კარგის, ახლის და გამოსაყენებლის (გინდ აეროპორტი იყოს და გინდ სხვა რამ) წინააღმდეგი ვინ არის ნეტა? ამაზე კი არ არის საუბარი.
საუბარი იმაზეა, რომ მაქსიმალურად ობიექტურები ვიყოთ და თანმიმდევრულები ყველაფერში.
ეზ ზოგადად. ეხლა კონკრეტულად:
ობიექტურები - მათ შორის ინფორმაციის დადებისას (წინააღმდეგ შემთხვევაში დეზო გამოდის და საკუთარი ქვეყნის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებად აღიქმება).
თანმიმდევრულები -
1. ზვარტნოცი უნახავს ვინმეს, როგორია? მრგვალია!
ჩვენი როგორი იქნება? დაახლოებით ასეთივე!
რას იტყვიან სომხები? ქართველებს თავად არაფერი შეუძლიათ და ყველაფერში ჩვენ გვბაძავენო! თანაც იმასაც დაამატებენ - ჩვენი ზვარტნოცი უფრო ადრე (70-იანები) აშენდაო!
მოგეწონებათ? ........
როგორც კი სომხები ამას იტყვიან (და აუცილებლად იტყვიან), მე პირადად - ფიცს ვდებ აი აქ ფორუმზე - პირში დედის მ#$%^ს ვაგინებ დამპროექტებელსაც, ამშენებელსაც და გაუგებარ ტენდერში ამ პროექტის მალობირებელსაც!
2. როცა ასეთი დანიშნულების ობიექტს აგებ სახელმწიფოში, მას უნდა ჰქონდეს სათანადო ინფრასტრუქტურა ყველა პოზიციის მიხედვით (ითქვა აქ უკვე ზევით ამის შესახებ) - მისასვლელ-მოსასვლელი ტრანსპორტი, გადახურული სადღეღამისო ავტოსადგომები და ა.შ. ძირითადად კი იაფი და ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქურა.
არის ეს გათვალისწინებული? აეროპორტს რომ ერთ წელიწადში წამოჭიმავენ, სხვა ყველაფერს როდის მოევლება? მოევლება კი?
3. ვისაც ახსოვს აეროპორტის ძველი შენობა (ფაქტიურად იგივეა, საიდანაც ახლა გაფრენა ხდება), კომუნისტების დროს ყოველდღე ემსახურებოდა შემდეგ რეისებს:
მოსკოვი - ყოველ 2 საათში
ლენინგრადი
კიევი
ტაშკენტი
ტალინი (კვირაში ორჯერ)
რიგა (კვირაში ორჯერ)
მინვოდი
სოჩა (დღეში ორჯერ - სეზონის მიხედვით)
დონეცკი (კვირაში ორჯერ)
დნეპროპეტროვსკი (კვირაში ორჯერ)
ნოვოსიბირსკი (კვ. 2-ჯერ)
ჩელიაბინსკი (კვ. 2-ჯერ)
ალმა-ატა (კვ. 2-ჯერ)
ერევანი
ბაქო
ქუთაისი
ბათუმი
სოხუმი
და სხვაგან კიდევ. გამომრჩა ალბათ რომელიმე. შეიძლება რომელიმე წვრილმანებშიც ვცდებოდე.
და თქვენ წარმოიდგინეთ - აუდიოდა!
ე.ი. პრობლემა ზომა-წონაში კი არა, საქმის ორგანიზაციაშია.
აი აქ კი ნამდვილად მოვიკოჭლებთ ქართველები და ნამდვილად გვაქვს სასწავლი პუდელბლექის ნაცნობი ფაბიანებისგან და ფლორიანებისგან!