forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ინსულტი, შემოიხედეთ გთხოვთ
PING
MISANTHROPE IT


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26366
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 28 Nov 2006, 21:00  #4247874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
მაინტერესებს მესამეჯერ ინსულტი მძიმეა მემგონი ხო? მამაჩემს მოუვიდა და შედეგი რამდენხანშია ხოლმე ვინმემ იცით? sad.gif მარცხენა ხელი და ფეხი გაუჩერა, მასაჟებს უკეთებენ, მკურნალობას დიდი დრო უნდა და შედეგი თუ აქვს მითხარით რა ვისაც გამოცდილი აქვს ან ესმის ამი ს შესახებ, წინასწარ მადლობა sad.gif


--------------------
10111100.10000001.11110000.00011011

I M M O R T A L
pulsar
Kill to live and live to die


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4399
წევრი No.: 21817
რეგისტრ.: 19-July 06

გამოგზავნილია: 28 Nov 2006, 21:31  #4248118      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რაც შეეხება შედეგს ძნელია რაიმე დროის დათქმა.
მთავარია კარგი ექიმი,კარგი მკურნალობა და აუცილებლად ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს სიმშვიდეში!!!
ასაკსაც გააჩნია და ფიზიკურ მდგომარეობას.
თუ ექიმის ყველა მითითებას ზედმიწევნით შეასრულებთ,წესით კველაფერი კარგად უნდა იყოშ.ხელს და ფეხს რაც შეეხება მათი ფუნქციონირება აღდგება!

გამოჯამრთელებას ვუსურვებ შენს მამას!!!


მეტყველების პრობლემა თუ აქ?
PING
MISANTHROPE IT


********
ჯგუფი: Members
წერილები: 26366
წევრი No.: 21676
რეგისტრ.: 15-July 06

გამოგზავნილია: 30 Nov 2006, 18:55  #4261821      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
არა სხვათაშორის მეტყველებით და აზროვნებით ნორმალურად..... მე სულსწრაფი ვარ და sad.gif ექიმის მითითებებს ზედმიწევნით ვასრულებთ ,
55 წლის
pulsar---THX
srt-8
პიანისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8961
წევრი No.: 25464
რეგისტრ.: 10-November 06

გამოგზავნილია: 6 Dec 2006, 22:37  #4303900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბებიაჩემს დაემართა ინსულტი 80 წლისაა sad.gif


--------------------
http://www.boke.ge/forum/index.php?
act=module&module=gallery&cmd=user&user=8106

(_)(_)==&==(_)(_)
excessive
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 569
წევრი No.: 71914
რეგისტრ.: 23-October 08

გამოგზავნილია: 14 Jan 2009, 00:11  #12239852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბებიაჩემს დაემართა ინსულტი. და უგონოდაა ეხა. მაინტერესებს დაახლოებით რამდენი პროცენტი გამოდის ინსულტის შემდეგ.


--------------------
Philips 226C
Gigabyte GA-M68M-S2P
DualCore AMD Athlon II X2 240, 2800 MHz
2 TB Western Digital, Carvian Green
NVIDIA GeForce 9800 GT 1GB
DDR2 2GB 1066 MHz
Microsoft Windows 7 Ultimate
Nightmare_Industries
Зюзюка барбидосская


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3159
წევრი No.: 34261
რეგისტრ.: 3-May 07

გამოგზავნილია: 2 Jun 2009, 12:41  #14099543      · პროფილი · პირადი მიმოწერა
მაინტერესებს:
-არსებობს თუ არა ინსულტისკენ გენეტიკური მიდრეკილება?
-ახლავს თუ არა მას ტკივილი გულის არეში?



--------------------
Many people are alive only because it's illegal to shoot them.
denveri
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 14
წევრი No.: 87216
რეგისტრ.: 22-March 09

გამოგზავნილია: 8 Jun 2009, 23:54  #14193191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინსულტის მიზეზს ყველაზე ხშირად ათეროსკლეროზი კერძოთ მისი ერთ-ერთი ფორმა არტერიოსკლეროზი წარმოადგენს, ხოლო რისკის ჯქუფში შედიან მოციმციმე არითმიით დაავადებული ადამიანები, ვინაიდან ამ დროს ხშირად ხდება ათეროსკლეროზული ფოლაქის, ეგრედ წოდებული თრომბით ტვინის მკვებავი რომელიმე არტერიის დახშობა და შესაბამისად იშემიური ინსულტის განვითარება. რაც შეეხება ჰემორაგიულ ინსულტს მისი მიზეზი ძირითადათ არტერიული ჰიპერტენზიაა( რომლის გამომწვევი მიზეზი ხშირად ათეროსკლეროზიაა), მაღალი არტერიული წნევის დროს ზიანდება თავის ტვინის სისხლძარღვის კედელი და ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის ქსოვილში ან მის სტრუქტურებში. არტერიულმა ჰიპერტენზიამ შეიძლება გამოიწვიოს იშემიური ინსულტიც(ტვინის მკვებავი არტერიების ძლიერი სპაზმის დროს, თუ სპაზმის მოხსნა არ მოხერხდა).
ათეროსკლეროზიზის გარდა ინსულტის მიზეზი შეიძლება იყოს სისხლძარღვდა თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები, დიაბეტი, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმლის პათოლოგიები და სხვა მრავალი მიზეზი რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ისე კი ცხოვრების ჯანსაღი წესი ყველაზე კარგი პრევენციაა როგორც ინსულტის ასევე სხვა მრავალი დაავადების თავიდან ასაცილებლად.
რაც შეეხება გენეტიკურ მიდრეკილებას ინსულტის მიმართ, თავად დაავადების მიმართ არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების მიმართ გენეტიკური განწყობა(მაგალითად არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტის, თირკმლის დაავადებების და სხვა). რომელთა გართულებასაც წარმოადგენს ინსულტი (როგორც იშემიური, ასევე ჰემორაგიული).
ეს მოკლედ ამ დაავადების შესახებ ვრცლად შეგიძლიად გაეცნოთ ნევროლოგიის ნებისმიერ სახელმძღვანელოში.


--------------------
მამული, ენა, სარწმუნოება.
MED
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 92983
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2009, 10:22  #14270453      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინსულტი

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.


ინსულტის გამომწვევი მიზეზები

ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია).


ინსულტის სახეები

განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს: ჰემორაგიულს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით და იშემიურს, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით. ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი.
იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს:
კისრის მსხვილი სისხლძარღვებისა და გულის სარქვლების ათეროსკლეროზული ფოლაქებიდან მოწყვეტილი ნაწილები; თრომბები, რომლებიც წარმოიქმნება სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე ( სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).


ინსულტის სიმპტომები

ჰემორაგიული ინსულტი განსხვავდება იშემიურისგან იმით, რომ ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი, ვინაიდან არტერიის კედელი ათეროსკლეროზის დროს არათანაბარი სისქისა და ზოგ ადგილას გათხელებულია. სისხლის დიდი წნევის გამო ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ასე წარმოიქმნება ჰემატომა. სისხლჩაქცევა, ასევე, შეიძლება მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში დარტყმის შეგრძნება, რომელიც ხანჯლის ჩარტყმით მიყენებულ უეცარ ტკივილს გავს. თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება განავითაროს გულყრა, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ტკივილისგან კვნესის, თავზე ხელები აქვს შემოჭდობილი, ხშირიად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაგრამ ჰემორაგიული ინსულტისაგან განსხვავებით, ასეთ პაციენტს, არ უვითარდება დამბლა.

იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული, ისინი ვითარდებიან თანდათანობით. ჰემორაგიული ინსულტის დროს გამოვლინებები უფრო ძლიერია: არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარზე და შემდგომ, ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება. ასეთი ინსულტის დროს ხშირად ვითარდება გულყრა, პათოლოგიური პროცესი ვითარდება სხეულის ერთ მხარეს, თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს. როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის, მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა, ირღვევა მეტყველება (აფაზია), თუ მარცხენა - შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა (არ ახსოვს ასაკი, სად იმყოფება, ვერ ცნობს ნათესავებს, თავს თვლის ჯანმრთელად და ა.შ.). იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს (კისრის კუნთების რიგიდობის გამო) და ფეხის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია ფეხის აწევა (ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო). ეს მოვლენები გამოწვეულია ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით, ამ სინდრომებს ეწოდება მენინგეალური სინდრომი.

თუ სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის ღეროში, ადამიანი გონზე მოუსვლელად იღუპება დააახლოებით 2 დღეში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, უმეტესად, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ: სიმძიმეების აწევის, მუხლზე ჯოხის გადატეხვის მცდელობისა და ნერვული სტრესის დროს, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის მომატება.

ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება უფრო საშიშია. იმის მიხედვით თუ რომელ მხარესაა დაზიანება, ვითარდება სისუსტე ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი, ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად 1 საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო, რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება, უმეტესად, არ აღინიშნება, პაციენტი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს და პაციენტი, ამიტომ, უნდა იქნეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს ერთი - ჰოსპიტალიზაცია (თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან ასაკოვანი და არ იმყოფება კომაში).


პირველადი დახმარება ინსულტის დროს

უპირველეს ყოვლისა ავადმყოვი მოხერხებულად უნდა მოთავსდეს საწოლში, განთავისუფლდეს შემბოჭველი ტანსაცმლისაგან და მაქსიმალურად მიეწოდოს სუფთა ჰაერი. პირის ღრუ პროტეზისაგან და პირნაღები მასისაგან განთავისუფლდეს. თავი და მხრები უნდა იყოს მოთავსებული რბილად, ბალიშზე, რათა არ მოიხაროს კისერი და არ გაუარესდეს სისხლის ნაკადი ხერხემლის არტერიაში.…ინსულტის განვითარების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, დაავადების განვითარების პირველი წუთები და საათები, სწორედ ამ დროს გაწეული სამედიცინო დახმარება არის ყველაზე ეფექტური.
ინსულტის დროს ავადმყოფის გადაყვანა ყოველთვის ხდება წოლით მდგომარეობაში, თუკი ეს არ არის მესამე სტადიის კომა. ავადმყოფები იშვიათად იღუპებიან უშუალოდ ინსულტისაგან, ინსულტს ხშირად თან ერთვის პნეუმონია და ნაწოლების განვითარება. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად უნდა მოხდეს ავადმყოფის გადაბრუნება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. უნდა დავიცვათ ჰიგიენური ნორმები. მოწესრიგებული უნდა იყოს კვება, საჭიროა გაიწმინდოს კუჭნაწლავი და ჩატარდეს გულმკერდის ვიბრაციული მასაჟი.


ინსულტის მკურნალობა

ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას (სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი).


ინსულტისშემდგომი რეაბილიტაცია

პირველ რიგში უნდა გაკონტროლდეს არტერიული წნევა, პულსი და დროულად უნდა იქნეს მიღებული ყველა რეკომენდირებული პრეპარატი. უნდა მოხდეს ტემპერატურის კონტროლი, ყურადღება უნდა მიექცეს გამოყოფილი შარდის რაოდენობას და კუჭ-ნაწლავის მოქმედებას. ყოველივე ამის გასაკონტროლებლად უნდა მოხდეს დღიურის წარმოება - ეს აუცილებელია მიმდინარე თერაპიის კორექციისათვის. თუ კუჭის მოქმედება სამი დღის განმავლობაში არ აღინიშნება, საჭიროა გაკეთდეს გამწმენდი ოყნა. თუ მოხდა შარდის შეკავება, ან ტემპერატურის მომატება აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს.

ავადმყოფი უნდა იწვეს ნათელ, ხმაურისაგან დაცულ ოთახში. საჭიროა ოთახის სველი წესით დამუშავება 1-2-ჯერ დღეში და რეგულარულად განიავება, მაგრამ ისე რომ, ორპირში არ მოხვდეს პაციენტი. ტემპერატურის ოპტიმალური რაოდენობაა +18-22C. საწოლი უნდა იყოს სწორი და მაგარი. თუკი პაციენტი ვერ აკონტროლებს თავის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს მას უნდა ჩააცვან პამპერსი. საჭიროების შემთხვევაში უნდა გამოიცვალოს თეთრეული (ვადმყოფი ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ საწოლის ერთ კიდეზე. გამოსაცვლელ ზეწარს ბინტივით დავახვევთ, მის ადგილზე დავაგებთ ახალ თეთრეულს (მასაც თავიდან ბინტის მსგავსად დახვეულს), შემდგომ გავშლით და გადმოვაბრუნებთ პაციენტს.

პაციენტს უტარდება სუნთქვითი ვარჯიშები დღეში რამდენიმეჯერ. ეს ვარჯიში უნდა გააკეთოს ყველა ავადმყოფმა მიუხედავად დაავადების სიმძიმისა. იმისათვის, რომ არ განვითარდეს ნაწოლები და პნეუმონია საჭიროა პაციენტის გადაბრუნება გვერდიდან გვერდზე 2-3 საათში ერთხელ. რეთვე, პაციენტს უტარდება მსუბუქი დარტყმითი ვარჯიშები, გვერდებზე და ბეჭების ქვეშ.

თუკი ავადმყოფს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა, საჭიროა 2-3-ჯერ დღეში ავაყენოთ, დავბანოთ, დროს კარგად უნდა დავუკვირდეთ რა მდგომარეობაშია ლორწოვანი გარსი და კანი. ავადმყოფი რეგულარულად გავასუფთავოთ ნამიანი პირსახოცით და შემდგომ გავამშრალოთ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, სუდნოს გამოყენებაც. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირის ღრუსა და შორისის ჰიგიენას. კონიუქტივიტის პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-3-ჯერ თვალში ალბუციდი ჩავაწვეთოთ.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთ ავადმყოფებს ხშირად ეცვლებათ ხასიათი. ისინი შეიძლება გახდნენ მტირალები, პასიურები, ან პირიქით, აგრესიულები. ხშირად უარესდება მეხსიერება, რის გამოც უჭირთ მიმდინარე მოვლენების დამახსოვრება. ბევრს ერღვევა მეტყველება. ირგვლივ მყოფნი პაციენტის ასეთ დგომარეობას უნდა მოეკიდნონ გაგებით, არ გაუბრაზდნენ პრეტენზიების გამო და მოარიდონ კონფლიქტებს. უნდა ესაუბრონ მის სურვილებზე, წაუკითხონ გაზეთები, წიგნები და სთხოვონ გაიმეოროს წაკითხული. ხშირად შეახსენონ, რომ დაასახელოს ირგვლივ არსებული საგნები. ჯანსაღი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ოჯახში, მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მისი ფუნქციების აღდგენას.

რეაბილიტაციის დროს მნიშვნელოვანია ავადმყოფის სწორი კვება. დიეტის კალორიულობა დაყვანილი უნდა იქნეს 2200-2500 კკ-მდე დღე-ღამეში, ძირითადად, ნახშირწ###ბისა და ცხოველური ცხიმების შემცირების ხარჯზე. მკვეთრად უნდა შემცირდეს ცომეულისა და შაქრის მოხმარება. უნდა ვეცადოთ მივცეთ მეტი ბოსტნეული და ხილი. კვების რაციონიდან გამოირიცხოს მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. სასურველია, ავადმყოფი იკვებოს 4-5-ჯერ დღეში და კალორიული საკვები მიიღოს დილისა და დღის საათებში.

ნებისიერ შემთხვევაში, თუ მოხდა ინსულტი, უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედების ნაწილი იღუპება და დაკარგული ფუნქციების სრულად აღდგენის საკითხი (მიუხედავად თავის ტვინის დიდი კომპესატორული ესაძლებლობებისა), ძალიან პრობლემატურია. დაკარგული ფუნქციებისა და უჯრედების აღდგენას სჭირდება დროის დიდი მონაკვეთი და შესაბამისი მედიკამენტების მიღებასთან ერთად საჭიროა კარგი მოვლა და ავადმყოფის სურვილი იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. საფუძვლიანი მკურნალობის წარმატებულობა დაკავშირებულია შესწავლის პროცესთან, ზუსტად ისე, როგორც სკოლაში: შეიძლება შეგვხვდეს მონდომებული და ნაკლებად მონდომებული, აქტიური და პასიური პაციენტი. ავადმყოფის დახმარება სწავლაში - ეს არის მედპერსონალის ძირითადი ამოცანა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ავადმყოფის აქტიურ სასიცოცხლო პოზიციას, პაციენტისა და მედპერსონალის მოქმედების თანმიმდევრობას შეუძლია ამ დაავადების ნარჩენი უარყოფითი მოვლენები დაიყვანოს მინიმუმამდე.

ინსულტი

This post has been edited by mtvareuli on 14 Jun 2009, 11:42


--------------------
MED.GE ქართული სამედიცინო პორტალი...
kriketi-1985
beacon of democracy


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3315
წევრი No.: 88593
რეგისტრ.: 11-April 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2009, 19:45  #17089328      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
PING
როგორაა მამაშენი?
მამაჩემს დაემართა სულ ცოტა ხნის წინ და ახლაც რეანიმაციაშია, ექიმები ამბობენ, 1თვის მანძილზე იქ უნდა იყოს და მერე პალატაშიც დაახლოებით
ამდენივე ხანი... პირველად დაემართა, თან შაქარი და წნევა დაერთო ერთდროულად და ამან უფრო გაამწვავა პროცესი, მარცხენა მხარე გაჩერებული აქვს მამაჩემსას და მეც სულსწრაფი ვარ, შედეგი დროზე მინდა! მაგრამ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება უნდა, როგორც გვითხრეს, რადგან გამოჯანმრთელება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, იმედია, რამე განსაკუთრებული ხერხები და მეთოდები არ იქნება სრული განკურნებისათვის, რადგან დიეტას და ღვინის აკრძალვას ისედაც ვერ გადაიტანს biggrin.gif
frida_kahlo
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1402
წევრი No.: 41955
რეგისტრ.: 15-September 07

გამოგზავნილია: 16 May 2010, 10:55  #19630670      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
denveri
MED

არ ვიცი რომელი ხართ ექიმი, დედაჩემს აქვს ინსულტი გადატანილი 1 ად, 75 წლისაა და უკვე ორი წელია, მარჯვენა მხარე ჰქონდა პარალიზირებული და ნაწილობრივ აღუდაგა. თან დიაბეტიანია ხო და ამ ხნის განმავლობაში ექიმი ამტასს ასმევს ბოლოს კუჭზე პრობლემები შეექმნა.


--------------------
They thought I was a Surrealist, but I wasn't. I never painted dreams, I painted my own reality.
Nensi_1988
Germany forever!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11239
წევრი No.: 45527
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 16 May 2010, 14:39  #19633768      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყველაზე მცირე ასაკი ინსულტისთვის რომელია?
zugeni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 551
წევრი No.: 104778
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 17 May 2010, 02:12  #19646148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Nensi_1988

ინსულტი ჩვეულებრივი ენით რომ ვთქვათ ტვინში სისხლის ჩაქცევაა. ძირითადად გამომწვევი მიზეზი ათეროსკლეროზია რაც ასაკში შესულ პირებს უფრო უვითარდებათ.

აგრეთვე შეიძლება იყოს ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გათხელება) ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალო დატვირთვის დროს გასკდეს.


--------------------
http://Televizori.ge
Nensi_1988
Germany forever!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11239
წევრი No.: 45527
რეგისტრ.: 2-November 07

გამოგზავნილია: 17 May 2010, 02:14  #19646170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
zugeni
QUOTE
აგრეთვე შეიძლება იყოს ანევრიზმა (სისხლძარღვის კედლის გათხელება) ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალო დატვირთვის დროს გასკდეს.


ანევრიზმას აქვს რამე სიმპტომები, რომ ადამიანმა მიხვდეს და იმკურნალოს სანამ დროა, თუ არ განიკურნება ეს? ამ ანევრიზმით 25 წლის მეგობარი გარდამეცვალა და ძალიან ცუდად ვარ დღემდე sad.gif
zugeni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 551
წევრი No.: 104778
რეგისტრ.: 12-November 09

გამოგზავნილია: 17 May 2010, 11:00  #19648089      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
Nensi_1988
სამწუხაროდ ანევრიზმის დიაგნოზი ძალიან ძნელია, შეიძლება არც ტომოგრამაზე გამოჩნდეს sad.gif
Ssalome
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3031
წევრი No.: 85556
რეგისტრ.: 27-February 09

გამოგზავნილია: 18 May 2010, 10:32  #19665741      · პროფილი · პირადი მიმოწერა
დიაბეტის და მაღალი წნევის ფონზე მამაჩემს დაემართა იშემიური ინსულტი მესამედ sad.gif

თავიდან მარცხენა მხარე წაართვა და მხედველობა/მეტყველება გაურთულდა, ეხლა ღვთის წყალობით და ტონა წამლებით მოძრაობა აღუდგა, მხედველობაც გამოუსწორდა შედარებით და მეტყველებაც, თუმცა მაინც მძიმედ ითვლება. sad.gif

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0415 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]