forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სისხლის გადასხმის უარყოფითი ეფექტები.
WolfSpell
all this pain is an illusion


********
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20504
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04

გამოგზავნილია: 12 Dec 2007, 20:57  #7702074      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვინმე თუ იცნობს რაიმე კვლევას ამ საკითხის გარშემო და თუ შეუძლია რეალურ წყაროებზე დაყრდნობით თქვას აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?

და კიდევ: სისხლის გადასხმა სჯობს თუ მისი შემცვლელი ნივთიერების? (იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია)


--------------------
"To think for yourself you must question authority
and learn how to put yourself in a state of vulnerable, open-mindedness;
chaotic, confused, vulnerability to inform yourself." - Tool, Third Eye
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5251
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 00:02  #7704834      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (WolfSpell @ 12 Dec 2007, 20:57 )
ვინმე თუ იცნობს რაიმე კვლევას ამ საკითხის გარშემო და თუ შეუძლია რეალურ წყაროებზე დაყრდნობით თქვას აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?

და კიდევ: სისხლის გადასხმა სჯობს თუ მისი შემცვლელი ნივთიერების? (იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია)

გვერდითი მოვლენები ყველაფერს აქვს. სისცხლი ფაქტიურად უცხო სხეულს წარმოადგენს და ყველანაირი ალერგიული და გვიანი რეაქცია შეიძლება მოყვეს. ასეთი ტიპის რეაქციები განპირობებულია იმით, რომ სისხლში არსებული ანტიგენები(ანუ უცხო სხეულები) იწვევენ დონორის ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნას და ამ ანტიგენ-ანტისხეულის ურთიერთქმედებას შეიძლება ბევრი სხვადასხვა ტიპის რეაქცია მოყვეს. მაგალითად ფილტვების დაზიანება; ინფექციის შეტანა დონორის ორგანიზმში(მიუხედავად იმსა რომ დონორი ჯანმრთელი შეიძლება იყოს, სისხლხის აღებისას და გადასხმისას შეიძლება სტერილობის დარღვევა მოხდეს) და ასე შემდეგ.

ყველაფერს თავისი ჩვენება აქვს. მასე ვერ იტყვი ეს ჯობია ან ისო. მაგალითად, თუ ადამიანმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, მაშინ სისხლის გადასხმა არათუ ჯობს, არამედ აუცილებელია და შემცვლელი ბევრს ვერაფერს გააკეტებს. გარდა ამისა, თუ სისხლი გადასმის მიზანია სისხლის ჰემოგლობინით შევსება(ჰემოგლობინი როგორც იცით ჟანგბადის მატარებელი მოლეკულაა), მაშინ სისხლის შემცვლელი ფაქტიურად ჯერ არ არსებობს(არის ექსპერიმენტები, რომელშიც იკვლევენ მასეთი "ხელოვნური სისხლის" გადასხმას, მაგალითად ნახე ეს ვებგვერდი). ხანდახან, სისხლის გადასხმა საჭიროა იმისათვის რომ თრობოციტები ან სისხლის შედედების ფაქტორები შეავსო. ასეთ შემთხვევებში სისხლის გადასხმას გაცილებით ჯობია უშუალოდ თრომბოციტების გროვა ან შედედების ფაქტორების გროვა პლაზმის სახით.
Dezdemona
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 317
წევრი No.: 9247
რეგისტრ.: 7-March 05

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 00:12  #7704975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
WolfSpell


როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე .. side effect-ებს არავინ არ უყურებს ... ჯერ მთავარ პრობლემას აქცევენე ყურადღებას და მერე უკვე side effect-ებს


--------------------
Меня постоянно преследуют умные мысли, но я быстрее...........
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 02:12  #7706810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
WolfSpell

როგორც ვანო_ტ-მ აღნიშნა, გვერდითი მოვლენები ყველაფერს აქვს, მაგრამ ამის გარდა სისხლის გადასხმის დროს მნიშვნელოვან საშიშროებას წარმოადგენს დონორის ან რეციპიენტის არასრულყოფილად გამოკვლევა, სისხლის აღებისა და გადასხმის წესების დარღვევა....

თუ შეთავსებადობის გამოკვლევებიდან (დონორის და რეციპიენტის სისხლის ჯგუფობრიობის გამოკვლევა; რეზუს-შეთავსებადობის განსაზღვრა; ინდივიდუალური შეთავსების შემოწმება; ბიოლოგიური სინჯი) რომელიმე არ ჩატარდა ან შეცდომით ჩატარდა, შეიძლება ამან მძიმე გართულება-ჰემოტრანსფუზიური შოკი გამოიწვიოს (მოხდეს ერითროციტების აგლუტინაცია და ჰემოლიზი).

შეიძლება ინფექციურ აგენტებზე გამოკვლევა მოხდეს არასრულყოფილად და შესაბამისად ამას მოჰყვეს დაინფიცირება (როგორც რეციპიენტის, ასევე დონორის-თუ სისხლის აღების მომენტში მოხვდა რაიმე სახის დარღვევა). ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია შიდსით დაავადებული დონორი, თუ მას აქვს ეგრედწოდებული ფანჯარა-პერიოდი, რადგან ამ დროს აივის გამოვლენა ანალიზებით ვერ ხდება.

შეცდომების გამო ბუნებრივია კიდევ უამრავი გართულება შეიძლება წარმოიქმნას, მაგრამ ამ ყველაფრის ჩამოთვლას არ დავიწყებ ეხლა, არ არის საჭირო.

იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი წესით და რიგით ჩატარდება, გართულებების საფრთხე ნაკლებია, თუმცა მაინც შეიძლება... მაგ. ანაფილაქსიური შოკი (ალერგიული რეაქცია). მისი წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, მითუმეტეს ხშირად ის ვლინდება ერთიდაიგივე დონორის სისხლის განმეორებით გადასხმის დროს, ანუ როცა ერთხელ ყველაფერმა უკვე კარგად ჩაიარა...

სისხლის შემცვლელებსა და სისხლს შორის არჩევანის ასე უბრალოდ გაკეთება კი არ შეიძლება, რადგან უპირატესობა და ნაკლი ორივეს აქვს, ასევე აქვთ თავისი ჩვენებები და გააჩნია კონკრეტულ შემთვევაში რა ჭირდება ორგანიზმს...


--------------------
It's not so much where you stand in life, but in what direction you are moving
lei1
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 43595
რეგისტრ.: 9-October 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 07:17  #7707918      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აქვს თუ არა რაიმე side effect-ი სისხლის გადასხმას?


1. ჰემოლიზი - თუ შეთავსება არასწორადაა ჩარატებული
2. ცხელება (სიცხე)
3. ალერგიული რეაქციები
4. ფილტვისმიერი გართულებები (ტრანსფუზიით, ანუ სისხლის გადასხმით გამოწვეული ფილტვის დაზიანება)
5. ჰიპოკალცემია (კალციუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში) გადასხმული სისხლის მოცულობაზეა დამოკიდებული.
6. ჰიპერკალემია (კალიუმის მაღალი კონცენტრაცია სისხლში)
7. რკინის სიჭარბე და ჩალაგება სხვადასხვა ქსოვოლებში - სისხლის ქრონიკული (და ხშირი) გადსხმების დროს - მაგ. თალასემიების, ნამგლისებრ უჯრედოვანი ანემიის და სხვა დაავადებების დროს.
8. სითხით გადატვირთვა - დიდი მოცულობით გადასხმებისას , განსაკუთრებით გულის უკმარისობის დროს.

QUOTE
მისი შემცვლელი ნივთიერების

სისხლი შეუცვლელია და გადასხმას თავისი ჩვენება აქვს. თუ სისხლის გადასხმაა საჭირო, სისხლი უნდა გადაისხას.
WolfSpell
all this pain is an illusion


********
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20504
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 12:56  #7709625      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის.

ალბათ უფრო უნდა დავკონკრეტებულიყავი კითხვის დასმის დროს.

კონკრეტულად კი მაინტერესებს თუ აქვს სისხლის გადასხმას გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია, ჯგუფი ემთხვევა რა თქმა უნდა და გადასხმა უნაკლოდ და უშეცდომოდაა გადაკეთებული.

შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს" smile.gif
* * *
Dezdemona
QUOTE
როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე ..

მასეთ სიტუაციებში ადამიანმა შეიძლება მკვდარი მეგობარი შეჭამოს (ყოფილა კიდეც პრეცედენტები)..

მაგას არ ვგულისხმობ wink.gif
Cor-toni
გულის ტონი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 446
წევრი No.: 47553
რეგისტრ.: 22-November 07

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 13:24  #7709940      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს" 
* * *


yes.gif თუ სწორად და სრულყოფილად მოხდება დონორისა და რეციპიენტის გამოკვლევა.

QUOTE
QUOTE
როცა ექსტრემალური სიტუაცია.. გადარჩენა არ გადარჩენაზეა საქმე ..


მასეთ სიტუაციებში ადამიანმა შეიძლება მკვდარი მეგობარი შეჭამოს (ყოფილა კიდეც პრეცედენტები)..




spy.gif
WolfSpell
all this pain is an illusion


********
ჯგუფი: Super Moderators
წერილები: 20504
წევრი No.: 6301
რეგისტრ.: 8-September 04

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 14:27  #7710653      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
cor-toni
QUOTE
spy.gif

http://imdb.com/title/tt0106246/
მაგარი ფილმია up.gif
რაც მთავარია რეალურ მოვლენებს ეყრდნობა
DICOM
Love heals


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1887
წევრი No.: 20951
რეგისტრ.: 19-June 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 14:38  #7710813      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
WolfSpell

უარყოფითი ეფექტი ექნება თუ რაიმე გადაგდეს - განსაკუთრებით აქ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში, სადაც დონორის სისხლის ხარისხი ჯეროვნად ვერ კონტროლდება. ისე კი არ ვიცი დრაკულას სულ სისხლთან ჰქონდა საქმე მარა კარგად გრძნობდა თავს wink.gif


--------------------
Answer to life, the universe and everything...
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 17:47  #7713862      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
WolfSpell
QUOTE
თუ აქვს სისხლის გადასხმას გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები იმის გათვალისწინებით, რომ დონორი ჯანმრთელია, ჯგუფი ემთხვევა რა თქმა უნდა და გადასხმა უნაკლოდ და უშეცდომოდაა გადაკეთებული.

შესაძლო უარყოფითი ეფექტები შეიძლება ქონდეს, როგორც უკვე ავღნიშნე, მაშინაც კი, როცა ყველაფერი იდეალურადაა შემოწმებული და ყველა წესი დაცული (მაგ.ანაფილაქსიური შოკი), მაგრამ ეს ხდება ძალიან იშვიათად.... გარდაუვალი უარყოფითი ეფექტები არ აქვს no.gif

QUOTE
შეიძლება თუ არა ე.ი. რეალურად, რომ ერთი ადამიანის სისხლი მეორე ადამიანის ორგანიზმზე აბსოლუტურად უპრობლემოდ "წავიდეს"

რათქმაუნდა შეიძლება yes.gif შეიძლება კი არა, უმეტეს შემთხვევაში ეგრე ხდება....
karaoke
Life Is Too Short


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9236
წევრი No.: 23972
რეგისტრ.: 3-October 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 18:14  #7714276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
უარყოფითი ეფექტი ექნება თუ რაიმე გადაგდეს - განსაკუთრებით აქ ჩვენს მშობლიურ ქვეყანაში, სადაც დონორის სისხლის ხარისხი ჯეროვნად ვერ კონტროლდება. ისე კი არ ვიცი დრაკულას სულ სისხლთან ჰქონდა საქმე მარა კარგად გრძნობდა თავს 


განსაკუთრებით ცოტა სისხლს თუ გადაგისხავენ მაგალითად 7 ნოემბერს თუ თავში უცებ მილიციელმა რეზინის დუბინკა ჩაგარტყა და სისხლები წამოგივიდა . თუ გაგიმართლა და პირველს მოგხვდა სტერილური დუბინკა ხო კაი და თუ არა და ....... მთელი ცხოვრება მუმლი მუხასაო იმღერებ.

ეს ის მუმლებია რომელსაც ბევრი მუხა წაუქცევია .


შეგიძლიათ გუგლზე შეხვიდეთ და ... hcv tbilisi მოძებნოთ . 7.4 , 7.8, გავრცელება საქართველოში .
ერთი ორი 7 ნოემბერი და სულ დაგვერხევა ბოლომდე


--------------------
დიქტატ 2 ები ,ორატ 2 ები,ღ 2 ები
ყველა ერთი სახეობის სხვადასხვა განშტოებებია . საერთო წინაპარი ყავდათ მაშ....

გვახსოვდეს svani67
CarpeDiem
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 26116
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 18:57  #7714797      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს.
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 18:58  #7714815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
CarpeDiem
QUOTE
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს

ეგ ვინ გითხრა?
CarpeDiem
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 26116
რეგისტრ.: 26-November 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 19:07  #7714930      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (mtvareuli @ 13 Dec 2007, 18:58 )
CarpeDiem
QUOTE
იმისთვისაც არ არის კარგი, ვინც თავის სისხლს აძლებს გადასასხმელად. მერე დრო და დრო სულ უნდა გასცე სისხლი, იმიტომ რომ ორგანიზმი ზედმეტი სისხლის გამომუშავებას იწყებს

ეგ ვინ გითხრა?

ექიმმა
mtvareuli
ნთვარე


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6362
წევრი No.: 18180
რეგისტრ.: 15-March 06

გამოგზავნილია: 13 Dec 2007, 19:12  #7715004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
CarpeDiem
QUOTE
ექიმმა

არასწორად უთქვამს smile.gif


ესეც ვიკიპედიიდან --> http://en.wikipedia.org/wiki/Blood_transfusion

Blood transfusion

Complications and risks


For the donor

Donating whole blood at a modern, well-run blood collection center is safe. The biggest risk is probably that of vasovagal syncope, or "passing out". A large study, involving 194,000 donations during a one-year period at an urban U.S. blood center, found 178 cases of syncope, for an incidence of 0.09%. Only 5 of these incidents required emergency room attention, and there was one long-term complication. Most syncopal episodes occurred at the refreshment table following donation, leading the authors to recommend that donors spend at least 10 minutes at the refreshment table drinking fluids after donation. A Greek study of over 12,000 blood donors found an incidence of vasovagal events of 0.89%. Another study interviewed 1,000 randomly selected blood donors 3 weeks after donation, and found the following adverse effects:

* Bruise at the needle site — 23 percent
* Sore arm — 10 percent
* Hematoma at needle site — 2 percent
* Sensory changes in the arm used for donation (eg, burning pain, numbness, tingling) — 1 percent
* Fatigue — 8 percent
* Vasovagal symptoms — 5 percent
* Nausea and vomiting — 1 percent

None of these were severe enough to require medical attention in this study. There is no risk of acquiring an infection at a modern, well-run blood donation center.

Donation of blood products via apheresis is a more complex procedure and can entail additional risks, although this procedure is, overall, still very safe for the donor.


For the recipient

There are risks associated with receiving a blood transfusion, and these must be balanced against the benefit which is expected. The most common adverse reaction to a blood transfusion is a febrile non-hemolytic transfusion reaction, which consists of a fever which resolves on its own and causes no lasting problems or side effects.

Hemolytic reactions include chills, headache, backache, dyspnea, cyanosis, chest pain, tachycardia and hypotension.

Blood products can rarely be contaminated with bacteria; the risk of severe bacterial infection and sepsis is estimated, as of 2002, at about 1 in 50,000 platelet transfusions, and 1 in 500,000 red blood cell transfusions.

Transmission of viral infection is a common concern with blood transfusion. As of 2006, the risk of acquiring hepatitis B via blood transfusion in the United States is about 1 in 250,000 units transfused, and the risk of acquiring HIV or hepatitis C in the U.S. via a blood transfusion is estimated at 1 per 2 million units transfused. These risks were much higher in the past before the advent of second and third generation tests for transfusion transmitted diseases. The implementation of Nucleic Acid Testing or "NAT" in the early 00's has further reduced risks, and confirmed viral infections by blood transfusion are extremely rare in the developed world.

Transfusion-associated acute lung injury (TRALI) is an increasingly recognized adverse event associated with blood transfusion. TRALI is a syndrome of acute respiratory distress, often associated with fever, non-cardiogenic pulmonary edema, and hypotension, which may occur as often as 1 in 2000 transfusions. Symptoms can range from mild to life-threatening, but most patients recover fully within 96 hours, and the mortality rate from this condition is less than 10%.

Other risks associated with receiving a blood transfusion include volume overload, iron overload (with multiple red blood cell transfusions), transfusion-associated graft-vs.-host disease, anaphylactic reactions (in people with IgA deficiency), and acute hemolytic reactions (most commonly due to the administration of mismatched blood types).


This post has been edited by mtvareuli on 13 Dec 2007, 19:21
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (4) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1771 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]