forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (75) « პირველი ... 37 38 [39] 40 41 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რა არის ეს?, კლინიკური შემთხვევა, N 3
MAIN KAMPF
მოკალი რუსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1196
წევრი No.: 91304
რეგისტრ.: 13-May 09

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 17:48  #17104052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ტერფის ორმხრივი ძლიერი ტკვილებით. ავადმყოფი გაშვებული იქნა ორთოპედთან და დაესვა Gout-ის (ქართულად პოდაგრა, თუ არ ვცდები)
გარდა ტერფისა თუ ჰქონდა ჩივილები სხვა სახსრებზე იდაყვი , მაჯა და ა.შ. ფეხის დიდი თითები იყო თუ არა შესიებული დეფორმირებული ამას იმიტომ ვამბობ რომ მე რაც მინახია პოდაგრის შეტევა დაწყებულა ამ თითებიშ ძლიერი ტკივილებით და შესიებით. სხვა გამოკვლევები სისხლის საერთო ანალიზი შემოსვლის დროს რაც გაუკეთდებოდა ალბათ რა ხდებოდა? გაუკეთდა თუ არა თირკმელების ექოსკოპია ამ ავადმყოფებს ახასიათებთ ლითიაზი (ეს არაფერს შეცვლიდა მაგრამ ურიგო არ იქნებოდა)

QUOTE
მელოქსიკამი
ამას შეეძლო კალიუმის მომატება გამოეწვია.
QUOTE
ალოპურინოლს; რომელიც 4 კვირის წინ დაეწყო;
თირკმელების უკმარისობის დროს თავის შეკავება სჯობდა ეს უფრო გააღრმავებდა პროცესს, გამონაყარიც იცის,დაეწყო "კოლხიცინით". დამატებითი გამოკვლევები: ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე+ კალციუმი.
QUOTE
შესაძლო დიფერენციალური დიაგნოზები.

თქვენ ეჭვი გეპარებათ რომ არ იყო პოდაგრა თუ? მაშინ დიფ დიაგნოზი ფსევდო პოდაგრასთან(Pseudogout)
smile.gif
QUOTE
) იმერჯენსიში ავადმყოფის მკურნალობა და იმერჯენსიდან გაშვებისას ავადმყოფი მკურნალობა რა არის?
ვერ გავიგე
smile.gif
* * *
QUOTE
ლევოფლოქსაცინი კარგად ფარავს community თუ health care associated პნევმონიებს და პლუს ტბ-ს რეაქტივაციის

ვერ დაგეთანხმები ეს პრეპარატი უფრო ალტერნატიული პრეპარატია , თუ შეცვლაა პირველ რიგში მაინც ჯობია გამოყენებული იქნეს კომბინირებული ბეტა ლაქტამაზის ინჰიბიტორი ანტიბიოტიკი მაგ ამოქსიკლავი, ანდა თუნდაც უფრო იაფი მეორე თაობის ცეფალოსპორინი ცეფუროქსიმი(ზინაცეფი)

smile.gif
* * *
QUOTE
QUOTE
ლევოფლოქსაცინი კარგად ფარავს community თუ health care associated პნევმონიებს და პლუს ტბ-ს რეაქტივაციის


ვერ დაგეთანხმები ეს პრეპარატი უფრო ალტერნატიული პრეპარატია , თუ შეცვლაა პირველ რიგში მაინც ჯობია გამოყენებული იქნეს კომბინირებული ბეტა ლაქტამაზის ინჰიბიტორი ანტიბიოტიკი მაგ ამოქსიკლავი, ანდა თუნდაც უფრო იაფი მეორე თაობის ცეფალოსპორინი ცეფუროქსიმი(ზინაცეფი)

წინა პოსტში დამიწერა შემთხვევით
biggrin.gif


--------------------
Children of the Grave Paranoid Die Young
პანკები არ კვდებიან
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5237
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2009, 21:09  #17107191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia
QUOTE
გამონაყრიდან რამდენ ხანში მოხვდა ემერჯენსიში? რამიპრილი როდის შეუწყვიტეთ, ამ ეპიზოდამდე თუ მის შემდეგ (ანგიოედემა????) ? ალოპურინოლის ჰიპერსენსიტიურობბგჰკჯჰ;კ;'ლკ - hypersensitivity syndrome? CBC-ში რა ხდებოდა? და თირკმლის ფუნქციაშიც? მე ვგულისხმობ ეპიზოდის შემდეგ..
კარგი კითხვებია. რამიპრილი შეუწყდა 3 დღით ადრე, სანამ ტუჩები გაუსივდებოდა და გამონაყარი განუვითარდებოდა. მაგრამ, მე შევეცადე მენახა case report-ები აგფ ინჰიბიტორების შეწყვეტის შემდეგ თუ შესაძლოა ანგიოედემის განვითარება, რომელიც სტატისტიკურად იძლევა კორელაციას. emedicine-ზე ვნახე რაღაც ინფო. ახლა არ მაქვს ლინკი. მერე, თუ დაგაინტერესებს, დავლინკავ. ალოპურინოლზე ალერგიაც შესაძლებელია, რა თქმა უნდა. kayexalate-ზე არ შეიძლება ალერგია? CBC ნორმალური იყო. თირკმლის ფუნქცია ER-ში არ შემიმოწმებია და შემოწმდა გუშინ (1 კვირის თავზე წინა ვიზიტიდან). კალიუმი ჩამოვიდა 4.4-ზე და კრეატინინი 1.7-ზე. მარა BUN აიწია კიდევ 70-მდე. ავადმყოფი არ ჩანს დეჰიდრატირებული გამოკვლევით. დიდი რაოდენობით სითხეებსაც იღებს დღის განმავლობაში. ერთადერთი რაზეც ვფიქრობ BUN-ის აწევის გახანგრძლივებას არის ის, რომ ER-ში ავადმყოფი დავიწყეთ სტეროიდებზე 5 დღით.

QUOTE
მე შეკითხვა მაქვს, რომელიც სხვა თემაში არ მინდა გავიტანო, რადგან ამ თემის პასუხის გამცემი ხალხი მხოლოდ აქ იკრიბება: 60 წლის ქალს აქვს შესაძლო ინფლუენზა და არის რისკის ჯგუფში (რადიოთერაპიის შემდგომი პერიოდი). 2 დღე ქონდა სუბფებრილური ტემპერატურა, რინიტი, ხველა/ყელის ტკივილი and all that jazz. დაახლოებით 10 წლის წინ ქონდა TB, რომლის შემდეგ რეაქტივაცია არ მომხდარა მიუხედავად ბევრი ხელსაყრელი მომენტისა. დღეს პოლიკლინიკის ექიმმა დაუნიშნა ცეფტრიაქსონი (პრეპარატი პეო - რა ხილია არ ვიცი ოღონდ), კურანტილი (ისე გულისთვის კაიაო biggrin.gif მოვუხსენი), მილდრონატი (უხარია და გაიკეთოს), კესტინი (ებასტინი, შველის მის ალერგიულ რინიტს კარგად) და რაღაც გაურკვეველი წარმოშობის საკვები დანამატი, რომელიც მოვუხსენი, რადგან სხვა, უკეთესი რეპუტაციის დანამატებს ღებულობს. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ცეფტრიაქსონის ჩანაცვლება ლევოფლოქსაცინით (ლევოქსიმედი) ანამნეზიდან გამომდინარე.

მაპატიეთ გაოფება, მაგრამ მჭირდება თქვენი აზრი..
თუ გადავწყვიტავ ანტიბიოტიკი მივცე, მაშინ ლევაქვინი ჯობია როცეფინს. როცეფინს არ აქვს coverage ატიპიური პნევმონიისათვის. მარა, შეიძლება არც დაუნიშნო ავადმყოფს ანტიბიოტიკი საერთოდ-გააჩნია თუ აქვს ქრონიკული რესპირატორული ან გულის სერიოზული პრობლემები. რადიოთერაპია ნამდვილად არის მაჩვნებელი იმისა, რომ ავადმყოფი შეიძლება იმუნოსუპრესირებული იყოს. მარა, რამდენი ხანი გავიდა რადიოთერაპიის შემდეგ და სხეულის რა ნაწილში ქონდა თერაპირა. საბოლოო ჯამში, ისე, ანტიბიოტიკის დანიშვნაც არ დანიშვნა ძნელი საკითხია და ბევრი ექიმი ნიშნავს თითქმის ყოველთვის. საბოლოოდ, ექიმს თუ უნდა გამართლება მოუძებნოს, ალბათ ნახავს კიდეც. მე მინიმალურად ვცდილობ ავადმყოფისათვის წამლების მიცემას და უფრო ხშირად ვარიდებ თავს თუ შესაძლებელია.

MAIN KAMPF
ტერფის გარდა სხვა ჩივილები არ ქონდა. თუმცა, ამის დიფერენციალური დიაგნოზი არ მქონია მხედველობაში. სახსრების ამბავში ავადმყოფი კონსულტანტთან იქნა გაგზავნილი, რომელმაც პრობლემას მოუარა (სიმპტომები აღარ აქვს ავადმყოფს). მე უბრალოდ მაინტერესებდა გამონაყართან და ტუჩების გასიებასთან დაკავშირებული დიაგნოზები.

კოლხიცინზე არ ყოფილა ავადმყოფი, მარტო ალოპურინოლზე იყო. კოლხიცინი (ან ინდომეტაცინი) ალბათ იმიტომაც არ დაუნიშნეს, რომ ავადმყოფს თირკმლის უკმარისობა ქონდა. თუმცა, ალბათ მელოქსიკამის არიდებაც კარგი იქნებოდა.

QUOTE
QUOTE
იმერჯენსიში ავადმყოფის მკურნალობა და იმერჯენსიდან გაშვებისას ავადმყოფი მკურნალობა რა არის?
ვერ გავიგე
სასწრაფოში რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს და რაზე უნდა იქნას ფიზიკური გამოკვლევა ორიენტირებული? და სახლში გაშვებისას რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს?

lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 10:37  #17113912      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
ანუ გავეცი პასუხი თუ არა ვერ ვხვდები? იყო რამე სხვა რომელზეც იფიქრე დიფ დიაგნოზის თუ საბოლოო დიაგნოზის დროს? რაც შეეხება მკურნალობას, ალბათ სტეროიდები, როგორც აღნიშნე, ემერჯენსიში კი ჩვეულებრივი ალერგიული ემერჯენსების მკურნალობა?? ან რამე დამატებითი hint მოგვეცი smile.gif

QUOTE
თუ გადავწყვიტავ ანტიბიოტიკი მივცე, მაშინ ლევაქვინი ჯობია როცეფინს. როცეფინს არ აქვს coverage ატიპიური პნევმონიისათვის. მარა, შეიძლება არც დაუნიშნო ავადმყოფს ანტიბიოტიკი საერთოდ-გააჩნია თუ აქვს ქრონიკული რესპირატორული ან გულის სერიოზული პრობლემები. რადიოთერაპია ნამდვილად არის მაჩვნებელი იმისა, რომ ავადმყოფი შეიძლება იმუნოსუპრესირებული იყოს. მარა, რამდენი ხანი გავიდა რადიოთერაპიის შემდეგ და სხეულის რა ნაწილში ქონდა თერაპირა. საბოლოო ჯამში, ისე, ანტიბიოტიკის დანიშვნაც არ დანიშვნა ძნელი საკითხია და ბევრი ექიმი ნიშნავს თითქმის ყოველთვის. საბოლოოდ, ექიმს თუ უნდა გამართლება მოუძებნოს, ალბათ ნახავს კიდეც. მე მინიმალურად ვცდილობ ავადმყოფისათვის წამლების მიცემას და უფრო ხშირად ვარიდებ თავს თუ შესაძლებელია.

რესპირატორული ან გულის პრობლემები არ აქვს. რადიოთერაპია ჩაუტარდა 3 თვის წინ მცირე მენჯის არეში (?) საშვილოსნოს ტოტალური რეზექციის შემდეგ. დღეს გავიგე რომ არავითარი ტემპერატურა და სიმპტომები აღარ აქვს უკვე, ამიტომ ან გადაიტანა ან საერთოდ არაფერი არ ჰქონდა. ალერგიულია და რინიტი ხშირად ემართება, ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპიის საკითხს გადაწყვეტენ მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში.. thnx!!

MAIN KAMPF
QUOTE
ვერ დაგეთანხმები ეს პრეპარატი უფრო ალტერნატიული პრეპარატია , თუ შეცვლაა პირველ რიგში მაინც ჯობია გამოყენებული იქნეს კომბინირებული ბეტა ლაქტამაზის ინჰიბიტორი ანტიბიოტიკი მაგ ამოქსიკლავი, ანდა თუნდაც უფრო იაფი მეორე თაობის ცეფალოსპორინი ცეფუროქსიმი(ზინაცეფი)

მე ლევოფლოქსაცინზე მიკობაქტერიების გამო გავამახვილე ყურადღება, რომელიც შენ არ გიხსენებია და არ ვიცი მიაქციე თუ არა ყურადღება. thnx smile.gif

This post has been edited by lgogokhia on 25 Dec 2009, 10:40


--------------------
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5237
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 11:38  #17114567      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia
QUOTE
ანუ გავეცი პასუხი თუ არა ვერ ვხვდები? იყო რამე სხვა რომელზეც იფიქრე დიფ დიაგნოზის თუ საბოლოო დიაგნოზის დროს? რაც შეეხება მკურნალობას, ალბათ სტეროიდები, როგორც აღნიშნე, ემერჯენსიში კი ჩვეულებრივი ალერგიული ემერჯენსების მკურნალობა?? ან რამე დამატებითი hint მოგვეცი smile.gif

კი გაეცი პასუხი. ალერგიული რეაქციაა ალბათ (შეიძლება ანგიოედემაც იყოს). kayexalate ერთი ვარიანტია; მეორე ვარიანტია ალოპურინოლი; მესამე ვარიანტია სხვა რაიმე (მაგალითად, რაიმე ახალი პარფიუმერია, საკვები, საპონი, შამპუნი და დღიური მოხმარების ათასი წვრილმანი ახალი ტანსაცმლის ჩათვლით), რაც ანამნეზში არ აღენიშნება. ფიზიკური გამოკვლევისას მხედველობაში მქონდა ენის დათავლიერება (ენა ხომ არ არის შეშუპებული), ტრაქეის მოსმენა (სტრიდორი ხომ არ არის) და ფილტვების მოსმენა wheezing-ზე. აქედან დადებითი რომელიმე დადებითი ნიშანი განსაზღვრავს იმას თუ რამდენად close control არის საჭირო და საჭიროა თუ არა, რომ ავადმყოფი ინტენსიურში მოთავსდეს.

ალოპურინოლი უნდა შეუწყდეს ალბათ. თუმცა, სხვადასხვა ექიმი სხვადასხვანაირად მიუდგება ამ საკითხს.

ჰაუსის (დოქტორ ჰაუსს ვგულისხმობ smile.gif) კეისი არ არის. იმისათვის დავდე, რომ ხშირად მარტივი კეისებზე პასუხის გაცემა ფაქტიურად შეუძლებელია, როცა რამოდენიმე სავარაუდო მიზეზი გაქვს დაავადების განვითარების.

დანარჩენებს სხვები დაამატებენ ალბათ.
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 12:12  #17114951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
vano_t
QUOTE
kayexalate

ამ პრეპარატს ბევრი ინფორმაცია ვერ ვნახე, მაგრამ რაც ვნახე ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტად აღწერილია ნაწლავის ნეკროზის შემთხვევები, ალერგიაზე სტანდარტული ფრაზების მეტი არაფერია, ამიტომ უფრო late onset angioedema givi.gif ან უფრო ალოპურინოლის ალერგიულ რეაქციაზე უფრო ვიფიქრებდი და მოვუხსნიდი.. რეალურად რა მოხდა, მოეხსნა ალოპურინოლი?

P.S. Merry Christmas!! smile.gif

This post has been edited by lgogokhia on 25 Dec 2009, 12:12
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5237
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 13:07  #17115736      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia
QUOTE
QUOTE
kayexalate

ამ პრეპარატს ბევრი ინფორმაცია ვერ ვნახე, მაგრამ რაც ვნახე ყველაზე სერიოზული გვერდითი ეფექტად აღწერილია ნაწლავის ნეკროზის შემთხვევები, ალერგიაზე სტანდარტული ფრაზების მეტი არაფერია, ამიტომ უფრო late onset angioedema givi.gif ან უფრო ალოპურინოლის ალერგიულ რეაქციაზე უფრო ვიფიქრებდი და მოვუხსნიდი.. რეალურად რა მოხდა, მოეხსნა ალოპურინოლი?
ალერგია ყველა წამალმა შეიძლება მოგცეს (შეიძლება არც მოგცეს სინამდვილეში, მაგრამ safe assumption არის). ალოპურინოლი მოეხსნა. კეიექსალატი ისედაც ბოლო დოზა იყო-თუმცა შესაძლო ალერგია უნდა ჩაიწეროს ისტორიაში.

QUOTE
P.S. Merry Christmas!! smile.gif
დიდი მადლობა და შენც გილოცავ.
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3850
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 25 Dec 2009, 13:09  #17115766      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
აუ როგორ დამაგვიანდა ამ ქეისზე! mad.gif

user.gif


--------------------
דברים טובים מגיעים למי לחכות
_
Every action has its feedback.
_
http://samecniero.net - Irakli-ისა და LUKA-BRAZI-ის სამეცნიერო ბლოგი =)
MAIN KAMPF
მოკალი რუსი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1196
წევრი No.: 91304
რეგისტრ.: 13-May 09

გამოგზავნილია: 26 Dec 2009, 23:34  #17140626      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შეკითხვა ადვილია, ხანდახან გახსენება კარგია, ეს სიტუაცია შეიძლება ამბულატორიულად გასწორდეს.
რა არის სურათზე გამოსახული და როგორ მოიქცეოდით
user posted image
irakli222
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 381
წევრი No.: 67322
რეგისტრ.: 13-July 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 00:00  #17141189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სწორი ნაწლავის გამოვარდნა?
ამბულატორულ პირობებში რა გავუკეთო არ ვიცი (სტაცინარში პროქტოლოგებმა იფიქრონ ამაზე)
LUKA-BRAZI
E=mc²


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3850
წევრი No.: 66894
რეგისტრ.: 8-July 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 00:15  #17141520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
QUOTE
სწორი ნაწლავის გამოვარდნა?

ვეთანხმები.....
QUOTE
ამბულატორულ პირობებში რა გავუკეთო არ ვიცი (სტაცინარში პროქტოლოგებმა იფიქრონ ამაზე)

ამასაც ვეთანხმები givi.gif

თუმცა ალბათ კუნთების რელაქსაცია და მასაჟი (ადგილობრივი)...... ინტერნეტში ძებნა მეზარება smile.gif)
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 00:32  #17141852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MAIN KAMPF
ვეთანხმები ზემოთ გამოთქმულ აზრებს, სწორი ნაწლავის პროლაფსი.. სწორ ნაწლავს შევაბრუნებდი შესაბამის პირობებში და შემდეგში ვუმკურნალებდი ძირითად დაავადებას. ოპერაციის დასახელება მე მგონი არაა საჭირო smile.gif თუ სხვა რამეა არ ვიცი user.gif

This post has been edited by lgogokhia on 27 Dec 2009, 00:33
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 01:35  #17142914      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
სწორი ნაწლავის პროლაფსი


კი მაგრამ, ამის ამბულატორიულად გასწორება შესაძლებელია? user.gif

ბუასილიც ხომ შეიძლება იყოს ეს? (ამბობენ, ზოგჯერ ჰგავს ბუასილი full-thickness რექტალურ პროლაფსს)
E-36
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1787
წევრი No.: 36287
რეგისტრ.: 10-June 07

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 05:22  #17144400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
კი მაგრამ, ამის ამბულატორიულად გასწორება შესაძლებელია? user.gif

+1
საინტერესოა
......................................

This post has been edited by E-36 on 27 Dec 2009, 05:44
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 05:23  #17144401      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
კი მაგრამ, ამის ამბულატორიულად გასწორება შესაძლებელია?

მაგის არა, და საერთოდ პროლაფსის ნაკლებად. ანუ იმას ვგულისხმობ რომ ალბათ შევეცდებოდი შებრუნებას თავიდან რო იქნას აცილებული შესაძლო ნეკროზი intussusception-ის გამო (თან ეტყობა მოხუცია) და მოვამზადებდი საბოლოო მკურნალობისთვის, i.e. ოპერაციისათვის თუ მდგომარეობა იძლება ამის საშუალებას. საერთოდ ამბულატორიულად და სტაციონარულად არ არის ზუსტი ტერმინი.

QUOTE
ბუასილიც ხომ შეიძლება იყოს ეს? (ამბობენ, ზოგჯერ ჰგავს ბუასილი full-thickness რექტალურ პროლაფსს)

კი, მაგრამ ეს ძალიან დიდია და რავი უფრო მგონია პროლაფსია. user.gif

მიკვირს ხოლმე ასეთ ექსტრემალურ სურათებს რო ვხედავ თუ რატომ არ მიდიან ექიმთან ადრე ეს ოჯახაყვავებულები...

This post has been edited by lgogokhia on 27 Dec 2009, 05:25
vano_t
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5237
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07

გამოგზავნილია: 27 Dec 2009, 09:21  #17144563      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
QUOTE
სწორი ნაწლავის პროლაფსი


კი მაგრამ, ამის ამბულატორიულად გასწორება შესაძლებელია? user.gif

ბუასილიც ხომ შეიძლება იყოს ეს? (ამბობენ, ზოგჯერ ჰგავს ბუასილი full-thickness რექტალურ პროლაფსს)

მაგის გასწორება სახლშიც შეიძლება. სწორი ნაწლავის პროლაფსი უფრო ბავშვების პრობლემაა ვიდრე მოზარდების (თუმცა ორსული ან მშობიარე ქალის პრობლემაც შეიძლება იყოს). ბავშვებში როცა რაღაც მიზეზის გამო პროლაფსი ხშირია, მშობელსაც ასწავლიან გასწორებას. მარტივია ძალიან ამის რედუქცია. უბრალოდ ერთხელ უნდა გააკეთო და მეორედ აღარ გექნება პრობლემა ძირითადად.

ეს ბუასილი არ შეიძლება იყოს. პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ძალიან დიდია ბუასილისათვის, უსაშველოდ დიდი. ბუასილს კიდევ (როცა ანთება ხდება მისი) მოლურჯო ფერი დაკვრავს.

თუმცა, დიდი ზომა ასევე შეიძლება მოგცეს საშვილოსნოს პროლაფსმა. ამათი გარჩევა ადვილია. საშვილოსნოს პროლაფსი საშოდან გამოდის და სწორი ნაწლავისა-ანუსიდან. ასევე მარტივია საშვილოსნოს პროლაფსის ჩასწორება.

ორივე შემთხვევაში ხელთათმანს გაიკეთებ და რაიმე ლუბრიკანტს მოუსმევ პროლაბირებულ ორგანოს. მერე მიაწვები ფრთხილად ზევითკენ (შესაბამის ღრუსაკენ).

lgogokhia
QUOTE
მიკვირს ხოლმე ასეთ ექსტრემალურ სურათებს რო ვხედავ თუ რატომ არ მიდიან ექიმთან ადრე ეს ოჯახაყვავებულები...
ხშირად ეგეთი პრობლემა ემართებათ რაიმე ნევროლოგიური ტიპის ავადმყოფებს, რომელთაც ასევე გონებრივი პრობლემებიც აქვთ. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ავადმყოფი ჯამრთელიც რომ იყოს, შეიძლება ეგრევე ვერ შეამჩნიოს პრობლემა. პროლაფსი კიდევ უცებ შეიძლება დიდი გახდეს. დაახლოებით 2 კვირის წინ ER-ში მოვიდა ავადმყოფი შარდის შეკავების ჩივილებით. ავადმყოფს ვიცნობ, კლინიკაში ხშირად ვნახულობ. ალცაიმერის დასაწყისი აქვს. ფოლის კათეტერი უნდა ჩაედგა ექთანს და უშველებელი პროლაფსი ქონდა საშვილოსნოსი, ისე რომ საერთოდ არ აწუხებდა გარდა შარდის შეკავების შეგრძნებისა. არადა, რამოდენიმე საათის უნდა ყოფილიყო ეს პროლაფსი, სულ მცირე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 37 38 [39] 40 41 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1106 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]