forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ყაზგაზტრანსი - არაკომპეტენტური იდიოტების თავშესაფა
Trulala
Highlander travel


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14266
წევრი No.: 213
რეგისტრ.: 15-July 01

გამოგზავნილია: 6 Dec 2011, 16:53  #28636818      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი · aim
/თუ სხვა განყოფილებაში უნდა იყოს ეს თემა მოდერს ვთხოვ გადაიტანოს/

user posted image

სამწუხაროდ ამ არაკომპეტენტურობის და ანტისერვისის კანტორის აბონენტი ვარ.
პრობლემები დამეწყო 29 ოქტომბერს, როდესაც მე არ ვიყავი თბილისში, სახლში მარტო დედა იყო და სამზარეულოდან მოესმა ბრახუნის ხმა. როდესაც გავიდა სამზარეულოში ნახა რომ გაზის მრიცხველი ენარცხებოდა კედელს. მიზეზის გარკვევის შემდეგ გამოირკვა რომ ქვედა მეზპზობელს არ ვიცი რის გამო, გამოძახებული ყავდა ზემოთხსენებული კანტორიდან ხელოსანი და ის ისე ურტყავდა გაზის მილს რომ წარმოიქმნა ვიბრაცია და ჩვენი მრიცხველი ასე ეჯახებოდა კედელს. შედეგად მრიცხველს რაღაცა მოუვიდა და გაითიშა, გაზი აღარ მოგვეწოდა. დედაჩემმა პრეტენზია წაუყენა დაბლა მომუშავე ხელოსანს და მიიღო უზრდელური პასუსი "თუ რამე არ მუშაობს ლაბორატორიაში გაარკვიეთ" ხოლო შენიშვნაზე, რომ ასაკოვანმა და ავადმყოფმა ქალმა რატომ უნდა ირბინოს ლაბორატორიებში კიდევ უტიფარი პასუხი მიიღო "მეც ავადმყოფი ვარ".
პირველი - რა ჩემი საქმეა ვინაა ყაზგაზტრანსში ავადმყოფი??? ავადმყოფია და ნუ მუშაობს.

დედამ გამოიძახა ხელოსანი, რომელმაც დაადასტურა რომ ჩვენი მრიცხველი მწყობრიდან გამოსულია, შეადგინა აქტი, დააყენა დროებითი მრიცხველი და გვითხრა რომ ლაბორატორიიდან 1 კვირის შემდეგ დარეკავდნენ და წავიდა.
გავიდა 1 კვირა და 1 თვეც მაგრამ არავის არ დაურეკავს. მეც არ მეცალა, ხან გლანდების ოპერაცია გავიკეთე, ხან რა ხან რა, ბოლო ბოლო რა ჩემი საქმეა მაგათი ლაბორატორია???

გაგვახსენდა ეს ყველაფერი ინკასატორი რომ მოვიდა და შეიცხადა, კიდე დროებითი გაქვთო? დარეკეთო სამმართველოში და გაარკვიეთო.
დარეკა დედამ პარასკევს.
ვიღაც კაცი ელაპარაკა ზრდილობიანად, უთხრა თქვენ ნუ ღელავთო, ორშაბათს დარეკეთო დილით.
დარეკა ორშაბათს, ანუ გუშინ 11 საათზე. აღმოჩნდა რომ ეს დილა აღარაა. საკმაოდ უხეშად ვიღაც ქალმა უთხრა რომ გადმოერეკა ხვალ (ანუ დღეს) 9:30-ზე.
დარეკა დღეს. ოპერატორმა მაშინვე თავიდან მოიშორა და გადასცა იმ ხელოსანს ვინც იყო ჩვენთან მოსული. ხელოსანმა იბლუყუნა, მოდითო, 6-მდე აქ ვართო და გაარკვიეთო.

ჩავიცვით და წავედით.
ვაკის ყაზგაზტრანსი განლაგებულია ელბაქიძის 8 ნომერში მეორე სართულზე.
პირველი რაც გაირკვა რომ 6-მდე არავინ არაა. დაგვხვდა მარტო უფროსი, რომელიც არაფრის აზრზე არაა და ოპერატორი, რომელიც წივის და კივის რომ აბონენტების ატანა არა აქვს. ხელფასს კი იღებს.
ჯერ ის გვითხრეს რომ თურმე 5 დღის (!) განმავლობაში ჩვენ უნდა მიგვეკითხა ლაბორატორიისთვის!!! და რომ ხელოსანს უნდა რაღაც შეტყობინება დაეტოვებინა რაც არ დატოვა!!!
უფროსმა გასაგებად ვერ გვითხრა თუ რა დასკვნა გამოიტანა ლაბორატორიამ! "ვერ გავხსნიო"
უფროსი თამარ ჩუბინიძე იმას გაიძახოდა რომ აქ 2 ნოემბრიდან გადმოვიდა და რაც მანამდე მოხდა მას არ ეხება!!!
რა აბონენტის საქმეა ვინ როდის და სად გადავიდა???

ხველაფერზე პასუხი იყო ხვალე მოდითო და თქვენთვითონ გაარკვიეთ ხელოსნებთანო, რატომ გაფუჭდა მრიცხველი და რატომ არ დაგიტოვეს შეტყობინებაო. ჩვენს პრეტენზიაზე კი თუ რატომ არ გვითხრა ოპერატორმა რომელ საათზე მოვიდეთ პასუხი იყო "და რატომ არ იკითხეთ" დამესიზმრება მაგათი გრაფიკი????
მე რომ ვთქვი რომ არ მაინტერესებს მაგათი შიდა გარჩევები, ის მინდა რომ მოვიდნენ, დააყენონ მუდმივი მრიცხველი და გამოწერონ ქვითარი წინა თვის დახარჯულ გაზზე, ატეხეს ერთი აყალმაყალი, თქვენთვითონ უნდა გაერკვიოთო, და ახალი მრიცხველი იყდოთო.
აქ მე გავეცხლდი.
რატომ უნდა ვიყიდო მე მრიცხველი როცა მე არ გამიფუჭებია??? იყიდოს იმ დებილმა ხელოსანმა.
ამას მოყვა წივილკივილი რომ ჩვენს პრობლემებს ძალიან დიდი ხანია უსმენენ და ატანა არა აქვთ ჩვენი!!!
ხოლო შენიშვნაზე რომ ჩვენს მომსახურებაში და ატანაში ეგენი ხელფასს იღებენ, კიდე უარესი წივილკივილი მორთეს...

ხვალ ვაპირებ დიქტაფონზე ჩავწერო მაგათი წივილკივილი და დავდო აქ. როგორც ყაზგაზტრანსის თანამშრომლების არაკომპეტენტურობის და უზრდელობის მტკიცებულება.
ბოლო ბოლო მე რატომ უნდა ვარკვიო მაგათი ამბები????


--------------------
[URL=http://www.georgia-tours.eu/]www.georgia-tours.eu[/URL]
N&T
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1330
წევრი No.: 74593
რეგისტრ.: 14-November 08

გამოგზავნილია: 6 Dec 2011, 17:24  #28637256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ხვალ ვაპირებ დიქტაფონზე ჩავწერო მაგათი წივილკივილი და დავდო აქ. როგორც ყაზგაზტრანსის თანამშრომლების არაკომპეტენტურობის და უზრდელობის მტკიცებულება.

კარგი აზრია yes.gif
sandroia
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7339
წევრი No.: 67441
რეგისტრ.: 14-July 08

გამოგზავნილია: 7 Dec 2011, 11:21  #28646999      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Trulala
ის დაბლა მეზობელთან ხელოსანი რომ რკინას უბათქუნებდა დედაშენს უნდა გამოეძახა პატრული, აქტი დაიწერებოდა რომ ამ ბათქუნის გამო გაფუჭდა მოწყობილობა (კერძო საკუთრება) და ვსიო, მგონი პრობლემა მოგვარდებოდა
di_onise
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6259
წევრი No.: 55913
რეგისტრ.: 16-March 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2011, 02:03  #28660440      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Trulala


დიქტაფონი კაი აზრია მარა აქ კი არ უნდა დადო, სიტყვა უნდა ჩAუგდო რომ მათთან გაურკვევლობის შემთხვევაში სასამართლოში მოგვიწევს შეხვედრა თქო.

თან მაქსიმალურად უნდა ათქმევინო იმათ რომ მრიცხველი დაგიზიანეს და თვითონაც არ იწუხებენ თავს გამოცვლით.


სასამართლოს რომ უხსენებ, სხვანაირად აჭიკჭიკდებიან smile.gif))


--------------------
07.07.2012 ყველაზე კარგი დღე :)))

თანახმად ბოლო გამოკვლევების
ხალხი გზას ადგას გამო###ვების...

სიყვარულს რომ რამ გააქრობს,
არ დავიჯერებ არასდროს....
© ნიაზ დიასამიძე
aleqsinio
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 138485
რეგისტრ.: 15-November 11

გამოგზავნილია: 8 Dec 2011, 02:09  #28660545      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ ჩვენთან ისეთი ბანძი ინკასატორი მოდის ხომე რო რავიცი სიცოცხლე ეზარება რა როჟას biggrin.gif
ZEUS
RAUL


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6088
წევრი No.: 103654
რეგისტრ.: 30-October 09

გამოგზავნილია: 8 Dec 2011, 11:50  #28662989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მართლაც უსაზიზღრესი კანტორაა. მანდ ისევ კომუნიზმია ცვეტში.


--------------------
www.trophymanager.com
I am Georgia
უმაღლესი ლიგა
rtuli
Есть такие люди, которых когда видишь-уже счастлив


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12443
წევრი No.: 64546
რეგისტრ.: 15-June 08

გამოგზავნილია: 8 Dec 2011, 12:50  #28663794      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Trulala
QUOTE
მე რომ ვთქვი რომ არ მაინტერესებს მაგათი შიდა გარჩევები, ის მინდა რომ მოვიდნენ, დააყენონ მუდმივი მრიცხველი და გამოწერონ ქვითარი წინა თვის დახარჯულ გაზზე, ატეხეს ერთი აყალმაყალი, თქვენთვითონ უნდა გაერკვიოთო, და ახალი მრიცხველი იყდოთო.
აქ მე გავეცხლდი.
რატომ უნდა ვიყიდო მე მრიცხველი როცა მე არ გამიფუჭებია??? იყიდოს იმ დებილმა ხელოსანმა.
ამას მოყვა წივილკივილი რომ ჩვენს პრობლემებს ძალიან დიდი ხანია უსმენენ და ატანა არა აქვთ ჩვენი!!!
ხოლო შენიშვნაზე რომ ჩვენს მომსახურებაში და ატანაში ეგენი ხელფასს იღებენ, კიდე უარესი წივილკივილი მორთეს...

გირჩევ უარესობისთვის მოემზადო sad.gif...შეიძლება აქეთ ვალი დაგადონ და უკანონო გაზის მოხმარებისთვის ჯარიმეც აგკიდონ მაგ უნამუსოებმა!
მაგრად დაუდექი და არაფერი დაუთმო...ისინი ეცდებიან ცივი დღეებით ისარგებლონ და ყველაფერზე,,დაგკერონ,,ლიჯბი გაზი არ გაათიშინო....არაფერზე დათახმდე!
სახლში არ შეუშვა არავინ სანამ არ გაარკვევ რას გიპირებენ yes.gif

პ.ს.მომხმარებლის დაცვის კოდექსი რომ გვქონდეს და ერთ ჩვენს საჩივარზე,არაკომპეტენტურ მუშაკზე,სამსახურებიდან რომ ხსნიდნენ!დალაგდებოდა ყველაფერი...საუბარსაც ისწავლიდნენ ადამიანურად და მომსახურეობასაც!


--------------------

Всем тем, кого так интересует моя жизнь, официально сообщаю: Я по-прежнему - красивая, счастливая и даже не на диете!
www.perfectcook.org
საქართველოს კულინარული აკადემია - Georgian Culinary Academy
salometallica
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1514
წევრი No.: 95143
რეგისტრ.: 5-July 09

გამოგზავნილია: 9 Dec 2011, 22:18  #28687936      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კიდევ ნამუსიანად მოგქცევიან.. რაც მე ამ ცოტა ხნის წინ ყაზტრანსგაზში ვნახე, მოვისმინე და გამიკეთეს.. მგონის სისხლის სამართლის პასუხისგებაში თუ რაღაც მაგდაგვარში არიან მისაცემები..
მოკლედ გეტყვით იქნება შერცხვეთ.. არამგონია მარა მაინც..

გაზი გავიყვანე ქალაქგარეთ კერძო სახლში და მრიცხველი ისე დამიყენეს გაზს აპარებდა.. საიდან აპარებდა ვერ გაიგეს ან გაიგეს და დაეზარათ გამოსწორება (თურმე მრიცხველიც აპარებდა და სახლშიც აპარებდა მაგათი დაყენებული გაზის ჩამკეტავ-გამხსნელი გაზქურასთან) .. არ აპარებსო მომახალეს და გაიქცნენ ხელოსნები.. თან კიდე უარესი ცენტრალური ჩამკეტი არ დააყენეს მრიცხველთან (იმ მოტივით რომ ეზოს გარეთ მიწიდან სამ მეტრის სიმაღლეზე ძველი ჩაჟანგებული და გატეხილი ჩამკეტი არისო და მეორე რად გინდაო.. თან მიყურებენ ისეთი პატარა დაბალი სიფრიფანა გოგო ვარ, რომ შემიბერონ გავფრინდები.. გავაპროტესტე მარა ზედაც არ შემომხედეს).. რომ წავიდნენ ნახევარ საათში ვხედავ არაფერი მაქვს ჩართული და მრიცხველი ტრიალებს.. და ჩამკეტიც არ მაქვს რომ დავკეტო გაზი..
იძულებული გავხდი ჩემი ძმა მომერბენინებინა სამსახურიდან, რომ იმას ერთი კარგად დაეღრიალა სხვისი სიცოცხლის ფეხებზედამკიდებელი ხელოსნებისათვის და იმათი უფროსებისთვის (რომლებიც, უნდა ვაღიარო, შეწუხდნენ საკუთარი თვალით რომ ნახეს რა ქნეს თავიანთმა თანამშრომლებმა).. მოკლედ კაი ცირკების მერე ძლივს გამოვასწორებინეთ შეცდომები..

თვითონ ოფისში (თუ მაგას ოფისი ქვია) რაც ხდებოდა კიდევ როგორც თემის ავტორმა მოყვა ზუსტად ისე.. წიკვინებენ წიკვინებენ.. აბონენტებსაც ეწიკვინებიან და ერთმანეთსაც.. ერთხელ ერთმანეთს დააყარეს: ტელეფონს რატომ არ იღებო.. არა მცალია შენ აიღეო.. მე რატო უნდა ავიღოო.. მერე დერეფნის ბოლოდან დაიყვირა ვიღაცამ გასკდა თავი ტელეფონი აიღეთო.. მიდი და თუ უსაქმურად ხარ შენ აიღეო.. მოკლედ იწიკვინეს იწიკვინეს და მთელ სართულზე კაციშვილმა არ აიღო ტელეფონი..
მერე ერთმა ზონზროხა სიუხეშის და არაადეკვარურობის განსახიერებამ ერთი მოხუცი ბებო გამოლანძღა საკუთარი შეცდომისათვის.. ბებოს ორი სიტყვა არ ათქმევინა და ბოლოს თვითონვე მიახალა რატო მეჩხუბებიო.. მოკლედ პირდაღებული დავდიოდი კაი ხანი..

მიცკევიჩზე ცენტრალურ ოფისში პირდაპირ ქუჩაში რომ მიმდინარეობს სამეების მოგვარება ამაზე აღარაფერს ვამბობ..


--------------------
...And Metallica For All
Forza Juve!!!

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება..
CYB-ORG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4247
წევრი No.: 58092
რეგისტრ.: 10-April 08

გამოგზავნილია: 10 Dec 2011, 02:07  #28691585      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ვაკის ყაზგაზტრანსი განლაგებულია ელბაქიძის 8 ნომერში

უკვე დავინტერესდი.
QUOTE
ხვალ ვაპირებ დიქტაფონზე ჩავწერო მაგათი წივილკივილი და დავდო აქ. როგორც ყაზგაზტრანსის თანამშრომლების არაკომპეტენტურობის და უზრდელობის მტკიცებულება.

კარგი აზრია yes.gif


საყურისებს ვიყიდი სახვალიოდ

boli.gif


--------------------
2სართულიანი სახლი იყო და მეორე სართულის ბალკონის დაბლა ერთი შავი კატა იჯდა რომელიც ფურთხებით გავათეთრეთ და ის კიდე ილოკავდა@tsotnep

http://www.youtube.com/watch?v=_RwxElsVWio&feature=player_embedded

პრობლემა არ იქნება!
თურამეაიცითსადაცვართ. მაგრად!
ballack13
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12082
წევრი No.: 37602
რეგისტრ.: 3-July 07

გამოგზავნილია: 19 Apr 2012, 19:23  #30775356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყაზტრანსგაზში ჩემი აბონენტის ნომერს სახელით და გვარით და მისამართით ვერსად გავიგებ? ცხელ ხაზებზე და ეგეთ იდიოტობებზე არავინ მპასუხობს, ქვითარიც არ მომსვლია


--------------------
www.soccerway.com
tintoreto
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6210
წევრი No.: 134933
რეგისტრ.: 19-August 11

გამოგზავნილია: 20 Apr 2012, 00:16  #30780691      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ყაზტრანსგაზში ჩემი აბონენტის ნომერს სახელით და გვარით და მისამართით ვერსად გავიგებ?

რა თქმა უნდა,გაიგებ! მაგათ ყველაფერი უწერიათ


--------------------
Если человека кусает вампир, он становится вампиром. Такое ощущение, что очень многих вокруг искусали бараны...
არაფერია უფრო მუდმივი,ვიდრე დროებითი უფულობა...

მსოფლიოს მართავს მხოლოდ ფული და სექსი!

ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და თბილისში შავი ჯიპი
ასიდი
Eagle Nebula


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 19812
წევრი No.: 41409
რეგისტრ.: 7-September 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2012, 01:27  #30781853      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რავი, პრივატიზაციაო, სინდისის გარდა ყველაფერი იყიდებაო, არა ანტიმონომოპოლურ სამსახურსო და ენდეე შედეგი....

სად არის მოსმახურეობა უკეთესი?

სახემწიფო დაწესებულებებში, სადაც არსებობს პოლიტიკური ნება და იქ სადაც არის კონურენცია...

ანუ ბენდუქიძე იუდა! biggrin.gif
Attacker
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 217
წევრი No.: 125215
რეგისტრ.: 24-December 10

გამოგზავნილია: 20 Apr 2012, 09:40  #30783476      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ballack13
მომწერეთ თქვენი რეკვიზიტები პმ-ში და გაგაგებინებთ აბ.ნომერს


--------------------

ასეა ხოლმე: თუ ცხენს ან ძროხას კედელთან ახლოს დააბამ, ბეცი ხდება. ალბათ ასეთი ბედისაა კავკასიელი ქალი, ძალიან ახლოს აბამენ კედელთან და აბრმავებენ. /კ. ჰამსუნი/
088
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5199
წევრი No.: 46207
რეგისტრ.: 9-November 07

გამოგზავნილია: 20 Apr 2012, 10:06  #30783671      · პროფილი · პირადი მიმოწერა
სასამართლომდე სეწმეკს მიმართეთ და წესით მიაკაჩავებენ, თანაც მე როგორც ვიცი ყასტრანსგაზის მმართველი სემეკს ყავს დანიშნული.


--------------------
საჭირო რამეა დროფბოქსი https://www.dropbox.com/referrals/NTY3NTY2Nzg4OQ

ძალიან მაგარი ონლაინ მაღაზია
http://myhabit.com/ref=qd_mr_per_l?refcust=7BOOAJN4X5DVTZ3ARZCIWGBTRI

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0470 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]