forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბაქტერიოფაგი, ინფორმაცია
 
გამოგიყენებიათ ფაგები მკურნაობისათვის?
კი, ხშირად [ 12 ]  [28.57%]
კი, იშვიათად [ 14 ]  [33.33%]
არა, მაგრამ განვიხილავ გამოყენებას [ 10 ]  [23.81%]
არა და არც ვაპირებ [ 2 ]  [4.76%]
რა არის ფაგი? [ 4 ]  [9.52%]
Total Votes: 42
Guests cannot vote 
2110
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 630
წევრი No.: 65124
რეგისტრ.: 20-June 08

გამოგზავნილია: 23 Jun 2011, 15:01  #26120957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სოკოს საწინააღმდეგოდ თუ არის შესაძლებელი ფაგების გამოყენება


--------------------
sa21
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45830
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 23 Jun 2011, 19:38  #26125720      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
2110
QUOTE
სოკოს საწინააღმდეგოდ თუ არის შესაძლებელი ფაგების გამოყენება

არა.
* * *
whitecaucasian
QUOTE
.ყველაზე გასაკვირი ასა რომ უბრალო ანტიბიოტიკები (ხანდახან მიცევს ხოლმე მიცემა როგორც ყველა ბავშვი ხან ცივდება, ხან ყელი სტკივა) ძალიან კარგად მოქმედებს სულ ეწმინდება ხოლმე კანი. ამიტომაც მაქვს ეს ილუზია რომ რაღაც უშლიას ბავშვს რისი მოსპობის შემდეგაც დაავადება უკან იწევს.ჯერ ვერ მივაგენი რა არის ეს რაღაც.


მაგაში გასაკვირი არაფერია. ბავშვს აუტოიმუნური დაავადების გამო ეძლევა იმუნოსუპრესორები, რომ ჩაცხრეს ანთებითი რეაქცია, მაგრამ ეს იმუნოსუპრესორები მოქმედებს იმუნურ უჯრედებზე მათი სპეციფიკის განურჩევლად (ანუ, იმის მიუხედვად, საკუთარი ანტიგენების წინააღმდეგაა მიმართული თუ უცხოსი), რის გამოც ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარე ხდება ბაქტერიების მიმართ. მისი იმუნური სისტემა სათანადოდ ვერ ებრძვის ბაქტერიებს. ანტიბიოტიკი პირდაპირ კლავს ბაქტერიას, იმუნური სისტემისაგან დამოუკიდებლად, ამიტომაც უუმჯობესდება მდგომარეობა ბავშVს.


QUOTE
ეგაა ზუსტად დღვანდელი მედიცინის სისუსტე რომ მიზეზის მოძებნა მნიშვნელოვნად არ მიაჩნია

ძალიან ცდები ამაში. მიზეზის მოძებნა უმნიშვნელოვანესია, და კიდეც ეძებენ, მაგრამ ზოგჯერ მიზეზის ლიკვიდაცია შეუძლებელია. ასეა მაგალითად აუტოიმუნური დაავადებების შემთხვევაში.

QUOTE
მე მგონია რომ ავტოიმუნური დაავადებების გამომწვევი არის რაღაც რაც დღემდე ვერ გაუგიათ,დიდად შესაძლებელია რომ ეს რომელიმე უცნობი ბაქტერიაც იყოს. კიდევ,ექიმებისგან განსხვავებით, მგონია რომ გამომწვევის მოსპობით შეიძლება ამ დაავადების მკურნალობა.

no.gif

QUOTE
აი აქ კი ნამდვილად კარგი იქნებოდა ფაგები.

ფაგი აცილებს მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიას-აინფიცირებს მას და კლავს. მაგრამ მიზეზის მოცილება ყოველთვის არ ნიშნავს შედეგის ლიკვიდაციას .

QUOTE
ექიმებიც მხოლოდ იმას გაიძახიან მნიშვნელობა არ აქვს მიზეზს

ამ შემთხვევაში ექიმების კრიტიკის მიზეზს ნამდვილად ვერ ვხედავ..მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვს ანტიგენური მიმიკრიის გამო განუვუთარდა აუტოიმუნური დაავადება, გენეტიკური წინასწარგანწყობა ჰქონდა აუტოიმუნიტეტის მიმართ, თუ რა...

teushi
სანამ ფაგს გამოიყენებდე, უნდა დაადგინო, მგრძნობიარეა თუ არა ბაქტერია ფაგის მიმართ, რაც ხდება ნაცხის ანალიზით (ფაგოგრამა კეთდება). ზოგ ბაქტერიაზე არცერთი სადღეისოდ ცნობილი ფაგი არ მოქმედებს ან ნაკლებეფექტურია.


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
tamti1
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6363
წევრი No.: 96331
რეგისტრ.: 23-July 09

გამოგზავნილია: 29 Jan 2013, 21:14  #34960372      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თუ იცით ჩვენს ბაქტერიოფაგის ინსტიტუტში ფაგების გამოყვანა სელექციას აწარმოებენ? ვინმე ხომ არ მუშაობთ ამ ინსტიტუტში?
დახმარება მჭირდება.


--------------------


მდიდრების სამოთხე ღარიბთა ჯოჯოხეთისგან არის შექმნილი

ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც შეგიძლია - რეალურია
შავლეგა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 548
წევრი No.: 34758
რეგისტრ.: 12-May 07

გამოგზავნილია: 17 Mar 2013, 00:03  #35633098      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gugav

QUOTE
იმის გამო რომ უფრო და უფრო მეტი ბაქტერია იძენს ანტიბაქტერიებისადმი რეზისტენტულობას, და ამავე დროს ანტიბიოტიკებს გააჩნიათ მრავალი უკუჩვენება. როგორც მოგეხსენებათ თბილისში არსებობს ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი , რომელსაც მსოფლიოში წამყვანი უნიკალური გამოცდილება და ცოდნა გააჩნია ფაგების წარმოებასა და გამოყენებაში.


BBC -მ გამოაქვეყნა საინტერესო სტატია ელიავას ინსტიტუტის საქმიანობაზე:

http://www.bbc.co.uk/news/health-21799534


--------------------
მათ, ვისაც არ ახსოვთ წარსული, მისი გამეორება არ ასცდებათ.
grumbler_girl
off


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4566
წევრი No.: 128438
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 4 Jun 2013, 01:14  #36703390      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხო არ იცით სად შეიძლება რო ვიყიდო და აეროპორტში თუ გაატარებენ?


--------------------
ეზოში ავი ძაღლია viric ●̮̮̃•̃)

music infection !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

☻/ LIVE for DRIVE !!!
/▌
/ \
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45830
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 4 Jun 2013, 09:13  #36704887      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
grumbler_girl
QUOTE
აეროპორტში თუ გაატარებენ?


წესით სათანადო დოკუმენტაცია უნდა მოგთხოვონ და თუ არ გექნება, არ უნდა გაატარონ.
ბაქტერიოფაგში იყიდებოდა ადრე და ახლაც იქ იქნება. შესასვლელშივე.
grumbler_girl
off


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4566
წევრი No.: 128438
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 4 Jun 2013, 23:44  #36715614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig

სადა ეგ კლინიკა?

და ამ შესაბამის დოკუმენტაციას იქვე მომცემენ?
ანუ ისო 9001 უნდა შეესაბამებოდეს?
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45830
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 4 Jun 2013, 23:54  #36715755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
grumbler_girl

გოთუას ქუჩა, N3

QUOTE
ამ შესაბამის დოკუმენტაციას იქვე მომცემენ?


არ ვიცი, სიმართლე გითხრა. წესით, უნდა მოგცენ.
მაგრამ რამდენად ერკვევიან ამის სამართლებრივ საკითხებში, არ ვიცი. იურისტი ჰყავდათ ადრე. ახლა რა ხდება, წარმოდგენა არ მაქვს...
_sofa_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 948
წევრი No.: 135194
რეგისტრ.: 27-August 11

გამოგზავნილია: 10 Jun 2013, 01:21  #36785019      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო, მართლა ძალიან კარგი თემაა და მართლაც რომ ძალიან კარგი საშუალებაა ფაგები.. გაჟღენთილი იყო ბავშვი ანტიბიოტიკებით ვიდრე არ მივაგენით ჭკვიან ექიმს და მან არ დაუწყო ფაგებიტ მკურნალობა......დავისვენე უკვე 2-3 წელია ,,ფერსისი ფაგი და სეს ფაგი" ამათ ვაძლევდით და კიდევ ენტერო ვირუსის გადატანის შემდეგ არ დაუსრულეს ბავშვს მკურნაობა და ყოველ 1-2 თვეში ისევ ემართებოდა, მოკლედ გაუნადგურდა კუჭნაწლავი, ბოლოს ავუღე ანალიზი ბაქტერიობაგში და ლაქტობაქტერინის ნაკლებობა ქონდა, ჩავუტარეთ მკურნალობა, მივაშველეთ ეს ლაქტობაქტერინი და დაისვენა ბავშვმაც და ჩვენც.....რა უბედურებაა ყველა ამოოხვრაზე და დამცხიკვებაზე ეს ანტიბიოტიკები, თან სინჯიც რომ არ არის გაკეთებული და საერთოდ არ მოქმედებს ადამიანზე ისეთს რომ ნიშნავენ, დამიავადეს ბავშვი ვიდრე გამოვფხიზლდი......
tornike74
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1613
წევრი No.: 126081
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 10 Jun 2013, 16:43  #36790922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან მაგარი რამე ფაგი, რათქმაუნდა ანტიბიოტიკებს თავისი დატვირთვა აქვთ, მაგრამ ერთს რომ ასწორებენ შეიძლება 3 გააფუჭონ, ხოდა ბაქტერიოფაგით წახმარება ან თუნდაც მკურნალობა არაჩვეულებრივია, ის აღდგენს იმ ბუნებრივ მიკროფლორას რაც ადამიანს საშუალებას აძლევს მებრძოლი გახადოს თავისი ორგანიზმი, როცა ირღვევა მიკროფლორა, მაშინ ხარ ყველაზე მყიფე ცუდი ბაქტერიებისადმი. მე პირადათ არაერთხელ გამოვიყენე და უზომოდ კმაყოფილი დავრჩი. მანდ კიდევ გაიხსნა აფთიაქი სადაც იყიდება ბიოტიკები, ანუ ანტიბიოტიკების პარალელურად ან მათი დამთვრებისთანავე უნდა დაილიოს და რასაც ანტიბიოტიკი გიღიზიანებს და გაცლის იმას აღადგენს, კუჭნაწლავს და რავი ყველაფერს არეგულირებს. პროსტა უფრო უნდა მიხედვა მაქაურობას, ჯერ კიდევ კარგად არ არის ხალხში ცნობილი
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45830
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 11 Jun 2013, 00:25  #36798050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
tornike74
QUOTE
უფრო უნდა მიხედვა მაქაურობას


ნამდვილად. მეტი ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო ფაგების შესახებ. დაწვრილებითი გამოკვლევებია საჭირო, რომ იმუნურ სისტემასთან ფაგის ურთიერთქმედება იქნას შესწავლილი და თუ დადგინდებოდა, რომ უარყოფითი გავლენა არ აქვს, ფაგი წარმატებით ჩაანაცვლებდა ანტიბიოტიკებს, რიგ შემთხვევაში მაინც.

არადა, სულ მიტოვებულია კვლევები და მაგის გარეშე ფაგოპრეპარატები შიდა ბაზარს ვერ გასცდება ვერასოდეს..... sad.gif

This post has been edited by Solveig on 11 Jun 2013, 00:34
tamti1
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6363
წევრი No.: 96331
რეგისტრ.: 23-July 09

გამოგზავნილია: 11 Jun 2013, 09:02  #36800146      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
QUOTE
არადა, სულ მიტოვებულია კვლევები და მაგის გარეშე ფაგოპრეპარატები შიდა ბაზარს ვერ გასცდება ვერასოდეს.....


ცოტა წახმარება ჭირდება კვლევებსაც დაფინანსებაში სახელმწიფოს მხრიდან sad.gif

[kitika]
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6281
წევრი No.: 82768
რეგისტრ.: 19-January 09

გამოგზავნილია: 11 Jun 2013, 10:52  #36800776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gugav

ბევრი დადებითი გამოუხმაურება მსმენია ფაგებით მკურნალობაზე, მაგრამ ვერ გავრისკე რომ მიმემართა, მაწუხებს გასტროენტეროლოგიური პრობლემები, თუმცა არცერთმა ექიმმა ფაგებით მკურნალობა არ დამინიშნა... უამრავი ფული მაქვს გადაყრილი წამლებში მაგრამ ჩემი საშველი არაა.....

თუ ასეთი საოცარი პრაქტიკა გვაქვს მათი გამოყენების, რატომ არ მინიშნავენ ექიმები? 2 ძალიან ცნობილ გასტროსტან ვმკურნალობდი სხვადასხვა დროს, მაგრამ არავის უთქვამს ფაგებით გიმკურნალებო. მეც რაღაცნაირად ვნერვიულობ ვერ გამირისკავს....

გთხოვთ ამიხსნათ როგორ ხდება სავარაუდოდ დისბაქტერიოზის მკურნალობა?


--------------------
Homo homini lupus est (Человек человеку - волк)
tornike74
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1613
წევრი No.: 126081
რეგისტრ.: 17-January 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2013, 12:11  #36801612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
QUOTE

ნამდვილად. მეტი ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო ფაგების შესახებ. დაწვრილებითი გამოკვლევებია საჭირო, რომ იმუნურ სისტემასთან ფაგის ურთიერთქმედება იქნას შესწავლილი და თუ დადგინდებოდა, რომ უარყოფითი გავლენა არ აქვს, ფაგი წარმატებით ჩაანაცვლებდა ანტიბიოტიკებს, რიგ შემთხვევაში მაინც.

არადა, სულ მიტოვებულია კვლევები და მაგის გარეშე ფაგოპრეპარატები შიდა ბაზარს ვერ გასცდება ვერასოდეს..... 

up.gif
* * *
[kitika]
QUOTE
მაწუხებს გასტროენტეროლოგიური პრობლემები

ზუსტადაც რომ იგივე პრობლემა მჭირდა და 2 კვირაში ისე დამირეგულირდა მთელი ფლორა რომ აღარც კი შევუწუხებივარ. თუმცა სხვა პრეპარატებსაც ვიღებდი, მაგ: მჟავიანობის დამწევს და კიდევ რაღაცას და პარალელურად ფაგებსაც. რათქმაუნდა არც გეტყვიან, ამით ხომ შანსია კლიენტის დაკარგვის. მეც არაჩვეულებრივ ექიმთან დავდიოდი და ბევრი რამეც მომირჩინა, მაგრამ ვერცერთი წამალი ვერ აღადგენს შენ ბუნევრიმ ფლორას ისე როგორც ფაგი. ყველაფერი მის სიმარტივეშია: ადამიანის ორგანიზმი მთლიანად შემდგარია ცუდი და კარგი ბაქტერიებისგან, კანზე სავსეა ბაქტერია, ლორწოზე სავსეა ბაქტერია, რატომ იწყება ანთებითი პრობლემები, ჭრილობები რატომ ჩირქდება და ა.შ, იმიტომ, რომ ადამიანის დამცავი მიკროფლორა ანუ ბაქტერიები, რომელიც იცავს ადამიანს ცუდი ბაქტერიების გავრცელებისგან ის იკლებს, შესაბამისად იღვიძებენ ცუდი ბაქტერიები, რომელებიც ნელ ნელა ჭამენ კარგ დამცავ ბაქტერიებს ძალიან ბანალურად რომ ვთქვათ, ამიტომ ჩნდება გინდაც სოკო და სხვა მრავალი ბაქტერია. სწორად ამაზე მუშაობს ბაქტერიოფაგი, არაფერ ახალს არ გისხამს ან გალევინებს, სწორად იმ ფაგს გაძლევს (ანუ იმ ბაქტერიას) რომელიც ბუნებრივად უნდა შეებრძოლოს დაავადებულ ბაქტერიას და რომელიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ადამიანს დააკლდა. და იწყება ბუნებრივი ბრძოლა, იმატებს იმ ლორწოვანის იმუნიტეტი ამ ბაქტერიების ფონზე და ქსოვილი ბუნებრივად იწყებს აღდგენას, თუ დამატებით საჭიროა გაძიერებული მკურნალობა რომელიც მიშვებული იყო დიდი ხნის წინ, რათქმაუნდა ანტიბიოტიკს არც არავინ უარყოფს, თუმცა ბოლომდე აღდგენა უკვე შესაძლებელია ფაგებით. ჩემი ნათესავი მაგათმა გადაარჩინეს, სეფსისი წაუვიდა ისეთი, რომ აარაფერი აღარ შველოდა, საფრანგეთში ვერცერთმა ექიმმა ვერ უშველა და მიმართა ბაქტერიოფაგს. მისმა დირექტორმა ბატონმა რეზო ადამიამ ჩამოიყვანა საქართველოში და დაუწყეს ინტენსიური გადასხმა ფაგებით. გინდ დამიჯერეთ და გინდ არა კაცი რომელიც სიკვდილ სიცოცხლის ზღვარზე იყო სადღაც 2 დღეში დაცხრა და მერე მიხედეს უკვე პრეპარატებით. საფრანგეთში რომ ჩაიტანა ეგ ამბავი იმ ექიმებთან, ტიპები ისე დაინტერესდნენ, რომ ჩამოვიდნენ და მოლაპარაკებები მიმდინარეობსო ახლა. ამიტომ მეტი გარკვევა ჭირდება, მეტი დაინეტერესება

* * *
[kitika]
QUOTE
გთხოვთ ამიხსნათ როგორ ხდება სავარაუდოდ დისბაქტერიოზის მკურნალობა?

დიზბაქტერიოზიც მასევა, დილას მოითავებთ საპირფარეშოს და სადღაც ნახევარი საათის ან მაკსიმუმ 1 საათის განმავლობაში ჩააბარებთ წაღებულ ანალიზს ლაბორატორიაში. უნდა უთხრათ რაც გაწუხებთ და სავარაუდოთ თვითონ გეტყვიან რა ქვია ანალიზს (მიკრობებზე ან რამე ეგეთი იქნება, მეც აღარ მახსოვს) მერე ამ ანალიზს დათესავენ ლაბორატორიულად და ზუსტად რაც ამოითესება და ამოცენდება იმის ნაკლებობა ან გადაჭერბება გექნებათ ანალიზში. მე მაგალითად ანტიბიოტიკი იმდენი ვსვი, რომ იმან კი გამიარა რაც მაწუხებდა მაგრამ კუჭნაწლავი დამინგრია. იქვე მიმართეთ ან იკითხეთ ამის ექიმი, რომელიც გამოგიწერთ ფაგებს ან ბიოტიკებს. წესით ფურცელს უნდა მოყვებოდეს მგრძნობელობის ჩამონათვალი, ესეც ლაბორატორიულად გამოყავთ, ზეპირად კი არ ნიშნავენ წამლებს, თქვენი ანალიზი დათესვის დროს რომელ ანტიბიოტიკზე და ფაგზეა ყველაზე მგრძნობიარე იმას იკვლევენ. მგრძნობელობა კი ნიშნავს იმას თუ რაზე აქვს ორგანიზმს ყველაზე დიდი რეაქცია ანუ 4 ან 3 ჯვარი, რომ მკურნალობა უფრო ეფექტური იყოს. ნუ ამას თან ახლავს ალბათ დიეტაც და შესაბამისი მკურნალობაც. მე დილას საღამოს ფაგების ამპულას ვსვამდი, მხოლოდ 2 ფაგზე ავღმოჩნდი მგრძნობიარე და მერე იქვე აფთიაქიც აქვთ და ბიოტიკები ვიყიდე 1 თვის მარაგი (რაც ანტიბიოტიკების მერე აღდგენას აკეთებს, როგოც ლაქტო-ჯ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ბაქტერიებით) და იმასაც ვსვამდი და ვარ ეხლა საათივითsmile.gif) პ.ს. ნუ გგონიათ რომ ახალი ხილია, დამიჯერეთ გადატენილია იქაურობა და რიგებიც დიდიაsmile.gif და ყოველშემთხვევაში უკმაყოფილო არავინ წასულა. როგორც მახსოვს ანალიზების ჩაბარება 11 საათიდან იწყება. ცადეთ არ ინანებთ. ეგ კი არა თუნდაც სხვა ექიმთან წავიდე, თუ დამინიშნა რამე ანალიზი, მგრძნობელობაზე ყოველთვის ვიღებ მანდ, რომ ზუსტად ვიცოდე რა ანტიბიოტიკზე მაქვს რეაქცია. ტორემ ასე შეიძლება 200 ლარიანი ანტიბიოტიკი დაგინიშნონ მაგრამ თუ ორგანიზმს რეაქცია არ აქვს სვით და სვით, მე მაგალითად მანდ ვნახე რომ 7 ლარიანზე მქონდა 4 ჯვარი ანუ ყველაზე მაგარი რეაქცია არა და 80 ლარიანი მქონდა დანიშნული იმავე ჯგუფის და რომ მივიტანე ექიმთან ბაზარი არააო 7 ლარიანი ჯობია შენთვისო. ექიმიც თუ მიხვდა რომ ჩახედული არ ხარ მიერეკება თავისას
_mavne_
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 612
წევრი No.: 126527
რეგისტრ.: 27-January 11

გამოგზავნილია: 11 Jun 2013, 12:57  #36802186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით, მაგარი დისბაქტერიოზი მქონდა 8 თვის წინ დაახლოებით ფაგებს ვსვამდი, მერე თითქოს ჩამიწყნარდა, ახლა 1 თვის წინ გავიკეთე სისხლის საერთო ანალიზი და გემოგლობინი მქონდა ერთი დაბალი, ლეიკოციტები კი 5.2 დღეს გავიკეთე განავლის ანალიზი და მიჩვენა დისბაქტერიოზი და ლეიკოციტები 18.20 არ მესმის ეს რა ლეიკოციტების მომატება რამ გამოიწვია...თხლად გავდივარ, მამენტ 2ჯერაც დღეში, და უკვე ქავილი მაქვს ქვედატანში.....ექიმი კიდე რომ მიყურებს და ველაპარაკები სხვაგან ჰქრის მისი გონება, უბრალოდ რაღა ვქნა რააა.... ეს ლეიკოციტები რატომ მაქვს ამდენი ტო
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0622 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]