forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (101) « პირველი ... 7 8 [9] 10 11 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა ენდოკრინოლოგთან
upartio
harmonia


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 45171
რეგისტრ.: 29-October 07

გამოგზავნილია: 13 Apr 2009, 22:32  #13378979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
იცით, არვიცი ეხება თუ არა ენდოკრინოლოგს კუჭის წყლული, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიმასწავლით ფორუმში ვის მივმართო დახმარებისთვის. მარავალ აგდგომას დაგასწროთ ღმერთმა....


--------------------
მოდი გავაკეთოთ რამე.......
LIKACSI
Media TV Broadcasting


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 276
წევრი No.: 88957
რეგისტრ.: 15-April 09

გამოგზავნილია: 18 Apr 2009, 01:24  #13448606      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ვის შეუძლია რამე მითხრას ჰორმონალური დარღვევის შესახებ?კერძოდ:მომატებული მაქვს მამაკაცის ჰორმონები,რა კავშირი აქვს ამას წონასთან,დაფეხმძიმებასთან,ჩიყვი არ მაქვს. წინასწარ გმადლობთ.


--------------------
Much to Explore....
salo_salo___
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 91
წევრი No.: 89448
რეგისტრ.: 21-April 09

გამოგზავნილია: 22 Apr 2009, 00:50  #13505111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შეკითხვა მაქვს ენდოკრინოლოგთან.
TSH- 0,97
FT3- 2,56
FT4- 1,07
ეს არის ჩემი ანალიზის შედეგი და ნორმაა?
Dasavleti
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 89267
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 23 Apr 2009, 20:53  #13534159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


niki19m
[quote]ეხლა სულ მითამაშებს 55-70 შორის ჭამამდე და ჭამის შემდეგ, ეხლა ვიკეთებ ინსულატარდს 8 ერთეულს ვახშმამდე 40 წუთით ადრე.

თქვენ როგორც აღნიშნეთ,გლუკოზის დონე ვერ დაარეგულირეთ სისხლში,ეს იმას ნიშნავს რომ,ინსულატარდის დონე არ არი შერჩეული,ამისათვის საჭიროა კლინიკაში მოხდეს დაკვირვება და დოზის შერჩევა...
* * *
upartio
QUOTE
იცით, არვიცი ეხება თუ არა ენდოკრინოლოგს კუჭის წყლული, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიმასწავლით ფორუმში ვის მივმართო დახმარებისთვის

ენდოკრინოლოგებს ეს პრობლემა არ ეხებათ. თქვენ უნდა მიმართოთ გასტრო-ენტეროლოგს(თერაპევტს).

* * *
pasko-1980
QUOTE
მოკეთ აღარ ვიცი რა ვქნა, სად წავიდე რას მივეხალო, ერთი წლის წინ შემთხვევით მოვხვდი ეხოსკოპის კაბინეთში და ეხო გავიკეთ საკვერცხებზე, და იცით რა აღმაომაჩდა საშვილოსნოს მიომა მესამე დღესვე გავიკეთე ოპერაცია ბიბიდაში თამაზ ნიკოლაიშვილმა გამიკეთა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სამ კილოს იწონიდა კვანძური წარმონაქმნი , და თქვენ წარმოიდგინეთ არ მეტყობოდა რომ მუცელში სამიკილო კვანძი იყო, მოკლეთ თავი რომ არ მოგაბეზროთ უკვე ერთი წელი გავიდა, მარა მარჯვენა საკვერცხე მაწუხებს ხანდახან დაგამონადენებიც, ეხლახანს ვიმკურნალე ყველაფერზე ბი სი აის კლინიკაში , მარა ამ მკურნალობა ერთ თვეს გასტანა.......ეხოსაც ვიღებ ხშირად რომ კიდევ რამე საშიშროვება არ წარმოიქმნას, და აი კიდევ შემთხვევით მოვხვდი სამკურნალო დიაგნოსტიკურ ცენტრში miramedi-XII -ში და ეხო გადავიღე ფარისებრი ჯირკვალზე დასკვნა: მარჟვენა წილში ისახება იზუექოგენური უბანი ზომით 0,85 X0,87, კიდები სადა. ჯირკვლის ექოგენურობა ზომიერად და დიფოზურად დაქვეითებულია, კაფსულა დაზიანების გარეშე... ჯერ ენდოკრინოლოგთან არ ვყოფილვარ და მაინტერესებს მეშველება რამე, ყველაფერი მაწუხებს, საშინლად გავსუქდი, ჭარბ თმიანობაც და რა ვიც კიდევ უამრავი რამე........................................

სანერვიულო არაფერია.თუ სწორად გავიგე,გამოკვლევები გაიკეთეთ მერამედში,იმავე კლინიკაში შეგიძლიათ მიმართოთ ენდოკრინოლოგს და კვალიფიციურ დახმარებას აღმოგიჩენენ.
merkantil
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5261
წევრი No.: 70798
რეგისტრ.: 12-September 08

გამოგზავნილია: 24 Apr 2009, 23:15  #13552733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ვარ 25 კვირის ორსული.
ანალიზი გავიკეთე ჰორმონებზე და შედეგია:
TSH-0,350
T3-2,05
T4-8,00
გინეკოლოგმა სასწრაფოდ ენდოკრინოლოგთან მიდიო.
სანამ მივალ გული გამისკდება sad.gif საშიშია ძალიან? ბავშვზე იმოქმედებს? sad.gif იქნებ მიპასუხოთ რა
Dasavleti
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 42
წევრი No.: 89267
რეგისტრ.: 18-April 09

გამოგზავნილია: 25 Apr 2009, 00:12  #13553292      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
merkantil
QUOTE
ვარ 25 კვირის ორსული.
ანალიზი გავიკეთე ჰორმონებზე და შედეგია:
TSH-0,350
T3-2,05
T4-8,00
გინეკოლოგმა სასწრაფოდ ენდოკრინოლოგთან მიდიო.
სანამ მივალ გული გამისკდება  საშიშია ძალიან? ბავშვზე იმოქმედებს?  იქნებ მიპასუხოთ რა

ცვლილებები ნამდვილად არი,თქვენი ანალიზებიდან გამომდინარე,მაგრამ დროულად უნდა მიმართოთ ექიმს და კველაფერს ეშველება,კველაფერი მოგვარებადია
tongue.gif wink.gif
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 25 Apr 2009, 06:56  #13556525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIKACSI
სხვა მონაცემების გარეშე ძნელია რამის თქმა, მაგრამ ზოგადად: წონის მომატება, მომატებული მამაკაცის ჰორმონები, ცოტა თმიანობა, ციკლის არევა და დაორსულების პრობლემა ერთად შეადგენს ე.წ. საკვერცხეების პოლოკისტოზის (სტაინ-ლევენტალის) სინდრომს, თუმცა საკვერცხის კისტ(ებ)ის არსებობა აუცილებელი არაა. მკურნალობა სიმპტმურია იმის მიხედვით, თუ რა აწუხებს პაციენტს: უშვილობა, ჭარბი თმიანობა, არეული ციკლი თუ ყველა ერთად. ასეთ პაიენტებს დიაბეტის მომატებული რისკი აქვთ და სასურველია დიაბეტზე შემოწმდნენ გლუკოზის დატვირთვის 2-საათიანი ტესტით.

* * *
salo_salo___
ნორმაა თითქმის ყველა ლაბორატორიის მიხედვით, თუმცა სხვადასხვა ლაბორატორიების ნორმები მცირედ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ აუცილებელია რომ ანალიზის შედეგთან ერთად გაითვალისწინოთ იმ ლაბორატორიის ნორმა, სადაც ანალიზი გაიკეთეთ (როგორც წესი, ნორმები იქვე, ანალიზის გვერდითაა მოცემული).
ისე, ჯანმრთელი ახალგაზრდების 90%-ში TSH შენარჩუნებულია 0.4-2.5 mcu/mL-ში. ასაკთან ერთად იგი შეიძლება იყოს 4.5-მდე. ამდენად, თქვენი ანალიზი ნორმაშია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური დაავადება ამ ეტაპზე გამორიცხულია

* * *
merkantil
ორსულებში TSH-ის დონე მცირედ ქვემოთ იწვევს, რაც ორსულობასთან დაკავშირებული ფიზიოლოგიური ცვლილებებითაა განპირობებული, და როგორც წესი არ აღნიშნავს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებას. ასეთ შემთხვევებში სასურველია იგივე ანალიზი განმეორდეს დაახლოებით 4 კვირაში. ორსულობის მე-2 ან მე-3 ტრიმესრტში TSH ნორმაში დგება. შედით ამ ვებ-საიტზე, სადაც არის უახლესი გაიდლაინები და მთელი ინფორმაცია ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის ფიზიოლოგიაზე, დაავადებებზე და მკურნალობაზე. თუ მედიცინასთან კავშირი არა გაქვთ, სასურველია ექიმის დახმარებით გაერკვეთ ამ სტატიში, რადგან სტატია მხოლოდ ექიმებისთვისაა და პოპულარულ ენაზე არაა დაწერილი. ძალიან კარგი სტატიაა, ამ სფეროში საუკეთესო ექსპერტების მიერ დაწერილი.

http://www.endo-society.org/guidelines/fin...-Postpartum.pdf

makuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 226
წევრი No.: 6310
რეგისტრ.: 8-September 04

გამოგზავნილია: 29 Apr 2009, 12:49  #13620815      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
TSH-2,2 mlu/ml
T3-2,05
LH-88.1mlu/ml

ძალიან საგანგაშო პასუხებია? ძალაინ ვნერვიულობ.


--------------------
The past is only memory, the future a Fantasy, It's only in the present that we truly live
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 1 May 2009, 05:00  #13648508      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
TSH - ფაქტიურად ნორმაშია
T3 - სასურველია ნორმის ფარგლები და ერთეულები ქონდეს მიწერილი. ისე, TSH თუ ნორმაშია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცირი პრობლემა გამორიცხულია (იშვიათი შემთხვევების გარდა). ზოგადად, სასურველია გაიზომოს FT4, FT3 (თუ ამ ჰორმონების გაზომვაა აუცილებელი) და არა ცალკე T3.

LH - ცალკე ამ ჰორმონის გაზომვას აზრი არა აქვს. მთავარია პრობლემა რის გამოც იზომება LH, ანუ რის სადიაგნოსტიკოდ ზომავს ექიმი ამ ჰორმონს. ცალკე LH-ის გაზოვმა არაინფორმატიულია.
თუ არის ციკლის მოშლილობა, ან სასურველია დადასტურდეს პრე-მენოპაუზა, მაშინ უნდა გაიზომოს Estradiol, FSH, +/- LH (ერთდროულად)
ასევე გაითვალისწინეთ, რომ FSH და LH ციკლის სხვადასხვე ფაზებში სხვადასხვაა, ასევე მათი კონცენტრაცია ცვალებადობს ასაკთან ართად (ყველაზე მომატებულია მენოპაუზის დროს). ამიტომ ამ ჰორმონების ინტერპრეტაცია უნდა მოხდეს ასაკთან მიმართებაში.

makuna
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 226
წევრი No.: 6310
რეგისტრ.: 8-September 04

გამოგზავნილია: 1 May 2009, 11:13  #13649871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FT4 - 0.8 ng/dl
FT3 - არ მაქვს აღებული, ანალიზის პასუხებში არ ჩანს.
FSH- 107 mlu/ml
TSH-2,2 mlu/ml
LH-88.1mlu/ml

ვარ 28 წლის, ციკლის მოშლილობის გამო ავიღე. მაინტერესებს ამ პასუხების მიხედვით შეიძლება ციკლის დარეგულიერება. თუ აღარაფერი მეშველება. ზალიან ვნერვიულობ. შვილი მინდა .
Dru
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 691
წევრი No.: 45514
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 2 May 2009, 04:44  #13663430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FT3 გზომვა ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია ფაქტიურად ნორმაშია

LH და FSH სწორი ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია ესტრადიოლის (estradiol) გაზომვა და მისი დონის ცოდნა. საჭიროა ამ ანალიზების ერთდროულად გაკეთება რომ რამე დასკვნემდე მივიდეს ექიმი. ციკლის მოშლილობის დროს ასევე იზომება პროლაქტინი (prolactin) და სასურველია რომ ეს ტესტიც გაკეთდეს. ამ ანალიზების პასუხზე დაყრდნობით უნდა გადაწყდეს შემდგომი კვლევის გეგმა.
ისე, უშვილობის დიაგნოსტიკა საკმაოდ დეტალურ გასინჯვას და კვლევებს მოიცავს, და ზუსტი პასუხის გაცემა ამ პრობლემაზე online-ზე თითქმის შეუძლებელია


dobermen
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 194
წევრი No.: 90569
რეგისტრ.: 4-May 09

გამოგზავნილია: 5 May 2009, 10:06  #13704672      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დამტანჯა ჩიყვმაააა...18 თვეა ვმკურნალობ და 6 კიდე მინდა, მეშველება ნეტა?
Professor Xachikian
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90391
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 5 May 2009, 18:01  #13710798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dobermen
მეტი კონკრეტიკა - ფარისებრი ჯირკვლის ზომები ექოსკოპიაზე, მისი ფუნქცია და რა მკურნალობა ტარდება
ისე, ჩიყვიზე "მკურნალობის კურსი" არ ტარდება, იმიტომ, რომ ჩიყვი არ "ინკურნება" და ხანგრძლივი პრობლემაა. სწორი მიდგომით მისი კონტროლი ადვილად შესაძლებელია
nberianidze
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 91454
რეგისტრ.: 14-May 09

გამოგზავნილია: 14 May 2009, 23:20  #13847253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფარისებური ჯირკვლის პრობლემებში ვინ ერკვევით. მაინტერესებს რა დაავადებაა ეუთირეოზი და რა პრეპარატით მკურნალობენ?!
Professor Xachikian
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90391
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 15 May 2009, 08:38  #13850536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ეუთირეოზი დაავადება არ არის. ეუთირეოზი სამედიცინო ტერმინია, რაც ნიშნავს ნორმალურად მოფუნქციონერე (ანუ ნორმალური ფუნქციის მქონე) ფარისებრ ჯირკვალს. ამდენად, ნორმალურად ფარისებრ ჯირკვალს მკურნალობა არ ჭირდება.

თუ ექიმმა დაადგინა "ეუთიროიდული ჩიყვის" დიაგნოზი, ეს ნიშნავს რომ ფარისებრი ჯირკვალი ზომაში გაზრდილია (სხვასასხვა მიზეზების გამო), მაგრამ ნორმალურად ფუნქციონირებს. ამიტომ დაზუსტებაა საჭირო, რა პრობლემაზეა საუბარი.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 7 8 [9] 10 11 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0552 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]