forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) [1] 2 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საპატრულო ჯარიმები ნახევრდება
mais
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1593
წევრი No.: 35677
რეგისტრ.: 30-May 07

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 19:39  #38503410      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ნასვამ მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ.

"ეროვნული ფორუმის" მიერ მომზადებული მეორე ინიციატივით, საპატრულო ჯარიმები ნახევრდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, წელიწადში მინიმუმ 40 ათასი მძღოლი ჯარიმდება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, სიკვდილიანობით დასრულებულ ავტოსაგზაო შემთხვევაში კი 100-დან 99-ჯერ ალკოჰოლური სასმელი იყო მიზეზი.

ჯარიმების გადახდის ვადა ერთიდან 3 თვემდე იზრდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, 40-ის ნაცვლად 20 ლარიანი ჯარიმა გაფორმდება. საჯარიმო სანქციები მცირდება სიჩქარის გადაჭარბებისა და შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესის დარღვევის შემთხვევაშიც. 15 კმ/სთ-ზე მეტით სიჩქარის გადაჭარბება 75 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სიჩქარის გადაჭარბების შედეგად საავარიო ვითარების შექმნის ან მოძრაობის შეფერხების დროს, 250-ის ნაცვლად მძღოლს 150 ლარის გადახდა მოუწევს. გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან მანევრირების წესის დარღვევისთვის განსაზღვრული 50 ლარიანი სანქცია 20 ლარზე ჩამოდის. პრიორიტეტული ან ამკრძალავი ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასვლის წესის დარღვევა და გავლის უპირატესობის მქონე ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა მძღოლს 50-ის ნაცვლად, 30 ლარი დაუჯდება. ნახევრდება 100 ლარიანი ჯარიმა შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთასა და ამ დარღვევის განმეორებაზეც.

აღსანიშნავია, რომ საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი შედის.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6649&la...%83%91%E1%83%90
Formula_M
Find Peace In Your Mind


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2834
წევრი No.: 136726
რეგისტრ.: 7-October 11

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 19:43  #38503461      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სიმთვრალეზე კარგი ქნებს რო ჩამორთმევით შეცვალეს. აქუს წამოწყებაა ეს პროექტი, ცვეტში givi.gif მაგარი კაცია. შეაწუხეს ალბათ ჯარიმებმა

This post has been edited by Formula_M on 25 Oct 2013, 19:45


--------------------
Long Way to "Dakar"
The Most Worthwhile Thing in life is Freedom
The Secret to Freedom and Success Is Time
who is faster, the first is on the hill
But Harder to Breathing at High Altitude
''Being second is to be the first of the ones who lose''
Zura_SX
უბისა


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2719
წევრი No.: 123978
რეგისტრ.: 21-November 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 22:53  #38506082      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · im · aim · yim · msn
არანაირი ჯარიმა არ უნდა შეამცირონ ერტადერთი მომენტია ზოგ ადგილას სიჩქარე უნდა გაზარდონ და კამერები გაასაიდუმლოვონ. ლოთების და ბრადიაგობის ჯარიმა უნდა გაათმაგონ


--------------------
დრონი მეფობენ და არა მეფენი !!!...
Fredy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8535
წევრი No.: 64912
რეგისტრ.: 18-June 08

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 22:59  #38506181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
დაბურულ შუშებზე კიდე არაფერს წერენ?


გააუქმეთ ან აუწიეთ პროცენტებს mad.gif mad.gif


--------------------
Copyright © 2009 Brothers Corporation. All rights reserved.

მე მეამაყება, რომ ვარ ქართველი!
quattro
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4467
წევრი No.: 114553
რეგისტრ.: 25-April 10

გამოგზავნილია: 25 Oct 2013, 23:25  #38506575      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
არანაირი ჯარიმა არ უნდა შეამცირონ

+100000000
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ნახირივით დადის სასტავი ,ვისი ვისაშია ვინ სად უხვევს,მაშუქი,ფარები,ღერძულა,ამკრძალავი ნიშნები-ყველანაირი წესი იმენა ახატია უმეტესს და მაგათ კიდე შემცირება უნდა ჯარიმების ,რაცაა ის კიდია ყველას და facepalm.gif

არ გინდა დაჯარიმება?ნუ დაარღვევ

პატრულის მხრიდან კიდე პირიქით კონტროლი უნდა გაიზარდოს და ყველა დამრღვევი აჯარიმონ """ყველა""" კანონი ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს


This post has been edited by quattro on 25 Oct 2013, 23:27
Fredy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8535
წევრი No.: 64912
რეგისტრ.: 18-June 08

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 00:59  #38507785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
quattro
QUOTE
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ხელფასი გაგეზარდა ძმა? biggrin.gif
ed-222
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1588
წევრი No.: 120143
რეგისტრ.: 27-August 10

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 01:10  #38507889      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Fredy @ 26 Oct 2013, 00:59 )
quattro
QUOTE
შემცირება კიარა გაზრდა უნდა ჯარიმებს და მეტი კონტროლი პატრულისგან

ხელფასი გაგეზარდა ძმა? biggrin.gif

+1 biggrin.gif .........................................................................


--------------------
никто не умрет девственником... жизнь всех поимеет

e38 M-sport
axlguns
November Rain


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7746
წევრი No.: 41631
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 01:19  #38507979      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
დაბურულ შუშებზე კიდე არაფერს წერენ?


გააუქმეთ ან აუწიეთ პროცენტებს

ყველაფერზე ლაპარაკობენ ამის გარდა mad.gif


--------------------
მე ძალიან მიყვარს იტალია — ღვთაებრივი ლაჟვარდის ქვეყანა... (c)გრიშა
,,ღმერთმაარიცისრატომ ჩემპიონები"- გერმანიის ფანი იტალიაზე.......

Forza
system32
Users Awaiting Email Confirmation


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3829
წევრი No.: 8477
რეგისტრ.: 26-January 05

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 01:28  #38508050      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
წელიწადში მინიმუმ 40 ათასი მძღოლი ჯარიმდება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო

QUOTE
ნასვამ მძღოლს 200 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, მართვის უფლებას ნახევარი წლით ჩამოართმევენ.

გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე givi.gif


--------------------
BMW 530D E60
lilu777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2450
წევრი No.: 44221
რეგისტრ.: 17-October 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 16:14  #38511998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თუ სიჩქარეზე დაჯარიმდი მაგრამ არც სმს მოგსვლია და არც რაიმე წერილი სახკში. გავიდა 3 თვე მაინც დაგაჯარიმებენ? ჯარიმებს არააქვს რაიმე ვადა?


--------------------
Always laugh when you can. It is cheap medicine.

Lord Byron
axlguns
November Rain


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7746
წევრი No.: 41631
რეგისტრ.: 11-September 07

გამოგზავნილია: 26 Oct 2013, 17:36  #38512849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
system32
QUOTE
გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე

გზებიც განიტვირთებააააააა gigi.gif
quattro
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4467
წევრი No.: 114553
რეგისტრ.: 25-April 10

გამოგზავნილია: 29 Oct 2013, 01:02  #38543768      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Fredy
QUOTE
ხელფასი გაგეზარდა ძმა?

არ ვარღვევ უბრალოდ, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრი სიარული მიწევს ყოველდღიურადalk.gif
B-E-R-U
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18279
წევრი No.: 131806
რეგისტრ.: 28-May 11

გამოგზავნილია: 29 Oct 2013, 01:07  #38543816      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE (axlguns @ 26 Oct 2013, 17:36 )
system32
QUOTE
გამოდის რომ 40 000 მძღოლი დარჩება მომავალ წელს მართვის მოწმობის გარეშე

გზებიც განიტვირთებააააააა gigi.gif

თუ ნასვამები დადიან, უპრავოდაც ივლიან biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
crv777
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4433
წევრი No.: 117663
რეგისტრ.: 26-June 10

გამოგზავნილია: 29 Oct 2013, 01:16  #38543922      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
საპატრულო ჯარიმები ნახევრდება

ეს კი კარგია, მაგრამ.......
QUOTE
აღსანიშნავია, რომ საპატრულო ჯარიმებიდან ბიუჯეტში, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი შედის.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=6649&la...%83%91%E1%83%90

რა 8 მილიონი , ან რა დროში.....
ეს ნახეთ ბოლო 6 თვის მონაცემებია, ვის აბოლებენ ამ რვა მილიონით, ამათი ტრუხა სტატისტიკა დედა ვატირე......

აი რას პარსავენ ხალხს, კამერებიც კი თავიაანთ ნებაზე აქვთ დაყენებული, კარგაგ მახსოვს აეროპორტის გზაზე 90-ით მშვიდად მივდიოდი და კამერის ჯარიმა მომივიდა 100კმ იყო დაფიქსირებული
საბურავები ქარხნული სტანდარტია და ცდომილება გამორიცხულია, დიდი მახეა რა mad.gif
ხალხის კისერზე დასვეს სახელმწიფო ბიუჯეტი ამხელა უსამართლობით
6 თვეში გაცემული 31,106,828 ლარის ჯარიმა

This post has been edited by crv777 on 29 Oct 2013, 01:21


--------------------
=======================
..::HONDA LOVERS CLUB::..
=======================
http://sendfile.su/888343

Fredy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8535
წევრი No.: 64912
რეგისტრ.: 18-June 08

გამოგზავნილია: 29 Oct 2013, 01:52  #38544217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (quattro @ 29 Oct 2013, 01:02 )
Fredy
QUOTE
ხელფასი გაგეზარდა ძმა?

არ ვარღვევ უბრალოდ, მიუხედავად იმისა რო ძალიან ბევრი სიარული მიწევს ყოველდღიურადalk.gif

ეჰჰ ჩემო ილო, ბევრისგან გამიგია ეგ ფრაზა და შეუმჩნეველი კამერის მიერ დაწერილი ჯარიმების შემდეგ სხვანაირად ჭიკჭიკებენ ხოლმე.


არც მე ვარღვევ ძმა მარა ყველა კამერის და რადარის დედაც მოვდ###ნ. მითუმეტეს ამხელა ჯარიმების!!!



ჯერ ხელფასების რაოდენობას გადახედონ და მერე ჯარიმებისას.

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) [1] 2 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0346 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]