forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (20) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამკურნალო მცენარეები, და მათი სამკურნალო თვისებები
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Oct 2009, 09:47  #15809941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კომში, ბია (Cydonia)

ჩვეულებრივი კომში (Cydonia oblonGa).
მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა.
კომშის საშუალო ქიმიური შემადგენლობა:წყალი-80,10%, შაქარი-10,32%, აზოტური ნივთიერებანი-0,41%, უხსნადი ნივთიერებანი-15,43%, ვაშლის მჟავა-0,27%, მთრიმლავი ნივთიერებანი--0,03%, უჯრედისები-2,58%, ნაცარი-0,35%.კომში შეიცავს C ვიტამინს 10-20 მგ 100 გრამ ნაყოფზე.
კომშის გარსი შეიცავს ლორწოს და მთრიმლავ ნივთიერებებს,გული-ზეთს 15 %,ცილოვან ნივთიერებას ,ფერმენტ ემულსინს და გლუკოზის ემიგდალინს.ხალხურ მედიცინაში კომშს იყენებდნენ ფაღარათის წინააღმდეგ და შარდსადენად.კომშს ფართე გამოყენება ქონდა ყველა დროში უმთავრესად კიჭნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს.
კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C, B, P ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს.
კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში - კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს - საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში - ყელში გამოსავლებად. კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი.
კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.
კომში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს სძენს.


მიმაგრებული სურათი
cydonia_oblonga_01.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 7 Oct 2009, 16:29  #15871265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საზამთრო


საზამთრო (Citrullus) ერთი ან მრავალწლოვანი მცენარეა გოგრისებრთა ოჯახისა.
ამ სითბოსმოყვარული მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა. საზამთროს ნაყოფში შედის: შაქრები (უმთავრესად ფრუქტოზა), B1, B2, PP ვიტამინები, ასკორბინის და ფენოლის მჟავები, კაროტინი, პექტინოვანი ნივთიერებები, უჯრედანა. თესლი შეიცავს ზეთს.
საზამთროს ნაყოფის რბილანა გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი და კარგად კლავს წყურვილს
საზამთროს შიგთავსი შეიცავს კარგად მოსანელებელ ბუნებრივ შაქარს, რომლის დიდ ნაწილს შეადგენს ფრუქტოზა და გლუკოზა, მცირეს – სახაროზა. მასში შედის აგრეთვე ვიტამინები, კაროტინი, პექტინის ნახევრადსახარინები, უჯრედისები და მიკროელემენტები: კალიუმი, მაგნიუმი, რკინა, ნატრიუმი, კალციუმი, ფოსფორი და სხვა. საკვები ნივთიერების ასეთი მდიდარი ასორტიმენტი სასიკეთოდ მოქმედებს გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე, ხელს უწყობს კუჭ–ნაწლავის მიკროფლორის აქტიურობის ამაღლებას.
საზამთრო შეჰყავთ დიეტაში ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს (ციროზი, ბოტკინის დაავადება), შეკრულობის, პოდაგრის, ართრიტების, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, კორონარული უკმარისობისა და ანგინის დროს. რადგანაც საზამთრო მდიდარია რკინით, რომელიც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისათვის, ის გამოიყენება ანემიის დროს. იგი მეტად სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის, საჭმლის მონელების დროს, აჩქარებს ქოლესტერინის გამოყოფას.
სახალხო მედიცინაში საზამთრო გამოიყენება როგორც შარდმდენი თირკმლისა და სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების დროს. ის აგრეთვე სასარგებლოა უროლოგიური დაავადებების – ცისტიტის, ნეფრიტის, პიელონეფრიტის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო შეიცავს კალიუმს, რომელიც სხვა შარდმდენი სამკურნალო წამლების მიღების დროს ორგანიზმიდან გამოიყოფა.
საზამთროს შიმშილობა
ორგანიზმის საერთო გაწმენდის დროს გამოიყენება საზამთროს შიმშილობა, როცა 3–4 დღის მანძილზე ვღებულობთ მხოლოდ საზამთროსა და შავ პურს. შარდის ინტენსიური გამოყოფით ამ პროცედურის დროს სუფთავდება თირკმელები და შარდგამომყოფი გზები, ამ დროს გამოიყოფა სილა და წვრილი ქვები. საზამთროს შიგთავსი გამოიყენება აგრეთვე მისი დადებით დაზიანებულ ადგილებზე ფსორიაზის და ეგზემის დროს. კანის მოვლისა და მისი გაახალგაზრდავების მიზნით იყენებენ საზამთროს შიგთავსს ანდა წვენის ნიღბებს. მისი წვენით გაჟღინთეთ რამდენიმე ფენად დაკეცილი მარლა, რომელსაც შემდეგ დაიდებთ სახეზე ან კისერზე. 20 წუთის შემდეგ მარლის საფენი აიღეთ, კანი ჩამოიბანეთ, გაიმშრალეთ პირსახოცით და წაისვით სახის საცხი.
საინტერესო ფაქტები:
– საზამთრო – ერთადერთი ლიდერია ლიკოპენის შემცველობით, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია;
– საზამთრო შედგება 92% წყლისაგან;
– საზამთროს ორი ნაჭერი შეიცავს ვიტამინი ს–ს დღიური ნორმის ნახევარს;
– საზამთროს შესამოწმებლად ნიტრატების შემცველობაზე, საკმარისია მისი ერთი ნაჭერი ჩავუშვათ ჭიქა წყალში. საზამთრო ნიტრატებით შეღებავს წყალს წითლად ანდა ვარდისფრად, ხოლო "სუფთა" საზამთრო წყალს ამღვრევს.

შაკიკის შემოტევა გაგივლით, თუ ქორფა საზამთროს ქერქს შიგა მხრიდან საფეთქლებსა და შუბლზე 20-30 წუთით დაიდებთ და შეიკრავთ.

საზამთროს არანაკლებ ეფექტური ჭიის წამალია, ვიდრე გოგრის თესლი. პარაზიტების სასიკვდილო საშუალება რომ დაამზადოთ, საზამთროს გამხმარი თესლი, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ, შეურიეთ რძე. პროპორციით 1:10. ძირითად კვებას შორის დღეში ორჯერ 2 ჭიქა მიიღეთ.



მიმაგრებული სურათი
18_54.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 7 Oct 2009, 16:33  #15871342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნესვი

ნესვი, ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარის Cucumis-ის გვარი გოგრისებრთა ოჯახისა. ნესვის სამშობლოდ ითვლება შუა და მცირე აზია. (Cucumis melo). სითბოს მოყვარული მცენარეა, უძლებს გვალვას. კარგად ხარობს 25-30°C ტემპერატურაზე. ნაყოფი ძვირფასი საკვები და დიეტური პროდუქტია. დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარს (16-18%-ზე მეტს), C ვიტამინს (60 მგ-მდე), კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს.
ნესვის უჯრედები შესანიშნავად წმენდს ნაწლავებს. მის შემადგენლობაში შემავალი რკინისა და ფოლის მჟავა ჰემოგლობინს მნიშვნელოვნად ამაღლებს და განსაკუთრებით კარგია სისხლნაკლებობის დროს.

ყვითელი ჯიშის ნესვი მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც ადამიანის ორგანიზმის შიგნით A ვიტამინად გარდაიქმნება და მხედველობის ორგანოებისთვისაა განსაკუთრებით სასარგებლო.



მიმაგრებული სურათი
bbIdiliya.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 7 Oct 2009, 16:50  #15871664      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჭინჭარი - Urtica urens

ჭინჭარი მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.
ჭინჭარი ხარობს როგორც მშრალ, ასევე ნესტიან ადგილებში, ოღონდ, ყოველთვის ნოყიერ ნიადაგში, სახლებთან, ღობეების ძირში, გზის პირებში, ტყეებში.
ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. მათ აგროვებენ ივნის-აგვისტოში აყვავებული მცენარეებიდან. ყვავილობის მერე ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.
ჭინჭარს აგროვებენ ხელთათმანით, ჭრიან ნამგლით ან ცელით. დამჭკნარი ნედლეული აღარ ისუსხება და შეიძლება ღეროდან ფოთლების მოცილება შიშველი ხელით.
ზემოთ აღნიშნული ჭინჭრის გარდა გვხვდება სხვა სახეობის ჭინჭარიც, რომლის თესლები ძალიან მცირე ზომისაა, ფოთლებიც შედარებით პატარაა, ოვალური, კიდეები უფრო ღრმად ჩაჭრილი და ბლაგვკბილებიანია. მისი ნედლეულად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.
თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალადდაბანილ და გამშრალ თმაში კვირაში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.





მიმაგრებული სურათი
chinchari.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 15 Oct 2009, 16:03  #15988506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლიმონი (Citrus limon)

მრავალწლოვანი მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარე ციტრუსოვანთა გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
მისი სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
ლიმონის ნაყოფი შეიცავს (%-ობით): მჟავებს (უმთავრესად ლიმონის) — 3,5—8,1, შაქრებს — 1,9—3, C ვიტამინს — 45—140 მგ 100 გ-ში, აგრეთვე P და B ვიტამინებს, პექტინოვან ნივთიერებებს, რკინის მარილებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.

ხალხურ მედიცინაში მას ჭრილობების მოსაშუშებლად, დიფტერიის, სიყვითლის და შეშუპების საწინააღმდეგოდ ხმარობენ, მცენარის სამშობლოში კი სწამდათ, რომ ეს მცენარე ადამიანს შავი ჭირისგან იცავდა, გველის ნაკბენისგან კურნავდა. ლიმონს უბადლო სამკურნალო სასუალებად მიიჩნევენ ფილტვების დაავადებების და ინტოქსიკაციის დაროს.

ვისაც შინ აქვს ლიმონის ხე არასოდეს გახდებიან ავად, ამტკიცებენ მედიკოსები.

ლიმონის წვენს იყენებენ ხველების დროს, წყურვილის მოკვლის დროს, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესების, იმუნური სისტემის გაძლიერების, ნივთიერებათა მოწესრიგების მიზნით. კარგი ეფექტი აქვს მას პოდაგრას, შარდკენჭოვანი დაავადებებისა და ჰიპოაცდიური გასტრიტის დროს. ლიმონის წვენის წყალხსნარით მკურნალობენ ბუასილს, ხოლო ქლორთან მის ნარევს განგრენის სამკურნალოდ იყენებენ.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს ქავილს სწორედ ლიმონის წვენი დაგიამებთ.
შაქარში მოხარშული ლიმონის ქერქი საჭმლის მომნელებელ პროცესებს არეგულირებს. შეეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელობის საყოველთაოდ ცნობილი წესი _ “დღეში თითო ლიმონი”.
ლიმონი სამკურნალო პრაქტიკაში ავიტამინოზებისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, ანგინის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.
ლიმონის წვენი ინიშნება ათეროსკლეროზის, კუჭნაწლავის ტრაქტის, შარდ _ კენჭოვანი დაავადების, ნივთიერერებათა ცვლის დარღვევის, ბუასილის ციებ _ ცხელების დროს. დაამატეთ 0,5 ლიმონის წვენი 0,5 ჩ.ჭ ცხელ წყალში. მიიღეთ 2_3 ჯერ დღეში, წყალში გახსნილი. ლიმონი სასარგებლოა ანგინას, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად, ასევე გამოიყენება გარეგანად კანის სოკოვანი დაავადებების დროს.





მიმაგრებული სურათი
01_lemon.jpg
macaco-fast65
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4174
წევრი No.: 38762
რეგისტრ.: 23-July 07

გამოგზავნილია: 15 Oct 2009, 22:18  #15994330      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
RENE_Z
გაიხარე ,ასე ლამაზა,დაწვრილებით რომ წერ ,სად არ წამიკითხავს,მაგრამ მსიამოვნებს შენი ნაწერის წაკითხვა. 2kiss.gif
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 22 Oct 2009, 13:15  #16093929      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
macaco-fast65
QUOTE
გაიხარე ,ასე ლამაზა,დაწვრილებით რომ წერ ,სად არ წამიკითხავს,მაგრამ მსიამოვნებს შენი ნაწერის წაკითხვა.

გმადლობ! 2kiss.gif smile.gif )))
ყველგან ვეძებ სასარგებლო ინფორმაციას, ზოგს ჩვენს საიტებზე, ზოგსაც ვთარგმნი,
ისე რომ მომავალშიც კიდევ დავდებ რამე საინტერესოსuser posted image
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 3 Nov 2009, 19:49  #16291060      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მანდარინი
მარადმწვანე სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარე Citrus-ის გვარის ტეგანისებრთა ოჯახისა.
შეიცავს 3-10% შაქრებს, 0,9%-1%-მდე მჟავებს (უმთავრესად ლიმონის), 23-55 მგ% C ვიტამინს და სხვა
კანი მდიდარია პექტინოვანი ნივთიერებებით, ეთეროვანი ზეთებითა და გლიკოზიდებით
მანდარინი ციტრუსთა ოჯახის წარმომადგენელია. თავისი ნათესავებისაგან მან მემკვიდრეობით მიიღო С ვიტამინის დიდი მარაგი. გარდა ამისა, ეს ნარინჯისფერი ხილი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც რაქიტის საწინააღმდეგო თვისებით გამოირჩევა და К ვიტამინს, რომელიც განაპირობებს სისხლძარღვების ელასტიურობას. რაც შეეხება ნიტრატებს, ისინი მანდარინში არასდროს არ არის, ვინაიდან ეს მავნე ნივთიერება ვერ ”ხარობს” ლიმონმჟავასთან ერთად.
მანდარინის გემოს განსაზღვრა ერთი შეხედვითაც კი შეიძლება. ყველაზე მჟავეა საშუალო ზომის, ოდნავ დაბრტყელებული ფორმის, უნშიუს ჯიშის მანდარინი. მას არა აქვს კურკები. დიდი ზომის, მსხვილკანიანი სანტრას ჯიშის მანდარინი ადვილად იფცქვნება, მაგრამ შეიძლება სიტკბო აკლდეს.
მანდარინი შეიძლება გამოყენებული იქნას სამკურნალო მიზნით:
1. მანდარინის წვენი დიეტური და სამკურნალო სასმელია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისათვის (ახლშობილებისათვისაც კი) და ავადმყოფი ადამიანებისათვის;
2. მაღალი ტემპერატურის დროს მანდარინი კლავს წყურვილის გრძნობას;
3. მანდარინს იყენებენ ასთმისა და ბრონქიტების სამკურნალოდ. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით ფენოლიკურ ამინომჟავას, რომელსაც ეწოდება სინეფრინი. ეს კარგად ცნობილი შეშუპების და შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებაა. ლორწოსაგან ფილტვების გასათავისუფლებლად რეკომენდებულია ყოველ დილას ერთი ჭიქა მანადრინის წვენის დალევა;
4. ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს ხველას არბილებს და ხელს უწყობს ამოხველებას მანდარინის გამხმარი კანის ნაყენი და ნახარში წყალზე (1:10);
5. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, რომლებიც მიმდინარეობს ფაღარათით, ძალიან სასარგებლოა ცოცხალი მანდარინი და მისი ახლადგამოწურული წვენი;
6. მანდარინის კანი შედის სამკურნალო მცენარეების ნარევებში, რომელსაც იყენებენ მადისა და საჭმლის მონელების გასაუმჯობესებელი მწარე ნაყენების დასამზადებლად. მიიღება 10-20 წვეთის ოდენობით, კვებამდე 15-30 წუთით ადრე;
7. მადის სტიმულაციისათვის რეკომენდებულია მანდარინის გამხმარი კანისაგან დამზადებული ნაყენის მიღება იგივე დოზით;
8. დიდი რაოდენობით მანდარინის წვენის მიღება ჰელმინთების (ჭიების) წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებაა;
9. მანდარინის ნაყოფი, როგორც დიეტური პროდუქტი, ზამთრის პერიოდში ორგანიზმს გააჯერებს ვიტამინებით;
10. მანდარინს აქვს სურავანდის საწინააღმდეგო მოქმედება, მადის აღმძვრელია და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას;
11. მანდარინში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებენ გუნებ-განწყობას;
12. დიაბეტის დროს მანდარინის კანის ნახარში ხელს უწყობს სისხლში შაქრის რაოდენობის დაქვეითებას. ამ მიზნით საჭიროა 3 ცალი ნაყოფის კანი ვადუღოთ 1 ლიტრ წყალში 10 წთ-ის განმავლობაში. ნახარში უნდა შევინახოთ მაცივარში გაუწურავად და მივიღოთ ყოველდღიურად;
13. მანდარინი და მანდარინის კანი მისი ფიტონციდური თვისებების გამო ანტიმიკრობულ მოქმედებას ავლენს;
14. მანადარინის წვენი შეიძლება გამოყენებული იქნას გარეგანად სახმარად რძიანას დროს;
15. მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურია დიზენტერიის დროს;
16. კლიმაქტერული პერიოდის ჭარბი სისხლდენების დროს მანდარინს იყენებენ როგორც სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებას;
17. კანის დაავადებების დროს მანდარინში არსებული ფიტონციდების მოქმედება იმდენად მძლავრია, რომ მანდარინის ახლადგამოწურული წვენი კლავს ზოგიერთი სახის სოკოს (ტრიქოფიტია, მიკროსპორია). სოკოთი დაზიანებული კანისა და ფრჩხილების სამკურნალოდ საჭიროა მრავალჯერადად იქნას შეზელილი მათში მანდარინის ნაყოფისაგან და კანისგან მიღებული წვენი.
მიუხედავად სამკურნალო თვისებებისა, მანდარინს შეუძლია ავნოს ადამიანს. იგი აღიზიანებს თირკმელებს და კუჭ-ნაწლავის ლორწოვანს, ამიტომ არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს, ენტერიტების, კოლიტების, ნაწლავების ანთებითი დაავადებების დროს, ასევე ქოლეცისტიტების, ჰეპატიტებისა და მწვავე ნეფრიტის შემთხვევაში.



მიმაგრებული სურათი
IS_Kishu_Mandarine_.jpg
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17639
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 6 Nov 2009, 16:05  #16337006      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
RENE_Z

შეგიძლია დამეხმარო?

სამკურნალო მცენარეებში შემავალი ნივთიერებები მჭირდება.
ანუ ვთქვათ 100 გრ ასკილის ნაყოფი რა რაოდენობის ასკორბინის მჟავას, პექტინს, მთრიმლავ ნივთიერებას... შეიცავს.

ცხრილის სახით თუ გეგულება სადმე, იქნებ ლინკი დადო.
არა აქვს მნიშვნელობა რა ენაზე იქნება.


--------------------


მე ვარ მიმინო, ხახამშრალი და კაპოეტი
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 6 Nov 2009, 16:35  #16337460      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
abelo
QUOTE
სამკურნალო მცენარეებში შემავალი ნივთიერებები მჭირდება.
ანუ ვთქვათ 100 გრ ასკილის ნაყოფი რა რაოდენობის ასკორბინის მჟავას, პექტინს, მთრიმლავ ნივთიერებას... შეიცავს.

ცხრილის სახით თუ გეგულება სადმე, იქნებ ლინკი დადო.
არა აქვს მნიშვნელობა რა ენაზე იქნება.


ასეთი ცხრილი არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ლინკები დავდო, სადაც არის ბევრი ინფორმაცია სამკურნალო მცენაარეებზე

http://www.vmiretrav.ru/perechen.html
http://wander.org.ru/adv_Berries.html
http://www.florets.ru/tselebnye-svoistva/p...-rasteniya.html
http://www.vmiretrav.ru/pizhrast/kalorii.html
http://www.provisor.com.ua/archive/1999/N20/lek_rast.htm
abelo
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 17639
წევრი No.: 63570
რეგისტრ.: 5-June 08

გამოგზავნილია: 7 Nov 2009, 22:04  #16357129      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
RENE_Z
დიდი მადლობა საინტერესო ლინკებისთვის smile.gif

pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7081
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 8 Nov 2009, 00:44  #16360179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესო საიტი ვიპოვე ამ თემაზე
http://mkurnali.ge/index.php?option=com_en...id=1&Itemid=351
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 10 Nov 2009, 03:22  #16394079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pernata
QUOTE
საინტერესო საიტი ვიპოვე ამ თემაზე
http://mkurnali.ge/index.php?option=com_en...id=1&Itemid=351


ამ საიტზეც ვნახე ბევრი საინტერესო მასალა
nami1423
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 490
წევრი No.: 102782
რეგისტრ.: 20-October 09

გამოგზავნილია: 15 Nov 2009, 00:06  #16466713      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მგონი აქ ჩვენს გარდა არავინ არ შემოდის

არ მიგვატოვო, კიდევ შემოვდივარ და კიდეც ვკითხულობ, მართლაც საინტერესოდ წერ ყველაფერს, წიგნებიდან ვერ გაიგებ, რა მცენარეა up.gif
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3432
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2009, 12:58  #16485793      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
nami1423
QUOTE
არ მიგვატოვო, კიდევ შემოვდივარ და კიდეც ვკითხულობ, მართლაც საინტერესოდ წერ ყველაფერს, წიგნებიდან ვერ გაიგებ, რა მცენარეა


არ მიგატოვებთ 2kiss.gif მოუცლელობის გამო ხშირად ვერ შემოვდივარ, ამიტომ, ჯერჯერობით მარტო ლინკებს დავდებ, smile.gif საინტერესო ქართული საიტების
rolleyes.gif


http://ecopharm.sangu.ge/
http://herbstem.narod.ru/
http://icttraninglela.blogspot.com/
http://medgeo.net/category/encyclopaedia/01_herbs/
http://mevlo6.blogspot.com/
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0783 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]