forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (71) « პირველი ... 11 12 [13] 14 15 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იტალია, IV
გიო-ჩო
Universal Green


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 99134
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 21 Dec 2013, 21:52  #39162767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Cluviel_Dor

იტალიის მკვიდრი და მოქალაქე მიგზავნის მოწვევას თავისი ხელმოწერით ორიგინალს და თავისივე პირადობის ასლს.
მე ვარ უმუშევარი, დასაოჯახებელი და არ ვარ სტუდენტი. მაქვს ასე თუ ისე ნორმალური ბრუნვები ბანკში.
მიწვევს 10 დღით. ანგარიშზე ვდებ 500 ევროს.

რამე რჩევები მომეცით, რა უნდა ვქნა.... ან საერთოდ მააქვს შანსები? sad.gif

კიდევ თუ მეტყვით ოფისების მისამართს, სადაც ანკეტის შევსებაში, დაზღვევის გაკეთებაში და ბილეთების ჯავშანში დამეხმარებიან ძალიან დამავალებთ. კი ვიცი რამოდენიმე მაგრამ არ მომწონან (გერმანიის საელჩოს გვერდით რომ არის)
Cluviel_Dor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 134810
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 21 Dec 2013, 23:03  #39163764      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
QUOTE
ანგარიშზე ვდებ 500 ევროს.

შენი ანგარიშის ამონაწერები უნდა მიუტანო ამ თანხით?ძალიან ცოტაა,მინიმუმ 3 000 ევრო უნდა გედოს.ჯობდა მომწვევს გამოეგზავნა თავის ანგარიშის ამონაწერები.
იტალიის ვიზისთვის საბუთებს ეს კერძო კომპანია აწარმოებს > http://www.italy-vms.ge/



ამ ინფოსაც გაეცანი.
http://www.citizens.ge/index.php?name=PagesF&op=page&pid=327


--------------------
People don't
change. They just find
new ways to lie.©Alcide
გიო-ჩო
Universal Green


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 99134
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 22 Dec 2013, 00:58  #39165466      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Cluviel_Dor
ხოდა მაგ კერძო კომპანიამ მითხრა რომ რამდენ დღიან ვიზასაც ითხოვო მინიმუმ 50 ევრო უნდა გედოს ანგარიშზე ერთ დღეზეო. ხოდა გამოდის 500 ევრო მაგრამ ვიცი რომ მაინც მინიმუმია, მეტის საშვალება არ მაქვს. და თვითონ მომწვევმა რომ გამოაგზავნოს საბანკო ბრუნვების და ბალანსის ამონაწერი მაგ საბუთს ექნება რამე ძალა?

მომწვევს რომ დაავრეკინო საელჩოში მაგას მიანიჭებენ რამე პრივილეგიას? ან რომელ მონაკვეთში უნდა დარეკოს, საბუთების შეტანის მერე თუ შეტანამდე...

juli_26
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4775
წევრი No.: 115864
რეგისტრ.: 20-May 10

გამოგზავნილია: 22 Dec 2013, 20:59  #39173524      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საბუთი გამოდისო თუ გამოსულია უკვეო და ხო არ იცით რამე?


--------------------
შენს შუბლზე ჩემზე ფიქრებით გაჩენილ ნაოჭებში
ხომ მაინც ვერავინ შემეცილება . . .
Cluviel_Dor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 134810
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 02:23  #39177978      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
QUOTE
და თვითონ მომწვევმა რომ გამოაგზავნოს საბანკო ბრუნვების და ბალანსის ამონაწერი მაგ საბუთს ექნება რამე ძალა?

რა თქმა უნდა,ეგ იმას ნიშნავს ვიზის მოცემისთვის რომ გარანტიას იძლევა რომ შეუძლია შენი სტუმრობის უზრუნველყოფა.
QUOTE
მომწვევს რომ დაავრეკინო საელჩოში მაგას მიანიჭებენ რამე პრივილეგიას? ან რომელ მონაკვეთში უნდა დარეკოს, საბუთების შეტანის მერე თუ შეტანამდე...

არაა საჭირო,მაგრამ მაინც თუ გინდა ეჭვების გასაფანტად საბუთების შეტანის მერე ჯობია.

juli_26
ჯერ არა.
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2188
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 03:13  #39178217      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
ანკეტას როცა შეგივსებს მომწვევი, იქ უნდა დააფიქსიროს თავისი ხარჯებით ჩაყავხარ თუ არა. თუ დააფიქსირებს რომ თვითონ დაგაფინანსებს და შესაბამისად საცხოვრებელსაც გაძლევს, მაშინ თავისი ბანკის მონაცემები უნდა დაურთოს თან, ბინის ხელშეკრულება, პერმესო ან მოქალაქეობის ასლი და პასპორტის ასლი.

თუ არადა, ეჭვი მაქვს უმუშევარს 500 ევროზე ვიზა მოგცენ, უმუშევარი რადგან ხარ sad.gif

გიო-ჩო
Universal Green


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 339
წევრი No.: 99134
რეგისტრ.: 5-September 09

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 15:46  #39181891      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
makarena
Cluviel_Dor

ანკეტაში არ წერს რომ ის მაფინანსებს, მაგრამ ამ 500 ევროს თვითონ ეგ პიროვნება მიგზავნის - ამ თანხის გზავნილის საბუთს ექნება რამე ძალა?

საცხოვრებელს რაც შეეხება მაძლევს ეს პერიოდი (როგორც ვიცი ამოწმებენ იქ საცხოვრებელ ადგილს განაცხადის შეტანიდან)

უბრალოდ საბანკო გარანტიას ვერ მიკეთებს დანარჩენს ყველაფერს. თან ეს პიროვნება ვინც მიგზავნის უმუშევარი არ არის, ინდივიდუალური მეწარმეა და კარგი ბრუნვები აქვს ბანკში დიდი ისტორიით.

პასპორტის ასლსაც მიგზავნის.

მოკლედ რა ვქნა, სულ დავიბენი. საბოლოო ჯამში: ორიგინალი მოწვევა; მისი პასპორტის ასლი; და ამ თანხის გზავნილის საბუთით შევიდე? ან უარი რომ მითხრან გამიფუჭდება საქმე მომავალში? მაგალითად 1 თვის შემდეგ რომ შევიდე...

ბილეთების ჯავშანით შევალ თუ ნაყიდი ბილეთებით, მაგას ანიჭებენ რამე მნიშვნელობას? ძალიან ბევრი კითხვა დამიგროვდა, smile.gif უღრმესი მადლობა დახმარებისთვის ვისთვის მიმემართა არ ვიცოდი, არავინ მყავს გამოცდილი ამ საკითხში... smile.gif მადლობა კიდევ ერთხელ
user.gif
Cluviel_Dor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 134810
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 16:44  #39182544      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
QUOTE
ამ 500 ევროს თვითონ ეგ პიროვნება მიგზავნის - ამ თანხის გზავნილის საბუთს ექნება რამე ძალა?

არა
QUOTE
უბრალოდ საბანკო გარანტიას ვერ მიკეთებს დანარჩენს ყველაფერს.

არადა იტალიის კონსულისთვის ეგაა ყველაზე მთავარი,ან შენ უნდა გედოს ბანკში ფული,ან იმას.(500 ევრო ძალიან მეეჭვება რომ აკმაყოფილებდეს.)

QUOTE
ან უარი რომ მითხრან გამიფუჭდება საქმე მომავალში? მაგალითად 1 თვის შემდეგ რომ შევიდე...

თუ უარი ჩაგირტყა,მომავალი 6 თვის განმავლობაში ვეღარ შეიტან ხელახალ მოთხოვნას. ახალი პასპორტის გაკეთება მოგიწევს და სხვა საკონსულოში საბუთების შეტანა შენგენის ვიზის მოთხოვნით.
QUOTE
ბილეთების ჯავშანით შევალ თუ ნაყიდი ბილეთებით, მაგას ანიჭებენ რამე მნიშვნელობას?

ჯავშანიც საკმარისია.
webdesigner93
Explore World


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 20:01  #39184684      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
რამდენიმე რჩევას მოგცემ, გამოგადგეს იქნება.
1) შეეცადე შენც გქონდეს რაღაც ბრუნვა აქ, თუ არ მუშაობ და ა.შ. გასაგებია, მაგრამ რაღაცებს ოჯახში ყიდულობთ ბუნებრივია ხომ ? ჩაირიცხე თანხა ბარათზე და იმით იყიდე ყველაფერი, პატარა ბრუნვა გექნება
2) თუ ის არ წერს რომ გაფინანსებს ეგ პრობლემაა, 500 ევრო ანგარიშზე მაგ შემთხვევაში საკმაოდ ცოტაა, თან როგორც ვხვდები შენგენში აქამდე გასვლა არ გქონია. ამიტომ ერთ რჩევას მოგცემ, მე პირადად ეს "სერვისი" არ გამომიყენებია, მაგრამ მსმენია(მგონი ამ თემაში დაწერა ვიღაცამ), რომ გერმანიის საელჩოს გვერდით რაღაც ოფისები რომაა იქ "ასესხებენ" თანხას ზუსტად ასეთი მიზნებით, ისესხებ ამ თანხას, შეიტან შენს ანგარიშზე, გააკეთებ ამონაწერს და გამოიტან ანგარიშიდან. საელჩო ვერ გადაამოწმებს იმას, რომ შენ ეს თანხა გამოიტანე.
3) დაწერე კარგი სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, დაანახე ამ სამოტივაციო წერილში ის რა გინდა იტალიაში და ის, რომ დაბრუნდები უკან.

მეტი არაფერი მაფიქრდება, თან იტალიის საელჩოს გამოცდილებაც არ მქონია ჯერ. თუმცა ახლა ვაგროვებ მეც საბუთებს და სავარაუდოდ 2 იანვარს გავალ გასაუბრებაზე, თუ იქამდე არ გახვედი შენ რჩევებს კიდევ დაგიწერ და გაგიზიარებ გამოცდილებას.

წარმატებას გისურვებ !

This post has been edited by webdesigner93 on 23 Dec 2013, 20:02
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2188
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 21:10  #39185491      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GioCho
ზუსტად გიპასუხა Cluviel_Dor-მა და 500 ევროთი მართლა არ მგონია ვიზა მოგცენ, მერე 6 თვე იქნები ე.წ შავ სიაში და შენგენს არცერთი ქვეყანა აღარ მოგცემს.

და მოტივაციის წერილს არ მგონია იტალიის საელჩო ითხოვდეს. ერთადერთი კონსულმა შეიძლება გასაუბრებაზე დაგიბაროს რადგან პირველი ვიზაა და გამოგკითხოს ჩასვლის მიზანი და ეგეთი რაღაცეები.

წარმატებები, მაგრამ თანხა გაზარდე 2ჯერ მაინც.


Cluviel_Dor
თემას გადავუხვევ და რა ადგილას ხარ იტალიაში და დიდი ხანია უკვე?
webdesigner93
Explore World


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5765
წევრი No.: 78045
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 21:41  #39185966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
makarena
სამოტივაციო წერილს არ ითხოვს, თუმცა სურვილისამებრ ჩაბარება შეიძლება, როცა ასეთი სუსტი საბუთებით გადახირ საელჩოში ჯობს ის მხარეები გააძლიერო, სადაც გაქვს საშუალება, ჩემი აზრია.
Cluviel_Dor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 134810
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 22:07  #39186399      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
makarena
სალერნოში,3წელია. შენ?
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2188
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 22:29  #39186746      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Cluviel_Dor
ბოლონიაში, 4 თვეა, აქ ვსწავლობ და 2015 წლის ივლისამდე უნდა ვიყო smile.gif
Cluviel_Dor
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2186
წევრი No.: 134810
რეგისტრ.: 15-August 11

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 22:59  #39187234      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
makarena
კარგია.ერასმუსით ხო? ისე აქ სალერნოს უნივერსიტეტში უცხოელ სტუდენტებზე შეღავათებია.შენ რომელ ფაკულტეტზე ხარ?თუმცა ჯერ ენის კურსები გექნება გასავლელი.
makarena
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2188
წევრი No.: 43058
რეგისტრ.: 1-October 07

გამოგზავნილია: 23 Dec 2013, 23:15  #39187477      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Cluviel_Dor
კი ერასმუსით, რა შეღავათები??

ეკონომიკის ფაკულტეტზე ვარ, საერთაშორისო მენეჯმენტს ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ინგლისურად ოღონდ და იტალიურს აქ ვითვისებ საკომუნიკაციო დონეზე smile.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (71) « პირველი ... 11 12 [13] 14 15 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0458 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]