ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN)1981 წლის შემდეგ გამოშვებულს ყველა ავტომობილს აქვს უნიკალური 17 სიმბოლოიანი ავტომობილის საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN). VIN კოდი ბევრ და მნიშვნელოვან საკითხებში გამოიყენება, მათ შორის კონკრეტული ავტომობილის ისტორიიდან მნიშვნელოვანი ცნობების მოსაპოვებლად. VIN-ს ასევე აქვს სხვა მრავალი გამოყენება. მაგალითად, სერვის მაღაზიები იყენებენ ვინ კოდს ავტომობილის მწარმოებლის მიერ დამონტაჟებული ძრავის, ტრანსმისიის და სამუხრუჭე სისტემების იდენტიფიკაციისთვის, რომ შეძლონ ავტომობილის გამართულად მომსახურება. კანონდამცავი ორგანოები იყენებენ VIN კოდს მოპარული ავტომობილების და ნაწილების აღმოსაჩენად და დასაბრუნებლად. ავტო მწარმოებლები VIN კოდს იყენებენ გამოხმაურებების დახმარებით უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად.
VIN კოდის მოძებნაVIN კოდი მანქანაში რამოდენიმე ადგილზე მდებარეობს, მაგრამ ყველაზე ხშირად ბამპერზე (თქვენ შეგიძლიათ ნახოთ VIN კოდი ასევე საქარე მინაზე) და მძღოლის მხარეს კარის ჩარჩოს სტიკერზე . ზოგ ავტომობილზე VIN კოდი ასევე განთავსებულია ძრავზე, hood-ზე და სხვა ავტო ნაწილებზე. VIN კოდი ასევე ჩაწერილია ავტომობილის საბუთებში, ავტომობილის ტექ. პასპორტში, სადაზღვევო პოლისში და პოლიციის ჩანაწერებში. სიმბოლოები VIN კოდში შეიცავს ინფორმაციას ავტომობილის გამოშვების წელის, მწარმოებლის, მოდელის, გამოშვების ადგილის და სხვ. VIN კოდის დეკოდირება ნიშნავს ამ სიმბოლოების გაშიფვრას. VIN კოდი ასევე გამოიყენება CARFAX-ის, AUTOCHECK-ის და სხვა ბაზებიდან ავტომობილის ისტორიის ამონაწერის მისაღებად.
VIN დეკოდერებიამერიკული და კანადური მანქანებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ბმული
http://vin.ge/ (აქვე იხილავთ, თუ რამდენი ჩანაწერია თქვენი მანქანის შესახებ კარფაქსის ან აუტოჩეკის ბაზაში)
ევროპული ავტომობილებისთვის
http://vin.ge/?action=producedateევროპული, ამერიკული და იაპონური ავტომობილების რეალური გამოშვების (და არა სამოდელო) წლის დადგენა:
http://vin.ge/?action=producedateავტომობილის ისტორიის შემოწმებარატომ არის აუცილებელი ავტომობილის ისტორიის შემოწმება?
უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში გამუდმებით შემოდის ავტომობილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სამწუხაროდ მათი 99% არის მეორადი ავტომობილი, რომლებსაც ძალიან სერიოზული დაზიანებები აქვთ მიღებული. ახლა თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ საყიდლად ამორჩეული ავტომობილის შესახებ სრული ინფორმაცია და დაინახოთ მისი რეალური მდგომარეობა. ნახმარი ავტომობილის შეძენისას ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილის ყველა დეფექტი ისეა დაფარული, რომ შეუძლებელია მათი ვიზუალურად აღმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, იმისათვის რომ თქვენ კარგი წარმოდგენა შეგექმნათ ავტომობილზე ხდება ავტომობილის ოდომეტრის ჩვენების შეცვლა. ნებისმიერი გამყიდველი შეეცდება დაგიმალოთ ავარიის შესახებ ინფორმაცია რომელშიც ავტომობილია მოხვედრილი. როგორც წესი ასეთი ავტომობილის შეძენისას თქვენ ძლიერ იმედგაცრუებული რჩებით, რადგან მისი მუდმივი რემონტი ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თვითონ ავტომობილი.
Carfax და AutoCheck გთავაზობთ ავტომანქანის შესახებ შემდეგ ინფორმაციებს:ავარიები
დაზიანება
აღდგენილი
ხანძრით დაზიანება
პრობლემები
ძარის დაზიანება
Lemon
აუქციონის ცნობა
წყლით დაზიანება
ჩამოყრილი გარბენი
საეჭვო გარბენი
შემთხვევები
მოპარული
პოლიციის, ტაქსის ან ავტოპარკის მანქანა
ასევე, ჩატარებული სერვისები და სხვადასხვა ნაწილების შეცვლის ან შეკეთების შესახებ ინფორმაცია
ტერმინები და განმარტებები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://vin.ge/?action=cterms (კარფაქსი) და აქ
http://vin.ge/?action=aterms (აუტოჩეკი)
სანამ იყიდი ავტომობილს...
ჩვენ დავნერგეთ საქართველოში პირველად, ავტომობილის ისტორიის ამონაწერი ქართულ ენაზე!ინგლისური ამონაწერი იმდენ სპეციფიურ ტერმინს შეიცავს და იმდენად რთულია გასაგებად, განსაკუთრებით როცა პირველად გაქვს შეხება, რომ თითქმის ნახევარი გაუგებარი რჩებოდა მომხმარებლისთვის.
ავტომობილთან დაკავშირებული სხვა სერვისები:
კონტეინერის შემოწმება
განბაჟების კალკულატორი (განახლებული ტარიფებით)
ტრანსპორტირების კალკულატორი
ავტომობილის გამოშვების წლის დადგენათქვენთვის საინტერესო კითხვები შეგიძლიათ დასვათ ამ თემაში და ჩვენ ვეცდებით გიპასუხოთ ამომწურავად.ეს საიტებიც ეწეროს
VIN.DRIVE.GE VININFO.GE This post has been edited by Gio707 on 12 Apr 2011, 20:28