forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (101) « პირველი ... 23 24 [25] 26 27 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა ენდოკრინოლოგთან
I am the one
comfortably numb :|


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2730
წევრი No.: 42769
რეგისტრ.: 27-September 07

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 12:26  #15167179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Professor Xachikian


გავიკეთე ეგეც და სისხლის საერთოც ყველაფერი ნორმაშიაო მარტო ფტ4 არის ოდნავ მაღალიო 22, 86 და საშიშია ? ეგ ანალიზები გაიკეტეო ენდოკრინოლოგმა და პასუხები მომიტანეო და + კალციუმ იმუნიზირებული თუ რაღაცა ეგეთის ანალიზიცო ეგ არ ამიღია მარტო რაც გავიკეტე ტსჰ ა ფტ4 და საერთო ყველაფერი ნორმალშია სადაც ავიღე იქ მითხრეს მარტო ეს გაქ ოდნავ მაღალიო


--------------------
Music Is My Girlfriend :)
Masked
O Freunde, nicht diese Töne! Sondern lasst uns angenehmere a


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3415
წევრი No.: 49798
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 21 Aug 2009, 12:31  #15167257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (bakako6 @ 21 Aug 2009, 04:20 )
გამარჯობათ მე მაქვს თვალების სიმშრალე უკვე 15 წელია დავიტანჯე რომ იტყვიან სიცოცხლე აგარმინდა თვალის დაავადებაა გამორიცხეს ექიმები იზახიან რომ რაგაცა იცვევსო ერთმა ექიმმა მითხრა ჩიყვის ბრალიაო და ამაგებინა ანალიზი რომელიც ნორმაშია არადა ვსვავ სპონგიას და ცოტა შედეგი არის სპონგია ჩიყვის ცამალია მაინტერესებს თუ ჩიყვი არ მაქვს სპონგია რატომ მომიხდა რა ვქნა აგარ ვიცი ცხოვრების ხალისი დამაკარგვინა თვალების ტკივილმა დამეხმარეთ

ჰმ, ჰაშიმოტოს სიმპტომი არის მშრალითვალები.
15 წელი...სხვა როგორი პრობლემები გაქვს?
გარკვეული კომბინაცია ვიტამინების და შპუააელემენტების მოხსნის
პრობლემას თვალებზე, ტუ თჰYრეოიდიტის გამორიცხული არის.


--------------------
Einigkeit und Recht und Freiheit
für das deutsche Vaterland!
Danach lasst uns alle streben
brüderlich mit Herz und Hand!

Zwei Dinge sind unendlich, das Universum und die menschliche Dummheit, aber bei dem Universum bin ich mir noch nicht ganz sicher.
Professor Xachikian
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90391
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 03:07  #15177899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
I am the one
მარტო T4-ის ოდნავი მომატება შეიძლება იყოს 1. ლაბორატორიული შეცდომა 2. ჰიპერთირეოზის ძალიან ადრეული სტადია.
ამიტომ გირჩევთ გაიმეოროთ TSH, Free T4 დაახლოებით 2-3 კვირაში.
bakako6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 764
წევრი No.: 97578
რეგისტრ.: 10-August 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 09:32  #15178492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
და როგორ უნდა გავიგო ჰაშიმოტოს სინდრომი მაქვს თუ არა რამე ანალიზი კეტდება/
* * *
კანის სიმშრალეც მაქვს და მოდუნებები კისერში მოხრჩობის შეგრზენა მოთენთილობა ცონაშიც მოვიმატე მაგრამ ყველაზე ზალიან თვალები მაცუხებს რა ცამლები უნდა მივიგო გთხოვთ დამეხმარეთ
nite
Pocahontas


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16729
წევრი No.: 54083
რეგისტრ.: 22-February 08

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 11:51  #15179184      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ესე იგი, sad.gif ლიპიდური ცვლის ანალიზი რომ გავიკეთე მეოთხე პარამეტრი ანუ დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის პასუხი გამორჩენიათ, არ დავაკვირდი მაშინვე, ახლა დავრეკე და მიტხრეს ტელეფონით, თვითონ ჰქონიათ აღრიცხული, მოკლედ შედეგები ასეთი მაქვს საერთო ქოლესტერინიც მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინიც და დაბალი სიმკვრივისაც მომატებული მაქვს სამივე, ჰოოოდა მირჩიეთ რა ვქნა და ვის მივაკიტხო?


--------------------
I'got a feeling you could use a little smile : )))
Masked
O Freunde, nicht diese Töne! Sondern lasst uns angenehmere a


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3415
წევრი No.: 49798
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 12:56  #15179702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (bakako6 @ 22 Aug 2009, 09:32 )
და როგორ უნდა გავიგო ჰაშიმოტოს სინდრომი მაქვს თუ არა რამე ანალიზი კეტდება/
* * *
კანის სიმშრალეც მაქვს და მოდუნებები კისერში მოხრჩობის შეგრზენა მოთენთილობა ცონაშიც მოვიმატე მაგრამ ყველაზე ზალიან თვალები მაცუხებს რა ცამლები უნდა მივიგო გთხოვთ დამეხმარეთ

ეს ჰაშიმოტო არის და არა უბრალო ჰYპოტჰYრეოზე.
და სავარაუდოდ ჰYპატჰ.ით,
სხვა არაფერი გაწუხებს, დაწერე..ჰემოგლობინ უნდა იკოს დაბალი, კუჩი არ გაწუხებს? კანი ...სიმშრალე გავიგე, მაგრამ სხვა რა კანის, მაგალითად პიგმენტებისდარღვევა...იმიტომ გეკითხები რომ სხვა აუტოიმმ. დაავადება გამოვრიცხო.


უნდა მიხვიდე ტიფლისსი ენდოკრინოლოგ. ან საკმარისი არის ლაბორატორიაში სადაც ენდ. ანალიზები კეთდება.
აუცილებელად უნდა გაიკეთო Anti TPO, ესე გაიგებ არის თუ არა აუტოიმმუნური პროცესი.
FT3,
FT4,
TSH.
ანტიტეპეო აუცილებელად გინდა, ჩვენ ვაკეთებთ ტეერაკას, მაგრამ არ გინდა ეს.

თვალების პრობლემა ძალაინ უსიამოვნო არის, დეპრესია გექნება აუცილებელად.

თჰერაპია ასეტი: არანაირი შემთხვევაში არა გაქვს უფლება მიიღო იოდი!. იოდი არის თაბუ. O.K.

უნდა იკიდო სუპტა სახის Thyroxin 25 დან ნელა უნდა ახვიდე 50-75 .ამაზე მერე დაგიწერ, ჯერ ეს ანალიზი გაკეთე.
O.K. ნუ გეშინია.
thyroxin თვალების პრობლემმას მოხსნის, მაგრამ სიმშრალეს არ მოხსნის, ჯერ ეს გაკეთე, მერე გეტკვი სხვა საშუალებას. O.K.



nite, კინდ,
ასე ადვილი არ არის გაიგო რატომ არის ქოლესტერინ მაღალი, ამას ბევრი მიზეზები აქვს. შეიცლება კვება არის მიზეზი....
კითხვა: რატომ მიხვედი Dრ. ტან რა გაწუხებს?...

This post has been edited by Masked on 22 Aug 2009, 12:59
nite
Pocahontas


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16729
წევრი No.: 54083
რეგისტრ.: 22-February 08

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 14:10  #15180342      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Masked
QUOTE
ასე ადვილი არ არის გაიგო რატომ არის ქოლესტერინ მაღალი, ამას ბევრი მიზეზები აქვს. შეიცლება კვება არის მიზეზი....
კითხვა: რატომ მიხვედი Dრ. ტან რა გაწუხებს?...

რეალურად არაფერი არ მაწუხებს, ერთადერთი ფარისებრ ჯირკვალთან მქონდა პრობლემები, ანუ ზომით არის ცოტა პატარა ჰორმონების ანალიზები გავიკეთე FT3, FT4, TSH. პირველად FT3, FT4, დაბალი მქონდა ტე-ეს-აში ნორმაში, მერე ეუთიროქსს და იოდს ვიღებდი და მომიწესრიგდა იმის მერე კიდევ ერთხელ გავიკეთე ეს ანალიზები სადღაც ერთი თვის წინ და ყველაფერი რიგზე მაქვს, ექიმის კონსულტაციით იოდს მაინც ვიღებ 50 მგ, პროფილაქტიკის მიზნით, მცირედი სესვენებებით.... თვითონ ლიპიდური ცვლის ანალიზი იმიტომ გავიკეთე რომ... მოკლედ ხანდახან მოდას რომ აჰყვები კარგია biggrin.gif გახდომა მინდოდა და მსუბუქ დიეტაზე დავჯექი, შიმშილის არა, ჯანმრთელი კვების რეჟიმს ვაწვები, smile.gif მაგრამ მაინც ძალიან ნელა ვიკლებ და გავიკითხ გამოვიკითხე ჩვენს ფორუმზეც იმათგან ვინც დიეტოლოგებთან მივიდნენ და სხვა მრავალ ანალიზთან ერთად ეს ანალიზიც გავიკეთეთო, მეც ავდექი და რას ვკარგავ მეთქი ნელ-ნელა გამოვიკვლევ ჩემს ორგანიზმს-თქო, და გავიკეთე და ასე აღმოვაჩინე, ჯანმრთელობის მხრივ რომ ვთქვა რამეს ვუჩივი მეთქი არა. ახლა არ ვიცი ვის მივმართო ზოგი ჰომეოპათთან მაგზავნის, ზოგი თერაპევტთან, მე გული ენდოკრინოლოგისკენ მიმიწევს.... წინასწარ მადლობა ყურადღებისთვის და რჩევისთვის
Professor Xachikian
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90391
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 16:37  #15181848      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nite
თქვენი წინა პოსტებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს LDL (ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი) ასევე ნორმაში იყო. როგორც ჩანს, ეს ასე არაა.
ასეთ შემთხვევაში მკურნალობა-არ მკურნალობის საკითხი ინდივიდუალურად წყდება, ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, იმიტომ, რომ "მაღალი" LDL შეიძლება თქვენთვის იყოს მაღალი (თქვენი კონკრეტული სირუაციიდან და რისკ-ფაქტორებიდან გამომგინარე), მაგრამ სხვისთვის - არა. ამიტომაა საჭირო ლიპიდების სრული მონაცემების ცოდნა (LDL, HDL, Total Cholesterol, Triglycerides და +/- VLDL).
უფრო ზუსტი პასუხისათვის, დაწრეთ კონკრეტულად რამდენი გაქვთ LDL და Triglycerides (ტრიგლიცერიდები)

This post has been edited by Professor Xachikian on 22 Aug 2009, 16:37
bakako6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 764
წევრი No.: 97578
რეგისტრ.: 10-August 09

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 16:47  #15181963      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კუჭიც მაცუხებს სიმჯავე აქვს მაღალი და სახეზე ლაქები მაქვს ლოყებთან მოკლედ ანალიზებს გავიკეთებ და მერე დამინიშნე მკურნალობა შენ თუ თვალების პრობბლემას მომიხსნი მაღარიჩი ჩემზე იყოს მოსკოვშიც ვიყავი 2 ჯერ და ვერაფერი მომიხერხეს
Masked
O Freunde, nicht diese Töne! Sondern lasst uns angenehmere a


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3415
წევრი No.: 49798
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 22 Aug 2009, 22:56  #15185998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
@nite: "ფარისებრჯირკვალი" უკვე არის პრობლემა, ჰYპოტჰ. დროს ქოლესტერინი იწევს მაღლა, დაკავშირებული არის öსტროგენთან.
მე საერტოს სკეპტიკური ვარ კალიუმიოდატ თან, ტუ იოდი, მაშინ მარტო ბოილოგიური, ზღვის. რადგან კალიუმიოდატ ბოლოს ცუდი მოქმედება აქვს ტჰYრეოიდეაზე.

მაღალი ქოლესტეღინ ისე კატასროფული არ არის, რომ უნდა აუფ დეა შტელლე დაიწკო მკურნალობა, მაგრამ შეცადე ზეთის სახიტ მიგება, კარგი იქნება ტუ მიიღებ ზღვის იოდს, ეს დაწევს ქოლესტეღინს დაბლა.


"ზომით არის ცოტა პატარა"
და დრ. რა თქვა რატომ არის პატარა? როგორ პატარა, ატროპჰიაში არის, 10მლ ლიტ. პატარა არის? ზეა ვიხტიგ!
ეს გაიგე აუცილებელად ტუ არის 10მლ პატარა, ესე იგი უნდა შენც გასინჯვა Aნტი ტეპეო.


bakako6: კუჭიც მაცუხებს სიმჯავე აქვს მაღალი და სახეზე ლაქები მაქვს ლოყებთან
კუჭი- გასინჯვა უნდა ჰელიკობაკტა პYლორი შეიცლება არის, ძალიან გავრცელებული არის. მე არ ვიცი ტუ არის ტიფლისში ლაბოა, სადაც აკეთებენ კუჭის წვენის ანალიზს ჰელიკობაკტაზე.
სახეზე ლაქა არის თეთრი თუ წითელი?


მაგრამ ჯერ აუცილებელი არის ჰორმონების გასინჯვა და ანტისხეულების, თვალებიც პრობლემას მოგეხსნება როცა ტჰYროქსინ მიიღებ, ტუ კიდე დარჩება პრობლემა, მერე მიღებ გარკვეული ვიტ. და შპუაელემენტების კომბინაციას.


"მაღარიჩი ჩემზე იყოს"
რას ნიშნავს ეს?

ესე იგი ანტი ტეპეო, ტეესჰა, ეფტედღაი უნდ ეფტეფია, ეს ანლიზები. რა შედეგები გაქწს და მერე გეტკვი კიდე რა გჩირდება და რა უნდა გაკეთო.O.K.


bakako6
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 764
წევრი No.: 97578
რეგისტრ.: 10-August 09

გამოგზავნილია: 23 Aug 2009, 01:50  #15188367      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტიროქსინი როგორ მივიღო დოზები დამიწერე თუ თვალები მომირჩება სხვაას აღარ დავეზებ თვალების ტკივილი მაგიჟებს
Masked
O Freunde, nicht diese Töne! Sondern lasst uns angenehmere a


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3415
წევრი No.: 49798
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 23 Aug 2009, 02:28  #15188706      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bakako6

L-Thyroxin 25, შეიცავს 25 მიკროგრამი , დილით უნდა მიიღო ადგომის შემდეგ. წკალი ერთი ჭიქა. მინიმუმ 30 ცუტი უნდა დაიცადო საუზმემდე. წკალი კიდე ერთი ჭიქა უნდა მიიღო.

სიფრტხილე! ჰორმონების გაზომვა ს გარეშე არ დალიო, არის შესაცლებელობა რომ ტ4 მაღალი არის. ჰორმონებთან სიფრტხილე უნდა, განსაკუთრებით შილდდღüზეჰორმონებთან.O.K.
რამდენიმე დღე უნდა გაცლება, ვიცი ძნელი არის მაგრამ უნდა.
ტახიკარდიი ხომ არა გაქვს? გული აჩქარებული...?

This post has been edited by Masked on 23 Aug 2009, 02:31
RAULA
!!!


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26811
წევრი No.: 14332
რეგისტრ.: 8-November 05

გამოგზავნილია: 23 Aug 2009, 11:46  #15190057      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
გამარჯობათ მოვყვები ქრონოლოგიურად smile.gif

დაახლოებით 2.5 თვის წინ შემხვდა ვირუსი სიცხეებით და თავის ყველა თავისებურებით , ხოდაა დამიტოვა სიცხეები 37.0 -37.5 მდე ესე ტაქიკარდია , მივედი ოტოლარინგოლოგთან და მითხრეს რომ დაჩირქებულია გლანდები , 1 ივლისს ამოვიჭერი გლანდები ხოდაა სიცხე დარჩა მაინც იგივე sad.gif

ჩაბარებული მაქვს რევმატულობის

2 ჯერ სისხლის საერთო ანალიზები

გულზე ყველანაირი გამოკვლევა

ვიყავი სოფელში ხოდაა ბრონქები სუსტი მაქვს ისედაც და ვერ ავიტანე ჰაერი იქაური , იქაურმა ექიმმა დამინიშნა ეს წამალი

ოფლოტასი-ავერსი
(ოფლოქსაცინი)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ოფლოქსაცინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე შემოგარსული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
ოფლოქსაცინს – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Ready Mix White (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი (E 171)).

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები, 200 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01MA01.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ოფლოქსაცინი წარმოადგენს ფართო მოქმედების სპექტრის ანტიმიკრობულ საშუალებას ფთორქინოლონების ჯგუფიდან. მოქმედებს ბაქტერიულ ფერმენტ დნმ-გირაზაზე. ავლენს ბაქტერიციდულ ეფექტს. აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და სწრაფად მზარდი ატიპური მიკობაქტერიების მიმართ.
ოფლოტასი-ავერსის მიმართ მგრძნობიარეა შემდეგი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Escherichia coli, Citrobacter, Klebsiella spp., Enterobacter spp., Hafnia, Proteus spp., Salmonella spp., Shigella spp., Yersinia enterocolotica, Campylobacter jejuni, Aeromonas hydrophila, Plesiomonas aeruginosa, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Haemophilus influenzae, Chlamydia spp., Legionella spp., Serratia spp., Providencia spp., Haemophilus ducreyi, Bordetella parapertussis, Bordetella pertussis, Moraxella catarrhalis, Propionibacterium acne, Brucella spp. პრეპარატის მიმართ სხვადასხვა მგრძნობელობა გააჩნიათ: Enterococcus faecalis, Streptococcus pyogenes, pneumoniae და viridans, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosa, Acinobacter, Mycoplasma hominis, Mycoplasma pneumoniae, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfingens, Corynebacterium spp., Helicobacter pylori, Listeria monocytogenes.
არ მოქმედებს Treponema pallidum-ზე.


ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად და თითქმის მთლიანად (95%) აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა 96%-ზე მეტია.
სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.
საკვების მიღებამ შესაძლოა შეანელოს შეწოვა, მაგრამ არ ახდენს არსებით გავლენას ბიოშეღწევადობაზე.
პლაზმის ცილებთან შეკავშირება – 20-25%-ია.
ოფლოქსაცინი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში. კონცენტრაცია ფილტვის ქსოვილში, ლორ-ორგანოებში, კუნთებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტსა და ნაღველში, ასევე შარდსასქესო ტრაქტის ქსოვილში აჭარბებს მის კონცენტრაციას სისხლში. ცრემლში, ნერწყვსა და კანში პრეპარატის კონცენტრაცია ისეთივეა, როგორც სისხლში.
კარგად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, პლაცენტარულ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. აღწევს ლიქვორში (14-60%).
თერაპიული კონცენტრაცია ყველა ქსოვილში ნარჩუნდება 12-24 სთ-ის განმავლობაში.
მეტაბოლიზდება ღვიძლში (დაახლოებით 5%) N-ოქსიდ ოფლოქსაცინის და დიმეთილოფლოქსაცინის წარმოქმნით.
T1/2 პერორალურად მიღების შემდეგ 4.5-7 სთ-ია. ოფლოქსაცინის 75-90% გამოიყოფა თირკმელებით უცვლელი სახით, ნაღველით – დაახლოებით 4%. არ კუმულირდება.
თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ოფლოქსაცინის T1/2 ხანგრძლივდება.

ჩვენება:
ოფლოტასი-ავერსი გამოიყენება ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ: სასუნთქი გზების, შარდსასქესო ორგანოების, ლორ-ორგანოების, კანისა და რბილი ქსოვილების, ძვლების, სახსრების, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გონორეა, მენინგიტი, ქლამიდიოზი, დიზენტერია, სალმონელოზი და სხვა ინფექციური დაავადებები. დაქვეითებული იმუნიტეტის (მათ შორის ნეიტროპენიის დროს) მქონე პაციენტებში პროფილაქტიკის მიზნით. ასევე შესაძლოა ოფლოქსაცინის გამოყენება პოლირეზისტენტული ტუბერკულოზის კომპლექსური თერაპიისას ერთ-ერთ კომპონენტად.

მიღების წესი და დოზირება:
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მიკროორგანიზმების მგრძნობელობაზე, ინფექციის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე, პაციენტის ზოგად მდგომარეობასა და ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციაზე.
პრეპარატი ენიშნებათ პერორალურად სადღეღამისო დოზით 200-800 მგ 2 მიღებაზე დღეში.
400 მგ-მდე დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელაც, უმჯობესია დილით.
გონორეის დროს ინიშნება 400 მგ ერთჯერადად.
სალმონელოზის მკურნალობისას კურსის ხანგრძლივობა 7-8 დღეა, ქვედა საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციებისას – 3-5 დღე.
ტაბლეტებს იღებენ მთლიანად, წყლის დაყოლებით, ჭამამდე ან ჭამის დროს.
დარღვეული თირკმლის ფუნქციის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 50-20 მლ/წთ) ერთჯერადი დოზა უნდა შეადგენდეს საშუალო დოზის 50%-ს ერთჯერადად ან ორ მიღებაზე. საწყისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 200 მგ-ს, ხოლო შემდეგ – 100 მგ-ს დღეგამოშვებით, როცა კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლებია. პერიტონეული დიალიზის და ჰემოდიალიზის დროს შეჰყავთ 100 მგ ოფლოტასი-ავერსი ყოველ 24 სთ-ში.
ღვიძლის უკმარისობისას მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 400 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მადის დაქვეითება, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, შეკრულობა, იშვიათად – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ფსევდომემბრანული კოლიტი, ძალიან იშვიათად - ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუ, დაღლილობა, ძილის დარღვევა, იშვიათად – ტრემორი, კრუნჩხვები, კოშმარული სიზმრები, მოუსვენრობა, ემოციური ლაბილობა, ცნობიერების დაბინდვა, ჰალუცინაციები, კოგნიტური ცვლილებები, დეპრესია, კოორდინაციის დარღვევა, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათია, ფოტოფობია;
გრძნობათა ორგანოების მხრივ: იშვიათად – სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში, დიპლოპია, ნისტაგმი, მხედველობის სიმკვეთრის დარღვევა, გემოსა და სუნის შეგრძნების დარღვევა, ფერთა აღქმის დარღვევა;
ალერგიული რეაქციები: ძალიან იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება, ურტიკარია, ალერგიული პნევმონიტი, ანაფილაქსიური შოკი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, კვანძოვანი ერითემა, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, იშვიათად – ფოტოსენსიბილიზაცია, ჰიპერპიგმენტაცია, ძალიან იშვიათად - ვეზიკულურ-ბულოზური გამონაყარი, ვასკულიტი, თრომბოციტოპენიური პურპურა, პეტექიები, ეკქიმოზები, ექსფოლიაციური დერმატიტი;
სასქესო სისტემის მხრივ: ქავილი გარეთა სასქესო ორგანოების არეში, ვაგინიტი, გამონადენი საშოდან; იშვიათად – წვა, გაღიზიანება, ტკივილი და გამონაყარი სასქესო ორგანოების არეში, დისმენორეა, მეტრორაგია, ვაგინალური კანდიდოზი;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, QT ინტერვალის გახანგრძლივება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია), ძალიან იშვიათად - თირკმლის მწვავე უკმარისობა, დიზურია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ანურია, პოლიურია, ნეფროლითიაზი, მწვავე ინტერსტიციული ნეფრიტი, ჰემატურია;
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: იშვიათად – ართრალგია, მიალგია, ტენდინიტი, მყესის გაგლეჯა, კუნთოვანი სისუსტე (განსაკუთრებით, მიასთენიით დაავადებულ პაციენტებში);
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: იშვიათად – წყურვილის გაძლიერება, ჰიპოგლიკემია (განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ინსულინს ან პერორალურ ჰიპოგლიკემიურ საშუალებებს);
სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – ხველა, დისპნოე, ბრონქოსპაზმი, სტრიდორი;
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ანემია, პანციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, ეოზინოფილია;
სხვა: ტკივილი გულმკერდის არეში, ფარინგიტი, სხეულის ტემპერატურის მომატება, იშვიათად – ასთენია, შემცივნება, ზოგადი სისუსტე, სისხლდენა ცხვირიდან, გაძლიერებული ოფლიანობა, ჰიპოკალემია.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ოფლოქსაცინის, ქინოლონის წარმოებულების ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; ეპილეფსია (მათ შორის ანამნეზში); კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება (მათ შორის თავის ტვინის ტრავმის, ინსულტის ან ცნს-ის ანთებითი პროცესების გადატანის შემდეგ); 18 წლამდე ასაკი (სანამ არ არის დასრულებული ჩონჩხის ზრდა); ორსულობა; ძუძუთი კვების პერიოდი; ღვიძლის უკმარისობა; ანამნეზში ფთორქინოლონების მიღებასთან დაკავშირებული მყესების დაზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კალციუმის, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან, სუკრალფატთან, რკინისა და თუთიის შემცველ პრეპარატებთან კომბინაციისას ქვეითდება ოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა.
ამ პრეპარატების გამოყენება არ უნდა მოხდეს ოფლოქსაცინის მიღებამდე და მიღების შემდეგ ორი საათის განმავლობაში.
ოფლოქსაცინი აქვეითებს თეოფილინის კლირენსს 25%-ით (ერთად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა თეოფილინის დოზის შემცირება).
ციმეტიდინი, ფუროსემიდი, მეტოტრექსატი და მილაკოვანი სეკრეციის მაბლოკირებელი პრეპარატები ზრდიან ოფლოქსაცინის კონცენტრაციას პლაზმაში.
ოფლოქსაცინი ზრდის გლიბენკლამიდის კონცენტრაციას პლაზმაში.
K ვიტამინის ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას აუცილებელია სისხლის შემადედებელი სისტემის მდგომარეობის კონტროლი.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ნიტროიმიდაზოლის და მეთილქსანტინების წარმოებულებთან ერთად გამოყენებისას იზრდება ნეიროტოქსიკური ეფექტების განვითარების რისკი.
გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებისას იზრდება მყესების გაგლეჯის რისკი, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში.
შარდის გამატუტიანებელ პრეპარატებთან (კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები, ციტრატები, ნატრიუმის ბიკარბონატი) ერთად დანიშვნისას იზრდება კრისტალურიის განვითარებისა და ნეფროტოქსიკური ეფექტების რისკი.

ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, თავბრუ, დეზორიენტაცია, შეკავებულობა, ცნობიერების დაბინდვა.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აუცილებლობის შემთხვევაში – სიმპტომური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უკუნაჩვენებია.

გამოყენების თავისებურებები:
ოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია თავის არიდება მზის და ულტრაიისფერი სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან.
არ არის რეკომენდებული 2 თვეზე მეტი ხნით ოფლოქსაცინის გამოყენება. გვერდითი ეფექტების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
მკურნალობის განმავლობაში აუცილებელია თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის, სისხლში გლუკოზის დონისა და პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.
ოფლოქსაცინის გამოყენებისას საჭიროა სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.
ოფლოტასი-ავერსის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა, რაც შეიძლება გახდეს დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი.
ოფლოქსაცინის გამოყენებისას იშვიათად განვითარებულ ტენდოვაგინიტს შეიძლება მოჰყვეს მყესის გაგლეჯა (უმთავრესად აქილევსის მყესი), განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში. ტენდინიტის სიმპტომების აღმოცენებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ოფლოქსაცინის მიღება.
მკურნალობის ფონზე შესაძლოა გაუარესდეს მიასთენიის მიმდინარეობა, გახშირდეს პორფირიის შეტევები.
პრეპარატს ფრთხილად იყენებენ თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზის დროს, ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას (ანამნეზში).
პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია ტუბერკულოზის ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკისას ცრუუარყოფითი შედეგების მიღება (ხელს უშლის ტუბერკულოზის მიკობაქტერიის გამოყოფას).
ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში აუცილებელია პლაზმაში ოფლოქსაცინის კონცენტრაციის კონტროლი და დოზის კორექცია.
ოფლოქსაცინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ავტოტრანსპორტის მართვისგან და ისეთი პოტენციურად სახიფათო საქმიანობისგან თავის შეკავება, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, თითო კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge



სიახლეები
ავერსის ფასდაკლება, რომელიც უკვე 3 წელიწადია მიმდინარეობს, კვლავ გრძელდება...
ვრცლად

ქველმოქმედება

ავერსსა და საპატრიარქოს შორის მემორანდუმი გაფორმდა...
ვრცლად


Developed by Neomedia LTD

ხოდაა გუშინ ბოლო წატბლეტი უნდა დამელია და გული წამსვლია ჭამის დროს sad.gif კრიჭა შემეკრა და რავიცი რომ გამოვიღვიძე მთელი მეზობლები და სასწრაფო იყო smile.gif

შაქრის ანალიზიც გაკეთებული მაქვს , ეხლა მინდა ჩიყვზე წავიდე , მაგრამ რავიცი რას იტყვით??


--------------------
01.04.07
ვემსახურებით საქართველოს, სიმართლეს, სიყვარულს წმიდა ძალით ...

POLICE LINE DON'T СROSS!
nite
Pocahontas


*******
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 16729
წევრი No.: 54083
რეგისტრ.: 22-February 08

გამოგზავნილია: 24 Aug 2009, 12:30  #15202607      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Professor Xachikian
მადლობა, დავწერ აუცილებლად, ხვალ წამოვიღებ ანალიზის პასუხებს და დავწერ ზუსტად
* * *
ესე იგი, როგორაა ახლა ჩემი ქოლესტერინის საქმე

საერთო ქოლესტერინი SI შედეგი 6, 20 ნორმა 5, 2 , conventional - შედეგი 238, ნორმა 200
მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინი SI შედეგი 1, 18, ნორმა 1, 03; conventional - შედეგი 45, 4, ნორმა 40
ტრიგლიცერიდები SI შედეგი 1, 3, ნორმა 1,7 conventional - შედეგი 113, 7 ნორმა 150
დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი SI შედეგი 4, 432 ნორმა 3, 38; conventional შედეგი 170, ნორმა 130

მოკლედ ქოლესტერინები მაღალია, თუ შეგიძლიათ დამაკვალიანოთ ვისთან მივიდე სამკურნალოდ და კიდევ რა ანალიზები უნდა ავიღო.
luna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3517
წევრი No.: 5606
რეგისტრ.: 1-July 04

გამოგზავნილია: 25 Aug 2009, 14:10  #15216574      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოჰ, რახან ეს განყოფილება ვნახე... რა კარგია:

ჰიპოთირეოზი მაქვს. თავიდან დიაგნოზი ტატიშვილში დამისვეს, შემდეგ მეტრეველთან გადავედი, და 1 წელი მისი დანიშნული დოზით ვიღებდი წამალს....ანუ დოზირებას მიცვლიდა ხოლმე 3 თვეში ერთხელ, თუმცა დოზა ლევოთიროქსინის 100მკგმ-ზე მეტი არ ყოფილა. სისხლის ანალიზს პერიოდულად იქვე ვაბარებდი სანამ არ გამაგიჟეს მაგათმა ექთნებმა... ჩემი ანალიზის შედეგი 2ჯერ შეეშალათ სხვისაში, და ვენები დამთხარეს იმდენჯერ ამიღეს სისხლი. მერე ანალიზებს უკვე ლიმბახის ცენტრში ვაბარებდი. ეს იყო 2005 წლამდე.

მერე წავედი უცხოეთში, და იგივე დოზით ვასრულებდი ყველაფერს, როგორც მეტრველმა დამინიშნა. თან ბოლო დანიშნულება რომ მომცა მითხრა, რომ 1 წელიწადში ანალიზები ისევ გაიკეთე და თუ დარეგულირებულიაო ჰორმონი, აღარ დალიოო ეგ წამალი.
მოკლედ, მე 1 წლის მერე გადავწყვიტე შემეწყვიტა ამ წამლის სმა.

შედეგი: საოცარი დაღლილობა, პერმანენტული, დეპრესიულობა (არადა არაფერი მიჭირდა), ავადმყოფობა ძალიან ხშირი, იმუნიტეტი ნული, თმის ცვენა და ა.შ. ექიმებთან იქ (ინგლისში) ბევრი ვიარე, დიდი ხანი. TSH da F4 ის მაჩვენებელი ნორმალურზე ოდნავ მაღალი იყო, თუმცა რამდენიმე ექიმის აზრით სამედიც. თვალსაზრისით პრობლემა არ უნდა მქონოდა... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ კერძო კლინიკაში გამიშვეს. იქ უნგრელი ექიმი დამხვდა მიხრწნილი..... ჰოდა შემისწავლა თავიდან ბოლომდე (ასეთი ექიმის მნახველი არა ვარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ზაან მაგარი ვინმე იყო!)

დამინიშნა ისევ ეგ ლევოთიროქსინი, ოღონდ ჯერ 50 მკგმ და შემდეგ 75მდე ამიწია, და მითხრა ამ დოზაზე იყავიო სულ. მისი აზრით, ამ ავადმყოფობაზე არ შეიძლება დოზების ცვლილება, რადგან თიროქსინი, როგორც ჰორმონი ორგანიზმში არ არსებობს და მას პერმანენტულად სჭირდება მიწოდება, რომ ტვინმა და რეპროდუქციულმა ორგანოებმა ნორმალურად იმუშავოს. ამას გარდა, მითხრა, რომ ეს დაავადება არის გენეტიკური. და რომ თურმე ჩემს ბებოს მამის მხრიდან და ბებოს დედის მხრიდან აწუხებდათ ეს დაავადება, მიუხედავად იმისა რომ მათ ამის შესახებ არაფერი სმენიათ. მოკლედ, დიაგნოზი იგივე, მკურნალობა იგივე ოღონდ დოზა სხვა. და ერთი და იგივე. (გიყვებით 2008 წლის ბოლომდე ამბებს)

ამჟამად, დავბრუნდი საქართველოში. დღემდე მაგ დანიშნულებით ვარ. წამლები რაც ჩამოტანილი მქონდა უკვე გამითავდა. ახლა – აქ ვყიდულობ ლ–თიროქსინს,. თუმცა დოზები არა აქვთ.. ან 100იანი იყიდება ან 50იანი და სულ ვიტანჯები, იმიტომ რომ უნდა გავყო. ჩემი ექიმის აზრით არ შეიძლება ამ წამლის სხვადასხვა დოზებით სმა, რადგან დარღვევებს იწვევს ფუნქციურად.

მინდა აქ ისევ დავდგე კონტროლზე (ინგლისში წელიწადში 1ხელ დავდივარ), და არ ვიცი ვის მივაკითხო. მეტრეველთან ცუდი არ იყო, ოღონდ მასთან საუბარი შეუძლებელია, სულ გადარბენებია, სულ რიგებია და საშინელი პირობებია. ამას დამატებული, სისხლის ანალიზს მე იქ ვერ ჩავაბარებ, ძალიან მეშინია.

იქნებ მირჩიოთ ვისთან მივიდე, ან სად შეიძლება სისხლის ანალიზის ჩაბარება?




--------------------
MARGALITAAAAAAAAAAAAAAAAA......:)

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) « პირველი ... 23 24 [25] 26 27 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0492 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]