forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მარილების დაგროვება
n_j
Happy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4218
წევრი No.: 42145
რეგისტრ.: 18-September 07

გამოგზავნილია: 15 May 2008, 15:20  #9616924      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miqstura
QUOTE
არასწორადაა დასმული საკითხი. მარილების დაგროვება თირკმლებში არ არსებობს და შესაბამისად არც მკურნალობა

როგორ არ არსებობს, მე მქონდა, ეხლაც ჩემი ოჯახის ერთ წევრს აღმოაჩნდა, წელი სტკიოდა ძალიან და ეხოც გადაიღო, შარდის ანალიზიც გაიკეთა და აღმოაჩნდა მარილები

მე რამდენიმე წლის წინ ვმკურნალობდი ამაზე, ნახალოვკაში მიმასწავლეს ვინმე ბურდილაძე, მგონი სააკძის ქუჩაზე იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, თავის დამძადებული მცენარეული წამლებით მკურნალობდა მარილებს , საზიზღარი დასალევი იყო მაგრამ კი მიშველა
მეტი არაფერი მახსოვს ამ კაცის, მრტო გვარი და უბანი, შეიზლება ვინმეს გაუგია?


--------------------
,,დუმილს ნუ დაარღვევ ან თქვი რამე დუმილს რომ სჯობდეს"

on ne voit bien qu'avec le coeur. L'essentiel est invisible pour les yeux.

სადაც დოლარებს მოუფენ
იქ აწერია ოუფენ
miqstura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 43676
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 15 May 2008, 16:15  #9617694      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (n_j @ 15 May 2008, 15:20 )

როგორ არ არსებობს, მე მქონდა, ეხლაც ჩემი ოჯახის ერთ წევრს აღმოაჩნდა, წელი სტკიოდა ძალიან და ეხოც გადაიღო, შარდის ანალიზიც გაიკეთა და აღმოაჩნდა მარილები

მე რამდენიმე წლის წინ ვმკურნალობდი ამაზე, ნახალოვკაში მიმასწავლეს ვინმე ბურდილაძე, მგონი სააკძის ქუჩაზე იყო, აღარ მახსოვს ზუსტად, თავის დამძადებული მცენარეული წამლებით მკურნალობდა მარილებს , საზიზღარი დასალევი იყო მაგრამ კი მიშველა
მეტი არაფერი მახსოვს ამ კაცის, მრტო გვარი და უბანი, შეიზლება ვინმეს გაუგია?

დამიჯერე, ძალიან გთხოვ, რომ "თირკმლებში მარილები" არ არსებობს. თუ ვინმე ექიმი გეუბნება მსგავს დიაგნოზს, ავტომატურად ჩათვალე, რომ შარლატანია ან უბრალოდ ძალიან შორსაა მედიცინისგან.
ანალოგიურად ექოსკოპისტი, რომელიც ამბობს, რომ "მარილები გაქვს", ცოტა რბილად რომ ვთქვათ დაბალკვალიფიციურია.
თირკმელში შეიძლება არსებობდეს კენჭი. გავრცელებული აზრი, რომ არსებობს "მარილები", როგორც კენჭის შედარებით მსუბუქი ალტერნატივა, არის სრული აბსურდი.
ანალოგიურად - "მარილები შარდში". შარდი წარმოადგენს ხსნარს, რომელშიც უამრავი ნივთიერებაა გახსნილი, მათ შორის სხვადასხვა მარილები. აქედან გამომდინარე დიაგნოზი "მარილები შარდში" არ არსებობს. შეიძლება იყოს ამა თუ იმ კომპონენტის (კალც, ოქსალატაი, შარდმჟავა და სხვ.) გაძლიერებული გამოყოფა შარდით, მაგრამ მაგის რეალურად შესაფასებლად უნდა მოხდეს 24 საათის განმავლობაში შარდის შეგროვება და იქ განსაზღვრა. ერთჯერად შარდში მომატებულ კონცენტრაციას არ აქვს დიაგნოსტიკური ღირებულება.
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად.
n_j
Happy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4218
წევრი No.: 42145
რეგისტრ.: 18-September 07

გამოგზავნილია: 16 May 2008, 20:45  #9635428      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miqstura
QUOTE
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად

სიამოვნებით მივიღებ რჩევებს
მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ მოვისმინო რჩევები მათგან ვინც მეტი იცის

და სახსრებში რომ უგროვდებათ მარილები(ისევ მარილები wink.gif ) უფრო მოხუცებზე მინახავს , ეგ რაღაა?
ეს მარილების დაგროვება უფრო ხალხური ტერმინია,სამედიცინო ენაზე ალბათ სხვა რამე ქვია
miqstura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 43676
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 17 May 2008, 00:49  #9639181      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (n_j @ 16 May 2008, 20:45 )
miqstura
QUOTE
შემიძლია ეხლავე ჩამოგიწერო მარტივი ალგორითმი, თუ რა უნდა გააკეთო თანმიმდევრულად

სიამოვნებით მივიღებ რჩევებს
მე ნამდვილად არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში და იმიტომ გავხსენი ეს თემა რომ მოვისმინო რჩევები მათგან ვინც მეტი იცის

და სახსრებში რომ უგროვდებათ მარილები(ისევ მარილები wink.gif ) უფრო მოხუცებზე მინახავს , ეგ რაღაა?
ეს მარილების დაგროვება უფრო ხალხური ტერმინია,სამედიცინო ენაზე ალბათ სხვა რამე ქვია

კი ბატონო smile.gif
დავიწყოთ მოხუცების სახსრებში მარილების დაგროვებიდან smile.gif აქ სავარაუდოდ იგულისხმება ოსტეოართროზი ან პოდაგრა. პოდაგრა შეიძლება გარკვეულწილად "მარილის დაგროვებად" შეფასდეს, რადგან ამ შემთხვევაში ხდება შარდმჟავას კრისტალების სახსრებსი დაგროვება.
გადავიდეთ თირკმლებზე. პრაქტიკულად რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ "რაღაც" აქვს თირკმლებში. ვიწყებთ თირკმლების ექოსკოპიით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურად გაკეთებულ ექოს. მინიშნება - თუ გეუბნებიან დასკვნას "მარილები" ან რამე მსგავსი, ე.ი. არაკვალიფიციურია. უნდა ეწეროს კონკრეტულად - თირკმლის ზომა, პარენქიმის ზონა, და რაიმე პათოლოგიის არსებობა-არარსებობა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების ექოსკოპია ჩემი წარმოდგენით საკმაოდ მარტივია, თბილისში ექოსკოპისტების უმრავლესობა ძალიან არაკვალიფიციურ დასკვნებს წერს (ცნობილი ცენტრებშიც კი).
მოკლედ, გაიკეთე ექო და აღმოჩნდა, რომ არ გაქვს გადახრა - თავისუფალი ხარ smile.gif თუ გაქვს პათოლოგია (ამ შემთხვევაში კენჭზე ვსაუბრობთ), მიდიხარ და იღებ ე.წ. "მიმოხილვით რენტგენოგრაფიას". თუ ეგ კენჭი გამოჩნდა რენტგენზე, ე.ი. არის "რეტგენოპოზიტიური", ხოლო თუ რენტგნემა არ აჩვენა - "რენტგენონეგატიური".
"რენტგენონეგატიური" კენჭი (ანუ კენჭი, რომელიც ჩანს ექოზე და არ ჩანს რენტგენზე) ყველზე ხშირად შარდმჟავას ნაერთს წარმოადგენს, რომლის დაშლაც პრინციში მედიკამენტურად შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა შარდი ყიოს მუდმუვიად გატუტოვნებული. მარტივად ყიდულობ ბლემარინს, (რაც დაახლოებით იგივეა, რაც სოდა), რომელსაც მოყვება ტესტერები და ინსტრუქცია, მისდევ ინსტრუქციას (ადვილი გასაგებია და აქ აღარ დავწერ). ერთ თვეში იმერორებ ექოს, და ნახულობ რა მოუვიდა შენ კენჭს. კენჭის სრულ გაქრობამდე აგრძელებ ბლემარინს, მომავალშიც ეცადე, სვა ბევრი სითხე, მათ შორის ტუტოვანი.
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია (დაშლა ექოტალღებით), თუ არა, დაელოდო მოვლენების განვითარებას smile.gif
გარდა აღწერილისა, არის სხვა ნიუანსებიც (იწვევს თუ არა კენჭი შარდის დინების შეფერხებას, რა ქიმიური შემადგენლობისაა, რა ტიპის ნივთიერებათა ცვლის დარღევა შეიძლება ედოს საფუძვლად მის გაჩენას და ა.შ.), რასაც ალბტ აქ არ ავღწერ, რადგანს შეიძლება ძაან გაართულოს. ტუ ვინმეს უფრო ღამად დააინტერესბს, მერე დავწერ smile.gif

n_j
Happy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4218
წევრი No.: 42145
რეგისტრ.: 18-September 07

გამოგზავნილია: 17 May 2008, 12:10  #9642056      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miqstura
გმადლობ რომ ამდენი დაწერე და არ დაგეზარა

ეს ყველაფერი ჭირს ჩემს ძმას, კენჭი არა აქვს, წელი სტკივა ხშირად და თირკმელებზე გადაიღო ეხო, შარდის ანალიზიც

ურჩიეს უმარილო ბრინჯით რაღაც კურსის ჩატარება, დაფნის ნახარშის დალევა(საზიზღარი გემოსია) და ა.შ.
miqstura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 43676
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 18 May 2008, 01:02  #9652060      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (n_j @ 17 May 2008, 12:10 )
miqstura
გმადლობ რომ ამდენი დაწერე და არ დაგეზარა

ეს ყველაფერი ჭირს ჩემს ძმას, კენჭი არა აქვს, წელი სტკივა ხშირად და თირკმელებზე გადაიღო ეხო, შარდის ანალიზიც

ურჩიეს უმარილო ბრინჯით რაღაც კურსის ჩატარება, დაფნის ნახარშის დალევა(საზიზღარი გემოსია) და ა.შ.

არაფერს არ დაუშავებს სავარაუდოდ. თუმცა რა თქმა უნდა, არც არაფერს არ უმკურნალებს. საერთოდ წელის ტკივილი იშვიათად არის თირკმლებით გამოწვეული. გაცილებით ხშირია სხვა მიზეზები. თირკმლები წელის ტკივილს იწვევს პრაქტიკულად მარტო იმ შემთხვევაში, როცა კენწი იწვევს შარდის დინების შეფერხებას (ანუ თავისთავად კენჭის არსებობა, რომელიც არ იწვევს შარდის დინების შეფერხებას, არ იწვევს არანაირ ტკივილს)
ახა
Вяжущая сила самопознания


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2408
წევრი No.: 31386
რეგისტრ.: 14-March 07

გამოგზავნილია: 31 May 2008, 03:05  #9842772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ართრიტი არ არის მარილების დაგროვება..

აი ართრიტი

Артрит – это воспаление сустава. При артрите наблюдаются боли при движении или поднятии тяжестей, сустав теряет подвижность, опухает, меняет форму, кожа над суставом краснеет, появляется лихорадка. Артрит одного сустава назывется моноартритом, многих – полиартритом. Артрит может начаться резко (острый артрит) или развиваться постепенно (хронический артрит). Причины развития артрита – инфекции, аллергии, нарушения питания сустава. Артрит может быть самостоятельным заболеванием или проявлением другого заболевания.


* * *
მგონი არტროზი ქვია, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ...

მოკლედ, კითხვა ეხება ე.წ. მარილებს, ანუ როცა ტავს გავაქნევ, ან ხელს ავწევ-ჩამოვწევ, ან ნებისმიერ ჯოინთს გავანძრევ, ეგრევე ხრაჭუნი ისმის. რაც დრო გადის მით უფრო.

ასეთი რამე თითქმის ყოველთვის მაწუხებდა (ფსიქოლოგიურად), მაგრამ ბოლო ერტი წელი განსაკუთრებით პასიური ცხოვრების სტილს ვეწევი, სულ მაგიდასთან ვზივარ, და ფიზიკურად არ ვარ აქტიური. მოკლედ, ამ ხრაჭუნმა არნახულ მასშტაბს მიაღწია, იმენან, რაც კი მოძრავია (ნუ იმის გარდა ალბატ, იმიტომ რომ ის ქტიურია მუდამ ), ანუ სხეულის ყველა კიდური, ყველა ჯოინტში სულ ხრაჭუნებს პატარა განძრევაზეც კი.

მოკლედ, ამიხსენით,

1. რა შეიძლება ეს იყოს. მართლა მარილებია?
2. თუ კი, მაშინ რა არის ამის სახელი სამედიცინო ენაზე,
3. და სად შეიძლება ლიტერატურა ვნახო,
4. ასევე მირჩით, თქვონთვის ცნობილი მკურნალობის წესები და 5. საშიში არის თუ არა ეს დაავადება.


მე ერტადერტი ვუჩივი ამ ხრაჭუნის ხმებს, ფიზიკურ ტკივილს არ გავიცდი, მაგრამ წელი მტკივა ხოლმე როცა გადავიხრები ისევ გამართვა მიჭირს.

აბა თქვენი იმედი მაქვს ექიმებო


ვაი, ვაი Хруст в суставах

* * *
მიშველეთ, ახლა დავიგრუზე, ჯერ ახალგაზრდა ვარ და ნებისმიერი სახსრის განძრევისას ხრაშუნი ისმის, გამაგებინეთ რა ქვია სამედიცინო ენაზე და რამე თუ ეშველება?


--------------------
Извечное рабство не дает расти. Рабы остаются детьми, не вырастают. И глобальное, итоговое их сообщество, страна - инфантильное чудовище.

...закон держится человеком, а не наоборот. Нельзя создать закон и потом прилечь на нем поспать...
ახა
Вяжущая сила самопознания


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2408
წევრი No.: 31386
რეგისტრ.: 14-March 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 00:31  #10022588      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხალხო, დაწერეთ რამე, ვახ!!!























biggrin.gif
S&W
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11059
წევრი No.: 28588
რეგისტრ.: 18-January 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2008, 16:08  #10029836      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ხალხო, დაწერეთ რამე, ვახ!!!

ცურვა + იოგა.
ერთ კვირაში შეატყობ რომ ხრაჭუნი შემცირდა, ორ კვირაში გაქრება. არ შეიძლება სიმძიმეებით ვარჯიში.

ალბათ გესმის რომ რაიმე წამალი რომელსაც დალევგაიკეთებ და ვსიო, მორჩები არ არსებობს. ასევე ვარჯიშის შეწყვეტიდან გარკვეულ პერიოდში (ეს პერიოდი დამოკიდებულია ვარჯიშის სტაჟზე) ისევ თავიდან დაიწყება.

ანუ ვარჯიში უნდა გახდეს ცხოვრების სტილი.
სანამ დროა და საქმე წამლებამდე არ მისულა.
Wanderer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 5039
რეგისტრ.: 3-May 04

გამოგზავნილია: 14 Jun 2008, 22:06  #10047296      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
S&W
QUOTE
ცურვა + იოგა. ერთ კვირაში შეატყობ რომ ხრაჭუნი შემცირდა, ორ კვირაში გაქრება. არ შეიძლება სიმძიმეებით ვარჯიში.

ალბათ გესმის რომ რაიმე წამალი რომელსაც დალევგაიკეთებ და ვსიო, მორჩები არ არსებობს. ასევე ვარჯიშის შეწყვეტიდან გარკვეულ პერიოდში (ეს პერიოდი დამოკიდებულია ვარჯიშის სტაჟზე) ისევ თავიდან დაიწყება.

ანუ ვარჯიში უნდა გახდეს ცხოვრების სტილი. სანამ დროა და საქმე წამლებამდე არ მისულა.


+ 1 ! ერთს დავამატებ, რომ ცურვის გარეშეც შეიძლება. ანუ მარტო იოგა. smile.gif

2) შეეცადე ჭამო რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული ცოცხლად და მოერიდო 1000 "პლასტმასოვი" რამეს რაც იყიდება მაღაზიაში. ძნელია, მაგრამ შედეგიანი. smile.gif

3) ეცადე იყო სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება დიდხანს! ეს აქოთებული თბილისი გვკლავს! mad.gif
tevdore
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3225
წევრი No.: 35975
რეგისტრ.: 5-June 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2010, 00:00  #21514244      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
miqstura
QUOTE
დავიწყოთ მოხუცების სახსრებში მარილების დაგროვებიდანაქ სავარაუდოდ იგულისხმება ოსტეოართროზი ან პოდაგრა. პოდაგრა შეიძლება გარკვეულწილად "მარილის დაგროვებად" შეფასდეს, რადგან ამ შემთხვევაში ხდება შარდმჟავას კრისტალების სახსრებსი დაგროვება.
გადავიდეთ თირკმლებზე. პრაქტიკულად რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ "რაღაც" აქვს თირკმლებში. ვიწყებთ თირკმლების ექოსკოპიით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კვალიფიციურად გაკეთებულ ექოს. მინიშნება - თუ გეუბნებიან დასკვნას "მარილები" ან რამე მსგავსი, ე.ი. არაკვალიფიციურია. უნდა ეწეროს კონკრეტულად - თირკმლის ზომა, პარენქიმის ზონა, და რაიმე პათოლოგიის არსებობა-არარსებობა. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ თირკმლების ექოსკოპია ჩემი წარმოდგენით საკმაოდ მარტივია, თბილისში ექოსკოპისტების უმრავლესობა ძალიან არაკვალიფიციურ დასკვნებს წერს (ცნობილი ცენტრებშიც კი).
მოკლედ, გაიკეთე ექო და აღმოჩნდა, რომ არ გაქვს გადახრა - თავისუფალი ხართუ გაქვს პათოლოგია (ამ შემთხვევაში კენჭზე ვსაუბრობთ), მიდიხარ და იღებ ე.წ. "მიმოხილვით რენტგენოგრაფიას". თუ ეგ კენჭი გამოჩნდა რენტგენზე, ე.ი. არის "რეტგენოპოზიტიური", ხოლო თუ რენტგნემა არ აჩვენა - "რენტგენონეგატიური".
"რენტგენონეგატიური" კენჭი (ანუ კენჭი, რომელიც ჩანს ექოზე და არ ჩანს რენტგენზე) ყველზე ხშირად შარდმჟავას ნაერთს წარმოადგენს, რომლის დაშლაც პრინციში მედიკამენტურად შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა შარდი ყიოს მუდმუვიად გატუტოვნებული. მარტივად ყიდულობ ბლემარინს, (რაც დაახლოებით იგივეა, რაც სოდა), რომელსაც მოყვება ტესტერები და ინსტრუქცია, მისდევ ინსტრუქციას (ადვილი გასაგებია და აქ აღარ დავწერ). ერთ თვეში იმერორებ ექოს, და ნახულობ რა მოუვიდა შენ კენჭს. კენჭის სრულ გაქრობამდე აგრძელებ ბლემარინს, "რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია (დაშლა ექოტალღებით), თუ არა, დაელოდო მოვლენების განვითარებას
გარდა აღწერილისა, არის სხვა ნიუანსებიც (იწვევს თუ არა კენჭი შარდის დინების შეფერხებას, რა ქიმიური შემადგენლობისაა, რა ტიპის ნივთიერებათა ცვლის დარღევა შეიძლება ედოს საფუძვლად მის გაჩენას და ა.შ.), რასაც ალბტ აქ არ ავღწერ, რადგანს შეიძლება ძაან გაართულოს. ტუ ვინმეს უფრო ღამად დააინტერესბს, მერე დავწერ


სადღაა ბლემარინი? გააქრეს ქსელიდან .....შემოიტანეს რაღაც ურეკიტი ვსვავდი 1.5 ნახევარი ჩემი ფეხები(ბოდიში ამ სიტყვაზე)

"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
ლაზერით დაშლაზეა ლაპარაკი თუ ეგ სხვა რამეა?
"რენტგეონპოზოიტური" (ჩანს როგორც ექოზე, ასევე რენტგენზე) კენჭის დაშლის ალბათობა ძალიან მცირეა. თუ ბევრი ფული გაქვს, შეგიძლია გაიკეთო ლითოტრიფსია
საირმე, ნაბეღლავი, ბორჯომი რომელი ჯობია?

miqstura
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 485
წევრი No.: 43676
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 10 Sep 2010, 07:57  #21517340      · პროფილი · პირადი მიმოწერა
tevdore
ბლემარინი რომ გააქრეს, ეგ მართლა ცუდია. მანდ მთავარია არა თვითონ წამალი, არამედ ის ტესტ-სტრიპები, რომლებიც ბლემარინს მოყვებოდა. მათ გარეშე წამლის სმას დიდი აზრი არ აქვს, რადგან ვერ განსაზღვრავ, თუ რა დოზა უნდა მიიღო. ეგ სტრიპები, რამდენადაც ვიცი, ურეკიტს არ მოყვება, და მაგიტომაც ალბათ ვერ მიიღე ეფექტი.

QUOTE
ლაზერით დაშლაზეა ლაპარაკი თუ ეგ სხვა რამეა?
ზოგადად, არსებობს ლაზერული ლითოტრიფსია ან დარტმითი ტალღებით ლითოტრიფსია. ლაზერული არა მგონია, კეთდებოდეს საქართველოში. ზოგჯერ ამ მეორეს ხალხში შეცდომით ლაზერით დაშლას უწოდებენ, და შეიძლება ეგ გაგიგია.
forumge88
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 178909
რეგისტრ.: 27-December 13

გამოგზავნილია: 13 Jan 2014, 20:51  #39421648      · პროფილი · პირადი მიმოწერა
აქ ცოცხალი შემოდის ვინმე,შეკითხვა მაქვს და იქნებ გამარკვიოთ.........

კალიუმის და შარდმჟავას კრისტალებმა შარდში შეილება გამოიწვიოს წელის ტკივილები? და ნორმალური ნეფროლოგ უროლოგი მირჩიეთ რა..... rolleyes.gif
nato21
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 122909
რეგისტრ.: 25-October 10

გამოგზავნილია: 9 Feb 2014, 21:02  #39777212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გოგონებისთვის ვაკეთებ ყველანაირ მასაჟს, ოსტეოხონდროზისთვის, მარილების დაშლისთვის, და მოსადუნებელს,ქალბატონები შემეხმიანეთ
Brock
^Freddie Mercury^ ^Bohemian Rhapsody^


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1505
წევრი No.: 174422
რეგისტრ.: 4-October 13

გამოგზავნილია: 9 Feb 2014, 23:51  #39780164      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Tikk @ 29 Apr 2008, 20:09 )
არ ვიცი სამედიცინო ენაზე ასევე ჰქვია თუ არა, მაგრამ ჩემს ახლობელს აწუხებს მარილგროვები სახსრებში და მოძრაობა უჭირს ძალიან. ასწავლეს რაღაცა მცენარეული, ხალხური საშუალებები, მაგრამ არაფერი შველის. არსებობს რამე პრეპარატი ამის სამკურნალოდ?

Tikk
ეს ცადე....
გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ.

წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ.

ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.

მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.


--------------------
"I won,t be a rock star
I will be a legend"
- Freddie Mercury
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0402 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]