forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (102) « პირველი ... 89 90 [91] 92 93 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> C ჰეპატიტი, ნაწილი IV
klitschko
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 134866
რეგისტრ.: 17-August 11

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 16:12  #28279951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py ვუტხარი ექიმს ნერვებზე და მაინც ცოტა ტავს იკავს ღვიძლის ფუნქცია უნდა რო ჩამიდგეს ნორმაში ჯერჯერობით 100-ის ფარგლებში მერყეობს ალტ ასტი

კი დასალევია სინუპრეტი თან დღეში 3ცჯერ სამი ტაბლეტი )
აი რეცეპტში განსაკუთრებული მითითებები::::
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობისას კონცენტრაციის უნარზე. ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტი წვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში და ასევე წარმატებული ანტიალკოჰოლური მკურნალობის შემდეგ; ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში სინუპრეტი წვეთები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ალკოჰოლიზმით და ღვიძლით დაავადებულ პაციენტებს უნდა ახსოვდეთ, რომ სინუპრეტი შეიცავს 16,0-19,0% სპირტს (ეთანოლს). მოზრდილის ერთი დოზა შეიცავს 0,45გ სპირტს, რაც შეესაბამება ერთი კოვზ ღვინოს... რაუნდოდა იმ ცხვირის ექიმს მელოთავა 10 დღის განმავლობაში ამ წვალებით მომკურნალე კაცს))))) ისე ამ წამლის წვეტები შეილება შეიცავს სპირტს მე ტაბლეტები გამომიწერა ექიმამაა ეგეც უნდა გავიგო იქნებ ის უალკოჰოლოა)
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1676
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 16:47  #28280351      · პროფილი · პირადი მიმოწერა
klitschko
ეხლა ვნახე ეგ წამალი,სუფთა ბალახეულია,ფიტოპრეპარატი,დრაჟე საერთოდ არ შეიცავს ალკოჰოლს,ბალახებიც უსაფრთხოა რაც შედის, რამდენიც გინდა დალიე.
klitschko
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 134866
რეგისტრ.: 17-August 11

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 16:56  #28280474      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py ვააა რააა ჯიგარიხააარ დრაჟე თუ არ შეიცავს უნდაააა ვიშოვო რაააა და უეჭველი დავლევ , ყველგან სპირტიანი წვეტებიაქვთ , ცნობატაში გადავრეკავ იქნებ სადმე ქონდეთ
LIVE-76
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1704
წევრი No.: 131967
რეგისტრ.: 31-May 11

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 20:24  #28283584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
hep-py
AGS
karaoke
terminatori
forumeli64
bochita
Solveig
gramatikikina
klitschko

გამარჯობათ ჩემო დებო და ძმებო! კიდევ და კიდევ უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის, კეთილი სურვილებისთვის და ასეთი გულშემატკივრობისათვის!!! ძალიან გამახარეთ ყველამ!!! 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif alk.gif

აი როგორც იქნა პალატაში ნოუტბუქი მაქვს და უკვე მშვიდად შემიძლია მოგწეროთ... თავს მშვენივრად ვგრძნობ უკვე, შედარებაც არაა ოპერაციამდელ არსებობამდე, 80 წლის მოხუცივით უმწეოდ როცა ვიყავი უმეტესად. ნაკერები უკვე შემხსნეს, ზეგ მაგნიტო რეზონანსულ ტომოგრაფზე შემამოწმებენ და თუ იქაც კაი პასუხი იქნება იმ კვირაში ალბათ გაგწერთო მითხრა ექიმმა. ძირითადი ჩემი წამალი ეხლა და ცხოვრების ბოლომდე არის იმუნოდეპრესანტი - პროგრაფი, ტაკროლიმუსი ქვია რუსეთის გარეთ. 6 მგ დილით და 6 მგ საღამოს ვსვავ და ჯერ ჯერობით ეგ დოზა გექნებაო, სისხლს მიმოწმებდნენ ხშირად და კონცენტრაციას აკვირდებოდნენ და ეს დოზა დამისვეს. კიდევ კარგი რომ სახელმწიფო აფინანსებს და ყოველ თვე უფასოდ იძლევიან ერთი თვის მარაგს ამტაკროლიმუსის, თორე 1500$ ყოველ თვე სად მაქვს ამ წამლისთვის... smile.gif

ექიმები კი აქ მართლაც რომ ძალიან ძლიერები არიან, უმაღლეს დონეზე ჩაატერეს 6 გადანერგვის ოპერაცია 3 დღეში, თითქმის არც კი უძინიათ ამ დღეების განმავლობაში, ორი დონორით 6 ადამიანი გადაგვარჩინეს, მე და ერთ ქალს ღვიძლი და ოთხ ახალგაზრდას მათ შორის ერთ გოგოს კი თირკმელი გადაუნერგეს. თან როგორი დაკვირვება, ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, ჩვენდამი მოპყრობა, ლუქს პალატები, იდეალური სტერილურობა, კვება.... თავიდან არც კი მეჯერებოდა ეს ყველაფერი და თავი ზღაპარში მეგონა.))) თან რაც არანაკლებ მთავარია - ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ!!! სახელმწიფომ გადაიხადა მილიონ დოლარამდე თანხა ამ ჩვენი 6 ადამიანის ტღანსპლანტაციის და ოპერაციის შემდგომი მკურნალობის და ყველანაირი ხარჯების დაფინანსებისათვის.

სამწუხაროა რომ საქართველოში არ არიან ამ დონის ტრანსპანტოლოგები და არც ბაზა და არც სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს! არა და რამდენ გაჭირვებულს ეშველებოდა... ეჰ! აგერ კიდევ ერთი ჩვენი თანაფორუმელი -საქადა დაღუპულა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

თქვენ კი ჩემო კარგო ხალხო სულ ჯანმრთელად, დღეგრძელად და ბედნიერად გამყოფოთ ღმერთმა!!!

ერთ რჩევას მოგცემთ თქვენის ნებართვით, იყავით მუდამ ოპტიმისტური განწყობით, შეძლებისდაგვარად მხიარულად, რაც მთავარია სულით არ გატყდეთ არასდროსდა გწამდეთ ღმერთის და საკუთარი ძალების!.. ამ შემთხვევაში ადამიანი ყოველგვარ ტკივილს უძლებს და თავად რწმუნდება ამ ყველაფერში და ერთგვარი კმაყოფილების და სიხარულის გრძნობა უჩნდება, ამას ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, 9 დღე და ღამე რეანიმაციაში ზუსტად ამ ამბებში ვიყავი... smile.gif
bochita
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2159
წევრი No.: 5015
რეგისტრ.: 29-April 04

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 21:15  #28284429      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76
გაიხარე, უფლის მფარველობა არასოდეს მოგკლებოდეს!!! ძალიან მახარებს შენი ამბავი. ცოტაც და გამოგწერენ კიდეც, ბოლომდე გამოჯანმრთელებას გისურვებ , უფლის წყალობით შენი რწმენითა და სიძლიერით მიაღწევ კიდეც. მაგარი ხარ.
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1676
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 21:37  #28284800      · პროფილი · პირადი მიმოწერა
LIVE-76
ღმერთმა გაგახაროს რაც შენი გამოჩენით გვახარებ,სულ ველოდები როდის დაიხმიანებდი,ძალიან მაგარი ამბავია ყველაფერმა ასე წარმატებით რომ ჩაიარა,მართლა მაგარი ექიმები ყოფილან ძმაო,სულ კარგად ამყოფოთ ღმერთმა ყველანი,მასეთი პროფესიონალიზმი მართლაც რომ შესაშურია,ეხუმრები,კაცი ფაქტიურად იმ ქვეყნიდან მოგაბრუნეს,თავისთავად შენმა ოპტიმიზმმაც დიდი როლი ითამაშა,რწმენა გქონდა და ღმერთმაც არ მიგატოვა,ყოველთვის ჩაგვაყენე საქმის კურსში როგორ იქნები,აბა შენ იცი,ასი წელი აღარაფერი აგტკიებოდეს!!!
2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

QUOTE
სამწუხაროა რომ საქართველოში არ არიან ამ დონის ტრანსპანტოლოგები და არც ბაზა და არც სახელმწიფო დაფინანსება არ არსებობს! არა და რამდენ გაჭირვებულს ეშველებოდა... ეჰ! აგერ კიდევ ერთი ჩვენი თანაფორუმელი -საქადა დაღუპულა... ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

weep.gif weep.gif weep.gif

This post has been edited by hep-py on 12 Nov 2011, 21:40
AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 22:10  #28285388      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76


ღმერთმა გაგიმარჯოს ! თავიდან დაბადებას გილოცავ და 100 წელი ისე გეცხოვროს კბილის ტკივილსაც კი არ შეეწუხებინე ! მართლა ურთულესი ოპერაცია გადაიტანე, ნამდვილად ღმერთისა და ოპტიმიზმის წყალობით. შენა ხარ ყოველი ჩვენთაგანის იმედი და სტიმული, რომელმაც ჩვენი ფორუმელი მეგობრის გარდაცვალების შემდგომი ტკივილი, იმედგაცრუება და შემოპარული პესიმიზმი გააქარწყლე და მე პირადად გამინათე ჰორიზონტი, რომელსაც შენი ამბის კარგად გადაწყვეტამდე ნაცრისფერი ქონდა გადაკრული. გაიხარე და იცოდე აღარ დაგვეკარგო smile.gif 2kiss.gif

This post has been edited by AGS on 12 Nov 2011, 22:11


--------------------
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი, მრუში
რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უხვი
გული ერთსა შეაჯეროს კუშტი მოხვდეს თუნდაც ქუში
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტყლაშა-მტყლუში.
kupper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 408
წევრი No.: 118418
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 22:49  #28286052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

hep-py

AGS

forumeli64

nachita

bochita
ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა, დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის, რჩევებისთვის! იმისთვის რომ მარტოსულად არ ვგრძნობ თავს,9 მთასა და 9 ზღვას იქეთ გადახვეწილი ერთი უბრალო მოკვდავი! ძალიან მეხმარებით და იმედს მაძლევთ! ღმერთმა დაგლოცოთ და სუყველა ჯანმრთელად გამყოფოთ! ესეთი თანადგომა და სოლიდარობა,როგორიც ამ ფორუმზეა, არ აწყენდა საქართველოს ხალხს,მიუხედავათ პოლიტიკური,რელიგიური თუ ნაციონალური განსხვავებებისა!!!
ვაჰ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა!

ყოვლიმც შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა;

სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა,

მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა!“

terminatori
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 201
წევრი No.: 125322
რეგისტრ.: 28-December 10

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 23:29  #28286720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76

მთავარი უკვე უკან მოიტოვე, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება, რა თქმა უნდა უფლის ნებით.

AGS
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 699
წევრი No.: 31616
რეგისტრ.: 18-March 07

გამოგზავნილია: 12 Nov 2011, 23:30  #28286744      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kupper

მალადეც შენ ჩვენო ემიგრანტო მეგობარო, ხომ ხედავ რა ძალა ქონია პეგასისს ვეფხისტყაოსანის ხასიათზე დაგაყენა smile.gif როგორა ხარ ამ დილით - უფრო სწორად მაქ დილით და აქ საღამოს ?

This post has been edited by AGS on 12 Nov 2011, 23:31
kupper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 408
წევრი No.: 118418
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 01:02  #28287981      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
AGS
QUOTE
მალადეც შენ ჩვენო ემიგრანტო მეგობარო, ხომ ხედავ რა ძალა ქონია პეგასისს ვეფხისტყაოსანის ხასიათზე დაგაყენა  როგორა ხარ ამ დილით - უფრო სწორად მაქ დილით და აქ საღამოს ?

smile.gif მადლობა კეთილო, ეხლა უკეთესად ვარ, თუმცა დაბალი სიცხე მაინც მაქვს,ამაზე მეტი არაფერი დამემართოს და ამას კი გაუძლებს კაცი tongue.gif
kar.gif
klitschko
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 134866
რეგისტრ.: 17-August 11

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 12:27  #28290660      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76 არვიცი ძალიან ძლიერი ყოფილხარ სულით რო ესე გაუძელი ფსიქოლოგიურად თან როცა ვხედავ ღმერთი შენს გვერდითააა განა აწი ვინმე მოგერევაა?? , ვერავინ! ისე გაგვახერეე რო არვიცი ეხლა ნაბიჯ ნაბიჯ სულ უფრო და უფრო უკეთესობისკენ წავა ყველაფერიი ღმერთის დახმარებით
kupper , ეგ არაფერი პატარ პატარა პრობლემები იცის თან ღმერთის წყალობით 6 თვე მოგიწევს მკურნალობა სავსებით ასატანი დროა, თან რაც დრო გავა ეს სიცხეები და ტანში ტეხვები გაუფერულდება მთავარია შენ ყურადღება არ მოადუნო დოზები სწორედ მიიღო და ნახავ რა კმაყოფილი იქნები მკურნალობის მერე !!!) აქ იმდენად გამოცდილი ხალხია რო რჩევებსაც მოგცემენ მკურნალობის პერიოდში და ერთიორად გაგიადვილდება
kupper
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 408
წევრი No.: 118418
რეგისტრ.: 14-July 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 13:40  #28291001      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
klitschko მადლობა ძმაო, გაიხარე! როგორც მივხვდი შენ მკურნალობ უკვე, რა გენოტიპი გაქვს და რა სტადიაზე ხარ?
nachita
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 348
წევრი No.: 134134
რეგისტრ.: 25-July 11

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 13:45  #28291064      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIVE-76
reborn 2kiss.gif 2kiss.gif მიხარია შენი ამბავი,შენ ჩემი სტიმული ხარsmile.gif მეგონა საშიში ოპერაცია იქნებოდა მარა შენ რომ გისმენ,დავმშვიდდი,აბა შენ იცი,აწი სულ უკეთ და უკეთ იქნები,

ჩვენი სახელმწიფო მაგ დონემდე ჯერ კიდევ შორსაა,კი ამბობდნენ იმ დღეს ტვ-ში,დავიწიყოთ უნდა მაელო ღვიძლის გადანერგვაცო ,მაგრამ ....kupper შენ როგორ ხარ?როგორ ხასიათზე ხარ?smile.gifძვლებში ხომ არ გტეხავს?
hep-py
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1676
წევრი No.: 119683
რეგისტრ.: 17-August 10

გამოგზავნილია: 13 Nov 2011, 15:14  #28292269      · პროფილი · პირადი მიმოწერა
kupper
QUOTE
დიდი მადლობა ყველას, მხარდაჭერისთვის, რჩევებისთვის! იმისთვის რომ მარტოსულად არ ვგრძნობ თავს,9 მთასა და 9 ზღვას იქეთ გადახვეწილი ერთი უბრალო მოკვდავი! ძალიან მეხმარებით და იმედს მაძლევთ! ღმერთმა დაგლოცოთ და სუყველა ჯანმრთელად გამყოფოთ!

გაიხარე,როცა გინდა, როგორიც გინდა დასვი შეკითხვა და გაგარკვევ ყველაფერში შეძლებისდაგვარად!
ხო ხედავ ისეთი განსაკუთრებულიც არ ყოფილა მკურნალობა,ეგ პირველ ნემსზე რეაქცია იყო მასეთი მწვავე თუმცა რომ არ დაგიმალო წინაც კიდევ დიდი გამოცდა გელოდება,გვერდითი მოვლენები მაქსიმუმს 12 კვირაზე აღწევს თუმცა ისეთი აუტანელიც არ არის ფიზიკურად,აი სისხლის რეაქციას წინასწარ ვერ განსაზღვრავ,რა შეიძლება განვითარდეს,დაცემას ვგულისხმობ მაჩვენებლების,პრინციპში ეგეც მოგვარებადია თრომბოციტების გარდა,ეგენი თუ დაეცა ძალიან არ არსებობს მაგის ხელოვნურად აწევის საშუალებები,იმედია მაქამდე არ მიხვალ.
სხვა მხრივ შენ თვითონაც ნახე რეაქცია,სამშობლოს ნოსტალგია შეგაპარა ინტერფერონმა,ძალიანაც კარგი,ხშირ ხშირად იხსენე,ჩვენც აქედან გვერდში დაგიდგებით,ისე რა ვიცი,თუ გინდა გავცვალოთ საცხოვრებლები,მე მანდ ჩამოვალ,შენ კიდევ აქ დაბრუნდი ოღონდ გრინ ქარდი დამიტოვე! wink.gif
უფრო სერიოზულად,რატომ გაურბიხარ ჩემს შეკითხვას რიბებთან დაკავშირებით,ეტყობა მაინც ბოლომდე არ ენდობი ჩემს სიტყვას,რაც გითხარი სჯობია დამიჯერო,4 (და არა 5,მაგასაც ხაზს ვუსვავ ინექციის მერე უნდა გაიკეთო PCR) ნემსის მერე თუ ვირუსი აღარ იქნა მერე შეამცირე დოზა რიბების,ამას გეუბნები 100% იანს,ისედაც ხვდები მე მგონი როგორ მაქვს შესწავლილი ეს დაავადება, კიდევ გიმეორებ,ღმერთმა დაიფაროს და რამე მოხდეს მერე სანანებლად არ გაგიხდეს,სულ გადაღეჭილი მაქვს როგორ იღებენ რიბავირინს,პირველ რიგში სადაც შენ ხარ მაქაური ხალხის მაგალითზე,რიბებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,იმხელაც კი რომ ეხლახანს Trial დაიწყო ერთი სადაც მკურნალობის დაწყებამდევე ჯერ რამდენიმე კვირა რიბებს ასმევენ ხალხს და მერე იწყებენ ინტერფერონის ჩართვას მაქსიმალურად რომ გაზარდონ თერაპიის ეფექტურობა,ასე რომ შენი ნებაა რას გადაწყვეტ,როგორცა ჩანს ხშირი კონტაქტი შენს ექიმთან არ გექნება,ამიტომ ხშირად ჩაგვაყენე საქმის კურსში რა ხდება!...
nachita
როგორ ხარ,არ გეწყინოს რომ აღარ დაგკონტაქტებივარ,გავურბივარ ეს ბოლო დრო ფბ-ს,რაღაცა ვერ ჩაჯდა ბოლომდე ეგ სოცქსელები ჩემს გემოვნებაში,ბევრი უაზრო ჭორიკნობა მიდის რასაც ვერ ვიტან! sad.gif
up.gif
QUOTE
ჩვენი სახელმწიფო მაგ დონემდე ჯერ კიდევ შორსაა,კი ამბობდნენ იმ დღეს ტვ-ში,დავიწიყოთ უნდა მაელო ღვიძლის გადანერგვაცო

კარგი რაა,ვინ არის აქ მაგის ჩამტარებელი,ელემენტალური ბიოფსია არ კეთდება,სანთლით ვერ იპოვი ვერავის ეგ მაინც რომ გააკეთონ რეალური სურათი რომ გაიგო ღვიძლში რა ხდება,ერთი ფიბროსკანი დგას მთელს ქვეყანაში და მაგას მისჩერებია მთელი საქართველო,აგერ წელს კაი შენახული მანქანასავით მგონი "კაპიტალკაზეც" კი ჰყოლიათ lol.gif აი, კაცია ამერიკაში და თუ გინდა ჰკითხოს იქაურ ექიმებს,ფიბროსკანს იქ არავინ ენდობა ნამეტანი,მარტო ბიოფსიის რეზულტატზე დაყრდნობით იწყებენ ანტივირუსულ მკურნალობას თუმცა როცა "იოლი"გენოტიპია თუ სხვა ანალიზებით სერიოზული დაზიანება ღვიძლზე არ ფიქსირდება მაგ პროცედურას არ ატარებენ,მარტო 1 გენოტიპის შემთხვევაში...


პ.ს. საერთო შეჯამება ბოლო კონგრესის ქსელში ხელმისაწვდომი 15 ნოემბრიდან გახდება(ჩემთვის და არამარტო),ამიტომ ჯერჯერობით ახალ მნიშვნელოვან ინფოს ვერ ვდებ!


პ.პ.ს.პოლიტიკიდან შორს ვარ,უფრო სწორად ვცდილობ არ ჩავერიო მაგრამ ამას რომ წაიკითხავ:
QUOTE
სახელმწიფომ გადაიხადა მილიონ დოლარამდე თანხა ამ ჩვენი 6 ადამიანის ტღანსპლანტაციის და ოპერაციის შემდგომი მკურნალობის და ყველანაირი ხარჯების დაფინანსებისათვის.

ე ბიჭო,ჩამოიშალა პირსისხლიანი რუსეთის ეკონომიკა!!!
ცნობისათვის,ერთი ახლობელი მყავდა ცხონებული,ც ჰქონდა ბოლო სტადია ციროზში გადაზრდილი,80 ლარი ფინანსური შემწეობა დაუნიშნეს,წამალში კიდევ რასაც უკეთებდნენ ბოლო პერიოდში 150-200 ლარს ახდევინებდნენ ერთ გადასხმაში,მაგის მერე 2 თვეში საცოდავი გარდაიცვალა კიდეც.....

mad.gif

This post has been edited by hep-py on 13 Nov 2011, 15:59
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (102) « პირველი ... 89 90 [91] 92 93 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.3499 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]