18 მარტიდან, საქართველოს კინოთეატრებში
ლევან კოღუაშვილის ნეორეალისტური დრამა
ქუჩის დღეები
მთავარ როლებში: გუგა კოტეტიშვილი, გიორგი ყიფშიძე, თემო გოგიძე, ლეო ანთაძე.
ოფიციალური საიტიტრეილერიფილმის დახურული ჩვენება უკვე შედგა "პრომეთეს" მე-10 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში და კრიტიკოსთა აზრით ის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია.
ასევე მოეწყო ფილმის კონკურსგარეშე ჩვენება როტერდამში ფესტივალზე "Tiger Awards Competition" და ჟიურის დიდი სიმპატია დაიმსახურა.
ნამუშევრის თემა - ნარკოტიკები და დაკარგული თაობა ალბათ ყველაზე გაცვეთილი თემაა თანამედროვე ქართულ კინემატოგრაფიაში, თუმცა რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა შეძლო და ემოციონალურად დატვირთული, ძალიან რეალისტური ფილმი გადაიღო.
ნარკომან ჩეკის პრობლემები აქვს პოლიციელებთან, რომლებიც მას 16 წლის ბიჭის დაბეზღებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი 10 წლით ციხეში ჩასმით ემუქრებიან.
მათ ვინც ფილმი ნახა განსაკუთრებით აღნიშნავენ მთავარი როლის შემსრულებელს, გუგა კოტეტიშვილს, რომელიც მიუხედავად იმისა რომ არაპროფესიონალი მსახიობა ძალიან დამაჯერებლად გადმოგვცემს პერსონაჟის რეალურ სახეს და განცდებს.
This post has been edited by NIXON on 15 Mar 2010, 20:39