forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაღალი როე, რა იწვევს ძირითადად?
con
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 763
წევრი No.: 4926
რეგისტრ.: 19-April 04

გამოგზავნილია: 1 Jul 2011, 23:11  #26257775      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დედაჩემს სამტრედიასი ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაუდგინეს ფილტვების ანთება (78 წლისაა) დაუნიშნეს მკურნალობა, მაგრამ ზოგადი სისუსტე არ მოეხსნა, აღმოჩნდა, რომ როე აქვს მაღალი 45, დაუნიშნეს სხვა ანტიბიოტიკი (მესამე თაობის) როე აეწია, ხვალ ჩამოგვყავს თილისში, სამკურნალოდ. მე მედიცინაში გარკვეული არ ვარ. შინაგანი ორგანოები ყველაფერიი წესრიგში აქვსო, იქაური ექიმების თქმით. რა იწვევს ზოგადად როეს ასე მაღლა აწევა, ზოგადად ენერგიული იყო და ეხლა სისუსტეს უჩივის. ფილტვების ანთება ალაგებულიაო, არ ახველებს სიცხე არ აქვს.

გმადლობთ....
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45118
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 2 Jul 2011, 02:25  #26260713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
con
გააჩნია, რამდენი ხნის წინ გადაიტანა ანთება. სხვა მაჩვენებლები როგორ აქვს? მაგ, ლეიკოციტები, ლიმფოციტები, ნეიტროფილები....

როე რუსული ბარბარიზმია, ქართულად ერითროციტების დალექვის სიჩქარე ჰქვია მაგას (ანუ, ედს). მაღლა იწევს ნებისმიერი ანთებითი რეაქციის (მათ შორის, ფილტვების ანთების) დროს. გარდა ამისა, დედა ხანდაზმულიც ყოფილა და შესაძლებელია, მდგომარეობის საბოლოო ნორმალიზებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ახალგაზრდებში.
ასე რომ, შესაძლოა, ანთებიდან გამოყოლილი ნარჩენიც იყოს.

This post has been edited by Solveig on 2 Jul 2011, 02:27


--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი

"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
con
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 763
წევრი No.: 4926
რეგისტრ.: 19-April 04

გამოგზავნილია: 2 Jul 2011, 17:45  #26267662      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
გმადლობ,რომ გამომეხმაურე
ყველა მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში აქვს.
ბოლო პერიოდში სახსრებსაც უჩიოდა. რადგან ექიმები მათ ხელთ არსებული ანალიზებისა და სურათების საფუძველზე საუბრობენ რომ ფილტვებიდან არ უნდა იყოსო...იქნებ სახსრებია, რევმატიული...იცის სახსრების ანთებამ როეს აწევა...
სამტრედიის ჰავა სახსრებისთვის ზოგადად არასახარბიელოა

ანთებას დღემდე მკურნალობს...ანტიბიოიკრბი ერთი დღეა რაც მორჩა.
ჩამოვიყვანეთ თბილისში და დავიწყებთ ახალ გამოკვლევებს.
1.პირველი დავიწყებთ ფილტვებით,
2.თუ ფილტვები გამოირიცხა სახსრებით

როე მაღალი და ზოგადი სისუსტე -ეს ჩივილები აქვს. კაჟივით ჯანმრთელი იყო და ამ ავადმყოფობამ ცოტათი შეაშინა. ჯანმრთელ ადამიანებს უჭირთ ხანდაზმულობა უფრო მეტად, რადგან მათ არ აქვთ ბრძოლის უნარი...
GeoWarr1or
Маленький принц


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3817
წევრი No.: 89879
რეგისტრ.: 26-April 09

გამოგზავნილია: 2 Jul 2011, 17:54  #26267786      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
როე მქონდა ძან მაღალი მაშინ როდესაც 3 ანთება მქონდა გადატანილი სადღაც 1 კვირის "ჩამქვრალი" მქონდა ანთება როდესაც ანალიზები გავიკეთე ყველაფერი ნორმაში მქონდა გარდა როესა,ექმიმება მითხრეს დროთა განმვალობაში დასტაბილურდებაო,მგონი როე_ს რაც ეხება არაფერი საშიში არაა,ალბათ სხვა პრობლემა აქვს სისუსტესთან დაკავშირებით,ავადმყოფობამ ძალა გამოლია შეიძლება და აღდგენა უნდა ორგანიზმს,ცოტახანი დაასვენეთ და ვიტამინები აძლიეთ იქნება გამოკეთდეს,მე დამინიშნეს ვიტამინები ანთების შემდეგ და კიდევ 1 კვირა წოლითი რეჟიმი ან ნაკლები მოძრაობა სახლიდან გასვლა კიდევ საერთოდ აკრძალული მქონდა.

This post has been edited by GeoWarr1or on 2 Jul 2011, 17:54


--------------------
I Love Life, so as Life is Love and Love is Life.
Со мной все в порядке, просто я — интроверт.
nina-nina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1245
წევრი No.: 91146
რეგისტრ.: 11-May 09

გამოგზავნილია: 2 Jul 2011, 19:36  #26269163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GeoWarr1or
ჰაერის გამოცვლაც ალბათ მოუხდება.

This post has been edited by nina-nina on 2 Jul 2011, 20:56


--------------------
When one door of happiness closes, another opens; but often we look so long at the closed door that we do not see the one which has opened for us
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45118
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 2 Jul 2011, 21:02  #26270369      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
con
QUOTE
ბოლო პერიოდში სახსრებსაც უჩიოდა. რადგან ექიმები მათ ხელთ არსებული ანალიზებისა და სურათების საფუძველზე საუბრობენ რომ ფილტვებიდან არ უნდა იყოსო...იქნებ სახსრებია, რევმატიული...იცის სახსრების ანთებამ როეს აწევა...

გასაგებია....ნამდვილად შესაძლებელია, ართრიტი ჰქონდეს და ამის გამო იყოს აწეული ედს.

მალე გამოკეთებას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ დედაშენს smile.gif
con
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 763
წევრი No.: 4926
რეგისტრ.: 19-April 04

გამოგზავნილია: 3 Jul 2011, 17:34  #26281576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Solveig
გაიხარე
აუცილებლად დავწერ რას გვეტყვიან ხვალ ანალიზები და ექიმები
Hahnne
Paradoxes


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1058
წევრი No.: 14473
რეგისტრ.: 12-November 05

გამოგზავნილია: 5 Jul 2013, 21:15  #37127773      · პროფილი · პირადი მიმოწერა
გამარჯობა,
ბებიაჩემს აწუხებს იგივე პრობლემა...
81 წლისაა... მაღალი წნევები მუდმივად აწუხებდა (იღებს მუდმივად პრეპარატებს და აკონტროლებს)... აქვს მოციმციმე არითმია...
ამ ბოლო დროს (2–3 თვეა) აღმოაჩნდა მაღალი "შაქარი" და ფილტვების ანთება...
თავიდან ინსულინს ვუკეთებდით, ახლა უკვე "დიაბეტონზე" გადავედით... + იცავს დიეტას...
ფილტვების ანთებას ეს ბოლო 2 თვეა ვმკურნალობთ, იღებს ანტიბიოტიკებს (უკვე 2 თვეა)...

ამჟამად, ანალიზის ყველა მონაცემი თითქმის ნორმაშია, გარდა "ედს" ისა და "C რეაქტიული ცილისა"
( ედს = 78 , მაშინ როცა ნორმად წერია 30-მდე და C რეაქტიული ცილა = 16 , მაშინ როცა ნორმა წერია 5-მდე )

ხველება აღარ აქვს,
აქვს დაბალი სიცხეები, ფაქტობრივად ყოველდღე...(36,8 დან --- 37,5-მდე, ეს უკანასკნელი დღის 6-7 საათზე ზოგჯერ)...
აქვს ასევე საერთო სისუსტე (განსაკუთრებულად გამოხატული არა... მეტ-ნაკლებად)
აქვს გულის რევის შეგრძნება ზოგჯერ ( ზოგჯერ ხშირად, ზოგჯერ ნაკლებად)
(ამას იდეაში ნაღვლის ბუშტს ვუკავშირებთ, რომელშიც გამოკვლევით აღმოჩნდა რომ ნაღველი შესქელებულია და არის ე.წ. "კენჭები'.... ნაღველმდენებს არ გვირჩევენ, რადგან ეს კენჭები შეიძლება დაიძრას და სადინარში გაჩერდეს)...

მოკლედ, რას გვირჩევთ... ძალიან ვნერვიულობ... რა შეიძლება გავაკეთოთ? რაზე მივიტანოთ ეჭვი? რა გამოკვლევა ჩავიტაროთ?
"ედს" ის ასეთი მაჩვენებელი ამ სიტუაციაში ნორმალურია?

con
როგორ არის დედათქვენი? smile.gif
* * *
"ედს" ყველგან 25, მაქს. 35 წერია ნორმის ფარგლები მოხუცი ქალისთვის
და აქ პირველად ვნახე ეს ინფორმაცია
http://medznak.ru/2327-kak-ponizit-soe-v-krovi.html

"У пенсионеров уровень СОЭ считается нормальным в пределах от 2 до 38 у мужчин и от 2 до 53 у женщин"

რამდენად სანდოდ მიგაჩნიათ?
* * *
СОЭ არის იგივე РОЭ

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%BA%...%82%D0%BE%D0%B2
BoOoOo
✿ მინდვრისყვავილი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1347
წევრი No.: 52693
რეგისტრ.: 29-January 08

გამოგზავნილია: 19 Jan 2014, 04:53  #39490965      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
როგორ ფიქრობთ, შეიძლება მაღალი ედს პოდაგრისგან იყოს?
ჩემს მეუღლეს აწუხებდა განვლილი რამოდენიმე კვირა, მხოლოდ რამდენიმე დრეა, რაც გაუქრა ტკივილები, მაგრამ ედს მაინც 60.
შეიძლება ეს პოდაგრისგან იყოს?
დიდი მადლობა წინასწარ


--------------------
<Dowhatyoulovefucktherest>
Solveig
ensom


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 45118
წევრი No.: 8096
რეგისტრ.: 6-January 05

გამოგზავნილია: 19 Jan 2014, 05:13  #39491014      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
BoOoOo

კი...ანთებითი რეაქციაა, საკმაოდ ძლიერი.
შარდმჟავას კრისტალები ერთი მხრივ მექანიკური გაღიზიანების გამო იწვევს ანთებას და მეორე მხრივ კი, იმუნური სისტემის აქტივატორია.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0266 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]