forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> რჩევები უშვილობის დასაძლევად, ამონარიდები ლიტერატურიდან
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2011, 13:39  #25485663      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ თემაში ჩავდებ ამონარიდებს სხვადასხვა ლიტერატურიდან, ავტორისა და წყაროს სრული მითითებით...
გთხოვთ დამეხმაროთ და შევავსოთ ეს თემა...
თემაში ძირითადად ჩავდებ ინფორმაციას სხვადასხვა წიგნებიდან... სრუვილის შემთხვევაში გათხოვებთ ლიტერატურას....
თემაში მოყვენილი ინფრომაცია არის თAრგმნილი სხვადასხვა წყაროებიდან, ასე რომ დროდადრო განახლდება...


--------------------
"ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა"
ეძღვნება თანამედროვე ქართულ საზოგადოებას....
ქიმერა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 181
წევრი No.: 118808
რეგისტრ.: 25-July 10

გამოგზავნილია: 16 May 2011, 13:44  #25485725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდი მადლობა, ინტერესით გავეცნობი
nino_sh
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 48900
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 16 May 2011, 14:03  #25485944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LTB1948
კარგი წამოწყებაა up.gif
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2011, 14:24  #25486202      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პირველი თემა მინდა მივუძღვნა კვების როლს....

The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost ...
By Jorge Chavarro MD. ScD , Walter Willett MD DRPH, Patrick J. Skerrett
McGraw-Hill Contemporary. 2008

წიგნი ეფუძნება ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ჩატარებულ კვლევებს, ნაშრომებსა და პუბლიკაციებს... კვლევები წარმოებდა 1976 წლიდან და მოიცვა 120 ათასამდე დაოჯახებული წყვილი, ქალების ასაკი იყო 30დან 35 წლამდე....

ავტორები საუბრობენ კვები მნიშვნელობაზე ნაყოფიერების განსამტკიცებლად. მათი აზრით "კარგი" ცხიმი, მთლიანი მარცვლოვანი საკვები (whole grains), და მცენარეული პროტეინი გვიცავს "ანოვულატორული" უნაყოფობისგან, მაშინ, როდესაც, "ცუდი" ცხიმები, რაფინირებული ჰიდროკარბონატები და ხორცის პროდუქტები ხელს უწყობს ოვულაციის დარღვევას...

რძის პროდუქტები (ცხიმმოუხდელი!!!!) ეხმარებას ჩვენს ნაყოფიერებას, მაშინ როდესაც, მოხდილი ცხიმიანი პროდუქტები (skimmed milk) პროდუქტები, ასევე, შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები აზიანებენ ჩვენს რეპროდუქციულ სისტემას...
ავტორების აზრით, სწორი კვება და დიეტის კორექცია ოვულაციას აუმჯობესებს 80-90 %. თAნამდეროვო ტექნოლოგიების ერაში, როდესაც რეპროდუქციის სფერო მაღალტექნოლოგიურ და განვითარებულ დარგად ითვლება, იაფი და მარტივი ცვლილებები პაციენტის რეჟიმში არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე ძვირი და თანამედროვე მკურნალობის სქემები. ავტორების აზრით, დამხმარე რეპროდუქციული ტექნილოგიები, რომელიბიც საკმაოდ ძვირია, უშვილო წყვილების დაახლოებით 25%-ს ეხმარება, ისინი სააჭიროებენ ხანგრძლივ ჩარევას, არის ძვირი და ინვაზიური... თAნამედროვე ტექნოლოგიები არ არის უშვილობის პრობლემაზე ერთAდერთი პასუხი

რჩევები კვების რაციონის დასარეგულირბლად:

1. მოერიდეთ ტრანს ცხიმებს (ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი), ასეთი ცხიმები ხშირადაა კომერციული მიზნებისთვის დამზადებულ საკვებში, ასევე სწრაფი კვების დაწესებულებებშI მომზადებულ საკვებში...
2. მოიხმარეთ მეტი უჯერი ცხიმი, მაგალითად ზეითუნის ზეთი...
3.მიიღეთ მეტი მცენარეული პროტეინი, მაგალითად პარკოსნები და ნიგოზ-თხილეული (ბოდიში უხეში თარგმანისთვის), შეამცირეთ ცხოველური პროტეინის შემცველობა კვების რაციონში
4. მიიღეთ მთლიანი მარცვლეულის შემცველი პროდუქტები, ან ის ნახშრწყლების შემცველი პროდუქტები რომლებიც სისხლში შაქრისა და ინსულინის შემცველობაზე ნაკლებ ზეგავლენას ახდენს, არ მიიღოთ ან შეამცირეთ რაფინირებული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტების რაოდენობა
5. მიიღეთ ყოველდღიურად 1 ჭიქა მოუხდელი რძე ან ცხიმგამოუცლელი ნაყინი (1 პორცია), ან ცხომგამოუცლელი იოგურტი... დროებით ამოიღეთ რაციონიდან მოხდილი რძის პროდუქტები (მაგ რძე ცხიმის დაბალი შემცველობით, უცხიმო ყველი ან ხაჭო).
6. მიიღეთ მულტივიტამინი ფოლიუმის მჟავისა და ბ ვიტამინების შემცველობით
7. მიიღეთ რკინით მდიდარი მცენარეული პროდუქტები (ხილი, ისპანახი, პარკოსნები) არ მიიღოთ ხორცი.
8. მიიღეთ ბევრი სითხე: წყალი აუცილებლად. კოფეინის შემცველი პროდუქტები და ალკოჰოლი მცირე რაოდენობით, ამიღეთ რაციონიდან შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები...
9. შეეცდადეთ წონაში არ მოიმატოთ, თუ ზედემტი წონა გაქვთ, 5იოდე კილოს დაკლებაც კი ძალიან დაეხმარება თქვენს ოვულაციას...
10. შეეცადეთ ფიზიკურად აქტიურები იყოთ, ივარჯიშეთ, თუმცა ზომიერად... ფიზიკური დატვირთვა ხშირად უარყოფითად მოქმედეს ფერტილობაზე...


არავითAრ შემთხვევაში არ მოწიოთ!!!!! მოწევა ნეგატიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ნაყოფიერებაზე!!!!

ეს არის პირველი ამონარიდი







* * *
თემას ნელ-ნელა შევავსებ... იმდენად რამდენადაც ამისი დრო მექნება, ასევე ბოდიშს გიხდით თუ თAრგმანი ყოველთვის გასაგები არ იქნება...

ასევე მინდა გთხოვოთ რომ ტერმინოლოგიაზე ძაიან არ შემომიტიოთ, გაითვალისწინეთ რომ არაპროფესიონალი ვარ, თუ რამე არასწორად დავწერე, მირჩიეთ და გავასწორებ...

ჰო და მე ძალიან ნუ შემომიტევთ, მე მხოლოდ ავტორების დაწერილი მომაქვს, ჩემი აზრი რაც იქნება, იმაზე კი ბატონო, თუმცა ამ თემაში ჩემი აზრებისგან თAვს შევიკავებ.....
* * *
თემაშI როგორ ჩავასწორო? სათAურის გდამოტანისას გამორჩა რამდენიმე სიტყვაsad.gif ბოდიში ოფტოპიკსითვის
* * *
წიგნის სრული სათაურია
The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ
* * *
წიგნს თAვისი ვებ გვერდიც აქვს, სადაც შეგიძლიათ ავტორებს მისწეროთ...

http://www.health.harvard.edu/book_extras/...tility-diet.htm


* * *
გაგრძელება The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ -ა
ავტორების აზრით, ქალის კვების რაციონში უნდა შედიოდეს თევზი, კვერცხი, პარკოსნები, ნოგოზ-თხილეული, ცხიმმოუხდელი ნატურალური რძე და ცხიმმოუხდელი რძის პროდუქტები. ცხოველური პროტეინი უნდა შეიზღუდოს ან სრულად იქნას ამოღებული კვების რაციონიდან...

სიტყვა დიეტა არ ნიშნავს კვების შეზღუდვას, პირიქით, ავტორები რეკომენცაის უწევენ დღეში რამდენიმეჯერ კვებას... ქალებს 2000-მდე კალორია გვჭირდება რომ ჯანმრთელები ვიყოთsmile.gif ავტორების აზრით ეს არც ბევრია და არც ცოტა...

ქვემოთ მოვიყვან წიგნიდან მოღებული კვების რეჟიმის მაგალითებს...

საუზმე

1 ჭიქა მოხარშული შვრიის ფაფა
1/4 ჭიქა მოხალული ნუში
1 ჭიქა მოცვი
1 ჭიქა ცხიმმოუხდელი რძე

სადილი
გრილზე მომზადებული ორაგული ბრინჯით (წიგნში რაოდენობა არაა მითითებული)
1 ჭიქა დაჭრილი კიტრი ბრინჯის ძმრით (სავარაუდოდ, ვაშლის ძმრით შეიძლება ჩანაცვლება, ან სულ ამოიღEთ ძმარი)
მსხალი
ჩაი

შუა დღის წახემსება
მაგრად მოხარშული კვერცხი
1/4 ჭიქა შემწვარი წითელი ბულგარული დაჭრილი
10-20 ჩხირი სტაფილოს ან ნიახურის ჩხირი (გამოვა ალბათ 2-3- მთლიანი სტაფილო)

ვახშამი

ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო გამომცხვარი ყველთან ერთAდ
2 ჭიქა სალათის ფურცელი, 1/2 ჭიქა დაჭრილი პომიდორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტოდენი ძმარი
1 ჭ. მარწყვი

საღAმოს წახემსება

1 ჭ. ვაშლი დაჭრილი
1 სკ არაქისის კარაქი
* * *
მეორე მაგალითი:

საუზმე
1 ნაჭრი მთლიანმარცვლოვანი პურის ტოსტი (შეიძლება ცეხვილი პურის ტოსტი ალბათ)
1 სადილის კოვზი ნუშის კარაქი (ეგ არ ვიცი სად შეიძლება ვიშოვოთ საქართველოში, ალბათ შეიძლება სხვა ცხიმით ჩანაცვლება)
1 იოგურტი (სასურველია სოიოსი, იყიდენა გუდვილში ან პოპულში)
1 ჭ. დაჭრილი ატამი
ყავა ან ჩAი

სადილი
მოხარშული ლობიო 1/3 ჭ, 2 ს.კ. დაჭრილი წითელი ხახვი და 2 ს.კ დაჭრილი წითელი ბულგარული, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და ცოტა ძმარი
გოგრის სუპი (დავდებ რეცეპტს)
1 ნაჭრი ნესვი

შუა დღის წახემსება

1 უნცია (28,3 გრამი) შერეული ნიგოზ0თხილეული)

ვახშამი

თევზის (ორაგულის) ბურგერი
ორთქლზე მომზადებული 1,5 ჭ ჩინური კომბოსტო (ხანდახან იყიდება გუდვილში) რომელიც ალბათ ჩვეულებრივი კომბოსტოთი შეიძლება შეიცვალოს), ლიმონის წვენი, ზეითუნი და 3/4 ჭ ყავისფერი ბრინჯი (იყიდება საქ-ში, თუმცა ძვირია)
1.ჭ მანგო ან ანანასი


საღამოს წახემსება

1,5 ჭიქა ყურძენი
1 უნცია (28,3 გრამი) ყველი



* * *
თუ სუვილი გექნებათ კიდევ რამდენიმე მაგალითს ამოვიღებ....

საქართველოში ყველა პროდუქტი არ იყიდება, თუმცა, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ.... საშუალოდ დღეში 5ჯერ უნდა ვიკვებოთ თანაბარი ინტერვალით (სისხლში ინსულინისა და შაქრის შემცველობამ ძალიან რომ არ იმერყევოს), კალორიების რაოდენობა 2000 არის ოპტიმალური, რაციონში თევზი (დღეში ერთხელ), უმი, მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული და პარკოსნები, უმი ან მოხალული თხილეული (საშუალოდ 30 გრამი) და დაახლოებით 1 ჩ.ჭ რძე ან 1 იოგურტი (შიძლება ცხიმგამოუცლელი ხაჭო) და ცოტა ყველი უნდა შედიოდეს... ასევე მარცვლეული....
მგონი რთული შესასრულებელი არ არის
წიგნიდან დავდებ ასევე გოგრის სუპის რეცეპტს... თუ სრვილი გექნებათ სხვა რეცეპტებსაც გითარგმნითsmile.gif
NIANU_3
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1912
წევრი No.: 122758
რეგისტრ.: 21-October 10

გამოგზავნილია: 16 May 2011, 16:13  #25487777      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან კარგი თემააა, მართლა გამოგვადგება


--------------------
ჩემი ოცნება ჩემთანააა :)
nino_sh
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8033
წევრი No.: 48900
რეგისტრ.: 10-December 07

გამოგზავნილია: 16 May 2011, 16:25  #25487965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LTB1948
ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მადლობა მინდა გადაგიხადო სასარგებლო ამონარიდებისთვის. 2kiss.gif სულმოუთმენლად ველი ახალ ახალ ინფორმაციას.

წყალზე მეც გამიგია რომ დღეში მინიმუმ 1-2 ლიტრა უნდა დავლიოთ (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი), ნუშიც კარგია, რძეც (არადა როგორ არ მიყვარს).ზოგადად კარგია თუ ჩვეულებრივ პურს ჩავანაცვლებთ ჭვავის პურით, ხშირად მივირთმევთ მჭადს. ვიცი მოძველებულია შეიძლება მაგრამ ერთგან ახსენე ვაშლის ძმარი და გამახსენდა რომ მათუსალას წიგნში მაქვს ამოკითხული ვაშლის ძმრის როლზე უშვილობაში. იქ ეწერა რომ ყოველი ჭამის დროს წიქა წყალში უნდა გავხნათ 2 ჩაის კოვზი თაფლი და 2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი (ოღონდ სუფთა ძმარზეა ლაპარაკი სახლში გაკეთებულზე ყოველგვარი დანამატების გარეშე).
Tinker Bell
grumbler


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1771
წევრი No.: 128399
რეგისტრ.: 7-March 11

გამოგზავნილია: 16 May 2011, 16:32  #25488072      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LTB1948
რა კარგი თემააა. მადლობა რომ გახსენი. არ დაიჯერებ და გიცნობ 2kiss.gif ყველას ვიცნობ ვისაც წეროებში დაუპოსტავს. და ისე დადებითად ვარ შენს მიმართ განწყობილი. 2kiss.gif


--------------------
შენი პაწაწინა თითუკები ♥
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2011, 16:33  #25488094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაპირებული გოგრის სუპის რეცეპტი (ამოღებულია წიგნიდან The Fertility Diet: Groundbreaking Research Reveals Natural Ways to Boost Ovulation and Improve Your Chances of Getting Pregnanტ)

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი.
1,5 ჭ დაჭრილი ხახვი
1/2 ჭ დახეხილი სტაფილო
3/4 ს.კ. მარილი
2 ს.კ. ქარი-ს ფხვნილი (იყიდება გუდვილში და სხვადასხვა მარკეტებში)
1 ს.კ. მდოგვის მარცვალი (დაფქვილი მდოგვის მარცვალიც იყიდება)
1 ს.კ. კურკუმა (იყიდება ბაზრობაზე, სუნელების ცნობილ ჯიხურში)
ნახევარი ჩაის კოვზი დაფქვილი ქინძის თესლი
1/8 ჩ.კ. წითელი წიწაკა
4 ჩ.ჭ. რძე
1/2 ჩ.ჭ. ბოსტნეულის ნახარში
ნახევარი კილო დაჭრილი გოგრა
ცოტა შავი პილპილი
1/3 ჭ დაჭრილი ქინძი (ცოცხალი)

მომზადების პროცესი მარტივია, დაიწყეთ ქვაბში ხახვის მოხრაკვით, დაამატეთ სტაფილო და გოგრა, დაუმატეთ სანელებლები, რომ მომზადდება ბოსტნეული (მოიშუშება), დაუმატეთ რძე და ბოსტნეულის ნახარში. 10 წუთის მერე შეაზავეთ მარილით, წიწაკით პილპილით და მწვანილით... შეიძლება დაბლენდერებაც.....
* * *
მადლობა გოგოებო...
არ დამეზარება და როცა დრო მექნება შევავსებ თEმას, სახლში ძალიან კარგი წიგნი მაქვს რეპროდუქციულ ჰორმონებზე და ნელ-ნელა ვთარგმნი....
ექიმებს ხშირად ეზარებათ ჩვენთვის რაღAცეების ახსნა, ჰოდა შევავსით როგორც შეგვიძლია

nino_sh
წყალი აუციელებელია დღEში 1,5 -2 ლ...
ჭვავის პური საქართველოში ხშირადაა ფალსიფიცირებული და ეგ საფრთხილოა, თუ ზუსტად არ იცით რომ ნამდვილია მოერიდეთ.... მე უფრო ცეხვილ პურს გირჩევდით საფუარის გარეშე, მამაოს პურია... ცოტა უგემურია მაგრამ სასარგებლო, დაღერღილი ხორბლით კეთდება...
თეთრი პური და რაფინირებული შაქარუ სულ ამოვიღე კვებიდან, ასევე მურაბები, კომპოტები და წვენები
ასევე დაკონსერვებული პროდუქცვია და ძეხვეული
მოერიდეთ იმ საკვებს, რასაც შესანახხად სხვადასხვა ქიმიურ დანამატებს უმატებენ, მაგ რუსული ან უცხოური იოგურტები, ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენი რამე აქვ დამატებული რომ თვეობით არ გაფუჭდეს, რომ არ ღირს მიღება, სამამულო პროდუქტები უფრო ჯანმრთელია...

დღეში 4-5 კვება აუცილებელია დროის თAნაბარი ინტერვალით რომ სისხლში შაქრისა და ინსულინის რაოდენობამ არ იმერყეოს...

ნელ-ნელა წიგნებიდან კვების დანამატებსა და მიკროელემენტებზეც დავდებ ინფორმაციას, ვთარგმნი ნელ-ნელა...

მგონი ამ რჩევების შესრულება რთული არ არის და ზოგადად გაჯანსაღებისთვისაც კარგია... ექიმებს ან ავიწყდებათ ან ეზარებათ ჩვენთვის კვების რეჟიმზე საკმარისი ინფორმაციის მიცემა, ასე რომ ჩვენს თAვს თვითონ ვუშველოთ...

ასევე დავდებ ინფრომაციას სხვადასხვა დაავადებებზე, რომლებიც აქტუალურია ჩვენნაირი პრობლემების მქონე ქალებისთვის, თუ თქვენც დაუმატებთ რამეს, უფრო სრული სურათი გამოვა.

ყველას გისრუვებთ წარმატებებს
nit123
კონფორმისტ-დემარშისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7781
წევრი No.: 122661
რეგისტრ.: 18-October 10

გამოგზავნილია: 16 May 2011, 16:58  #25488515      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მე ვფიქრობ, რომ ხელოვნური განაყოფიერება ყველაზე უებარი წამალიაsmile.gif


--------------------
contra factum non datum argumentum
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2011, 17:17  #25488827      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nit123
შეიძლება smile.gif
მაგრამ ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის... თAნ ძვირია და ინვაზიური.... არის სტატისტიკა რომ საშუალოდ 25-30%ია შედეგიანი...
გააჩნია პრობლემას, ყოველ შემთხვევაში სწორი კვების რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი პირიქით ეხმარება ინ-ვიტროს, ხელს კი არ უშლის.... ასევე ეხმარება უკვე შემდგარი ორსულობის წარმატებულად წარმართვას და ჯანმრთEლი ბავშვის დაბადებას...
Tinker Bell
grumbler


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1771
წევრი No.: 128399
რეგისტრ.: 7-March 11

გამოგზავნილია: 16 May 2011, 18:06  #25489604      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LTB1948
შეგიძლია მამაკაცის კვებაზეც დადო ინფორმაცია?? ძალიან მაინტეერსებს. smile.gif
LTB1948
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3173
წევრი No.: 89701
რეგისტრ.: 24-April 09

გამოგზავნილია: 16 May 2011, 18:23  #25489845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Tinker Bell
მოვძებნი... რაც მაქვს წიგნები ძირითადად ქალებზეა... მამაკაცის კვებაზეც მოვზებნი და დავდებ
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 46311
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 16 May 2011, 19:25  #25490871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარგი თემაა.
თუმცა, რატომ კონკრეტულად უშვილობა? ჯანსაღი კვება აბსოლუტურად ყველას ესაჭიროება და მერე მხოლოდ ნაყოფიერების კი არა, სხვა პრობლემებიც ნაკლებად ექნება.

LTB1948
QUOTE
სამამულო პროდუქტები უფრო ჯანმრთელია...

no.gif ქარხნულს არ ვენდობოდი, შენს ადგილზე.

ვისაც ასე სწყდება გული იოგურტზე, იყიდოს რძე (სოფლელ მერძევეებს რომ ჩამოაქვთ), შეაყენოს მაწონი და მერე გათქვიფოს ცოცხალ ხილთან ერთად. ცოტა თაფლიც უხდება.

თუმცა, ისიც წამიკითხავს, რომ ზოგადად რძემჟავა პროდუქტების (მაწონი, კეფირი, იოგურთი) მიღება გაცილებით სასარგებლოა ყველანაირი დამატების (ხილი, შაქარი, თაფლი და ა. შ.) გარეშე.

QUOTE
ტრანს ცხიმებს (ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი),

ტრანს ცხიმები არავითარ შემთხვევაში არაა ნაჯერი ცხიმების საზოგადო სახელი. ეს არის მონო ან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ტრანს- იზომერულ მდგომარეობაში. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი განიცდიან გარდაქმნას და ხდებიან ნაჯერი.
მცირე რაოდენობით ძროხის რძის ცხიმშიცაა, მცენარეულ ზეთებში ძალიან ცოტაა და განსაკუთრებით ბევრია ქონში, მარგარინებში, საბუტერბროდე მასებში ( spread)...ნანახია პირდაპირი დამოკიდებულება ტრანს-ცხიმებისა მიღებასა და ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, ღვიძლის @გაცხიმოვნების@ განვითარებას შორის. ბევრ ქვეყანაში პროდუქტებში ტრანს-ცხიმების შემცველობა რეგულირდება კანონით....

QUOTE
იოგურტი (სასურველია სოიოსი, იყიდენა გუდვილში ან პოპულში)

სოიო არც ისეთი კარგი პროდუქტია, როგორც ჰგონიათ smile.gif
ერტი, რომ სოიო როგორც წესი, გენმოდიფიცირებულია და რა ვიცი, მე ვერ ვუყურებ მაინცდამაინც მშვიდად ასეთ პროდუქტებს. მერე მეორე-წამიკითხავს, რომ სოიოს პროდუქტების ჭარბად მიღება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას თრგუნავსო.

QUOTE
ცხოველური პროტეინი უნდა შეიზღუდოს ან სრულად იქნას ამოღებული კვების რაციონიდან...

ეს ცოტა არ იყოს და, ღიმილისმომგვრელია smile.gif ჯერ-რძის პროდუქტი მიიღეთო, მერე-ცხოველური ცილა ამოიღეთო...ხაჭო არის ცოტა ცხიმი, ცოტა-წყალი და ბევრი ცილა smile.gif
მე მგონი, არაა საჭირო ასეთი რადიკალიზმი. ცილა მცენარეულიც უნდა იყოს და ცხოველურიც, მი/თ უფრო- მცენარეული ცილების ათვისება ცოტა უფრო რტულია.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
amnezia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 227
წევრი No.: 119258
რეგისტრ.: 6-August 10

გამოგზავნილია: 16 May 2011, 19:43  #25491127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კაცებმა რა უნდა ჭამონ? ნუ მოწევა ისედაც ვიცით რო მავნებელია


--------------------
"არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს"
gzaabneuli
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4874
წევრი No.: 111199
რეგისტრ.: 1-February 10

გამოგზავნილია: 16 May 2011, 20:54  #25492222      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უნაყოფობა
უნაყოფობის მიზეზი მრავალია. ისინი დაკავშირებულია, როგორც ქალის რეპროდუქციული სისტემის პათოლოგიასთან ისე ექსტრაგენიტალურ ფაქტორებთან. მნიშვნელოვან მიზეზებს მიეკუთვნება:

1) სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები;

2) შინაგანი ჯირკვლების დაავადებები;

3) სასქესო ორგანოების განუვითარებლობა;

4) სასქესო ორგანოების არასწორი მდებარეობა;

5) საშვილოსნოს, მილებისა და საკვერცხეების ენდომეტრიოზი;

6) სასქესო ორგანოების სიმსივნეები;

7) არასრულფასოვანი კვება;

8) იმუნოლოგიური ფაქტორები განასხვავებენ ქალთა უნაყოფობის შემდეგ ძირითად ფორმებს: ა) მილოვანი უნაყოფობა; ბ) ენდოკრინული უნაყოფობა; გ) უნაყოფობა, რომელიც განპირობებულია რეპროდუქციულ სისტემაში უპირატესად ანატომიური დარღვევების არსებობით; დ) იმუნოლოგიური უნაყოფობა.

დღეისათვის ყველაზე ხშირად ვხვდებით მილოვან და ენდოკრინულ უნაყოფობას


უშვილობის პრობლემები მამაკაცებში

მამაკაცის უშვილობის მიზეზი ძირითადად არასრულფასოვანი სპერმაა, რომელიც "ვერ ახერხებს" კვერცხუჯრედის განაყოფიერებას. მამაკაცის სპერმის შეფასება ხდება მისი მრავალი მაჩვენებლის მიხედვით, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ეაკულატის მოცულობა, სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში, კონცენტრაცია, მოძრაობის ხარისხი, მორფოლოგია. სპერმის ცვლილებები კი თავისთავად შეიძლება დაკავშირებული იყოს ნეიროენდოკრინულ, გენეტიკურ, იმუნურ, ანატომოფიზიოლოგიურ და სხვა პათოლოგიებთან.

ანატომიური პრობლემები

მამაკაცის გასინჯვისას ხდება ისეთი პათოლოგიის გამოვლენა, როგორიცაა ჰიპოსპადია, როცა შარდსაწვეთი მილის გამოსავალი მდებარეობს არა სასქესო ასოზე, არამედ სხვა ადგილას, მაგალითად სათესლე ჯირკვალზე, სათესლე ჯირკვლის შეერთების ადგილას და ა. შ. შედეგად სპერმა არ ხვდება საშოში. აღნიშნული პათოლოგიების მკურნალობა ხდება ქირურგიულად.

იშვიათ შემთხვევაში დიაბეტის ან ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადებების დროს შესაძლებელია ხდებოდეს სპერმის რეტროგრადული ეაკულაცია, როცა სპერმის ნაწილი იღვრება შარდის ბუშტში. ამ შემთხვევაში უშვილობის მკურნალობა ხდება ინსემინაციის გზით, რისთვისაც სპერმა მოიპოვება შარდში და ტარდება სპეციალური მკურნალობა.

გენეტიკური პრობლემები

ცვლილებები ქრომოსომის სტრუქტურაში.

მამაკაცების დაახლოებით 1-2 %-ში გვხვდება ვაზ დეფერენსის თანდაყოლილი არარსებობა და უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული პათოლოგია დაკავშირებულია გენეტიკურ მუტაციასთან. დაახლოებით 500-დან ერთ მამაკაცს აქვს კლაინეფელტის სინდრომი, რაც იწვევს აზოოსპერმიას.

ენდოკრინული პრობლემები

მაგალითად, ჰიპერპროლაქტინემია, რომელიც ხშირად არის დაკავშირებული იმპოტენციასთან, FSG-ს მაღალი მაჩვენებლები - გერმ უჯრედების აპლაზიის დროს.

ინფექციები

თუ მამაკაცს დაუდგინდა უროგენიტალური ინფექცია, მაგალითად მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა, აუცილებელია მოხდეს მათი მკურნალობა, მიუხედავად იმისა, რომ მათი გავლენა მამაკაცის შვილოსნობაზე დღესდღეობით არ არის გარკვეული.

ვარიკოცელე

სათესლე ჯირკვლებთან განლაგებული ვენების გაფართოება, რის გამოც ფერხდება სპერმატოგენეზი, შედეგად სპერმა განიცდის პათოლოგიურ ცვლილებებს, რაც იწვევს უშვილობას.

თუმცა ყველა მამაკაცი, ვისაც აქვს ვარიკოცელე არ არის უშვილო და შესაძლოა ნორმალური სპერმა ჰქონდეს. სტატისტიკური მონაცემებით უშვილო მამაკაცების დაახლოებით 40%-ს აღენიშნება ვარიკოცელე, ხოლო მამაკაცების საერთო პოპულაციაში მხოლოდ 10-15 %-ს.

* * *
მამაკაცის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს:
• სათესლე ჯირკვლების ვენების გაგანიერება_ ვარიკოცელე
• სათესლე სითხის _ სპერმის და სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევა
• გენეტიკური განწყობა (უშვილობის ხშირი შემთხვევები ახლო ნათესავებში)
• ხანდაზმულობა
• სათესლე სადინარების გადაკეტვა ოპერაციის მეშვეობით
• უშვილობის გამომწვევი მიზეზი უცნობი რჩება შემთხვევათა 20 %-ში.
“უმიზეზო უშვილობის” ერთ-ერთ გამომწვევად სავარაუდოდ მიიჩნევენ ფსიქოემოციურ დატვირთვას. უნდა აღინიშნოს, რომ წყვილის შვილოსნობის უნარზე არსებით გავლენას ახდენს მუდმივი სტრესი და დაძაბულობა, გამოწვეული თვით უშვილობით. ასეთ შემთხვევებში თითქოს მანკიერი წრე იკვრება: უშვილობა იწვევს სტრესს და სტრესი კი იწვევს შვილოსნობის უნარის დაქვეითებას როგორც ქალში, ისე მამაკაცში. ზევით აღვნიშნეთ, რომ ერთი წლის “უშედეგო” სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ექიმს უნდა მიაკითხოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშვილობის დიაგნოზის დასასმელად საჭირო დროა გასული. ექიმის კონსულტაცია სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ დროულად ჩატარებული კვლევა დაეხმაროს წყვილს სწორად წარმართოს ურთიერთობა, თავიდან აიცილოს შვილის ყოლის გახანგრძლივებული მოლოდინით გამოწვეული ნერვიულობა და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტაროს მკურნალობა.
მამაკაცის შვილოსნობას ძირითადად განსაზღვრავს სიცოცხლისუნარიანი, მოძრავი სასქესო უჯრედების _ სპერმატოზოიდების გამომუშავების უნარი. ამ უჯრედებს გამოიმუშავებს მამაკაცის სათესლე ჯირკვალი. სპერმატოზოიდები გარეთ გამოიყოფა სათესლე სითხესთან: სპერმასთან ერთად, რომელსაც მამაკაცის წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა გამოიმუშავებს.
პროსტატა მდებარეობს შარდის ბუშტის ქვემოთ და გარს ეხვევა შარდსადენს. ის გამოიმუშავებს სპერმას, რომელიც წარმოადგენს საარსებო და საკვებ გარემოს სასქესო უჯრედებისათვის _ სპერმატოზოიდებისათვის.
მამაკაცის უშვილობაზე ეჭვის შემთხვევაში პირველ რიგში სპერმას იკვლევენ.
სპერმის ანალიზის შედეგად აფასებენ სპერმაში ცოცხალი სპერმატოზოიდების რიცხვს და მათ თვისებებს, მაგალითად, მოძრაობის, გადაადგილების და სიცოცხლის უნარს. თუ სპერმაში სპერმატოზოიდების რიცხვი ნორმასთან შედარებით მცირეა, ამას ოლიგოსპერმიას უწოდებენ (არსებობს სხვადასხვა ხარისხის ოლიგოსპერმია). თუ სპერმაში საერთოდ არაა სპერმატოზოიდები, ამას აზოოსპერმიას უწოდებენ.
რა იწვევს სპერმატოზოიდების გამომუშავების დარღვევას და შესაბამისად უშვილობას?
ამის მიზეზები ბოლომდე დღესაც არაა ცნობილი ითვლება, რომ არსებით გავლენას ახდენს თანამედროვე ცხოვრებისათვის დამახასიათებელი ფაქტორები:
• თამბაქოს ჭარბი წევა _ იწვევს სპერმატოზოიდების რიცხვის შემცირებას, მათი სიცოცხლის და მოძრაობის უნარის შეზღუდვას
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
• ნარკოტიკების მოხმარება
• მცირე ფიზიკური აქტივობა (ანუ ჰიპოდინამია)
• ჭარბი კვება და წონა
• სათესლე ჯირკვლების გადახურება, რაც შეიძლება გამოიწვიოს: საუნით ხშირად სარგებლობამ, ხანგრძლივად ჯდომამ (სამუშაო მაგიდასთან, საჭესთან, ველოსიპედზე...)
• და სხვა.
გარემო გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ზოგიერთ დაავადებას, მაგალითად:
• ჰიპოგონადიზმი: იშვიათი თანდაყოლილი დაავადებაა და ნიშნავს იმ ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის ნაკლებობას, რომელიც განაპირობებს მამაკაცის სასქესო ჰორმონის _ ტესტოსტერონის და სხვა რეპროდუქციული ჰორმონების გამომუშავებას.
• ორგანიზმის მიერ ანტისხეულების გამომუშავება თავისივე სპერმატოზოიდების მიმართ, რაც ნორმალური იმუნიტეტის დარღვევის შედეგია და იწვევს სპერმატოზოიდების დაზიანებას.
• სათესლე ჯირკვლის ანთება, ანუ, ორქიტი: ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ანთება, რასაც ძირითადად ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია იწვევს. ამ ინფექციებს შორის ორქიტის მიზეზი ყველაზე ხშირად ხდება: ბავშვთა ასაკში _ ყბაყურას ვირუსი და სქესობრივი მომწიფების და სიმწიფის ასაკში _ სქესობრივად გადამდები ინფექციები: ქლამიდიაზი, გონორეა და სხვა.
• კრიპტორქიზმი: სათესლე ჯირკვლის სათესლე პარკში არარსებობა (უფრო დეტალურად ამ დაავადების შესახებ იხილეთ ბროშურაში: სექსუალური ჯანმრთელობა)
• ვარიკოცელე: სათესლე ჯირკვლის ვენის ვარიკოზული გაგანიერება (ვლინდება უშვილო მამაკაცთა 35 პროცენტში), გავრცელებული დაავადებაა, გვხვდება მამაკაცთა 8-20%-ში, უფრო ხშირია ახალგაზრდებში. დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გამოვლინდება მხოლოდ სათესლე პარკის რომელიმე ნახევრის გადიდებით. შეიძლება იყოს უსიამოვნო შეგრძნებები და ტკივილი სათესლე პარკში, რაც ძლიერდება ფიზიკური დატვირთვის დროს. დაავადება შეიძლება გართულდეს გაგანიერებული ვენების ანთებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადებულ მამაკაცთა უმრავლესობა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს, დაავადება თანდათან პროგრესირებს და იწვევს სათესლე ჯირკვლის ფუნქციის და შვილოსნობის უნარის დაქვეითებას.
• პროსტატიტი: წინამდებარე ჯირკვლის _ პროსტატის ანთება, შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზებით:
o მწვავე პროსტატიტი გამოწვეული ბაქტერიული ინფექციით. იწყება უეცრად, ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, ტკივილით წელის და შორისის მიდამოში, ტკივილი მოშარდვისას. ამ ჩივილებით მამაკაცმა აუცილებლად დაუყოვნებლად უნდა მიმართოს ექიმს, რადგან დროული ანტიბაქტერიული მკურნალობა ეფექ-ტურია.
o ქრონიკული პროსტატიტი, შეიძლება იყოს ბაქტერიული ან სხვა წარმოშობის, მაგალითად, შეგუბებითი. მისი სიმპტომები შეიძლება არ იყოს ძალიან შემაწუხებელი, მაგრამ გრძელდება დიდხანს და უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და სამკურნალოდ.
წინამდებარე ჯირკვლის პრობლემების მიზეზი შეიძლება გახდეს მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება:
• ხანგძლივი სექსუალური აბსტინენციები (თავშეკავებები)
• სექსუალური ფრუსტრაციები (სექსუალუ-რი აღგზნება დაკმაყოფილების გარეშე)
• სქესობრივი აქტის ხელოვნური გახანგრძლივება
• გადაჭარბებული სექსუალური აქტივობა
• სექსუალური ურთიერთობები ალკოჰოლის და ნარკოტიკების ზემოქმედების ფონზე და ა.შ.
წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკაში მთელ რიგ სხვა ფაქტორებთან ერთად განსაკუთრებული როლი ენიჭება სტაბილურ და რეგულარულ სექსუალურ ურთიერთობებს.
• პროსტატის ადენომა ანუ მისი ზომებში მომატება უხშირესად ვითარდება ხანდაზმულ მამაკაცებში, ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მკურნალობა დამოკი-დებულია ადენომას ხარისხზე და შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული. უნდა აღინიშნოს, რომ დროული და სწორი მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა.
• პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო): არც თუ ხშირად შეხვედრადი დაავადებაა. თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მოგვიანებით ვლინდება შარდვის გაძნელებით და გახშირებით. მისი ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა კარგ შედეგებს იძლევა. ამიტომ სიმსივნის პროფილაქტიკის ყველაზე საიმედო მეთოდია ექიმის კონსულტაცია და შესაბამისი გამოკვლევა წელიწადში ერთხელ.
• სათესლე ჯირკვლის კიბო შეადგენს მამაკაცებში განვითარებული სიმსივნეების
მხოლოდ 1%-ს. ვითარდება უფრო ხშირად 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებში. უხშირესად ზიანდება ერთი სათესლე. სიმსივნის რისკ-ფაქტორებიდან აღსანიშნავია:
o კრიპტორქიზმი (სათესლე პარკში ჩამოუსვლელი სათესლე ჯირკვალი)
o სათესლის კიბო ახლო ნათესავებში
o სათესლე ჯირკვლის ტრავმა
სიმპტომები: ადრეულ სტადიაზე სათესლის კიბო უსიმპტომოდ მიდის. მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს:
o სათესლე ჯირკვალში მცირე უმტკივნეულო სიმსივნე
o სათესლე პარკის ზომების მომატება
o დისკომფორტი ან ტკივილი სათესლე პარკში
o ტკივილი მცირე მენჯში
o სარძევე ჯირკვლის და დვრილების შეშუპება.
სათესლე ჯირკვლის კიბოს საუკეთესო პროფილაქტიკაა სათესლეების რეგულარული თვითგასინჯვა. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა საშუალებას იძლევა პაციენტმა ჯანმრთელობა ათეულობით წლით შეინარჩუნოს.
შეიძლება თუ არა უშვილობის მკურნალობა?
მკურნალობის თანამედროვე მეთოდები საშუალებას იძლევა გამოვასწოროთ უშვილობის გამომწვევი მიზეზები. ამისათვის საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს: ოჯახის ექიმს და შემდეგ უროლოგს ან ანდროლოგს.
თუ უშვილობის მკურნალობა უშედეგოა, არსებობს შესაძლებლობა, მიმართოთ ეგრეთ წოდებულ “ხელოვნურ (ინ ვიტრო, ანუ სხეულს გარეთ) განაყოფიერებას”. ეს მეთოდი ბევრ ოჯახს უხსნის უშვილობის პრობლემას.


This post has been edited by gzaabneuli on 16 May 2011, 20:58
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0460 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]