forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> აკნე (ვულგარული ფერიმჭამელა), კანის ყველაზე გავრცელებული დაავადება
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 20:37  #28027154      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აკნე, ანუ ვულგარული ფერიმჭამელა არის ქრონიკული დაავადება, რომელიც გულისხმობს კამედონურ (ცხიმოვან) გამონაყარს სახის, ზურგისა და გულ-მკერდის არეში. ხშირად ფიქრობენ, რომ აკნე არის მხოლოდ ანთებითი გამონაყარი სახეზე. რეალურად, ცხვირზე და სახის სხვა აგილებში თეთრი, შავი, დახურული თუ ღია ფერიმჭამელები ასევე "Acne Vulgaris" ერთ-ერთი ნაირსახეობაა. ალბათ ჩემი ნაცნობების ერთი პროცენტია ისეთი, რომელსაც ეს დაავადება საერთოდ არ აწუხებს. უმრავლესობას (მათ შორის მეც) მსუბუქ ფორმებში აქვს: შავი წერტილები ცხვირზე, რამდენიმე თეთრი თუ შავი ფერიმჭამელა ხან შუბლზე, ხან ნიკაპზე, ხან ლოყაზე და ა.შ.

შედარებით ნაკლებად, თუმცა მაინც ხშირად, გვხვდება ვულგარული ფერიმჭამელა გართულებულ ფორმებში: გამონაყარი არის ანთებითი, ძალიან ხშირი, მოდებულია ზურგზე, გულ-მკერდზე, მკლავებზე, სახის კანი წითელია და თითოუეული ფერიმჭამელის ადგილზე კანი ამოწეულია და დაკვირვების გარეშეც, საკმაოდ ადვილი შესამჩნევია.

აკნე არის წყარო და "საგულაო" ადგილი ბაქტერიებისთვის და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხელით წვალება. ექვემდებარება მკურნალობას და საჭიროებს სახის გაწმენდის პროცედურებს კანის ტიპისა და დაავადების გამომწვევი მიზეზის მიხედვით (თუ პრობლემა შინაგანი მიზეზითაა გამოწვეული, მორჩენის შემდეგ შეიძლება არც დასჭირდეს გაწმენდის შემდგომი პროცედურები, ხოლო თუ ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმების ჭარბი რაოდენობით გამოყოფის შედეგია, მაშინ გაწმენდის პროცედურები აუცილებელია, მაგრამ აუცილებლად ფორების გახსნის შემდეგ და პროფესიონალის მიერ).

თემაში ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია და გამოცდილება მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდების, ასევე ცხიმიანი კანის მოვლის მეთოდების (დამატენიანებელი კრემების, დასაბანი საშუალებების და ა.შ.) შესახებ.
shu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 110769
რეგისტრ.: 28-January 10

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 21:27  #28027973      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მე მაქვს ეგ.ვერ გადავეჩვიე წვალებას.
kuskusa19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1675
წევრი No.: 115567
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 26 Oct 2011, 22:32  #28029035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ორშაბათს მივდივარ ექიმთან და ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს...
* * *
ორშაბათსმივდივარ ექიმთან დ ავნახოთ რა შედეგს გამოიღებს


--------------------
You know where you are
You're in the jungle baby:)
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 16:16  #28036927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
kuskusa19
ხო აუცილებლად მიდი, რომელ ექიმთან მიდიხარ? ანთებითი გამონაყარია?
shu
ეგ თუ გაიწვალე, ერთის ადგილზე გამოდის 5 smile.gif მართლა, მერე რჩება შრამები და იმ შრამებში კიდე გამონაყარია და კოშმარი ხდება რაღაც. გაწვალებისას, ზიანდება ცხიმოვანი ჯირკვლები და უფრო ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებენ ცხიმებს და ეგ იწვევს კამედონების გამრავლებას, ასევე ვრცელდება ბაქტერიები და შეიძლება სხვა დაავადებაშიც გადაიზარდოს. ყველა ვარიანტში დაგჭირდება სახის გაწმენდა და აუცილებლად ორთქლზე, იმიტომ რომ მაზები ვერ ხსნიან ფორებს კარგად. ორთქლე კარგია და ფორები ისე იხსნება ძაან ადვილად ამოდის კამედონები, გაწვალების გარეშე. ექიმთან რომ მიხვალ, გეტყვის ალბათ გაიწმენდეო. კარგია ულტრაბგერითი პილინგიც, ჩემს კანს ძალიან მოუხდა. მედიში გავიწმინდე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. კიდე ძალიან კარგად წმენდს და იაფიც ღირს (30 ლარი) ქეთია ერთი გოგო (30წლის დაახლოებით) წინამძვღრიშვილის ქუჩაზე (კონსტიტუციის ქუჩის კვეთასთან) აქვთ დერმატოლოგიური კლინიკა. გვარი არ მახსოვს. ძალიან კარგია აკნესთვის შემდეგი სპირტხსნარი:
ქაფურის სპირტში უნდა გახსნა 2-2 ტაბლეტი (კარგად დაფშვნილი) ამპიცილინი, ლევომიცეტინი, ერითრომიცინი და ბისეპტოლი და წვრილზეც და დიდ გამონაყარზე ეგ უნდა წაისვა საღამოს ან დილასაც და საღამოს. თუ კანი ცხიმიანია ზამთარში დღეში ერთხელ, საღამოს და ზაფხულში დილა-საღანის საჭიროებს დაბანას. არავითარ შემთხვევაში არ დაიბანო სახე საპნით! კანის ეპიდერმს არქოვანებს და ადვილად ჩნდება კამედონები. საპონი აშორებს კანს საჭირო ტენს. სპეციალური გელები არის კარგი, შესაბამისი კანის ტიპისთვის და შემდეგ დამატენიანებლები, ზამთარში განსაკუთრებით, ძალიან კარგია.
shu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 110769
რეგისტრ.: 28-January 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 16:48  #28037447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აკნესთვის შემდეგი სპირტხსნარი:
ქაფურის სპირტში უნდა გახსნა 2-2 ტაბლეტი (კარგად დაფშვნილი) ამპიცილინი, ლევომიცეტინი, ერითრომიცინი და ბისეპტოლი

ეს მაქვს გაკეთებული.როცა ძალიან გამომაყრის მაგას ვისმევ.ახმობს კანს,ტყავივით ხდება და იფურცქნება მერეეე.მედიში ვიყავი მეც და 78 ლარი გაწმენდაო......ის პილინგი ტუ რაგაცა რა არის შეგიძლია მითხრა?გაგებული მაქვს მაგრამ ზუსტად არ ვიცი.რას აკეთებენ და პასიც მითხარი რაა.
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:34  #28039209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ანუ 100 ლარიდან 120 ლარამდეა, სახის გაწმენდის პროცედურაში შედის. ორთქლზე რომ გაგიხსნიან ფორებს, მერე მაგ აპარატით, აი ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=HNLXI8n33O0 ასეთი რაღაცაა და ფერიმჭამელები მაგას ვერ ამოყავს, მაგრამ კანიდან გამოაქვს ზედმეტი ცხიმი და კანქვეშა ჯირკვლების ფუნქციონირებისა და სისხლის მიმოქცევის და კიდე რაღაცეებისთვის არის კარგი. მაგის შემდეგ უფრო ნაკლებად ჯდება ფერიმჭამელები მე როგორც მივხვდი. ამის მერე ხელით გიწმინდავენ ჩვეულებრივად. ნაბისმიერ შემთხვევაში, ექიმთან უნდა მიხვიდე და ის ქაფურის სპირტხსნანი მარტო გამონაყარზე წაისვი, მთელ სახეზე არა. მე მაგას ვხმარობს და ძაან მშველის. საღამოს წაისვი ხოლმე და დილას დაიბანე, ან საღამოსვე დაიბანე და დილით ნურც მოიშორებ, თუ 1-2 გან გაქვს, ოღონდ ქარში და სიცივეში არ გახვიდე დამატენიანებლის გარეშე, თუ მშრალი კანი გაქვს ხო ვაფშე. და შინაგანი გამოიკვლიე? ეგ შეიძლება იყოს: ნაღლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის, საკვერცხეების, ჰორმონალური დარღვევის, ან უბრალოდ კანის ზედმეტი ცხიმიანობის და წვალების ბრალი. ეხო უნდა გადაიღო ყველა მათგანზე აუცილებლად (სამივე ერთად ჯდება 30 ლარი) და მერე სისხლის საერთო ანალიზიც აიღე და ჰორმონებზეც შეგიმოწმებენ. არ გაიწვალო თორემ ვერ მოირჩენ ვერასდროს. მე მაგალითად გაწვალების გამო გამივრცელდა და ძლივს მოვირჩინე. ახლა ცათამჯენი თუ არ ამოვიდა ხელს არ ვკიდებ ისე, ისიც კანის ზედაპირზე რომ ამოვა და კარგად ჩანს. ექიმთან მიდი უეჭველი (მე ვინც ვიცი კაციტაძე და ნინო ჯალაღანიაა და ამ ბოლომ მე ანტიბიოტიკები გამომიწერა და ის ქაფური. დიდი გადასარევი ექიმი არაა, მაგრამ რაღაცები ესმის). კიდე, ტონალურები და პუდრები, რა ძვირიანიც არ უნდა იყოს, ძალიან იშვიათად იხმარე (თვეში ერთხელ), მე ექიმმა მითხრა პუდრი შეგიძლიაო, მაგრამ გინდ იაფიანი იყოს, გინდ ძვირიანი, გინდ კამედოგენური და გინდ არაკამედოგენური (რომელიც 80 ლარი ღირდა, მინერალური), მაინც ცუდად მოქმედებს და მაყრის წვრილად და არ ვეკარები ვაფშე biggrin.gif:D
Natuka NGN
მეოცნებე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 20624
წევრი No.: 8805
რეგისტრ.: 17-February 05

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:49  #28039441      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gveli123
QUOTE
100 ლარიდან 120 ლარამდეა,

სად ღირს ამდენი და თუ არის ფერმენტული წმენდა?

This post has been edited by Natuka NGN on 27 Oct 2011, 18:51


--------------------
http://natalimade.wordpress.com/
http://psiqea.wordpress.com
https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
kuskusa19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1675
წევრი No.: 115567
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 18:49  #28039442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gveli123
თინა ქიტუაშვილთან,მე მაქვს ყოველთვის მხოლოდ ნიკაპთან,სხვაგან არასდროს
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 19:48  #28040293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Natuka NGN
ფერმენტული წმენდა რა არის? რაღაც ჩოთქით და ულტრაბგერითი აპარატით აკეთებენ მაგას და მერე ხელით. მედიში ღირს ეგრე. მაგრამ კანს არ გიღიზიანებენ და საღამოს უკვე დამცხრალი გაქვს. ლოტუსში გავიკეთე ადრე და არც გამიწმინდეს კარგად და სახეზე ფუფხები დამრჩა იმენა სახე ამახიეს ისე ცუდად გააკეთეს.
kuskusa19
თუ ატყობ პროფესიონალიზმს? მოგწონს? ასეთი ლოკალიზება როგორც წესი შინაგან პრობლემას უკავშირდება და ეხო გადაიღე აუცილებლად. არ იწვალო და სხვათაშორის მეც ნიკაპთან მქონდა და მერე გამივრცელდა, იმიტომ რომ ვიწვალებდი.
kuskusa19
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1675
წევრი No.: 115567
რეგისტრ.: 14-May 10

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 20:07  #28040584      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Gveli123
ორშაბათსმივდივარ ჯერ არ ვყოფილვარ.ხო ეხო უნდ აგადავირო,გავრცელებას რაც შეეხება,4წელია ასე მაქვს biggrin.gif
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 27 Oct 2011, 21:20  #28041770      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძაან იწვალებ? ანუ მერე ნაწიბურებს თუ გიტოვებს? მე ძაან ვიწვალებდი და მაგიტომ გამივრცელდა, იმ ადგილს ისე ვჩიჩქნიდი, რომ მარტო კანის ზედაპირს კი არა, კანქვეშა ფენასაც ვიხევდი biggrin.gif მანიაკივით ვიქცეოდი მართლა biggrin.gif დაპოსტე მერე ეხოს შედეგი და ექიმზე შთაბეჭდილებები. ვინმემ თუ იცის კიდევ კარგი დერმატოლოგი, აი გამოცდილი რა, კარგი სახის ნიღბები რომ იცოდეს. ალბაღ კოსმეტოლოგიც წავა biggrin.gif
* * *
დაპოსტეთ ვინმემ კარგი დამატენიანებელი კრემის შესახებ რააააააა. აჰავას კრემი გიხმარიათ ვინმე ცხიმიან კანიანს biggrin.gif
* * *
http://tfromjungle.wordpress.com/ აქ მიწერია აკნეზე ცოტა მეტი რაღაცა
123321123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 132963
რეგისტრ.: 25-June 11

გამოგზავნილია: 1 Nov 2011, 17:54  #28111755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Gveli123 @ 27 Oct 2011, 16:16 )
kuskusa19
ხო აუცილებლად მიდი, რომელ ექიმთან მიდიხარ? ანთებითი გამონაყარია?
shu
ეგ თუ გაიწვალე, ერთის ადგილზე გამოდის 5 smile.gif მართლა, მერე რჩება შრამები და იმ შრამებში კიდე გამონაყარია და კოშმარი ხდება რაღაც. გაწვალებისას, ზიანდება ცხიმოვანი ჯირკვლები და უფრო ჭარბი რაოდენობით გამოიმუშავებენ ცხიმებს და ეგ იწვევს კამედონების გამრავლებას, ასევე ვრცელდება ბაქტერიები და შეიძლება სხვა დაავადებაშიც გადაიზარდოს. ყველა ვარიანტში დაგჭირდება სახის გაწმენდა და აუცილებლად ორთქლზე, იმიტომ რომ მაზები ვერ ხსნიან ფორებს კარგად. ორთქლე კარგია და ფორები ისე იხსნება ძაან ადვილად ამოდის კამედონები, გაწვალების გარეშე. ექიმთან რომ მიხვალ, გეტყვის ალბათ გაიწმენდეო. კარგია ულტრაბგერითი პილინგიც, ჩემს კანს ძალიან მოუხდა. მედიში გავიწმინდე და ძალიან კმაყოფილი ვიყავი. კიდე ძალიან კარგად წმენდს და იაფიც ღირს (30 ლარი) ქეთია ერთი გოგო (30წლის დაახლოებით) წინამძვღრიშვილის ქუჩაზე (კონსტიტუციის ქუჩის კვეთასთან) აქვთ დერმატოლოგიური კლინიკა. გვარი არ მახსოვს. ძალიან კარგია აკნესთვის შემდეგი სპირტხსნარი:
ქაფურის სპირტში უნდა გახსნა 2-2 ტაბლეტი (კარგად დაფშვნილი) ამპიცილინი, ლევომიცეტინი, ერითრომიცინი და ბისეპტოლი და წვრილზეც და დიდ გამონაყარზე ეგ უნდა წაისვა საღამოს ან დილასაც და საღამოს. თუ კანი ცხიმიანია ზამთარში დღეში ერთხელ, საღამოს და ზაფხულში დილა-საღანის საჭიროებს დაბანას. არავითარ შემთხვევაში არ დაიბანო სახე საპნით! კანის ეპიდერმს არქოვანებს და ადვილად ჩნდება კამედონები. საპონი აშორებს კანს საჭირო ტენს. სპეციალური გელები არის კარგი, შესაბამისი კანის ტიპისთვის და შემდეგ დამატენიანებლები, ზამთარში განსაკუთრებით, ძალიან კარგია.

და ორ ორი ტაბლეტი კარგი მარა ქაფურის სპირტი რამდენი??????? ამ ეს ხსნარი როგორ მსმენია დერმასეფტია, ასე ძვირი რომ ღირს
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 1 Nov 2011, 19:36  #28113737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქაფური იყიდება 40 გრამი ასხია პირდაპირ და სულ უქენი, ან ცოტა დააკელი (მე ვაკლებ ცოტას, იმიტომ რომ წამალი მეკარგება ცოტა დაფშვნისას) და რომ გააზავებ რამე ღრბა ჭურჭელშI მაგას, მერე შპრიცით ჩაასხი ხსნარი ქაფურის ბოთლში და ყოველი წასმის წინ აანჯღრიე ხოლმე. დერმასეფტი არ ვიცი, ამ რეცეპტით არი? დამზადება ძაან იაფი ჯდება ისე biggrin.gif
shu
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 148
წევრი No.: 110769
რეგისტრ.: 28-January 10

გამოგზავნილია: 2 Nov 2011, 00:01  #28119157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
100 გრამ ქაფურ სპირტს +4 ტაბლეტი ბისეპტოლი(480); +4 ტაბლეტი ამპიცილინი; +4 ტაბლეტი ერიტრომიცინი 0,25;+ 4 ტაბლეტი ლევომიცეტინი.ეს ერთ დღეს.მეორე დღეს:იქტიოლის მალამო+სტრეპტოციდის მალამო+თუთიის მალამო 1:1:1
ანუ ეს მალამოები ტანაბრად ცოტ ცოტა აურიეთ ერთმანეთში და წაისვით.ერთ დღეს ის სპირტიანი,მეორე დღეს ეს მალამოები და უკეთესი შედეგი ექნება.ეს არის კაციტაძის რეცეპტი....ცოტა ცუდი სუნი აქვს მაგრამ მალე არჩენს...წესით 1 თვე უნდა იხმაროთ გადაბმულად...
Gveli123
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1099
წევრი No.: 132221
რეგისტრ.: 7-June 11

გამოგზავნილია: 2 Nov 2011, 00:47  #28120049      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ან მაგ მალამოების ნაცვლად სინტომიცინის ლიმინანტი 10 %იანი მე სამე დღეს და პირველი 2 დღე ის სპირტხსნარი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (18) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 1.0455 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]