forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ტკივილი წელისა და ბარძაყების არეში, იქნებ ახსნას ვინმემ?
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 5 Jun 2007, 20:08  #5796420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემს ნათესავს აქვს ტკივილები წელისა და გავის მიდამოში,უფრო გავის.ეს ტკივილი გადაეცემა ბარძაყის წინა და ლატერალურ ზედაპირებზე,ტკივა ამ ზედაპირების კუნთები,თანაბარი ინტენსივობით,ორივე მხარეს,პარალელურად უჩივის სისუსტეს ქვედა კიდურებში,მსუბუქ დაბუჟებას ბარძაყების მტკივნეულ არეებში და სიარულის დროს აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს უნდა დაეცეს,ტკივილი ეწყება მოძრაობის დაწყების დროს,მერე იკლებს თანდათან და რო ჩერდება,ჯდება ან წვება ისევ თავიდან ეწყება და დაახლოებით 10 წუთი ტკივა.
დღეს გაიკეტა მაგნიტური რეზონანსი და ხერხემლის პატოლოგია გამოირიცხა.ნევროლოგმა ხელმოსაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინა,სისხლის საერთო ანალიზი ცვლილებების გარეშეა.
რას ფიქრობთ? რამდენადაც მახსოვს ბასის სინდრომს ახასიათებს მსგავსი ჩივილები.


--------------------
amore,
more,
ore,
re
Björk
რამე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3063
წევრი No.: 14460
რეგისტრ.: 11-November 05

გამოგზავნილია: 5 Jun 2007, 20:57  #5796805      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
რაში მდგომარეობს ბასის სინდრომი? ძალიან მაინტერებს და თუ შეგიძლიათ დაწერეთ.


--------------------
რუმე
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 5 Jun 2007, 22:00  #5797353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რაც მახსოვს დავწერ,ეს არის კუნთოვანი დისტროფიის ერთ-ერთი სახე და გამოწვეულია ნერვული იმპულსის კუნთოვან ბოჭკოზე გადაცემის ბლოკით.იწყება კუნთების სისუსტით,ტონუსი მცირდება , ატროფია იწყება თანდათან,პროგნოზი არაკეთილსაიმედოა,რადგან პროცესში სასუნთქი კუნთებიც ერთვება.მე მინახავს ბასის სინდრომიანი პაციენტი ტერმინალურ მდგომარეობაში და სწორედ ამიტომ ვარ ახლა პანიკაში.
Björk
რამე


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3063
წევრი No.: 14460
რეგისტრ.: 11-November 05

გამოგზავნილია: 5 Jun 2007, 22:09  #5797479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
რატომ არ გამოჩნდა გამოკვლევისას?
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 5 Jun 2007, 22:35  #5797761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იამეერზე ეგ ვერ გამოჩნდება,რამდენადაც მახსოვს ნეირომიოგრაფია ტუ რაგაც მაგდაგვარი ჭირდება და ალბათ გავაკეთებთ ხვალ
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5241
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 6 Jun 2007, 10:26  #5800733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ბაჩუკი @ 5 Jun 2007, 20:08 )

ჩემს ნათესავს აქვს ტკივილები წელისა და გავის მიდამოში,უფრო გავის.ეს ტკივილი გადაეცემა ბარძაყის წინა და ლატერალურ ზედაპირებზე,ტკივა ამ ზედაპირების კუნთები,თანაბარი ინტენსივობით,ორივე მხარეს,პარალელურად უჩივის სისუსტეს ქვედა კიდურებში,მსუბუქ დაბუჟებას ბარძაყების მტკივნეულ არეებში და სიარულის დროს აქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს უნდა დაეცეს,ტკივილი ეწყება მოძრაობის დაწყების  დროს,მერე იკლებს თანდათან და რო ჩერდება,ჯდება ან წვება ისევ თავიდან ეწყება და დაახლოებით 10 წუთი ტკივა.
დღეს გაიკეტა მაგნიტური რეზონანსი და ხერხემლის პატოლოგია გამოირიცხა.ნევროლოგმა ხელმოსაჭიდი ვერაფერი აღმოაჩინა,სისხლის საერთო ანალიზი ცვლილებების გარეშეა.
რას ფიქრობთ? რამდენადაც მახსოვს ბასის სინდრომს ახასიათებს მსგავსი ჩივილები.


1) პირველ რიგში რასაც აღწერ მაგის ყველაზე ხშირი მიზეზი DJD(degenerative joint disease) არის, რომ ოსტეარტრიტს ეძახიან.

2) როცა დაავადებას ადგენ დიფერენციალში რაც შეიძლება მეტი დაავადებები იფიქრე ტორემ გამაზავ დიაგნოზს. თან დაიმახსოვრე, ხშირი დაავადებები უფრო ხშირია ვიდრე არახშირი დაავადებები და ხშირი დაავადებების არახშირი პრეზენტაცია უფრო ხშირია ვიდრე არახშირი დაავადებების ხშირი პრეზენტაცია.

3) მაგნიტური რეზონანსის ძირიტადი ჩვენება არის ორი ა) სიმსივნეების და ზურგის ტვინზე მაკომპრესილებელი დაავადებების გამორიცხვა და ბ)ქირურგიული პათოლოგიის გარჩევა არაქირურგიულისაგან(მაგალიტად ზურგისი ტვინის არხის სტენოზის დასადგენად). და რაც შეეხება ნორმალურ მაგნიტურ რეზონანსს, ზურგისტკივილიან ავადმყოფში მასეთი რამე რადიოლოგებისაგან არ გამიგია. იქ რადიოლოგები რაღაცას მაინც წერენ: ან DJD(degenerative joint disease) ან foraminal stenosis(იმ ხვრელების სტენოზი საიდანაც ხერხემლის ნერვები გამოდიან) და ეგენი ყველაზე ხშირ მიზეზებად ითვლებიან ზურგის ტკივილის. კიდევ ნუკლეუს პულპოზუს-ის თიაქარი(ან მწვავე ან ქრონიკული) და პარასპინალური კუნტების სპაზმი. მოხუცებში, განსაკუტრებიტ იმატ ვისაც ოსტეოპოროზი აქვტ, ხშირია ხერხემლის მალების კომპრესიული "მოტეხილობა"--ერტერტი Yველაზე ხშირი მიზეზია ზურგის/ქვემო წელის ტკივილების.

4) EMG და ნერვის გამტარებლობა დიაგნოზსს არ დასვამს. ეგენი დაადგენენ პათოლოგია ნეიროპათიაა თუ კუნტების დაავადებაა თუ სინაპსის. მაგის მერე, თუ დადგინდა ეგ რომელიმე მერე უნდა მიზეზების პოვნა იმის მიხედვიტ რომელია: ნიროპათიებს, მიოპათიებს და სინაფსოპათიებს სხვადასხვა მიზეზები აკვთ.

5) ანთებითი, ინფექციური, სიმსივნური და აუტოიმუნური დაავადებები არ უნდა გამოგრჩეს მხედველობიდან. ამის გამო აუცილებლად დაჭირდება sacroilliac (არ მახსოვს ქარტულად როგორ არის ზუსტად მარა ის სახსარია მენჯს რომ აერთებს საკრუმს) კარგად დათვალიერება მაგნიტურ რეზონანსზე რომ მაგ სახსრის ანთება არ გამოგჩეს მხედველობიდან, sacroilliitis-ს ეძახიან მაგას. მერე აუცილებლად გააკეტებინე ტეტრი უჯრედები(ინფექციებზე მოგცემს ნამიოკს), ჰემოგლობინი(ანემია ტუ აქვს ქრონიკულ პროცესზე შეიძლება მიუტიტოს), ედს, C-რეაქტიული ცილა, რევმატოიდულ ფაქტორზე და ანტიბირთვულ ანისხეულებზე ან დაჩირდება ან არა, დამოკიდებულია ფიზიკურ გამოკვლევაზე, სიმპტომებზე და sacroilliitis არსებობაზე.

6) თუ უფრო მეტ ინფოს შემოაგდებ(ასაკი, სქესი, დაავადების დასაწყისი, სხვა ორგანოების მხრივ ჩივილები, და პიზიკური გამოკვლევის დროს ნანახი მონაცემები) მთლად კაი იკნება.

იმის მიხედვით რაც თკვი თუმცა, კეთილთვისებიან ტკივილს გავს, ანტებიტი ხასიატის. ტკივილი რომ დიდხანს არ გრძელდება კაია(სიმსივნეების ტკივილი ტიტკმის მუდმივია) და მოძრაობის მერე რომ გადის ანტებას მიუტიტებს. რევმატოიდული პროცესები უპრო დიდ ხანს უნდება ტკივილი რომ გავიდეს ვარჯიშიტ--1 საათამდე ხშირად. DJD იცის მასე ტკივილები. მაგნიტური რეზონანსი საუკეტესო ტესტია sacroilliitis რომ დაადგინო ან გამორიცხო, ამიტომ ტუ რადიოლოგს ენდობი და მაგ არე გადაიღეს მაშინ ნაკლებსავარაუდოა მაგ დიაგნოზი და ყველაპერი ის რაც მაგას იწვევს. იმედია გამოგადგება ინფორმაცია.
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 26 Jun 2007, 22:55  #5981262      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის,შევეცდები უფრო დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ იმ გამოკვლევებისა და ვარაუდების შესახებ,რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ტარდებოდა და განიხილებოდა.
ზოგადი ინფორმაცია:
23 წლის,გოგონა,არამწეველი, პრაქტიკულად ჯანმრთელი.
1.ნევროლოგმა IMR სა და ნევროლოგიური გამოკვლევების საფუძველზე ნევროლოგიური პათოლოგია გამორიცხა და თერაპევტთან გაგვიშვა.

2.თერაპევტმა დაიწყო სისხლის საერთო ანალიზით,სადაც არანაირი გადახრა არ დაფიქსირდა,დანიშნა ტექსამენ-ლ,ავექსონი,ც ვიტამინი,5 დღიანი კურსი,მკურნალობამ უშედეგოდ ჩაიარა,შემდეგ ვიზიტზე-მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ექოსკოპია-პათოლოგიის გარეშე,გაგვაკეთებინა ტესტი ტუბერკულოზურ ანტისხეულებზე,IG-G აღმოჩნდა პოზიტიური-3,5(ნორმა <3)

3.თერაპევტმა მოიყვანა პტიზიატრი საკონსულტაციოდ ხერხემლის ტუბერკულოზის ეჭვით,(მერე გაირკვა რო ის პტიზიატრი სინამდვილეში ქირურგი ყოფილა),გულმკერდის რენტგენოგრაფია,(პათოლოგიის გარეშე),კისრის ლიმფური კვანძები გადიდებული.ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიწყო 14 დღიანი ანტიტუბერკულოზური მკურნალობა,1-2 დღე ტკივილები შემცირდა მაგრამ მერე ისევ იმატა და უფრო გაძლიერდა.

4.წავედით ტუბ- დისპანსერში,სადაც გვითხრეს რომ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2 კვირა(ექსტიუვანდიბუს პონტში),ან ლიმფური კვანძის ციტოლოგია ან მორფოლოგია უნდა გაკეთდეს დიაგნოზის საბოლოოდ დადასტურების მიზნით,რაზეც უარი ვთქვით და მკურნალობის გაგრძელება ვარჩიეთ.

5.წავედით რევმატოლოგიურში,გაკეთდა ანალიზები სისტემური დაავადების მარკერებზე,
ც- რეაქტიულ ცილაზე,რევმატიულ ფაქტორზე,სერომუკოიდზე და ა.შ.ყველაფერი ნორმის ფარგლებში,(ანალიზების პასუხებამდე ვიკეთებთ დიკლობერლს,მიდოკალმს,ბ ჯგუფის ვიტამინებს,3 დღე,უშედეგოდ.დიკლობერლს შემდეგაც ძლიერი ტკივილების დროს.ტკივილს ვერ ხსნიდა,ტუმცა ინტენსივობა მცირდებოდა.)შარდში მცირე რაოდენობით ლორწო,სისხლში ლეიკოციტებმა იმატა,ოღონდ ნორმის ფარგლებში,წინა ანალიზით 4,ეხლანდელით -9.მენჯის რენტგენოგრაფიით მარცხენამხრივი საკროილეიტის სურათი,სახსრები ჰიპერმობილური,ტერფის თაღი ცოტა გასწორებულია.კრეატინფოსფოკნაზა 430.(ნორმა 75-120).

6.გაკეთდა ელექტრომიოგრაფია მე-9 ში,გამტარებლობა ნერვებში ნორმალური,აღინიშნება პირველადი კუნთოვანი პათოლოგია,დადებითი კრიპტოტეტანული რეაქცია და მულტიპლეტური განტვირთვების სიჭარბე მოითხოვს დისმეტაბოლური მიოპათიის გამორიცხვას.ვიწყებთ კალციმაგის მიღებას.მდგომარეობა უცვლელი.

7.მივდივართ ენდოკრინოლოგთან,ვაბარებთ ანალიზებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე,ყველაფერი ნორმაშია.
დისმეტაბოლიზმის მიზეზზე ეჭვს ანამნეზში ქრონიკული ყაბზობა და კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც ბადებს.

8.ვბრუნდებით რევმატოლოგიაში,ვთავსდებით სტაციონარში დინამიკაში დაკვირვებისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით,ოტორინოლარინგოლოგი სვამს ქრონიკული დეკომპენსირებული ტონზილიტის დიაგნოზს,კეთდება ე.კ.გ,პულსი 96,არარითმული,ვილსონებში მაღალი ტ კბილებით,კეთდება ექოკარდიოგრაფია,სარქველები ინტაქტური,გულშიდა ჰემოდინამიკა ნორმალური, სარქველების მცირე პროლაბირებით.
ხვალ ჩავაბარებთ სისხლს ელექტროლიტებზე და შაქარზე.

4 დღის წინ კლინიკურ სურათში წამოვიდა მუხლის სახსრების ტკივილები,უპირატესად მარცხნივ.

მოკლედ, ამ ეტაპზე ვართ,გამოკვლევის ალგორითმში შემდეგ პლანზე დგას ქვემო კიდურების სისხლზარღვთა დოპლეროგრაფია.

ბოლო 2 დღეა ტკივილებმა ცოტა იკლო(შესაძლოა კალციმაგის ეფექტი?)მანამდე გამაყუჩებლებს იღებდა (ტორადოლი,კეტოროლაკი,კეტოლონგი),ეხლა აპირებენ ჰორმონოთერაპიის დაწყებას.

აი ეს არის 25 დღის ისტორია.რას ფიქრობთ?სიამოვნებით მივიღებ ყველა აზრიან გამოხმაურებას და რჩევას.დიდი მადლობა წინასწარ.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 27 Jun 2007, 23:58  #5991432      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ თემაში დავწერ ბარემ.
vano_t
მეც მინდა ერთი რამე გკითხო, აშკარად ერკვევი საკითხში და იქნებ მეც მითხრა რა ჯანდაბაა.
მოკლედ მეც წელის და მენჯის ტკივილი მაქვს ამ ბოლო დროს და ექოზე მითხრეს - "ფიზიოლოგიური ლორდოზი, ტენდენცია ჰიპერლორდოზისკენ. L4-5, L5-S1 მალთაშუა სივრცეები ზომიერად შევიწროვებულია. მალების წინა და უკანა კუთხეები უმნიშვნელოდ წაკვეთილი და წაწვეტიანებულია, მეტად ქვედა მალების. აღინიშნება სუბქონდრალური სკლეროზი. მეტად ქვედა მალების. მალებში ტრავმული ცვლილებები არ გამოვლინდა".
იქნებ ჩემთვის გასაგები, მდაბიური ენით ამიხსნა გადავრჩები თუ ვერა? sad.gif

This post has been edited by ancho on 28 Jun 2007, 00:00


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5241
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 28 Jun 2007, 10:42  #5994013      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ancho @ 27 Jun 2007, 23:58 )
ამ თემაში დავწერ ბარემ.
vano_t
მეც მინდა ერთი რამე გკითხო, აშკარად ერკვევი საკითხში და იქნებ მეც მითხრა რა ჯანდაბაა.
მოკლედ მეც წელის და მენჯის ტკივილი მაქვს ამ ბოლო დროს და ექოზე მითხრეს - "ფიზიოლოგიური ლორდოზი, ტენდენცია ჰიპერლორდოზისკენ. L4-5, L5-S1 მალთაშუა სივრცეები ზომიერად შევიწროვებულია. მალების წინა და უკანა კუთხეები უმნიშვნელოდ წაკვეთილი და წაწვეტიანებულია, მეტად ქვედა მალების. აღინიშნება სუბქონდრალური სკლეროზი. მეტად ქვედა მალების. მალებში ტრავმული ცვლილებები არ გამოვლინდა".
იქნებ ჩემთვის გასაგები, მდაბიური ენით ამიხსნა გადავრჩები თუ ვერა? sad.gif

შენ კი გადარჩები მარა ექო რათ უნდა ძვლების გამოკვლევას ვერ გავიგე. ეგ არაფერია რაც შენ გაქვს: ოსტეოართრიტია იგივე.
* * *
MRI-ზე ბევრი არაფერი უთქვიათ. MRI მარტო ზურგის ტვინის პათოლოგიებს არ ეძებს: ძვალსაც, nucleus pulposus-საც და ლიგამნეტებსაც კარგად ხედავს. მაგათზე არაპერია ნათკვამი. იქნება თიაქარი აქვს ხერხემლის მალების; იქნება ფორამინების სტენოზი აქვს. ეგეთი რაღაცეები ყველაზე ხშირად არის ზურგის/წელის ტკივილის მიზეზი. მეორეც: ტუბერკულოზზე გამოკვლევა არ იყო საჭირო თუ ხერხემლის მალები ტუბერკულოზზე ფიქრობდნენ, რადგან MRI-ზე კაი ტესტი მაგ მხრივ არ არის. ნაღდად არსად გამიგია ტუბერკულოზზე სკრინინგი ანტისხეულებით. მაგისთვის მანტუ ან PPD უნდა მეტი არაფერი და ტუბერკულოზი გაქვს ან არ გაქვს. თუ გაქვს 9 თვე უნდა მკურნალობა და თუარ გაქვს ერტი დღეც არ არის საჭირო. ქირურგებს ეპატიებათ.

ელექტროკარდიოგრამაზე არაფერი არ აქვს ისეთი. მაღალი T კბილები ახალგაზრდებში ნორმაა. მეორეც, ნორმალური და არანორმალური ეკგ არ არსებობს. ის რაც ნორმაა ერთისთვის შეიძლება პათოლოგია იყოს მეორესთვის.

ექოზეც ცოტა პროლაპსი მიტრალური სარქველის ხშირია, განსაკუტრებით ახალგაზრდა ქალებსში. მაგის ერთადერთი მნიშვნელობა ის არის ჭირდება თუ არა ავადმყოფს ენდოკარდიტის პროფილაკტიკა (დავუშვატ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს) და იმაზეა დამოკიდებული შუილი აქვს თუ არა ან რეგურგიტაცია და/ან სარქველების გასქელება.

კრეატინფოსფოკინაზა(CPK)-ს მაგდენი მატება ბევრს ვერაფერს ამბობს. კუნთების პათოლოგიების დროს ეგენი ძაან მაღლა ადიან: ათასობებით და ათიასობებით ადიან. ისე გადამოწმება შეიძლება რო ნახე მაღლა მიდის თუ არა. მერე, ბევრმა წმალმა იცის ცოტა მომატებაც. ამიტომ იმას რასაც ღებულობს ვნახავდი რა გვერდითი მოვლენები აქვს. თუ ერითროციტების დალეკვის სიჩქარე, რევმატოიდული ფაქტორი და ც-რაექტიული ცილა ნორმაშია მაშინ ნაკლებად სავარაუდოა რევმატული პათოლოგიები, მათ შორის საკროილიიტიც(თუ რა თქმა უნდა ლაბორატორეიბს ენდობი). საკროილიიტს საეწვოს კიდევ ის ხდის რომ MRI-ზე არაფერია ნათქვამი მაგის თაობაზე. MRI-ზე კაი ტესტი მაგის დასადგენად არ არსებობს. ამიტომ ჯერ რადიოლოგს ვკითხავდი sacroilliac სახსარი თუ იყო MRI-ზე გადაღებული და თუ იყო უჩვენებს თუ არა საკროილიიტს.

სხვა ლაბორატორიები რომ მოვა ისიც დადე აქ და ვნახოთ რა ხდება.

სტეროიდები შეიძლება დაბალ დოზებში სინჯო (დავუშვათ პრედნიზონი დაიწყო 30 მილიგრამი დღეში) მარა სწრაფად უნდა მოახდინო მინიმალურ დოზამდე დაყვანა.

და ბოლოს, ერთი რამ იცოდე, ნებისმიერი სინდრომის უდიდესი ნაწილი ვერ დიაგნოსტირდება, ანუ ეტიოლოგიის ნახვა შეუძლებელი უმრავლეს შემთხვევაში. შეიძლება ყველაფერი გააკეთო და ვერაფერი ნახო არანორმალური და ინფორმაციის მატარებელი.

ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 28 Jun 2007, 11:41  #5994422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
QUOTE
შენ კი გადარჩები მარა ექო რათ უნდა ძვლების გამოკვლევას ვერ გავიგე. ეგ არაფერია რაც შენ გაქვს: ოსტეოართრიტია იგივე.

რენტგენი უნდა მეთქვა. შემეშალა.
ოსტეოარტრიტი ის არაა სახსრები რომ ცვდება სიბერეში? ჯერ არ მოვხუცებულვარ და რა ვიცი. თან მგონი სქელ ხალხს ემართება.. არც მსუქანი არ ვარ...
ეგაა? sad.gif

This post has been edited by ancho on 28 Jun 2007, 12:01
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5241
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 28 Jun 2007, 12:05  #5994636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ancho @ 28 Jun 2007, 11:41 )
vano_t
QUOTE
შენ კი გადარჩები მარა ექო რათ უნდა ძვლების გამოკვლევას ვერ გავიგე. ეგ არაფერია რაც შენ გაქვს: ოსტეოართრიტია იგივე.

რენტგენი უნდა მეთქვა. შემეშალა.
ოსტეოარტრიტი ის არაა სახსრები რომ ცვდება სიბერეში? ჯერ არ მოვხუცებულვარ და რა ვიცი. ეგაა? sad.gif

გულში ხომ ხარ ახალგაზრდა, მთავარიეგაა. ისე ოსტეოართრიტი არ არის მოხუცებულობის დაავადება. ყველა ასაკში შეიძლება გაჩნდეს, ბავშვების ჩათვლით(თუმცა ხშირი იშვიათია ბავშვებში). ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, იმათში ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს ან ხშIრი ტრამვები აქვს, არც ისე იშვიათია ეგ პრობლემა.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 28 Jun 2007, 12:10  #5994680      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
28-ის ვარ. გულშიც და ქრონოლოგიურადაც gigi.gif
QUOTE
განსაკუთრებით, იმათში ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს ან ხშIრი ტრამვები აქვს, არც ისე იშვიათია ეგ პრობლემა.

რა ვიცი. არ ყოფილა ეგეთი რაღაც.. აა. გამახსენდა. ზაფხულობით ვწევ ხოლმე მძიმე იალქანს (ვინდსერფის) და წელიც მტკიებია მაგის მერე. ხოდა შეიძლება მაგისგან იყოს? და თუ მაგისგან არის, პროგრესირება მოსალოდნელია თუ არა? ცხადია აღარ ავწევ, მაგრამ ვიცი, რომ ეგ პროგრესირებადი დაავადებაა... cry.gif

დიდი მადლობა. smile.gif

This post has been edited by ancho on 28 Jun 2007, 12:44
Pompiero
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6275
წევრი No.: 34509
რეგისტრ.: 8-May 07

გამოგზავნილია: 28 Jun 2007, 21:25  #5999010      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ancho
love.gif
ხეხემალს აწი ძალიან გაუფრთხილდი.
ბაჩუკი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 750
წევრი No.: 18382
რეგისტრ.: 19-March 06

გამოგზავნილია: 7 Jul 2007, 11:26  #6073576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
MRI-ზე ბევრი არაფერი უთქვიათ. MRI მარტო ზურგის ტვინის პათოლოგიებს არ ეძებს: ძვალსაც, nucleus pulposus-საც და ლიგამნეტებსაც კარგად ხედავს. მაგათზე არაპერია ნათკვამი. იქნება თიაქარი აქვს ხერხემლის მალების; იქნება ფორამინების სტენოზი აქვს. ეგეთი რაღაცეები ყველაზე ხშირად არის ზურგის/წელის ტკივილის მიზეზი

IMR-მა გამორიცხა ყველანაირი პათოლოგია,რისი გამორიცხვაც შეეძლო,ნევროლოგიური პრობლემა გამორიცხა 2მა საკმაოდ ძლიერმა ნევროპათოლოგმა და ნეიროქირურგმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.კრეატინფოსფოკინაზა 1300 მდე ავიდა,ალტ 130,ასტ 75,ელექტროლიტები ნორმის ფარგლებშია.რევმატოლოგები ეჭვობენ პსოიტზე,მივდივართ ქირურგთან,პსოიტი ირიცხება.რევმატოლოგი გვთავაზობს კტ-ს,იმ მოტივით რომ იმრ-მა ძვლოვანი პათოლოგია გამორიცხა და კუნთებს უკეთესად კტ იკვლევსო,თუ კტ-ით არაპერი აღმოჩნდება,მაშინ დავიწყებთ სტეროიდებსო.მე ვფიქრობ,რომ კტ გაკეთება სისულელეა,უნდა გამოირიცხოს ვირუსები(ჰერპეს სიმპლექსი,ზოსტერი,რუბეოლა,ციტომეგალოვირუსი,ებშტეინ ბარის) და ქლამიდია და ტოქსოპლაზმა,და გაკეთდეს ტონზილექტომია,მაგრამ გადაწყვეტილებებს სხვა იღებს სამწუხაროდ.
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45830
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 7 Jul 2007, 11:47  #6073699      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
თუმცა ხშირი იშვიათია ბავშვებში



smile.gif
QUOTE
და ბოლოს, ერთი რამ იცოდე, ნებისმიერი სინდრომის უდიდესი ნაწილი ვერ დიაგნოსტირდება, ანუ ეტიოლოგიის ნახვა შეუძლებელი უმრავლეს შემთხვევაში. შეიძლება ყველაფერი გააკეთო და ვერაფერი ნახო არანორმალური და ინფორმაციის მატარებელი.

აბა მაშინ რა ეშველება ავადმყოფს?


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0383 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]