დიდი მადლობა შრომის შეფასებისათვის. მინდა დაგარწმუნოთ რომ საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს გააუმჯობესოს სიტუაცია და დააკმაყოფილოს მგზავრები, ფაქტია, რომ ზოგჯერ ეს გამოდის, ზოგჯერ კი არა, თუმცა გასაუმჯობესებლად ყველაფერი კეთდება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრია ხელშემშლელი ფაქტორები...
1) რაც შეეხება მარაბდა-კარწახის რკინიგზას, ამ პროექტს არ ახორციელებს საქართველოს რკინიგზა, არანაირი იურიდიული ურთიერთობა არ აქვს ამ ორ სუბიექტს ერთმანეთთან, შესაბამისად მე ვერ მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაციას. თუმცა დაზუსტებით ვიცი, რომ სამუშაოები მიმდინარეობს კარწახი-ახალქალაქის მონაკვეთზე, ხოლო გაზაფხულიდან დაიწყება მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები (ეხლა ამ მონაკვეთზე თოვლია და შეუძლებელია მუშაობა) .
2) თბილისის ცენტრალზე სამუშაოებს არ აწარმოებს საქართველოს რკინიგზა და შესაბამისად ეს ჩვენ არ გვეხება. თუმცა ჩვენი ნაწილი სადაც ხორციელდება ბილეთების გაყიდვა უკვე გახსნილია და ნაწილობრივ ფუნქციონირებს (დარჩენილია მოსაცდელი დარბაზი, რომელიც უახლოეს მომავალში გაიხსნება). მგზავრების უკეთესი მომსახურებისათვის ბილეთები ასევე იყიდება ე.წ. პერონზე, დროებით სალაროებში, მაგრამ ეს დროებითია...
3) აეროპორტის ბილეთები სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით არ არსებობს ელექტრონული, რადგან ის განეკუთვნება საგარეუბნო ანუ ე.წ. ელექტრიჩკას, რომლის ბილეთების გაყიდვა ხორციელდება განსხვავებული მეთოდით, ვიდრე საქალაქთაშორისო მატარებლების, თუმცა პერსპექტივაში დაგეგმილია ამ ორი სისტემის ინტეგრირება და შესაბამისად შესაძლებელი იქნება აეროპორტის ბილეთების ელექტრონული სახით შესყიდვა.
4) ბაკურიანის მატარებელის შეფერილობასთან დაკავშირებით არ ვარ კომპეტენტური, თუმცა შევეცდები სურათები ვანახო საჭირო პიროვნებებს