FC Bayern Munich
Immer wieder, Immer wieder
Immer wieder FCB!
Von der Elbe, bis zur Isar
Immer wieder FCB!------
FC Bayern Munich (გერმანულად: FC Bayern München) არის მიუნხენში (ბავარია) დაარსებული გერმანული საფეხბურთო კლუბი. ის ცნობილია, როგორც პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი და გერმანიის ყველაზე ყველაზე წარმატებულ კლუბად. „ბაიერნს“ მოგებული აქვს 21 გერმანიის ჩემპიონატი და 14 თასი.
კლუბი დაარსდა 1900 წელს თერთმერტი ფეხბურზთელისაგან, რომლებსაც ფრანც ჯონი მეთაირობდა. კლუბმა ჩემპიონატი პირველად 1932 წელს მოიგო. 1970 წლებში კლუბს ჰქონდა ყველაზე წარმატებული პერიოდი, როდესაც ფრანც ბეკენბაუერის კაპიტნობით მოიგო ევროპის თასი (დღევანდელიჩემპიონთა ლიგა) სამჯერ (1974-76). უახლოეს წარსულში კლუბი 7-ჯერ გახდა 10 ჩატარებული ჩემპიონატიდან გამარჯვებული. კლუბმაუკანასკნელი საერთაშორისო თასი მოიგო 2001 წელს Intercontinental Cup.
2005-2006 წლის სეზონის დასაწყისიდან ის თამაშობს ალიანს არენაზე(Allianz Arena). მანამდე 33 წელი ის თამაშობდა ოლიმიკ სტადიონზე. გუნდის ფერებია თეთრი და წითელი, რაც ბავარიულ სიმბოლიკას გამოხატავს.
-------
სრული სახელი: Fußball-Club Bayern München e.V.
ზედმეტი სახელი: Der FCB (ფცბ)
Die Bayern (ბავარიელები)
Die Roten (წითლები)
FC Hollywood
დაარსდა: 1900 წლის 27 თებერვალს
სტადიონი: ალიანს არენა (ტევადობა 69,901)
პრეზიდენტი: ფრანც ბეკენბაუერი
მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლინსმანი
კლუბის ფერები: თეთრ-წითელი
მისამართი: მიუნხენი,ზაბენერ შტრასე 51.
ტელეფონი: (089)69 93 10
ფაქსი: (089)64 41 65
ოფიციალური საიტი: www.fcb.de-----------
ისტორიაადრეული წლები(1900-1965):
ბაიერნის პირველი გუნდი ბაიერნის ისტორია იწყება 1899 წლიდან და მისი დაარსება დაკავშირებულია ფრანც ჯონსის სახელთან. გარდა ამისა, იყო კიდე 18 ფეხბურთელი, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ბაიერნს. გუნდის აღზევება დაიწყო 1907 წელს, როდესაც ბაიერნი ახალ ბაზაზე გადავიდა: ლეოპოლდშტრასეზე. გუნდის პირველი მიღწევა გახდა მიუნხენის ფეხბურთში ლიდერობა და შესამჩნევი გაუმჯობესება ფანებისთვის, რომლებსაც თამაშის ყურება უკვე დამსხდრებს შეეძლოთ. მართალია ბაიერნი პოპულარული გახდა 1910 წელს, როდესაც გუნდმა აღმოსავლეთის მიწების თასი მოიგო. მომდევნო წელს მიუნხენელებმა დაიცვეს ტიტული ისე რომ არც ერთი შეხვედრა არ წაუგიათ. მოგვიანებით გუნდში გამოჩნდა გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი - მაქს გაბლონსკი. ამ მოვლენის შემდეგ საქმე კიდევ უფრო უკეთესად წავიდა. 1920 წლისათვის ბაიერნში გაწევრიანებული იყო 700-ზე მეტი წევრი და ცოტა ხანში გუნდი ისეთი ძლიერი გახდა , როგორიც დღესაა. 1926 წელს ბაიერნმა მოიგო სამხრეთის მიწების ჩემპიონატი, ხოლო 1932 წელს მოიპოვა გერმანიის ჩემპიონის პირველი ტიტული, მოუგო რა ფრანკფურტის აინტრახტს ანგარიშით 2:0. გოლები გაიტანეს რორმა და კრუმმა, გუნდის ლიდერები იყვნენ ჰაიდკამფი და ბრაინდლი. გუნდის მწვრთნელად, მასაჟისტად, მენეჯერად და ხელმძღვანელად მუშაობდა რიჩარდ დომბი. მეორე მსოფლიო ომმა ძალზედ დიდი გავლენა მოახდინა სპორტზე. ის კიდევ უფრო დიდი ხნით ანელებდა ფეხბურთის განვითარებას. ამ კატასტროფის შემდეგ, გერმანულ ფეხბურთს სჭირდებოდა დრო, რათა დაებრუნებინა თავისი დაკარგული პოზიციები. პირველი ტიტული 1957 წელს ბაიერნმა მოიგო გერმანიის თასი. ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში, აუგსბურგის სტადიონზე, რომელიც 42000 ათას ადამიანს იტევდა, ბაიერნის კაპიტანმა - ჯობსტმა გუნდი დიუსელდორფის ფორტუნის წინააღმდეგ გამარჯვებამდე მიიყვანა. ბაიერნმა 1:0 მოიგო. ამ გამარჯვებას მოჰყვა არც თუ ისე გრძელი წარუმატებლობები, რომლის დროსაც ბაიერნმა ვერაფერი ვერ მოიგო. 1962 წელს, ბაიერნი არ იქნა დაშვებული ახლად დაარსებულ ბუნდეს ლიგაში. მაგრამ ორი წლის შემდეგ, გუნდმა ბუნდეს ლიგის სიმაღლეების დაპყრობა დაიწყო. ამ დროს გუნდის მწვრთნელი იყო ტშიკ ცარკოვსკი. კლუბი შევიდა მისი უდიდესი წარმატებების პერიოდში – ფრანც ბეკენბაუერისა და კომპანიის ხანაში. ბეკენბაუერი ბაიერნში გადავიდა, თუმცა მას ჰქონდა შანსი ეთამაშა მიუნხენ 1860–შიც. ცარკოვსკიმ იგი პლეი–ოფის თამაშებში პირდაპირ ძირიტად შემადგენლობაში დააყენა. კარებში ლეგენდარული ზეპ მაიერი იდგა. თავდასხმაში კი თამაშობდა გერდ მიულერი. ამ ფეხბურთელებმა ბაიერნს მოუტანეს დიდი წარმატებები.
ოქროს წლები(1965-79):
1965/66 სეზონში გუნდი მესამე ადგილას გავიდა. ბეკენბაუერი და ზეპ მაიერი კი ნაკრებში გამოიძახეს ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ. თუმცა, სამწუხაროდ გერმანია მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა, წააგო რა ფინალში ინგლისთან. თუმცა სეზონი ისე არ დამთავრებულა, ბაიერნს ორი ტიტული რომ არ მოეგო. მსოფლიო ჩემპიონატის წინ გუნდმა ისევ გერმანიის ჩემპიონატი მოიგო, დაამარცხა რა ფინალში მაიდერიხერი ანგარიშით 4:2. 1967 წელს ბაიერნმა ევროპული მწვერვალებიც დაიპყრო. თასის მოგების შემდეგ ჰამბურგის წინააღმდეგ ანგარიშით 4:0, გუნდმა ბეკენბაუერის თავკაცობით შეასრულა დუბლიi, როცა თასების თასი მოიგო. ფრანც როტმა, რომელსაც ხშირად გაჰქონდა მნიშვნელოვანი გოლები, 109 წუთზე სელტიკის წინააღმდეგ გოლი გაიტანა და გუნდს თასების თასი მოაგებინა. ჩემპიონთა პირველი თასი 1968 იყო გარდატეხის წელი. ბრანკო ზებეკი, რომელმაც შეცვალა ცარკოვსკი, წავიდე ისეთ უკიდურეს ნაბიჯზე, როგორიც იყო ლუდის მოხმარების საერთოდ აკრძალვა. თუმცა მრავალრიცხოვანი დაცინვის მიუხედავად, ბაიერნის ფანები კმაყოფილნი იყვნენ, რადგან გუნდმა დუბლი შეასრულა: გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოპოვებული იქნა 8 ქულიანი ჰანდიკაპით, ხოლო თასის ფინალში დამარცხებული იქნა შალკე 04. მაგრამ, ამავე დროს გამოჩნდა გუნდი, რომელმაც დიდი პრობლემები შეუქმნა ბაიერნს – მიონხენგლადბახის ბორუსია. ბორუსიამ გერმანიის ჩემპიონობა ორჯერ 1970–71 წლებში მოიგო და უკან ჩამოიტოვა ბაიერნი 1972 წელს მიუნხენელებმა დაიბრუნეს ტიტული უკვე ოლიმპიაშტადიოზე უდო ლატეკის ხელმძღვანელობით. გუნდს კიდევ ერთი სიხარული მიზეზი ჰქონდა: გერდ მიულერი გახდა საუკეთესო თავდამსხმელი 40 გატანილი გოლით. მანვე კიოლნთან თასის ფინალში გადამწყვეტი გოლიც გაიტანა. იმავე ლატეკის ხელმძღვანელობით გუნდმა ზედიზედ 2 წელი დაიცვა თასი. 1974 წელს ბაიერნმა მოიგო ჩემპიონთა თასი. შვარცენბეკმა გაათანაბრა ანგარიში ბრიუსელში მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ, ხოლო დამატებით შეხვედრაში გუნდმა მოიგო მატჩი ანგარიშით 4:0. დუბლი შეასრულეს ული ჰიონესმა და გერდ მიულერმა. ბაიერნი, 1984 წელი, გერმანიის თასის მფლობელი გუნდი მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა 1980 წლამდე ბუნდეს ლიგაში პაუზა გააკეთა, საერთაშორისო არენაზე მათ სამჯერ მოიპოვეს ტიტულები. მათ მოიგეს ევროპის ჩემპიონთა თასი 1975 წელს(2:0 ლიდსის წინააღმდეგ), 1976 წელს კი გაიმეორეს მიღწევა, როდესაც გლაზგოში სენტ–ეტიენი დაამარცხეს ანგარიშით 1:0. ამასთან ერთად ბაიერნმა იმავე წელს მოიგო საკონტინენტთაშორისო თასიც, დაამარცხა რა კრუზეირო ორ მატჩიან შეხვედრაში.
FC Breitnigge დან FC Hollywood მდე(1979–98):
ჰეიკესმა გუნდი 91/92 სეზონში დატოვა, მისი ადგილი კი შორენ ლერბიმ დაიკავა. თუმცა გუნდის აღმავლობა მაინც არ შეინიშნებოდა, მიუნხენელები აღმოჩნდნენ ბუნდეს ლიგიდან გავარდნის საშიშროების წინაშე. ასეთ მდგომარეობაში ჩაიბარა გუნდი ერიხ რიბეკმა. კარლ–ჰაინც რუმენიგემ და ფრანც ბეკენბაუერმა კი ვიცე–პრეზიდენტების პოსტები დაიკავეს. 93/94 სეზონში კაიზერ–ფრანცმა მწვრთნელის პოსტზე შეცვალა ერიხ რიბეკი და ბაიერნი გერმანიის ჩემპიონი გახადა. ამის შემდეგ დადგა ჯოვანი ტრაპატონის ეპოქა. მართალია მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ შესძლო სასურველი წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარდინალში ამსტერდამის აიაქსთან წააგო. ამის გამო, გუნდში ტრაპატონის ნაცვლად მოვიდა ოტო რეჰაგელი, ამასთან მას მოჰყვნენ კლინსმანი, ჰერცოგი და სპორცა. თუმცა ოტოც მალე იძულებული იყო დაეტოვებინა მწვრნელის პოსტი დროზე ადრე, მიუხედავად იმისა, რო მან ნახევარ სეზონში მოახერხა გუნდის უეფას თასის ფინალსი გაყვანა, სადაც მისი მეტოქე ბარსელონა იყო. ფინალში, ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, თითქოს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებულიi, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბაიერნისთვის სასიკეთოდ დამთავრდა. ბაბელმა და ვიტეჩეკმა შესძეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2:1. ფინალის დგეებში, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი ითავსებდა გუნდის მწვრთნელობას და მის ხელმძღვანელობას, მან მოახერხა ის, რომ ბაიერნმა პირველად თავის ისტორიაში მოიპოვა უეფას თასი. თუმცა საერთო სურათს დორტმუნდის ბორუსიის ჩემპიონობა აფუჭებდა. ამის შემდეგ ტრაპატონი ისევ დაუბრუნდა გუნდს. ორი წლის შემდეგ მან ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: გერმანიის ჩემპიონატში 1997 წელს და გერმანიის თასზე 1998 წელს.
საერთაშორისო წარმატება(1998-დღემდე)::
1998- 2004 წლებში ბაიერნს ხელმძღვანელობდა ოტმარ ჰიცფელდი. მისი მწვრთნელობის პირველ წელს, ბაიერნმა მოიგო ბუნდესლიგა და ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის მოგებასთან, წააგო ფინალში მანჩსდტერ იუნაიტედთან 2-1. 1999-2000 წელს ბაიერნმა მოიგო თასი და ჩემპიონატი. წველაზე დიდი მონაპოვარი იყო 2001 წელს 25 წლიანი ჩავარდნის შედეგ მოგებული ლიგის თასი და ასევე ბუნდესლიგა. 2001-02 წლები დაიწყო საერთაშორისო თასის მოგებით, მაგრამ დამრთავრდა არც ისე სახარბიელოდ. სეზონის შემდეგ ბაიერნმა ჩემპიონატი რეკორდული წინსწრებით მოიგო. ჰიცფელდი 2004 წელს გადადგა, მას შემდეგ რაც თასის თამაში წააგეს ალემანიის აახენთან.
ფელიქს მაგათმა ორი დუბლი შეასრულა ბაიერნის ხელმძღვანელობით. 2005-06 წლებში შეიცვალა რა კლუბმა სტადიონი, გადავიდა ალიანს არენაზე მიუნხენ 1860 ურთიერთთანამშრომლობით. 2006-07 წები კატასტროფული იყო. წარუმატებლობა ჩემპიონატზე და კვლავ აახენის გამოგდებული ბაიერნი, რამაც მაგათის დათხოვნა გამოიწვია ზამთრის არდადაგებიდან დაბრუნების შემდეგ.
ყოფილი მწვთნელი ჰიცფელდი[/B] დაბრუნდა 2007 წლის იანვარში, მაგრამ სეზონი მეოთხე ადგილზე ჩაამთავრა. ეს იყო პირველი ჩავარდნა ცემპიონთა ლიგაზე არ გასვლისა უახლოესი დეკადისა. 2007-2008 წლისთვის ბაიერნმა საფუძვლიანი ცვლილებები მოახდინა გუნდის შემადგენლობაში. მათ შეიძინეს 8 ფეხბურთელი, ხოლო გაყიდეს გაანათხოვრეს ან კონტრაქტი არ გაუგრძელეს 9 ფეხბურთელს. ყველაზე წარმატებულ ტრანსფერებად ლუკა ტონი (ფიორენტინადან),მიროსლავ კლოზე (ვერდერიდან) და ფრანკ რიბერი (მარსელიდან) გახდნენ. ამით ბაიერმა მოიგო ბუნდესლიგა და დფბ-პოკალი.
2008 წლის 11 იანვარს იურგენ კლინსმანი გამოცხადა ბაიერნის ახალ მწვრთნელად 2008 წლის 1 ივლისიდან. მან ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 2008-09 სეზონის დასაწყისი არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. მაგრამ მან მაინც შეძლო პირველი რაუნდის ჩამთავრება ჰოფენჰაიმის მხარდამხარ.
---------
შემადგენლობა :1 მიხაელ რენზინგი (გერ)
3 ლუსიო (ბრა)
5 დანიელ ვან ბუიტენი (ბელ)
6 მარტინ დემიჩილესი (არგ)
7 ფრანკ რიბერი (საფ)
8 ჰამით ალტინტოპი (თურ)
9 ლუკა ტონი (იტა)
11 ლუკას პოდოლსკი (გერ)
13 ლენდონ დონოვანი (აშშ)
15 ზე რობერტო (ბრა)
16 ანდრეას ოტლი (გერ)
17 მარკ ვან ბომელი (ჰოლ)
18 მიროსლავ კლოზე (გერ)
20 ხოსე ერნესტო სოსა (არგ)
21 ფილიპ ლამი (გერ)
22 ჰანს-იორგ ბუტი (გერ)
23 მასიმო ოდო (იტა)
24 ტიმ ბოროვსკი (გერ)
30 კრისტიან ლელი (გერ)
31 ბასტიან შვაინშტაიგერი (გერ)
33 ბრენო (ბრა)
35 ტომას კრაფტი (გერ)
-----------
ბაიერნის მწვრთნელები:
ზლატკო ჩაიკოვსკი 01.07.1965 - 30.06.1968
ბრანკო ცებეკი 01.07.1968 - 13.03.1970
უდო ლატეკი 14.03.1970 - 02.01.1975
დიტმარ კრემერი 16.01.1975 - 30.11.1977
გილა ლორანტი 02.12.1977 - 28.02.1979
პოლ ჩერნაი 01.03.1979 - 16.05.1983
რაინჰარდტ საფტინგი 17.05.1983 - 30.06.1983
უდო ლატეკი 01.07.1983 - 30.06.1987
იუპ ჰაინკესი 01.07.1987 - 08.10.1991
სორენ ლენბი 09.10.1991 - 10.03.1992
ერიხ რიბეკი 11.03.1992 - 27.12.1993
ფრანც ბეკენბაუერი 28.12.1993 - 30.06.1994
ჯოვანი ტრაპატონი 01.07.1994 - 30.06.1995
ოტო რეჰაგელი 01.07.1995 - 27.04.1996
ფრანც ბეკენბაუერი 29.04.1996 - 30. 06.1996
ჯოვანი ტრაპატონი 01.07.1996 - 30.06.1998
ოტმარ ჰიტცფელდი 1.07.1998 - 30.06.2004
ფელიქს მაგათი 01.07.2004 - 2007.
ოტმარ ჰიტცფელდი 2007-2008
იურგენ კლინსმანი 2008-???
--------------
ბაიერნის პრეზიდენტები:ფრანც ჯონი 1900 - 1903
უილემ ჰესელინკი 1903 - 1906
კურტ მიულერი 1906 - 1907
ანჯელო კნოპი 1907 - 1913
კურტ ლანდაუერი 1913 - 1914
ფრედ დანი 1914 - 1915
ჰანს ტრუში 1915
ფრიტც მაიერი 1915
ჰანს ბერმიულერი 1916
ფრიტც მაიერი 1916 - 1919
კურტ ლანდაუერი 1919 - 1921
ფრედ დანი 1921 - 1922
კურტ ლანდაუერი 1922 - 1933
ზიგფრიდ ჰერმანი 1933 - 1934
კარლ–ჰაინც ოტინგერი 1934 - 1935
რიხარდ ამესმაიერი 1935 - 1937
ფრანც ნუსჰარდი 1937 - 1938
კელნერი 938 - 1943
ზაუტერი 1943 - 1945
ფრანც კსავერ ჰაილმასენდერი, იოზეფ მაიერი 1945
ზიგფრიდ ჰერმანი 1945 - 1947
კურტ ლანდაუერი 1947 - 1951
იულიუს შერინგი 1951 - 1953
ადოლფ ფიშერი, კარლ ვალდი, ჰიუგო ცისინგერი 1953 - 1955 ალფრედ როიტლინგერი 1955 - 1958
როლანდ ენდლერი 1958 - 1962
ვილჰელმ ნოიდეკერი 1962 - 1979
ვილი ჰოფმანი 1979 - 1985
ფრიტც შერერი 1986 - 1994
ფრანც ბეკენბაუერი 1994 - ?
-------------------
ბაიერნის ტიტულები:გერმანიის ჩემპიონი: 211932, 1968/69, 1971/72, 1972/73, 1973/74, 1979/80, 1980/81, 1984/85, 1985/86, 1986/87, 1988/89, 1989/90, 1993/94, 1996/97, 1998/99, 1999/2000, 2000/01, 2002/03, 2004/05, 2005/06, 2007/08
-----------
გერმანიის თასი: 14 1957, 1966, 1967, 1969, 1971, 1982, 1984, 1986, 1998, 2000, 2003, 2005, 2006,2008
------------
გერმანიის ლიგის თასი: 6 1997, 1998, 1999, 2000, 2004, 2007
---------
გერმანიის სუპერ თასი: 3 1982 (არაოფიციალური), 1987, 1990
----------
ჩემპიონთა ლიგა : 4 1974, 1975, 1976, 2001
----------
უეფას თასი: 1 1996
-----
თასების თასი: 1 1967
--------
საკონტინენტთაშორისო თასი: 2 1976, 2001
---------
წინა თემები :1.
მიუნხენის ბაიერნი2.
მიუნხენის ბაიერნი3.
მიუნხენის ბაიერნი4.
მიუნხენის ბაიერნი5.
მიუნხენის ბაიერნი6.
მიუნხენის ბაიერნი!!!7.
მიუნხენის ბაიერნი!!!8.
მიუნხენის ბაიერნი9.
მიუნხენის ბაიერნი10.
მიუნხენის ბაიერნი11.
მიუნხენის ბაიერნი.12.
მიუნხენის ბაიერნი13.
მიუნხენის ბაიერნი14.
მიუნხენის ბაიერნი15.
მიუნხენის ბაიერნი16.
მიუნხენის ბაიერნი17.
მიუნხენის ბაიერნი18.
მიუნხენის ბაიერნი19.
მიუნხენის ბაიერნი20.
მიუნხენის ბაიერნი21.
მიუნხენის ბაიერნი22.
მიუნხენის ბაიერნი23.
მიუნხენის ბაიერნი24.
მიუნხენის ბაიერნი 25.
მიუნხენის ბაიერნი26.
მიუნხენის ბაიერნი27.
მიუნხენის ბაიერნი28.
მიუნხენის ბაიერნი29.
მიუნხენის ბაიერნიმხოლოდ წარმატებებზე გვეწეროს ახალ თემაში
ყველაზე მდიდარი კლუბები მსოფლიოში(დელოიტის მონაცემები) (შემოსავალი ) :
4. «Бавария» – 295 млн
Динамика за последние 5 лет: 166 – 190 – 205 – 223 – 295
Телетрансляции: 49,4 млн (17%)
Билеты и абонементы: 69,4 млн (23%)
Спонсорство, мерчандайзинг и т.д.: 176,5 млн (60%)
Посещаемость и вместимость: 69 000 (69 000)ტელეტრანსლიაციებით 2009 წლის ზაფხულიდნ ბაიერნი 49,4 მილიონის ნაცვლად 75 მილიონს აიღებსსაფეხბურთო კლუბი მიუნხენის ბაიერნი შეფასებულია 679 მილიონ ევროდ (ფორბსი) ეს მონაცემი კიდევ უფრო გაიზრდება 2009 წელს, ვინაიდან ბაიერნმა სრულად გამოისყიდა ალიანც არენა ( მიუნხენ 1860-ის, 50 % იყიდა, ) This post has been edited by basti87 on 16 Feb 2009, 19:39