forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> წყლის კუები, ყველაფერი მათ შესახებ
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


********
ჯგუფი: Members
წერილები: 49662
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

  გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 20:51  #34651361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
აბა მეგბორებო, dimiendeladze-ს ხანგრძლივი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ვხსნი წყლის კუების თემას და ზემოთხსენებულს თემის კურატორად ვასახელებ biggrin.gif

დღეიდან კუების საერთო თემა გადაიქცევა მხოლოდ ხმელეთის კუების ცალკე თემად. ყველაფერი წყლის კუების შესახებ დაიწერება და განიხილება სწორედ აქ yes.gif კუნდაიზერ წინ sa.gif
*******************************************************************************

მინდა კუ

პატარა და საყვარელი კუს დანახვისას, ბევრს უჩნდება მისი ყიდვის და თავის თევზებიან აკვარიუმში გაშვების სურვილი. თუმცა ამ დროს ცდებიან, რადგან თითქმის ყველა წყლის კu აქტიური მტაცებელია. სწორედ ეგრეა და ნუ დაუჯერებთ გამყიდველების ზღაპრებს რომ არ ერჩიან არანაირ თევზს. აკვარიუმის თევზებიდან ისინი მხოლოდ დიდი ზომის და აგრესიული ხასიათის მქონე თევზებს არ ერჩიან (ყოველ შემთხვევაში მათი უმეტესობა).

კუს არჩევა

არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელსაც კუს არჩევის დროს უნდა დააკვირდეთ. პირველ რიგში კუ უნდა იყოს აქტიური და არ უნდა ხშირად ხუჭავდეს თვალებს. ეგზორიკური კუების უმეტესობა, რომელსაც ზოომაღაზიებში ყიდიან, ხშირად არიან დაავადებული თვალების ინფექციით. ასევე არ უნდა ჰქონდეს გაბზარული ბაქანი. ასევე ყურადღება მიაქციეთ, რა პირობებში ჰყავთ კუები (წყალი უნდა იყოს სუფთა, გამჭირვალე).

კუს მოვლა

დავუშვათ, აარჩიეთ კუ და მოიყვანეთ სახლში. როგორ აკვარიუმში უნდა გაუშვათ ის? უფრო სწორედ აკვარიუმში კი არა, არამედ აკვატერარიუმში. კუს აკვატერარიუმი მკვეთრად განსხვავდება თევზების აკვარიუმისგან. ის აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი წყლის გამათბობლით რეგულატორით, წყლის ფილტრით, რომელიც წყალს ორგანული ნარჩენებისგან გაასუფთავებს. წყლის ტემპერატურის კონტროლისთვის საჭიროა თერმომეტრი.
პირველ რიგში გასათვალისწინებელია ის, რომ ზღვის კუებისგან განსხვავებით, მტკანრი წყლის კუები როგორც წყლის, ასევე ხმელეთის არსებები არიან, ამიტომ მათ აუცილებლად სჭირდებათ წყლიდან ამოსვლის შესაძლებლობა. როგორც ვარიანტი შეგვიძლია ჩავალაგოთ ერთმანეთზე დაწყობილი დიდი ლოდები, ან უბრალოდ კენჭებისგან გავაკეთოთ ამოსასვლელი. წყლის დონე დაახლოებით 10 სანტიმეტრიტ უნდა ფარავდეს კუს. არანაირი საჭიროება არაა უფრო ბევრი წყლის ჩასხმის.
როგორც მოგეხსენებათ, კუ არის ქვეწარმავალი, რაც ავტომატურად მის ცივსისხლიანობას ნიშნავს. ამიტომ, ხმელეთზე ამოსასვლელის ზემოთ აუცილებელია ჩვეულებრივი ნათურის დაყენება, რომელიც გაათბობს კუს.
აკვატერარიუმის გაფორმება შეიძლება ხის ტოტებით, რომელზეც თქვენი ჯავშნიანი მეგობარი დაისვენებს, ხელოვნური მცენარეებით, მოკლედ თითქმის ყველაფრით, რითიც თქვენ მოისურვებთ. მთავარია, წყალში არ იხსნებოდეს და წამლავდეს მას.
წყლის ტემპერატურა აკვატერარიუმში დღის განამვლობაში 24-27 გრადუსის ფარგლებში უნდა იყოს, ხოლო ღამე დაშვებია მისი 20 გრადუსამდე დაწევა.
კვება არ წარმოადგენს პრობლემას. საკვების ძირითად ნაწილს ხორცეული უნდა შეადგენდეს. აჭმვენ თევზს (როგორც ცოცხალს, ასევე მაღაზიაში ნაყიდს), საქონლის ხორცის არაქონიან ნაწილს (თუმცა ძუძუმწოვრების ხორცი არც ისეთი იდეალური საკვებია, თევზეულისგან განსხვავებით) და სპეციალურ საკვების კუსთვის. რაციონის მრავალფეროვნებისთვის აძლევენ თევზის საკვებს (ბურთულების ან ჩხირების სახით), წყალმცენარეებს, რომელსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევს ყველა კუ. ზაფხულში დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ყველანაირ მწერებს, ასევე ლოკოკინებს და ობობებს. ჭიაყელების დიდი მოყვარულებიც არიან. კუს 2 წლამდე უნდა აჭამოთ დღეში ორჯერ დილა-საღამოს, ზდასრულ კუს 2-3 დღეში ერთხელ.

user posted image
აკვატერარიუმის გაფორმების ერთ-ერთი მაგალითი

ცალკე შევეხები ჩვენი ქართული კუების თემას. ტროპიკული კუებისგან განსხვავებით, ბუნებაში საქართველოში მობინადრე კუები იძინებენ. აკვარიუმში მუდმივად მაღალ ტეპმერატურაზე ყოლის დროს შეიძლება უარი განაცხადონ ჭამაზე. ამ დროს საჭიროა წყლის ტემპერატურის ნელი დაწევა 10-15 გრადუსამდე და 1-2 კვირის შემდეგ ასეთივე ნელი ტემპებით მისი აწევა თავდაპირველ პარამეტრებამდე. როგორც წესი, ამის შემდეგ მათ უბრუნდებათ ჭამის მადა.
ასეთი ფართო რაციონი თავისთავად წყლის დაბინძურებას მოიაზრებს, ამიტომ საჭიროა კვირაში ერთხელ ან ორჯერ (წყლის დაბინძურებისთანავე) წყლის მოცულობის 20-30% ცვლა. წყალი აუცილებლად უნდა იყოს ნადგომი, ქლორის გარეშე, რომელიც საშინლად აზიანებს კუს თვალებს.
თბილ ამინდში ძალიან სასარგებლოა რამოდენიმე საათით აივანზე გაყვანა, სადაც კუ ულტრაიისფერი გამოსხივებას მიიღებს. მაგრამ ყურადღება მიაქცეით, რათა იგი არ გადახურდეს მზეზე.

კუები, რომლებიც საქართველოში გვხვდება გაყიდვაში არიან:

წითელყურა კუ (trachemys scripta elegans), რომელიც ყველაზე პოპულარული წყლის კუა მთელს მსოფლიოში და წარმოშობით ამერიკელია (ფლორიდა და აშშ-ს სხვა სამხრეთი შტატები). დედალი იზდება 25-30 სმ,მ ამალი 20-25 სმ. ცხოვრობენ 50 წლამდე პირობების მიხედვით, აკვარიუმის მოცულობა ზრდასრული კუსთვის 200 ლ.-ზე მეტი. წყლის ტემპერატურა - 24-27 გრადუსი.

user posted image
წითელყურა

კასპიური კუ (Mauremys caspica), საქართველოს მკვიდრი ბინადარი, საშუალო ზომა 25 სმ. აკვარიუმის ტევადობა 200 ლ.-ზე ზევით, წყალი (18-25 გრადუსი). სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 17-18 წელს შეადგენს.

user posted image
კასპიური ჯუ

ევროპული ჭაობის კუ (Emys orbicularis), საქართველოს კიდევ ერთი მკვიდრი ბინადარი, რომელიც იზდება 15-38 სმ.-მდე და ცოცხლობს 60 წლამდე. წყლის ტემპერატურა18-25 გრადუსი.

user posted image

user posted image
ევროპული ჭაობის კუ

ტრიონიქსი - Chinese softshell turtle, (Pelodiscus sinensis), აღმოსავლეთის ბინადარი, რომელიც გამოირჩევა თავისი ზეაგრესიული ხასიათით და მისი ყოლა ნებისმიერ თევზთან უდიდეს სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხელში დაჭერა მკაცრად არ არის რეკომდირებულ, რადგან აქვს ძალიან გრძელი კისერი და შეუძლია ხორცის მოგლეჯვა კბენის შემთხვევა. იზრდება 35-40 სმ-დე, ხოლო იწონის 3-4 კგ-ს. წყლის ტემპერატუა 26-28 გრადუსი. სხვა კუებისგან განსხვავებით მას არ სჭირდება ხმელეთზე ამოსასვლელი. ჩინურ ტრიონიქსს აქვს ნადირობის ძალიან საინტერესო ტაქტიკა. გრუნტში ჩამარხული, ის მხოლოდ თავს გამოყოფს და ელოდება თევზის, ბაყაყის ან მცირე ზომის ძუძუმწოვარის მოახლოებას, რის შემდეგ გამოწევს თავის გრძელ კისერს და ძლიერი ყბებით იჭერს საკვებს. ზდასრული ტრიონიქსისთვის აკვარიუმის ტევადოდა 500 ლ.-ზე ზევით და ისიც აუცილებლად მარტო უნდა იყოს.
ზევით ჩამოთვლილთაგან ტრიონიქსის გარდა, ყველას შეუძლიათ იცხოვრონ დიდი ზომის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად.

user posted image

user posted image

ტრიონიქსი



წყლის კუს ჯიშები რომლებიც არ გვხვდეbა საქართველოში, მაგრამ საკმაოდ პოპულარულია საზღვარგარეთის ქვეყნებში:

Malaclemys terrapin, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები - Diamondback terrapin, რაც დაახლოებით ბრილიანტზურგა წყლის კუს ნიშნავს. ბინადრობს არეალი მოიცავს პრაქტკულად მთლიან ჩრდილოეთი ამერიკას.

ღორისცხვირა კუ, (Carettochelys insculpta), Carettochelys-ის გვარის ერთადერთი წარმომადგენელი. ეს კუ ვეგეტარიანელია და მისი ყოლა შეიძლება ნებისმიერ თევზთან მაგრამ სჭირდება დიდი მოცულობის აკვარიუმი - 500ლ.-ზე ზევით ბინადრობს ავსტრალიაში და ახალ გვინეაში.

გრაფტემისები - map turtle (Graptemys), ამ გვარის კუები ძალიან მშვიდობიანები არიან და მათი ყოლა შეიძლება ამერიკულ და აფრიკულ ციხლიდებთან ერთად. იზდება 20-25 სმ. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

კაიმანისებრი კუ - snapping turtle (Chelydra serpentine) - ტრიონიქსივით დიდი იზდება და ძალიან აგრესიულია. მისი ყოლაც ასევე რეკომენდირებულია მარტო. გავრცელების არეალი მოიცავს კანადას და აშშ-ს სამხრეთ ნაწილებს.

ავსტრალიური გველკისერა კუ - eastern long-necked turtle (Chelodina longicollis) - წითელყურასთან შედარებით არის აგრესიული კუ, რომელიც იზრდება 25-30 სმ-მდე.

კუკუ, ბუ user.gif


--------------------
Bayern wir lieben dich!
T.M. - already 110 goals & 82 assists (in Bayern) 21 goals & 20 assists (in Mannschaft)
Metal - music evolution's highest step
როცა ლამაზ აკვარიუმს შესცქერი, ფრთხილად იყავი, სიკვდილთან 1 ნაბიჯი გაშორებს. © AquariuMANIAK
პხ’ნგლუი მგლვ’ნაფხ კტულხუ რლიეხ ვგახ’ნაგლ ფხტაგნ
dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:07  #34651580      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დასვით ნებისმიერი კითხვა წყლის კუზე და შეძლებისდაგვარად ყველა კითხვაზე გიპასუხებთ smile.gif
ebi_chan
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1179
წევრი No.: 110729
რეგისტრ.: 28-January 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:20  #34651807      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
ჩემი წითელყურა ბიჭი სახელად ბაკბიკი smile.gif
ძალიან ფსიხი ვინმეა biggrin.gif ორჯერ დაგვეკარგა, როგორღაც ამოძვრა აკავარიუმიდან და კარადის უკან გვემალებოდა, თან გვიღრენდა! ხმელეთზე უფრო მშიშარა და აგრესიული ხდება user posted image

ღამე მაღვიძებს ხოლმე იმდენს დაბრაგუნობს love.gif მგონი 3 წელზე მეტია რაც მყავს
dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:23  #34651856      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ebi_chan
კი ნამფვილად მამალია.
ალბათ აკვარიუმია ძაან დაბალი ან ბევრი წყალი გისხიათ თორე როგორ ამოძვრებოდა ისე ძაან აქტიურია ეს ჯიში მეც მყავს ზუსტად ესეთი <3
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


********
ჯგუფი: Members
წერილები: 49662
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:30  #34651962      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
ebi_chan, ჰეჰ, სქელტრაკაა biggrin.gif
მაგრამ საყვარელი smile.gif

dimiendeladze, შე კაი კაცო, მერე დაწერე რამე შენს კუებზე, რეები გყავს, რამდენი ხანი, პირადი გამოცდილებიდან რითი განსხვავდებიან. ვისთან ერთად გიზის და ა.შ. biggrin.gif
dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:39  #34652135      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მოკლედ,მე მყავს 9 წყლის კუ 6 წითელყურა,1 კაპიური კუ, 1 ემის ორბიკულარისი, და ერთი წითელყურას ქვესახეობა yellow belied slider turtle. აქედან 2 წითელყურა მიზის ამერიკულ ციხლიდებთან ერთად 400 ლ. აკვაში, 2 პატარა წითელყურა აფრიკულ ციხლიდებთან ერთად და დანარჩენი ერთად 200 ლ. აკვაში 2 მოზრდილ ლოქოსთან ერთად.
დანარჩენი მკითხეთ და გიპასუხებთ.
ესეც ჩემი კუების და ლოქოების 200 ლიტრიანი აკვა:



This post has been edited by Jaguar paw on 8 Jan 2013, 21:58
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8038
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:43  #34652195      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერთი კითხვა მაქვს. user posted image

წყლის კუები, თუნდაც წითელყურა კუ ტყვეობაში მრავლდება? user.gif


--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე,
როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე,
როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი,
თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:44  #34652221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MITIATO
კი მრავლდება დედალი 4 წლიდან,მამალი 6 წლიდან
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8038
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:52  #34652344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dimiendeladze

შენთან გამრავლებულან? smile.gif
რამე განსაკუთრებული პირობების შექმნა ჭირდებათ ამისთვის?

dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:54  #34652376      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
MITIATO
ჩემი მამალი ჯერ 5 წლისაც არაა 6 ის რო გახდება გავამრავლებ.მრავლდებიან ხმელეთზე სპეციალური ქვიშა ჭირდებათ რომელიც იშოვება ზოო მაღაზიებში
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11319
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:55  #34652394      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ისე არც მე ვარ მამენტ დელეტანტი biggrin.gif წითელყურა მყავდა სადღაც 5-6 წელი, ევროპულიც მყავდა ნუ ხმელეთისაც მყავდა მარა ის სხვა თემაა mad.gif

ebi_chan
QUOTE
ჩემი წითელყურა ბიჭი სახელად ბაკბიკი

თავის დროზე ბევრს ვეძებდი წითელყურას მამრს მაგრამ პატარა ასაკში მაგათი გარჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია დიდს კი გასაყიდად ჯერ ვერ მივაგენი და რაც ვნახე ის არ იყიდებოდა თორე ალბათ მაგათი გამრავლებაც არ გამიჭირდებოდა rolleyes.gif
dimiendeladze
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 924
წევრი No.: 155339
რეგისტრ.: 21-October 12

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:57  #34652438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
M-A-S-E-R-A-T-I
ეხა აღარ აპირებ კუს შეძენას?
M-A-S-E-R-A-T-I
exquisite member


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 11319
წევრი No.: 103763
რეგისტრ.: 31-October 09

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 21:59  #34652480      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
dimiendeladze
QUOTE
ეხა აღარ აპირებ კუს შეძენას?

არა ეხლა აღარც დრო და აღარც პირობები აღარ მაქვს მაგისთვის
Jaguar paw
Йа высосу твой моск <(;,,;)>


********
ჯგუფი: Members
წერილები: 49662
წევრი No.: 50284
რეგისტრ.: 28-December 07

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 22:02  #34652537      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
dimiendeladze
QUOTE
მრავლდებიან ხმელეთზე სპეციალური ქვიშა ჭირდებათ რომელიც იშოვება ზოო მაღაზიებში

ეეეეე. და რა ქვიშაა ისეთი?
ბუნებაშიც სპეციალურ ქვიშაში დებენ კვერცხებს? rolleyes.gif
და გასამრავლებლად რამე სტიმული არ სჭირდებათ? მაგალითად წყლის ტეპემრატურის აწევა ან მსგავსი რამ...
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ისე არც მე ვარ მამენტ დელეტანტი  წითელყურა მყავდა სადღაც 5-6 წელი, ევროპულიც მყავდა ნუ ხმელეთისაც მყავდა მარა ის სხვა თემაა

გამოცდილი კუოლოგი biggrin.gif
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8038
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2013, 22:04  #34652576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ძალიან მინდა ოდესმე ტერარიუმი მქონდეს.
აქამდე ბაყაყები ტერარიუმზე ვფიქრობდი, მაგრამ კუც არ უნდა იყოს ცუდი იდეა.

user posted image

მე ეს მომწონს. user.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (30) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0449 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]