forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (20) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სამკურნალო მცენარეები, და მათი სამკურნალო თვისებები
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:27  #15689430      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხახვი
კვებითი ღირებულებით ის მესამე ადგილზეა, ჭარხლისა და ოხრახუშის შემდეგ. შაქარი კი მასში საზამთროზე მეტია, ოღონდ შაქარი ეთერზეთებით არის "შენიღბული". სწორედ ეთერზეთები აძლევენ მას დამახასიათებელ გემოს და გვაღვრევინებენ ცრემლებს
მინერალური ნივთიერებები მასში საკმაოდ მრავლადაა, აღმოჩენილია 18 (!). განსაკეთრებით დიდი რაოდენობითაა კალიუმი და ფოსფორი.
საკმაოდ შთამბეჭდავია ვიტამინების რაოდენობაც. მაგალითად C ვიტამინი 10 მგ %. ეს უფრო მეტია ვიდრე გოგრასა და ყურძენში, რომ არაფერი ვთქვათ ბროწეულზე, მსხალსა და ლეღვზე... თუ რგოლებად დავჭრით და რაიმე კერძს ასე უმად მოვაყრით C ვიტამინის შემცველობა მასში კიდევ უფრო გაიზრდება.
ხახვის სარგებლიანობა იმდენად მაღალია, რომ არსებობს მისი მოხმარების სამედიცინო ნორმებიც კი, მოზრდილმა ადამიანმა ის წელიწადში 7 კგ უნდა მიირთვას.
ხახვში ასევე ბევრია ფიტონციდები (ნივთიერებები რომლებიც ებრძვიან ვირუსებს).ამიტომ ხახვი გვეხმარება გაციებისას. მისი წითელი და იასამნისფერი სახეობებისაგან მომზადებული წვენი და ფაფა დამღუპველად მოქმედებენ სოკოზეც კი.
ხახვისაგან ამზადებენ პრეპარატებს ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისათვის.



მიმაგრებული სურათი
2.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:30  #15689443      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კომბოსტო

კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია.
კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს.



მიმაგრებული სურათი
3458f04de4fc257b0bcdf9e8d62045e7_big.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:34  #15689456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნიახური


საკვები და სამკურნალო მიზნისათვის იყენებენ ნიახურის ფოთლებსა და ძირებს, რომელიც შეიცავს ვიტამინებს (C, B1, B2, PP), კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, ნატრიუმს.
ხალხური მედიცინა ნიახურის მიღებას ურჩევს ქრონიკული შეკრულობის, თირკმელების დაავადების, დერმატიტის, ალერგიული გამონაყრის შემთხვევაში. გამოიყენება უმი ან ნახარშის სახით.




მიმაგრებული სურათი
selderei.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:37  #15689470      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნიორი


ხალხურ მედიცინაში ნიორს იყენებენ გრიპის, მალარიის, ანგინის, პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ნივრის წვენი კარგია მეჭეჭების მოსაცილებლადაც.
ნივრის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, გულის დაავადებების დროს.



მიმაგრებული სურათი
4.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:42  #15689484      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბარდა


ბარდა პარკოსანთა ოჯახის მცენარეა. მისი თესლი შეიცავს 50%-მდე სახამებელს, 1,5% ცხიმებს, 2% ცილებს. მწვანე მარცვლებში ბევრია ვიტამინები (A, B1, B2, C, PP), ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი.
ხალხურ მედიცინაში ბარდას თესლების ნახარში გამოიყენება როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ამავე მიზნით იღებენ ბარდას ფოთლების ნახარშსაც. ფოთლებს იღებენ ყვავილობის პერიოდში და აშრობენ ჩრდილში.
ბარდას მარცვლების ფქვილისაგან მომზადებული ცხელი საფენები გამოიყენება ფურუნკულის (ძირმაგარას) სამკურნალოდ.



მიმაგრებული სურათი
goroh.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:46  #15689512      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბოლოკი

საკვები კულტურა-ბოლოკი კარგად ინახება და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. იგი შეიცავს: ცილას, სახამებელს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, C, PP), ნატრიუმს, კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფიტონციდებს, ეთერზეთებსა და სხვა.
ბოლოკი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ბოლოკი. თაფლში შერეული შავი ბოლოკის წვენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველას დროს, ბოლოკი შლის კენჭებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. გახეხილი ფაფა გარეგანი სამკურნალო საშუალებაა სახსრების ანთების, რევმატული და პოდაგრული ანთებების, რადიკულიტის, ეგზემის დროს.
ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად (ჭორფლის მოცილებისათვის).
ბოლოკის მიღება არ შეიძლება წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერაციდული გასტრიტის, ნაწლავების ანთების, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.



მიმაგრებული სურათი
sb.jpeg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:51  #15689536      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კიტრი


კიტრი შეიცავს წყალს, ნახშირწ###ბს, ცილებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1, B2, PP), რკინას, ფოსფორს, მაგნიუმს, ნატრიუმს, კალციუმს, კალიუმს. იგი აუმჯობესებს მადას, აადვილებს ცხიმებისა და ცილების შეწოვას, აქვს ნაღველმდენი, შარდმდენი და საფაღარათო თვისება. კიტრის წვენი სახიდან აშორებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს.

მიმაგრებული სურათი
sb.jpeg1.jpeg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 09:56  #15689569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
პომიდორი
პომიდორი შეიცავს მრავალ სასარგებლო ნივთიერებას: ლიმონის მჟავას, სხვადასხვა ვიტამინს (A, B1, B2, P, K), ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, კარგია ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.
პომიდორის მიღება ეკრძალებათ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ელენთის დაავადებების დროს.
პომიდორი აუმჯობესებს ფილტვების მუშაობას და ამცირებს ქოშინს, - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი მეცნიერები, რომლებმაც ბრონქული ასთმითა და ფილტვების სხვა პათოლოგიით დაავადებული 2,5 ათასი ადამიანი გამოიკვლიეს. მეცნიერებმა შეისწავლეს ურთიერთკავშირი კვების ხასიათსა და ფორსირებულ ამოსუნთქვას შორის, რომელიც ბრონქების გამტარობას ასახავს.
პომიდვრით მდიდარი დიეტა საგრძნობლად ამსუბუქებს დაავადებული ფილტვების მქონეთა მდგომარეობას, ამცირებს ქოშინს. მედიკოსები ასეთი ეფექტის მიზეზად მიიჩნევენ ბოსტნეულში არსებულ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე მინარევებისგან იცავს.

მიმაგრებული სურათი
2.jpeg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 10:00  #15689603      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სალათი

სალათი განსაკუთრებულ ფასეულობას იძენს როდესაც საქმე ეხება მასში შემავალ ფოლაცინს. ეს ვიტამინი იკარგება თერმული დამუშავებისას. ღვიძლში, ხორბალსა და ჭვავის ფქვილში ის უხვადაა, მაგრამ ამ პროდუქტებს უმად ვერ მიირთმევ, ხოლო გაცხელებისას ფოლაცინის 80% იკარგება. სხვა საქმეა ფოთლოვანი კულტურები და მათ შორის სალათი. ამ ვიტამინის სახელწოდებაც მოდის ლათინური "ფოლიუმ"-იდან, რაც ფოთოლს ნიშნავს.
ფოლაცინი ყველასათვის აუცილებელია, ის ერითროციტების ფორმირებისთვისა, შაქრის ათვისებიშტვის არის საჭირო. განსკუთრებით მნიშვნელოვანი კი მომავალი დედებისათვის და ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვისაა.
კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან საბრძოლველად მნიშვნელოვანია ფოლაცინისა და ბეტა-კაროტინის (პროვიტამინი A) ერთობლიობა. ბეტა-კაროტინი კი სალათში ისეთივე რაოდენობითაა როგორც ამ ვიტამინის სხვა მნიშვნელოვან წყაროში ტკბილ წიწაკაში. სალათი შეიცავს ბევრ ორგანულ მჟავებს, რომელთა ნაწილი თავის მხრივ ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს.


მიმაგრებული სურათი
42759581_salad.jpg
Sidonia
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2049
წევრი No.: 8790
რეგისტრ.: 16-February 05

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 11:20  #15690366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია.

აბზინდას ნედლეული შეიცავს ეთერზეთს 2%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ტუიოლი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი და სხვა.
გარდა აღნიშნულისა, აბზინდას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ლაქტონებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.
ჯერ კიდევ ავიცენა აბზინდას ხმარობდა როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ხოლო სალერნოს სკოლაში მას იყენებდნენ ზღვის ავადმყოფობის დროს. ხალხურ მედიცინაში

აბზინდას იყენებენ გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა პირის ღრუში გამოსავლებად არასასიამოვნო სუნის დროს.
მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სტიმულირებისათვის, ნაღვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად.

უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.

მომზადების წესი

აბზინდას ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრ (ორი სუფრის კოვზი) გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წთ, შემდეგ გააჩერეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3- დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
მრგვალი ჭიების დასაყრელად იკეთებენ აბზინდას ნაყენის ოყნას.
შესაძლებელია აბზინდას ჩაის მომზადებაც: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ, გადაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ აბზინდას ნახარშის ორთქლი აყუჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ნაბახუსევზე, იგი კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროსაც. ღვიძლზე, კუჭზე გაკეთებული აბზინდის საფენების დადება ამცირებს ტკივილს ამ ორგანოებზე, ხოლო მისი წვენი ძმართან ერთად შველის სოკოთი და კონიოთი მოწამვლის შემთხვევაში.



მიმაგრებული სურათი
abzinda_2.jpg


--------------------
ვირებში რომ ხარ შენაც უნდა ტლინკები ჰყარო...
ვირებს ჰგონიათ ჩვენიაო მთელი სამყარო.
ვითებში თუმცა მუდამ ვირად მომქონდა თავი,
მაინც შემიტყვეს არაბული ტაიჭი ხარო....
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 16:32  #15695206      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ჭარხალი

წითელი ჭარხლით მკურნალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ჭარხალს წარმატებით იყენებდნენ თავიანთ პრაქტიკაში ავიცენა, ჰიპოკრატე, გალენუსი, პარაცელსიუსი, დიოსკორიდე და სხვანი. ანტიკური საბერძნეთის ექიმები ჭარხლის წვენით მკურნალობდნენ ანემიას, საჭმლის მომნელებელი

ტრაქტისა და ლიმფური სისტემის პათოლოგიებს. ამ სამკურნალო საშუალებას უძველესი დროიდან იყენებდნენ არაბები და სპარსელებიც. აღმოსავლური მედიცინის საუნჯეში ჭარხლის წვენით მკურნალობის არაერთი საინტერესო რეცეპტია შემონახული. ჭარხლის წვენის უნიკალურ სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღირებულებას ვიტამინების შემცველობა, კალიუმის, იოდის, რკინის, ცილებისა და უჯრედისის კომბინაცია განსაზღვრავს. ის მდიდარია ბეტაინით, ბეტანინით, P1 ვიტამინით, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და მავნე ქოლესტერინისგან, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ნივთიერებათა ცვლას, მიკროცირკულაციას, ამაგრებს სისხლძარღვებს. ამ თვისებების გამო ჭარხლის წვენი ძველთაგანვე გამოიყენება ალერგიულ რეაქციათა, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტონიული დაავადების, ღვიძლის, სახსრების, ფარისებრი ჯირკვლის, სისხლის სხვადასხვა პათოლოგიის სამკურნალოდ. უკანასკნელი ათწლეულის გამოკვლევებით დადგენილია, რომ წითელ ჭარხალში შემავალი ბეტაინი და ბეტანინი აუმჯობესებს ცილების შეთვისებას და აქტიურად მონაწილეობს ქოლინის წარმოქმნაში. ქოლინი აძლიერებს ჰეპატოციტების (ღვიძლის უჯრედების) ფუნქციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, აწესრიგებს ორგანიზმში ცხიმოვან ცვლას, ხელს უწყობს კაპილარების განმტკიცებას. ჭარხალში შემავალი ძნელად მოსანელებელი უჯრედისის, პექტინებისა და ორგანული მჟავების წყალობით (საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათი გადაადგილებისდა კვალად) აბსორბირდება (შეიწოვება და იბოჭება) და ორგანიზმიდან გამოიყოფა მიკრობული წარმოშობის მავნე, შხამიანი ნივთიერებები, მძიმე მეტალთა მარილები, რადიაქტიური იზოტოპები, ჭარბი ქოლესტერინი და ორგანიზმისთვის არასასურველი მრავალი სხვა ნივთიერება. დიაბეტით დაავადებულთათვის რეკომენდებულია რეგულარულად, დღეში 4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 1/4 ჭიქა ჭარხლის წვენის მიღება. სასურველია, წვენი უშუალოდ მიღების წინ გამოწუროთ - ახალგამოწურული წვენი ბევრად უფრო სასარგებლოა. იგი ორგანიზმს ავსებს 2,5-ჯერ მეტი აქტიური ჟანგბადითა და ორვალენტიანი რკინით, რომელიც ასე აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის. თუმცა აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ჭარხლის ახალგამოწურულ წვენს ზოგიერთის ორგანიზმი ვერ იღებს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, მკურნალობა მცირე დოზით (1 ჩაის კოვზით) დაიწყოთ და თანდათანობით გაზარდოთ 1 ჭიქა დღიურ ულუფამდე. ახალგამოწურული წვენის აუტანლობის შემთხვევაში (თუ თავბრუხვევამ, გულისრევამ, წნევისა და პულსის ვარდნამ, ზოგადმა სისუსტემ შეგაწუხათ), გირჩევთ, გაწურული წვენი 1-2 საათით მაცივარში დააყოვნოთ და ამის შემდეგ მიირთვათ. კარგია ასევე 150-200 გრამი მოხარშული ჭარხლის რეგულარული მიღება სადილად. ეს ბოსტნეული, გარდა იმისა, რომ აუმჯობესებს სისხლის შედგენილობას, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას.


მიმაგრებული სურათი
1_.JPG
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 16:42  #15695363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სტაფილო

შეიცავს: C, B1, B2 ვიტამინებს, α-, β-, γ-, ε- კაროტინოიდებს, ეთერზეთებს, კუმარინებს,ლიკოპინს,ორგანული მჟავებს ,პანთოთენის მჟავას, ფიტოენს, ფიტოფლუინს, ლავონოიდებს, ფურანოქრომონებს, შაქრებს, ცხიმებს,ცხიმოვანი ზეთებს.
სტაფილო – ფ, ს, უ, ლ, ზზ და ი ჯგუფის ვიტამინების, კალიუმის მინერალური მარილების, რკინის, თუთიის, იოდის, ფრუქტოზისა და კაროტინის დიდი შემცველობის წყალობით, ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.
სტაფილოს მედიცინა ძირითადად კაროტინის მისაღებად იყენებს;
იღებენ ვიტამინების ნაკლებობისას;
ნაყოფებისა და თესლებისაგან ამზადებენ პრეპარატს " დაუკარინი". მას იყენებენ კორონარული უკმარისობის, სტენოკარდიული შეტევების და ათეროსკლეროზის დროს;
რიგი მონაცემებით წვენს აქვს სპაზმოლიტური, ქვების დამშლელი თვისებები.
იყენებენ პიელონეფრიტის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს
ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ბეტა–კაროტინი ფ ვიტამინად გარდაიქმნება, რომელიც ახალგაზრდა ქალების ჯანმრთელობისათვის მეტად საჭიროა. ეს უძლიერესი ანტიმჟანგავი ორგანიზმს დაბერებისა და გადაღლისაგან იცავს. სტაფილო აუცილებელია ორსულებისათვის, რომელთაც ჯანმრთელი შვილის გაჩენა სურთ. ეს ძირხვენი მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილებისა და თმის მტვრევა აწუხებს. სტაფილო სისხლს წმენდს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რითაც გულ–სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარებას ამცირებს.
მსოფლიოს ყველა ექიმის რეკომენდაციაა ყოველდღიურად სტაფილო ჭამოთ ან უზმოზე სტაფილოს ახალგამოწურული წვენი დალიოთ. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ახლომხედველობის, კონიუნქტივიტის, ბლეფარიტისა და თვალების სწრაფად დაღლის დროს. სტაფილოს ერთ–ერთი სამკურნალო თვისება ისაა, რომ თვალის ბადურას ამაგრებს.
ამერიკელი მეცნიერების ბოლო გამოკვლევებით, სტაფილო შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება ფალკარინოლს, რომელიც კიბოს უჯრედების განვითარებას ერთი მესამედით აბრკოლებს. ხოლო სტაფილოს ახალგამოწურულ წვენს სამკურნალო, გამაახალგაზრდავებელი და მატონიზირებელი ეფექტი აქვს. ღრძილების გასამაგრებლად მეტად სასარგებლოა სტაფილოს ღრღნა, ხოლო სტომატიტის დროს – პირის ღრუში სტაფილოს წვენის გამოვლება. ეს ბოსტნეული რეკომენდებულია ცისტიტის, კუჭში შეკრულობის, ბუასილისა და შარდკენჭოვანი დაავადებების დროს. მას ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
სტაფილო ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, ციკლის სტაბილიზაციასა და მენსტრუაციის აღდგენაზე ეფექტურად ზემოქმედებს. სტაფილოს წვნიანი მეტად სასარგელბოა ბავშვებისათვის, რომელთაც კბილები ამოსდით.
შენიშვნა: ნაწლავების ანთების, კუჭის წყლულისა და გასტრიტის გამწვავების პერიოდში უმი სტაფილოს გამოყენება რეკომენდებული არ არის!



მიმაგრებული სურათი
0ba839a836e5.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 16:49  #15695467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გოგრა


ნაყოფის რბილობიდან სამრეწველო დანიშნულებით იღებენ კაროტინოიდებს .
კაროტინის მისარებად გოგრას აცლიან თესლებს და წინასწარ ასილოსებენ. გოგრის მზა სილოსი იკეთებს ზედა მკვრივ ფენას, რომელიც შეიცავს 250-350 მგ/კაროტინს . ამ მასას აცუცმაცებენ გადაიტანენ და ქიმიური რეაქციით გამოყოფენ კაროტინს.
გოგრის ნაყოფი, გარდა კაროტინოიდებისა შეიცავს C, B1, B2, B3, B6, PP ვიტამინებს, K, Ca, Fe, Cu, Zn, Ng მარილებს, აზოტოვან შენაერთებს, პექტინებს, სახამებელს, შაქრებს, ცხიმოვან ზეთს, ჰემიცელულოზას.
ფოთლებსა და ყვავილებში აღმოჩენილია ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა რამდენიმე ჯგუფი,
თესლები შეიცავს :ვიტამინ E-ს, ლინოლის მჟავის ტრიგლიცერიდებს, მინოშენაერთ კუკურბიტინს, ნახშირწ###ბს, ოლეინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ორგანული მჟავებს, პალმიტინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, სტეარინის მჟავის ტრიგლიცერიდებს, ფისოვანი ნივთიერებებს, ფიტოსტერინs კუკურბიტოლს, ცხიმოვანი ზეთს.
გოგრისგან ამზადებენ ნაყოფის რბილობის ზეთოვან ხსნარს;
იღებენ კრისტალურ კაროტინს;
გამოიყენება წყლულების, ეგზემის, დამწვრობის, ჩირქოვანი იარების სამკურნალოდ, ასევე შარდდამდენად, შეშუპეპების, ღვიძლისა და თირკმელების დაავადების დროს.
თესლი შეიცავს კუკურბიტინს, რომელსაც ანტიჰელმინთური მოქმედება ახასიათებს..


მიმაგრებული სურათი
4.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 16:53  #15695540      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კარტოფილი

კარტოფილის გორგლები შეიცავს 70-80% წყალს, 24% სახამებელს, 2% ცილოვან ნივთიერებებს, 0,3 ცხიმს, ვიტამინებს: C, A, B1, B2, B6, PP. კარტოფილის ცილა ძალიან სასარგებლოა, ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას შეიცავს მხოლოდ კარტოფილის გორგლის კანი. ამიტომ "მუნდირით" მოხარშული კარტოფილის ჭამა კარგია გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
კარტოფილის გორგლების ცოცხალი წვენი გამოიყენება კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ. ხოლო გახეხილი ფაფა კანის დამწვრობასა და ეგზემას უხდება.



მიმაგრებული სურათი
potatoes2.jpg
RENE_Z
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3404
წევრი No.: 51815
რეგისტრ.: 18-January 08

გამოგზავნილია: 25 Sep 2009, 17:04  #15695734      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ლობიო

მწვანე ლობიოს პარკები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, მრავალ აუცილებელ ამინომჟავას.
ხალხურ მედიცინაში ლობიოს ხმელი პარკების ნახარშს ღებულობენ ჰიპერტონიის, თირკმელისა და შარდის ბუშტის დაავადების, ქრონიკული რევმატიზმის, გულ-სისხლძარღვოვანი წარმოშობის შეშუპების, თირკმელკენჭოვანი დაავადებისა და შაქრიანი დიაბეტის დროს.
თირკმელში კენჭებს შლის ლობიოს გამხმარი ყვავილების ჩაის მიღება.


მიმაგრებული სურათი
Phaseolusvulgaris.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (20) « პირველი ... 4 5 [6] 7 8 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.3439 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]