forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (22) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ფოტო-გამოფენები ფოტო-კონკურსები, მათი ანონსი და განხილვა
Jimmy Neutron
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 252
წევრი No.: 16079
რეგისტრ.: 10-January 06

გამოგზავნილია: 6 Feb 2008, 17:29  #8426836      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაიწყო ფოტოკონკურსი სიყვარულის თემაზე

პირობები იხ. http://www.photolife.ws/forum/index.php?showtopic=744

კონკურსი გაგრძელდება 14 თებერვლამდე, კონკურსის ორგანიზატორები არიან "ფოტოსამყარო" და კინოთეატრი "ამირანი", მხარდამჭერია რესურსი www.photolife.ws
natali kalandadze
/იზვრაშენკა ბლიად/


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11495
წევრი No.: 8359
რეგისტრ.: 20-January 05

გამოგზავნილია: 13 Feb 2008, 14:11  #8511159      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · yim · msn
Duty Station: Tbilisi (Georgia)

Job Title: Photographer

Employer: Photosmile

Photosmile is seeking a young talented Photographer for the Birthdays
celebrations and every day photographing.

Requirements:
- having a digital photo and video camera (desirable)

To Apply:
Interested candidates should submit their Portfolio (max. 7 photos,
max. 300 KB of each photo) and Curriculum Vitae (CV) to:
photosmile@mail.ru

We kindly request that you indicate in your CV the title of the
position you are applying for and the web-address of the website,
where you found out this Job Announcement.


--------------------
<3
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14741
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 13 Feb 2008, 17:47  #8514310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image
user posted image


გახსნა 23-ში 20:00 საათზე გელოდებით smile.gif

This post has been edited by Ania on 13 Feb 2008, 17:59


--------------------
დედამიწა ტრიალებს, მზე ანათებს არ მოგერიდოს სახე შეუშვირე...
მთავარია დაინახო..

მზის ფესტივალი ☼ www.1ivnisi.ge
Vitale
ეს მე ვარ,ანნა!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 229
წევრი No.: 51448
რეგისტრ.: 14-January 08

გამოგზავნილია: 13 Feb 2008, 21:01  #8516764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
14 თებერვალს 20:00 საათზე კინოთეატრ "ამირანში" ფილმის პრემიერის წინ გაიმართება სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი წვეულება. წვეულებას გახსნის მოძრაობის თეატრის მუსიკალური ბენდი "ჩილაუთის" პროგრამით. მოწვეულები იქნებიან შოუბიზნესისა და ტელევიზიის ცნობილი სახეები. სტუმრებისათვის გაიმართება ალაფურშეტი.
მაყურებელს ელოდება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი. სასურველია გამარჯვებისათვის სწორედ შეყვარებული წყივლები გვეწვიონ.

გამოიფინება სიყვარულის თემაზე შექმნილი, კონკურსის შედეგად გამოვლენილი 15 საუკეთესო ფოტო, რომელთაგან აირჩევა ერთი გამარჯვებული. გამარჯვებულს გამოავლენს ფოტოსამყაროსა და ამ დღის საპატიო სტუმრებისაგან შემდგარი ჟიური.

გარდა ფოტოსამყაროს მიერ დაწესებული პრიზისა, გამარჯვებულს გადაეცემა კინოთეატრ "ამირანის" მიერ დაწესებული სოლიდური საჩუქარი.


--------------------
-----------------------------------------------
I am an unbiliever,who has a nostalgia for a belieF...
Buffered
Shota Megrelishvili


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 1757
წევრი No.: 1311
რეგისტრ.: 9-October 02

გამოგზავნილია: 22 Feb 2008, 09:39  #8614330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
იხილეთ: http://www.boke.ge/forum/?showtopic=11283

user posted image

ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882" (www.bagrationi.ge) ფოტოკლუბი ბოკეს მხარდაჭერით აცხადებს ფოტო-კონკურსს!

20 თებერვლიდან 10 მარტამდე განათავსეთ საკონკურსო გალერეაში საქართველოში ცქრიალა ღვინოების (შამპანურის) მოხმარების ტრადიციების ამსახველი ფოტოსურათი და მიიღეთ შანსი მოიგოთ შემდეგი პრიზებიდან ერთ-ერთი:
I-ლი ადგილი: 300 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
II-ე ადგილი: 200 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"
III-ე ადგილი: 100 დოლარი + 1 ყუთი შამპანური "ბაგრატიონი"

საკონკურსო გალერეაში განათავსეთ შემდეგი თემატიკის ფოტო:
- შამპანურით ქორწილის აღნიშვნა;
- დაბადების დღის აღნიშვნა შამპანურით;
- საახალწლო ღამეს აუცილებელი სასმელი - შამპანური;
- რომანტიული საღამო... წყვილი... და ცქრიალა ღვინო...
- ბავშვის დაბადების აღნიშვნა შამპანურით;
- ტრადიციული ქეიფი შამპანურით;
- ცქრიალა ღვინო და ხილის დუეტი;
- შამპანური და ტკბილეულობა;
- შამპანური, როგორც აუცილებელი სასმელი სხვადასხვა ღონისძიებაზე და წვეულებაზე;
- როდესაც იმარჯვებ...
- შამპანური პრეზენტაციებზე;
- ფურშეტზე;
- და სხვა ღირსშესანიშნავ მომენტებში შამპანური, როგორც შეუდარებელი სასმელი.

საკონკურსო გალერეაში ფოტოსურათების განთავსება შესაძლებელია, როგორც არსებული ლიმიტების ფარგლებში, ასევე, შეძენილი ლიმიტის საშუალებით.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ფოტოკლუბი ბოკეს რეგისტრირებულ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სტატუსი: Newbie, Amateur, Amateur+, Photographer, Master, Event Manager, Moderator.
ფოტოსურათების შეფასება შეუძლია შეფასების უფლების მქონე ნებისმიერ წევრს.

10 მარტს, 14:00 საათზე, საიტზე იმ მომენტისათვის მოქმედი შეფასების სისტემის საშუალებით გამოვლინდება სამი გამარჯვებული (ყველაზე რეიტინგული ფოტოსურათის ავტორები), რომლებიც დაჯილდოვდებიან ცქრიალა ღვინოების მწარმოებელი "ბაგრატიონი 1882"-ს მიერ.

პრიზის მისაღებად, გამარჯვებული ფოტოს ავტორმა უნდა გააფორმოს საავტორო უფლებების ექსკლუზიურად გადაცემის ხელშეკრულება (გამარჯვებულ ფოტოზე).
აგრეთვე, თუ თქვენმა ფოტომ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ის წარმოადგენს კონკურსის სპონსორის ინტერესს, შესაძლოა კონკურსის სპონსორმა - "ბაგრატიონი 1882"-მა ცალკე აწარმოოს თქვენთან მოლაპარაკება.

ფოტოების განთავსება შეგიძლიათ 20 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
ფოტოკონკურსი "ბაგრატიონი"

მოიმარჯვეთ ფოტოკამერები, მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და ისიამოვნეთ ცქრიალა ღვინო "ბაგრატიონით"!
user posted image
* * *
იხილეთ თემა: http://www.boke.ge/forum/?showtopic=11198

გიყვარს?.. უყვარხარ?.. დააფიქსირე სიყვარულის ყველაზე ლამაზი წამი ბოკეზე ატვირთულ ფოტოში და 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, მიიღე შანსი მოიგო უმაგრესი პრიზებიდან ერთ-ერთი:

მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): შენ და შენი შეყვარებული იმოგზაურებთ საჰაერო ბუშტით, ერთად შეხვდებით განთიადს, გადაიღებთ ფოტოებს ფრენისას და 3 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

II-ე ადგილი: შენ და შენი შეყვარებული დასაჩუქრდებით რომანტიული ვახშმით. ამასთან ერთად, 2 ცალ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

III-ე ადგილი: აჩუქე შენს შეყვარებულს (ან შენს თავს) ლამაზი და ძალიან ორიგინალური თაიგული, რომელსაც გულის ფორმა ექნება. ამასთან ერთად, ერთ უზარმაზარი ფორმატის ფოტოს უფასოდ დაგიბეჭდავენ!

მოიხიბლეთ? wink.gif კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების დღეს მოეწყობა გამოფენა, სადაც წარდგენილი იქნება კონკურსის ყველაზე რეიტინგული 30-ეული.

ფოტოების განთავსება შეგიძლიათ 14 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით სპეციალურ გალერეაში:
ფოტოსიყვარული

პრიზები დააწესეს:
მთავარი პრიზი (I-ლი ადგილი): საჰაერო ბუშტით მოგზაურობა: ჰაერნაოსნობის პირველი კლუბი - http://www.balloons.ge
II-ე ადგილი: რომანტიული ვახშამი "на двоих": "New Art" კაფე
III-ე ადგილი: ყვავილების ორიგინალური თაიგული - http://www.flowers.ge (აბაშიძის 46)

ფოტოკლუბის პარტნიორი "ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს პრიზებს I-ლი, მეორე და მესამე ადგილებისთვის:
პენოპლასტზე დაკრული უმაღლესი ხარისხით ფოტოს ბეჭდვა 76cm X 114cm ზომაზე ფართეფორმატიანი საბეჭდი მანქანა "DURST"-ის მეშვეობით (სულ 6 ფოტოსურათი).
აგრეთვე, "ფოტოცენტრი" უზრუნველყოფს გამოფენისათვის ყველაზე რეიტინგული ფოტოების ბეჭდვას.

იხილეთ კონკურსში მონაწილეობის აუცილებელი დეტალები

ასე, რომ, მოიმარჯვეთ ფოტოკამერები და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში, გაიმარჯვეთ და აჩუქეთ თქვენს მეორე ნახევარს დაუვიწყარი დღე!

This post has been edited by Buffered on 22 Feb 2008, 09:41
L-E-O-N-I
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 380
წევრი No.: 5045
რეგისტრ.: 4-May 04

გამოგზავნილია: 1 Apr 2008, 17:13  #9046784      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
http://fotohits.de/wettbewerb/index.html ფოტოკონკურსები


--------------------
ჩემი ფოტო-ბლოგი: http://www.fotouniversum.blogspot.com
B E S A R I O N
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 57989
რეგისტრ.: 9-April 08

გამოგზავნილია: 11 Apr 2008, 01:07  #9169162      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
L-E-O-N-I ტრივია? მადლობა ლინკისთვის!!
მთვარე
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 58355
რეგისტრ.: 13-April 08

გამოგზავნილია: 13 Apr 2008, 16:35  #9199505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუ, კარგი ფოტოგამოფენებია,
ფლოვერს.გე როდის იყო?
მაჰათმა განდი
| ციურიხი* ნიუ იორკი* თბილისი* ედინბურგი* დუბაი* ლონდონი |


******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 6081
წევრი No.: 50449
რეგისტრ.: 1-January 08

გამოგზავნილია: 17 May 2008, 19:50  #9647327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ყველას გიწვევთ მინდია მიდელაშვილის ექსკლუზიურ გამოფენაზე.

ფოტოგამოფენაში წარმოდგენილი თითოეული სურათი გადაღებულია .

გამოფენა გაიმართება ამა წლის 19-24 მაისს, გრიბოედოვის 22 ნომერში, როგორც სარეკლამო პლაკატზე არის მითითებული.

სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებთsmile.gif !!!!


შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მინდიას ხელოვნებას მის ვებ საიტზე:
http://www.mindia.ge/index.html


user posted image
user posted image







--------------------
დავით აღმაშენებლის, ილიას და მაჰათმა განდის გზა ჩვენ ტაძრამდე მიგვიყვანს.

<სძლიო საკუთარ თავს> - აი, რა საკითხი დგას დღის წესრიგში.

<თავისუფლებისკენ მიზანმიმართული სწრაფვა>, <საკუთარი ხალხის უანგარო სამსახური>, <პრიორიტეტების გონიერი გადანაწილება>, - განდი-- "თავისუფლებისთვის მებრძოლი".
Woodrow
Megadeth


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2504
წევრი No.: 22765
რეგისტრ.: 30-August 06

გამოგზავნილია: 19 May 2008, 22:38  #9676923      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (mahatma-gandhi @ 17 May 2008, 19:50 )
ყველას გიწვევთ მინდია მიდელაშვილის ექსკლუზიურ გამოფენაზე.

ფოტოგამოფენაში წარმოდგენილი თითოეული სურათი გადაღებულია <span style='font-size:21pt;line-height:100%'>
.

გამოფენა გაიმართება ამა წლის 19-24 მაისს, გრიბოედოვის 22 ნომერში, როგორც სარეკლამო პლაკატზე არის მითითებული.

სასიამოვნო დღის გატარებას გისურვებთsmile.gif !!!!</span>

შეგიძლიათ წინასწარ გაეცნოთ მინდიას ხელოვნებას მის ვებ საიტზე:
http://www.mindia.ge/index.html


user posted image
user posted image

ძალიან ძალიან მომეწონა გამოფენა..
ემოციებით დატვირთული ვარ ახლაც : )

რაღაც მაგარი შთაბეჭდილება დატოვა..

up.gif
humanoidi
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 37385
წევრი No.: 4489
რეგისტრ.: 4-March 04

გამოგზავნილია: 16 Jun 2008, 22:01  #10072254      · პროფილი · პირადი მიმოწერა
საქველმოქმედო აქცია
"100 ფოტო"


ახალციხე-ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოფ. არალის წმ.ნინოს ტაძრის საკვირაო სკოლის მოსწავლეთა ფოტონამუშევრების გამოფენა/გაყიდვა.

აქციიდან შემოსული თანხა მოხმარდება აბასთუმნის დედათა მონასტრის აღდგენას


მისამართი: შერატონ მეტეხი პალასი.
17 ივნისი, 18 საათი


პროექტის პარტნიორები: ჟურნალი "ანაბეჭდი", ფოტოსახლი "ქოლგა"

გთხოვთ მობრძანდეთ! smile.gif
Ania
"ქალბატონი ანიკო"


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 14741
წევრი No.: 7597
რეგისტრ.: 30-November 04

გამოგზავნილია: 17 Jun 2008, 22:33  #10086127      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

23 ივნისს, 18:00 საათზე TBC ბანკის მარჯანიშვილის ფილიალში, მე-4 სართულზე, გაიხსნება გამოფენა სადაც გამოფენილი იქნება ნოდარ დუმბაძის პირადი ფოტოები.

http://www.nodardumbadze.ge
mely
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 70463
რეგისტრ.: 4-September 08

გამოგზავნილია: 4 Sep 2008, 21:05  #10747298      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებით ყველას user posted image სასიამოვნოა ხელოვნების მოყვარულთა წრეში ყოფნა, ფორუმზე პირველად ვარ და იმედია სასიამოვნო და საინტერესო იქნება აქ გატარებული დრო. user posted image
eldorado
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 501
წევრი No.: 4877
რეგისტრ.: 14-April 04

გამოგზავნილია: 20 Sep 2008, 14:50  #10924177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინტერნეტ-რეალითი შოუ "ფოტომანი-2008"


ინტერნეტკლუბი “ფოტოლაიფი” (www.photolife.ws) და ჟურნალი “სტილი” წარმოგიდგენთ შოუს, რომლის მიზანია, სხვადასხვა დავალებების გადაწყვეტის, მოხერხებულობის და ურთიერთობის საშუალებით გამოვლინდეს საუკეთესო თვისებების მქონე ახალგაზრდა ფოტომოყვარული. პროექტის მიმდინარეობისას ყველა მონაწილეს და გულშემატკივარს საშუალება ექნება, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, გახდეს წარმატებული და პოპულარული.

პროექტში მონაწილეობის კანდიდატები:

“ფოტომანში” მონაწილეობა შეუძლია ზემოღნიშნულ ფოტოპორტალზე რეგისტრირებულ ნებისმიერ წევრს (საკუთარი ფოტოტექნიკური საშუალებით) მოცემული რესურსის ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის წარმომადგენლების გარდა. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, დადგენილ ვადაში (2 კვირაში) პრეტენდენტმა წარმოადგინოს შესაბამისი განაცხადი ავტობიოგრაფიითა და ერთი ფოტოსურთით (ავტოპორტრეტი) მისამართზე photolife.ws@gmail.com

პრიზი

პროექტში გამარჯვებული მიიღებს პრიზს 1.000 ლარის ოდენობით (შეიძლება გაიზარდოს) და ბლიც-ინტერვიუს ჟურნალ "სტილში".

2-3 ადგილებზე გამარჯვებულებს პრიზის სახით საშუალება ექნებათ ”ფოტოლაიფსტუდიოში” (www.photolife.ge) გამართონ უფასო ფოტოსესია ერთი დღის განმავლობაში
.


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

მეტი თვალსაჩინოებისთვის, თუ რას წარმოაგდენს ეს შოუ, გასული წლის ამბებს გადახედეთ: ამ ბმულზეა ”ფოტომანი 2007”-ს მიმდინრეობა, ამ ბმულზე კი შესაბამისი გალერეა

This post has been edited by eldorado on 20 Sep 2008, 16:13
ZORGYE
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 929
წევრი No.: 71019
რეგისტრ.: 13-September 08

გამოგზავნილია: 30 Sep 2008, 20:11  #11040088      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ გამოოფენას ამას ვერ დავარქმევ მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩებით ამ ბმულზე თუ შებრძანდებით, დაათვალიერებთ და შეაფასებთ ნახატებს

იყიდება ფერწერული ნახატები ძალიან იაფად

დიდი მადლობა ყურადღებისთვის
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (22) « პირველი ... 3 4 [5] 6 7 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0372 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]