forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (98) « პირველი ... 68 69 [70] 71 72 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  მამოლოგის კონსულტაცია, კითხვები ექიმთან
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 713
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 10 Aug 2012, 12:14  #32497996      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Tiko_kiko
არსებობს სხვა წალებიც. შერჩევა შეიძლება. მიმართეთ ექიმს. ენდოკრინოლოგის კონსულტაცია ჩაიტარეთ აუცილებლად.
margaret13
მამოლოგს უნდა აჩვენოთ რომ სწორი მკურნალობა შეირჩეს. ან თუნდაც რომ გადაწყდეს სამკურნალოა თუ არა.
gvendoleni
ლიმფის გამოსვლა და სიცხე საკმაოდ ხშირი მოვლენაა, მითუმეტეს წელიწადის ამ დროში.


--------------------
www.facebook.com/mamology
tamokuxi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 69
წევრი No.: 126394
რეგისტრ.: 24-January 11

გამოგზავნილია: 11 Aug 2012, 16:02  #32513746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
natushkebii

"მთავარია არ შეშინდე და არ აყვე იმას რასაც გეტყვიან...ციხისელის პაციენტიც ვიყავი ძაგნიძისაც და ონკოდისპანსერში მემგონი ყველამ ნახა ყველაას აზრი ერთი იყო სასწრაფო ოპერაცია მჭირდებოდა.არ გავიკეთე და ენდოკრინოლოგთან ნეირო-ენდოკრინოკოგთან და ბიძაჩემთან(ქირურგია) ერთად დავჯექი და გადავწყვიტეთ დანა არსად გაგვექცეოდა და სანამ დანის ქვეშ დავწვებოდი სხვა ყველა მეთოდი მოგვესინჯა კვანძის გასაწოვად.არც ერთ მამოლოგს არ ეგერა,მაგრამ ექვს თვეში კვანძი აGარ მქონდა.არადა ნახევარი ძუძუს დაკარგვა მაინც მომიწევდა.
ეხლა კი ორივე ადგილზე მაქვს და ჯანმრთელები "


ამაზე რა აზრის ხართ?

This post has been edited by tamokuxi on 11 Aug 2012, 16:03
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 713
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 12 Aug 2012, 22:34  #32531121      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
tamokuxi
QUOTE
ამაზე რა აზრის ხართ?

ფაქტებით (ექოსკოპიის დასკვნა, ექიმის მიერ დაწერილი ცნობა...) რომ იყოს თქვენი პოსტი გამაგრებული უკეთესი იქნებოდა და დამაჯერებელიც.
მადამ ფისუნია
ველური კნუტი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4316
წევრი No.: 152755
რეგისტრ.: 7-August 12

გამოგზავნილია: 13 Aug 2012, 01:32  #32533158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ მეც რაღაც ეჭვები მაქვს და რა ვქნა ისე როგორ გავარკვიო ყველაფერი ოჯახს რომ არ ვუთხრა რამე სიმპტომები არ აქვს?


--------------------
http://madamfisunia.wordpress.com/

madridista ^_^

82 40 50 europe-bet რიავი თუ გინდა მიჯიგრე © ფისო
forumeli007
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1499
წევრი No.: 87352
რეგისტრ.: 24-March 09

გამოგზავნილია: 14 Aug 2012, 09:55  #32547675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ,
ციხისელის გარდა კარგი მამოლოგი მირჩიეთ ძალიან გთხოვთ რა, და თან საკონტაქტო ინფორმაციასაც თუ მომაწვდით ძალიან დამავალებთ!
plinti
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 3
წევრი No.: 149548
რეგისტრ.: 24-May 12

გამოგზავნილია: 16 Aug 2012, 21:25  #32582710      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გავიგე რომ მასტოპათიას, კვანძებს და ხშირად სიმსივნესაც კი შველის კომბოსტოზე წასმული მაისის თაფლის საფენები . თუ გაგიგიათ ვინმეს ამის შესახებ რაიმე და ხომ არ იცით როგორ კეთდება?
wonderland1
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 145583
რეგისტრ.: 28-March 12

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 15:39  #32603486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ DocTemo, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის პასუხზე თქვენი აზრი მაინტერესებს: მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-14 დღეს გავიკეთე:
კანის სისქე არ აღემატება 2 მმ-ს; კონტური-დეფორმაციისა გარეშე; კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული.
პპანერქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი, ზოგიერთ ადგილას წარმოდგენილია ფიბროზული უბნებით.
კუპერის იოგები- რადიალურად სწორხაზოვანი. სარძევე სადინარების დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს.
ლიმფური გზები - არ ვიზუალიზდება .
კეროვანი დაზიანებები: ორივე სარძევე ჯირკვლის პანერქიმაში დიფუზურად ფიქსიედება სხვადასხვა ზომის კვანძები. უდიდესი მარჯვენაში ზომით 19*8,4 მმ.
ამავდროულად მარჯვენა ჯირკვლის გარეთ ზედა კვადრანტში ფიქსირდება ცისტა დიამეტრით 2,4 მმ და ადენომის ტიპის ჩანართი ზედა გარეთა და შიგნითა კვადრანტების საზღვარზე ზომით 12*6*8მმ.
მარცხენა სარძევე ჯირკვლის ზედა, შიდა კვადრანტში ფიქსირდება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 11*5,1 მმ, გარეთა ზედა კვადრანტში ცისტა ზომით 2,9*3,5მმ.
რეგიონული ზონები: მარცხენა იღლიის ფოსო თავისუფალი, მარჯვენა იღლიის ფოსოში ფიქსირდება შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური ჯირკვალი ზომით 15*7 მმ, ამ დღეებშI მამოლოგთან ვგეგმავ ვიზიტს, მეშველება რამე? რამდენად საგანგაშოა?
sunnn
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 144958
რეგისტრ.: 20-March 12

გამოგზავნილია: 25 Aug 2012, 01:00  #32694042      · პროფილი · პირადი მიმოწერა
იქნებ ვინმემ მანუგეშოთ. დღეს შევამჩნიე მკერძე, ზედ სადინარზე პატარა შავი რაღაც ხალივით არის წვრილი და ხელი რომ მოვიკიდე მაგრად მეტკინა, ეხლაც მტეხავს მაგრად. (36 კვირის ორსული ვარ)
იქნებ მამოლოგი მაინც მირჩიოთ ვინმეე? sad.gif
ნი–ცა..
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 208
წევრი No.: 151499
რეგისტრ.: 24-June 12

გამოგზავნილია: 25 Aug 2012, 03:42  #32695233      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sunnn
QUOTE
იქნებ მამოლოგი მაინც მირჩიოთ ვინმეე?

თუ თბილისში ხარ ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია,კარაფს მედლაინშია . არ ვიცი შენ რა პრობლემა გაქვს,მაგრამ მე რომ დამჭირდა ერთხმად მირჩიეს ციხისელი.
დროულად თუ მიხედავ ყველაფერი ადვილად მოგვარებადია.
არ ინერვიულო,მე ტირილით გავათენე ის ღამე სანამ მივიდოდი,მაგრამ იქედან მშიდი და ბედნიერი გამოვედი.
დარწმუნებული ვარ შენც ასე იქნები,მთავარია მიხვიდე დროულად. 2kiss.gif

This post has been edited by ნი–ცა.. on 25 Aug 2012, 03:43


--------------------
ღვინო უფრო ძალუმია, ვიდრე მეგობრობა და თუნდაც ქალი. შენ რომ ჩემს ხასას მთვრალი გადააწყდე მარტომყოფს, მეგობრობას უთუოდ ქალში გაგაცვლევინებს ღვინო. (კ.გამსახურდია)
bigmisha
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4450
წევრი No.: 26570
რეგისტრ.: 5-December 06

გამოგზავნილია: 25 Aug 2012, 10:51  #32696506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნი–ცა..
QUOTE
ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია

თან ძლიერი ფსიქოლოგიცაა ამას დავამატებდი.
მადლობა ჩემ თემაში UP სათვის

Herceptin® (trastuzumab)
დავდებ მაინც აქაც ამ ლინკს.


--------------------
Tbilisi saqarTvelos dedaqalaqia, Kutaisi qartvelebis

Never Give Up!!!

sunnn
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1215
წევრი No.: 144958
რეგისტრ.: 20-March 12

გამოგზავნილია: 25 Aug 2012, 11:09  #32696648      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ნი–ცა..
დიიიდიი მადლობაააა wink.gif
ნი–ცა..
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 208
წევრი No.: 151499
რეგისტრ.: 24-June 12

გამოგზავნილია: 25 Aug 2012, 11:43  #32696950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bigmisha
QUOTE
თან ძლიერი ფსიქოლოგიცაა ამას დავამატებდი.

ნამდვილად,მოსაცდელში აცრემლებული ვიყავი,სხვა პაციენტებმა ემაშინეს,არ უყვარს ცრემლები და ეგეთი სენტიმენტები,ეგ შენ მოფერებას არ დაგიწყებს და შეიძლება სულ არ მიგიღოსო,მე კიდევ ძალიან ემოციური ვარ და თავს ვერ ვიკავებდი,მაგღამ ისე კარგად მელაპარაკა,ისე კარგად,სულ ღიმილით გამოვედი იქედან.თან აშკარად კარგად იცის თავის საქმე,
QUOTE
მადლობა ჩემ თემაში UP სათვის

არაფერს,მშვიდობას გისურვებთ.
DocTemo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 713
წევრი No.: 120512
რეგისტრ.: 4-September 10

გამოგზავნილია: 26 Aug 2012, 00:56  #32707535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
wonderland1
QUOTE
გამარჯობათ DocTemo, სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის პასუხზე თქვენი აზრი მაინტერესებს: მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან მე-14 დღეს გავიკეთე:
კანის სისქე არ აღემატება 2 მმ-ს; კონტური-დეფორმაციისა გარეშე; კანქვეშა ცხიმი ზომიერად გამოხატული.
პპანერქიმის ექოსტრუქტურა არაერთგვაროვანი, ზოგიერთ ადგილას წარმოდგენილია ფიბროზული უბნებით.
კუპერის იოგები- რადიალურად სწორხაზოვანი. სარძევე სადინარების დიამეტრი არ აღემატება 2 მმ-ს.
ლიმფური გზები - არ ვიზუალიზდება .
კეროვანი დაზიანებები: ორივე სარძევე ჯირკვლის პანერქიმაში დიფუზურად ფიქსიედება სხვადასხვა ზომის კვანძები. უდიდესი მარჯვენაში ზომით 19*8,4 მმ.
ამავდროულად მარჯვენა ჯირკვლის გარეთ ზედა კვადრანტში ფიქსირდება ცისტა დიამეტრით 2,4 მმ და ადენომის ტიპის ჩანართი ზედა გარეთა და შიგნითა კვადრანტების საზღვარზე ზომით 12*6*8მმ.
მარცხენა სარძევე ჯირკვლის ზედა, შიდა კვადრანტში ფიქსირდება ფიბროადენომის ტიპის ჩანართი ზომით 11*5,1 მმ, გარეთა ზედა კვადრანტში ცისტა ზომით 2,9*3,5მმ.
რეგიონული ზონები: მარცხენა იღლიის ფოსო თავისუფალი, მარჯვენა იღლიის ფოსოში ფიქსირდება შეუცვლელი სტრუქტურის ლიმფური ჯირკვალი ზომით 15*7 მმ, ამ დღეებშI მამოლოგთან ვგეგმავ ვიზიტს, მეშველება რამე? რამდენად საგანგაშოა?

რთულია ასე შორიდან მასეთ სიტუაციაზე საუბარი. ხელით ნახვაა საჭირო. საგანგაშო სიტუაცია არ არის, სიმსივნეები ეს არაა, მარამ გადასაწყვეტია მათი მკურნალობის მეთოდი. თუ დიდად ხელით არ იგრძნობა ალბათ შეიძლება მედიკამენტოზურად დაწყება. თუ პალპირდება ანუ იგრძნობა კარგად, მაშინ დიდი ზომის ფიბროადენომები ამოსაღებია. მნიშვნელობა აქვს ასევე გინეკოლოგიურ მხარეს და ფარისებრ ჯირკვალს.
Acetone
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 263
წევრი No.: 150512
რეგისტრ.: 8-June 12

გამოგზავნილია: 26 Aug 2012, 10:12  #32709500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

გთხოვთ მირჩიეთ კარგი მამოლოგი.

help.gif


--------------------
The Eyes are Useless When the Mind is Blind - Free Your Mind and Think!
ნი–ცა..
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 208
წევრი No.: 151499
რეგისტრ.: 24-June 12

გამოგზავნილია: 26 Aug 2012, 15:46  #32713023      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Acetone
QUOTE
თუ თბილისში ხარ ციხისელზე უკეთესი მე არავინ გამიგია,კარაფს მედლაინშია .


თუ დასავლეთ საქართველოში ხარ DocTemo-ს მიმართე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (98) « პირველი ... 68 69 [70] 71 72 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0649 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]