forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მალთაშორის თიაქარი, ოპერაცია თუ მანუალური თერაპია
teonala
Rainbowmaker


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14572
წევრი No.: 20013
რეგისტრ.: 29-May 06

გამოგზავნილია: 3 Jan 2010, 04:15  #17242542      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim · msn
kaxa-lom
QUOTE
10 მ.მ. ზომის თიაქარი აღმენიშნება


ეს საკმაოდ დიდია.
ფეხს არ გიკავებს ხოლმე?

მგონი დროებით გაგიქრა ტკივილები. საოპარაციო იქნება მომავალში.
sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს, დამიჯერეთ, განშორება აღარ იქნებოდა ...
Verbringe deine Zeit nicht mit jemandem, der sie nicht mit dir verbringen möchte
I like being a mess. It's who I am.
ის, რაც არ გვკლავს გვაძლიერებს...
kaxa-lom
მე ქართველი ვარ


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 586
წევრი No.: 67054
რეგისტრ.: 10-July 08

გამოგზავნილია: 5 Jan 2010, 13:50  #17275337      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · im
კი კი გამიქრა ტკივილები. არვიცი დროებით თუ როგორ მაგრამ თუ ამტკივდები კიდე ვეცდები უოპერაციოდ მოხდეს ყველაფერი
* * *
ერთი გამაგებინეთ რა, 10 მილიმეტრიანი ნაჭერი რო მომაჭრან რაღა უნდა დარჩეს შიგნით. სულ მგონი 3 სანტიმეტრია ამორტიზატორის ზომა. მერე თან იწვევს ხელახან თიაქრებს და რეციდივებსო. თუ არადა აქ მაინც არ გავიკეთებ ოპერაციას, უკრაინაში წავალ


--------------------
რა ქენი გუდუნა ეს ?
elene2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 139609
რეგისტრ.: 27-November 11

გამოგზავნილია: 26 Nov 2012, 10:16  #34076947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნებისმიერ ვარიანტში ბოლომდე უნდა იქნას გამოყენებული მანუალური თერაპიის, სამკურნალო მასაჟის და სამკურნალო ვარჯიშების, დოზირებული ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობები. ოპერაცია ხერხემლის ნებისმიერი პრობლემის დროს არანაირ გარანტიას არ იძლევა იმ დროს, როცა კვალიფიციური სპეციალისტის მიერ ჩატარებული მანუალური პროცედურების შედეგად ნამდვილად მიიღწევა მდგომარეობის გაუმჯობესება: ელემენტარულად ჩერდება კუნთოვანი ქსოვილის დეგენარაცია, იქმნება კუნთოვანი კორსეტი, რომელმაც შესაძლოა, დაიწყოს ბუნებრივი თვითრეაბილიტაციის პროცესი, ავადმყოფს ეხსნება უამრავი სიმპტომი (კიდურების დაბრუჟება, სახსრების ტკივილი, ზოგადად დისკომფორტი ხერხემალში)...პროცედურების პერმანენტულობის მიხედვით ძალიან დიდი შანსია, დაავადებამ საბოლოოდ დაიხიოს უკან....რუსულ და ინგლისურენოვან საიტებზეც ასეთ მიდგომას ანიჭებენ უპირატესობას...ჩვენთან რატომღაც ეგრევე საოპერაციო ოთახსი მიაქანებენ ხოლმე პაციენტებს...smile.gif
Dat_Dat
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 98330
რეგისტრ.: 23-August 09

გამოგზავნილია: 27 Nov 2012, 01:29  #34089122      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარდჯობათ.ზუსტად წელიწადია ტკივილები მაქვს წელის არეში. ბოლო 5 თვეა ტკივილი კონკრეტულად ხერხემაზე მაქვს და თან აუტანელი,წელში მოვიხარე ბოლო წერთი კვირაა მენჯიც მტკივა და მარჯვენა ფეხს ძლივს ვადგამ.ტერიტორიულად მადრიდში ვიმყოფები და ერთი წელი ხან აქეთ მაგზავნიან ხან იქიტ და დიაგნოზი არ მაქვს.ეხლახან გამიკეთეს მაგნიტური რეზონანსია მარა ამ ჭკვიანი ესპანელი რეუმატოლოგის თქმით არაფერი არ აჩვენა და არანაირი პათოლოგია არ მაქვს ხწერხემალზე. საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ რომ იქნებ დიაგნოზი დამისვან, თორე ამ ტკივილების ატანა შეუძლებელია. ჩვენი ქართველი ექიმის ნაირი ძლიერი აქ არავინ მინახია, წელიწადია მადრიდის საავადმყოფოებში დავდივარ.
Baiateo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1335
წევრი No.: 61278
რეგისტრ.: 15-May 08

გამოგზავნილია: 27 Nov 2012, 01:59  #34089431      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Dat_Dat @ 27 Nov 2012, 01:29 )
ამ ჭკვიანი ესპანელი რეუმატოლოგის თქმით არაფერი არ აჩვენა და არანაირი პათოლოგია არ მაქვს ხწერხემალზე.

სამაგიეროდ ჩვენები დაგმართებენ ყველაფერს რაც გჭირს და არ გჭირსsmile.gif))
Dat_Dat
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 98330
რეგისტრ.: 23-August 09

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 05:03  #34103681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამათ აქ რაც დამმართეს,ამაზე მეტს ჩვენებმა როგფორც არ უნდა ეცადონ ვეგარ მოიფიქრებენ smile.gif)
dodge
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 208
წევრი No.: 82736
რეგისტრ.: 18-January 09

გამოგზავნილია: 30 Nov 2012, 14:17  #34134082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მქონდა წელის მალებზე თიაქარი.სიარული ძალიან მიჭირდა.ამ ზაფხულს მივედი 'შაინ"-ში და გავიკეთე სპინალური დეკომპრესია.არანაირი ტკივილი აღარ მაქვს.ძალიან კმაყოფილი ვარ.ყველას გირჩევთ.ოღონდ გაფრთხილება უნდა.სულ უნდა ივარჯიშო
* * *
კეკელიძის 14-ში მიდით,გირჩევთ.მე ვიყავი ამ ზაფხულს და შეიძლება ითქვას რომ 100% შედეგი მაქვს.საერთოდ აღარ მაწუხებს.ოღონდ გაფრთხილება უნდა მთელი ცხოვრება და მუდმივი ვარჯიში
elene2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 139609
რეგისტრ.: 27-November 11

გამოგზავნილია: 9 Dec 2012, 19:46  #34254705      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან კარგი თემაა.სათაურიც საინტერესოდაა შერჩეული: ოპერაცია თუ მანუალური თერაპია? ამ უკანასკნელში იგულისხმება ხირომასაჟი, ფიზიოთერაპია, სამკურნალო ვარჯიშები...მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მასაჟის (+სამკურნალო ვარჯიშები) შესაძლებლობები ბოლომდე უნდა იქნეს გამოყენებული. არ შეიძლება წინასწარ ფიქრი იმაზე, რომ ვაითუ ფული ტყუილად გადახდილი შემექნას მასაჟებშიო. სწორად გაკეთებული და სწორად შერჩეული სპეციალისტი თქვენ აუცილებლად გადაგიდებთ საოპერაციო მაგიდაზე მოხვედრას და დიდი შანსიც გაქვთ, საერთოდ აიცილოთ ოპერაცია. მე პირადად ვიცნობ ასეთ მასაჟისტ-სპეციალისტებს. საბედნიეროდ, თბილისში არსებობენ ასეთები. მთავარია, ჩვენც (პაციენტები) მეტი ნდობით მოვეკიდოთ მანუალურ პროცედურებს, სამკურნალო ფიტნესს...
niniska
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 157007
რეგისტრ.: 12-December 12

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 06:19  #34289357      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მართლაც აქტუალური თემაა. დღეს ხერხემლიდან გამოწვეული პრობლემები ყოველ მეორე ადამიანს აწუხებს. ადამიანების უმრავლესობა (როგორც ქართველებს გვახასიათებს) ყურადღებას არ აქცევს დაავადებას საწყის ეტაპზე, მანამ ძალიან არ გაურთულდება მდგომარეობა. მე პირადად უამრავი სახის თერაპია მაქვს გამოცდილი საკუთარ თავზე. მასაჟი, ვარჯიში, ფიზიოთერაპია, რაც საქართველოში არსებობდა ყველაფერი ვცადე და ვფიქრობ სწორად შერჩეულ მკურნალობას შედეგი აქვს, თუმცა ეს შედეგი დროებითია და მკურნალობის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში წელის ტკივილი ისევ მეწყებოდა. ბევრმა არც იცის რომ მასაჟი შეიძლება საშიში იყოს ხერხემლისთვის და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდე.
ერთადერთი უსაფრთხო და განკურნების რეალური გზა რაც არსებობს არის ექიმი-ნერვოპათოლოგი ნუგზარ თაბუნიძე, უკვე 2 წელი გავიდა რაც მასთან ვიმკურნალე და წელის ტკივილი აღარ მქონია, არც რამე განსაკუთრებულ ზომებს ვიღებ იმისთვის რომ წელს გავუფრთხილდე, ვვარჯიშობ და საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. მასთან ისეთი ადამიანებიც მინახავს განკურნებული ვისაც ბევრად რთული მდგომარეობა ქონდათ, ვისაც ოპერაციის გარდა სხვა იმედს ვერ აძლევდნენ.
ნუგზარ თაბუნიძე მკურნალობს ნევრალგიურ დაავადებებს, დიკოზს, მარილების დაგროვებას, ართრიზი, ქონდროზი, ართრიტს, ხელრხემლის თიაქარს, მოკლედ ყველაფერს რაც სახსრებთან და ხერხემალთან არის დაკავშირებული.
ალბათ მე სრულყოფილად ვერ ჩამოვთვალე დაავადებები რასაც მკურნალობს, მაგრამ ვისაც მსგავსი პრობლემები გაწუხებთ შეგიძლიათ იკითხოთ, თაბუნიძეების გვარი. მე ბედნიერი ვარ რომ ეს ექიმი ვიპოვნე, მეც მისმა ყოფილმა პაციენტმა მირჩია მასთან მისვლა. ძალიან მადლიერი ვარ ამ ექიმის და მინახავს უამრავი მისი განკურნებული პაციენტი. მისამართს არ დავწერ მაგრამ თუ წესების დარღვევაში არ ჩამეთვლება, შემიძლია მისი ტელეფონის ნომერი დავწერო 557 555 502 (ნუგზარ თაბუნიძე)
გამოჯანმრთელებას გისურვებთ ......................
elene2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 139609
რეგისტრ.: 27-November 11

გამოგზავნილია: 12 Dec 2012, 15:12  #34293195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
niniska
გეთანხმები, რომ სწორად შერჩეული მკურნალობა განკუნების გზაზე გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. თუმცა ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ ნევროპათოლოგმა შეძლოს დამოუკიდებლად, კომპლექსური მკურნალობის გარეშე ისეთი ვერაგი დაავადებების დამარცხება, როგორიცაა ოსტეოხონდროზი და მისი გართულებები (თიაქარი, დისკოზი და ა.შ), ამიტომ კარგად უნდა გავარკვიოთ პაციენტები. მე ახლოს ვარ ამ საქმესთან როგორც-სპეციალისტიც და როგორც-პაციენტი. ნევროპათოლოგი უპირველესი თერაპევტია ხერხემლის- მაგრამ მას მედიკამენტოზური მკურნალობით არ შეუძლია გადაწყვიტოს ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელია სამკურნალო მასაჟის და ვარჯიშების გზით ისევე, როგორც მანუალისტ-მასაჟისტს არ სეუძლია გააკეთოს ის, რაც-ნევროპათოლოგს. არასერიოზულია ცალკე ბევროპათოლოგების გაპიარება-გარეკლამება და ლამის ჯადოსნურ მანტიაში გახვევა ისევე, როგორ მასაჟისტებისა...თიაქარი მოითხოვს კომპლექსურ მკურნალობას. პრობლემა ძირითადად პაციენტშია: მას უნდა ესმოდეს ამის აუცილებლობა და სწორედ კომპლკექსურ მკურნალობას უნდა მიმართოს-ყველა სხვა გზა გადის ოპერაციაზე...ოპერაციაზე -გარანტიების გარეშე!!!
forumeli64
Ho(m)po Sapiens


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27787
წევრი No.: 119873
რეგისტრ.: 21-August 10

გამოგზავნილია: 24 Dec 2012, 15:29  #34462130      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ალექსიშვილზე წერენ ბევრს და თქვენ რას იტყოდით???

ასაკოვან ქალს აწუხებს ორივე სახსარი (დისკოზი)
აქამდის არა უშავდა და ახლა უკვე აუტანელი ტკივილები დაეწყო
ოპერაციის საშინლად ეშინია
ერთ ცნობილ ბალaხის (მალამოიან) მკურნალთან იარა და ახლა სულ მის ხსენებაში... gigi.gif

ხოდა
ტქვენ ვის ან რას ურჩევდით, აქ? user.gif

This post has been edited by forumeli64 on 24 Dec 2012, 15:31


--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.

გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
elene2011
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 88
წევრი No.: 139609
რეგისტრ.: 27-November 11

გამოგზავნილია: 30 Dec 2012, 21:07  #34547455      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (forumeli64 @ 24 Dec 2012, 15:29 )
ალექსიშვილზე წერენ ბევრს და თქვენ რას იტყოდით???

ასაკოვან ქალს აწუხებს ორივე სახსარი (დისკოზი)
აქამდის არა უშავდა და ახლა უკვე აუტანელი ტკივილები დაეწყო
ოპერაციის საშინლად ეშინია
ერთ ცნობილ ბალaხის (მალამოიან) მკურნალთან იარა და ახლა სულ მის ხსენებაში... gigi.gif

ხოდა
ტქვენ ვის ან რას ურჩევდით, აქ? user.gif

დისკოზი ორივე სახსარზე-რას ნიშნავს? ხერხემლის დისკოზიც აქვს და ქვედა კიდურებზე ალბათ გაუწყლოება-ოსტეოპათია....მალამოები (თუნდაც ალპური ზონიდან ჩამოტანილი-ის ქალი რომ აბოლებს ხოლმე ზოგიერთებს) მაგ საქმეს არ შველის. ოპერაციამდე კი აუცილებლად უნდა მოსინჯოს (მოსინჯოს თქო იმიტომ ვამბობ, რომ გარანტიას ვერავინ მისცემს სრულ განკურნებაზე) ფიზიოტერაპიული პროცედურები, მასაჟი...მე ვცინობ რამდენიმე ისეთ პროფესიონალ მასაჟისტ-ფიზიოთერაპევტს, რომლეთაც აქვთ ელექტრო-ფორეზის ფიზიოტერაპიული პროცედურების ცატარების საშუალება და გარდა ამისა, მშვენიერ მანუალურ პროცედურებსაც აკეთებენ...თუ გაინტერესებტ
Nika1981
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 155390
რეგისტრ.: 22-October 12

გამოგზავნილია: 4 Jan 2013, 13:32  #34593781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nikaakodato
კიდე იცით რა მაინტერესებს კომპტერი ანუ 250 ლარიანში და 160 ლარიანში რა სხვაობაა, ამ უკანასკნელით დიაგნოზის დასმა არ შეიძლება? თუ როგორ არი ეგ, მე გაწელვა სადაც გავიკეთე იმას მე ციფრული რედგენი მიუტანე ავერსში გადაღებული და მითხრა ჯერ ჩემთან რომ მოსულიყავი ამ რედგენსაც არ გადაგაღებინებდი უბრალო რედგენშიც კარგად გამოჩნდებოდაო, მანამდე სხვა ნევროპათოლოგთან ვიყავი და ეს რედგენი,რომ მივეცი დასკვნას ვაძლევდი და ეგ არ მინდაო მარტო სურათი გამომართვა და ისე მითხრა საოპერაციო არ ხარო და ეს ემეირი როგორც გავიგე არც ისე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და ტყვილა დასხივება თუ აუცილებლობა არაა, არ მესმიის რა საჭიროა, ამ ჩემ ნერვს რაც შეეხება უბრალოდ სპეციალისტის აზრი მაინტერესებს შეიძლება დისკოზის სერიოზულ ფორმას ერთი ტაბლეტი დიკლაკი აყუჩებდეს? ანუ ამ ჯამად ჩემი მდგომარეობა ასეთია, ვარჯიშობ უკვე 4 თვეა და ნამდვილად უკეთესად ვარ, როცა შევატყობ რომ ცოტა მტკივდება ან იმატებს ტკივილი ვსვავ ამ დიკლაკს 3 დღე და მერე მივლის, ამიტომ ამ მდგომარეობის გათვალისწინებით იქნებ მირჩიოთ მაინც და მაინც მაგნიტური გამოსხივება უნდა მივიღო? იცით რა მითხრა ექიმმა ვისაც რაიმე მოტეხილობის მერე რაიმე ტრანსპლანტანტი აქვს ორგანიზმში ამ კომპუტერმა შეიძლება ადგილიდან დაძრას იმდენად ძლიერიაო, ჰოდა რა ვიცი აბა..........

ხერხემალზე არსებობს თიაქარის გამორიცხვის ან დადასტურებისთვის ორი ძირითადი გამოკვლევა: კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). პირველი ღირს 150 ლარი, მეორე - 250-300 ლარი. მრტ-ს უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს ვიზუალიზაციაში, თუმცა არსებობს სიტუაციები, რომლის დროსაც არ ღირს ზედმეტი თანხის გადახდა და სრულიად შესაძლებელია შემოვიფარგლოთ კტ-ითაც. მაგალითისთვის გამოდგება წელის მალები, სადაც უმეტეს შემთხვევაში მალთაშუა დისკოს თიაქარი და მთელი მისი ვარიაციები ძალიან კარგად ჩანს. თუმცა არსებობს სხვა სიტუაცია, როდესაც კტ-ს აზრი არ აქვს და აუცილებლად მრტ უნდა გაკეთდეს. ამ შემთხვევაში მაგალითია კისრის და გულმკერდის ნაწილი. ასე, რომ ორივე მეთოდს აქვს გარკვეული ადგილი დიაგნოსტიკაში, უბრალოდ უნდა გაარკვიოთ რომელი გაკეთდეს იმისთვის რომ თქვენს ჯიბეს დიდი ზიანი არ მიადგეს. ამის გარკვევაში საუკეთესოდ ექიმი რადიოლოგი დაგეხმარებათ.
FERREBOY
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 33
წევრი No.: 130451
რეგისტრ.: 23-April 11

გამოგზავნილია: 6 Jan 2013, 23:29  #34627315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
წინაპრების რეცეპტი მაქვს, რომელიც თიაქარს კურნავს (ასე ვიცი გადმოცემით და 3 ადამიანი ბაბუაჩემმა მოარჩინა 2010-11 წლებში) ვისაც გაქვთ თიაქარი PM-ში მომწერეთ და უფასოდ მოგაწვდით ამ წამალს. სულ 3-4 დღეა საჭირო მკურნალობისთვის. ცდა ბედის მონახევრეა ხომ? თუ მოგირჩინათ და ბოლომდე დავრწმუნდი ამ წამლის ეფექტურობაში მერე დავაპატენტებ და ოფიციალურად გამოვუშვებ ამ წამალს. ვისაც გსურთ მომწერეთ wink.gif
INA-INA
ძიძინაგ


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3407
წევრი No.: 22534
რეგისტრ.: 18-August 06

გამოგზავნილია: 7 Jan 2013, 20:49  #34637220      · პროფილი · პირადი მიმოწერა
FERREBOY

ვა მაგარია, აუფსუს, ერთი მყავს ეგეთი ავადმყოფი ნათესავი და საქართველოში არაა, თორემ გამოგართმევდი.


--------------------
ჭღრ-პღრ.......

ნამა რშედესთამ? ნამაე? ნაე? ვოეეე :)

ვისაც იუმორის გრძნობა არ გაგაჩნიათ, ის გრძნობა მაინც გაგაჩნდეთ, რომ არ გაქვთ იუმორის გრძნობა ;)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0707 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]