forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (75) « პირველი ... 57 58 [59] 60 61 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რა არის ეს?, კლინიკური შემთხვევა, N 3
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 14 May 2010, 02:27  #19592935      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia

როცა მე ვწერდი, ლაბ-ანალიზები არ გეწერა. smile.gif

ანალიზებში ჰიპონატრემია და ჰიპოოსმოლალობა ჩანს, რასაც ამ სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. წესით ნორმალურად ამ დროს, შარდის ოსმოლალობა ძალიან დაბალი უნდა იყოს, თუ წყლის გამოყოფის დეფექტი არ არის. აქ კი დაბალი არ არის; ასეთი რამე შეიძლება SIADH-ის დროს იყოს.

lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 14 May 2010, 07:26  #19593547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
SIADH

yes.gif 2kiss.gif გააგრძელე.. საბოლოო დიაგნოზი რათქმაუნდა სხვაა.. რას უტარებ საბოლოო დიაგნოზისთვის? hint: კლასიკური შემთხვევა არ არის
* * *
P.S.
QUOTE
როცა მე ვწერდი, ლაბ-ანალიზები არ გეწერა.
თუ არ წაგიკითხავს MRI-მდე არ უნდა მოგეთხოვა რუტინული ანალიზები? doh!! biggrin.gif
* * *
P.P.S.
QUOTE
Creutzfeldt–Jakob disease ?

ეხლა ვკითხულობდი ამ თემის პირველ გვერდებს და რაღაც გამახსენდა.. თქვენ იცით თუ არა რომ famous პიოფაგი მზადდება Brain-Heart Infusion broth-ზე?? lol.gif დანარჩენი თქვენი ლოღიკისთვის მომინდია.. lol.gif lol.gif ეს ისე კონფიდენციალური ინფო biggrin.gif

This post has been edited by lgogokhia on 14 May 2010, 07:45


--------------------
Be yourself, everyone else is taken..
Who let the dogs out???
Blind_Torture_Kill
Punisher


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1712
წევრი No.: 28074
რეგისტრ.: 9-January 07

გამოგზავნილია: 14 May 2010, 09:21  #19593843      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim · msn
Thandrus
QUOTE
ჩემი აზრით, Bacillus Antracis-ია.

შენ საიდან დათესე?

ეგაა


QUOTE
ძალიან ცუდად შეღებილი რომ არ იყოს, ძალიან მარტივი ამოსაცნობიამაგრამ დარწმუნებული ვარ ამ ბაქტერიის კულტურას შენ ვერ გააკეთებდი და რაღაც გეშლება აშკარად


შეღებილი ცუდია მართალი ხარ

ჩვენ თსსუ-ს მიკრობიოლოგიის კათედრაზე მაგისი კულტურა გავაკეთე
და კაი ჩასუქებული კოლონიებიც გამოვზარდე

დასუსტებული ფორმები ქონდათ და იმით ვაკეთებდით


--------------------








მეოთხე წელიწადი იქნება საოცარი
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 14 May 2010, 17:22  #19601215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia

QUOTE
გააგრძელე.. საბოლოო დიაგნოზი რათქმაუნდა სხვაა.. რას უტარებ საბოლოო დიაგნოზისთვის? hint: კლასიკური შემთხვევა არ არის


თუ SIADH-ს მივყვებით, ალბათ კორტიზოლი უნდა გავზომოთ, რადგან ACTH-ს გამოყოფის პრობლემებმაც შეიძლება ასეთი რამე მოგვცეს. თუ ნორმაშია, მოგვიწევს მაშინ ექტოპიური AVP-ს გამომყოფი სიმსივნის ძებნა...
* * *
QUOTE
თუ არ წაგიკითხავს MRI-მდე არ უნდა მოგეთხოვა რუტინული ანალიზები? doh!!


gigi.gif

QUOTE
ეხლა ვკითხულობდი ამ თემის პირველ გვერდებს და რაღაც გამახსენდა.. თქვენ იცით თუ არა რომ famous პიოფაგი მზადდება Brain-Heart Infusion broth-ზე??დანარჩენი თქვენი ლოღიკისთვის მომინდია.. ეს ისე კონფიდენციალური ინფო


პიოფაგი რა არის - პიოგენური ბაქტერიების საწინააღმდეგო ფაგი? ნუ, გააჩნია, ვისი ტვინ-გულია biggrin.gif თუ ძროხის არაა. CJD-ს რისკი არ უნდა იყოს. ისე, ფაგებით მართლა მკურნალობენ ინფექციებს? წიგნებში არ წერია ხოლმე ამაზე არაფერი...

This post has been edited by Thandrus on 14 May 2010, 17:27
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 14 May 2010, 20:12  #19604004      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
კორტიზოლი

14 ug/dL

QUOTE
პიოფაგი რა არის - პიოგენური ბაქტერიების საწინააღმდეგო ფაგი?

yes.gif

QUOTE
ნუ, გააჩნია, ვისი ტვინ-გულია
QUOTE
ისე, ფაგებით მართლა მკურნალობენ ინფექციებს?

no.gif maxati.gif vis.gif biggrin.gif
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 15 May 2010, 00:36  #19609360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia

QUOTE
14 ug/dL


ნორმაა ესეც user.gif

კარგი, სანამ სიმსივნეზე წავალთ... გულისრევა / ღებინება ხომ არ ჰქონია პაციენტს (ამას შეუძლია ასეთი კლინიკური სურათის მოცემა, თან ახლა ვნახე, მეტოპროლოლის გვერდით ეფექტებში შედის)?

This post has been edited by Thandrus on 15 May 2010, 00:36
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 15 May 2010, 01:56  #19610771      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
გულისრევა / ღებინება ხომ არ ჰქონია პაციენტს

no.gif მოკლედ, იხილეთ MRI და სიმსივნის ჰისტოლოგიური სურათი smile.gif

user posted image

user posted image
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 15 May 2010, 03:59  #19611530      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia

QUOTE
მოკლედ, იხილეთ MRI და სიმსივნის ჰისტოლოგიური სურათი


ხო, ნუ სიმსივნე გასაგები იყო.

რომელი სიმსივნეა, სამწუხაროდ ვერ ვცნობ sad.gif სურათი აშკარად T2-ის დონეზეა გაკეთებული მაგრამ რა უნდა იყო ის... ჰისტოლოგიურად ვერ ვამსგავსებ ამ დაჯღანულ უჯრედს რამე ნორმალურს (Goblet Cell-ი ხომ არ არის?)...

მოკლედ, Goblet Cell Carcinoid-ი ხომ არ არის? biggrin.gif
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 15 May 2010, 05:27  #19611671      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Thandrus
QUOTE
მოკლედ, Goblet Cell Carcinoid-ი ხომ არ არის?

no.gif დაველოდოთ აბა ხალხს, ვინც ჰისტოლოგიაში ან MRI-ში ერკვევა wink.gif და მართალი რომ გითხრა არანაირი წარმოდგენა არ მაქვს მანდ სურათებზე რაც ხდება baby.gif უბრალოდ, ნამდვილად ამ პაციენტისგანაა და ნამდვილად დიაგნოზი მხოლოდ ამით დაისვა biggrin.gif ჩემს საქმეს მე მოვრჩი, "გავაგზავნე" გამოკვლევაზე და რასაც დამიწერენ იმას წავიკითხავ.. მაგრამ ვაი რომ NBME არ ფიქრობს მთლად მასე biggrin.gif
Monardo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 48401
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 15 May 2010, 18:35  #19619623      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პრაქტიკული შემთხვევა

წარმოიდგინეთ, რომ არ გაქვთ ლაბორატორია ან სხვა თანამედროვე კველვის აპარატურა.

10 თვის ბავშვს ღამით აუწია სიცხემ მაქსიმუმ 39° გრადუსამდე და დილით განავალის ფერი "გაღიავდა" (მანამდე ყავისფერი იყო). პირველივე ეჭვი A ჰეპატიტზე გვქონდა, მაგრამ ქოლესტაზის სხვა არცერთი ნიშანი არ იყო (სიყვითლე არ აღინიშნებოდა). მეორე დღეს ტემპერატურა დარეგულირდა, მაგრამ ბავშვს აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ადვილად დაღლადობა. განავალი კიდევ უფრო გაღიავდა. მესამე დღეს ყველაფერი ანალოგიური, მაგრამ განავალი კიდევ უფრო გაღიავდა (ღია კანის ფერი, "ბეჟი" გახდა) და შეიძინა ძალიან მძაფრი აყროლებული სუნი.

მეოთხე დღეს, ზუსტად იდენტური სიმპტომატიკა განუვითარდა ბავშვის მამას (ერთდღიანი სიცხე, განავლის გაღიავება და ანალოგიური სუნი).

ბავშვს რათქმაუნდა თავისი სიმპტომატიკის აღწერა არ შეეძლო, მაგრამ რადგან პირველი სამი დღე ერთნაირი იყო, ვივარაუდეთ, რომ რასაც მამა გრძნობდა, ისეთივე ჩივილები ჰქონდა ბავშვს. ბავშვის ინტენსიური ტირილიც ადასტურებს, რომ ორივე პაციენტს აღენიშნებოდა მოვლითი ტკივილები მუცელში და მეტეორიზმი.

ჩვენ სავარაუდო დიაგნოზი დავსვით მხოლოდ ამ კლინიკის მიხედვით და მაინტერესებს თუ დაემთხვევა თქვენს დიაგნოზს. თუ შეიძლება მხოლოდ დიაგნოზი კი არა ლოგიკური ჯაჭვიც დაწეროთ.
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 15 May 2010, 21:19  #19622444      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Monardo

ისტორიის შეკრება შეიძლება? რამე საინტერესო იყო ისტორიაში (მაგ. მიღებული საჭმელი.)?

ისე, მე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პარაზიტულ ინფექციაზე მივიტანდი ეჭვს (მაგ. G. lamblia-ს ინფექცია).
lgogokhia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 927
წევრი No.: 23871
რეგისტრ.: 1-October 06

გამოგზავნილია: 15 May 2010, 21:26  #19622570      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პირველ რიგში არის ინფექციური გასაგები მიზეზების გამო. ვინაიდან არ ქონდა ინფექციური ჰეპატიტის სხვა ნიშნები, ამიტომ დროებით გადავდოთ გვერდზე (არ გამოვრიცხავ არაფერს). მუცლის ტკივილი და ერთდღიანი ცხელება კამპილობაქტერიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ განავლის აქოლიურობა და სუნი რამდენად, არ ვიცი.. განავლის აქოლიურობა, სუნი და ცხელებამ შეიძლება გიარდიაზიც გვაფიქრებინოს, მაგრამ ასე მწვავედ დაწყება და მოკლე პროდრომი რამდენადაა დამახასიათებელი არ ვიცი.. სხვას ვერ ვფიქრობ, ღვიძლი პალპაციით როგორი იყო? მამა-შვილს ხომ არ აქვს მგზავრობის ისტორია? ენდემური რა არის იმ მხარეში?
Monardo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 112
წევრი No.: 48401
რეგისტრ.: 3-December 07

გამოგზავნილია: 15 May 2010, 23:16  #19625150      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ შენი დიაგნოზი ემთხვევა სხვის დიაგნოზს.

სწორედ Giardia lamblia დავასახელეთ მიზეზად.

მათ განავალს უფრო სტეატორეა ჰქვია, ვიდრე აქოლიური, მითუმეტეს, რომ ქოლესტაზი არ იყო
Professor Xachikian
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 157
წევრი No.: 90391
რეგისტრ.: 3-May 09

გამოგზავნილია: 16 May 2010, 05:34  #19629763      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
lgogokhia
QUOTE
ჩემს საქმეს მე მოვრჩი, "გავაგზავნე" გამოკვლევაზე და რასაც დამიწერენ იმას წავიკითხავ


მართალია. მთავარია დაისვა SIADH დიაგნოზი. სიმსივნური კერა ნაპოვნია. ეხლა საბოლოო ვერდიქტი ბიოფსიაზე და პათანატომის დასკვნაზეა. ასე ხდება რეალურ პრაქტიკაში

თუმცა, ამ შემთხვევაში რადგან გამოცნობაზეა საქმე, გამოვთქვავ ჩემს ვარაუდს:

მოგნი, ანატომიურად სისმივნე ფარისებრ ჯირკვალში უნდა იყოს. გავაკეთებდი ფარისებრი ჯირკვლის ულტრასაუნდს და ულტრასაუნდით დამიზნებით ბიოფსიას (Fine needle aspiration - FNA - under guidance).

მდებარეობის და ჰისტოლოგიური პრეპარატის მიხედვით, ალბათ ფარისებრი ჯირკვლის პაპილარული სიმსივნეა გამოსახული.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ სიმსივნეს SIADH არ ახასიათებს, და ეს ალბათ ერთ-ერთი ძალზე იშვიათი შემთხვევაა.

This post has been edited by Professor Xachikian on 16 May 2010, 05:37
Thandrus
Crazy Member


*****
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 3811
წევრი No.: 78576
რეგისტრ.: 14-December 08

გამოგზავნილია: 16 May 2010, 07:43  #19629871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Professor Xachikian

გამარჯობა! როგორ ხარ? რატომ აღარ ჩანხარ აქ? smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (75) « პირველი ... 57 58 [59] 60 61 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0613 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]