forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (79) « პირველი ... 6 7 [8] 9 10 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> კითხვა კარდიოლოგთან III
liverpool18
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 108
წევრი No.: 121424
რეგისტრ.: 22-September 10

გამოგზავნილია: 21 Nov 2012, 18:08  #34011523      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობა, იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ ჩემ შესახებ ვეცდები მოგიყვე...21 წლის ბიჭი ვარ, 16 წლის მერე რთული პერიოდი გამოვიარე და აქამდე ახლაც ასე ვარ იყო ერთი შემთხვევა რის მერეც პანიკური შეტევები, აკვიატებები, შიშები , ასეთი საშინელებები და ნერვოზიც მაქვს რათქმაუნდა(ზე ემოციური ვარ) ბოლო პერიოდამდე გული საერთოდ არ მაწუხებდა, არც ეხლა მაწუხებს ძაან მარა ხანდახან უსიამოვნო შეგრძნებები მქონდა...ხო და მთავარი ისაა რო ამდენი წლის სტრესულმა სიტუაციამ ჩაკეტილი ცხოვრება მომიტანა, ნაკლებ მოძრავი, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ნაკლებ მოძრავი კიბეებზე ასვლისას დაღლა ქოშინი ეგ კი არა ძალიან ადვილად ვიღლები ხანდახან სკამიდან ადგომის დროსაც მგონია სუნთქვა შემეკვრება და გულზე რაღაც დამემართება ნუ ეს შიშები. მივედი კარდიოლოგთან მომისმინა... კარდიოგრამა გადამიღო არაფერი საგანგაშოო საერთოდ არაფერი... ერთი ორი კვირის მერე ღამე ტკივილები მქონდა მეორე დღეს ისევ მივედი ვუთხარი... მომისმინა რო დავრწმუნდეო ისევ გადამიღო...ისევ არაფერი...მე მაინც ვერ ვმშვიდდები. ბოდიში რო გრძლად გამომდის მთავარს ახლა გეტყვი...მაგრად მაქ მობეზრებული ასე ყოფნა ძალიან მინდა ფიზიკური დატვირთვები დავიწყო ვიცი რო ბევრ რაღაცაში მიშველის მაგრამ მართლა ელემენტარული რაღაცებიც არ შემილია ხო გითხარი რამ შეილება დამღალოს მეთქი....დაწყებული მქონდა ყოველდღიური სიარული ფეხით 45 წუთი ნელ ნელა ეგება გამოვიდე მეთქი მაგრამ იმის მაგივრად რო ნელ ნელა უკეთესობა იყოს გათენდება მეორე დღე და ერთი ორი ნაბიჯით უკან ვარ ისევ... შეილება 3 წუთის სიარულმაც დამღალოს...თან შიში მაქვს რო ეს ჰაერი მაგ დროს არ მყოფნის გულზე რამე მომივა საშინელებაა მგონია ვეღარ ამოვისუნთქებ.. მსმენია რაღაც ფიზიკური დატვირთვის ტესტზე მარა ნუ იმდენად შევაწუხე მშობლები ეხლა კიდე რო ეგ ვუხსენო მარწმუნებენ არაფერი გჭირსო მარა ოდესმე ხო უნდა დავიწყო ეს დატვირთვა....დაწყებულიც მქონდა მაგრამ წინ ვერ მივდივარ პროგრესისკენ აი ხო ხვდები...არადა როგორ მინდა ის სიჯანსაღე დავიბრუნო ისევ ...უბრალო დატვირთვაზეც კი საშინელი შიში მაქვს რო ვეღარ ამოვისუნთქებ იქნებ რამე რჩევა მომცე , მადლობ წინასწარ...............პ.ს. ხო აქამდე სისხლის ანალიზები და ფარისებრი ჯირკვალიო ჰორმონებიო რავიცი აღარც მახსოვს ყველაფერი მაქ გაკეთებული მარა პრობლემა არაფერზე ყოფილა..... ნუთუ გულის ბრალი არარი რაც მე მაწუხებს?

This post has been edited by liverpool18 on 21 Nov 2012, 18:11
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 22 Nov 2012, 23:03  #34030724      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
mata4
თუ მხოლოდ ეს ნიშანია ნაკლებად სავარაუდოა რომ კარდიოლოგიური მიზეზი იყოს.
ექოკარდიოსკოპია და კრეატინინის ანალიზი გააკეთეთ და საჭიროებისამებრ თერაპევტს მიმართეთ.
* * *
liverpool18
მაღალი ალბათობით ჯანმრთელი ხართ.
ამ საკითხში ბოლომდე დასარწმუნებლად ექოკარდიოსკოპია და ფიზიკური დატვირთვის ტესტი ჩაიტარეთ.


--------------------
– ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია © შოთა
– სამაგიეროდ, - ჩემში რაც არი, - სხვისი არაა ერთი მისხალი © მუხრანი
– ვიცი, ერთხელ რაც მე უნდა ვთქვა, სხვა ვერავინ, ვერასოდეს იტყვის! © სულაკაური
– Only Evidence Based Medicine
– QRS-ში ჩაფლული...
newsgirl
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 197
წევრი No.: 152710
რეგისტრ.: 5-August 12

გამოგზავნილია: 23 Nov 2012, 14:16  #34037575      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
http://en.wikipedia.org/wiki/Sudden_unexpe..._death_syndrome
ამ სინდრომის შესახებ რა ინფორმაციას ფლობთ? გთხოვთ მიპასუხოთ, ვინმეს თუ გაქვთ დეტალური ინფორმაცია, მის გამომწვევ მიზეზებზე ან პრევენციაზე.
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 25 Nov 2012, 00:12  #34059216      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
newsgirl
ზოგადად უეცარი სიკვდილი ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული.
უეცარი სიკვდილის ძალინ დიდი წილი (დაახლოებით 88%) კარდიოლოგიური მიზეზით ხდება.
კარდიოლოგიური მიზეზიც სხვადასხვა შეიძლება იყოს.
უხშირესად მისი პრევენცია კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციაა.

თუ კონკრეტულად რომელიმე დაავადებაზე/სინდრომზე (როგორც უეცარი სიკვდილის მიზეზე) გსურთ დეტალური ინფორმაციის მიღება დაწერეთ და შევეცდები გიპასუხოთ.
ასე ზოგადად უეცარი სიკვდილის დეტალური განხილვა შეუძლებელია.
თუ ინგლისურად კითხულობთ და ამ საკითხით დაინტერესებული ბრძანდებით შემიძლია პროფესიული ლიტერეატურა მოგაწოდოთ.
Blec
долбанная стерва


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5774
წევრი No.: 92994
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 25 Nov 2012, 17:24  #34066809      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
zviadcardio
კარგი კარდიოლოგი სადაა ხო ვერ მეტყვით?
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 25 Nov 2012, 21:51  #34070952      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
BLeK
PM შეამოწმეთ.
_______________________
IMPR0VED
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 143599
რეგისტრ.: 25-February 12

გამოგზავნილია: 27 Nov 2012, 01:14  #34088946      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
რა მაინტერესებს! ძალიან გთხოვთ განმიმარტოთ ზუსტად ვინც იცით რა!!! ე.ი ,,კუმშვადი მიოკარდიუმის მოსვენების მემბრანული პოტენციალი -90 მილივოლტია''-ანუ ამ წინადადებაში -90მილივოლტი რას მიუთითებს? ანუ რატო არის მინუსი ერთი კითხვა,მეორე თუ რაღაც მუხტის მატარებელია,როგორ არის მოსვნებულ მდგომარეობაში? და საერთოდ კუმშვადი რო იყოს პოტენციალთა რა სხვაობაა საჭირო.... ბოდიშს გიხდით კარგად ვერ განვმარტავ შეიძლება,იმედია გაგებით მოეკიდებით ამას და მიხვდებით ჩემი შეკითხვის არსს.P.S. ე.კ.გ.-ს ვსწავლობ საკუთარი ინიციატივითა და ,,ძალებით'',ამიტომაც დავპოსტე აქ.
Just_smile
Львенок Ррр-мяу


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3521
წევრი No.: 134162
რეგისტრ.: 26-July 11

გამოგზავნილია: 27 Nov 2012, 23:58  #34101077      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
რამდენად შესაძლებელია ეს სიმპტომები უბრალოდ ნერვოზის შედეგად იყოს გამოწვეული? cry.gif
როგორ მივხვდე, რომ გულის შეტევა მაქვს ?
გულის შეტევაზე ეჭვი უნდა მიიტანოთ, თუ გაქვთ:
§ მწვავე ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ ჰაერის უკმარისობა რამდენიმე წამზე მეტხანს;
§ გულისრევის შეგრძნება რამდენიმე წამზე მეტხანს.


--------------------
Котёнок :love:
--
Smile and maybe tomorrow
You'll find that life is still worthwhile
If you just smile :)
--
В мире так много баб с которыми можно спать, и так мало женщин с которыми можно разговаривать © Ernest Hemingway
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 00:37  #34101795      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
IMPR0VED
შევეცდები მარტივი პასუხი გაგცეთ. მუხტის პოლარობა და სიდიდე განისაზღვება უჯრედის მემბრანის შიგნით და გარეთ ანიონებისა და კათიონების განლაგების მიხედვით. მოსვენების მემბრანული პოტენციალი სხვადასხვა უჯრედში განსხვავებულია და ჩვეულებრივ -60 -95 ის ფარგლებში მერყეობს.
ეს ყველაფერი შესაძლოა უფრო ადვილად ამ ანიმაციის ხილვით აღიქვათ:
http://outreach.mcb.harvard.edu/animations...ntial_short.swf
QUOTE
და საერთოდ კუმშვადი რო იყოს პოტენციალთა რა სხვაობაა საჭირო..

მოქმედების პოტენციალი იწყება სწრაფი დეპოლარიზაციის ფაზით ანუ ხდება ნატრიუმის არხების გახსნა და მუხტი ხდება დადებითი.

Just_smile
QUOTE
რამდენად შესაძლებელია ეს სიმპტომები უბრალოდ ნერვოზის შედეგად იყოს გამოწვეული? 
როგორ მივხვდე, რომ გულის შეტევა მაქვს ?
გულის შეტევაზე ეჭვი უნდა მიიტანოთ, თუ გაქვთ:
§ მწვავე ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ წვის შეგრძნება გულმკერდის არეში;
§ ჰაერის უკმარისობა რამდენიმე წამზე მეტხანს;
§ გულისრევის შეგრძნება რამდენიმე წამზე მეტხანს.

ასეთი ჩივილები შეიძლება ჰქონდეს კარდიოლოგიურ პაციენტს და კარდიოლოგიურად პრაქტიკულად ჯანმრთელ პაციენტსაც.
მხოლოდ ამ ნიშნებით ცალსა პასუხის გაცემა შეუძლებელია,
Blec
долбанная стерва


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5774
წევრი No.: 92994
რეგისტრ.: 5-June 09

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 14:19  #34106712      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
zviadcardio
გმადლობთ ვნახე
IMPR0VED
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 79
წევრი No.: 143599
რეგისტრ.: 25-February 12

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 17:15  #34109108      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
QUOTE (zviadcardio @ 28 Nov 2012, 00:37 )
IMPR0VED
შევეცდები მარტივი პასუხი გაგცეთ. მუხტის პოლარობა და სიდიდე განისაზღვება უჯრედის მემბრანის შიგნით და გარეთ ანიონებისა და კათიონების განლაგების მიხედვით. მოსვენების მემბრანული პოტენციალი სხვადასხვა უჯრედში განსხვავებულია და ჩვეულებრივ -60 -95 ის ფარგლებში მერყეობს.
ეს ყველაფერი შესაძლოა უფრო ადვილად ამ ანიმაციის ხილვით აღიქვათ:
http://outreach.mcb.harvard.edu/animations...ntial_short.swf
QUOTE
და საერთოდ კუმშვადი რო იყოს პოტენციალთა რა სხვაობაა საჭირო..

მოქმედების პოტენციალი იწყება სწრაფი დეპოლარიზაციის ფაზით ანუ ხდება ნატრიუმის არხების გახსნა და მუხტი ხდება დადებითი.

მადლობთ,საკმაოდ ინფორმატიული ანიმაციაა,ძალიან მომეწონა!
მუსხტის პოლარობა(ანუ დადებითი მუხტისკენ იყოს პოლარიზებული თუ უარყოფითისკენ,ანუ რომელი მუხტის მატარებელი იონი უფრო მეტია უჯრედის გარე და შიდა ზედაპირებს შორის(მგონი ამას უნდა ნიშნავდეს)) გასაგებია. მაგრამ როდესაც დავუშვათ გვაქვს მოსვენების მემბრანული პოტენციალი -90 ეს რას ნიშნავს? კათოდთა რაოდენობაა პირობითად 90ია და უარყოფითი მუხტისკენაა პოლარიზებული,რაღაც 90ერთეულითაა დადებით მუხტებზე მეტი თუ რა?
ბოდიშს გიხდით,დარწმუნებული ვარ ბევრ სისულელეს ვლაპარაკობ,მაგრამ ეს ლაპარაკი ემსახურება გადმოგცეთ ის მომენტი ,რომლის არსსაც კარგად ვერ ვგებულობ თუ ვერ გავიგე და დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო...
roro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 156381
რეგისტრ.: 24-November 12

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 17:31  #34109305      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამ ბოლო დროს მაქვს მაღალი წნევა, ასაკით 51წლის ვარ. შეიძლება თუ არა ეს გამოწვეული იყოს კლიმაქსით?
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 28 Nov 2012, 19:02  #34110656      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
roro
ზოგადად წნევის ზომიერი მატება ამ ასაკში მოსალოდნელია და არ არის აუცილებელი რამე კონკრეტული მიზეზი ჰქონდეს.
პოსტმენოპაზური ("კლიმაქსური") მდგომარეობა შეიძლება ხელს უწყობდეს არტერიული წნევის ცვალებადობას.
ყველა შემთხვევაში კარდიოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
* * *


IMPR0VED

QUOTE
მაგრამ როდესაც დავუშვათ გვაქვს მოსვენების მემბრანული პოტენციალი -90 ეს რას ნიშნავს? კათოდთა რაოდენობაა პირობითად 90ია და უარყოფითი მუხტისკენაა პოლარიზებული,რაღაც 90ერთეულითაა დადებით მუხტებზე მეტი თუ რა

დიახ, ანუ სხვაობა/მუხტის გრადიენტი შეადგენს -90-ს.

This post has been edited by zviadcardio on 28 Nov 2012, 19:05
tomatoma814
ხეს ადამიანზე ლამაზად შეუძლია სიცოცხლე


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 447
წევრი No.: 110564
რეგისტრ.: 26-January 10

გამოგზავნილია: 2 Dec 2012, 20:28  #34164407      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
პულსი თითქმის სულ 90 ზემოთ 100-მდე მაქვს (ხშირად მეტიც) წლების განმავლობაში. 33-ის ვარ.3- 4 წელია კარდიოგრამა არ გადამიგია.მანამდე ტაქიკარდიაა მითხრეს.ნევროზის ამბავია,შფოთვითი აშლილობა,ლაბილური ემოცია,ვეგეტოდისტონია და მსგავსი სიტყვები უთქვიათ ჩემთვის..ხოდა რა მაინტერესებს ეხლა არც კი ვიცი.როგორ ვიცოცხლო ჯანმრთელად და 105 წელი.მინდა ჯანმრთელობა გავიუმჯობესო,საიდან დავიწყო.


--------------------
ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ, რომ ღატაკნი ვართ, არამედ ღატაკნი მიტომ ვართ, რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია, ყოვლის უწინარეს, აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”. ა.ბაქრაძე

ომი მშვიდობაა
მონობა თავისუფლებაა
უმეცრება ძალაა
ნაცმო.
zviadcardio
ვინმე მესხი, არტანუჯელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2809
წევრი No.: 14847
რეგისტრ.: 25-November 05

გამოგზავნილია: 2 Dec 2012, 21:49  #34165719      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
tomatoma814
90-დან ასამდა პულსი ზოგადად კატასტროფა არ არის.
სასურველია თუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას შეიმოწმებთ.

რაც შეეხება ჯანმრთელი ცხოვრების წესს:
1. ზომიერი ფიზიკური აქტიურობა
2. მოწესრიგებული კვება (საჭიროებისამებრ წონის კლება) უპირატესობა უნდა მიენიჭოს თევზეულს და ხილ-ბოსტნეულს
3. თამბაქოს აკრძალვა, ალკოჰოლის შეზღუდვა.

კარდიოლოგიური პროფილაქტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები რეკომენდებულია (სტანდარტულად): მამაკაცებისთვის 40 წლის ზემოთ და ქალბატონებისათვის პოსტმენოპაუზურპ ერიოდში
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (79) « პირველი ... 6 7 [8] 9 10 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0714 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]