forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (102) « პირველი ... 66 67 [68] 69 70 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> C ჰეპატიტი, ნაწილი IV
terminatori
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 125322
რეგისტრ.: 28-December 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 09:03  #27895520      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
anabuka

ესე ვერ იტყვი გჭირდება თუ არა. ც-ს ანტისხეულებზე უფასოდ კეთდება ანალიზი სკრინინგ ცენტრში.(ვფიქრობ ნებისმიერი ადამიანისთვის ურიგო არ იქნება თავის დაზღვევის მიზნით გადამოწმება).

ერთმნიშვნელოვნად იმიტომ ვერ იტყვი, რომ შეიძლება ბიოქიმიურში იყოს ცვლილებები და ც-არ ქონდეს ადამიანს, ან პირიქით.

ჰეპი უკეთესად დაგაკვალიანებს.

This post has been edited by terminatori on 18 Oct 2011, 09:06
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 12:18  #27897098      · პროფილი · პირადი მიმოწერა
anabuka
იქნებ დააზუსტო მაჩვენებლები,რაც წერია პასუხში ლაბორატორიიდან ყველაფერი დადე,თავისი ნორმებიანად,ყველა ლაბორატორიას თავისი ნორმები აქვს,ლაბორატორიასაც თუ მიუთითებ კარგი იქნება,ისე ზეპირად ძნელია განსაზღვრა რა ხდება,რამე სხვა ანალიზებიც თუა გაკეთებული ეგეც დაწერე.
მასეთი ნორმები ცოტა მეეჭვება,თუნდაც გოგონა იყო....(ქალზე და მამაკაცზე სხვადასხვა ნორმებია)
ისე ენდოკრინოლოგმა რა მოსაზრებით დაგინიშნა ჰეპტრალი ეგეც ცოტა ბუნდოვანია,მაგას სერიოზული ღვიძლის დაზიანების დროს თუ უნიშნავენ,ეჭვი მეპარება თავისი მოგების ამბავში დანიშნა,ჰეპტრალი საკმაოდ ძვირადღირებული წამალია!
bochita
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 5015
რეგისტრ.: 29-April 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 13:57  #27898399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py
ინტერფერონით მკურნალობის დროს თმის ცვენა ისევე ხდება როგორც ქიმიათერაპიისას?
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 14:21  #27898709      · პროფილი · პირადი მიმოწერა
bochita
ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა,სხვა არაფერი გამოვარდეს და მაგას ეშველება,ისევ ამოდის მერე თმები,ისე ყველას კი არ ცვივა კაცო,რაც უფრო დიდხანს მკურნალობ უფრო მეტი შანსია გაცვენის...
war.gif
bochita
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 5015
რეგისტრ.: 29-April 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 15:00  #27899291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py
ქალისთვის ხო იცი ეგ რამხელა პრობლემააsmile.gif მართლა ეგ ნემსი ვენაში კეთდება თუ კუნთში?
LIVE-76
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1689
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 16:13  #27900315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
5 წუთის წინ დამირეკეს კლინიკიდან გადანერგვაზე. ეხლა გავდივარ, ზუსტად ჯერ არ იციან მაგრამ დიდი შანსიაო რადგან შენი შესაფერისიაო და ეხლა ამოწმებენ 1000 რამეზე. აბა იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით და კიდევ შეგეხმიანებით მომავალში არაერთხელ...

ყველანი მიყვარხართ და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!!!... smile.gif 2kiss.gif
bochita
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 5015
რეგისტრ.: 29-April 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 16:26  #27900486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76
აბა ღმერთი შენსკენ!!!
* * *
ხალხნო მკურნალობის დაწყების წინ რა ანალიზები გაიკეთეთ?ესენი?

1.პისიარი რაოდენობრივი
2.ეხოსკოპია
3.სისხლის საერთო,
4.ღ.დ.ს (ეს არ ვიცი რაა)
5.TSH
6.ANA
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 16:33  #27900567      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LIVE-76
QUOTE
5 წუთის წინ დამირეკეს კლინიკიდან გადანერგვაზე. ეხლა გავდივარ, ზუსტად ჯერ არ იციან მაგრამ დიდი შანსიაო რადგან შენი შესაფერისიაო და ეხლა ამოწმებენ 1000 რამეზე. აბა იმედია ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის წყალობით და კიდევ შეგეხმიანებით მომავალში არაერთხელ...

ყველანი მიყვარხართ და ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ!!!...  


ღმერთი შენსკენ,გახსოვდეს ყველანი შენს გვერდით ვდგავართ აქ,ყველაფერი კარგად დასრულდება!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Hepatology. 2011 Oct 10. doi: 10.1002/hep.24724. [Epub ahead of print]
Dual therapy with the NS5A inhibitor BMS-790052 and the NS3 protease inhibitor BMS-650032 in HCV genotype 1b-infected null responders.
Chayama K, Takahashi S, Toyota J, Karino Y, Ikeda K, Ishikawa H, Watanabe H, McPhee F, Hughes E, Kumada H.
SourceHiroshima University, Hiroshima, Japan. chayama@hiroshima-u.ac.jp


"ორი პრეპარატის,ინჰიბიტორების BMS-790052 და BMS-650032-გან შემდგარი თერაპიის ეფექტურობა 1 გენოტიპის მქონე ძნელად სამკურნალო პაციენტთა შორის.



ქრონიკული ც ჰეპატიტის 1გენოტიპით დაავადებულ პაციენტებს რომლებმაც ადრე ჩაიტარეს ინტერფერონის და რიბავირინის კომბინაციისგან შემდგარი თერაპია უშედეგოდ(ნული მოპასუხეები) შეზღუდული აქვთ განმეორებით იგივე ტიპის პრეპარატებით ვირუსისგან განკურნების შანსი.გენოტიპი 1ბ ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და ითვლება ყველაზე რთულად განკურნების თვალსაზრისით.ორი ახალი,პირდაპირი ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატებისგან(DAA) შემდგარმა თერაპიის კურსმა შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ამ კატეგორიის პაციენტთა კლინიკური განკურნების შანსი.
ამ ღია, 2ა სტადიის ფაზაში მყოფ კლინიკურ კვლევაში ჩართული იყო 10 პაციენტი რომლებმაც ადრე ჩატარებულ ინტერფერონ-რიბავირინის სტანდარტული თერაპიით ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგს(12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ ვირუსული დატვირთვა არ შემცირებულა 2 ლოგ-ით ანუ 200-ჯერ).აღნიშნულ პაციენტებს ჩაუტარდათ ორი ორალური პრეპარატისგან,NS5A უჯრედების ინჰიბიტორის BMS-790052( 60 მგ დღეში) და NS3 პოლიმერაზის ინჰიბიტორის BMS-650032(600 მგ დღეში ორჯერ,შემდგომში 200 მგ) შემდგარი 24 კვირიანი თერაპიის კურსი.პირველად მიზანს წარმოადგენდა განსაზღვრულიყო პაციენტთა რაოდენობა რომელთაც 12 კვირის შემდეგ ანტივირუსული თერაპიის დასრულებიდან (SVR12) აღარ დაფიქსირებიათ ვირუსის არსებობა.10-დან 9 პაციენტმა დაასრულა 24 კვირიანი კურსი,ერთმა პაციენტმა ორი კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან შეწყვიტა კურსი.(ეს საინტერესოა.ჩემი შენიშვნა). 9 პაციენტიდან,რომლებმაც გაიარეს სრული 24 კვირიანი კურსი ყველას 8 კვირის შემდეგ მკურნალობის დაწყებიდან აღარ უდგინდებოდათ ვირუსი,ასევე დარჩნენ თერაპიის დასრულებამდე, 12 კვირის და 24კვირის შემდეგ თერაპიის დასრულებიდან.(SVR12,SVR24).ვირუსი აღარ დაფიქსირებულა იმ პაციენტშიც რომელმაც მკურნალობა შეწყვიტა ორი კვირის შემდეგ.არ გამოვლენილა არცერთი ვირუსული გარღვევის ფაქტი.( ვირუსის გააქტიურება თერაპიის დროს).მსუბუქი დიარეა და თავის ტკივილები აღინიშნა როგორც ყველაზე გავრცელებული უკუჩვენებები.3 პაციენტში დაფიქსირდა ტრანსამინაზების(ღვიძლის ფერმენტების) დროებითი მატება თუმცა ამას არ გამოუწვევია მკურნალობის კურსის შეწყვეტა.

დასკვნა: ორმაგი თერაპია პრეპარატებით BMS-790052 და BMS-650032 სტანდარტული ინტერფერონისა და რიბავირინის გარეშე მაღალეფექტურია 1 გენოტიპის მქონე ძნელად სამკურნალო პაციენტებისათვის რომლებმაც ადრე იმკურნალეს სტანდარტული პრეპარატებით შედეგის გარეშე."
http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/2198746...pt=AbstractPlus


bochita

ინექციები კეთდება მკლავში,ფეხის ზედა ნაწილში ან მუცელში,კანქვეშ.

* * *
QUOTE
.ღ.დ.ს (ეს არ ვიცი რაა)

არც მე ვიცი,შეიძლება როეა,ე.დ.ს ხო არ წერია?!თუ ეგ არის სისხლის საერთო ანალიზში შედის.
სხვა ანალიზები საჭიროა ყველა,ფიბროსკანსაც თუ მიუმატებდით კარგი იქნებოდა!...

This post has been edited by hep-py on 18 Oct 2011, 16:39
bochita
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2156
წევრი No.: 5015
რეგისტრ.: 29-April 04

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 17:19  #27901138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py
გასაგებია, მადლობაsmile.gif
terminatori
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 125322
რეგისტრ.: 28-December 10

გამოგზავნილია: 18 Oct 2011, 19:55  #27903523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76

ყველაფერი კარგად იქნება. ღმერთი შენსკენ!1!
anabuka
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 872
წევრი No.: 121694
რეგისტრ.: 27-September 10

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 08:54  #27912749      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
hep-py

QUOTE
იქნებ დააზუსტო მაჩვენებლები,

ასტ-21, ნორმა-31
ალტ-37 ნორმა-29
გგტ-27 ნორმა-39
ალპ-248 ნორმა-279
ბილირუბინი საერთო-4,5 ნორმა-17
ბოლო წლებია მოვიმატე წონაში, ამიტომ მივედი ენდოკრინოლოგთან, დამიდგინდა ინსულინრეზისტენტობა, მანვე მომთხოვა ღვიძლის გასინჯვა
ხოდა, ეხლა არ ვიცი რა ვქნა. იქნებ ჭარბი წონის და ინსულინრეზისტენტობის ფონზე არ არის საგანგაშო ეს ცვლილება ღვიძლში?
რა ვიცი...რა ვიცი....იქნებ მაინც ჯობია ჰეპატოლოგს მივმართო...
QUOTE
,თუნდაც გოგონა იყო..

yes.gif yes.gif
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 12:19  #27914636      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76

გამოჯანმრთელებას გისურვებ smile.gif


hep-py

ძალიან საინტერესო და იმედის მომცემი ინფორმაცია მოგვაწოდე დიდი მადლობა smile.gif

ერთი შეკითხვა მაქვს, მაშინ, როდესაც ანტივირუსული მკურნალობის პერიოდში დაბლდება თრომბოციტების და ლეიკოციტების რაოდენობა სისხლში, რა საშუალებებით ხდება მათი მომატება. ადრე მკურნალობისას ლეიკოციტები მივარდებოდა და კაკლის უღლები და რაღაც ტაბლეტები დამინიშნა. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც მკურნალობა შედეგიანია 4 ნემსის მერე და ამასთან სისხლის პრობლემა აღმოჩნდება, რაიმე უფრო ძლიერი საშუალება თუ არსებობს მის აღმოსაფხვრელად.

შენ საკმაოდ გათვითცნობიერებული ხარ და იქნებ მითხრა სადმე თუ შეგხვედრია ინფორმაცია პეგინტრონისა და პეგასისის სისხლზე ზემოქმედების შესახებ. პირველი მკურნალობა ჩავიტარე პეგინტრონით და სისხლის პარამეტრები არ შეცვლილა თითქმის, ხოლო მეორე პეგასისით და როგორც ავღნიშნე საკმაო ცვლილებებით. მკურნალობებს შორის პერიოდი 2 წელი იყო. ანუ თუ ამდაგვარ ინფოზე მიგიწვდება ინფორმაცია იქნებ დადო რა. დიდი მადლობა წინასწარ. smile.gif


--------------------
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი, მრუში
რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უხვი
გული ერთსა შეაჯეროს კუშტი მოხვდეს თუნდაც ქუში
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტყლაშა-მტყლუში.
giorgi33
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 939
წევრი No.: 76943
რეგისტრ.: 2-December 08

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 13:46  #27915737      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LIVE-76
ღმერთი შენსკენ. აბა შენ იცი!
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1669
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 13:47  #27915763      · პროფილი · პირადი მიმოწერა
anabuka
არ გაქვს რაიმე სერიოზული ღვიძლის ფუნქციებში,ალტ ოდნავ არის მომატებული,დაბეჯითებით თქმა რომ კავშირი შეიძლება იყოს ც ჰეპატიტთან ძნელია და საფრთხილოც არის ჩემთვის რამე გითხრა,არის დამტკიცებული კავშირი ც ჰეპატიტსა და ინსულინრეზისტენტობასთან მაგრამ შენს შემთხვევაში ვერ გავრისკავ ჰეპატიტზე მივუთითო,მაინც სასურველია თუ გაესინჯები ჰეპატიტებზე,ბოლო ბოლო გაიარე ექსპრეს ტესტი ჰეპატიტზე დამშვიდებული რომ იყო.
სხვათა შორის როგორ დაგიდგინდა ინსულინრეზისტენტობა,თუ გაქვს დაწერე ინსულინი და გლუკოზა რამდენი იყო,ერთდროულად უნდა იყოს ორივე ანალიზი გაკეთებული დილით უზმოზე,თუ მომაწვდი ამ ინფორმაციას მე თვითონ გადავამოწმებ!(თუ გინდა პირადში).
AGS
საინტერესო რამეს მწერ,მე რაც ვიცი პეგასისი მართლა უფრო აგდებს სისხლის მაჩვენებლებს ვიდრე პეგინტრონი ოღონდ სამაგიეროდ ცნობილია რომ ფიზიკურად ეს უკანასკნელი უფრო ძნელად გადაიტანება ვიდრე პეგასისი.ეხლა მთავარი,შენ როცა გადიოდი მკურნალობებს თრომბოციტების და ნეიტროფილების დაცემისას ნახარშების და რაღაც ტაბლეტების გარდა არაფერი გამოუყენებიათ? ამაზე არც ვიცი რა გითხრა,არის პრეპარატები ორივე მაგ მაჩვენებლის(უფრო ნეიტროფილების,იგივე ლეიკოციტების) "ასაქაჩად",თან ძალიან სერიოზული პრეპარატებია ინექციების სახით,მე პირადად ვხმარობდი,რამდენჯერმე გავიკეთე,მაგის საშუალებით შევძელი სისხლის შენარჩუნება სათანადო დონეზე თორემ შეიძლება საერთოდ შეეწყვიტათ მკურნალობა,იქნება შენს დროს არ იყო აქ შემოტანილი,დღესდღეობით აქაც იშოვება უპრობლემოდ,ისე საკმაოდ ძვირია თუმცა დახმარების პროგრამაში როგორც რიბავირინს უფასოდ ისე ორ ინექციას იძლევიან მაგ პრეპარატის,დანარჩენი შენ თვითონ უნდა იყიდო,ხალხი მაგის გარეშე ვერ გადიან მკურნალობას ბოლომდე,ზოგს სულაც არ უწევს,ზოგი კი თვეების განმავლობაში ხმარობს,რაც შეეხება თრომბოციტებს პირდაპირი პრეპარატი ეგენი რომ აქაჩოს არ არსებობს ბალახეულის გარდა(ყოველ შემთხვევაში აქ და ყოფილ სსრ-ში არ შემოსულა ჯერ) მაგრამ გამოცდილი ექიმი მიხვდება როდის ვარდება თრომბოციტები კრიტიკულ ზღვარზე, 50-ზე ქვევით სანამ არ ჩამოვარდება შეიძლება ინტერფერონის მიღება თუ სხვა მაჩვენებლები ხელს გიწყობს.
რაღა ინფორმაცია დავდო,ოფიციალურად თუ გაინტერესებს მოვნახავ.
პ.ს.ამ სტატიებს რომ ვდებ ახალ პრეპარატებზე სათითაოდ ვარჩევ,ძალიან ბევრი პრეპარატებია უკვე გამოცდაზე,ზოგი მაგეებზე უფრო ეფექტური,ზოგი ნაკლებად,როგორც ადრეც ვთქვი ნოემბერში ბევრი რამე გახდება ნათელი როდის რა დაინერგება პირველ რიგში.
პ.პ.ს.ხალხნო,ცოტა გამოხატეთ მხარდაჭერა LIVE-76-ზე, კაცი გლანდებს კი არ იჭრის?! baby.gif

This post has been edited by hep-py on 19 Oct 2011, 14:09
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 19 Oct 2011, 14:29  #27916336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py
QUOTE
საინტერესო რამეს მწერ,მე რაც ვიცი პეგასისი მართლა უფრო აგდებს სისხლის მაჩვენებლებს ვიდრე პეგინტრონი ოღონდ სამაგიეროდ ცნობილია რომ ფიზიკურად ეს უკანასკნელი უფრო ძნელად გადაიტანება ვიდრე პეგასისი.ეხლა მთავარი,შენ როცა გადიოდი მკურნალობებს თრომბოციტების და ნეიტროფილების დაცემისას ნახარშების და რაღაც ტაბლეტების გარდა არაფერი გამოუყენებიათ? ამაზე არც ვიცი რა გითხრა,არის პრეპარატები ორივე მაგ მაჩვენებლის(უფრო ნეიტროფილების,იგივე ლეიკოციტების) "ასაქაჩად",თან ძალიან სერიოზული პრეპარატებია ინექციების სახით,მე პირადად ვხმარობდი,რამდენჯერმე გავიკეთე,მაგის საშუალებით შევძელი სისხლის შენარჩუნება სათანადო დონეზე თორემ შეიძლება საერთოდ შეეწყვიტათ მკურნალობა,იქნება შენს დროს არ იყო აქ შემოტანილი,დღესდღეობით აქაც იშოვება უპრობლემოდ,ისე საკმაოდ ძვირია თუმცა დახმარების პროგრამაში როგორც რიბავირინს უფასოდ ისე ორ ინექციას იძლევიან მაგ პრეპარატის,დანარჩენი შენ თვითონ უნდა იყიდო,ხალხი მაგის გარეშე ვერ გადიან მკურნალობას ბოლომდე,ზოგს სულაც არ უწევს,ზოგი კი თვეების განმავლობაში ხმარობს,რაც შეეხება თრომბოციტებს პირდაპირი პრეპარატი ეგენი რომ აქაჩოს არ არსებობს ბალახეულის გარდა(ყოველ შემთხვევაში აქ და ყოფილ სსრ-ში არ შემოსულა ჯერ) მაგრამ გამოცდილი ექიმი მიხვდება როდის ვარდება თრომბოციტები კრიტიკულ ზღვარზე, 50-ზე ქვევით სანამ არ ჩამოვარდება შეიძლება ინტერფერონის მიღება თუ სხვა მაჩვენებლები ხელს გიწყობს.
რაღა ინფორმაცია დავდო,ოფიციალურად თუ გაინტერესებს მოვნახავ.
პ.ს.ამ სტატიებს რომ ვდებ ახალ პრეპარატებზე სათითაოდ ვარჩევ,ძალიან ბევრი პრეპარატებია უკვე გამოცდაზე,ზოგი მაგეებზე უფრო ეფექტური,ზოგი ნაკლებად,როგორც ადრეც ვთქვი ნოემბერში ბევრი რამე გახდება ნათელი როდის რა დაინერგება პირველ რიგში.


გაიხარე ! ანუ ეგ პრობლემა ზოგადად მოგვარებადია და მკურნალობის შეწყვეტა არ არის აუცილებელი. იაფი, რომ არ იქნება ეგ წამლები ეგ ახალი არაა smile.gif კიდევ ერთხელდიდი მადლობა smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) « პირველი ... 66 67 [68] 69 70 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1679 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]