forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> არმაზისხევი, ხართ აქ ნამყოფი?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 12 Nov 2006, 18:53  #4146458      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
ლამაზი და კარგი, თან საინტერესო ადგილი თბილისთან ასე ახლოს, იქნებ ფორუმელები წავსულიყავით მანდ ლაშქრობაზე? smile.gif იქამდე გაეცანით ამ ადგილების ისტორიას და ღირშესანიშნაობებს............



არმაზისხევი

არმაზისხევი არის ძველი მცხეთის ერთ-ერთი უბანი, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენცია, მდებარეობს მცხეთის დასავლეთით, მოიცავს მარტაზისხევის, სანგრისხევის და საერთოდ არმაზისხევ-ძეგვის ზოლის მტკვრის მარჯვენა მხარის ნამოსახლარებსა და ციხესიმაგრეებს. არმაზისხევში არის შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი. ხევის თავზე ციხე-სიმაგრეა.
“დიდი” მცხეთის ეს უბანი გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის ნამოსახლარებზეა შექმნილი, საერისთავო სამყოფელი და განსასვენებელი კი მცხეთის გადედაქალაქებას უკავშირდება.
არმაზისხევში არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1937-1946 წლებში, აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაო-ადრინდელი რკინის ხანის სამაროვანი, ერისთავთა (პიტიახშთა) განსასვენებელი, კრამიტსამარხები, სარკოფაგები და მავზოლეუმის ტიპის სამარხი, გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ქვის სამარხები. აგრეთვე ერისთავთა სასახლის კომპლექსის ნანგრევები, არმაზისხევის აბანო, წყალსადენის ნაშთები, კერამიკული სახელოსნო და მარანი.
განსაკუთრებით მდიდრული იყო ერისთავთა სამარხები (2-3 საუკუნეები). სამარხეული მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს სარტყელი, სატევრის ოქროს ქარქაში, შუბლსამკაულები (დიადემები), ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, სამკაულები და სხვა. ოქროს ნივთებით შემკულია ალმანდინის, ზურმუხტის, ნეფრიტის, საფირონის, ამეთვისტოს, აქატის, ქალცედონის, მალაქიტის, ლაჟვარდის ონიქსის, ალმასის და სხვა ძვირფასი თუ ნახევრად ძვირფასი ქვებით. მათზე ხშირად წარწერა და გამოსახულებაა ამოკვეთილი. ვერცხლის ნივთთაგან გამოირჩევა სიუხვის ქალღმერთის ჰორელიეფური გამოსახულებით და მამაკაცის მკერდზედა გამოსახულებით შემკული თასები, სხვადასხვა ფორმის საღვინეები.
გათხრების დროს აღმოჩენილმა ბერძნულმა და არამეულმა წარწერებმა (მაგალითად არმაზის ბილინგვა) სიახლე შეიტანეს სქართველოს ისტორიაში. ცნობილი გახდნენ იბერთა დიდი მეფე ქსეფარნუგი, ზევახ (ჯავახ) უფალი, ასპარუკ ერისთავი, ჯავახ მცირე, სარაფიტა, ბერსუმა პიტიახში, კარპაკი და სხვანი.
მარანი(45*90 მეტრი) არმაზისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ქვევრების უმეტესობა დამტვრეულია (ყველაზე დიდი ქვევრის სიმაღლე ორი მეტრია, კედლის სისქე 1,5-2 სანტიმეტრი, მუცლის დიამეტრი 85 სანტიმეტრი, პირისა 0,4 მეტრი და ფსკერის 0,2 მეტრი). ყველა ქვევრი შვეულადაა მიწაში ჩადგმული და ყველას დიდი მუცელი აქვს. ბევრ მათგანს გარედან შემოვლებული აქვს საკმაოდ რელიეფური სადა ან ჭდეული ორი,Oოთხი ან მეტი წვრილი სარტყელი. ზოგიერთ ქვევრს შემორჩენილი აქვს ქვის სარქველი-ქვიშაქვის მრგვალი ან ოთხკუთხა, საკმაოდ უსწორმასწორო ფილა.
სამაროვნები, რომლებიც მეოთხე-მეცხრე საუკუნეებს განეკუთვნება, საშუალო და დაბალი ფენების მასობრივი სასაფლაოა. სამარხები ნაგებია დაუდევრად, გაუთლელი ფილებით. გრძივი კედლები ხშირად ნატეხი ქვით და თიხითაა ამოყვანილი. ყველა სამარხი დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ (აქა-იქ მცირე გადახრით), მიცვალებულები ასვენია თავით დასავლეთისაკენ, გულაღმა, ხელდაშვებული და გაშოტილი. ქვის სამარხები უმეტესად კოლექტიური, საოჯახო სამარხებია. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია სამკაული (სპილენძის, ბრინჯაოს, რკინის ღეროვანი და მშვილდური საკინძები, ბეჭდები, საყურეები, სამაჯურები, აბზინდები, მძივები), ტანსაცმლის ლითონის ნაწილები და მინის ჭურჭელი. იშვიათად გხვდება პატიოსანი თვლები და ძვირფასი ლითონი, აღმოჩენილია თითო-ოროლა რკინის დანისპირი, ორი ცალი არაბული მონეტა (განეკუთვნებიან მერვე საუკუნეს), რკინის ლურსმნები.
არმაზისხევში აღმოჩენილია აგრეთვე ქვითკირის ნაგებობის ნაშთები, ე.წ. ზღურბლიანი ნაგებობა და გამოვლინდა ერთიმეორისაგან კაპიტალური კედლით გამოყოფილი სენაკების ნანგრევები.
არმაზისხევის არქეოლოგიური ძეგლები ამჟამად შემოზღუდულია და საველე მუზეუმია შექმნილი.


არმაზისხევის აბანო

არმაზისხევის აბანო განეკუთვნება 2-3 საუკუნეებს და მდებარეობს არმაზისხევში, ერისთავთა სამყოფელ-განსასვენებელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გაითხარა 1937-1938 წლებში ა.კალანდაძის ხელმძღვანელობით. ეს აბანო ჯერჯერობით უძველესია სქართველოს ტერიტორიაზე. შედგება ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი დარბაზის(შემორჩენილია საძირკველი და კედლების ნაწილი, იატაკი ხისა უნდა ყოფილიყო), საცეცხლფარეშოს და სამი საბანაო განყოფილებისაგან-ცხელი (კალდარიუმი), თბილი (ტეპიდარიუმი) და ცივი (ფრიგიდარიუმი) ნაწილებისაგან. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულში გასათბობი განყოფილებაა (კალორიფერი ანუ ჰიპოქაუსტი), ზევით ცხელი და თბილი აბანოები. შენობის საერთო სიგრძეა 22 მეტრი, ხოლო უდიდესი სიგანე 8,8 მეტრი. ცივ აბანოს ორივე სართული უკავია.
არმაზისხევის აბანო განეკუთვნება რომაულ აბანოთა ჯგუფს, რომელთა აღწერასაც პირველად ვიტრუვიუსთან ვხვდებით. ასეთი აბანოები გავრცელებული იყო მცირე აზიაში, სირიაში. საქართველოში გვხვდება აგრეთვე არმაზციხეში, ბიჭვინთაში, შუხუთში, ნოქალაქევში. მსგავსი აბანო არის აგრეთვე სომხეთშიც (გარნისი). უბნების მიხედვით აბანოების განლაგება მცხეთაში გვიანდელი ანტიკური საქართველოს ქალაქური ცხოვრების, კერძოდ სანიტარულ-კომუნალური კულტურის მაღალ დონეზე მიუთითებს.

არმაზი მცხეთისა

ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კოლიმეტრში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესია, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერიბის მიხედვით (რომელიც დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულა 1150-1178 წლებს შორის. დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია მეთორმეტე საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთ მხარეს მდებარე სამრეკლო მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანაგრევები.

არმაზის ციხე

არმაზის ციხე დგას არმაზისხევის სათავესთან, რკინიგზის ხაზის სამხრეთით, სამ კილომეტრში, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე, თარიღდება მეცამეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებით.
ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს ჰქონია (შემორჩენილია მისი კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26*27,5 მეტრი). კოშკი დგას გალავნის სამხრეთ ნაწილში. იგი წიბოებმომრგვალებული პრიზმაა (გვერდების სიგრძეა 13,5 მეტრი). პირველი სართული ყრუა. შიგნით მისი ერთი კუთხე ცერადაა გადატიხრული (სამეურნეო დანიშნულებისათვის). შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. ამ სართულზე მოზრდილი სარკმლებია. მესამე სართულის კედლების მხოლოდ ქვედა ნაწილია შემორჩენილი.


--------------------
რაციონალიზმი ჩვენს ცხოვრებას ხდის სასარგებლოდ, ირაციონალიზმი კი საინტერესოდ

ამქვეყნად ყველაფერი იცვლება და მხოლოდ ცვალებადობაა მუდმივი (!)

კვანტური მექანიკა ესაა მეცნიერება კვანტის გამოდების შესახებ ;)
LUNATIKI
IUI - 540


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11260
წევრი No.: 18837
რეგისტრ.: 31-March 06

გამოგზავნილია: 12 Nov 2006, 19:10  #4146579      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · icq · aim · yim · msn
არმაზის ხევი..... ( მე ვაფუჭებ ფონს მაგრამ ცალკე არა მაქვს sad.gif )

This post has been edited by LUNATIKI on 12 Nov 2006, 19:10

მიმაგრებული სურათი
Fotka_0062.jpg


--------------------
MY FIRST, MY LAST, MY EVERYTHING...

ასეც შეიძლებოდა, მაგრამ .....

sharla IX
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3261
წევრი No.: 20372
რეგისტრ.: 10-June 06

გამოგზავნილია: 12 Nov 2006, 21:24  #4147419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
აუ, მე ვარ ნამყოფი...
ძალიან ულამაზესი ადგილია...
ძაან მომწონს ...
თან კინაღამ სადღაც გადავიჩეხე ... tongue.gif
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 14 Nov 2006, 19:52  #4158891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი? smile.gif
ტემპერა
პოლ, არ დაბერდე


********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 51974
წევრი No.: 8896
რეგისტრ.: 20-February 05

გამოგზავნილია: 14 Nov 2006, 21:39  #4159586      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
დაახლოებით პირველ-მეორე კურსზე, ყოველ შაბათ კვირას დავდიოთ,
თავის ღამე დარჩენებით..


--------------------
________________________
___|____|_პოლ|___|____|__
_|____| არ დაბერდე|____|____|
___|____|___|____|____|__
miramax
ატრავერსიამო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9850
წევრი No.: 9882
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 14 Nov 2006, 22:28  #4159890      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მეც ვარ ნამყოფი მეც! jump.gif ორჯერ smile.gif)))


QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

no.gif mo.gif



--------------------
Green Lady Bird..
I'm Not There..
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 14 Nov 2006, 22:52  #4160134      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE (miramax @ 14 Nov 2006, 21:28 )
მეც ვარ ნამყოფი მეც! jump.gif ორჯერ smile.gif)))


QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

no.gif mo.gif

კიდევ კარგი თორემ მანდ "არსენა მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს" და თურმე ფორუმელებს მდიდრად მიიჩნევს, თავის თავს კი ღარიბად და მთელს ფულს თვითონ იჯიბავს, მოკლედ მანდ ფრთხილად უნდა ვიყოთ wink.gif თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს smile.gif
miramax
ატრავერსიამო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9850
წევრი No.: 9882
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 15 Nov 2006, 21:26  #4166732      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს

როდის? user.gif
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 15 Nov 2006, 21:56  #4166949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE (miramax @ 15 Nov 2006, 20:26 )
არწივი9
QUOTE
თუმცა მე თუ წამოგყევით ვერაფერს გაბედავს

როდის? user.gif

წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ....................................... smile.gif

მოკლედ თუ ვინმეს სურვილი ექნება თავისუფლად შეგვიძლია ლაშქრობა მოვაწყოთ არმაზისხევში. იგი ახლოსაა, მანდ არის კანიონები, არის ციხე-სიმაგრე, არის ე.წ. ციკლოპური კლდეები და არის ყველაფერი რაც კი სჭირდება ლაშქრობას. არმაზიციხეზე ასვლის შემდეგ შეგვიძლია უკანვე, მცხეთაში ჩამოვიდეთ და მტკვრის პირას ღია რესტორანში (სურათზე) ვიქეიფოთ ან დიდ დიღომში ჩამოვიდეთ ბილიკ-ბილიკ

ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს ხოლო mira ეს ვარსკვლავია ვეშაპის თანავარსკვლავედში..... smile.gif

This post has been edited by არწივი9 on 15 Nov 2006, 21:57

მიმაგრებული სურათი
68340004.JPG
PINKY
Dazed & Confused


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6786
წევრი No.: 8111
რეგისტრ.: 7-January 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 03:31  #4167397      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn
არწივი9
QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

ჰოოოოოოოოოოოოოო...


--------------------
Не говорите, что мне нужно делать, и я не буду говорить, куда вам нужно идти..
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 19:35  #4171451      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE (PINKY @ 16 Nov 2006, 02:31 )
არწივი9
QUOTE
არსენას გამოქვაბულში ხართ ნამყოფი?

ჰოოოოოოოოოოოოოო...

რაო არსენამ რა გითხრათ? რამე ხომ არ დაგაბარათ ჩემთან? wink.gif
miramax
ატრავერსიამო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9850
წევრი No.: 9882
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 19:42  #4171492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
არწივი9
QUOTE
წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ.......................................

მე პირვლი ჩამწერეთ მაგ სიაში! smile.gif smile.gif

QUOTE
ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს

გმადლობ! 2kiss.gif ვცდილობ smile.gif
QUOTE
mira ეს ვარსკვლავია ვეშაპის თანავარსკვლავედში.....

როგორი სასაცილოა და საყვარელი smile.gif




არსენას გამოქვაბული ახლოსაა არმაზთან?
არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 19:48  #4171529      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE (miramax @ 16 Nov 2006, 18:42 )
არწივი9
QUOTE
წავიდეთ გაზაფხულზე როცა საქართველოს ველ-მინდრები მწვანე და ხასხასა ბალახითაა შემოსილი, როცა ბუნება იღვიძებს და ჰაერში მისი საამო სუნი დგას, როცა სიცივე უკვე გასულია და ჯერ არაა შემოსული სულისშემხუთველი ხვატი და პაპანაქება, როცა შენს მზერას წარიტაცებს ახლადაყვავილებული ხეები, როცა მოგინდება რომ ფეხშიშველამ ბალახზე გაიარო და მიწის ძალა იგრძნო, მაშინ და მხოლოდ მაშინ.......................................

მე პირვლი ჩამწერეთ მაგ სიაში! smile.gif smile.gif

QUOTE
ისე, ნიკი miramax მე ძალიან მომწონს. მისი მეორე ნაწილი max ეს ხომ მაქსიმალურს ნიშნავს და ადამიანი ამისკენ უნდა ისწრაფვოდეს

გმადლობ! 2kiss.gif ვცდილობ smile.gif
QUOTE
mira ეს ვარსკვლავია ვეშაპის თანავარსკვლავედში.....

როგორი სასაცილოა და საყვარელი smile.gif




არსენას გამოქვაბული ახლოსაა არმაზთან?

პირდაპირი მანძილი 100 მეტრიც არაა, მაგრამ ორი მოპირდაპირე ფერდობის მხარეზე მდებარეობენ და ცოტა ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს თუმცა გარანტიას გაძლევ რომ იქ არსენას ვეღარ ვნახავთ. ხომ გახსოვს გიორგი კუჭატნელმა რომ ღალატით მოკლა? wink.gif "ერთი ლეკის ბიჭი ჰყავდა იმ გიორგი კუჭატნელსა" smile.gif

This post has been edited by არწივი9 on 16 Nov 2006, 19:49
miramax
ატრავერსიამო


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9850
წევრი No.: 9882
რეგისტრ.: 5-May 05

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 20:55  #4172021      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს

ჩემი სტიქია biggrin.gif love.gif

არწივი9
სამაგალითო ქართველი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 43561
წევრი No.: 18452
რეგისტრ.: 21-March 06

გამოგზავნილია: 16 Nov 2006, 21:15  #4172172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · im · aim · yim · msn
QUOTE (miramax @ 16 Nov 2006, 19:55 )
QUOTE
ცოცვა-ფოფხვა დასჭირდება ადამიანს რომ მანდ ავიდეს

ჩემი სტიქია biggrin.gif love.gif

მაშ დაველოდოთ გაზაფხულს და მე გაგიძღვები(თ) არმაზისკენ smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (8) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.4303 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]