zazabichiდიდი მადლობა, ე-მულეთი კი ვიწერ, უკვე დავიწყე "ფანდო ი ლიზის" გადმოწერა.
"თხუნელა" მაგარი იყო, რუსული სუბტიტრებით ვნახე... შოკი მაქვს!
გახსოვს, დოჩანაშვილის მოთხრობა, "კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა".
მთავარი გმირი რომ ეუბნება: "გილოცავთ"
- "რას?"
- "პირველად წაკითხვის სიამოვნებას"
ასეა ფილმიც. ზოგჯერ თეთრი შურით მშურს ხოლმე მისი, ვინც ასეთ ფილმს პირველად უნდა ეზიაროს და ამასთანავე საჭიროა ჯანსაღი გემოვნებაც, რათა ბოლომდე "დააგემოვნოს" ფილმი.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ზაზაბატონო
პირველად ასეთი გაბრუება ინიარიტუზე დამემართა
არა და ორივეს ალეხანდრო რომ ჰქვია?! მაგიაა აქ რაღაც, ან მაზერსის ლოცვა და კროულის წყევლა იციან მაგათ.
გრიგოლის არ იყოს: "არული კუდიანებს, არული"
This post has been edited by მარმელად on 19 May 2008, 01:39