forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (140) « პირველი ... 10 11 [12] 13 14 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეკითხვები ინტერნისტებს(თერაპევტებს)
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5206
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 21 Jan 2008, 00:59  #8221931      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Lyechka
QUOTE
სიცივის დროს სისხლი რომ მომდის ცხვირიდან საშისი ხომ არაა?
ძაან მაგრად არა მაგრამ გული მიმდისავით smile.gif ხოდა ჯერ ვერ მივხვდი რატომ მერე დავაფიქსირე და ცოტა დავმშვიდდისავით
რამე უნდა ვქნა თუ პროსტო ისე გავაგრძელო დაყურადღება არ მივაქციო და გაივლის?

სიცივის დროს სისხლდენა ცხვირიდან ძალიან ხშირია. სიცივეში ცხვირის ლორწოვანი გარსი ადვილად შრება და ზედაპირული სისხლძარღვები ადვილად ზიანდება. პირველ რიგში ექიმმა (თერაპევტმა ან ყელყურცხვირის ექიმმა) უნდა დაათვალიეროს ცხვირის ლორწოვანი და დარწმუნდეს რომ სისხლდენა ხდება ცხვირის ძგიდის წინა ნაწილიდან, ე.წ. კისელბახის წნულიდან. სისხლდენათა 95 პროცენტზე მეტი აქედან ხდება. დიაგნოზის დადგენის შემდეგ გამოგიწერენ წამლებს. ამისათვის ცხვირში ხშირად უნდა იწვეთო უბრალო მარილხსნარი (ფიზიოლოგიური ხსნარიც წავა), რომელიც აფთიაქში უნდა იშოვებოდეს. 1-2 წვეთი ყოველ 2 საათში მშრალი და ცივი ამინდების დროს ლორწოვანს დაატენიანებს და სისხლდენებს შეამცირებს. სისხლდენის დროს შეგიძლია ჩაიწვეთო დეკონჯესტანტები, ცხვირში შეშუპების მომხსნელები (საქართველოში მასეთ წამალს მიეკუთვნება გალაზოლინი დ ნაფტიზინი). ასევე, სისლდენის დროს თუ ცხვირზე მოიჭერ ხელს 20 წუთის განმავლობაში (ორივე ნესტო ცერა და საჩვენებელი თითებით უნდა მიაჭირო ცხვირის ძგიდეს) ხშირ შემთხვევაში სისხლდენა შეწყდება. თუ ესარ შველის სისხლდენის შეჩერაბას თავიდან, მაშინ ექიმთთან უნდა მიხვიდე და სხვადასხვა სახის მანიპულაცია შეიძლება გააკეთოს ექიმმა.
Lyechka
Red Alert


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 271
წევრი No.: 22679
რეგისტრ.: 26-August 06

გამოგზავნილია: 21 Jan 2008, 12:50  #8225280      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t მადლობა დიდი დიდი
მაშინ ნაფტიზინს და მოჭერას ვიზამ tongue.gif
ექიმთან ვერ წავალ sad.gif


--------------------




А мне все фиолетово...
*hedgehog*
Frozen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 29573
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 22 Jan 2008, 11:02  #8236076      · პროფილი · პირადი მიმოწერა
წინასწარ გიხდით ბოდიშს, შეიძლება გაურკვევლად ვიკითხო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი ტკივილია საშიში მუცლის მიდამოებში smile.gif

ანუ, 2-3 დღეა რაღაც მტკივა მუცელში, ვერ გავიგე თირკმელაა თუ რა არი. სადღაც მანდ მტკივა, მაგრამ მარჯვენა მხარეს უფრო მეტად მტკივა და თან დილას შევამჩნიე, რომ წელისკენაც გადავიდა ეს ტკივილი. მუდმივად არ მტკივა, მაგრამ ხშირად მახსენებს თავს და მოძრაობას მიშლის.

არ გამივლის თავისით? ჩემი ფეხის გადამკიდეს ექიმების პანიკურად მეშინია და ვერც კი ვურეკავ sad.gif

მადლობა


--------------------
"First they ignore you, then they laugh at you, then they fight you, then you win."
- Mahatma Gandhi

Time goes by fast, and people go in and out of your life so quickly, so you should never miss the opportunity to tell these people how much they mean to you.
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5206
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 22 Jan 2008, 20:16  #8242797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
*hedgehog*
QUOTE
წინასწარ გიხდით ბოდიშს, შეიძლება გაურკვევლად ვიკითხო, მაგრამ ძალიან მაინტერესებს როგორი ტკივილია საშიში მუცლის მიდამოებში smile.gif

ანუ, 2-3 დღეა რაღაც მტკივა მუცელში, ვერ გავიგე თირკმელაა თუ რა არი. სადღაც მანდ მტკივა, მაგრამ მარჯვენა მხარეს უფრო მეტად მტკივა და თან დილას შევამჩნიე, რომ წელისკენაც გადავიდა ეს ტკივილი. მუდმივად არ მტკივა, მაგრამ ხშირად მახსენებს თავს და მოძრაობას მიშლის.

არ გამივლის თავისით? ჩემი ფეხის გადამკიდეს ექიმების პანიკურად მეშინია და ვერც კი ვურეკავ sad.gif

მადლობა

მუცლის ტკივილების უმრავლესობა სტატისტიკურად არ არის საშიში. ე.წ. მწვავე მუცელი (საშიში ტკივილები რომლებიც მოითხოვენ ოპერაციულ ჩარევას) უფრო ხშირად მწვავედ იწყება, ანუ უცბად და ადამიანს აწუხებს საკმარისად, რომ ექიმს 24-48 საათის განმავლობაში მიაკითხოს. შეიძლება კიდევ ბევრი სიმპტომების ჩამოთვლა, რომელიც სტატისტიკურად ზრდის მწვავე მუცლის შანს, მაგრამ ამ ქვეყანაზე არაფერი არის აბსოლუტური. მუცლის ტკივილის სახლში (და თვითონ პაციენტის მიერ) დიაგნოზი შეუძლებელია. მუცლის ღღუშუ ყველაზე დიდი რაოდენობით ორგანო არსებობს და ნებისმიერი მათგანის დაავადება შეიძლება იწვევდეს შენს სიმტომებს. მე გირჩევდი, რომ ექიმი ნახო. ისე ღებინება თუ არ გაქვს, სისლდენა თუ არ გაქვს (სისლხლიანი ღებინება მაგალითად ან სისხლიანი განავალი), მაღალი სიცხეები არ გაქვს, სისხლში ლეიკოციტები მომატებული არ არის, მაშინ გაცილებით ნაკლებია შანსი რომ მწვავე მუცელი იყოს. მუცლის დადუდგენელი ტკივილების დროს ყველა ვარიანტში არის ექიმის ნახვა აუცილებელი და ჩემი რჩევაც ეგ იქნება.
*hedgehog*
Frozen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 29573
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 23 Jan 2008, 10:34  #8248867      · პროფილი · პირადი მიმოწერა
vano_t
დიდი მადლობა. გადავრჩი მგონი. რამდენიმე კვირის წინ ბრმა ნაწლავმა შემომიტია და შემეშინდა კიდევ ეგ ხომ არ არისო. დედამ მაშინ მითხრა თუ არ მიხვალ გაგისკდება და მოკვდებიო. ხოდა შემეშინდა..... შენ ნამდვილი ექიმი ხარ კი არადა ექიმი მეგობარი ხარ smile.gif
SPC
პლატერო და მე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11202
წევრი No.: 7802
რეგისტრ.: 14-December 04

გამოგზავნილია: 26 Jan 2008, 06:19  #8286917      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ ხალხო ვკვდები მიშველეთ
მახველებს საშინლად და არ ჩერდება ლამისაა გავგიჟდე, ანუ წუთში სამჯერ-ოთხჯერ და ძალიან დამღლელია, კუნთები დამეღალა უკვე ყელის ( თუ აქვს კუნთები smile.gif ამდენი ხველებისგან. გუშინ მთელი ღამე არ დამაძინა, ეხლაც დილის 6 საათია და ავდექი უკვე,
სიტუაცია ასეთი იყო, გუშინწინ სახლში რომ მოვედი ცუდად ვიყავი და სიცხე რომ გავიზომე 38.3 მქონდა, დავლიე ნიმესილი 2 და მეორე დღეს სიცხემ დამიწია, საქმე მქონდა აუცილებელი და ქუჩაში გავედუი, იქ ძალიან ცივი ჰაერი იყო და სუნთქვისას საშინლად მეტკინა ბრონქები თუ სასუნთი გზები, აი ამის მერე დამეწყო ეს საშინელი მშრალი ხველება და არ მეგონა თუ ასე შეიძლება გაეწამებინა ადამიანი..
ეს ბრონქიტია? როგორ უნდა მოვაშთო მალე რაცაა?


პს. ხო კიდევ, თითქოს ზემოთ მჩხაპნისო რაღაც, ანუ ეს ხელება მაინცდამაინც ბრონქებიდან არ მოდის, თითქოს ალეგიული რარაც , აი ზემოთ მჩხაპნის

This post has been edited by SPC on 26 Jan 2008, 06:43


--------------------

ჩვენ ყველაფერს გადავიტანთ
ჩვენ ხომ გასკონელი გვარდიელები ვართ!..

-----------------------
"Every man is born as many men and dies as a single one"
Martin Heidegger
LOLITA_24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 245
წევრი No.: 51889
რეგისტრ.: 19-January 08

გამოგზავნილია: 26 Jan 2008, 12:19  #8287664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩემს დაქალს დაახლოებით 6 წლის წინ ქონდა ნერვის ანთება და ამან სმენა საგრძნობლად დაუქვეითა, დადიოდა რაღაც პროცედურებზე, მაგრამ სმენამ ძალინ ცოტა პროცენტით მოიმატა. შემდეგ საერთოდ დაანება თავი. შეიძლება სმენის აღდგენა??? ან არის რაიმე ახალი მიღწევა სამედიცინო სფეროში ამ კუთხით??? წინასწარ მადლობა


--------------------
შეიცანი თავი შენი...
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5206
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 02:59  #8306670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
SPC
ალბათ უკვე გამოკეთდი კიდეც. ზემო სასუნთქი გზების ინფექციებმა იცის ხველა. ეს ინფექციები უმეტესად ვირუსულია და თავისით გადის. ხველისათვის ხველები საწინააღდეგო წამალი შეგიძლია მიიღო. თუ ფილტვების რაიმე ქრონიკული დაავადება გაგაჩნია(ასთმა ან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება) მაშინ ექიმი უნდა ნახო აუცილებლად. ასევე, თუ სუნთქვის უკმარიოსბა გაქვს დატვირთვის ან მოსვენების დროს, ექიმის ნახვა აუცილებელია რათა ფიტლვების ანთება გამოირიცხოს.

LOLITA_24
QUOTE
ჩემს დაქალს დაახლოებით 6 წლის წინ ქონდა ნერვის ანთება და ამან სმენა საგრძნობლად დაუქვეითა, დადიოდა რაღაც პროცედურებზე, მაგრამ სმენამ ძალინ ცოტა პროცენტით მოიმატა. შემდეგ საერთოდ დაანება თავი. შეიძლება სმენის აღდგენა??? ან არის რაიმე ახალი მიღწევა სამედიცინო სფეროში ამ კუთხით??? წინასწარ მადლობა
რამდენი წლისაა შენი დაქალი?
საერთო სმენის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს. სმენის დაქვეითებისას 2 ძირითადი მექანიზმი უნდა განსხვავდეს ერთმანეთისაგან: ცონდუქციური ანუ გამტარი(როცა დაზიანებულია ის მექანიზმი რაც უზრუნველყოფს ჰაერის რხევების გადაცემას სმენის მიმღებს აპრატთან) და სენსორულ-ნეირონული(როცა დაქვეითებულია სმენის ის ნაწილი, რაც ჰაერის რხევებს გარდაქმნის ელექტრულ იმპულსებში და შემდეგ ამ იმპულსების ანალიზს აკეთებს). სმენის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზია გარეთა სასმენი არხის დახშობა "გოგირდით". იმედია ეს გამოირიცხა, რადგანაც ამის მკურნალობა მარტივია.

საბოლოოდ სმენის დაქვეითების მიზეზების დადგენა და მკურნალობა ხდება ყელყურცხვირის ექიმის მიერ.
LOLITA_24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 245
წევრი No.: 51889
რეგისტრ.: 19-January 08

გამოგზავნილია: 28 Jan 2008, 11:27  #8308205      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
25 წლისაა, ნერვის ანთების შედეგად დაქვეითებული სმენა აღდგენას ექვემდებარება???? ძალინ განიცდის ამ ყველაფერს და კომპლექსდება user.gif , მინდა დავეხმარო. იქნებ მირჩიოთ კარგი სპეციალისტი ამ სფეროში
baby-bobo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11963
წევრი No.: 29630
რეგისტრ.: 8-February 07

გამოგზავნილია: 31 Jan 2008, 00:40  #8344269      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს და თუ შეგიძლია დამაკვალიანე....

62წლის ქალს აწუხებს წნევები, დღის განმავლობაში ხან მაღალი აქვს ხან დაბალი... ეხვევა ტავბრუ, მოკლედ მგონი ასაკობრივი პრობლემები აქვს....
მირჩიეთ თავის გამოსაკვლევად, მიზეზის დასადგენად და მდგომარეობის მოსაწესრიგებლად რის ექიმთან უნდა მივიდეს თავდაპირველად???


--------------------
:up:
zeppelina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 35135
რეგისტრ.: 19-May 07

გამოგზავნილია: 2 Feb 2008, 00:06  #8371678      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
დედაჩემს აქვს ორმხრივი ბრონქოექტაზიული დაავადება.ფილტვის სკლეროზი. არის 70წლის.ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულია. 6 თვის წინ სუმეტროლიმზე ჰქონდა ანაფილაქსური შოკი,გაუსივდა და გაუშავდა ცხვირი,ხელის მტევნები,ყურები,მთელ სხეულზე ჰქონდა გამონაყარი.მანამდე უფრო იოლ ფორმებში 5-ჯერ მისცა ალერგია სხვადასხვა ანტიბიოტიკებზე.მდგომარეობიდან ძირითადად გამოიყვანა პრედნიზოლონის გადასხმებმა. ამჟამად თავს ძალიან სუსტად გრძნობს, ადვილად იღლება, ახველებს.თვითონ ფიქრობს რომ ყველაზე მეტად აწუხებს გული, განიცდის ჰაერის უკმარისობას. ბრონქოექტაზის დიაგნოზი დაუსვეს ტომოგრაფიია გადაღების შემდეგ. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ, ფილტვებს უნდა ვუმკურნალოთ თუ გულს, თუ ორივეს. ტომოგრაფიის გადაღებამდე დიაგნოზი ჰქონდა ფილტვისმიერი გული და ფილტვის სკლეროზი. ამჟამად ღებულობს ენგისტოლს, ტარტეფედრილს და იმუვიტს. რა შეიძლება გულისთვის რომ მიიგოს? რამდენად საშიშია ეს დაავადება? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.


--------------------
www.Trainings.Ge - ყველა ტრენინგი ერთ საიტზე
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5206
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 3 Feb 2008, 01:21  #8383312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LOLITA_24
QUOTE
25  წლისაა,  ნერვის ანთების შედეგად დაქვეითებული სმენა აღდგენას ექვემდებარება???? ძალინ განიცდის ამ ყველაფერს და კომპლექსდება user.gif , მინდა დავეხმარო. იქნებ მირჩიოთ კარგი სპეციალისტი ამ სფეროში
სამწუხაროდ არავის ვიცნობ საქართველოში და ვერ დაგეხმარები. აქ, ფორუმზე სხვას ეცოდინება ალბათ და მათ კითხე. PM-ში თუ მომწერ იფრო დაწვრილებით რა ჭირს, შემიძლია რჩევა მოგცე.

baby-bobo
QUOTE
ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს და თუ შეგიძლია დამაკვალიანე....

62წლის ქალს აწუხებს წნევები, დღის განმავლობაში ხან მაღალი აქვს ხან დაბალი... ეხვევა ტავბრუ, მოკლედ მგონი ასაკობრივი პრობლემები აქვს....
მირჩიეთ თავის გამოსაკვლევად, მიზეზის დასადგენად და მდგომარეობის მოსაწესრიგებლად რის ექიმთან უნდა მივიდეს თავდაპირველად???
ლაბილური წნევა არც თუ ისე იშვიათი რამ არის და წნევის წამლებით უნდა დარეგულირდეს წნევა. თავბრუსხვევაც ხშირია წინწასულ ასაკში. უმეტეს შემთხვევაში მიზეზს ვერ ნახავ, თუმცა ნერვული სისტემის და გულის გამოკვლევა აუცილებელია გარკვეულ ლაბორატორიულ ტესტებთან ერთად. თავბრუსხვევის 2 ფორმა არსებობს: 1) არის ვერტიგო, როცა ადამიანი გრძნობს თითქოს სივრცე მოძრაობს მის გარშემო(ან სივრცეში მოძრაობს) და 2) რომელიც არის გულისწასვლის შეგრძნება (აი, მაგალითად სისხლის დანახვაზე რომ ემართება ზოგიერთს). ამ ორს შორის განსხვავება უნდა მოხდეს აუცილებლად, რადგანაც ამათი მიზეზები და მკურნალობა განსხვავებულია. პირველის მიზეზი უფრო ხშირად წონასწორობის აპარატის დაავადებებია. მეორეს უფრო ხშირად მიზეზს ვერ უპოვი, თუმცა გულის სხვადასხვა დაავადებები და სისხლნაკლებობა უნდა გამოირიცხოს.

zeppelina
QUOTE
დედაჩემს აქვს ორმხრივი ბრონქოექტაზიული დაავადება.ფილტვის სკლეროზი. არის 70წლის.ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულია. 6 თვის წინ სუმეტროლიმზე ჰქონდა ანაფილაქსური შოკი,გაუსივდა და გაუშავდა ცხვირი,ხელის მტევნები,ყურები,მთელ სხეულზე ჰქონდა გამონაყარი.მანამდე უფრო იოლ ფორმებში 5-ჯერ მისცა ალერგია სხვადასხვა ანტიბიოტიკებზე.მდგომარეობიდან ძირითადად გამოიყვანა პრედნიზოლონის გადასხმებმა. ამჟამად თავს ძალიან სუსტად გრძნობს, ადვილად იღლება, ახველებს.თვითონ ფიქრობს რომ ყველაზე მეტად აწუხებს გული, განიცდის ჰაერის უკმარისობას. ბრონქოექტაზის დიაგნოზი დაუსვეს ტომოგრაფიია გადაღების შემდეგ. ძალიან გთხოვთ, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მოვიქცეთ, ფილტვებს უნდა ვუმკურნალოთ თუ გულს, თუ ორივეს. ტომოგრაფიის გადაღებამდე დიაგნოზი ჰქონდა ფილტვისმიერი გული და ფილტვის სკლეროზი. ამჟამად ღებულობს ენგისტოლს, ტარტეფედრილს და იმუვიტს. რა შეიძლება გულისთვის რომ მიიგოს? რამდენად საშიშია ეს დაავადება? ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ.

1) ბრონქიექტაზიული დაავადების დიაგნოზი მართალია კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით ისმება, ოღონ მაღალი რეზოლუციის კტ არის საჭირო, რადგანაც სტანდარტული კტ დიდ ჭრილებს აკეთებს და ბრონქიექტაზებს მათი მცირე ზომის გამო ვერ დაინახავს. ავადმყოფის ყველაზე ხშირი სიმპტომია ხველა ნახველით და ხშირი პნევმონიები. ბრონქიექტაზიური დაავადების დიაგნოზის დასმის შემდეგ უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზები: მაგალითად უნდა გამოირიცხოს ცისტური ფიბროზი (მაგრამ ხანშიშესული ავადმყოფის შემთხვევაში არ არის საჭირო, რადგანაც ამ დაავადების სიმპტომები გამოვლინდები ადრეულ ასაკში), უნდა გამოირიცხოს ალერგიული ბრონქოპულმონალური ასპერგილიოზი, ალფა-1 ანტიტრიპსინის დეფიციტი და სხვადასხვა იმუნოლოგიური პათოლოგიები(ამისათვის უნდა გაისინჯოს ალფა-1 ანტიტრიფსინის დონე და იმუნოგლობულინების რაოდენობრივი ანალიზი); საქართველოში ტუბერკულოზის გამორიცხვაც აუცილებელია. გარდა ამისა ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს ფილტვების ფუნქციონალური გამოკვლევა (PFT-pulmonary function test-რაც ძალიან კარგ მონაცემებს იძლევა ფილტვების ფუქნციაზე); ავადმყოფს უნდა ჩაუტარდეს აგრეთვე არტეიული სისხლის გაზების ანალიზი ან პულს-ოქსიმეტრია, რათა დადგინდეს ჰიპოქსიის არსებობა/არარსებობა და მისი ხარისხი; ექოკარდიოგრამა და ელექტროკარდიოგრამა გეტყვის ავადმყოფს აქვს თუ არა გულის პათოლოგიები, ან ფილტვისმიერი გული (ეკგ-ზე მაგალითად მაღალი P კბილების არსებობა და QRS ღერძის მარჯვნივ გადახრა, რაც მიუთითებს გულის მარჯვენა მხარეს და შესაბამისად ფიტვების ცირკულაციაში მაღალ წნევას. ექოკარდიოგრამაზე დაინახავ არის თუ არა მარჯვენა გული გადიდებული და ჰიპერტროფიული, აგრეთვე შეაფასებ წნევას ფილტვების არტერიაში). ეს ყველაფერი საჭიროა რათა დადგინდეს დაავადების არსებობა და პროგნოზი.
სამკურნალოდ, ბევრი არაფერია მედიცინაში. შემდეგ რამ უნდა დაიცვა: მეორეული მიზეზები უნდა გამოირიცხოს და უნდა უმკურნალო მეორეულ მიზეზებს, რიც შემთვევაშიც დაავადების მკურნალებადი შეიძლება იყოს (მაგალითად ტუბერკულოზი); თუ მწეველია, წევა უნდა შეწყვიტოს და ყველამ მის გარშემო უნდა აარიდოს წევას თავი; ინფექციებს უნდა უმკურნალო ანტიბიოტიკებით; თუ ჰიპოქსიურია, მაშინ ჟანგბადი ჭირდება უმეტესად(ჰიპოქსია როცა ნელა ვითარდება ადვილად ეგუება ადამიანი, მაგრამ პრობლემა იმაშია რომ ქრონიკული ჰიპოქსია იწვევს ფიტლვების არტერიების ვაზოსპაზმს და ფილტვისმიერი გულის ჩამოყალიბებას საბოლოო ჯამში, რაც ამა ავადმყოფების სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზია); ყოველ წელს აუცილებლად უნდა აიცრას გრიპზე (ეს ეხება ყველა ავადმყოფს ფილტვების ქრონიკული დაავადებებით, რადგანაც გრიპი ძალიან რთულ ფორმებში მიმდინარეობს ამ ავადმყოფებში); უნდა დადგინდეს აცრილია თუ არა ავადმყოფი ყივანახველაზე, წითელაზე და წითურაზე და თუ არ არის აცრილი, მაშინ უნდა გაუკეთდეს აცრა (რა თქმა უნდა აცრის უკუჩვენება თუ არ არსებობს); ბრონქოდილატატორების გამოყენება შეიძლება იყოს საჭირო, უფრო ხშირად ნებულიზებულ ფორმებში; ფილტვების ჰიგიენა არის საჭირო სხვადასხვა წმალებით, რომელნიც ნახველის მოცილებას აადვილებს და ბოლოს, ფილტვის ნაწილის ქირურგიულმა ამოკვეთამ შეიძლება კარგი შედეგი მოგცეს თუ ბრონქიექტაზიები ლოკალურია, ან ლოკალურად უფროა გამოხატული.

ამის გადაწყვეტა ინტერნეტიდან შეუძლებელია, ამიტომ შენს ადგილას ვნახავდი კარგ პულმონოლოგს, კარდიოლოგს და შესაძლებელია ქირურგსაც და დეტალურად გამოვაკვლევინებდი დედას. თუ რაიმე კონკრეტული კითხვა გექნება, მზად ვარ დაგეხმარო.

2) ფილტვების სკლეროზი დიაგნოზი არ არის. არსებობს ფილტვების სხვადასხვა დაავადებები რომლების ფიტლვის "შემაერთებელ" ქსოვილს აზიანებს, ე.წ. intersticial lung disease (IDL). ოღონ ამ დაავადების დიაგნოზი ბრონქოსკოპიით და ბიოფსიით ხდება (ან open lung bipsy-თ, ანუ ფილტვების ღია ბიოფსიით). მკურნალობა მოიცავს სტეროიდებს და იმუნოსუპრესანტებს და ხდება პულმონოლოგის მიერ.

ის წამლები, რაც ჩამოთვალე არ ვიცი რომელია. თუ გენერიულ სახელებს მეტვყის (არაფირმისეულ დასახელებას), კარგი იქნება.
BadbadGirl
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12128
წევრი No.: 22504
რეგისტრ.: 16-August 06

გამოგზავნილია: 4 Feb 2008, 01:42  #8394981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq
vano_t
შეგიძლიათ მითხრათ მეხსიერების გასაუმჯობესებლად რა ბუნებრივი / ნატურალური საშუალებები შემიძლია მივიღო ? ??
წინასწარ მადლობა smile.gif


--------------------
ერთი ოკუპანტის დღიური- http://tomushka.blogspot.com/
*hedgehog*
Frozen


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2295
წევრი No.: 29573
რეგისტრ.: 7-February 07

გამოგზავნილია: 4 Feb 2008, 14:42  #8399097      · პროფილი · პირადი მიმოწერა
აქაც ვიკითხავ რა user.gif

ექიმებოა რამე მირჩიეთ


დღეს დილიდან მტკივა თავი კეფის მხარეს მარჯვნივ და მერე მოდის ყურთან და შუბლამდე მტკივდება. უკვე ძააააააალიან მტკივა. საერთოდ კეფასთან მაგ ადგილას ხშირად მტკივა, მაგრამ აი დღეს სულ სხვაა. დილიდან მტკივა. რა წამალი დავლიო? მიშველეთ რა


და ექიმიც მირჩიეთ ვის გავესინჯო
zeppelina
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 301
წევრი No.: 35135
რეგისტრ.: 19-May 07

გამოგზავნილია: 4 Feb 2008, 21:47  #8404663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
vano_t ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. თქვენმა პასუხმა ცოტა შემაშინა. თქვენ ფიქრობთ რომ დიაგნოზი შეიძლება არასწორად იყოს დასმული? ბოლოს ვიყავით კვალიფიციურ პულმონოლოგთან და ის თვლის რომ დიაგნოზი ეჭვს გარეშეა, ასევე თქვა, ახალგაზრდა რომ იყოს ოპერაციას გავაკეთებდითო, ან ცალ ფილტვზე მაინც რომ ქონდესო.

რაც შეეხება მეორად დაავადებას, ტუბერკულოზი გამორიცხეს ნახველის ჩათესვით, თანაც დედა უკვე ავადაა 1998 წლიდან და ალბათ ტუბერკულოზი რომ ქონოდა მკურნალობის გარეშე ამდენ ხანს ვერ იცოცხლებდა. უმეტესად დაზიანებული აქვს ფილტვის ქვედა შრეები.

კარდიოგრამა გადავიღეთ ერთი წლის წინ. დიაგნოზი დაუსვეს ტაქიკარდიული იშემია. იმუნოგლობულინზე ანალიზი გავაკეთეთ. Ig E ქონდა 300-ზე მეტი. ალერგოლოგმა დაუნიშნა: მეთიპრედი, ერიუსი. გიგზავნით იმ წამლების ანოტაციებს, რომლებსა ახლა ღებულობს. ესენი ჰომეოპათიური პრეპარატებია. Энгистол / Engystol ®
таблетки подъязычные
Регистрационное удостоверение П-8-242 №007989 от 26.11.1996г.
Состав:1 таблетка содержит: Vincetoxicum hirundinaria D6 75,0 мг, Vincetoxicum hirundinaria D10 75,0 мг, Vincetoxicum hirundinaria D30 75,0 мг, Sulfur D4 37,5 мг, Sulfur D10,37,5 мг.
Показания: иммуномодулирующее средство при вялотекущих хронических заболеваниях внутренних органов, вирусных инфекциях, сепсисе, состояниях интоксикации.
Противопоказания: нет.
Побочное действие: не выявлено.
Способ применения и дозы: обычно рассасывать под языком по 1 таблетке 3 раза в день.
Форма выпуска: упаковка содержит 50 или 250 таблеток.

Тартефедрель / Tartephedreel ®
капли для внутреннего применения
Регистрационное удостоверение П-8-242 №009412 от 23.04.1997г.
Состав: 100 г содержат: Tartarus stibiatus D4, Hepatica nobilis D3, Atropa belladonna D4, Natrium sulfuricum D4, Arsenum jodatum D6, Quebracho D5 по 10 г, Naphthalinum D6, Betonica D2, Anisum stellatum D3, Lobelia inflata D4, Ipecacuanha D4, Blatta orientalis D6, Medorrhinum-Nosode D8, Ephedra distachya D3 по 5 г, этанола около 35 объемных %.
Показания: воспалительные и аллергические заболевания верхних дыхательных путей.
Противопоказания: не применять при заболеваниях щитовидной железы без назначения врача.
Побочное действие: не выявлено.
Способ применения и дозы: обычно 3 раза в день по 10 капель, растворенных в 100 мл воды; в острых случаях - по 10 капель каждые 15 минут в течение 2 часов.
Форма выпуска: флакон-капельница содержит 30 мл раствора

და კიდევ, თუ შეგიძლიათ იქნებ მიპასუხოთ, უტყუარია თუ არა სისხლის მიხედვით გაკეთებული ანალიზი ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიულობის დასადგენად(სინჯის აღებაზე ექიმი თავს იკავებს, შიშობს შოკი არა გამოიწვიოს)
რომელი პრეპარატის მიღებაა მიზანშეწონილი ასეთი ავადმყოფისათვის გულის აჩქარებებისა და მაღალი წნევის დროს.
წინასწარ გიხდით მადლობას.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (140) « პირველი ... 10 11 [12] 13 14 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0551 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]