forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (100) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები, ნაწილი 4
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 51930
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 13:55  #35000188      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
rixos და "მხატვრის სახლის ქაჯური" ერთიდაიგივე არაა? მე მეგონა მაგ გლობუსს ეძახდნენ ქაჯურს.

არა, მხატვრის სახლის ადგილი არის პარლამენტის წინ,
პირამიდა უნდა აეგოთ ერთ დროს და მაგთიმ დაითრია მიწისნაკვეთი, აშენებს რაც დაინგრა იმას, ანუ მხატვრის სახლს ბლომად საგამოფენო დარბაზებIთ


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
gio-giorgi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 120780
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:07  #35000356      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტემპერა
QUOTE
პირამიდა უნდა აეგოთ  ერთ  დროს  და  მაგთიმ დაითრია  მიწისნაკვეთი,  აშენებს რაც  დაინგრა  იმას,  ანუ  მხატვრის  სახლს ბლომად საგამოფენო დარბაზებIთ

მოიცა ანუ პარლამენტის წინ რომ თავისუფალი ტერიტორიაა მანდ ისევ ისე ძველი შენობა აშენდება??
Daniel
SkiGeorgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8401
წევრი No.: 1492
რეგისტრ.: 15-December 02

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:16  #35000484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
Kublicha
QUOTE
ეს უეჭველია? რო არავის უხსენებია?

ვის უნდა ეხსენებინა?
QUOTE
rixos და "მხატვრის სახლის ქაჯური" ერთიდაიგივე არაა? მე მეგონა მაგ გლობუსს ეძახდნენ ქაჯურს.

არა მხატვრის სახლი, არის რუსთაველის 7-ის ნაცვლად smile.gif რიქსოსი ცალკე თემაა, რიქსოსი არის ეროვნული მუზეუმის გვერდით.
QUOTE
თბილისის ზღვაა? მაგაზე არ თქვა პრემიერ-მინისტრმა 126000 ჩინელი უნდა ჩამოესახლებინათო და ვეტო დაადო?

რაც არ უნდა იყოს, ქვეყანამ ვალდებულება აიღო, გუშინ რაღაც სტატია იდო ამის თაობაზე

QUOTE
თბილისის მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 420 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სამ ჩინურ კომპანიას სიმბოლურ ფასად - 12 ათას ლარად გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია "ივერონს" თბილისის მერიის ქონებრივი მართვის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ დვალმა დაუდასტურა.

მისივე თქმით, ჩინურმა კომპანიებმა JSC “HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE” , JSC “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT”, JSC “FUND INVESTMENT თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 150 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელონ და ოლიმპიური სოფელი ააშენონ.

ცნობისათვის, ამჟამად თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 1 კვ.მ მიწის საბაზრო ღირებულება ადგილმდებარეობის მიხედვით 10-დან 20 აშშ დოლარამდე მერყევობს. შესაბამისად, მარტივი მათემატიკური გაანგარიშებით ირკვევა, რომ მერიამ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მიწა 1 კვადრატულ მეტრში 0,028 თეთრად გაასხვისა.

ხელშეკრულება თბილისის მერიასა და ჩინურ კომპანიებს შორის 2012 წლის 30 მარტს გაფორმდა. პირობების მიხედვით, ინვესტორი 2015 წლის 1 მარტამდე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ოლიმპიურ სოფელს ააშენებს, რომლის ინფრასტრუქტურა 3 800 სტუმარზე უნდა იყოს გათვლილი, საცხოვრებელი პირობები კი მინიმუმ, 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს. სოფელს უნდა გააჩნდეს მინიმუმ, სამი საკონფერენციო დარბაზი, 50 კაცზე გათვლილი მედიაცენტრი, მინიმუმ, ორი სასადილო დარბაზი, ინტერნეტ-კაფეები, სამედიცინო ცენტრი და სხვა. ავტოსადგომი გათვლილი უნდა იყოს მინიმუმ, 50 ავტობუსსა და 215 მანქანაზე.

მერიის მიერ "ივერონისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ოლიმპიური სოფლის ფართი დაზუსტებული არ არის და განმარტებულია, რომ ეს საკითხი ევროპის ოლიმპიურ კომიტეტთან შეთანხმების მიხედვით გადაწყდება და თუ მისი მხრიდან შესაბამისი მოთხოვნა იქნება, უკვე გაყიდულ ტერიტორიას შესაძლოა, ახალი დაემატოს. ასევე შესაძლებელია, მოხდეს არსებული ინფრასტრუქტურის კორექტირებაU ევროპის ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

პარალელურად, 250 ათას კვადრატულ მეტრზე უნდა მოხდეს კომერციული დანიშნულების ობიექტების, ვილების, საოფისე ფართების, საცხოვრებელი სახლების, კოტეჯების მშენებლობა. Aაქვე, 20 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება 200 ნომერზე გათვლილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ხელშეკრულების თანახმად, ოლიმპიური თამაშების დროს მომხამრებელს აღნიშნული ინფრასტრუქურით სარგებლობა შეღავათიანი ფასებით შეეძლება. ინვესტორი ვალდებულია, სამუშაოებზე 70%-ით ადგილობრივი მუშა-ხელი დაასაქმოს, რაც მინიმუმ, 3 000 სამუშაო ადგილს შეადგენს.

მშენებლობა უკვე დაწყებულია. Aამ დროისთვის დამთავრებულია გზების შიდა დაქსელვა და ასფალტის დაგება მიმდინარეობს. ასევე აშენებულია 4 სავაჭრო ცენტრი.

ახალგაზრდული ოლიმპიადა საქართველოში 2015 წლის 15 მაისიდან 15 აგვისტომდე ჩატარდება. Aამ პერიოდში ოლიმიური სოფელი უსასყიდლოდ გადმოეცემა ქართულ მხარეს. ამ დროისთვის ოლიმპიური სოფელი ინვესტორის მიერ სრულად უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ინვენტარით.

როგორც "ივერონს" თამარ დვალმა განუცხადა, ოლიმპიური სოფლის აშენება სახელმწიფოს გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა და სწორედ ამიტომ გადაეცა ინვესტორს 420 Hჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად.
თამარ დვალმა "ივერონს" ხელშეკრულების პირობების დანარჩენი დეტალები არ გაუმხილა.

გუშინ კი საინფორმაციო სააგენტო "საქინფორმმა" თბილისის ზღვის ტერიტორიის გასხვისების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. მისი ინფორმაციით, მერიამ ჩინურ კომპანიებზე თბილისის ზღვის ტერიტორია 1 ლარად გაასხვისა და იგივე პროექტი 125 ათასი ჩინელის საქართველოში ჩამოსახლებას ითვალისწინებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ჩინელების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით თამარ დვალმა "აბსურდული" უწოდა და დასძინა, რომ ხელშეკრულებაში ჩინელების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით არაფერია ნათქვამი.

გარდა ამისა, თამარ დვალის ინფორმაციით, ახალგაზრდული ოლიმპიადის დასრულების შემდეგ არსებული ობიექტი ზემოთხსენებულ ჩინურ კომპანიებს საკუთრების უფლებით უკან დაუბრუნდება.


QUOTE
49 არა, ალბათ 29. ქართუ 39ია, და ეგ 49 როგორ იქნება. 0 სართულამდე კი არა ზემოთაც კარგადაა ამოყვანილი

ბოდიშიsmile.gif გვიანი იყო და ტვინი ამერ დამერია smile.gif)

gio-giorgi
QUOTE
მოიცა ანუ პარლამენტის წინ რომ თავისუფალი ტერიტორიაა მანდ ისევ ისე ძველი შენობა აშენდება??

ერთი რაც ვიცით, მანდ იქნება მუზეუმი, ისევ იგივე იქნება თუ არა...მე პირადად არ ვიცი smile.gif სავარაუდოდ კი

პ.ს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს კომერსანტის თანამშრომელი აზის ჩვენს "კანალს"
QUOTE

2013-02-01 12:07:01
"საქართველოს ფოსტის" შენობაში 2014 წელს სასტუმრო Park Inn–ი გაიხსნება
commersant.ge

"საქართველოს ფოსტის" ყოფილ შენობაში  Park Inn-ის ბრენდის სასტუმრო 2014 წელს გაიხსნება.  ამ დროისთვის კი შენობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც сommersant.ge-ს "სილქ როუდ გრუპის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ლექსო თოფურიამ განუცხადა,  3–ვარსკვლავიან სასტუმროში 180 ნომერი განთავსდება, ხოლო  მე–6 და მე–7 სართულები საოფისე ფართებს დაეთმობა.

შეგახსენებთ: სასტუმროს მშენებლობის თაობაზე Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა და Silk Road Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა განზრახულებათა ოქმი გასულ წელს გააფორმეს.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება $20 მლნ-ია.

თოფურიას განმარტებით, სასტუმროს პროექტირება  სრულად  მაისში დასრულდება. "როგორც კი პროექტირება მორჩება, სამუშაოებს მაშინვე დავიწყებთ და  Park Inn-ს დასრულებულ სახეს წელიწადნახევარში მივცემთ,“ – აცხადებს თოფურია commersant.ge-სთან საუბარში.

ცნობისთვის: Park Inn-ის  ბრენდი 2000 წლიდან მსოფლიო ბაზარზე, როგორც თავად აცხადებენ, ზე–კონკურენტულ ფასებით ოპერირებს და ის  ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში , აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში  140 –ზე მეტ სასტუმროს  ფლობს.

http://commersant.ge/?id=14441

This post has been edited by Daniel on 1 Feb 2013, 14:18


--------------------
http://www.skigeorgia.ge
http://www.fb.me/SkiGeorgia
http://www.youtube.com/SkiGeorgia
http://www.twitter.com/SkiGeorgia
gio-giorgi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 120780
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:22  #35000564      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
პ.ს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს კომერსანტის თანამშრომელი აზის ჩვენს "კანალს"

biggrin.gif biggrin.gif ხო მეც შევამჩნიე ეგ სხვათა შორის biggrin.gif ავიაციაზეც იყო სტატია ფორმიდან biggrin.gif
Daniel
SkiGeorgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8401
წევრი No.: 1492
რეგისტრ.: 15-December 02

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:28  #35000667      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
gio-giorgi
შენ სადაც კითხულობ მანდ სასაწყობო ადგილებია სულ.

user posted image
user posted image
gio-giorgi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 120780
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:36  #35000789      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Daniel
QUOTE
შენ სადაც კითხულობ მანდ სასაწყობო ადგილებია სულ.

რამე უფრო გრანდიუზულს ველოდიი.. sad.gif
Daniel
SkiGeorgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8401
წევრი No.: 1492
რეგისტრ.: 15-December 02

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 14:44  #35000890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
მინდა განვიხილოთ კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე იქნებ. პროექტი მოიცავს.
QUOTE

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისის შემოგარენში, ქალაქის ჩრდილო- დასავლეთის მხარეს. ფუნქციურად და შინაარსობრივად ტერიტორია წარმოადგენს სატრანსპორტო კვანძს დიდი დიღომი –გლდანის მაგისტრალისა და ბელიაშვილის ქუჩის გადაკვეთაზე. საპროექტო ტერიტორია შემოფარგლულია ჩრდილოეთიდან საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ობიექტებითა და მტკვრის ხეობის გაშლილი ჭალებით.  სამხრეთის მხრიდან ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების, ძირითადად სავაჭრო ფუნქციის შენობებითა და ჯერჯერობოთ აუთვისებელ საკადასტრო ერთეულებს (მიწის ნაკვეთებს) რომელიც თავისმხრიდან წარმოადგენს Dდიღმის მასივისრაიონის ერთგვარ დასასრულს. აღმოსავლეთიდან ტერიტორია ვითარდება  გლდანი-ნაძალადევის რაიონით, ხოლო დასავლეთიდან დიდი დიღომის რაიონით.      აღნიშნული ტერიტორიის ურბანული განვითარება დაიწყო 20 საუკუნის II ნახევარში და დღევანდელი სახით წარმოადგენს საკმაოდ რთულ კვანძს, როგორც სატრანპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ასევე კერძო და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების განაწილების და ურთიერთმდებარეობის თვალსაზრისითაც .ჩვენს მიერ წარმოდგენილ ესკიზურ პროექტში განხილულია საპროექტო ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის პერსპეტქიული განვითარების ორი ესკიზური  ვარიანტი. მერიის არქიტექტურის სამსახურის დავალებით დამუშავებულ იქნა წარმოდგენილი ტერიტორიის   განაშენიანების რეგულირების გეგმის ჩარჩო-გეგმა, რაც საფუძვლად დავუდევით წარმოდგენილ ესკიზურ პროექტს. ზემოთ ხსენებული ჩარჩო გეგმის მიხედვით  საპროექტო, სატრანპორტო კვანძი საშუალებას იძლევა საგრძნობლად გამარტივდეს ტრანსპორტის მოძრაობა და ასევე ლოგიკურად და დინამიურად ჩაეწეროს არსებულ სიტუაციაში  მიმდებარე საკადასტრო ერთეულები (კერძო თუ სახელმწიფო ნაკვეთები). იგულისხმება მათი გადანაცვლება გარკვეული მანძილით ფართის უცლელად,  ნაკვეთების კონფიგურაციის შედარებით კარგი ფორმით დაკორექტირებით. შედარებისათვის პროეტში წარმოდგენილია თბილისში არსებული მსგავსი სატრანსპორტო კვანძები.
  შესაბამისი ქალაქგეგმარებითი ანალიზის საფუძველზე ბუნებრივად ჩამოყალიბდება როგორც საცხოვრებელი ასევე სარეკრეაციო ზონები და კვარტლები, რაც ასევე მოცემულია ჩვენს მიერ სქემატურად წარმოდგენილ ზონირების რუკაზე ( ფრაგმენტზე). პროექტში ასევე გათვალისწინებულია ყველა ის საინჟინრო ქსელის მნიშვნელობა და მახასიათებლები, რაც თავისი მხრივ ქმნის ერთგვარ ქსელურ ინფრასტრუქტურას. 
  საპროექტო წინადადებაში წარმოდგენილია ტერიტორიის სავარაუდო დაყოფა საცხოვრებელ, საზოგადოებრივ და სარეკრეაციო (გამწვანებულ) ტერიტორიებად. ეგ უკანასკნლეი განვითარდება მტკვრის ხეობის პარალელურად.
   მნიშვნელოვანია ასევე ახალი საპროექტო მაგისტრალის გაჩენის საკითხიც, რაც ასევე გრგ –ს ჩარჩოგეგმის ნაწილია. ახალი მაგისტრალი დააკავშირებს ბელიაშვილის ქუჩას აღმაშენებლის ხეივანთან, რომელიც განვითარდება თავიდან მის პარალელურად ხოლო შემდეგ დინამიურად ჩაეწერება ხსენებულ ხეივნის მაგისტრალზე.
პროექტში გათვალისწინებულია ასევე ის აუცილებელი მოთხოვნები რასაც აწესებს არსებული საელჩოს კომპლექსი, კანონის ფარგლებში, მათი ნაკვეთების მიჯნაზე ან მიმდებარედ, რაიმე მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში. კერძოდ: სელჩოების შენობებიდან ახალ მშენებლობამდე მანძილის შეზღუდვა და ასევე შენობისა თუ ესტაკადის სიმაღლის შეზღუდვა. 
   ჩარჩო-გეგმის ქალაქის სათანადო სამსახურების შეთანხმების შემდგომ, შესაბამისი რჩევებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით გაგრძელდება მუშაობა პროექტირების შემდგომ ეტაპებზე. 
  ძველისა და ახლის ორგანული შერწყმით, პროექტის ავტორებს მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კონცეფცია მყარ საფუძველს იძლევა აღნიშნულ ტერიტორიაზე მომავალში საინტერესო და მომხიბლელი შერეული საზოგადოებრივი და საცხოვრებელი გარემო შეიქმნას.


user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image

პ.ს. მოდერებს ვთხოვ, პირველ პოსტში, ბოლო თემის ბმული შეცვალონ, მეორე ნაწილის ლინკი ჩამისვია lol.gif

ამაზე გადაცვალეთ - თბილისის ინფრასტრუქტურული პროექტები


This post has been edited by Daniel on 1 Feb 2013, 14:47
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 51930
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:12  #35001321      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
პ.ს. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს კომერსანტის თანამშრომელი აზის ჩვენს "კანალს"

ახალი ამბავი biggrin.gif
GEORGIA007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11232
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:24  #35001490      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ტემპერა
QUOTE
1 . იმელის ცათამბრჯენი აღარ შენდება, მარტო იმელის აღდგენაზეა საუბარი

გადაწყდა??
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 51930
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:29  #35001562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
GEORGIA007
QUOTE
გადაწყდა??

პროცესშია
Daniel
SkiGeorgia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8401
წევრი No.: 1492
რეგისტრ.: 15-December 02

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:32  #35001610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · msn
კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ე.წ. "იუდა ბენდუქიძე" ან "ბენდუქიძე იუდა" ანხორციელებს. აგრომეტი ანუ აგრარული უნივერსიტეტის კამპუსი და ა.შ.

QUOTE

საცხოვრებლის ტიპები შეიძლება დაიყოს 5 ძირითად კატეგორიად:
1. ერთბინიანი ცალკემდგომი -როგორც წესი ეს ტიპი გამოყოფილია მისი მიმდებარე სხვა ერთეულებისგან.
2. ერთბინიანი ბლოკირებული -ამ ტიპის საცხოვრებელს გააჩნია საერთოო კედელი განივად მიმდებარე საცხოვრებელ ერთეულთან.
3. მრავალბინიანი დაბალ-სართულიანი: მრავალბინიანი დაბალსართულიანი განაშენიანების საცხოვრებელ ერთეულებს აქვს საერთო კედელი განივად და ვერტიკალურად მომიჯნავე ერთეულებთან. ჩვეულებრივ ისინია 2-4 დონიანი სიმაღლეში, საინჟინრო ქსელებთა და  პარკინგით (ღია ან დახურული).
4. მრავალბინიანი საშუალო -სიმაღლის: მრავალბინიანი საშუალო-სიმაღლის განაშენიანების საცხოვრებელ ერთეულებს აქვს საერთო კედელი განივად და ვერტიკალურად მომიჯნავე ერთეულებთან. ჩვეულებრივ ისინია 5-12 დონიანი სიმაღლეში, საერთო საინჟინრო ინფრასტრუქტურით და ზოგჯერ დახურული  პარკინგით. 
5. მრავალბინიანი მაღალსართულიანი: ამ საცხოვრებელ ერთეულებს აქვს საერთო კედელი განივად და ვერტიკალურად მომიჯნავე ერთეულებთან. ჩვეულებრივ ისინია 12-50 დონიანი სიმაღლეში, საერთო საინჟინრო ინფრასტრუქტურით და ხშირად დახურული  პარკინგით. 
სატრანსპორტო, საინჟინრო და განაშენიანების ინფრასტრუქტურის საპროექტო კონცეფცია
საპროექტო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმარების საფუძველს წარმოადგენს რთულ რელიეფზე არსებული გრუნტის გზების და არსებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ძირითადათ დიდი დიამეტრის წყალსადენის და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების გასხვისების ზონების გამოყენებას საპროექტო სატრანსპორტო ქსელის შესაქმნელად. აგრეთვე მნიშვნელოვანია საფეხმავლო კიბე ქუჩების მოწყობა ძირითად წყალშემკრებ ხევებში, რათა მოხდეს ზედაპირული წყლების მართვა. განაშენიანების ძირითად ღერძს სამხრეთიდან ჩრდილოეთისის მიმართულებით წარმოადგენს ზირითადი სატრანზიტო გზა და სარეკრეაციო ზონა, რომლის მთავარი აქცენტი არის განაშენიანების გეოგრაფიულ ცენტრში არსებული ხელოვნური ტბის მიმდებარე პარკი. 
 


user posted image
user posted image
user posted image
user posted image
GEORGIA007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11232
წევრი No.: 62183
რეგისტრ.: 24-May 08

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:37  #35001668      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ტემპერა
QUOTE
გადაწყდა??


პროცესშია

ეგ პერმანეტულად სულ პროცესშია 2005 წლიდან lol.gif ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა კონკრეტული? იმედია მაგ ლეღვობას არ ააშენებენ ბოლოს
LaSKeN
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4913
წევრი No.: 44655
რეგისტრ.: 23-October 07

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:42  #35001739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Daniel

ბენდუქიძის აშენებული რა უნდა იყოს...

ამ "ქუზებზეა" საუბარი ხო?
https://www.facebook.com/SauniversitetoDasaxleba

წეროვნის დასახლება ამასთან შედარებით 5 ვარსკვლავიანი დასახლებაა biggrin.gif





ღორი ბედუქა კაის არაფერს ააშენებს და იდიოტობის აშენება კიდე გინდა აშენებულა გინდა არა... მგონი არც ეგ შენდება თან biggrin.gif

This post has been edited by LaSKeN on 1 Feb 2013, 15:49


--------------------
Death is nothing, but to live defeated and inglorious is to die daily
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 30111
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 15:58  #35001937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Daniel
QUOTE
კიდევ ერთი გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ე.წ. "იუდა ბენდუქიძე" ან "ბენდუქიძე იუდა" ანხორციელებს. აგრომეტი ანუ აგრარული უნივერსიტეტის კამპუსი და ა.შ.

ეს სადაა და რამდენად რეალურია?


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
gio-giorgi
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3463
წევრი No.: 120780
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 1 Feb 2013, 16:00  #35001960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Daniel
QUOTE
დევ ერთი გრანდიოზული პროექტი, რომელსაც ე.წ. "იუდა ბენდუქიძე" ან "ბენდუქიძე იუდა" ანხორციელებს. აგრომეტი ანუ აგრარული უნივერსიტეტის კამპუსი და ა.შ.

დამტკიცებულია?>
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) 1 [2] 3 4 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1138 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]