გამოგზავნილია: 23 Sep 2012, 15:29 #33134134 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ შავ დღეში ვარ, ვერაფრით დავამარცხე ფსიქიკური აშლილობა, ოღონდ არ მკითხოთ რა მჭირს, იმიტომ რომ ამას ვერ ახსნი, საშინელებაა. მთავარია, რომ უკვე სასოწარკვეთილების ზღვარზე ვარ, ვინაიდან უკვე 3 წელია ვებრძვი ამ დაავადებას და ვერ დავამარცხე, რა არ ვცადე, ფსიქოტროპული წამლები, ეკლესია, ვირივით მუშაობა, არაფერი შველის. ბოლო იმედია, რომ შეიძლება ფსიქიატრი არ გამომადგა კარგი და უკეთესმა მიშველოს, ისევ მეცნიერული მეთოდით თუ დამარცხდება იგი, თორე სხვა გამოსავალი არ არის.
თბილისი დიდი ქალაქი არაა, არც ბევრი ფსიქიატრია, მაგრამ თუ გსმენიათ კარგი ექიმის შესახებ, გთხოვთ, დამაკვალიანოთ ან თვითონ ექიმები გამომეხმაურონ. ისეთი ადამიანი მინდა, ვინც ფულზე კი არ იქნება დახარბებული, არამედ მომისმენს და კარგად გაანალიზებს ჩემს სიმპტომებს. რაც მთავარია, მან უნდა ამიხსნას, რა გზით აპირებს ჩემს მკურნალობას და რატომ; დაავადების არსში და წამლებში მეც გავერკვიე და ზუსტად მინდა ვიცოდე, რა ეფექტის მქონე წამლებს დავლევ. წამლებს თავი ძლისვს დავანებე (1 წელი ნელ-ნელა ვაკლებდი) და ახლიდან ბრმად დაწყებას არ ვაპირებ, ესეც საშინელებაა.
ისიც ვიცი, რომ ფსიქიკური დაავადებების მკურნალობა ძალიან მცოდნე ქართველმა თუ უცხოელმა ფსიქიატრებმაც კი არ იციან ბოლომდე, მაგრამ იმედი მაქვს რომ ფსიქიატრთან ერთობლივი მუშაობით, პრობლემის გაანალიზებით, რაღაც გამოსავლამდე მივალთ; მე სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს.
|