forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (100) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბაღის ყვავილები - XI, გამრავლება, მოვლა, დიზაინი.
pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7054
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 11:50  #30281029      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
QUOTE
, ბევრს უნახავს ალბათ. ბავშვობაში მე უამრავი მიკრეფია კუს ტბის ფერდობებზე და ვაკის პარკშიც;

წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს იყო ენძელა. ბავშვობა გამახსენდა love.gif წყნეთში იყო ბევრი. (კროკუსი მეგონა)
user posted image
ბოლო დროს არ არის თუ იქ არ ვხვდები, ნეტა? მუსკარი, იები, ციკლამენები, თეთრყვავილა, შროშანა და პრიმულა საკმაოდ ბევრი მხვდება ეხლა ტყეებში, ეს კი არ შემხვედრია...
* * *
Jaguar paw
QUOTE
გარეთ, ანუ აივანზე?
OK

yes.gif
QUOTE
საკუთარი ეზო მინდა

მეც აუხდენელი ოცნება მეგონა, მაგრამ, ეტყობა თუ ძალიან გინდა გამოგივა smile.gif
LIKA-KHATIA
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28952
წევრი No.: 49830
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 12:39  #30281704      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ქარმა მიგვატოვა მეგობრებო. ნეტა რამდენი ხნით? rolleyes.gif



--------------------
Big Kitten is watching You !

MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 13:44  #30282689      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
QUOTE
ქართულად თეთრყვავილა ჰქვია.

თეთრყვავილა ოფიციალური სახელია.
ენძელა_არაოფიციალური. smile.gif
ჩვენთან (ანუ იმერეთში) ჩიტისთავასაც ეძახიან. biggrin.gif
* * *
P.S. შენი ამარილისები რას შვებიან?
როდის შეეტყობათ რამე?


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
CAPOTE
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 7
წევრი No.: 115362
რეგისტრ.: 10-May 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 13:50  #30282785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოგესალმებიტ ყველას

ხომ ვერ დამეხმარებით და მიმასწავლით სად შეიძლებაშედარებით იშვიათი მცენარეების შეძენა

დიდი ხანია ვეძებ ასპარაგუსის ერთ-ერთ,ყვავილიან სახეობას

http://flora-green.ucoz.ru/publ/komnatnye_...agus/13-1-0-298
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 15:04  #30283953      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
CAPOTE
QUOTE
დიდი ხანია ვეძებ ასპარაგუსის ერთ-ერთ,ყვავილიან სახეობას

ყვავილიანი რომელია?
ასპარაგუსი მაქვს და კი იკეთებს უამრავ თეთრ ყვავილს, მაგრამ რამე განსაკუთრებულიყვავილიანი ჯიშიც არსებობს?

pernata
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7054
წევრი No.: 67623
რეგისტრ.: 21-July 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 15:31  #30284414      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სატაცურის სახეობები ქონდათ სამთო ქიმიაში. არ ვიცი როგორ ყვავილობდა, წინა გვერდებზე სადღაც ტელეფონიც წერია სამთო ქიმიის ქალის...

This post has been edited by pernata on 19 Mar 2012, 15:40
mashikooo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 595
წევრი No.: 61924
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 16:32  #30285446      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (MITIATO @ 19 Mar 2012, 13:44 )
[ენძელა_არაოფიციალური. 
ჩვენთან (ანუ იმერეთში) ჩიტისთავასაც ეძახიან.  
* * *
P.S. შენი ამარილისები რას შვებიან?
როდის შეეტყობათ რამე?

ო, მეც მსმენია ჩიტისთავა მამისგან, ბუნების დიდი მოტრფიალე იმერელისგან...ამარილისის და ჰიპეასტრუმის შესახებ ლიტერატურის ძებნისას კი ძალიან გამიკვირდა, თეთრყვავილად ვიხილე " სსრკ-ს ამარილისებრნი"-ში. ჩიტისთავა კიდევ სხვა ჰყოფილა, სულ სხვა გვარის. ნამდვილი ჩიტისთავა ჩემთვის იმდენად უცნობი ყვავილი აღმოჩნდა, რომ სახელების ეს არევა იმდენად არ მაწუხებს. მაგრამ ენძელა, ბავშვობიდან ჩემთვის საყვარელი ყვავილი, კი მინდა სწორედ იყოს ინდეტიფიცირებული smile.gif .
*******
ჩემი ბოლქვები: სიდნეის, ყველაზე დიდს, 4 შრე გადავაძრე!!!!! სისველეც კი ჰქონდა sad.gif . მონ ბლანი დამენანა, მაგრამ მეუბნებიან, ამასაც მოვხსნა ერთი მაინც. ხმელი ფესვებიც მოჭერიო მანიკიურის მაკრატლით; ისე ვჩქარობდი, საწყისი სურათიც არ გადავიღე, სელესტ-ტოპის შემდგომი მდგომარეობით დავაფიქსირე. ხვალამდე არ დავრგავ, ვაშრობ, ნახშირიც მოვაყარე. შენც მომიყევი დაწვრილებით, აბააა?! იცოდე, არ მორწყა ჯერ!!!! ამათი ღეროების(ან ფოთლების) გამოღებას 1 თვე მაინც დასჭირდება.
ამასობაში გრატოში ნაყიდი ბოლქვი, მარტო ფუჩეჩი რომაა დარჩენილი, რაღაც ამოძრავდა მგონი - შიგნით, სულ ღრმად 2 ნორჩი ფოთლის წვერო აღმოვაჩინე, მანამდე არ ჩანდა, თუ ცუდად ვუყურებდი, არ ვიცი. ეს თუ გამოვაცოცხლე, სასწაული იქნება!!!!!
*****
პარალელურად, ფუტკრების(და სხვა მწერების) სასადილო გავხსენი ფანჯრის რაფაზე - ქარი ჩაადგა, სუმბულები გარეთ გავდგი და დაეხვია და რა დაეხვია დამშეული კონტიგენტი! აფსუს, ფოტოაპარატის ელემენტი დამიჯდა, მაგარი სანახაობაა!!!

This post has been edited by mashikooo on 19 Mar 2012, 16:34
kekucia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 910
წევრი No.: 115824
რეგისტრ.: 19-May 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 16:53  #30285820      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
pernata
ენძელება მეც არ შემხვედრია ,მაგრამ კროკუსები ბევრი იყო კუს ტბისკენ,ფერდობებზეც,ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც ზემოთკენ,თან ფერადი user posted image
და კუს ტბისკენ მიმავალ გზაზეც და ფერდობებზეც ბევრი ირიდოდიქტიუმები მოვთხარე,ძალიან ლამაზები იყო ეხლა იქნება ალბათ user posted image
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 17:01  #30285967      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
ყველაზე დაზიანებული ჩემთან ნიმფა იყო. თვითონ გაუცლიათ გარეთა ფოთლები ეტყობოდა. მეც ცოტა მივჭერ-მოვჭერი. სისველე ნამდვილად არ ქონიათ. ჩემი ჰიპეასტრუმი უფრო ცუდათ იყო. ყველაზე კარგი დენსინგ ქუინია. ფაქტიურად არაფერი ჭირს. მარტო ფესვებზე ეტყობოდა ოდნავ ვარდისფერი და მოვაშორე ის ფესვები. ქენდი საშუალოა ამათ შორის.
სელეს-ტოპით შევწამლე, კარგად გავაშრე და ჩავრგე.
აი, მორწყვით კი მოვრწყე. წყლიან ჯამში მქონდა ქოთნები ჩადებული და ისევ გამომხმარი რომ იყო მიწა ზემოდან მოვრწყე. sad.gif
რა ვუყო ახლა ამოვთხარო და გავაშრო?

QUOTE
გრატოში ნაყიდი ბოლქვი, მარტო ფუჩეჩი რომაა დარჩენილი, რაღაც ამოძრავდა მგონი - შიგნით, სულ ღრმად 2 ნორჩი ფოთლის წვერო აღმოვაჩინე, მანამდე არ ჩანდა, თუ ცუდად ვუყურებდი, არ ვიცი. ეს თუ გამოვაცოცხლე, სასწაული იქნება!!!!!

კითხვა მინდოდა იმ დღეს და სულ დამავიწყდა.
კარგია თუ გადარჩა. smile.gif

QUOTE
პარალელურად, ფუტკრების(და სხვა მწერების) სასადილო გავხსენი ფანჯრის რაფაზე - ქარი ჩაადგა, სუმბულები გარეთ გავდგი და დაეხვია და რა დაეხვია დამშეული კონტიგენტი! აფსუს, ფოტოაპარატის ელემენტი დამიჯდა, მაგარი სანახაობაა!!!

lol.gif
mashikooo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 595
წევრი No.: 61924
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 18:49  #30287847      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
?MITIATO


ამდენი ჩარგვა-ამოთხრა, რა ვიცი აბა... მაგრამ ნამდვილად ადრე მოუწია ჩარგვა, ჩემი ისევ შრება. გრატოს ბოლქვი 1 თვე არ მომირწყავს, სიმწრით ვიკავებდი თავს, ასე "დამარიგეს"და მგონი ამართლებს, ხომ ხედავ. გააფხვიერე ხოლმე, რომ ჰაერმა იმოძრავოს და მალე გაშრეს. თუ რამეა, ცოტა მოგვიანებით მოთხრი, ხომ ზედაპირის ზემოთ გაქვს საკმარისად რომ დააკვირდე?
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7934
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 18:56  #30287960      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
ისეა გამომშრალი ბოლქვი თუ არ მოვრწყე რა გააცოცხლებს? იმიტომ მოვრწყე. ბოლქვებს საერთოდ არ შეხებია. მორწყვის მერე გვერდები მაინც გავუმშრალე. biggrin.gif
ბოლქვები ფაქტიურად მიწის ზემოთ არიან დასაკვირვებლად.
აღარ მოვრწყავ ახლა კარგა ხანს.
mashikooo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 595
წევრი No.: 61924
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 22:42  #30291833      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MITIATO
არ ვიცი, რა აცოცხლებს, მაგრამ მცოდნე ხალხი ამბობს, მორწყვა ფოთლების ამოსვლას უწყობს ხელს, სანამ საყვავილე ღერო 10-12 სმ. არ გახდება, არ მორწყათო. სითბო კი უნდა!! საქმე ისაა, ახლადდარგულს 3-4 დღე არ რწყავენ, აი, ამას გეუბნები.
დენსინგ ქუინი რომ აღარ აქვს აარონს?! ფერად-ფერად ზეფირანტესებს ელოდება დამატებით.
გუშინ ჩავიარე ბაზართან და ვერ მოვითმინე, ბოლქვებს გადავხედე. ბაზრის მოპირდაპირე მხარეს ბიჭი იდგა, 2 გროვად დაწყობილი ამარილისებით, ერთს წითელი სურათი ედო, მეორეს -- ძვირფასი და უიშვიათესი ”გერვასი”-ს, ნეტავ სად იშოვა(სურათს ვგულისხმობ, მცენარეს იმთავითვე გამოვრიცხავ lol.gif )??? 1,5 -2 ლარად ყიდდა. არა უშავდა, ცოტა ”ფუნგო-გაჭყუმპალავება” კი უნდოდა smile.gif . გადახურულში შიგნით უკვე 5 ლარი უნდოდა, ხარისხით ესენი უარესი მომეჩვენა. რომ კითხო, ყველას ნაირ-ნაირი ფერები აქვს, ზაფხულში რომ დავდიოდი წითელის მეტი არ მინახავს...

მოკლედ, კოლეგებო, მივიღეთ ჰიპეასტრუმის ბოლქვები, ისე ჩქარა გამოგზავნეს, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარით. ხარისხი -დამაკმაყოფილებელი, უარესიც შეიძლებოდა და უკეთესიც; ისეთები ვნახე ჰოლანდიურ ბითუმად მიმწოდებელთა საიტებზე, ბრრsad.gif ....ერთი დაგვრჩა გასარკვევი -მიღებული ეგზემპლარები თუ ემთხვევა მოთხოვნილს, მერე შეგვიძლია რეკომენდაცია გავუწიოთ - http://www.edensblooms.com /

This post has been edited by mashikooo on 20 Mar 2012, 00:33
LIKA-KHATIA
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28952
წევრი No.: 49830
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 23:00  #30292227      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
QUOTE
აღარ აქვს აარონს?

ეს აარონი ვინ არის?

QUOTE
მივიღეთ ჰიპეასტრუმის ბოლქვები

სად მიიღეთ.?

mashikooo
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 595
წევრი No.: 61924
რეგისტრ.: 21-May 08

გამოგზავნილია: 19 Mar 2012, 23:16  #30292543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
LIKA-KHATIA
http://www.edensblooms.com/ ამის პატრონია აარონი. გამოვიწერეთ და ბოლქვები მივიღეთ UსA2Gორჯია-ის მეშვეობით, ყოველგვარი ექსცესების გარეშე smile.gif

This post has been edited by mashikooo on 19 Mar 2012, 23:20
LIKA-KHATIA
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 28952
წევრი No.: 49830
რეგისტრ.: 22-December 07

გამოგზავნილია: 20 Mar 2012, 01:24  #30295140      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
mashikooo
ყოჩაღ თქვენ. smile.gif

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (100) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0763 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]