forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (20) « პირველი ... 7 8 [9] 10 11 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამკურნალო მცენარეები, და მათი სამკურნალო თვისებები
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 22:49  #15790967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მრავალძარღვა - Plantago major

მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).
ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.




მიმაგრებული სურათი
34b45abd2ee3.jpg
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17339
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 22:54  #15791081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

ძალიან კარგი თემაა,
პატარა წვლილს შევიტან და
ერთ საინტერესო ლინკს დავდებ სამკურნალო მცენარეებზე smile.gif

http://ecopharm.sangu.ge/index.htm


--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 22:56  #15791126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ტყის მარწყვი - Fragaria vesca

ტყის მარწყვი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ნაყოფი მწიფდება ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში.
ტყის მარწყვი გავრცელებულია ტყეებში, ტყის პირებში, მდელოებში, მშრალ ბალახოვან ფერდობებზე და ბუჩქნარებში.
ნედლეულად იყენებენ ნაყოფს, ფოთლებს და ფესვებს. ნაყოფს აგროვებენ სრული სიმწიფის დროს. ფოთლებს კრეფენ ყუნწების გარეშე ყვავილებისა და ნაყოფის დამწიფების პერიოდში. ფესვებს აგროვებენ შემოდგომით, აცილებენ წვრილ ფესვებს და აშრობენ.
ტყის მარწყვის ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. შედარებით კარგად არის შესწავლილი ნაყოფის ქიმიური შემადგენლობა. მასში დიდი რაოდენობით შედის შაქარი (9,5%-მდე, ორგანული მჟავები, პექტინი (1,5%) დასათრიმლავ ნივთიერებები (0,4%-მდე), ვიტამინები: B, C, კაროტინი, ეთერზეთი, მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, მანგანუმი, სპილენძი, ქრომი.
ფოთლებში აღმოჩენილია სათრიმლავი ნივთიერებანი, ვიტამინი C (250-280 მგ %), ალკალოიდის კვალი და გლიკოზიდი ფრაგარინი. ფესურებსა და ფესვებშიც ნაპოვნია სათრიმლავი ნივთიერებები (9,4%-მდე).
ტყის მარწყვის ხილი ნაყოფი შესანიშნავი დიეტური პროდუქტია. იგი, როგორც სამკურნალო საშუალება, გამოიყენება ჰიპერტონული დაავადების, ათეროსკლეროზის, კუჭის წყლულის, გასტრიტების, ატონური გაუვალობის, ანემიის, ნიკრისის ქარის და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. არსებობს ვერსია, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ცნობილმა ბოტანიკოსმა კარლ ლინეიმ თავი ნიკრისის ქარისაგან განიკურნა ტყის მარწყვის ნაყოფით.
ნაყოფისა და ფოთლების ნაყენს იყენებენ ნაღვლისმდენ საშუალებად. მას გააჩნია აგრეთვე დიურეტიკული მოქმედების უნარი. ნაყოფის წვენს, ნაყენს და ნახარშს აქვს ოფლმდენი თვისებები, უკლავს წყურვილის სურვილს, აუმჯობესებს ჭამის მადას. ნაყოფის წვენს იყენებენ გარეგან საშუალებად წითელი ქარის დაავადებების დროს, პატარა ჭრილობების, ეგზემისმაგვარი მდგომარეობის, კანზე ლაქების, ჭორფლისა და ფერისმჭამელების მოსაცილებლად. ამ დროს დღეში იღებენ 4-6 სუფრის კოვზ ახალ წვენს. შეიძლება ნაყენის დასამზადებლად გამოყენებული იქნეს გამშრალი ნაყოფი და ფოთლები. ერთ ჭიქა ნაყენს იღებენ ერთი დღის განმავლობაში.
ტყის მარწყვის ფოთლების ნაყენს იღებენ როგორც ოფლმდენ, ნიკრისის ქარის საწინააღმდეგო საშუალებას, აგრეთვე თირკმელში და ღვიძლში ქვების, ავიტამინოზის, საშვილოსნოდან სისხლის დენისა და გაცივების დროს.
ხალხურ მედიცინაში იყენებენ აგრეთვე ფესვების ნახარშებსაც, ფაღარათების, თირკმელში და შარდის ბუშტში კენჭების არსებობის, კანის დაავადებების და სისხლისდენის დროს. ახალი ფოთლები ჭრილობის შესახორცებელი კარგი საშუალებაა.
ტყის მარწყვის ნაყენის მისაღებად აიღეთ 1 სუფრის კოვზი მარწყვის ფოთლები და ფესვები, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი, ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 6-8 სთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ გასტრიტების, მსხვილი და წვრილი ნაწლავების ანთების, ფაღარათების დროს.


მიმაგრებული სურათი
4.JPG
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 23:08  #15791352      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჟოლო - Rubus Idaeus


ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.
ნაყოფი შეიცავს 10 პროცენტამდე შაქარს, 2 პროცენტამდე ორგანულ მჟავას, C, A, B ვიტამინებს.
გაციების დროს ოფლის მოდენის მიზნით დასალევად ამზადებენ : 2 სუფრის კოვზ ხმელ ნაყფოს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს, 20 წუთის შემდეგ ფილტრავენ და 2-3- ჭიქას სვამენ 1-2 საათის განმავლობაში .
ფოთლების ნახარშს ხალხურ მედიცინაში იღებენ ხველის, ყელის ტკივილის, ციებ-ცხელების დროს, ხოლო გარეგან სახმარად იყენებენ ფერისმჭამელებისა და მუწუკების მოსაცილებლად. ყვავილების ნახარშით კი წითელ ქარსა და თვალის ანთებას მკურნალობენ. ახალდშეგროვილი ნაყოფების ჭამას ურჩევენ ეგზემის მკურნალობისათვის.
ტიბეტის მედიცინაში ფოთლების ან ნაყოფების გამონახარშს ურჩევენ ნევრასთენიის, ნევრიტის დროს და სიცხის დამწევ საშუალებად.
ჟოლოს ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შემკვრელი საშუალება კუჭაშლილობის დროს. გააჩნია სიცხის საწინააღმდეგო თვისებაც კუჭ-ნაწლავის კატარის დროს; მასვე უწერენ კუჭში სისხლჩაქცევის, მენორარგიის, სასუნთქით ორგანოების დაავადებისა და კანზე გამონაყარის სამკურნალოდ.
ყველა ამ შემთხვევაში : 2 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს (გაციებისას სვამენ ცხელ მდგომარეობაში).
მასვე იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად ღრძილებისა და ყელის ტკივილის სამკურნალოდ.






მიმაგრებული სურათი
3.JPG
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 1 Oct 2009, 23:19  #15791571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კოწახური - Berberis Vulgaris


მჟავე, სასიამოვნო გემოს ნაყოფი.
ფოთლები შეიცავენ 120 მგ /პროცენტამდე ასკორბინის მჟავას (ვიტამინ C-ს), ნაყოფმსხმოიარობისას კი დაახლოებით 40 მგ/ პროცენტ ვიტამინ E-ს. გარდა ამისა ფოთლებშია ალკალოიდები, მათ შორის ბერბერინი, რომელიც სისხლის წნევას დაბლა სწევს, იწვევს საშვილოსნოს შეკუმშვას და აძლიერებს ნაღვლის დენას. ფოთლის ნაყენს სისხლდენის შესაჩერებლად და ღვიძლის დაავადების დროს იყენებდნენ, ფოთლებს იყენებენ მარინადის მოსამზადებლადაც.
ფესვებისგან, რომელიც 2-5 პროცენტ ალკალოიდებს შეიცავს, იღებენ პრეპარატ ბერბერინს, რომელსაც ქრონიკული ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის და ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროს იყენებენ.
მწვანე ნაყოფები შაბთან ერთად მატყლის, სელის ქსოვილსა და ქაღალდს ვარდისფრად ღებავს, ფესვები კი მატყლსა და ტყავს ყვითლად ღებავს.
კოწახურის ფოთლის ნაყენი 40 პროცენტ სპირტზე 1:10-ზე შეფარდებით (1 ნაწილი წვრილად დაჭრილი ფოთოლი 10 ნაწილ სპირტზე) მიიღება ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებებისას 25-30 წვეთი დღეში სამჯერ, 2-3 კვირის განმავლობაში.
ხალხური მედიცინა სამკურნალოდ კოწახურის ფესვებს, ღეროს და ტოტების ქერქს იყენებს. კოწახურის პრეპარატები ქინინის მსგავსად სიცხის დამწევად მოქმედებს. მასვე გააჩნია სედატიური და მიკრობსაწინააღმდეგო თვისებები. კოწახურის ფესვები და ქერქი (ალკალოიდები) რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით ნიკრისის ქარის, რევმატიზმის და წელკავის (წელის გაშეშების) დროს.
მიღება ხდება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს. საჭიროების შემთხვევაში დღეში 2 ჭიქა გამონაწვლილს სვამენ.
ხალხურ მედიცინაში რეკომენდებულია აგრეთვე ნაყოფის გამონახარში ელენთის დაავადების და კუჭის სპაზმების დროს, ფოთლების გამონახარში კი სურავანდის, კუჭაშლილობის და დიზენტერიის წინააღმდეგ.




მიმაგრებული სურათი
1229889326_barbaris.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 01:39  #15793993      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჩაი


ჩაი - ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში წყალის შემდეგ. ნებისმიერი ჩაი, ეს იქნება შავი თუ მწვანე წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.
ჩაი პირველად ნახსენებია 770 წ. ჩვ.წ.აღრ. ჩინელი ჩჯოუ-გუნის წიგნში, სადაც აღწერილია ჩაის სასარგებლო თვისებები. ჩაიში დაახლოებით 300 სასარგებლო ნივთიერებაა აღმოჩენილი.
ჩაის შემადგენლობაში შედის: ფენოლის ნაერთები, კატეხინები, პექტინური ნივთიერებები, სპირტი, მჟავები(ქარვამჟავა, ლიმონმჟავა, რძემჟავა), ამინომჟავები, პურინის წარმოებული( კოფეინი, გუანინი, ადენინი, თეოფილინი, თეობრომინი,) პიგმენტები, ვიტამინები, ფერმენტები, მინერალური და არომატული ნივთიერებები, აგრეთვე ცილები, ცელულოზა, სახამებელი, ზოგიერთი მინერალური ნივთიერება, ცხიმში ხსნადი ვიტამინები და სხვა.
შავს და მწვანე ჩაის გააჩნია სხვადასხვა ექსტრაქტული ნაერთები. ცნობილია, რომ მწვანე ჩაიში უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერებაა.
ჩაი შეიცავს 15—30% მთრმილავ ნივთიერებას ტანინს
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი ფინჯანი ჩაი შეიცავს 40 მგ. კოფეინს, მაშინ, როდესაც ერთ ფინჯან ახლადმოდუღებულ ყავაში კოფეინი 85 მგ.ია
ჩაი – უნივერსალური სასმელია, როგორც ხალხში ამბობენ „ასი დაავადების წამალი“. ჩაის სამშობლოში - ჩინეთში თავდაპირველად ჩაი გამოიყენებოდა, როგორც წამალი, და შედარებით გვიან დაიწყეს მისი გამოყენება, როგორც ჩვეულებრივი სასმელი.
ჩაის ხშირი გამოყენება ჯანმრთელობის საწინდარია;
ჩაი იცავს გულს ინფარქტისგან და სხვადასხვა დაავადებისგან.
ჩაი ამაგრებს სისხლძარღვებს და კაპილარებს,ხდებიან რა ისინი უფრო მოქნილი და ელასტიურები.
მწვანე ჩაი შლის ცხიმოვან დანალექებს ორგანიზმში და ხელს უშლის ცხიმების დაგროვებას და ლიპიდების წარმოქმნას სისხლძარღვების კედლებზე ორგანიზმში.
ჩაი ხელს უწყობს სისხლის მომოქცევას, აფართოვებს და წმინდავს ტვინის და გულის სისხლძარღვების კაპილარებს.
ჩაი აწესრიგებს არტერიულ წნევას
ჩაი შეიცავს უნიკალური რაოდენობის ერთად თავმოყრილ ვიტამინებს, მიკროელემენტებს და ცილების ნაერთებს.
ჩაი -არაჩვეულებრივი ოფლმდენი საშუალება გაციების დროს.
მწვანე ჩაი ყველაზე უკეთ კლავს წყურვილს და იცავს ორგანიზმს სიცხისგან.
ჩაის ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მთრმილავი, ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება.
ჩაი ანეიტრალებს ტოქსინებს. კუჭში თრგუნავს და სპობს სხვადასხვა ტიპის ბაქტერიებს.
ჩაი შეიცავს ისეთ მიკროელემენტებს (ფტორი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა.) რომელიც აუცილებელია ძვლების და კბილების ფორმირებისთვის.
ჩაი უებარია კბილის ტკივილის დროს, და ასევე პირის ღრუში აქრობს არასასიამოვნო სუნს.
ჩაი ასევე არის შარდმდენი, მისი რბილი მოქმედება ამავე დროს არ აღიზიანებს ნერვულ სისტემას და თირკმელებს
ჩაის ახასიათებს სისხლისშემაჩერებელი, ანტიანთებითი და ანტიბაქტერიული მოქმედება. მაგარი ჩაით შეიძლება ჭრილობის მობანვა.ის ადეზინფიცირებს და აჩქარებს შეხორცებას.
ჩაის იყენებენ დამწვრობის დროს, და რაც მნიშვნელოვანია, ძლიერი დამწვრობის დროსაც.
ჩაი რეკომენდებულია სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის დროს.
ჩაის აქვს თვისება ორგანიზმიდან გამოდევნოს რადიოაქტიური ნივთიერებები, ტოქსინები, ქიმიური ნივთიერებები და პრეპარატები, მათ შორის ნარკოტიკული და ალკოჰოლი.
ჩაი აძლიერებს ფილტვების ვენტილაციას, აიოლებს სუნთქვას, ძალიან სასარგებლოა ბრონქიტების, ტრაქეიტების და ფილტვების ანთების დროს.
ცხელი ჩაი სურდოს და გაციების დროს უებარი საშუალებაა. სასარგებლოა მისი მიღება ანგინის, ტონზილიტების და სხვა ცხვირ-ხახის დაავადებების დროს.
ჩაის უნიკლური თვისებაა ასევე ის, რომ იგი მხედველობას აუმჯობესებს, ამაგრებს ნერვულ სისტემას, აძლიერებს რეაქციის სისწრაფეს, ხელს უწყობს მეხსიერების ამაღლებას, აიოლებს ახალი ინფორმაციის ათვისებას.
* * *
თავშავას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ თავშავას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10 წთ ან წამოადუღებენ. სვამენ ჩაის სახით. ძალიან სასარგებლო, გემრიელი და არომატული ჩაია.
თავშავა არეგულირებს არტერიულ წნევას, აქვს დამამშვიდებელი მოქმედება, იყენებენ სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

ცაცხვის ყვავილების ჩაი
1 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (უმჯობესია თერმოსში). 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. ეს ნაყენი არომატული და სასიამოვნოა.
ცაცხვის ყვავილების ნაყენი გამოიყენება გაციების დროს. აქვს ოფლმდენი, ანტიმიკრობული, ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება.

კუნელისა და ძახველის ჩაი
კუნელისა და ძახველის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ, ათავსებენ თერმოსში. თითო სუფრის კოვზ ორივე ნაყოფს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. დილით გაწურავენ და ღებულობენ ჩაის სახით.
კუნელი და ძახველი უხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, აქვს დამამშვიდებელი და წნევის დამგდები მოქმედება.

ასკილის ჩაი
ასკილის მწიფე ნაყოფებს ჩეჩქვავენ. ღამით თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს (1 სუფრის კოვზ ასკილზე 1 ჩაის ჭიქა). დილით მიირთმევენ თბილი სახით.
ასკილის ნაყოფში არის c ვიტამინი, ამიტომ მისი ჩაის ხშირი მიღება შესვენებებით ამაღლებს იმუნიტეტს.
თუ სისხლში მომატებულია პროთრომბინი, ასკილის ჩაის მიღება არ შეიძლება!

კრაზანას ჩაი
კრაზანა მიჩნეულია ბუნებრივ ანტიბიოტიკად. ადუღებენ 5 წთ. (1 ს.კ. ბალახი 1 ჩაის ჭიქა წყალზე) ღებულობენ ჩაის სახით.
კრაზანას ჩაის მიღება 2 კვირის განმავლობაში, აქრობს ანთებებს ორგანიზმში, არეგულირებს კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას, წმენდს ნაღვლის ბუშტს.

პიტნის ჩაი
1 სუფრის კოვზ პიტნას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 10-15 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
პიტნას აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. ღებულობენ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს.

დეკას ჩაი
დეკას 1-2 ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ჩაის სახით.
დეკას აქვს შარდმდენი მოქმედება და იყენებენ თირკმელების დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.

კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაი
კომშისა და ალუბლის ფოთლებს ადუღებენ 5 წუთით. უმატებენ ცოტა ლიმონის წვენს და მიირთმევენ დილა-საღამოს ჩაის სახით.
ეს ჩაი პროთრომბინს აქვეითებს სისხლში. ამიტომ მისი მიღება 1 კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება ანალიზის გარეშე.

ჟოლოსა და მოცვის ფოთლების ჩაი
ჟოლოსა და მოცვის ფოთლებს ხარშავენ 2-3 წუთით. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ამ მცენარეთა ფოთლებს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება და ღებულობენ გაციების დროს.

მარწყვის ფოთლების ჩაი
მარწყვის ხმელ ფოთლებს ხარშავენ 5 წუთით და ღებულობენ ჩაის სახით.
მარწყვის ფოთლებს აქვს ორგანიზმიდან მარილების გამომდენი და ელენთის სამკურნალო თვისებები.

ურცის ჩაი
1 სუფრის კოვზ ურცს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 10 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით.
ურცი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროს.

ჭინჭრის ჩაი
ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს ასხამენ მდუღარე წყალს და წამოადუღებენ 1-2 წუთით.
ჭინჭარი წნევას მაღლა სწევს და უხდებათ ჰიპერტონიკებს. წმენდავს სისხლს. ამაღლებს იმუნიტეტს, აჩერებს სისხლდენებს მთელ ორგანიზმში.

მატიტელას ჩაი
1 სუფრის კოვზ მშრალ, მატიტელას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ხარშავენ 5 წუთით და სვამენ ჩაის სახით.
მატიტელას აქვს ღვიძლის ფუნქციის აღმდგენი მოქმედება, ამიტომ იყენებენ ბოტკინის დაავადების დროს და შემდგომ პერიოდში, უხდება კუჭ-ნაწლავისა და თირკმელების დაავადებებს. ორგანიზმიდან გამოაქვს მარილები.

ბეგქონდარას ჩაი
1 სუფრის კოვზ ბეგქონდარას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. 20 წუთის შემდეგ სვამენ ჩაის სახით. არის არომატული და სასიამოვნო ჩაი.
ბეგქონდარა უხდება თირკმელებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, იყენებენ აგრეთვე სასუნთქი გზების გაციების დროსაც.

სამკურნალო ჩაის სახით მისაღებად შევარჩიეთ ისეთი მცენარეები, რომელთაც სასიამოვნო გემო და არომატი აქვთ. რადგან მათ სამკურნალო დანიშნულებაც გააჩნიათ, თითოეული მცენარის ჩაის მიღება სასურველია 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ უნდა შეიცვალოს მცენარე.

This post has been edited by RENE_Z on 2 Oct 2009, 01:47

მიმაგრებული სურათი
_______.jpg
goga_ivana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 352
წევრი No.: 86174
რეგისტრ.: 7-March 09

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 02:16  #15794297      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ინდური კანაფის სამკურნალო თვისებებზე დაწერეთ რამე თუ შეიძლება.
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 02:26  #15794360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
goga_ivana

აქ არის ამაზე თემა, შეგიძლია გაეცნო

კანაფი biggrin.gif
goga_ivana
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 352
წევრი No.: 86174
რეგისტრ.: 7-March 09

გამოგზავნილია: 2 Oct 2009, 11:01  #15795761      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დიდი მადლობა.RENE_Z. სამწუხაროდ თემა დაუხურავთ. ეტყობა ჯერ არ არის ქართული საზოგადოება იმისთვის, რომ ღიად იმსჯელონ ამ მცენარის ლეგალიზაციაზე. აბიდნა და?
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:06  #15809823      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბალი


ბალი (Cerasus avium), ალუბლის გვარის ხეხილოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა.
ნაყოფი შეიცავს 10-15% შაქარს (გლუკოზა, ფრუქტოზა, საქაროზა), 0,2-1,1% მჟავას (უმთავრესად ვაშლისას), А, С, Р და В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე ფოსფორს, კალციუმს და რკინას. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის. ბალში გაცილებით მეტი ნახშირწჱლებია, ვიდრე ალუბალში.
ბალი ასტიმულირებს თირკმელების და ღვიძლის მუშაობას, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას.
ბალი შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს - ის, ალუბლისგან განსხვავებით, არ იწვევს გულძმარვას და კუჭის წვენის მჟავიანობის მომატებას. თავის ტკივილის დროს რბილობი შეგიძლიათ ათქვიფოთ და ეს ფაფა 10-15 წუთით დაიდოთ შუბლზე.
თუ მიდრეკილი ხართ სიმსუქნისკენ და გიყვართ ჭამა, ჭამის წინ 50-100 გრამი ბალი მიიღეთ- ის იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, თუმცა კალორიებით ღარიბია.
გარდა ამისა, ბალი შეიცავს ნივთიერებათა ცვლისა და საჭმლის მონელების გამაუმჯობესებელ ნივთიერებებს. დაბოლოს, ბალსა და ალუბალს აქვთ სუსტი შარდმდენი ეფექტი და შეგიძლიათ, წნევის დასაწევად გამოიყენოთ.
ბალი გამოიყენება სისხლნაკლულობს დროს, ასევე თუ არის კანთან დაკავშირებული პრობლემები., მაგ.ფერისმჭამელები,საქმე იმაშია, რომ სახეზე გამონაყარი და ფერიმჭამელები წარმოიქმნებიან ძირითადად ორგანიზმის დაბინძურების გამო, ხოლო ბალი ასუფთავებს კუჭს და წმინდავს ორგანიზმს. მას ასევე გამოაქვს ორგანიზმიდან შხამები და ტოქსინები. უებარი საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს კუჭისშეკრულობასთან დაკავშირებული პრობლემები.



მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
______________.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:09  #15809833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ალუბალი


ალუბალი (Cerasus), მერქნიანი მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა.
ალუბლის ნაყოფი შეიცავს ორგანულ მჟავებს(ვაშლის,ლიმონის, ქარვის, სალიცილის და სხვა.)მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს (კალციუმს,რკინას,ფოსფორს,მაგნიუმს, კალიუმს,სპილენძი,პექტინებს 11%,ფერმენტებს, А, С и РР ვიტამინებს, ფიოლის მჟავას0,8-2,4% ,7,3-17,5% შაქარს, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას, ასევე:
1. B ჯგუფის ვიტამინებს. ისინი აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უნარჩუნებს კანს სიჯანსაღეს, ამაგრებს თმასა და ფრჩხილებს.
2. A ვიტამინს - საჭიროა მხედველობისათვის, ძვლებისა და კბილების სიმაგრისთვის.
3. ფოლიუმის მჟავას და რკინას - აუცილებელია სისხლის შემადგენლობის ნორმალიზებისთვის.
4. C ვიტამინს - იცავს ორგანიზმს ვირუსებისა და ინფექციებისგან, ამაგრებს გულს, სისხლძარღვების კედლებს.
ალუბლის მთავარი სიმდიდრე კი კუმარინები გახლავთ. ეს ნივთიერებები საჭიროა ორგანიზმისთვის ტონუსის შესანარჩუნებლად. ამ ხილს ურჩევენ ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობისგან დასუსტებულ ადამიანებს.
ალუბლის ნაყოფი და ფოთლები ნატურალური ანტიბიოტიკებია. მათში უხვად არის ფიტონციდები - ნივთიერებები, რომლებიც ხელს უშლიან ბაქტერიების გამრავლებას. ბოსტნეულის მწნილის მომზადებისას ალუბლის რამდენიმე ფოთოლი დაამატეთ - თქვენი ნახელავი მთელი ზამთარი არ გაფუჭდება.
ღვიძლისა და თირკმლის პრობლემების დროს კარგია ალუბლის წვენი - 1 ჭიქა ყოველ დილით.
თუ შეკრულობა გაწუხებთ, სასარგებლოა ნაყოფიც და წვენიც. გაციებისა და ყელის ტკივილის დროს გამოგადგებათ შემდეგი რეცეპტი: 1 კგ ალუბალს დაასხით 1 ლ მშრალი წითელი ღვინო და 5-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გემოვნებისამებრ დაამატეთ შაქარი. მიიღეთ დღეში 50 მლ 1-2-ჯერ.
ყორადღება! ალუბლის კურკა შეიცავს ნივთიერება ამიგდალინს (0,85%), რომელმაც შეიძლება მოწამვლა გამოიწვიოს.





მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
1_.JPG
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:13  #15809845      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

თუთა


თუთა, თუთის ხე, ბჟოლა (Morus), ფოთოლმცვივანი ხეებისა და იშვიათად ბუჩქების გვარი თუთისებრთა ოჯახისა.
გვარი შეიცავს 24-მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.
საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra).
თუთის შემადგენლობა:წყალი-89,76%, გლუკოზა-9,19%, თავისუფალი მჟავები,უმეტესად ლიმონისა და ვაშლისა-1,86%, აზოტოვანი ნივთიერებანი-0,39%, პექტინი,ცხიმები,მარილები და ალოე-20,30%, უხსნადი წნ.-1,25%, ნაცარი-0,57%.
შავი თუთის წვენი შეიცავს 20-25 გრ ლიმონის მჟავას ერთ ლიტრზე.შავი თუთა თეთრისგან იმით განსხვავდება,რომ შეიცავს ორჯერ მეტ რკინას:შავი თუთა რკინას შეიცავს 6,32% რაოდენობით,თეთრი კი 3,93%.
ქართულ ხალხურ მედიცინაში წითელ თუთას იყენებენ ფაღარათის დროს,როგორც შარდსადენ საშუალებას.თუთის ნაყოფის ნახარშს ხმარობენ გამოსავლებად ყელის დაჩირქების დროს.



მიმაგრებული სურათი
Morus.JPG
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:17  #15809853      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლეღვი

ლეღვი (Ficus carica), სუბტროპიკული მცენარე თუთისებრთა ოჯახის ფიკუსის გვარისა. ლეღვი მეჩხერად დატოტვილი ხეა.
ლეღვი ბუნებრივად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთში, მცირე აზიაში, ირანსა და ჩრდილოეთ-დასავლეთ ინდოეთში, კულტივირებულია მრავალ ქვეყნებში.
მშრალი ლეღვის კალორიულობა მაღალია და 50-77% შაქარს შეიცავს. საქართველოში ლეღვი ძველთაგანვე ცნობილია და ფართოდაა კულტივირებული.
ლეღვის ნაყოფი ნაზია, დიდხანს არინახება, ჯიშისა და სიმწიფის კვალობაზე იგი შეიცავს (%-ობით): 12-23 შაქარს, 0,5-4,2 პექტინოვან ნივთიერებებს, 3,4-7,4 უჯრედისს.
უმწიფარი ნაყოფის საკვებად გამოყენება არ შეიძლება, უფრო მეტიც - სახიფათოა. ლეღვი შეიცავს დიდი ოდენობით B და C ვიტამინებს, აგრეთვე - პროვიტამინ A-ს, მინერალურ ნივთიერებებს: რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ბრომს, გოგირდს, ცოტაოდენ დარიშხანს, აგრეთვე - პექტინებს, უჯრედისს, ცხიმებს, ცილებს, ყველაზე დიდი ოდენობით კი შაქრებს. თუ დაკრეფილ ნაყოფს ჭურჭელში მოვათავსებთ და რამდენიმე ხანს მზის ქვეშ დავდგამთ, მასში შაქრის რაოდენობა მოიმატებს, შესაძლოა 30-40%-საც კი მიაღწიოს. თუ მას ძირითად საკვებთან ერთად მივირთმევთ, ის საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სტიმულაციას მოახდენს, მადას გაგვიძლიერებს, ხელსაყრელ პირობებს შექმნის საკვების მოსანელებლად და აუთვისებელი ნარჩენების გამოსაყოფად. ამრიგად, ლეღვი კარგი საშუალებაა კუჭის გასაწმენდ-გასასუფთავებლად. მის ნაყოფში არსებული თესლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს - ინტენსიურად გამოდევნის დაგროვილ წიდას და ნივთიერებათა ცვლის ორგანიზმისთვის უვარგის პროდუქტებს. ლეღვი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. შეიცავს ფერმენტ ფიცინს, რომელიც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე. ლეღვი სასარგებლოა ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებებისა და სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, კარგი ეფექტი აქვს ბუასილის, სხვადასხვა გენეზის შეკრულობისა და კოლიკის (მუცლის ღრუს ორგანოებში მოვლითი ტკივილის) დროს. ნაყოფს აქვს ოფლმდენი მოქმედება. ის ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. შესაბამისად, სასარგებლოა ართრიტით დაავდებულთათვის. ლეღვის ახალმოკრეფილი ნაყოფი კლავს წყურვილს და გამაგრილებელი ეფექტით გამოირჩევა, ხელს უწყობს ტემპერატურის დაქვეითებას მაღალი სიცხის დროს, გადიდებული ელენთის დაპატარავებას. რძეში მოხარშულ ლეღვს ხალხური მედიცინა წარმატებით იყენებს მშრალი ხველისა და სახმო იოგების შეშუპების სამკურნალოდ, თუმცა ლეღვი უკუნაჩვენებია შაქრიანი დიაბეტით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.




მიმაგრებული სურათი
injir.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:32  #15809883      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ზეთისხილი - Olea Europaea

ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქი.
მისი ნაირგვარი ჯიშები არსებობს, ამიტომ მათი ნაყოფებისგან დამზადებული, ე.წ. ზეითუნის ზეთი სხვადასხვა სახისაა. ზოგი ჯიში გამოიყენება საჭმელი ნაყოფის დასამზადებლად, ზოგიც ზეთის გამოსახდელად.
მოშავო ნაყოფის კურკა ოვალური ან მომრგვალოა. ნაყოფი მდიდარია მაღალხარისხოვანი საჭმელი ზეთით.
ზეთი გამოიყენება რბილ გამხსნელ საშუალებად საჭმლის მომნელებელი ორგანოებისა და კენჭოვანი დაავადებების დროს.
ხალხური მედიცინის მონაცემებით რევმატიზმის მკურნალობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი საშუალება: იღებენ კარგსაცობიან სქელკედლიან ბოთლს. მასში ასხამენ 154 გრ ხის ზეთს . შემდეგ ყრიან ათიდან ოცამდე წითელ წიწაკას, იმისდა მიხედვით თუ რა სიმაგრის ნაყენის მიღება სურთ. ყოველივე ამას ამატებენ 150 გრ. კარგად გაწმენდილ სუფთა ნავთს, ანჯღრევენ და ცხრა დღეს დგამენ თბილ ადგილას, ყოველდღე ანჯღრევენ, ამ ნარევით იზელენ მტკივნეულ ადგილს ღამღამობით. დღისით იცვამენ თბილ შალის გრძელ საცვალს და შალის წინდებს.
იმავე ავტორის მიხედვით ჭრილობების სწრაფი შეხორცებისათვის ხალხი წარმატებით იყენებს შემდეგი შემადგენლობის მალამოს: 100 გრამი პროვანსული ზეთი, 8 გრამი ყვითელი სანთელი, 5 გრამი თეთრი სანთელი, 20 გრამი ფიჭვის გამაგრებული ფისი (კოლოფანი), 1 გრამი საკმეველი, 1 სუფრის კოვზი უმარილო კარაქი. კოლოფანი და საკმეველი თუ ნატეხებადაა მას ფხვნილად აქცევენ. ნარევს პატარა მომინანქრებულ ქვაბში ათავსებენ და 10 წუთს ადუღებენ ნელ ცეცხლზე. გამუდმებით ურევენ და ქაფს ხდიან (აცილებენ), გაგრილების შემდეგ მინის ქილაში გადააქვთ. მალამოს დოლბანდის ან სხვა რომელიმე თხელი ქსოვილის სუფთა ნაჭერზე უსვამენ და ჭრილობას ადებენ. ხალხს ეს მალამო ძალიან ეფექტურმომქმედად მიაჩნია.
ჭრილობის შესახორცებლად გაცილებით უფრო მარტივი შემადგენლობის მალამოსაც იყენებენ. ორ ნაწილ ხის ზეთზე (შესაძლოა პროვანსული ზეთის გამოყენებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ხის ზეთი უფრო მიღებულია) ერთ ნაწილ ფუტკრის ცვილს (სანთელს) იღებენ. ამ ნარევის კარგად ადუღებით მიიღება მალამო, რომელსაც ჭრილობაზე სცხებენ და თუ საჭიროა, სახვევს ადებენ.
ღვიძლის გადიდებისა და ტკივილების დროს იღებენ, ერთ ჭიქა პროვანსულ კარგ ზეთსა და 1 1/4 ჭიქა გრეიპფრუტის წვენს. ნარევს ღამღამობით იღებენ, ჭამიდან ორი საათის შემდეგ, მაგრამ დალევამდე წინასწარ ოყნას იკეთებენ. ნარევის მიღების შემდეგ მარჯვენა მხარეზე წვებიან. დილით ოყნას იმეორებენ. პროცედურას იმეორებენ 4-5 დღის შემდეგ საჭიროების კვალობაზე.
ნაღვლის ბუშტში კენჭების საწინააღმდეგოდ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე იღებენ ზეთს. პირველად იღებენ 1/2 ჩაის კოვზს და თანდათანობით ზრდიან დოზას 1 ჩაის ჭიქამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 2-3 კვირის განმავლობაში გრძელდება.
ყურში მოხვედრილი მწერის ან უწვრილესი კენჭის უმტკივნეულო ამოღებისათვის ყურში თანდათანობით აწვეთებენ პროვანსულ ზეთს. ყურში შეჭრილი მწერი ზეთში ამოტივტივდება.

მიმაგრებული სურათი
1191302170.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3421
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:37  #15809904      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბაბუაწვერა Taraxacum officinale Wigg

მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახისა, 5-50 სმ.
ფოთლები და ყვავილები კაროტინოიდებს შეიცავენ. ფესვებში აღმოჩენილია: სტერინი, ინულინი, ნიკოტინის მჟავა, ფისები, კა­უჩუკი და ცხიმი.
ბაბუაწვერას ფესვებს და ბალახს იყენებენ როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ასევე იყენებენ ანაციდური გასტრიტის დროს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციის მოსამატებლად.
ფესვებს იყენებენ როგორც ნაღვლმდენ და შარდმდენ საშუალებას.
უნიშნავენ კუჭში შეკრულობის, დიაბეტის, თირკმლის ჭვალის, ნიკრისის ქარის, ეგზემის, ფერისმჭამელების, ათეროსკლერო­ზის დროს.
ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი: 10 გრ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 200 მლ. მდუღარე, დააყენეთ 2 საათის გნმავლობაში, გა­წურეთ, მიიღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ.-ით ადრე ათეროსკლეროზის, გასტრიტის, ანემიის, ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, შარდის ბუშტის დაავადებების დროს, ასევე ნიკრისის ქარის, ალერგიის, კანზე გამონაყარის დროს. ბა­ბუაწვერას ფესვების და ბალახის ნაყენი: აიღეთ 10 გრ. დაქუცმაცებული ფესვები და ბალახი, დააყენეთ 400 მლ. გაცივებული ანა­დუღარი წყლით 10-12 საათის განმავლობაში, გაწუღეთ. მიიღეთ 50 მლ. 4-6-ჯერ დღეში ჭამის წინ ათეროსკლეროზის, ჰიპო- და ავიტამინოზის, ანემიის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, გასტრიტის, კოლიტის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭქვეშა ჯირ­კვლის დაავადებების, კუჭში სპასტიკური ტკივილის, თავის ტკივილის, ცუდი მადის, კუჭში შეკრულობის, ნიკრისის ქარის, ალერგიის დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოც-ოცი გრამი ბაბუაწვერას ყვავილი და ბალახი, დაასხით 400 მლ. წყალი, ადუღეთ 10 წთ.-ის განმავლობაში, დააყენეთ 30 წთ., გაწურეთ. მიირეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ღვიძლის, თირკმე­ლების, შარდგამომყვანი გზების ანთებითი დაავადებების დროს.
ბაბუაწვერას ყვავილების ნახარში: 10 გრ. ყვავილს დაასხით 200 მლ. წყალი, ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 20-30 წთ., გაწურეთ. მიი­ღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში უძილობის, ჰიპერტონიული დაავადების, მეტეორიზმის, კუჭში შეკრულობის, ჭიების დროს.
ბაბუაწვერას ფესვების და ბალახის ნახარში: აიღეთ ოცდაათ-ოცდაათი გრამი ბაბუაწვერას ხმელი ბალახი და ფესვები, დაასხით 1 ლ. წყალი და ადუღეთ 15 წთ., დააყენეთ 45 წთ., გაწურეთ. მიიღეთ 100 მლ. 3-ჯერ დღეში ფურუნკულოზის და კანზე გამონაყა­რის, ავიტამინოზის, საერთო სისუსტის (როგორც მატონიზირებელი საშუალება) დროს, ასევე გასტრიტის (კუჭის წვენის დაბა­ლი მჟავანობა) დროს.
ბაბუაწვერას ფესვების ნახარში: 3 ს.კ. დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 2 ჩ.ჭ. მდუღარე, ადუღეთ 15 წთ., გაწურეთ, მიიღეთ 1 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბაბუაწვერას ფოთლების წვენი: ბაბუაწვერას ნედლი ფოთლები კარგად გარეცხეთ ცივი წყლით 5 წთ.-ის განმავლობაში, წყალი გა­დაასხით, ფოთლები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიიღეთ 50 მლ. 2-ჯერ დღეში გასტრიტის, საერთო სისუსტის, სიყვითლის, შარდის ბუშტის ანთების, ანემიის დროს. ნაყენი წაისვით კოჟრებზე, მეჭეჭებზე, ჭორფლზე, პიგმენტური ლაქებზე.
ბაბუაწვერას მალამო: 5-10 გრ. დაქუცმაცებული ფესვი და ბალახი დააყენეთ 50 მლ. მცენარეულ ზეთზე 10 საათის განმავლობაში. წაისვით დამწვრობებზე, ნაწოლებზე.
ბაბუაწვერას ფხვნილის მალამო და თაფლი კურნავს ეგზემას.
ბაბუაწვერას ფხვნილი: ბაბუწვერას ხმელი ფესვები დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში. მიიღეთ 1,5-2 გრ. 3-ჯერ დღეში ათეროსკლე­როზის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. დაიყარეთ დაჩირქებულ ჭრილობებზე, წყლულებზე, დამწვრობებზე, მოყი­ნულ ადგილებზე, ნაწოლებზე.


მიმაგრებული სურათი
oduvanchik.jpg
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) « პირველი ... 7 8 [9] 10 11 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.2321 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]