არსებული ყრუ ტკივილების სახით?


--------------------
- გამიღიმე...

*******************************************************

- ბავშვები, საუკეთესო ერი ამ ქვეყნად!
*******************************************************

"კაცი ბჭობდა - ღმერთი იცინოდაო"

- ღმერთო, ნუ დამცინებ...
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6353
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 10 Oct 2007, 01:17  #6921131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
მცირე ამონარიდი ანევრიზმებთან დაკავშირებით... chups.gif


ანევრიზმა არის სისხლძარღვის სანათურის ადგილობრივ გაგანიერება ან მისი კედლის გამობერილობა.

ანევრიზმა შეიძლება იყოს ნამდვილი და ცრუ, ანუ ტრავმული, აგრეთვე-არტერიული, ან არტერიულ-ვენური.

ნამდვილი ანევრიზმის დროს (არატრავმული) სისხლძარღვის კედლის ყველა შრეა გამობერილი, ანევრიზმის კედელში არტერიის ყველა შრე მონაწილეობს. იგი ვითარდება ათერომატოზის, სიფილისის, კვანძოვანი პერიარტერიტის, სეფსისური, ეროზიული ან ირგვლივ ქსოვილებში ტუბერკულოზური პროცესის შედეგად და სხვ. აგრეთვე შეიძლება იყოს თანდაყოლილი.

თანდაყოლილი ანევრიზმა არის არტერიასა და ვენას შორის მომცრო ერთეული ან მრავლობითი ხვრელმილი, რომელიც ჩნდება ემბრიოგენეზში (ემბრიოგენეზის მოშლისას შეიძლება არტერიულ და ვენურ სისტემებს შორის პათოლოგიური კავშირი განვითარდეს, როგორც არტერიოლებსა და ვენულებს, ისე არტერიებსა და ვენებს შორის და ჩამოყალიბდეს თანდაყოლილი ანევრიზმა).

თანდაყოლილი ანევრიზმები უმეტესად ცალმხრივია. ისინი გვხვდება თავზე ექსტრა- და ინტრაკრანიალურად, სახეზე, კიდურებზე, აგრეთვე შინაგან ორგანოებში (ნაწლავებში, ფილტვებში, კმელებში და ა.შ.) უფრო ხშირად კიდურების დისტალურ ნაწილებში.

კლინიკა დამოკიდებულია არტერიულ-ვენურ ხვრელმილთა რაოდენობასა და ოდენობაზე, მათ გავრცელებასა და სისხლძარღვთა კალიბრზე

ადგილობრივი ნიშნებიდან აღსანიშნავია კანქვეშა ვენების გაგანიერება, ზოგჯერ მკვეთრად. ვენის კედელი ძლიერ გასქელებულია, სისხლის წნევა მასში მომატებულია (არტერიული სისხლის მიმოქცევის გამო), ზეწოლით ვენა ძნელად იჭყლიტება, კიდურის მაღლა აწევისას არ ქრება. ზოგჯერ ვენაზე ისინჯება (და თვალითაც ჩანს) პულსაცია, შეხებით კატის კრუტუნი აღინიშნება (თუ ხვრელმილი ძლიერ მცირე არ არის). ასეთ ვენაზე მოსმენით ისმის დამახასიატებელი სისტოლურ-დიასტოლური ხმა, რომელიც ფონოგრაფიით კარგად ისახება ფონოგრამაზე, რაც ანევრიზმის პათოგნომიური ნიშანია.

თანდაყოლილი ანევრიზმის დროს, ერთი მხრივ აღინიშნება ვენის არტერიალიზაცია და კანქვეშა ვენა არტერიას ემსგავსება, მეორე მხრივ კი ვითარდება ანევრიზმის პროქსიმალურად მდებარე არტერიის გაგანიერება, იგი თხელდება, გრძელდება და მის კედელში ცვლილებების შედეგად ვენას ემსგავსება.

რეგიონული ნიშნებიდან აღსანიშნავია დაავადებულ მხარეზე კიდურის ჰიპერტროფია, დაგრძელება რამდენიმე სანტიმეტრით (გაძლიერებული ვასკულარიზაციის შედეგად), უფრო ქვედა კიდურზე, კანის ტემპერატურის მნიშვნელოვნად მატება (განსაკუთრებით ხვრელმილთან ახლოს), ტროფიკული მოშლილობები (ჰიპერტრიქოზი, წყლულები, იშვიათად განგრენაც), კანის ფერის შეცვლა (წითელი ან ყავისფერი დიდი ზომის ლაქები ხალების მსგავსად).

ზოგადი ნიშნებიდან აღსანიშნავია გულის ცვლილებები (დასაწყისში კომპენსაციური ჰიპერტოფია, შემდეგ გულის გაგანიერება) სისხლის მიმოქცევის გაუკურმართების გამო, რადგან გულს უხდება დამატებითი მუშაობა.
გულის მხრივ ცვლილებები დამოკიდებულია დაავადებიდან გასულ დროსა და ანევრიზმის ოდენობაზე. მცირე, იზოლირებული ანევრიზმის დროს გულის მხრივ მოვლენეთქმის არ არის (მძიმე შემთხვევაში, ოპერაციის შემდეგ, როცა არტერიასა და ვენას შორის თანდაყოლილი შუნტი ისპობა, გულის მხრივ მოვლენები გამოსწორდება). დამახასიათებელია აგრეთვე პულსის გაიშვიათება


ტრავმული ანევრიზმა შემაერთებელქსოვილოვანი პარკია, რომელიც არტერიასთანაა დაკავშირებული. მის შექმნაში არტერიის კედელი არ მონაწილეობს, იგი ნაწიბუროვანი ქსოვილითაა წარმოდგენილი, ამიტომ ყალბ ანევრიზმასაც უწოდებენ. იგი შეიძლება იყოს არტერიული ან არტერიულ-ვენური.

განვითარების მექანიზმი: ტრავმული, ანუ ყალბი ანევრიზმა ვითარდება მოპულსირე ჰემატომისგან. სისხლძარღვის (ხშირად ტყვიით, ნაღმის ნამსხვრევით, საფანტით, დანით ან სხვ.) დაზიანების შემთხვევაში, როცა არტერიაში სისხლის მიმოქცევა შენარჩუნებულია, ირგვლივ ქსოვილების ზეწოლა კი ჰემატომაზე კარგად არის და ავადმყოფი გადარჩება. ჯერ ვითარდება მოპულსირე ჰემატომა, შემდეგ კი ანევრიზმული პარკი. ამისთვის დაახლოებით ორ თვემდე დროა საჭირო. მოპულსირე ჰემატომაში არტერიასთან დამაკავშირებელი ხვრელით სისხლი მუდმივ მოძრაობს და არ დედდება. ჰემატომის ირგვლივ ქსოვილებიდან რეაქტიული ანთების შედეგად ფიბროზული კაფსულა ვითარდება, ჩაღვრილი სისხლი გაიწოვება და ანევრიზმული პარკი ჩამოყალიბდება.

არტერიისა და ვენის ერთდროული დაზიანების შემთხვევაშიც ჯერ მოპულსირე ჰემატომა ვითარდება, შემდეგ-ანევრიზმული პარკი, რომელიც არტერიული ანევრიზმისგან განსხვავებით დაკავშირებულია როგორც არტერიის, ისე ვენის სანათურთან.

სიმპტომები: ავადმყოფის ჩივილი სხვადასხვანაირია, დამოკიდებულია დაჭრიდან გასულ დროზე, ანევრიზმის პარკის ადგილზე, ნერვის დაზიანებაზე.

ნაადრევ პერიოდში, ჯერ კიდევ ჰემატომის არსებობის პერიოდში აღინიშნება ტკივილი და კიდურის მოძრაობის გაძნელება. მოგვიანებით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ-კიდურების გაბუჟების, გაცივების და ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება.

ანევრიზმული პარკის ჩამოყალიბების შემდეგ მწვავე მოვლენები ქრება, ავადმყოფი კიდურს ხმარობს დაზოგვით. არტერიული ანევრიზმის მიმდინარეობა მის ოდენობაზე, მის ლოკალიზაციასა და ირგვლივ ქსოვილების მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მცირე ანევრიზმა შეუმჩნეველია და შემთხვევით აღმოაჩენენ, საშუალო და დიდი კი ადვილად შეიმჩნევა.

ანევრიზმის დამახასიათებელი ნიშნებია: არტერიის პროექციაზე ელასტიკური კონსისტენციის სიმსივნე შეუცვლელი კანით, გულის სისტოლასთან სინქრონული პულსაცია, მოსმენით სისტოლური შუილი. ანევრიზმის ცენტრალურად არტერიაზე ზეწოლით სიმსივნე მცირდება, პულსაცია და შუილი ქრება (ხელის აღებისთანავე პირვანდელი სურათი ვითარდება). ანევრიზმის დისტალურად, თრომბოზის ან საზმის გამო, საღ კიდურთან შედარებით პულსაცია შესუსტებული ან გამქრალია.

ანევრიზმული პარკის ზეწოლის შედეგად დაავადებული კიდურის ფუნქცია დაქვეითებულია. ზოგჯერ აღინიშნება ნევრალგია, პარესთეზია, ართრიტი, ტროფიკული მოშლილობა, კიდურების შესივება ვენური ან ლიმფური სტაზის შედეგად და ა.შ.


არტერიულ-ვენური ანევრიზმა არტერიისა და ვენის ერთდროულად დაზიანების და მათ შორის კავშირის შედეგია. მას გაცილებით მძიმე მოვლენები ახასიათებს. ამ დროს არტერიული სისხლი ვანაში გადადის და სისხლის მიმოქცევა უკუღმართდება, რაც ქსოვილთა კვებაზე და, განსაკუთრებით, გულის მუშაობაზე მოქმედებს. აღინიშნება პულსის გახშირება, პარკუჭთა ჰიპერტროფია, სისტოლური შუილი.

არტერიულ-ვენური ანევრიზმა ორგვარია: პირდაპირი (როცა არტერიასა და ვენას შორის უშუალო კავშირია) და არაპირდაპირი (როცა ერთმანეთს უკავშირდებიან შემაერთებელქსოვილოვანი ანევრიზმული პარკით, რომელიც ყოველთვის ნაკლები ოდენობისაა, ვიდრე არტერიული ანევრიზმის დროს).

ხშირად არტერია და ვენა ხვრელმილით პარკის გარეშე მჭიდროს ეკვრის ერთმენეთს. ზოგჯერ ამასთან ერთად ვითარდება პარკი არტერიის ან ვენის მხარეზე ან მათ შორის.


ანევრიზმის გართულებებია: გასკდომა და ძლიერი სისხლის დენა (რომელსაც დაუყოვნებლივ თუ არ შეაჩერებენ, ავადმყოფი დაიღუპება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გამზადებული უნდა ჰქონდეთ ლახტი), ანევრიზმული პარკის ქსოვილებზე ზეწოლა, ირგვლივ ქსოვილების (და არა ანევრიზმის) დაჩირქება და ფლეგმონიის განვითარება, ემბოლია, თრომბოზი, გულის ჰიპერტროფია და მუშაობის მკვეთრი გაუარესება (არტერიულ-ვენური ანევრიზმის დროს), იშვიათად შეიძლება განვითარდეს ანევრიზმის პეტრიფიკაცია.

მკურნალობა ქირურგიულია

***

რავიცი, თუ ვინმეს დააინტერესებს, წაიკითხოს... rolleyes.gif

This post has been edited by mtvareuli on 10 Oct 2007, 01:25


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
killer
100% woman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 17771
წევრი No.: 307
რეგისტრ.: 12-September 01

გამოგზავნილია: 10 Oct 2007, 20:58  #6929490      · პროფილი · პირადი მიმოწერა · icq
ბოლომდე წავიკითხე
სისტოლოგიური ვერ გავიგე დანარჩენი ყველაფერი smile.gif
მადლობა 2kiss.gif
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6353
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 11 Oct 2007, 12:09  #6934938      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
killer
QUOTE
სისტოლოგიური ვერ გავიგე დანარჩენი ყველაფერი


აბა სისტოლოგიური?

QUOTE
ასეთ ვენაზე მოსმენით ისმის დამახასიათებელი სისტოლურ-დიასტოლური ხმა


ამაზე ამბობ? smile.gif

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0484 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]