forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (140) « პირველი ... 16 17 [18] 19 20 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> შეკითხვები ინტერნისტებს(თერაპევტებს)
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 9 Mar 2008, 17:28  #8771484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lizi11
QUOTE
მაგალითად, შარდის ანალიზში პაციენტს დაუწერეს - მარილის კრისტალები დიდი რაოდენობით.
და თუ შეიძლება ამან გამოიწვიოს ორგანიზმის და სახის შეშუპება?
კრისტალების ნახვა შარდში თავისთავად არაფერს ამბობს. დიდი რაოდენობით კრისტალები შეიძლება გაუწყლოებისას შეგხვდეს მაგალითად. ამ დროს თირკმელი შეეცდება სითხის შეკავებას და შარდიც შესაბამისად კონცენტრირებული იქნება.

როცა ადამიანს შეშუპება ემართება, რამდენიმე ორგანოს ფუნქციას ამოწმებ. შეშუპებისას ხდება არტერიული სისხლიდან გასულ სითხესა და უკან ვენური სისხლში შემოსულ სითხეს შორის ბალანსის დარღვევა. ნორმაში ამ გასვლა-შემოსვლას შორის ბალანსი არსებობს. როცა ვენებში ზოგადად წნევის მომატება იწყება ან ე.წ. კოლოიდურ-ონკოზური წნევის დაქვეითება იწყება (ამ წნევას განაპირობებს სისხლში ძირითადად ალბუმინების დონე) მაშინ ხდება პლაზმის მომატებული ფილტრაცია ქსოვილებში და ვითარდება შეშუპება. ამიტომ ყველა ზემოთდასახელებული მიზეზები უნდა იქნეს გამოკვლეული. წნევის მომატება ვენებში ხშირად ხდება როცა გულის მარჯვენა მხარე ვერ მუშაობს კარგად და ვერ "ქაჩავს" საკმარისი რაოდენობით სისხლს, რომელიც მასში შემოდის. აგრეთვე, როცა ორგანიზმში სითხის რაოდენობა ზოგადად იზრდება იმის გამო, რომ თირკმელი საკმარისი რაოდენობით სითხეს არ გამოყოფს. ალბუმინების წარმოშობა ღვიძლში ხდება ზოგადად, თუმცა დაბალი დონე შეიძლება მოგცეს აგრეთვე ე.წ. malnutrition-მა (კახექსიამ).

ყველაფერ ამის გამო, შეშუპების მიზეზის დასადგენად ჯერ ერთი ექიმმა დაწვრილებითი ანამნეზი უნდა შეკრიბოს და სრული ფიზიკური გამოკვლევა გაუკეთოს ავადმყოფს და მეორეც, მიმიმუმ შემდეგი ტესტები უნდა გაუკეთოს ავადმყოფს: 1) ექოკარდიოგრაფია, რაც დაადგენს მარჯვენა და მარცენა პარკუჭების შეკუმშვის და მოდუნების ფუნქციებს, სარქველების ფუქციებს და ფილტვის მიმოქცევაში წნევის რაოდენობრივ სიდიდესაც მოგცემს დაახლოებით (მაგალითად ფილტვის არტერიაში წნევის მომატებმამ შეიძლება მოგცეს შეშუპება, რადგანაც ეს მომატებული წნევა საბოლოოდ ვენებს გადაეცემა); 2)უნდა გაიზომოს კრეატინინი, რომელიც კარგი ტესტია თირკმლების ფუნქციის დასადგენად; 3) გაიზომოს ალბუმინი. როცა ექიმი დაადგენს, რომ ესადაეს ორგანო არის მიზეზი შეშუპების განვითარებისა, ამის შემდეგ დიაგნოზი უნდა დასვას თუ რა იწვევს იმ ორგანოს დაავადებას. მოკლედ ასეა ეს ყველაფერი.

შეშუპება სხვა რამეებმაც შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად თუ შეშუპება ლოკალურია (დავუშვათ მარტო 1 ქვემო კიდურში), ადგილობრივი სისხლძარღვოვანი პრობლემა შეიძლება იყოს ეგ (ვენების უკმარისობა და ღრმა ვენების თრომბოზი). გენერალიზებული შეშუპება აგრეთვე შეიძლება მოგცეს ალერგიამ, თუმცა ამის გამოცნობა მარტივიც არის იმის გამო, რომ ავადმყოფს კანის ქავილიც ექნება და ურტიკარიული გამონაყარი.
ancho
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6388
წევრი No.: 8163
რეგისტრ.: 11-January 05

გამოგზავნილია: 10 Mar 2008, 01:08  #8775739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერთი რამე მინდა გკითხოთ. თუ შარდის საერთო ანალიზში ყველაფერი ნორმაშია, შეიძლება თირკმელების დაავადება გამოირიცხოს?


--------------------
obsessed...
-----------------
pirvelad saqartveloshi - pitagoras gatvlebi!
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2008, 07:05  #8777197      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ancho
QUOTE
ერთი რამე მინდა გკითხოთ. თუ შარდის საერთო ანალიზში ყველაფერი ნორმაშია, შეიძლება თირკმელების დაავადება გამოირიცხოს?

ნორმალური შარდის ანალიზი არ გამორიცხავს თირკმელების დაავადებას. უფრო მეტიც, შარდის ანალიზს შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და დაავადებათა მხოლოდ მცირე კატეგორიის დასადგენად იყენებენ. რა თქმა უნდა, როცა თირკმლის დაავადებაზე ფიქრობ, შარდის ანალიზი ყველა შემთხვევაში კეთდება და ნორმალურ ანალიზსაც თავისებური სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს. გარდა ამისა, არანორმალური შარდის ანალიზი ყოველთვის არ მიუთითებს თირკმლების დაავადებას ან რაიმეს დაავადებას საერთოდ.

შარდის ანალიზთან ერთად, თირკმლის დაავადებების დიაგნოსტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს კრეატინინის და ელექტროლიტების დადგენას. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თირკმლის გამოსახულების ანალიზს (ულტრაბგერა იქნება, კომპიტერული ტომოგრაფია თუ ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსი).
lizi11
Who are you?


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 14818
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 10 Mar 2008, 13:46  #8779505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
QUOTE
2)უნდა გაიზომოს კრეატინინი, რომელიც კარგი ტესტია თირკმლების ფუნქციის დასადგენად; 3) გაიზომოს ალბუმინი.

სისხლიდან ხდება კრეატინინის და ალბუმინის გაზომვა?


--------------------


Seizleba tafaze xeli dagewva, magram cxovreba mainc mSvenieria
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 10 Mar 2008, 16:55  #8781642      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lizi11
QUOTE
QUOTE
2)უნდა გაიზომოს კრეატინინი, რომელიც კარგი ტესტია თირკმლების ფუნქციის დასადგენად; 3) გაიზომოს ალბუმინი.

სისხლიდან ხდება კრეატინინის და ალბუმინის გაზომვა?

ორივეს გაზომვა სისხლში ხდება. ალბუმინთან ერთად გააზომინე ამინოტრანსფერაზები და ბილირუბინი. ასევე კრეატინინთან ერთად გააზომინე შარდოვანა და ელექტროლიტები. ამ სახით თირკმლის და ღვიძლის მუშაობაზე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ხდება.
maomao
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 874
წევრი No.: 33892
რეგისტრ.: 26-April 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 01:19  #8786880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არ ვიცი სად დავცერო,3 მარტს ექიმების დაუდევრობით, ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში დაიღუპა 5 წლის გოგონა,სწორედ იმის გამო რომ მათ არ აუღეს სისხლის ანალიზი და დროულად ვერ მოხერხდა სეფსისის დადგენა,რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა,ჩემი აზრით მათ პასუხი უნდა აგონ.
Natosha
Time solves most things


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12264
წევრი No.: 1301
რეგისტრ.: 5-October 02

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 01:39  #8787086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · icq
maomao
ეგ განცხადება აქეთ: ექიმებით უკმაყოფილო პციენტები


--------------------
Up on Melancholy Hill
There's a plastic tree....


http://imho.ge
Camel
ობლიკო მორალე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14495
წევრი No.: 6857
რეგისტრ.: 16-October 04

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 10:23  #8788484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
რა სინდრომები შეიძლება ჰქონდეს ჩიყვს?


--------------------
გასწი, მერანო, შენს ###ობას არ აქვს სამძღვარი
keen
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9901
წევრი No.: 13462
რეგისტრ.: 10-October 05

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 11:04  #8788808      · პროფილი · პირადი მიმოწერა
vano_t
სისხლის საერთო ანალიზის შემთხვევაში, სისხლის გამოდინების გაძნელება რისი მიზეზით შეიძლება იყოს? baby.gif
lizi11
Who are you?


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1213
წევრი No.: 14818
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 14:19  #8790818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
QUOTE
ორივეს გაზომვა სისხლში ხდება. ალბუმინთან ერთად გააზომინე ამინოტრანსფერაზები და ბილირუბინი. ასევე კრეატინინთან ერთად გააზომინე შარდოვანა და ელექტროლიტები. ამ სახით თირკმლის და ღვიძლის მუშაობაზე უფრო სრულყოფილი წარმოდგენა ხდება.

ეს ყველაფერი სისხლის საერთო ანალიზში ჩანს? თუ ცალკე კეთდება?
Sly
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 427
წევრი No.: 50429
რეგისტრ.: 31-December 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 16:17  #8792223      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (vano_t @ 4 Mar 2008, 21:47 )
Sly
QUOTE
აქ თემა გავხსენი და დამიხურეს და აქ ვიკითხავ smile.gif
ანუ უკვე 1 წელია მაწუხებს მაგრამ რა ვერ ვხვდები, ცხვირიდან პირში(იმ ადგილიდან სურათზე რომ აღვნიშნე) გადამდის რაღაც ლორწოს მაგვარი, ცხვირიდან არ მომდის და იქნებ ვინმემ იცოდეთ რა შეიძლება იყოს და რის ექიმს უნდა მივმართო მადლობა წინასწარ smile.gif

მაგას ინგლისურად ეწოდება post-nasal drip (ანუ ცხვირის უკან წვეთა-ალბათ ქართულად ასე შეიძლება ჟღერდეს). ძალიან ხშირი პრობლემაა ეგ საერთოდ. ცხვირის, ცხვირხახის და პირხახის ლორწოვანი გარსი დაფარულია სპეციალური უჯრედებით, რომელსაც წამწამოვანი ეპითელიუმი ქვია. ამ უჯრედებს მიკროსკოპული "წამწამები" აქვთ. ამ უჯრედების ფუნქციაა, რომ მცირე რაოდენობით ტენი გამოყონ და ეს ტენი შემდეგ მოაცილონ წამწამების საშუალებით მაგ გარემოს. როცა გამოყოფილი ტენი ძალიან სქელდება (განსაკუთრებით სიმშრალის გამო), ამ გასქელებული ლორწოს მოცილება ვეღარ ხდება და ეს ლორწო აღიზიანებს ხახის უკანა კედელს. რამოდენიმე რჩევას შეიძლება მოგცემ. თუ სიგარეტს ეწევი, თავი დაანებე და ნელ-ნელა ყველაფერი გადავა. ცხელი სითხეები (ცხელი ჩაი განსაკუთრებით-ისეთი ცხელი არა ოღონდ პირი რომ დაგწვას) ლორწოვანის დატენიანებასაც უწყობს ხელს და მიკროსკოპული "წამწამების" კარგად მუშაობასაც. თუ ინფექცია გაქვს, მაშინ ანტიბიოტიკი დაჭირდება ცოტა ხანი. კარგი შედეგი აქვს ცხვირის ღრუს ირიგაციას ფიზიოლოგიური ხსნარით. ფიზიოლოგიური ხსნარი შენ თვითონაც შეგიძლია მოამზადო თუ გამოხდილ წყალს ჩვეულებრივ მარილს მიამატებით, ისე რომ 0.9 % -იანი ხსნარი მიიღო(9 გ. მარილი 1 ლ. წყალზე). ფიზიოლოგიური ხსნარით ირიგაცია ან რაიმე ხელსაწყოს მეშვეობით შეიძლება, ან შეგიძლია ხსნარი მუჭში დააგროვო და შემდეგ ეს ხსნარი რითმულად "შეისუნთქო და ამოისუნთქო".

აი, რამოდენიმე ლინკი ინგლისურად:
http://www.ent-consult.com/faq.html#irrigation
http://www.ent-consult.com/pnd.html
http://ezinearticles.com/?Post-Nasal-Drip-Remedy&id=778439

დღეს ექიმთან ვიყავი ცხვირის ოტორინგოლოგი თუ რაქვია არვიცი ზუსტად და რო ჩამხედა მითხრა ძგიდი გაქ ოდნავ გადიდებულიო და რაც შეეხება ლორწოსო ყელის და ცხვირის ნაცხის ანალიზე გამიშვა ბაქტერიოფაგში და ძგიდის ოდნავ გამრუდებაზე ოპერაცია საჭიროა? და ლიმფურ კვანზეც მითხრა არ გინდა ექიმთან მისვლაო არადა 1 წელზე მეტია გადიდებული მაქ იქნება ერთი 3-4 სმ და რას მირჩევთ? სპ წინასწარ 2kiss.gif
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5217
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 11 Mar 2008, 18:16  #8793601      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Camel
QUOTE
რა სინდრომები შეიძლება ჰქონდეს  ჩიყვს?


ჩიყვს შეიძლება საერთოდ არ ქონდეს სიმპტომები, ან ფარისებური ჯირკვლის მომატებული ფუნქციის სიმპტომები ქონდეს (წონაში კლება, გაძლიერებული ოფლიანობა, მომატებული მადა, გულის "ფრიალი", სიცხეებისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ასე შემდეგ), ან ქონედეს ფარისებური ჯირკვლის დაკლებული ფუნქციის სიმპტომები (დაკლებული მადა, სისუსტე, წონის მატება, მოქმედებების შენელება, რეფლექსების დაქვეითება, სიცივისადმი ტოლერანტობის დაქვეითება და ასე შემდეგ), ან ქონდეს კვანძის მიერ მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სიმპტომები(ხმის ჩახლეჩა, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება).

keen
QUOTE
სისხლის საერთო ანალიზის შემთხვევაში, სისხლის გამოდინების გაძნელება რისი მიზეზით შეიძლება იყოს?
რას გულისხმობ სისხლის გამოდინების გაძნელებაში? ყველას თავისებურად ესმის ეგ გაძნელება. გარდა ამისა სისხლის "გამოდენის" სისწრაფე ბევრ რამეზეა დამოკიდებული: სისხლის ვისკოზურ თვისებებზე, სისხლის ასაღებ ჭურჭელში წნევის სიდიდეზე (წნევა სისლძარღში არსებულ წნევაზე რამდენად მეტია ან ნაკლები), ნემსის კალიბრზე, კანულირებული სისხლძარღვის კალიბრზე და ასე შემდეგ.

lizi11
QUOTE
ეს ყველაფერი სისხლის საერთო ანალიზში ჩანს? თუ ცალკე კეთდება?
არ ვიცი სისხლის საერთო ანალიზს რას ეძახიან. თუ სისხლის უჯრედების დათვლას ეძახიან სისხლის საერთო ანალიზს, მაშინ არ გამოჩნდება. კრეატინინი, შარდოვანა და ელექტროლიტები სისხლის ქიმიურ ანალიზში შევა. ამინოტრანსფერაზე, ალბუმინი და ბილირუბინი შევა ღვიძლის ფუნქციურ ტესტებში (liver function tests, or LFT).

Sly
QUOTE
დღეს ექიმთან ვიყავი ცხვირის ოტორინგოლოგი თუ რაქვია არვიცი ზუსტად და რო ჩამხედა მითხრა ძგიდი გაქ ოდნავ გადიდებულიო და რაც შეეხება ლორწოსო ყელის და ცხვირის ნაცხის ანალიზე გამიშვა ბაქტერიოფაგში და ძგიდის ოდნავ გამრუდებაზე ოპერაცია საჭიროა?
ოპერაციის საჭიროებას ისე ოტორინოლარინგოლოგი გადაწყვეტს სიმპტომების მიხედვით და ანატომიური დარღვევების ხარისხის მიხედვით. არ მგონია მცირე გამრუდებამ რაიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიწვიოს. ცხვირის ძგიდის მცირე გამრუდება ბევრს აქვს. თუ ექიმი დარწმუნებულია რომ მცირე გამრუდებით არის პრობლემა გამოწვეული და გამრუდების გამოსწორებით პრობლემაც გამოსწორდება, მაშინ ეგ სხვა საქმეა.

QUOTE
და ლიმფურ კვანზეც მითხრა არ გინდა ექიმთან მისვლაო არადა 1 წელზე მეტია გადიდებული მაქ იქნება ერთი 3-4 სმ და რას მირჩევთ?
მოდი ასე ვთქვათ. პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა არის გადიდებული. პატიენტმა შეიძლება ყველაფერს ლიმფური კვანძი დაარქვას და სინამდვილეში რაიმე ნორმალური სტრუქტურა იყოს. ისე თუ ნამდვილად ლიმფური კვანძია გადიდებული მაგ ზომაზე, მაშინ აუცილებლად ჭირდება გამოკვლევა და განსაკუთრებით ბიოფსია და მიკროსკოპული გამოკვლევა. სად გაქვს ეგ "კვანძი"? ვინ მოსინჯა პირველად, შენ თუ ექიმმა? მტკივნეულია თუ არა? მოძრავია თუ შეზრდილია კანქვეშა ქსოვილთან? მაგარია თუ რბილი და საერთოდ რა კონსისტენციისაა? სხვაგან თუ არის კვანძები კიდევ? ოფლიანობ თუ არა? ძლიერი სისუსტეები გაქვს თუ არა? და ასე შემდეგ. ამ კითხვებს ყველას აქვს მნიშვნელობა დიაგნოზის დასადგენად და დაზუსტებით რაიმეს თქმა ძნელია თუ ეს ყველაფერი არ იქნა გამოკითხული.
Sly
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 427
წევრი No.: 50429
რეგისტრ.: 31-December 07

გამოგზავნილია: 12 Mar 2008, 08:09  #8799782      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტკივილით არ მტკივა, არც ოფლიანობა და სისუსტე მაწუხებს,მოძრაობითაც მოძრაობს, რბილი არ არი მაგარია და ხელით რომ ვსინჯავ თითქოს ორი კვანზი არი ერთმანეთზე მიწებებულიო, და სხვა ჯირკვალი მემგონი უკან თავზეც მაქვს ოღონდ ზაან დიდი ხაია ბავშობიდან ის არ მოძრაობს. და ადრე 1 წლის უკან ვიყვი თერაპევტან და რავი იმან რომ გამსინჯა არაფერი უთქვია, ამ ცხვირის ექიმაც ნახა და რავი არ გინდა მისვალო ესე მითხრა და ისე რის ექიმთან უნდა მივიდე?

This post has been edited by Sly on 12 Mar 2008, 08:12
Camel
ობლიკო მორალე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14495
წევრი No.: 6857
რეგისტრ.: 16-October 04

გამოგზავნილია: 12 Mar 2008, 09:21  #8799853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
vano_t

კვანძოვანი ჩიყვი რას ნიშნავს? შეიძლება ჰქონდეს სიმპტომი სიმხურვალე? და რითი უნდა იმკურნალო?
keen
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9901
წევრი No.: 13462
რეგისტრ.: 10-October 05

გამოგზავნილია: 12 Mar 2008, 09:46  #8799938      · პროფილი · პირადი მიმოწერა
vano_t
QUOTE
რას გულისხმობ სისხლის გამოდინების გაძნელებაში? ყველას თავისებურად ესმის ეგ გაძნელება. გარდა ამისა სისხლის "გამოდენის" სისწრაფე ბევრ რამეზეა დამოკიდებული: სისხლის ვისკოზურ თვისებებზე, სისხლის ასაღებ ჭურჭელში წნევის სიდიდეზე (წნევა სისლძარღში არსებულ წნევაზე რამდენად მეტია ან ნაკლები), ნემსის კალიბრზე, კანულირებული სისხლძარღვის კალიბრზე და ასე შემდეგ.


დიდი მადლობა, მაგრამ... არ ვიცი, სისხლის ანალიზის აღებისას, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ამ პროცედურის ჩატარება გაუჭირდათ ლაბორანტებს. პირველ შემთხვევაში საჭირო რაოდენობის სისხლი ვერც აიღეს და რისი პათოლოგია შეიძლება იყოს ეს თუ არის საერთოდ ასეთი? baby.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (140) « პირველი ... 16 17 [18] 19 20 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0602 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]