forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) « პირველი ... 2 3 [4] 5   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სასუქი
Alazanski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 580
წევრი No.: 24374
რეგისტრ.: 13-October 06

გამოგზავნილია: 4 Aug 2011, 21:36  #26775327      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარჯობათ მეგობრებო!! ძველ თემებს გადავხედე და ამ თემამ დამაინტრესა. ამასთან დაკავშირებით მინდა გაცნობოთ, რომ არსებობს NGO "ეკოსტანდარტი" რომელმაც მოიპოვა გრანტი (გრანტის გამცემი- ინტიტუციონალური განვითარების ფონდი. "ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების საფუძვლები")რომლითაც ამერიკიდან, (კერძოდ კალიფორნიიდან, კროიცერის ფირმიდან) ჩამოიYვანეს კალიფორნიული წითელი ჭიაყელის სანაშენე კოკონები. კერძო ფერმაში (ლაგოდეხის რაიონში) გაამრავლეს და მიღებული მაღალხარისხიანი ბიოჰუმუსის საშუალებით მიიღეს ეკოლოგიურად სუფთა ბაღჩეული: კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, საზამთრო, ნესვი, მწვანილი დ.ა.შ. ტვ. იმედმა დიდი სიუჟეტი მიუძღვნა ამ წამოწყებას. დაიბეჭდა მრვალი სტატია და სამეცნიერო ნარკვევი და რომ იტყვიან ყველამ ხოტბა შეასხა ამ საქმის დანერგვის პერსპექტივას. დღეისათვის, "ეკოსტანდარტი" ერთ-ერთი დიდი მეცხოველეობის ფერმის ბაზაზე იწყებს მაღალხარისხიანი ბიოჰუმუსის წარმოების გაშვებას. აღნიშნულ ნ.ჯ.ო. -ში, ვიცი ისეთი შეუპოვარი და პატრიოტი ქართველები მუშაობენ, რომ დარწმუნებული ვარ ამ მეტად საჭირო და მამულიშვილურ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ ბიჭებოოოოო!!!!!! დიდად გამიხარდება თქვენი წარმატებები.
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11167
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 4 Aug 2011, 22:13  #26775798      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არადა სად ნაკელი და სად პატრიოტიზმი rolleyes.gif
Alazanski
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 580
წევრი No.: 24374
რეგისტრ.: 13-October 06

გამოგზავნილია: 30 Jan 2013, 20:02  #34974416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
რეკომენდაცია ბიოჰუმუსის გამოყენებაზე.
ღია გრუნტში სასუქ ,,ბიოჰუმუსის“ შეტანა შეიძლება ნებისმიერ დროს, გვიანი შემოდგომითაც კი. არ არსებობს იმისი საშიშროება, რომ ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წვიმასა და ნადნობ წყლებს თან გაყვეს ნიადაგის გამამდიდრებელი კომპონენტები. ამ სასუქის პროლონგირებული (გაგრძელებული) მოქმედება, რაც საჭიროა ყველაფრით უზრუნვე-ლყოფს მცენარეებს 4-7 წლით.
ნარგავებისა და ოთახის მცენარეების მოსარწყავად ამზადებენ წყლიან ექსტრატს, ე.წ. ვერმიკომპოსტურ ,,ჩაის“: 1 ჭიქა ბიოჰუმუსი უნდა ჩაიყაროს ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით სავსე ვედროში (10 ლიტრამდე), კარგად უნდა მოირიოს (2-3 საათში ერთხელ) და ასე დარჩეს 1 დღე-ღამის განმავლობაში. ეს ,,ჩაი“ შეიცავს თვით ბიოჰუმუსის წყალში ხსნად ფრაქციებს (ვიტამინებს, ფიტოჰორმონებს, ჰუმატებს, ფულვატებს და სხვა.), აგრეთვე მცენარეებისა და ნიადაგისათვის სასარგებლო ოკო ფლორას. ვედროში დარჩენილი ნალექი არ გადაყაროთ იგი საუკეთესო დამატებითი საკვებია ოთახის ყვავილებისათვის.
ამ ხსნარში შეიძლება (და აუცილებელიცაა) კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის თესლების დალბობა. ეს ჯობს გაკეთდეს ღამით. დალბობის ხანგრძლივობა 12 საათია. მაგალითისათვის, თესლის გაღვივების უნარი შეიძლება გაიზარდოს 95%-დე, მაშინ როცა წყალში ჩალბობით საკონტროლო თესლებისა იზრდება 70%-დე.
ადრე გამზადებული კომპოსტური ,,ჩაი“ მცენარეთა მოსარ-წყავად კიდევ 3-ად უნდა განზავდეს (1 ჭიქა ჩაი + 2 ჭიქა წყა-ლი). ამით მორწყეთ ნარგავები, მოგვიანებით კი ბახჩეული კულტურები და ხეხილიც. ამ დროს პროდუქცია 33%-ით იზრდება, დამწიფების ვადები კი მოკლდება 10-15 დღე-ღამით.
ასეთი კომპოსტური ჩაი ძალიან კარგია ხეხილის შესაწამლად. ვაშლების ხეების შეწამვლა ხდება ყვავილობის შემდეგ, კვირტების გამოსახვის, ნაყოფის ზრდის პერიოდში (აგვისტოს დასაწყისი), იზრდება ნარგავების პროდუქტიულობა (ნაყოფი ხდება უფრო მსხვილი, ლამაზი, ფერადოვანი, წვნიანი და ტკბილი). კვირტის გამოსკვნის ფაზაში ჩატარებული შეწამვლა დადებითად მოქმედებს მომავალი წლის მოსავლიანობაზე.
ბიოჰუმუსის 1-2 სმ-ი ფენით ხეხილის ვარჯქვეშ ნიადაგის გაფხვიერებასთან კომბინირებული შეწამვლით ვაშლის, ალუბლის, ბლის, ქლიავის ნაყოფიანობა ყოველწლიური ხდება.
ბიოჰუმუსის გამოყენების ეს მეთოდი ძალზე კარგად მოქმედებს ბუჩქოვან მცენარეებზე: ხურტკმელზე, მოცხარზე, ჟოლოზე, აგრეთვე ვაზზეც.
განსაკუთრებით ეფექტურია ბიოჰუმუსის გამოყენება (ნიადაგის ამოსავსებად) ნიადაგის მომზადებისას მრავალწლიან მცენარეთა ჩარგვისათვის, ასეთებია: ვარდი, დეკორატიული ბუჩქები, წიწვოვანი ხეების ნერგები და სხვა.
- პატარა მცენარეები - ორმოს მოცულობის 1/6. უკვე დარგული მცენარეების განოყიერებისას საჭიროა ფესვების შემო-ფარცხვა - 350 გრ/კვ.მ
- ბუჩქები - დარგვისას ორმოს მოცულობის - 1/5, შემდგომში ხის ვარჯის დიამეტრის მიხედვით 350გრ/კვ.მ წელიწადში
- ხეები - დარგვისას ორმოს მოცულობის 1/4, შემდგომში ყოველ წელს 350გრ/კვ.მ ვარჯის საზღვრის გასწვრივ.
- გრუნტში ნარგავების ჩარგვისას - ღრმულში დაამატეთ 100-200 გრ ბიოჰუმუსი (შესაძლოა მეტიც) და შეურიეთ მიწას.
- კარტოფილი - ძალიან რეაგირებს ბიოჰუმუსზე, სასურველია თითოეულ ჩასარგავ რღმულში სათესლე მასალას მივამატოთ 100-200 გრ ბიოჰუმუსი (მეტიც შეიძლება).
- კიტრი - ჩითილების ჩარგვის შემდეგ მცენარის გარშემო სასურველია მიწა გაფხვიერდეს ბიოჰუმუსის დამატებით (ფენა 1-2 სმ).
- ძალიან ესაჭიროება ბიოჰუმუსი პომიდორს ჩითილების დარგვისას თითო ღრმულში ჩაამატეთ 100-200 გრ.
- მარწყვი - 7-10 დღით ადრე იყვავილებს და დამწიფდება, თანაც იქნება უფრო ბარაქიანი, ლამაზი და ტკბილნაყოფიანი თუ გაზაფხულზე კვლებს ბიოჰუმუსით გავაფხვიერებთ.
- ხეხილის - ქვეშ მიწა სჯობს არ დაბაროთ, არამედ ყოველ წელს ვარჯებქვეშ დაუმატეთ ბიოჰუმუსის ფენა (2-3სმ), ნაყოფი იქნება უფრო ლამაზი, მსხვილი, არომატული და გემრიელი.
- წიწვოვანი ან სხვა დეკორატიული მცენარეების მოვლისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ბუჩქოვანებას და სიფაფუკეს. უქლორო სასუქი ,,ბიოჰუმუსი“ იძლევა ამის მიღწევის საშუალებას მცენარისათვის ზიანის მიუყენებლად.
ბიოჰუმუსი ეფექტურია ყვავილების მოშენებისათვის როგორც ღია გრუნტში, ასევე ოთახის პირობებში.
ქოთნებში 1 კგ მიწაზე საჭიროა არა უმეტეს 200-250 გრამისა
სხვადასხვა მცენარეზე შეინიშნება ფოთლების ზომების 1.5 – 2 ჯერ შედარებით საკონტროლო მცენარეებთან, იზრდება ფოთლის შეფერილობის ინტენსივობა, აქტიურად ვითარდე-ბიან განაპირა კვირტები, მალე დგება ყვავილობის ჟამი.
ბიოჰუმუსის გამოყენება შესანიშნავ შედეგებს იძლევა დეკორატიულ მეყვავილეობაში. ის ხელს უწყობს ყვავილების უფრო ადრეულ აღმოცენებას, უკეთესად გახარებას, უხვ და ფუმფულა ყვავილობას, ყვავილის დიამეტრის ზრდას, ბუჩქზე მათი რაოდენობის მატებას.
ბიოჰუმუსი ასტიმულირებს ფესვის წარმოქმნას, ფესვებით და კალმით გამრავლებული მცენარეების მიწისზედა ნაწილების ზრდას. ყვავილების 3-ჯერადი (7-8 დღიანი ინტერვალით) შეწამვლა 7-10 დღით აჩქარებს ყვავილების ზრდას და ყვავილობას, აძლიერებს ფოთლების შეფერილობის ინტენსივობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყვავილების დეკორატიულობას და ჯიშიანობას.
virakochi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 407
წევრი No.: 16483
რეგისტრ.: 23-January 06

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 12:32  #34984071      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სად იყიდება ბიოჰუმუსი თბილისში?

This post has been edited by virakochi on 31 Jan 2013, 12:33
FLORISTI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 809
წევრი No.: 156349
რეგისტრ.: 22-November 12

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 13:24  #34984762      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
საინტერესოააა.....
სად იყიდება და რა ღირს?
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7079
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 13:39  #34984960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FLORISTI
QUOTE
სად იყიდება და რა ღირს?

თითქმის ყველა ყვავილების მაღაზიაშია, კუსტარულად ჩამოსხმული პლასტმასის ბოთლებში. 2 თუ 3 ლარი ღირს. მაგრამ შენ თუ ეზოში მატლები გყავს, რაღაში გჭირდება?
FLORISTI
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 809
წევრი No.: 156349
რეგისტრ.: 22-November 12

გამოგზავნილია: 31 Jan 2013, 14:47  #34985951      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pernata
ჭიაყელები კი მყავს, მაგრამ... იმდენი სიკეთე წერია, ვიფიქრე არიქა... უხვი მოსავალი მექნება თქო lol.gif lol.gif lol.gif ოთახის ყვავილებსაც მივახმარდი
Mg1988
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 10
წევრი No.: 163092
რეგისტრ.: 7-March 13

გამოგზავნილია: 31 Mar 2013, 16:30  #35826842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Alazanski @ 30 Jan 2013, 20:02 )
რეკომენდაცია ბიოჰუმუსის გამოყენებაზე.
ღია გრუნტში სასუქ ,,ბიოჰუმუსის“ შეტანა შეიძლება ნებისმიერ დროს, გვიანი შემოდგომითაც კი. არ არსებობს იმისი საშიშროება, რომ ზამთრისა და გაზაფხულის პერიოდში წვიმასა და ნადნობ წყლებს თან გაყვეს ნიადაგის გამამდიდრებელი კომპონენტები. ამ სასუქის პროლონგირებული (გაგრძელებული) მოქმედება, რაც საჭიროა ყველაფრით უზრუნვე-ლყოფს მცენარეებს 4-7 წლით.
ნარგავებისა და ოთახის მცენარეების მოსარწყავად ამზადებენ წყლიან ექსტრატს, ე.წ. ვერმიკომპოსტურ ,,ჩაის“: 1 ჭიქა ბიოჰუმუსი უნდა ჩაიყაროს ოთახის ტემპერატურის მქონე წყლით სავსე ვედროში (10 ლიტრამდე), კარგად უნდა მოირიოს (2-3 საათში ერთხელ) და ასე დარჩეს 1 დღე-ღამის განმავლობაში. ეს ,,ჩაი“ შეიცავს თვით ბიოჰუმუსის წყალში ხსნად ფრაქციებს (ვიტამინებს, ფიტოჰორმონებს, ჰუმატებს, ფულვატებს და სხვა.), აგრეთვე მცენარეებისა და ნიადაგისათვის სასარგებლო ოკო ფლორას. ვედროში დარჩენილი ნალექი არ გადაყაროთ იგი საუკეთესო დამატებითი საკვებია ოთახის ყვავილებისათვის.
ამ ხსნარში შეიძლება (და აუცილებელიცაა) კომბოსტოს, კიტრის, პომიდვრის თესლების დალბობა. ეს ჯობს გაკეთდეს ღამით. დალბობის ხანგრძლივობა 12 საათია. მაგალითისათვის, თესლის გაღვივების უნარი შეიძლება გაიზარდოს 95%-დე, მაშინ როცა წყალში ჩალბობით საკონტროლო თესლებისა იზრდება 70%-დე.
ადრე გამზადებული კომპოსტური ,,ჩაი“ მცენარეთა მოსარ-წყავად კიდევ 3-ად უნდა განზავდეს (1 ჭიქა ჩაი + 2 ჭიქა წყა-ლი). ამით მორწყეთ ნარგავები, მოგვიანებით კი ბახჩეული კულტურები და ხეხილიც. ამ დროს პროდუქცია 33%-ით იზრდება, დამწიფების ვადები კი მოკლდება 10-15 დღე-ღამით.
ასეთი კომპოსტური ჩაი ძალიან კარგია ხეხილის შესაწამლად. ვაშლების ხეების შეწამვლა ხდება ყვავილობის შემდეგ, კვირტების გამოსახვის, ნაყოფის ზრდის პერიოდში (აგვისტოს დასაწყისი), იზრდება ნარგავების პროდუქტიულობა (ნაყოფი ხდება უფრო მსხვილი, ლამაზი, ფერადოვანი, წვნიანი და ტკბილი). კვირტის გამოსკვნის ფაზაში ჩატარებული შეწამვლა დადებითად მოქმედებს მომავალი წლის მოსავლიანობაზე.
ბიოჰუმუსის 1-2 სმ-ი ფენით ხეხილის ვარჯქვეშ ნიადაგის გაფხვიერებასთან კომბინირებული შეწამვლით ვაშლის, ალუბლის, ბლის, ქლიავის ნაყოფიანობა ყოველწლიური ხდება.
ბიოჰუმუსის გამოყენების ეს მეთოდი ძალზე კარგად მოქმედებს ბუჩქოვან მცენარეებზე: ხურტკმელზე, მოცხარზე, ჟოლოზე, აგრეთვე ვაზზეც.
განსაკუთრებით ეფექტურია ბიოჰუმუსის გამოყენება (ნიადაგის ამოსავსებად) ნიადაგის მომზადებისას მრავალწლიან მცენარეთა ჩარგვისათვის, ასეთებია: ვარდი, დეკორატიული ბუჩქები, წიწვოვანი ხეების ნერგები და სხვა.
- პატარა მცენარეები - ორმოს მოცულობის 1/6. უკვე დარგული მცენარეების განოყიერებისას საჭიროა ფესვების შემო-ფარცხვა - 350 გრ/კვ.მ
- ბუჩქები - დარგვისას ორმოს მოცულობის - 1/5, შემდგომში ხის ვარჯის დიამეტრის მიხედვით 350გრ/კვ.მ წელიწადში
- ხეები - დარგვისას ორმოს მოცულობის 1/4, შემდგომში ყოველ წელს 350გრ/კვ.მ ვარჯის საზღვრის გასწვრივ.
- გრუნტში ნარგავების ჩარგვისას - ღრმულში დაამატეთ 100-200 გრ ბიოჰუმუსი (შესაძლოა მეტიც) და შეურიეთ მიწას.
- კარტოფილი - ძალიან რეაგირებს ბიოჰუმუსზე, სასურველია თითოეულ ჩასარგავ რღმულში სათესლე მასალას მივამატოთ 100-200 გრ ბიოჰუმუსი (მეტიც შეიძლება).
- კიტრი - ჩითილების ჩარგვის შემდეგ მცენარის გარშემო სასურველია მიწა გაფხვიერდეს ბიოჰუმუსის დამატებით (ფენა 1-2 სმ).
- ძალიან ესაჭიროება ბიოჰუმუსი პომიდორს ჩითილების დარგვისას თითო ღრმულში ჩაამატეთ 100-200 გრ.
- მარწყვი - 7-10 დღით ადრე იყვავილებს და დამწიფდება, თანაც იქნება უფრო ბარაქიანი, ლამაზი და ტკბილნაყოფიანი თუ გაზაფხულზე კვლებს ბიოჰუმუსით გავაფხვიერებთ.
- ხეხილის - ქვეშ მიწა სჯობს არ დაბაროთ, არამედ ყოველ წელს ვარჯებქვეშ დაუმატეთ ბიოჰუმუსის ფენა (2-3სმ), ნაყოფი იქნება უფრო ლამაზი, მსხვილი, არომატული და გემრიელი.
- წიწვოვანი ან სხვა დეკორატიული მცენარეების მოვლისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს ბუჩქოვანებას და სიფაფუკეს. უქლორო სასუქი ,,ბიოჰუმუსი“ იძლევა ამის მიღწევის საშუალებას მცენარისათვის ზიანის მიუყენებლად.
ბიოჰუმუსი ეფექტურია ყვავილების მოშენებისათვის როგორც ღია გრუნტში, ასევე ოთახის პირობებში.
ქოთნებში 1 კგ მიწაზე საჭიროა არა უმეტეს 200-250 გრამისა
სხვადასხვა მცენარეზე შეინიშნება ფოთლების ზომების 1.5 – 2 ჯერ შედარებით საკონტროლო მცენარეებთან, იზრდება ფოთლის შეფერილობის ინტენსივობა, აქტიურად ვითარდე-ბიან განაპირა კვირტები, მალე დგება ყვავილობის ჟამი.
ბიოჰუმუსის გამოყენება შესანიშნავ შედეგებს იძლევა დეკორატიულ მეყვავილეობაში. ის ხელს უწყობს ყვავილების უფრო ადრეულ აღმოცენებას, უკეთესად გახარებას, უხვ და ფუმფულა ყვავილობას, ყვავილის დიამეტრის ზრდას, ბუჩქზე მათი რაოდენობის მატებას.
ბიოჰუმუსი ასტიმულირებს ფესვის წარმოქმნას, ფესვებით და კალმით გამრავლებული მცენარეების მიწისზედა ნაწილების ზრდას. ყვავილების 3-ჯერადი (7-8 დღიანი ინტერვალით) შეწამვლა 7-10 დღით აჩქარებს ყვავილების ზრდას და ყვავილობას, აძლიერებს ფოთლების შეფერილობის ინტენსივობას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ყვავილების დეკორატიულობას და ჯიშიანობას.

გამარჯობა, ხომ არ შეგიძლიათ დამეხმაროთ? მაინტერესებს ერთ ძირ , სრულმსხმოიარე თხილზე რამდენი გრამი აზოტისა და ფოსფორის კომბინირებული სასუქია საჭირო გაზაფხულზე საშუალოდ? ან ხომ ვერ მეტყვით სად შემიძლია ამ ინფორმეციის მიღება, ან ზოგადად მეთხილეობაზე რაიმე ცნობარები თუ არსებობს ინტერნეტში? გმადლობთ წინასწარ.


--------------------
[COLOR=blue][SIZE=7][B]
agromisery
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 222
წევრი No.: 128595
რეგისტრ.: 11-March 11

გამოგზავნილია: 31 Mar 2013, 23:48  #35832353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Mg1988
თხილის განოყიერება

თხილის განოყიერების სისტემა შედგება: 1. დარგვამდე განოყიერებისაგან.
2. დარგვის დროს განოყიერებისაგან. 3. ახალგაზრდა ნარგაობის განოყიერებისაგან.
4. სრულმსხმოიარე ნარგაობის განოყიერებისაგან.
I. თხილის დარგვამდე განოყიერება. თხილის დარგვამდე განოყიერებას ფულადი სახსრების ეკონომიის მიზნით აწარმოებენ მხოლოდ მწირ და დაბალი ნაყოფიერების ნიადაგებზე. თუ ფულადი რესურსები საშვალებას იძლევა ნიადაგის პლანტაჟის წინ შეიტანება 40-50 ტ/ჰა ნაკელი ან კომპოსტი, 200-250 კგ/ჰა P2O5 ანუ 1100-1400 კგ სუპერფოსფატი და 150კგ/ჰაKK20 ანუ 270 კგ კალიუმის ქლორიდი.
II. თხილის დარგვის დროს განოყიერება. თუ ნიადაგის დაპლანტაჟების წინ არ იქნა შეტანილი ორგანული და მინერალური სასუქები, მაშინ აუცილებელია რგვის დროს მათი გამოყენება. ამისათვის წინასწარ ამზადებენ 80-100 სმ სიგანისა და 50 სმ სიღრმის ორმოს, რომლის ზედა 20-25 სმ ფენას გადადებენ ცალკე და მასში ურევენ 10-15 კგ ნაკელს ან კომპოსტს, 80-100 გ P2O5 ანუ 445-556 გ სუპერფოსფატს და 40-50გ K20 ანუ 72-90 გ კალიუმის ქლორიდს. მიღებულ ნარევს ათავსებენ ორმოს ძირში, ზემოდან ამატებენ 2-3 სმ სუფთა ნიადაგის ფენას, რათა თავიდან ავიცილოთ თხილის ფესვების სასუქებთან შეხება, რითაც ნახევრდება ნერგების გახარების პროცენტი და მხოლოდ ამის შემდეგ რგავენ თხილს.
დარგვისას კომპლექსური სასუქების ნიტროფოსკას ან ნიტროამოფოსკას გამოყენებისას, მათი შესატანი რაოდენობა 150-200 გ არ უნდა აღემატებოდეს. ამ შემთხვევაშიც აუცილებელია სასუქებსა და ფესვთა სისტემას შორის გამყოფი 2-3 სმ ნიადაგის ფენის მოთავსება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნერგების ხმობა.
III. თხილის ახალგაზრდა ნარგაობის განოყიერება. თუ დარგვის დროს შეტანილია ორგანული და ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები, მაშინ ახალგაზრდა ნარგაობა არ რეაგირებს ამ სასუქებზე, მაგრამ დიდ მოთხოვნილებას აყენებს აზოტზე, რაც კარგად ჩანს იმით, რომ ასეთი ნარგაობის ნაზარდის სიგრძე არ აღემატება 30-40 სმ. ამიტომ პირვლ წელსვე საჭიროა 60-90 კგ აზოტის ანუ 175-260კგ ამონიუმის გვარჯილის შეტანა. ფოსფორისა და კალიუმის შესატანი რაოდენობა დგინდება ნიადაგში მათი მოძრავი ფორმების შემცველობის მიხედვით. ფოსფორის აგროტექნიკური ნორმა შეადგენს 60-90 კგ P2O5 ანუ 335-500 კგ სუპერფოსფატს, ხოლო კალიუმის 60 კგ K20 ანუ 107 კგ კალიუმის ქლორიდს.
ახალგაზრდა თხილის ნარგაობაში მინერალური სასუქების ეკონომიის მიზნით, მათი შეტანა უმჯობესია ვაწარმოოთ გრამობით ერთ ძირ ხეზე საჭიროების შემთხვევაში მარტივი მინერალური სასუქი შეიძლება შეიცვალოს ნიტროფოსკით, რომელიც შეიცავს 16% N, 16% P2O5 და 16% K20.Nამ შემთხვევაში საჭიროა აზოტისა და ფოსფორის ნორმის მარტივი მინერალური სასუქებით შევსება, რომლებიც შეაქვთ ძირიდან 10-20 სმ დაშორებით, მთელ გარშემოწერილობაზე. თხილის ასაკის გადიდებასთან ერთად თანდათან ადიდებენ გასანოყიერებელ ფართობს.
IV. სრულმსხმოიარე ნარგაობის განოყიერება.

მსხმოიარე თხილის ბაღის გასანოყიერებლად რეკომენდირებული საკვები ელემენტების ოპტიმალური ნორმებია N90-120 P90 K60-90, რაც შეესაბამება 260-353 კგ ამონიუმის გვარჯილას, 500 კგ სუპერპოსფატს და 107-161 კგ კალიუმის ქლორიდს. თუ ჩამოთვლილი მარტივი მინერალური სასუქების მაგივრად კომპლექსური სასუქი ნიტროფოსკა იქნება გამოყენებული მისი შესატანი რაოდენობა ტოლი იქნება 375-563 კგ-ის. ამ შემთხვევაში 30-60კგ აზოტის დანაკლისი აუცილებელია შეივსოს მარტივი აზოტიანი სასუქით 90-180კგ ამონიუმის გვარჯილით. უხვმოსავლიან თხილის პლანტაციაში თუ ნიადაგში და მცენარეში ჩატარებული ქიმიური ანალიზით დადასტურდა აზოტზე და ფოსფორზე მოთხოვნილება, შესაძლებელია მათი ნორმები კიდევ იქნეს გადიდებული 30-30 კგ-ით Hჰუმუსით ღარიბ ნიადაგზე აუცილებელია 4-5 წელიწადში ერთხელ 30-40ტ ნაკელის გამოყენება.
ორგანული და ფოსფორკალიუმიანი სასუქები ძირითადად შეიტანება შემოდგომით ხვნის წინ. მათი ჩაკეთების სიღრმე ისე უნდა ვარეგულიროთ, რომ რაც შეიძლება მცირე რაოდენობით Fფესვთა სისტემა იქნეს დაზიანებული, ამიტომ ნარგაობის ასაკის გადიდებასთან ერთად სასუქების ჩაკეთების სიღრმე შემცირებული დასაწყისში, მეორე 50% 1-1,5 თვის შემდეგ ანუ აქტიური ზრდა-განვითარების პერიოდის დაწყების წინ.
საჭიროების შემთხვევაში საკვები ელემენტებით ღარიბB ნიადაგზე შეიძლება თხილის გამოკვება ჩატარდეს როგორც ფოსფორ-კალიუმიანი ისე სრული მინერალური სასუქით. ამ შემთხვევაში სავეგეტაციო პერიოდის დასაწყისში შეაქვთ მარტო აზოტიანი სასუქები -90 კგ/ჰა აზოტის ანგარიშით, ანუ 261კგ/ჰა ამონიუმის გვარჯილა. ივნისის შუა რიცხვებში სრული მინერალური სასუქი 30-50 კგ წმინდა საკვები ნივთიერების ანგარიშით. ამ შემთხვევაში უმჯობესია ნიტროფოსკა იქნეს გამოყენებული 187-315 კგ/ჰა. მოსავლის აღების შემდეგ შეტანილი უნდა იქნეს ფოსფორ კალიუმიანი სასუქები 30-50 კგ/ჰა წმინდა საკვები ნივთიერების ანგარიშით, რაც შეესაბამება 170-280კგ სუპერფოსფატს და 55-90კგ კალიუმის ქლორიდს. ამ სასუქების მაგივრად სუპერაგროს
გამოყენებისას გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყების წინ შეტანილი უნდა იქნეს 125 კგ ან კგ 210 კგ სუპერაგრო.
ისე სასუქებს რაც შეეხება სასურველია ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი და ხოლოდ მას შემდეგ დაიგეგმოს ნებისმიერ კულტურაში განოყიერების სისტემა

This post has been edited by agromisery on 31 Mar 2013, 23:48
ALEX_CARDOU
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 135070
რეგისტრ.: 23-August 11

გამოგზავნილია: 11 Apr 2014, 01:56  #40539102      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ამათგან რომელიმეს შოვნა თუ შემიძლია ამ დალოცვილ ქვეყანაში?

მინერალური საკვები,მიწის დანამატებია,გამანოყიერებელი .. თხევადი სახით ფლაკონებში იყიდება..

სხვადასხვა ბრენდებია,რომელიმე დავიჯერო არ იქნება ? საიტებზე ვერაფერი ვიპოვე..

ვინმემ თუ იცით მიმასწავლეთ,სად შეიძლება იყიდებოდეს... ან ვინმეს თუ გაქვთ ნაყიდი..


FloraSeries : Gro, Bloom и Micro.

FloraNova

Hesi

BioBizz

BioSevia

General Organics

Etisso
agromisery
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 222
წევრი No.: 128595
რეგისტრ.: 11-March 11

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 13:10  #40553124      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ALEX_CARDOU
Atlantica Agricola ს მსგავის პროდუქცია აქვს და შეგიძლია ნახო სოლუკატი რაიკატი ფლორონე და სხვა
ALEX_CARDOU
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 19
წევრი No.: 135070
რეგისტრ.: 23-August 11

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 19:34  #40556646      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
agromisery


აჰა.. და სად მდებარეობს?
agromisery
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 222
წევრი No.: 128595
რეგისტრ.: 11-March 11

გამოგზავნილია: 12 Apr 2014, 19:59  #40556898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ALEX_CARDOU
მაღაზიები ბევრგანაა რაიონებშიც და თბილიშიც აგროგეო პლიუსი მთავარი ოფისი ნუცუბიძის 14 ბ ში

georgia2009
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 588
წევრი No.: 96770
რეგისტრ.: 29-July 09

გამოგზავნილია: 15 May 2014, 15:00  #40940749      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
გამარეჯობათ. მოკლედ აგარაკზე (საგურამო) ეზოში ძალიან გამიმრავლდა სურო, ხეებზეც შემოეხვია და მიწაზეც ზალიან მყარად მოიკიდა ფესვი. ერთერთ ფირმაში(როქი) ვიყიდე ჰერბიციდი გლიფოგანი და გავხსენი წყალში(რლოგრც მირჩიეს 60 ლ–ში) და მოვასხი სადაც სურო იყო მოდებული. რადგან ხეების(თხილის დაახლოებით 20 წლის ნარგავი) ძირშიც იყო ძალიან ბევრი მოდებული იქაც მივასხი. მაინტერესებს ხომ არ დააზიანებს თხილის ნარგავს, ანუ ფესვებში თი ჩაუვიდა გაახმობს თუ არა მცენარეს.


--------------------
primum non nocere
agromisery
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 222
წევრი No.: 128595
რეგისტრ.: 11-March 11

გამოგზავნილია: 15 May 2014, 18:52  #40943276      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
georgia2009
გლიფოგანი გლიფოსატის შემცველი პრეპარატია და მცენარის მწვანე მასას თუ არ შეეხება ვერანაირ ხიანს ვერ მიაყენებს ერთადერთი შესაძლოა თუ ახალი შეცლილი აქვს ქვედა კვირტები იმ ადგილების დაცვაც აუცილებელია, რაც შეეხება სუროს პრეპარატს სრულიად გახმობა გაუჭირდება და 2-3 ჯერ აუცილებელი იქნება განმეორება
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) « პირველი ... 2 3 [4] 5  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0386 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]