forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ანიმე/ Anime VOL.4
Leonhart
Push It!!! Push It!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11207
წევრი No.: 42884
რეგისტრ.: 28-September 07

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 17:56  #31850119      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
アニメ / Anime / ანიმე

user posted image

ანიმე - წარმოიშვა ინგლისური სიტყვისგან „Animation“ და იაპონურად ანიმაციას ნიშნავს . იაპონიის ფარგლებს გარეთ, სიტყვა „ანიმე“ ჩვეულებრივ გამოიყენება იაპონიაში შექმნილი ანიმაციიის აღსანიშნავად.

სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმებისგან განსხვავებით, რომლებიც უმეტესად ბავშვებისთვის არის გათვლილი, ანიმეს გააჩნია თემების ფართო არჩევანი ყველა ასაკისათვის, რის გამოც მსოფლიოში მაღალი პოპულარობით სარგებლობს. მისი სიუჟეტები მოიცავს თითქმის ყველა ჟანრს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ფანტასტიკა და რომანტიული კომედიები, და ხშირად დაფუძნებულია რომელიმე წიგნის, იაპონური კომიქსის — მანგას ან კომპიუტერული თამაშის — სიუჟეტზე. ანიმეს კიდევ ერთი და ხშირად მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მისი ხატვის სტილია. ამასთან ანიმე შეიძლება დახატული იყოს, როგორც ხელით, ასევე კომპიუტერით. ანიმე იქმნება როგორც სერიალების, სარეკლამო რგოლების, ვიდეოთამაშების, ისე სრული- ან მოკლემეტრაჟიანი ფილმების სახით და ფორმატის მიხედვით ვრცელდება ტელევიზიით, ინტერნეტით, კინოთეატრებითა და DVD დისკებით.

ისტორია - ანიმეს XX საუკუნის დასაწყისში დაიბადა, როდესაც იაპონელმა რეჟისორებმა პირველი ექსპერიმენტები დაიწყეს დასავლეთიდან შემოტანილი ანიმაციის ხელოვნებაზე. პირველი, დღეისთვის ცნობილი ანიმე, შეიქმნა 1907 წელს. ის წარმოადგენს მოკლე, სამწამიან ჩანახატს მეზღვაურ ბიჭზე. თანდათან, ეს ხელოვნება დიდ პოპულარობას იძენს იაპონიაში, რადგან შეზღუდული ბიუჯეტის, სასურველი გადასაღები მოედნების მიუწვდომელობის და დასავლური სტილის მსახიობების ნაკლებობის პირობებში, რეჟისორებს უჭირდათ ისეთი კინოფილმების გადაღება, რომელთა სიუჟეტი იაპონიის ყოველდღიურ ცხოვრებას სცილდებოდა, ანიმაციის გამოყენებისას კი მხატვრებს და ანიმატორებს შეეძლოთ ნებიმიერი საჭირო სცენისა თუ პერსონაჟის შექმნა.

თანამედროვე ანიმეს დამფუძნებლად ითვლება ოსამუ ტეძუკა (Osamu Tezuka), რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ლეგენდა“ და „მანგას ღვთაება“. ის იყო პირველი, ვინც გამოიყენა ნახატის სტილიზაციის დისნეის ხერხი, რომელშიც არაპროპორციულად დიდი თვალების საშუალებით პერსონაჟის ემოციების გადმოცემა ხდება.

წლების განმავლობაში ანიმეს სიუჟეტები, რომლებიც თავიდან ბავშვებზე იყო გათვლილი, იხვეწებოდა და მათში განხილული პრობლემები რთულდებოდა. გაჩნდა ნამუშევრები, რომლებიც ხშირად უფრო მოზრდილებშიც სარგებლობდა პოპულარობით. განვითარებაში ანიმე ოდნავ ჩამორჩება მანგას, რომელიც მასზე რამდენიმე წლით ადრე გაჩნდა და იმ დროისთვის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა იაპონიის მოსახლეობის ყველა ფენაში.


განმასხვავებელი ნიშნები - იაპონური ანიმაცია სხვა ქვეყნების ანიმაციისაგან პირველ რიგში სიუჟეტის ღრმა დამუშავებითა და შესრულების მაღალი ხარისხით განსხვავდება . ანიმეს უდიდესი ნაწილი იქმნება აუდიტორიის კონკრეტული ფენის მოთხოვნების გათვალისწინებით. დაყოფის კრიტერიუმებში შეიძლება შედიოდეს, როგორც მაყურებლის სქესი და ასაკი, ასევე მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ამ გზით არჩეული მეტაჟანრი შემდგომში გავლენას ახდენს ნაწარმოების სიუჟეტზე, იდეებზე და შესრულების სტილზეც კი.

ხატვის სტილი - ანიმეს ხატვის სტილზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, იხსენებენ პერსონჟების არაპროპორციულად დიდ თვალებს. სინამდვილეში ანიმეს პერსონაჟების თვალები გამოირჩევიან არა იმდენად სიდიდით, როგორც დეტალიზაციით, სახის სხვა ნაწილთან შედარებით. თვალებისაგან განსხვავებით, ცხვირი და პირი ტრადიციულად იხატება რამდენიმე ხაზის მეშვეობით, მაგრამ ხშირია გამონაკლისიც, მაგალითად ანიმე-ტრილერში „მონსტრი“ (Monster) გამოყენებულია პერსონაჟების „რეალისტური“ დიზაინი.

ანიმეს პერსონჟებს ხშირად აქვთ უჩვეულო ფერის თმები და ექსტრავაგანტული ვარცხნილობები. თავდაპირველად ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ მაყურებელს ადვილად შეძლებოდა რამდენიმე ერთმანეთის მსგავსად დახატული პერსონაჟის ერთმანეთისგან გარჩევა. ამჟამად კი, როცა ხატვის ხარისხი შედარებით მაღალია და პერსონაჟები დამუშავებულია წვრილმან დეტალებამდე, ეს უფრო ტრადიციის საკითხია, ვიდრე საჭიროების. ამას გარდა, თმების ფერი ხშირად ასახავს პერსონაჟის ხასიათს და ფსიქოლოგიას. მაგალითად, თმაწითელი პერსონაჟები ხშირად ცხარე ხასიათით გამოირჩევიან, ლურჯთმიანები კი — პირიქით. ღია ფერების თმები, ასევე პერსონაჟის უცხოური წარმოშობის ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იაპონელებს ძირითადათ მუქი თმები აქვთ.

ემოციების გადმოსაცემად ანიმეში ტრადიციული მეთოდების — სახის გამომეტყველების და ხმის ცვლილების გარდა გამოიყენება სხვა ხერხები, რომლებიც ხშირად ჰიპერტროფირებული და კომედიურია — მაგალითად, გაბრაზებულ პერსონაჟს შეიძლება თვალებში ცეცხლი აენთოს, სხვა პერსონაჟის სულელურ ან უდროო კითხვის ან მოქმედების საპასუხოდ თავის ზემოდ ან გვერდზე გაუჩნდეს ოფლის გიგანტური წვეთი (ეს ანიმეს ყველზე ცნობილ სტერეოტიპადაც კი იქცა), შოკირებული პერსონაჟი შეიძლება ქვად გადაიქცეს დ. ა. შ.

ცალკე აღსანიშნავია ხატვის სტილი რომელსაც „ჩიბი“-სტილი (იაპონ. ちび), ან SD-სტილი (Super Deformed — სუპერ-დეფორმირებული) ეწოდება. ამ სტილის გამოყენებისას პერსონაჟებს არაპროპორციული თავებით და განსაკუთრებით დიდი თვალებით ხატავენ. ეს ხატვის სტილი ხშირად კომედიურ სიტუაციებში გამოიყენება, როცა საჭიროა მოქმედების კომედიურობის და პაროდიულობის ხაზგასმა. თუმცა არსებობს ამ სტილში დახატული მთელი სერიალები, ამ შემთხვევაში „ჩიბი“-სტილი მოწოდებულია გამოიწვიოს მაყურებლის სიმპატია „თეთრ და ფუმფულა“ პერსონაჟების მიმართ.

მუსიკა და გახმოვანება - როგორც კინემატოგრაფიაში, ასევე ანიმეშიც ემოციების გადმოსაცემად და მაყურებელის ხასიათზე ზემოქმედებისათვის აქტიურად გამოიყენება ხმა და მუსიკა. ანიმეს ტრანსლაციის დასრულების შემდეგ აუცილებლად გამოიცემა ამ სერიალის საუნდტრეკები და ხშირად ისინი კონკურენციას უწევენ მომღერალთა ტრადიციულ მუსიკალურ ალბომებს. ამიტომ, ანიმესთვის სიმღერების შესასრულებლად და მუსიკის დასაწერად უმთავრესად ცნობილ ჯგუფებს და კომპოზიტორებს იწვევენ.

ფილმის (ან სერიის) დამწყები და დამასრულებელი სიმღერები ნაწარმოების „სავიზიტო ბარათია“ და მათ ჩვეულებრივ ცნობილი პოპ-მუსიკოსები და ჯგუფები ასრულებენ. ორივე კომპოზიცია ნაწარმოების განუყოფელი ნაწილია — დამწყების მიზანია შეუქმნას მაყურებელს შესაბამისი განწყობა სერიალის ყურებისათვის, აგრძნობინოს, თუ რას უნდა ელოდოს სერიალისაგან. დამასრულებელი კომპოზიცია ხშირად დამწყებზე უფრო წყნარია, მისი მიზანი სერიის შედეგების შეჯამებაა.

ანიმეს საუნდტრეკებისათვის დამახსიათებელია ისეთი მოვლენა, როგორიცაა „თემატური მუსიკა“ — როდესაც რაიმე მოვლენისას ან რომელიმე პერსონაჟის მოქმედებისას ისმის შესაბამისი მუსიკა. მაგალითად, მუსიკა რომელიც ისმის ბრძოლების განმავლობაში შეიძლება იყოფოდეს ბრძოლის ადგილმდებარეობის მიხედვით — თუ ბრძოლა მიმდინარეობს ტყეში — მუსიკა ერთია, თუ ქალაქში — მეორე. ან შეიძლება იყოფოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი პერონაჟი მონაწილეობს ბრძოლაში (ამის კარგი მაგალითია სერიალი „Mai HiME“ — მასში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი საკუთარი თემა, რომლებიც ამ პერსონაჟების ბროლისას ისმის).

მსახიობები, რომლებიც ანიმეს ახმოვანებენ იაპონური სახელით „სეიუ“ არიან ცნობილები. სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, იაპონიაში ეს პროფესია საკმაოდ პოპულარულია და განვითარებული, რის გამოც ანიმეს გახმოვანება სხვა ქვეყნების ანიმაციური ფილმების გახმოვანებასთან შედარებით მაღალი ხარისხით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა. ბევრი სეიუ ასევე ცნობილია თავისი საესტრადო მოღვაწეობით, მაგალითად ერთ-ერთი პოპულარული სეიუ, მაგუმი ჰაიასიბარა, რომელსაც ორმოცდაათზე მეტი ანიმე აქვს გახმოვანებული, იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია, ამასთან მსახიობი და რამდენიმე ცნობილი ფირმის „სახე“.

ჩვეულებრივი საუნდტრეკების გარდა, ხშირად გამოიცემა სპეციალური ალბომები, რომლებიც მაგალითად, ცალკეული პერსონაჟებისადმია მიძღვნილი — ამ ტიპის ალბომებში შედის რამდენიმე სიმღერა, რომლებსაც ამ პერსონაჟის გამხმოვანებელი სეიუ ასრულებს, რის შედეგადაც მსმენელს უჩნდება გრძნობა რომ სიმღერები პერსონაჟს ეკუთვნის. ამ შთაბეჭდილების გასაძლიერებლად სიმრერები ხშირად შერჩეულია პერსონაჟის ხასიათის და გემოვნების გათვალისწინებით. ასევე ამ დისკებზე შეიძლება იყოს ინტერვიუების პერსონაჟების სეიუებთან, პერსონაჟის მიერ წარმოთქმული მონოლოგები დ. ა. შ. ამის გარდა ხშირია აუდიო დამატებები სერიალისათვის — მოკლე რადიო-წარმოდგენები, სერიალის პერსონაჟების მონაწილეობით, რომელებიც ხშირად კომედიური ხასიათისაა და ნაწარმოების მთავარ სიუჟეტთან არაა დაკავშირებული.

სიუჟეტი და ჟანრები - ანიმე არსებობს ნებისმიერი ჟანრის, რომელიც კი შეიძლება შეგვხვდეს სხვა ნაწარმოებებში, იყოს ეს კომედია, დრამა სათავგადასავლო ჟანრი თუ ეროტიკა. ანიმეს უდიდესი ნაწილი შეიცავს რამდენიმე ჟანრის და თემატური ელემენტის ნარევს, რის გამოც მისი ზუსტი კლასიფიკაცია საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ერთის შეხედვით მსუბუქი, კომედიური სიუჟეტი შეიძლება მძიმე დრამაში გადაიზარდოს, და პირიქით, თითქმის ყველა ანიმეს ახასიათებს ის, რასაც ხშირად „კომედიის ელემენტებს“ უწოდებენ.

უმეტეს შემთხვევებში, სხვადასხვა ჟანრები მაინც ახდენენ გავლენას სიუჟეტის მიმდინარეობაზე, რაც კარგად ჩანს ე. წ. „შიონენ-ედვენჩერ“-ის (სათავგადასავლო ფილმი ბიჟებისათვის) მაგალითზე. ამ ჟანრის ნაწარმოები ძირითადათ შემდეგნაირად ვითარდება: ფილმის უდიდესი ნაწილის განმავლობაში მთავარი გმირი აგროვებს მეგობართა გუნდს, სწავლობს ბრძოლის ახალ ხერხებს და გზადაგზა წყვიტავს მცირე პრობლემებს, რათა საბოლოოდ დაამარცხოს ძლიერი და სახიფათო მოწინააღმდეგე. ამის შემდეგ სერიალი მთავდება, ან ჩნდება სხვა, უფრო ძლიერი მოწინააღნდეგე, რომლის დასამარცხებლად გმირს ყველაფრის თავიდან გამეორება უხდება. თითოეულ ასეთ ციკლს „არკა“ (ინგ. Arc) ეწოდება. ამ ჟანრის კლასიკურ მაგალითებად შეიძლება „ნარუტო“ (Naruto), ან „ბლიჩი“ (Bleach) მივიჩნიოთ.

აუდიტორიის მიხედვით
კოდომო (იაპ.子供, Kodomo) — ანიმე ბავშვებისათვის. მაგალითად: Pokemon, Doraemon.
სეინენ (იაპ.青年, Seinen) — ანიმე მამაკაცებისათვის. მაგალითად: Cowboy Bebop. Maison Ikkoku, Kaiji , Monster .
შოუნენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece, Naruto .
შოუჯო (იაპ.少女, Shōjo) — ანიმე გოგოებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Fruits Basket, Kare Kano.
ჯოსეი (იაპ.女性, Josei) — ანიმე ქალებისათვის. მაგალითად: NANA, Nodame Cantabilie.

თემატიკის მიხედვით
ბიშოუნენი (იაპ.美少年, Bishōnen) — იაპონურად „ლამაზ ბიჭს“ ნიშნავს, და ]გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Fushigi Yūgi, Trinity Blood.
ბიშოუჯო (იაპ.美少女, Bishōjo) — იაპონურად „ლამაზ გოგოს“ ნიშნავს, და გამოიყენება შესაბამისი პერსონაჟების მქონე ანიმეების დასამახასიათებლად. მაგალითად: Magic Knight Rayearth.
მაქო–შოუჯო (იაპ.魔法少女, Mahō Shōjo) — „ჯადოქარი გოგოები“. ანიმე მაგიური ძალის მქონე გოგოზე/გოგოებზე. მაგალითად: Sailor Moon, Mahou Shoujo Lyrical Nanoha.
მაქო–შოუნენ (იაპ.魔法少年, Mahō Shōnen) — „ჯადოქარი ბიჭები“. მაქო-შოუჯოსაგან განსხვავებით, აქმ ჟანრის ანიმეში მაგიურ ძალას ბიჭები ფლობენ. მაგალითად: Shaman King, YuYu Hakusho.
მექა (Mecha) — ანიმე გიგანტური რობოტების (ან რამე სხვა მექანიკური მოწყობილობების) შესახებ. მაგალითად: Mobile Suit Gundam, Evangelion.
სენტაი/სუპერ სენტაი (იაპ.戦隊, Sentai) — ანიმე რომელშიც მოყოლილია პერსონაჟების/სუპერგმირების მუდმივი ჯგუფის შესახებ, რომელიც იბრძვის რამის ან ვინმეს წინააღმდეგ. მაგალითად: Cyborg 009.
სპოკონი (იაპ.スポ根, Spokon) — ანიმე ახალგაზრდა სპორტსმენებზე და მათ სპორტულ კარიერაზე. მაგალითად: Hikaru no Go.
ჰარამხანა (Harem) — პერსონაჟების ურთიერთობს ფორმა, როცა მთავარ გმირს ახლავს საპირისპირო სქესის რამდენიმე სხვა პერსონაჟი. მაგალითად: Love hina, Ai Yori Aoshi.

რომანტიკული ჟანრები
ეჩჩი (იაპ.エッチ, ecchi) — ეროთიკის ელემენტების მქონე ანიმე. მაგალითად: He Is My Master.
იაოი (Yaoi) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე მამაკაცთა შორის. მაგალითად: Okane ga nai, Sensitive Pornograph.
იური (იაპ.百合, Yuri) — ანიმე ჰომოსექსუალურ კავშირზე ქალთა შორის. მაგალითად: Strawberry Panic!.
შოუნენ–აი (იაპ.少年愛, Shōnen-ai) — ანიმე მამაკაცთა შორის სიყვარულზე. იაოისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Loveless.
შოუჯო–აი (იაპ.少女愛, Shōjo-ai) — ანიმე ქალთა შორის სიყვარულზე. იურისაგან განსხვავდება პორნოგრაფიული სცენების უქონობით. მაგალითად: Yami to Bōshi to Hon no Tabibito.
ჰენტაი (იაპ.変態 ან へんたい, Hentai) — იაპონურად „გარყვნილს“ ნიშნავს და პორნოგრაფიული ანიმეს აღსანიშნავად გამოიყენება. მაგალითად: Bible Black, Immoral Sisters.

ფორმატები

როგორც ნებისმიერი სხვა კინოპროდუქცია, ანიმე იქმნება მისი შემდგომი გავრცელების ფორმატის გათვალისწინებით და ის შეიძლება იყოს განკუთვინილი საჩვენებლად ტელევიზიით, კინოთეატრებში ან გაიყიდოს ვიდეოკასეტებზე და DVD-ზე. გავრცელების ფორმატი გავლენას ახდენს როგორც ნაწარმოებების ხანგრძლიობაზე, ასევე მათ ბიუდჟეტზე რაც ხშირად პირდაპირ მოქმედებს ანიმეს საბოლოო ხარისხზე. მაგალითად ერთნაირი ბიუდჟეტით გადაღებული 26 სერიან სერიალს სავარაუდოთ ბევრად უარესი ხარისხის ანიმაცია ექნება, ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმს, თუმცა ხშირია გამონაკლისებიც.

საწყისი ფორმატის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ნებისმიერი ანიმე აუცილებლად გამოდის DVD-ზე. ამ დროსთვის სტუდია ჩვეულებრივ ასწორებს პირველი ტრანსლაციის დროს დაშვებულ შეცდომებს, ზოგ შემთხვევებში კადრის ფორმატი იცვლება 16:9ზე, ხშირად ნაწარმოებს ემატება დამატებითი სერიები, განსაკუთრებით თუ მისი ტრანსლაციიდან შედარებით მცირე დროა გასული.



ტელესერიალი (TV) — ანიმე, რომელიც შედგება მოკლე 22-24 წუთიანი სერიებისაგან და განკუთვნილია ყოველკვირეული ტელეტრანსლაციისათვის. სერიის ხანგრძლიობა განპირობებულია იმით, რომ სარეკლამო ბლოკთან ერთად მან უნდა შეადგინოს სატელებიზიო ბლოკის სტანდარტული დრო — ნახევარი საათი. ხანდახან შეიძლება შეგვხდეს 12 წუთიანი სერიებიც (ბლოკის ნახევარი) და ძალიან იშვიათ შემთხვევებში 3-5 წუთიანი სერიები — უმრავლეს შემთხვევებში ისინი რომელიმე კომპანიის მიერაა შეკვეთილი რაიმე პროდუქციის სარეკლამოდ და შესაბამისად რეკლამისათვის განკუთვნილ დროს გადის.

ტელესერიალი იყოფა სეზონებად რომელთა ხანგრძლიობაა 26 სერია, რაც ტრანსლაციის ნახევარ წელს შეადგენს. რა თქმა უნდა, ხშირია უფრო მოკლე (13 სერია, სეზონის ნახევარი) და ბევრად უფრო გრძელი (300+ სერია) სერიალებიც, მაგრამ ისინიც ტრადიციულად 26 სერიან „სეზონებად“ იყოფა. სეზონები შეიძლება ტრანსლირებული იქნას როგორც მიყოლებით (მაგალითად სერიალი Mobile Suit Gundam SEED რომლის ხანგრძლიობა 52 სერიას, ანუ 2 სეზონს შეადგენს), ასევე გარკვეული შესვენებით (მაგალითად სერიალი Code Geassის პირველი სეზონი 2007 წლის ივლისში გამოვიდა, მეორე სეზონი კი 2007 წლის ზამთრისთვისაა დაგეგმილი).



OVA (ინგლ. Original Video Animation) — ანიმე რომელიც სპეციალურადაა შექმნილია ვიდეოკასეტებზე ან DVD-ზე გასავრცელებლად. ასეთი ანიმეს ხანგრძლიობა ერთიდან ექვს სერიამდე მერყეობს და თითო სერიის ხანგრძლიობა შეიძლბა იყოს 25 წუთიდან (უკანასკნელ დროს გამოშვებული ანიმე) ერთ საათამდე და მეტიც (80-ან წლებში გამოშვებული ანიმე).

OVA შეიძლება გამოშვებული იყოს სატელევიზიო სერიალზე მუშაობის დაწყების წინ, აუდიტორიის რეაქციის დასადგენად ან პოპულარული სერიალის დამთავრების შემდეგ — დამატებითი შემოსავლის მისაღებად ან ფანების მოთხოვნით. კარგი მაგალითია მანგა Ah, My Goddess!ის ეკრანიზაცია — 1991 წელს ის ჯერ 5 სერიანი OVA-ს ფორმატში გამოვიდა ეკრანებზე, 14 წლის შემდეგ კი, 2005 წელს შედგა სატელევიზიო სერიალის პირველი სეზონის პრემიერა. ეს სერიალი გამოირჩეოდა კიდე იმით, რომ მისი ხანგრძლიობა 24 სერიას შეადგენდა, დარჩენილი 2 კი გამოვიდა მხოლოდ DVD დისკებზე, რამაც ავტომატურად გადაიყვანა ისინი OVA-ს ფორმატში.

დამწყები სტუდიები ხშირად იწყებენ კარიერას OVA-ს გამოშვებით, რადგან მისი გადაღება საკუთარი სახსრებით შეუძლიათ და იმედი აქვთ მიიქციონ აუდიტორიის და პროდიუსერების ყურადღება. ასე, მაკოტო შინკაის კარიერა დაიწყო სახლის კომპიუტერზე დახატული 30 წუთიანი OVA-თი და ამ ამ დროისთვის ის უკვე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ანიმატორად ითვლება.



ფილმი — ანიმე, რომელიც კინოთეატრებში საჩვენებლადაა განკუთვნილი. როგორც წესი, ესაა სრულმეტრაჟიანი ანიმე, რომლიც ანიმაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ფილმი შეიძლება წარმოადგენდეს როგორც დასრულებულ ნაწარმოებს ასევე იყოს რაიმე სხვა სერიალის დამატება (spinoff). მაღალი ხარისხის ანიმაციის მიუხედავად, ფილმებს რომლებიც პოპულარული სერიალების დამატებებს წარმოადგენენ, ხშირად აქვთ ორიგინალურ სერიალზე ბევრად უარესი სიუჟეტი, რადგან უმრავლეს შემთხვევებში მათ სცენარს წერს გამომშვები სტუდიის სცენარისტი, და არა ორიგინალური ნაწარმოების (მანგის, წიგნის, რანობეს) ავტორი.



ONA (ინგლ. Original Network Animation) — ანიმე, რომელიც ინტერნეტში გასავრცელებლადაა შექმნილი. ამ დროისთვის, ესეთი ანიმეები საკმაოდ ცოტაა რაც განპირობებული არის იმით, რომ უკანასკნელ დრომდე მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების გავრცელება ინტერნეტის საშუალებით საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

სასარგებლო ლინკები :

http://myanimelist.net/
http://anidb.net/perl-bin/animedb.pl?show=main
http://animea.net/
http://www.animetake.com/
http://bakabt.com/
http://tokyotosho.info/
http://nyaa.eu/

Watch online საიტები :
http://www.animefreak.tv/
http://www.animeultima.tv//
http://uzumaki.kz/ ( რუსულ ენოვანი )

ფორუმები :

http://www.anime.ge/ - პირველი და ყველაზე კარგი ქართული ანიმე ფორუმი
http://www.gaiaonline.com/forum/anime-manga-comics/f.3/ ( ერთერთი ყველაზე დიდ კომუნითიანი ფორუმი ( Leonhart შენი ხათრით ზმი user.gif ) )
http://boards.4chan.org/a/


---

TOP 10

Leonhart 241
დავითა 206
რეალისტი 99
Roy M 91
Demetrius 83
samakas 83
ერეკლე! 54
baggins 48
Feel_For_You 47
E madame 38

---

წინა თემები

პირველ ნაწილს არ ხსნის sad.gif
მეორე ნაწილი - アニメ / Anime / ანიმე VOL.2
მესამე ნაწილი - ანიმე/ Anime VOL.3

This post has been edited by Leonhart on 26 Jun 2012, 17:57

მიმაგრებული სურათი
danshi.jpg


--------------------
მთავარი ის კი არაა რამდენი ხანია იქნევ , მთავარი ისაა რას იქნევ © Manchester.

პოტენციური ფლუდერი © NoiZ

YOU KNOW BOSCO??!!!!

კაც რომ კაცურათ სტხოვ არმომკლაო ძმა მაცადე თAმაშიო და ის თესლურად მაინც რომ კლავს © irakli2010

DAAAAHHHH!!!!
ერეკლე!
Black Flash


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21153
წევრი No.: 79357
რეგისტრ.: 20-December 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 18:01  #31850186      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ლოლ 2 სხვადასხვა ნიკით ვარ ტოპ 10ში!!! lol.gif

დავფიქსირდიიიი mad.gif

პირველიც ვარ tongue.gif გილოცავთ ახალ თემას! biggrin.gif

და ბარემ რადგან აქ ვარ, ორი მხეცი პერსონაჟის სურათს დავდებ...

user posted image
ნამიკაძე მინატო "ყვითელი გაელვება" - მეოთხე ჰოკაგე!
"We make the greatest sacrifices for the ones we love"


user posted image
გილგამეში... "გმირთა მეფე" "მეფეთა მეფე" "პირველი მეფე" და კიდე მრავალ სხვა ტიტულს ატარებდა ცხოვრებაშივე ეს კაცი... ნუ მართალია ანიმეშნიკებს არ მოუგონიათ (givi.gif) მაგრამ ზატო რა პერსონაჟი!! yes.gif
"Do not consider me as you would some lesser being. The amount of wealth in my treasury long ago surpassed even my own knowledge. But that it is a treasure also means that it belongs to me. And any who would take it for themselves is naught but a thief."

"No ideals or desires. Then why not simply wish for pleasure?
Sinful? Corrupt? I don’t understand your logic. Why must pleasure and sin be connected?
Pleasure gotten through evil means could be a sin. But pleasure can also result from good deeds. What kind of philosophy calls pleasure itself a sin?"

"why must you insist on defining joy so narrowly? Where is the paradox in finding suffering and tragedy but other forms of pleasure? There is no fixed type of joy. Your confusion derives from your failure to understand that."

This post has been edited by ერეკლე! on 26 Jun 2012, 18:48


--------------------
რასაცა გასცემ შენია, რაც არა მაინც შენია
*****
Some People Are Lucky To be Born, But I'm Born Lucky
*****
You should be thankful for me being awesome...
*****
მპოსტავი ვითარცა უფლუდკონტროლო
baggins
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4593
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 18:09  #31850294      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ოჰაიო

რამდენი ხანია ანიმესთვის არ მიყურებია biggrin.gif

ისე ბერსერკი გადმოვწერე, გადავხედე და up.gif


--------------------
- "Can a man still be brave if he's afraid?"
-"That is the only time a man can be brave."
© Game of Thrones
ერეკლე!
Black Flash


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21153
წევრი No.: 79357
რეგისტრ.: 20-December 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 18:26  #31850562      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
ერთ-ერთი უძლიერესი დისკუსია ანიმე ისტორიაში yes.gif
3 მეფე როცა საუბრობს...
Saber = მეფე არტური (აქ ქალბატონი, არტურია)
Rider = ალ-ისკანდარი აკა ალექსანდრე მაკედონელი
Archer = გილგამეში "გმირთა მეფე"

ვიდეო თუ გაქვთ ვინმეს ამის დადეთ ისე

Saber: You agreed that the Holy Grail’s rightful ownership lies with another, so will you take it by force? What makes the Holy Grail so important to you?
Rider: I wish for true incarnation.
Gilgamesh: Huh?
Waver: Hey, wasn’t your goal supposed to be world conquest–
Rider: Idiot. Even if magic lends us form in this world, ultimately, we remain Servants. I wish for rebirth, as a human, to live within the world in which I’ve arrived. And with nothing but my body, I shall defy both heaven and earth. That is the meaning of conquest. Thus it begins, then proceeds, and is finished. Such is the path of my conquest.
Saber: That is hardly fitting of how a king should behave.
Rider: Then let us hear what you would say.
Saber: I wish for my homeland’s salvation. With the omnipotent wish-granting device, I shall avert Britain’s fate of destruction.
Rider: Hey, King of Knights. Did you just say that you would change fate? Does that mean you wish to change the past?
Saber: Indeed. Even if it is a wish that a miracle alone cannot fulfill, if the Holy Grail is truly omnipotent,it will…
Rider: Um, Saber… Surely you do not mean that you would erase the marks you have left on history?
Saber: Indeed! Why should that bother you? Why do you laugh? The country that gave me my blade, to which I offered my life, was destroyed. Why would it be strange for me to find that sad?
Gilgamesh: Did you hear that, Rider? What that little girl, who names herself King of Knights, said? “To which I offered my life…”
Saber: Why is that humorous?! To ensure their country’s prosperity, a king should make any sacrifice.
Rider: No. The king does not make offerings. The nation and the people, offer themselves to the king. Not the reverse.
Saber: What? Those are a tyrant’s words!
Rider: Just so. We are heroes because we are tyrants. However, Saber, if a king regrets their rule or its conclusion, that king is nothing but a fool. Even worse than a tyrant.
Saber: Iskandar, your reign ended with your heirs slain, and your empire dissolved into three parts. You have no regrets about that end?
Rider: None. Not if it came to pass by my judgement and my retainers’ sacrifices… Its destruction was inevitable. I shall grieve. And I shall weep. But I shall never regret.
Saber: You…
Rider: Let alone undo it! Such an act would be a mockery of all who fought with me!
Saber: Only warriors can find glory in destruction! Of what worth is a king who fails to protect the powerless? A just rule , with just laws… Those are the true duties of a king!
Rider: So you, the king, are a slave to what is right?
Saber: That is acceptable. A king is a martyr to their ideals.
Rider: That is not how a person should live.
Saber: If I rule the nation as king, I cannot ask to live as a person. King of Conquerors, you seek the Holy Grail merely for your own benefit. You could never understand… You who became a ruler only to satisfy your endless greed.
Rider: A king without greed is even worse than a figurehead! Saber. You said you would become a martyr for your ideals. In life, you must have been a pure saint. A proud and noble figure, certainly. But who can truly admire the martyr’s thorny path? Who dreams of such an ending? A king… The king must be greedier than any other. He must laugh louder and rage harder. He must exemplify the extreme of all things, good and evil. That is why his retainers envy and adore him. And why the flames of aspiration, to be as the king is, can burn within his people. Proud king of chivalry… The righteousness and ideals you bore may indeed have saved your nation once. However, I’m certain you know what became of those who were saved, but left to themselves.
Saber: What?
Rider: You saved them, but you never led them. You never showed them what a king should be. YOu abandoned your men when they lost their way. Then, alone and untroubled, you followed your own petty little ideals. Thus, you are no true king. You are only a little girl, enraptured by a false idol of the king who serves others, but not themselves.
Saber: I… I…

Waver: This isn’t fair! Why are there so many Assassins?
Assassins: We are the one, become many. A Servant who is many and also one. A Servant who is one, but with many… shadows.
Waver: A Servant with multiple personalities that hosts each one into a separate body?

Rider: Saber! Archer! Here is our banquet’s final question. Must the king be alone?
Saber: The king must indeed be alone!
Rider: No, you don’t understand at all. I suppose I’ll have to show you exactly what a real king is.

Rider: Here, my armies once rode across the land. The place all the heroes who stood with me, through joy and sorrow, will never forget. I can make this world real because it still exists within our hearts! Behold my endless armies! Their bodies destroyed, and their souls offered to the world as Heroic Spirits. And still, these legendary heroes pledge their loyalty to me! My bond with them is my greatest treasure, my path of kingship! The ultimate Noble Phantasm that I, Iskandar, possess. Ionian Hetairoi!

Rider: A king must live a grander life than any other’s, and stoke his people’s feelings of admiration! He who is worthy of all heroes’ envy, and he who leads their way, is king! Therefore, the king is not alone. For his will equals that of all his followers together!



მე მხოლოდ ფინალური ნაწილი ვიპოვე ამ დისკუსიის


This post has been edited by ერეკლე! on 26 Jun 2012, 18:56
Demetrius
水に流す


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7706
წევრი No.: 43674
რეგისტრ.: 10-October 07

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 18:45  #31850873      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაფიქსირება bis.gif bis.gif bis.gif


--------------------
Remember that all through history the way of truth and love has always won. There have been tyrants and murderers and for a time they seem invincible but in the end, they always fall (c) Mahatma Gandhi


馬鹿は死ななきゃ治らない。
demna_
სადღა შემიძლიან


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3231
წევრი No.: 79475
რეგისტრ.: 20-December 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 19:09  #31851247      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ფიქსირ ახალ გაღვიძებულზე. bis.gif
the sky crawlers გაქვთ ვინმეს ნანახი?


--------------------
ნარგიზა საოცრებათა ქვეყანაში


გამოჩენილი ქართველი ფორუმელი და საზოგადო მოღვაწე


კარმა არავინ დამიბინძუროთ

http://mboodavi.blogspot.com/
samakas
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2888
წევრი No.: 102689
რეგისტრ.: 19-October 09

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 20:02  #31851949      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უმაგრესი მეორე სეზონი აქვს ფეით ზეროს და Fate/stay night ფეით ზეროს გაგრძელება ?
დავითა
შთამაგონებელი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 27244
წევრი No.: 54988
რეგისტრ.: 5-March 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 20:02  #31851950      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
დავფიქსირდეთ up.gif

QUOTE
შოუნენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece, Naruto .


user posted image


--------------------
თავი და ტრაკი ხანდახან სინონიმებია და ტავტოლოგიის თავიდან ასაცილებლად იხმარება. მაგ: გატრაკების თავი, გათავების ტრაკი. (c) დავითა

One is not half of two, two are halves of one.

ერეკლე!
Black Flash


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21153
წევრი No.: 79357
რეგისტრ.: 20-December 08

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 20:08  #31852039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE (დავითა @ 26 Jun 2012, 20:02 )
დავფიქსირდეთ up.gif

QUOTE
შოუნენი (იაპ.少年, Shōnen) — ანიმე ბიჭებისათვის (12-დან 16-18 წლამდე). მაგალითად: Bleach, One Piece, Naruto .


user posted image

lol.gif


user posted image
ოჰ დიდო ნამიკაძე givi.gif ...

“A person blinded by love only sees the path right in front of them. But he that sees what love can become chooses his own path.”

P.S: მაინც უმეტესობა ნარუტოთი იწყებს ანიმეს და საერთოდ ნარუტოთი იგებს ანიმეს არსებობაზე... user.gif ხოდა ტრეილერი მაინც დავაგდოთ biggrin.gif

ვინც უყურებთ, აქეთ:
ნარუტო (NARUTO - ナルト) - Vol.6

user posted image
ყველაზე მხეცი საზოგადოება yes.gif
მარა ჰაშირამა აკლია! spy.gif

This post has been edited by ერეკლე! on 26 Jun 2012, 20:11
Leonhart
Push It!!! Push It!!!


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11207
წევრი No.: 42884
რეგისტრ.: 28-September 07

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 21:22  #31853075      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
baggins
QUOTE
ოჰაიო

QUOTE
18:09

mo.gif
Loreley
It's an Endless World


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2534
წევრი No.: 23737
რეგისტრ.: 27-September 06

გამოგზავნილია: 26 Jun 2012, 22:09  #31853755      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
მშვიდობაშით ახალი თემა biggrin.gif

Shinigami no Ballad მეგდო საუკუნე კომპში და გუშინ ვუყურე პირველ ეპიზოდს, იმედები გამიცრუა, უკეთესს ველოდი >< ან არ ვიყავი მასეთი უწიპუწი რამის ხასიათზე XD


--------------------
“Hey," said Shadow. "Huginn or Muninn, or whoever you are."
The bird turned, head tipped, suspiciously, on one side, and it stared at him with bright eyes.
"Say 'Nevermore,'" said Shadow.
"Fuck you," said the raven.”
ერეკლე!
Black Flash


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21153
წევრი No.: 79357
რეგისტრ.: 20-December 08

გამოგზავნილია: 27 Jun 2012, 01:31  #31857069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
GTO (Great Teacher Onizuka) -ს ყურება დავიწყე, მეათე სერიაზე ვარ და გენიალურია up.gif
აი ძალიან მაგარია!!! არადა თავის დროზე ვითომ ვცადე და არ დამევასა, რატო ნეტა spy.gif
რეალისტი
Touch the Untouchable - Break the Unbreakable !


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3156
წევრი No.: 45694
რეგისტრ.: 4-November 07

გამოგზავნილია: 27 Jun 2012, 04:34  #31858350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
bis.gif





მირაი ნიკის ვიწყებ user.gif


--------------------
- " ზევსი ბუცებით "
SPIRIT CRUSHER
Hasta La Vista!!! ツ


********
ჯგუფი: Members
წერილები: 49043
წევრი No.: 113881
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 27 Jun 2012, 04:36  #31858353      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · aim
QUOTE
アニメ / Anime / ანიმე

up.gif კაი თემაა


--------------------
FC DINAMO TBILISI
▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀
http://www.facebook.com/Irakli.Khvedeliani
▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀▀
http://www.facebook.com/DINAMOTB
http://fcdinamo.ge/
baggins
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4593
წევრი No.: 91754
რეგისტრ.: 19-May 09

გამოგზავნილია: 27 Jun 2012, 10:37  #31859409      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (demna_ @ 26 Jun 2012, 19:09 )
ფიქსირ ახალ გაღვიძებულზე. bis.gif
the sky crawlers გაქვთ ვინმეს ნანახი?

yes.gif მე მომეწონა

და რამდენიმე დღის წინ ფილმი ვნახე "ნევერ ლეთ მი გოუ"(კირა ნაიტლი თამაშობს) და სულ ეგ ანიმე მახსენდებოდა რომ ვუყურებდი
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (90) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0874 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]