ჩემი ბავშვობა. სამოქალაქო ომის წინა პერიოდი. გაფიცული ტელევიზია, სადაც მთელი დღე მარტო წუილა ტაბულას აჩვენებდნენ.
ზვიადისტები და ოპოზიცია. (შაქრო თინეიჯერი ედეპეშნიკია) მარსი უკვე შემოვიდა, სნიკერსი ჯერ არა.
ლავიზის ნაკლეიკებიდან გადმოსული გოგოები. ბიჭები რომლებიც პირამიდებზე ოცნებობდნენ.
ერთხელაც ვწევარ სიცხიანი (სკოლაში არ წავედი) და ამ კვადრატებიან ტაბულას მივჩერებივარ იმის იმედით რომ რამე ფილმს აჩვენებენ.
მოხდა სასწაული და "დაუმთავრებელი ამბავი" დაიწყო.
სიცხემაც დამიწია. იმ დღეს მემგონი დაჟე ეზოშიც გავედი.
იმის მერე არც მინახავს ეგ ფილმი მაგრამ რაღაც ძალიან ტკბილად მახსოვს.
placeb0დიდი მადლობა
zazabichiმოგიტყან ბავშვობა.
Success is like pregnancy. Everybody congratulates you but nobody knows how many times you got fucked to achieve it.