forum.ge
reklama
თბილისის ფორუმი ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვესტ ჰემ იუნაიტედი, The Academy of Football, ნაწილი II
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 26 Sep 2010, 21:11  #21774483      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
user posted image

მცირე ინფორმაცია:

სრული სახელი: West Ham United Football Club
მეტსახელები: The Hammers, The Irons, The Academy of Football
დაარსდა: 1895 წელს
სტადიონი: აპტონ პარკი (ბოლინ გრაუნდი), 35 303 მაყურებელი
მთავარი მწვრთნელი: ავრამ გრანტი
მფლობელები დევიდ სალივანი, დევიდ გოლდი (61,2 %), CB Holding (35%), Minority Investors (3,8 %)

user posted image

ისტორია

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" (ინგ. West Ham United Football Club) - ბაზირებულია ვესტ ჰემში, ლონდონი დასავლეთ ნაწილში პატარა რაიონ ნიუჰემში. კლუბის მოედანი - აპტონ პარკი მდებარეობს Green Street-ზე. ვესტ ჰემის ფან-კლუბზე აგებული არის ფილმი - Green Street Hooligans - მწვანე ქუჩის ხულიგნები.

თავდაპირველად გუნდი ფორმირებული იყო მეტალურგიური ქარხნის მუშებისაგან 1895 წელს და ერქვა Thames Ironworks F.C. 5 წლის შემდეგ კლუბს სახელი გადაერქვა და დაერქვა "ვესტ ჰემ იუნაიტედი". თავდაპირველად "ჩაქუჩები" ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ ლიგებში ასპარეზობდნენ, ხოლო უკვე 1919 წელს გაწევრიანდნენ ფეხბურთის ლიგაში მთელი ქვეყნის მასშტაბით და 4 წლის შემდეგ გახდნენ ჩემპიონები. 1964 წელს გავიდნენ ინგლისის თასის ფინალში, რომელშიც გაიმარჯვეს და 64, 75 და 80 წლებში გახდნენ ინგლისის თასის სამგზის ჩემპიონები. ასევე 1964/62 წელს მოიგეს თასის მფლობელთა თასი, ხოლო 1999 წელს ინტერტოტოს თასი.

კლუბი დაარსდა 1895 წელს სახელწოდებით “Thames Ironworks F.C.” მაშინ კლუბს ფლობდა მეტალურგიული და გემთმშენებელი კომპანია “Thames Ironworks and Shipbuilding Co. Ltd”, რომელსაც არნოლდ ჰილსი და წამყვანი სპეციალისტი დეივ ტეილორი მართავდნენ. “The Irons”–მა ლონდონის ლიგაში თამაში 1896 წელს დაიწყო და 1897/98 წლებში ამ ლიგის გამარჯვებულიც გახდა. კლუბი გახდა პროფესიონალური 1898 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთი ლიგის მეორე დივიზიონში დაიწყო თამაში. ეს ტურნირი გუნდმა პირველივე მცდელობაზე მოიგო. როდესაც 1900 წელს კლუბი გახდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სახელი შეიცვალა და დაირქვა “West Ham United F.C.”

1900 წელს კლუბი თამაშობდა Memorial Ground–ზე, რომელიც მდებარეობდა პლაისტოუში. ამის შემდეგ გადავიდა „აპტონ პარკზე“, რომელიც აშენების დღიდან პირველ სათამაშო სეზონამდე ატარებდა სახელწოდებას The Castle. მისამართზე Grange Road, London, E13 ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ ორიგინალური სტადიონი, ნამდვილი ციხესიმაგრე, ისეთივე, როგორიც ის იყო აშენების დღიდან. „ვესტ ჰემი“ ფეხბურთის ლიგას 1919 წელს შეუერთდა და პირველ დივიზიონში პირველად 1923 წელს ააღწია. კლუბს აქვს მოგებული ასოციაციის თასი სამჯერ: 1963/64, 1974/75 და 1979/80 წლებში.


1961 წელს შეიცვალა მწვრთნელი და სათავეში მოვიდა რონ გრინვუდი. მისი თაოსნობით „ვესტ ჰემმა“ 1964 წელს მოიგო ასოციაციის თასი, დაამარცხა რა ფინალში „პრესტონი“ ანგარიშით 3:2. აღსანიშნავია, რომ "ჩაქუჩებმა" ნახევარფინალში "მანჩესტერ იუნაიტედს" სძლიეს. გუნდი ამაზე არ შეჩერებულა და ევროარენაზე უდიდესი წარმატება ჰპოვა, როდესაც თასთა თასის ფინალში "მიუნხენ 1860" 2:0 დაამარცხა.

70–იან წლებში წავიდა არაერთი წამყვანი ფეხბურთელი და წავიდა ასევე გრინვუდიც. ახალი მწვრთნელი გახდა ჯონ ლაიალი. ლაიალის გუნდმა 1975 წელს მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1976 წელს "ვესტ ჰემს" შეეძლო გაემეორებინა იგივე, რაც გრინვუდის დროს გააკეთა და მოეგო თასთა თასი, მაგრამ ფინალში დამარცხდა ბელგიურ "ანდერლეხტთან". ამის შემდეგ კლუბის საქმეები ცუდად წავიდა და 1978 წელს კლუბი გავარდა მეორე დივიზიონში.

სამი წლის შემდეგ კლუბი დაბრუნდა და 1980 წელს ისტორიაში მესამედ მოიგო ინგლისის თასი, ხოლო 1981 წელს კი ახლოს იყო ლიგის თასის მოგებასთან, მაგრამ ფინალში "ლივერპულთან" დამარცხდა. ამავე წელს კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა პირველ დივიზიონში, რაც გუნდის მიერ ნაჩვენებ საუკეთესო რეზულტატად ითვლება დღემდე. 1989 წელს "ვესტ ჰემი" კვლავ გავარდა მეორე დივიზიონში, 2 წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ 1992 წელს კვლავ დაქვეითდა.

90–იანი წლების დასაწყისში ბილი ბონდსი ჰარი რედნაპმა ჩაანაცვლა. კლუბი მალევე დაბრუნდა ახლად შექმნილ პრემიერ ლიგაში. რედნაპი ერთ–ერთი საუკეთესო მწვრთნელია კლუბის ისტორიაში. მან "ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგაში დაამკვიდრა და 1999 წელს "ინტერტოტოს თასიც" მოაგებინა.

2002/03 სეზონი კლუბისათვის საშინელი აღმოჩნდა. მათ ტურნირის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ პირველად მოახერხეს საშინაო გამარჯვების მოპოვება და გავარდნენ ჩემპიონშიფში. შემდეგ სეზონში გააღწია ჩემპიონშიფის პლეი–ოფში და შეეძლო კიდეც ელიტაში დაბრუნება, თუმცა ფინალურ შეხვედრაში „კრისტალ პალასთან“ დამარცხდა. 2004/05 სეზონის ბოლოს, გულშემატკივრების მხრიდან ალან პარდიუზე დიდი გავლენის წყალობით კლუბმა ჩემპიონშიფში მეექვსე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ „ვესტ ჰემს“ კვლავ მოუწია პლეი–ოფი, რომელშიც გამარჯვებული გამოვიდა და პრემიერ ლიგაში დაბრუნდა. პლეი–ოფის პრიველ ეტაპზე, „აპტონ პარკზე“ ფრედ 2–2 დასრულდა მატჩი „იპსვიჩთან“ (რომელმაც ჩემპიონშიფში მესამე ადგილი დაიკავა, გადაასწრო რა „ჩაქუჩებს“ 12 ქულით), ხოლო „პორტმენ როდუზე“ კი ლონდონელებმა 0–2 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. ფინალში „ვესტ ჰემი“ შეხვდა „პრესტონს“ და მოუგო 1–0, რისი წყალობითაც დაბრუნდა ინგლისის უმაღლეს დივიზიონში, პრემიერ ლიგაში.


"თეთრი ცხენის" ფინალი

1923 წლის 23 აპრილს შედგა მატჩი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც "თეთრი ცხენის" ფინალი. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს "ვესტ ჰემ იუნაიტედი" და "ბოლტონ უონდერესი" ხვდებოდნენ, პირველი იყო, რომელიც ინგლისის მთავარ არენაზე - "უემბლიზე" ჩატარდა.


user posted image

ორივე გუნდს ხუთი მეტოქის დამარცხება მოუწიათ იმისათვის, რომ ამ ლეგენდარულ მატჩში მონაწილეობა მიეღოთ.

"ბოლტონი" და "ვესტ ჰემი" შესაბამისად პირველ და მეორე დივიზიონებში ასპარეზობდნენ. "ბოლტონისათვის" ეს იყო ასოციაციის თასის მესამე ფინალი (პირველად ისინი ფინალში 1894, ხოლო მეორედ კი 1904 წელს გავიდნენ), ხოლო "ვესტ ჰემი" კი თასის ფინალში პირველად მოხვდა. საუკეთესო მაჩვენებელი ამ ტურნირზე "ჩაქუჩებს" 1910/11 წლების სეზონში ჰქონდათ, როცა მეოთხე რაუნდში გავიდნენ. "ბოლტონმა" პირველ რაუნდში გასვლაზე ძლია "ნორვიჩ სიტის" 2:0, რომელიც იმ დროს სამხრეთის მესამე დივიზიონს წარმოადგენდა. შემდეგ სახლში "ლიდს იუნაიტედი" 3:1 დაამარცხეს, ხოლო მესამე რაუნდში კი ოციანებში ორჯერ ძლიერი "ჰადერსფილს ტაუნი" შეხვდათ, რომელთანაც გასვლით შეხვედრაში ბოლტონელებმა 1:1 ითამაშეს, ხოლო საკუთარ მოედანზე კი დევიდ ჯეკის გოლის წყალობით მინიმალური სხვაობით იმარჯვეს. ჩარლზ ფაურეიკერი ძირითად აქცენტს დაცვით ფეხბურთზე აკეთებდა - "ბოლტონი" დაცვაში თამაშობდა, ცდილობდა რაც შეიძლება ცოტა გაეშვა და პირველივე შესაძლებლობისთანავე გაეტანა.

მოწინააღმდეგისაგან განსხვავებით, "ვესტ ჰემი" ძირითადად სწრაფ, კომბინაციურ და შემტევ ფეხბურთს თამაშობდა, რამაც "ჩაქუჩებს" 1923/24 წლების სეზონში პირველ დივიზიონში გადასვლის და ასოციაციის თასის ფინალში გასვლის საშუალება მიცა. "უემბლისაკენ" მიმავალ გზაზე ლონდონელებმა "ჰალ სიტი" 3:2 დაამარცხეს, შემდეგ კი ორჯერ მოუწიათ თამაში "ბრაიტონ-ენდ-ჰოუვ-ალბიონთან", რომელიც იმ დროისათვის სამხრეთის მესამე დივიზიონს წარმოადგენდა. ბრაიტონში "ჩაქუჩებმა" ფრედ 1:1 ითამაშეს, ხოლო საპასუხო მატჩში "აპტონ პარკზე" გამარჯვების გოლი ბილი მურმა გაიტანა და მასპინძლები შემდეგ ეტაპზე გაიყვანა. 24 თებერვალს, საკუთარ მოედანზე დიკ რიჩარდსის და ბილი მურის ორი ზუსტი დარტყმის შემდეგ "ვესტ ჰემმა" სამხრეთის კიდევ ერთი გუნდი "პლიმუტ არგაილი" დაამარცხა, ამჯერად 2:0. მეოთხედფინალში იყო სამსერიიანი თრილერი "საუთჰემპტონთან" - არც საუთჰემპტონში და არც ლონდონში გამარჯვებული არ გამორკვეულა, ორივე მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. გადამწყვეტეი მატჩი "ვილა პარკზე" გაიმართა, რომელშიც "წმინდანები" 0:1 დამარცხდნენ უილიამ ბრაუნის გოლის წყალობით. მომდევნო მეტოქესთან "დერბი ქაუნთისთან" მატჩს 24 მარტს "სტემფორდ ბრიჯზე" 50 000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო - "შესანიშნავი ხუთეულის" (დიკ რიჩარდსი, უილიამ ბრაუნი, ვილი მური, ჯიმი რაფელი და ვიკ უოტსონი) ბრწყინვალე თამაშის წყალობით "ჩაქუჩებმა" მეტოქე 5:2 დაამარცხეს! ორ-ორი გოლი უილიამ ბრაუნმა და უილი მურმა გაიტანეს, ხოლო ერთი კი ჯიმი რაფელმა დაამატა. ამ გამარჯვებით "ვესტ ჰემმა" კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა - ინგლისურ ფეხბურთში ეს შემთხვევა პირველი იყო, როცა ქვედალიგელი გუნდი ფინალში ზედალიგელ გუნდს ხვდებოდა.

user posted image

როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც ეროვნულ სტადიონზე - "უემბლიზე" ჩატარდა. სტადიონის მშენებლობა 1924 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მშენებლობა ერთი წლით ადრე დასრულდა და საფეხბურთო ასოციაციამ გადაწყვიტა,დრო აღარ დაეკარგა და ასოციაციის თასის ფინალი ეროვნულ სტადიონზე ერთი წლით ადრე ჩაეტარებინა. მატჩის გასაშუქებლად მსხვილი სარეკლამო კამპანია ჩატარდა რადიოსა და პრესაში, მაგრამ იყო საშიშროება, რომ მატჩს გათვალისწინებულზე მეტი გულშემატკივარი დაესწრებოდა. მატჩის დღეს დილის პრესა იტყობინებოდა, რომ მატჩზე დასასწრებად ბოლტონიდან 5 000 გულშემატკივარი ჩამოვიდა, ხოლო ლონდონელთა მხრიდან კი მატჩს 115 000 გულშემატკივარი დაესწრებოდა. მოლოდინი გამართლდა: მატჩს ოფიციალური ინფორმაციით 126 047 ადამიანი დაესწრო, ხოლო არაოფიციალურით კი - 150 000-დან 300 000-მდე. თვითონ ფაქტმა, რომ მატჩში მონაწილეობდა ლონდონური გუნდი, ლონდონის დიდი ნაწილი სტადიონზე შეკრიბა.


user posted image

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობამ და თბილმა, მზიანმა ამინდმა გულშემატკივარს სტადიონზე მისვლის სურვილი გაუღვიძა. 11:30-ზე, მატჩის დაწყებამდე 3,5 საათით ადრე გახსნეს შესასვლელი კარებები, მაგრამ 13 საათზე ხალხის იმდენად დიდი რაოდენობა მოვიდა, რომ სტადიონის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, 13:45-ზე შესასვლელი კარებები დაეკეტა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო - ხალხის რაოდენობა იზრდებოდა. სტადიონის ხელმძღვანელობამ პოლიციასთან ერთად გადაწყვიტა კარებები ისევ გაეხსნათ, მაგრამ ამხელა ბრბოსთან ვერაფერს გახდნენ. ხალხი უკვე ღობეებიდან მიძვრებოდა და ასეთი გზით ხვდებოდა სტადიონზე. სტადიონის გარშემო გზები მთლიანად გადაკეტილი იყო. "ბოლტონის" ფეხბურთელებს ავტობუსის გაჩერება ერთი მილის დაშორებით მოუწიათ და სტადიონამდე გზას ბრბოში იკვლევდნენ.

user posted image


მოედნის ხალხისაგან გასათავისუფლებლად პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფების გამოძახება გახდა საჭირო. მათ შორის გახლდათ ჯორჯ სკორი, რომელიც ამხედრებული იყო თეთრ ცხენზე, სახელად "ბილიზე" (ამბობენ, რომ ცხენი შავი იყო, მაგრამ შავ-თეთრი ფოტოქრონიკა ფერს ზუსტად ვერ გადმოცემს). სკორი ხალხის ნაკადში შეიჭრა, თუმცა ხალხის რაოდენობა იზრდებოდა, ამიტომ მან დამატებით ძალას გამოუცხადა. სტადიონზე ბევრი ცხენი იყო, მაგრამ ხალხს ის თეთრი ცხენი დაამახსოვრდათ. როგორც შემდეგ ხალხი ამბობდა, რომ არა თეთრი ცხენი "ბილი", მატჩი ვერ ჩატარდებოდა.

user posted image

საბოლოო ჯამში პოლიციამ და მონაწილე ფეხბურთელებმა (რომლებიც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ) შეძლეს მოედნის ხალხისაგან გათავისუფლება და მატჩის ჩატარებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს. თამაში 45 წუთით გვიან დაიწყო, ხოლო ფანები კი მთელი მოედნის გარშემო იდგნენ.

ფინალის მონაწილე გუნდები იმ დროისთვის ტიპიური განლაგებით გამოვიდნენ მოედანზე: 1-2-3-5, ნახევარდაცვაში მოქმედებდა ერთი ცენტრალური ნახევარმცველი, ხოლო ორი - ფლანგებზე. შეტევაში კი იყო ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, ორი - ფლანგებზე და ორიც - უკან დახეული.

შემადგენლობები ასეთი იყო:

"ბოლტონ უონდერესი": დიკ პიმი - ბობ ჰოუორტი, ალექს ფინი - გარი ნადოლი, ჯიმი სედონი, ბილი ჯენინგსი - ბილი ბატლერი, დევიდ ჯეკი, ჯეკ სმიტი, ჯო სმიტი (კ), ტედ ვიზარდი. მწვრთნელი: ჩარლზ ფაურეიკერი

"ვესტ ჰემ იუნაიტედი": ტედ ჰეფტონი - ბილი ჰენდერსონი, ჯეკ იანგი - სიდ ბიშოპი, ჯორჯ კეი (კ), ჯეკ ტრეზადერნი - დიკ რიჩარდსი, ბილი ბრაუნი, ვიკ უოტსონი, ბილი მური, ჯიმი რაფელი. მწვრთნელი: სიდ კინგი

user posted image

"ვესტ ჰემის" გეგმა გათვლილი იყო რიჩარდსის და რაფელის სისწრაფეზე, მაგრამ "ბოლტონის" ფეხბურთელებმა ისინი თავიდანვე ამოკეტეს და ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდნენ. მატჩი "ჩაქუჩებისათვის" საშინლად დაიწყო. მოედნის ფარგლებს გადავარდნილი ბურთის მოსატანად ჯეკ ტრეზადერნი გაემართა, მაგრამ მეტოქემ დრო იხელთა, აუტი სწრაფად გაათამაშა და საბოლოოდ ერთი-ერთზე ჰეფტონთან დევიდ ჯეკი დარჩა, რომელსაც გატანა არ გაჭირვებია. გაშვებული გოლიდან სამი წუთის შემდეგ შეტევაზე ვიკ უოტსონი გადავიდა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის დაწყებიდან 31 წუთის შემდეგ ხალხი მოედანზე ისევ შემოვარდა და ცხენოსან პატრულს კვლავ დაჭირდა მოედნის არასასურველი სტუმრებისაგან გათავისუფლება და მთელი პერიმეტრის გაკონტროლება მატჩის განახლების შემდეგ. მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე გულშემატკივარს სამედიცინო დახმარება დაჭირდა.

მატჩის განახლებიდან რამდენიმე წამის შემდეგ დიკ რიჩარდსი კარგად გაცდა "ბოლტონის" ორ მცველს, მაგრამ საბოლოოდ მისი დარტყმული დიკ პიმმა მოიგერია. მიუხედავად ამისა, მატჩის სადავეები ხელთ "ბოლტონის" ფეხბურთელებს ეპყრათ და მხოლოდ ბილ ჰენდერსონს უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ბოლტონმა უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხა. საბოლოოდ მოწინააღმდეგემ ანგარიშის შენარჩუნება გადაწყვიტა და დაცვით ტაქტიკაზე გადავიდა - ხუთი ნახევარმცველით თამაში დაიწყო. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმის მიწურულს "ვესტ ჰემს" ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს და პირველი ტაიმი "ბოლტონის" გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მოედნის გარშემო ძალიან ბევრი ხალხი იყო, რის გამოც გუნდებმა გადაწყვიტეს პირდაპირ სტადიონზე დაესვენათ და ტაქტიკუს გეგმებიც იქვე განეხილათ.

მეორე ტაიმი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ვესტ ჰემის" აქტიურობით დაიწყო და ვიკ უოტსონს გათანაბრების შანსი მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა. 53-ე წუთზე "ვესტ ჰემის" კარში მეორე გოლი გავიდა, სრულიად სპორტულ სიტუაციაში. ტედ ვიზარდმა პასი ჯეკ სმიტს გადააწოდა, რომელიც ჰეფტონის კარის მიმართულებით ძლიერად დაარტყა. ძლიერი დარტყმულის შემდეგ ბურთი იქვე მდგარ გულშემატკივარს მოხვდა. "ჩაქუჩთა" ფეხბურთელების აზრით, ბურთი ძელმა აისხლიტა და გულშემატკივარს ისე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ასონმა გოლი ჩათვალა, რომელიც საბოლოოდ მატჩში უკანასკნელი აღმოჩნდა. თავად მატჩში ამის შემდეგ საინტერესო აღარაფერი მომხდარა და მშვიდად წარიმართა, რადგან ერთი გუნდი გატანას ვერ ახერხებდა, ხოლო მეორეს კი ეს აღარ უნდოდა, რადგან შედეგი 2:0 ტიტულის მოსაგებად საკმარისი იყო. საფინალო სასტვენის შემდეგ, მეფემ ჯორჯ მეხუთემ "ბოლტონის" კაპიტანს ჯეკ სმიტს თასი გადასცა და ის პირველი კაპიტანი გახდა, რომელმაც თასი ინგლისის ეროვნულ სტადიონზე - "უემბლიზე" პირველად აღმართა. მატჩის შემდგომ დამარცხებული გუნდის ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჩარლი პეინტერმა "ვესტ ჰემის" წაგება მოედანს დააბრალა, რომელიც პატრული ცხენებისგან სულ მთლად დაიგლიჯა.

მატჩის შემდგომ, მწვრთნელები, ფეხბურთელები და მატჩში მონაწილე ოფიციალური პირები სასადილოდ წავიდნენ. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა ისინი ტოსტზე დაპატიჟა. შემდეგ მატჩში მონაწილე ფეხბურთელებმა საჩუქრად ოქროს საათები მიიღეს.

user posted image

მატჩის შედეგები შემაძრწუნებელია. სულ მსუბუქი დაზიანება 900-მდე ადამიანმა მიიღო, 22 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, ხოლო აქედან ათი ადამიანი იმ დღეს სიცოცხლეს გამოესალმა. მატჩის დროს ამტყდარი ქაოსის გამო ორი პოლიციელი დაიღუპა.

2005 წელს რეკონსტრურირებული "უემბლის" საცალფეხო ხიდს "თეთრი ცხენის" სახელი დაერქვა.



This post has been edited by T@chka on 27 Sep 2010, 19:01


--------------------
კუნძულზე ბენტისებრებს 20-25-ად აფასებენ და კალიარებში და ბარებში თითო-თითო მაინც არიან ამათი კალიბრის.

Russians. I should've known. Anti-Semite, slippery Cossack sluts
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 26 Sep 2010, 22:01  #21775377      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სტადიონი


user posted image


სტადიონის ოფიციალური დასახელებაა "აპტონ პარკი", მაგრამ "ვესტ ჰემის" ფანატებს შორის ბევრია ისეთი, ვინც სტადიონს "ბოლინ გრაუნდს" უწოდებს. ამ მომენტისათვის სტადიონს შეუძლია დაიტიოს დაახლოებით 40 500 მაყურებელი. სათამაშო მოედნის პარამეტრებია 102 x 65. "ვესტ ჰემმა" "აპტონ პარკზე" თამაში 1904 წელს დაიწყო. სტადიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრიბუნა 2001 წელს გაიხსნა და მას Dr. Martens Stand დაერქვა. ტრიბუნა ორი იარუსისაგან შედგება და შეუძლია დაიტიოს 15 000 მაყურებელი. ძალზედ საინტერესოა ტრიბუნის ხედი გარედან: ის გავს ციხესიმაგრის ნაწილს, რომელზეც გამოსახულია "ვესტ ჰემის" ლოგო.
Dr. Martens Stand-ის პირდაპირ მდებარეობს East Stand, რომელიც ყველაზე პატარა, მაგრამ ასევე ორიარუსიანი ტრიბუნაა. ის შორეულ 1969 წელს აშენდა და სტადიონის დასავლეთ ნაწილში მდეგარეობს. ჩრდილო (Centenary Stand) და სამხრეთ (The Bobby Moore Stand) ტრიბუნები უფრო დიდი და ლამაზები არიან, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში 2 ვიდეო ტაბლოა დამაგრებული.
სტადიონთან, Boleyn Pub-თან ახლოს, არის ბობი მურის, ინგლისის ნაკრების კაპიტნის ძეგლი. ბობი გუნდელებს მხრებზე აზის და ხელში მსოფლიოს თასი უჭირავს, რომელიც ინგლისის ნაკრებმა 1966 წელს მოიგო. ფანები, რომლებიც გუნდებს მოჰყვებიან, North Stand-ის ქვედა იარუსის ტრიბუნაზე სხდებიან, რომელზეც სპეციალურად მათთვის 2 200 ადგილია გამოყოფილი. ხოლო თუ ცნობილი გახდა, რომ სტუმარი გუნდის ფანები უფრო მეტნი არიან, მათ ჩრდილოეთის ტრიბუნის ნაწილიც ეთმობათ, რომელსაც დამატებით 3 600 ფანის დატევა შეუძლია.




შემადგენლობა

მეკარეები

1. რობერტ გრინი

user posted image

დაბადების თარიღი: 18/01/1980
ასაკი: 30 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 191 სმ
ყოფილი კლუბები: ნორვიჩ სიტი


28. პიტერ კურუჩი

user posted image

დაბადების თარიღი: 30/05/1988
ასაკი: 22 წლის
ეროვნება: უნგრელი
სიმაღლე: 185 სმ
ყოფილი კლუბები: ტატაბანია, უიპეშტი


29. მარეკ სტეხი

user posted image

დაბადების თარიღი: 28/01/1990
ასაკი: 20 წლის
ეროვნება: ჩეხი
სიმაღლე: 191 სმ
ყოფილი კლუბები: პრაღის სპარტა


31. რუუდ ბოფინი

user posted image

დაბადების თარიღი: 05/11/1987
ასაკი: 22 წლის
ეროვნება: ბელგიელი
სიმაღლე: 196 სმ
ყოფილი კლუბები: მაასტრიხტი, პსვ

===============================

მცველები

2. უინსტონ რიდი

user posted image

დაბადების თარიღი: 03/07/1988
ასაკი: 22 წლის
ეროვნება: ახალ ზელანდიელი
სიმაღლე: 190 სმ
ყოფილი კლუბები: მიდტიულანდი


3. ტალ ბენ ჰაიმი

user posted image

დაბადების თარიღი: 31/03/1982
ასაკი: 28 წლის
ეროვნება: ებრაელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: პორტსმუტი, სიტი, ჩელსი, ბოლტონი, მაკაბი თელ-ავივი


4. დანიელ გებიდონი

user posted image

დაბადების თარიღი: 08/08/1979
ასაკი: 31 წლის
ეროვნება: უელსელი
სიმაღლე: 178 სმ
ყოფილი კლუბები: კარდიფი, ვესტ ბრომვიჩი


5. ჯეიმს ტომკინსი

user posted image

დაბადების თარიღი: 29/03/1989
ასაკი: 20 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 190 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია


15. მეთიუ აპსონი

user posted image

დაბადების თარიღი: 18/04/1979
ასაკი: 31 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 185 სმ
ყოფილი კლუბები: ბირმინგემი, არსენალი, ლუთონ ტაუნი


18. ჯონათან სპექტორი

user posted image

დაბადების თარიღი: 01/03/1986
ასაკი: 24 წლის
ეროვნება: ამერიკელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: მანჩესტერ იუნაიტედი, ჩიკაგო ფაირ პრემიერი


20. ჟულიენ ფობერი

user posted image

დაბადების თარიღი: 01/08/1983
ასაკი: 27 წლის
ეროვნება: ფრანგი
სიმაღლე: 178 სმ
ყოფილი კლუბები: ბორდო, კანი


22. მანუელ და კოშტა

user posted image

დაბადების თარიღი: 06/05/1986
ასაკი: 24 წლის
ეროვნება: პორტუგალიელი
სიმაღლე: 187 სმ
ყოფილი კლუბები: ფიორენტინა, პსვ, ნანსი


23. ჰერიტა ილუნგა

user posted image

დაბადების თარიღი: 25/02/1982
ასაკი: 28 წლის
ეროვნება: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
სიმაღლე: 180 სმ
ყოფილი კლუბები: ტულუზა, სენტ-ეტიენი

This post has been edited by GreenWestHam on 26 Sep 2010, 22:19

მიმაგრებული სურათი
Jack_Collison_1357897c.jpg
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 26 Sep 2010, 22:30  #21775859      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
7. კირონ დაიერი

user posted image

დაბადების თარიღი: 29/12/1978
ასაკი: 31 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 170 სმ
ყოფილი კლუბები: ნიუკასლი, იპსვიჩი


8. სკოტ პარკერი

user posted image

დაბადების თარიღი: 13/10/1980
ასაკი: 29 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 175 სმ
ყოფილი კლუბები: ჩარლტონი, ჩელსი, ნიუკასლი


10. ჯეკ კოლისონი

user posted image

დაბადების თარიღი: 02/10/1988
ასაკი: 21 წლის
ეროვნება: უელსელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია


11. ტომას ჰიცლშპერგერი

user posted image

დაბადების თარიღი: 05/05/1982
ასაკი: 28 წლის
ეროვნება: გერმანელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: შტუტგარტი, ლაციო, ასტონ ვილა


12. პაბლო ბარერა

user posted image

დაბადების თარიღი: 21/06/1987
ასაკი: 23 წლის
ეროვნება: მექსიკელი
სიმაღლე: 175 სმ
ყოფილი კლუბები: პუმასი


13. ლუის ბოა მორტე

user posted image

დაბადების თარიღი: 04/08/1977
ასაკი: 33 წლის
ეროვნება: პორტუგალიელი
სიმაღლე: 173 სმ
ყოფილი კლუბები: ფულჰემი, საუთჰემპტონი, არსენალი


14. რადოსლავ კოვაჩი

user posted image

დაბადების თარიღი: 27/11/1979
ასაკი: 30 წლის
ეროვნება: ჩეხი
სიმაღლე: 189 სმ
ყოფილი კლუბები: მოსკოვის სპარტაკი, პრაღის სპარტა, სიგმა


16. მარკ ნობლი

user posted image

დაბადების თარიღი: 08/05/1987
ასაკი: 23 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 180 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია



21. ვალონ ბეჰრამი

user posted image

დაბადების თარიღი: 19/04/1985
ასაკი: 25 წლის
ეროვნება: შვეიცარიელი
სიმაღლე: 186 სმ
ყოფილი კლუბები: ლაციო, ჯენოა, ლუგანო


25. ჯუნიორ სტანისლასი

user posted image

დაბადების თარიღი: 26/11/1989
ასაკი: 20 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია


მიმაგრებული სურათი
_45634570_junior_getty.jpg
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 26 Sep 2010, 22:45  #21776105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
9. კარლტონ კოული

user posted image

დაბადების თარიღი: 12/11/1983
ასაკი: 26 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 188 სმ
ყოფილი კლუბები: ჩელსი


17. ბენი მაკარტი

user posted image

დაბადების თარიღი: 12/11/1977
ასაკი: 32 წლის
ეროვნება: სამხრეთ აფრიკელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: ბლექბერნი, პორტო, სელტა, აიაქსი, სევენ სთარსი


19. ფრედი სირსი

user posted image

დაბადების თარიღი: 27/11/1989
ასაკი: 20 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 170 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია


24. ფრენკ ნოუბლი

user posted image

დაბადების თარიღი: 24/09/1991
ასაკი: 19 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 190 სმ
ყოფილი კლუბები: ჩელსის აკადემიის აღზრდილია


26. ზავონ ჰაინსი

user posted image

დაბადების თარიღი: 27/12/1988
ასაკი: 21 წლის
ეროვნება: ინგლისელი
სიმაღლე: 178 სმ
ყოფილი კლუბები: აკადემიის აღზრდილია


30. ფრედერიკ პიკიონი

user posted image

დაბადების თარიღი: 08/12/1978
ასაკი: 31 წლის
ეროვნება: ფრანგი
სიმაღლე: 188 სმ
ყოფილი კლუბები: ლიონი, მონაკო, სენტ-ეტიენი, რენი, ნიმე


33. ვიქტორ ობინა

user posted image

დაბადების თარიღი: 25/03/1987
ასაკი: 23 წლის
ეროვნება: ნიგერიელი
სიმაღლე: 183 სმ
ყოფილი კლუბები: ინტერი, კიევო

მიმაგრებული სურათი
Victor_Obinna_006.jpg
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 16:54  #21785157      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ფანები

user posted image


"ვესტ ჰემს" საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ჰყავს. გულშემატკივრებს შორის არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც მოედანზე მხოლოს ფეხბურთის საყურებლად არ დადის. მათ სხვა რამ აინტერესებთ. სწორედ ასეთ ადამიანებს აერთიანებთ ჯგუფი, რომელსაც ინგლისელები "ფირმებს" უწოდებენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე დისციპლინირებული და სერიოზული ფირმაა. ფირმამ ასეთი სახელი "ვესტ ჰემის" გულშემატკივრების საერთაშორისო თავგადასავლების შემდეგ მიიღო. ასეთი ტაქტიკა მათ იმიტომ აირჩიეს, რომ პოლიციას მათი გაკონტროლება ნაკლებად შეძლებოდა.

Inter City Firm "ჩელსის" ფირმისაგან განსხვავებით შორსაა პოლიტიკისგან. აქ არ აქვს მნიშვნელობას კანის ფერს, განსხვავებით სხვა ფირმებისაგან. მაგალითად ICF–ს ლიდერი წლების განმავლობაში ფერადკანიანი კას პენანტი იყო. ერთ–ერთ შეტაკებაში კასმა სამი ჭრილობა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ამ ფაქტის შემდეგ მას აღარანაირი სურვილი აღარ ჰქონდა გაჰყოლოდა ამ საქმეს და ხულიგანიზმს შეეშვა. მან მემუარების წერა დაიწყო. მისი წიგნია "Congratulations You have just met the I.C.F", რომელიც ინგლისში ძალიან პოპულარულია.

ICF–ს ხულიგნებზე ლეგენდები დადის. მაგალითად, 1983 წელს "არსენალის" გარდაცვლილ გულშემატკივარს უპოვეს სავიზიტო ბარათი, სადაც ეწერა: "გილოცავთ, თქვენ საქმე დაიჭირეთ ICF–თან"

"მილუოლის" გულშემატკივარს კი, რომელიც "ვესტ ჰემის" გულშემატკივრებთან ჩხუბში გარდაიცვალა, მკერდზე უკვე სხვანაირი ქაღალდი ეგდო, სადაც ეწერა: "არაფერი პირადი. ICF". ამის შემდეგ დაიწყო სარეკლამო ბარათების გამოშვება, რომლის სლოგანიც შემდეგი იყო: "Surprise a friend this weekend".

1985 წელს ICF–ზე გამოვიდა დოკუმენტური ფილმი. ეს იყო ნამდვილი შოკი. შოკი მთელი ინგლისისათვის, მაგრამ ხულიგნებისათვის ეს იყო მაგალითი, მან დაიწყეს ICF–ს მიბაძვა და სურდათ ისეთივე სასტიკები და ორგანიზებულები ყოფილიყვნენ, როგორიც ICF–ა.


სამწვრთნელო შტაბი

მთავარი მწვრთნელი - ავრამ გრანტი

user posted image


ასისტენტი - ზელკო პეტროვიჩი

user posted image


ასისტენტი - პოლ გროუვსი

user posted image


პირველი გუნდის მწვრთნელი - კევინ კინი

user posted image


რეზერვების მწვრთნელი - ალექს დაიერი

user posted image


აკადემიის დირექტორი - ტონი კარი

user posted image


This post has been edited by GreenWestHam on 27 Sep 2010, 17:49

მიმაგრებული სურათი
0__12562_8874016_00.jpg
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:49  #21786016      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
სპონსორები და ფორმის მწარმოებლები

სპონსორები:

1983-1989 AVCO Trust
1989-1993 BAC Windows
1993-1997 Dagenham Motors
1998-2003 Dr. Martens
2003-2007 Jobserve
2007-2008 XL
2008-2009 XL (მოგვიანებით კომპანია გაკოტრდა), SBOBET
2009-2010 SBOBET
2010-2011 SBOBET

ფორმის მწარმოებლები

1962-1976 Umbro
1976-1980 Admiral
1980-1987 Adidas
1987-1993 Bukta
1993-1999 Pony
1999-2003 Fila
2003-2007 Reebok
2007-2010 Umbro
2010-2011 Macron

"ვესტ ჰემი" პრემიერ ლიგის პირველი გუნდია, რომელსაც ფორმას იტალიური ფირმა "მაკრონი" უკერავს. ეს ფირმა ძირითადად ქვედალიგელ გუნდებს მოსავს. უმაღლეს დივიზიონებში, გარდა "ვესტ ჰემისა", "მაკრონი" უკერავს ფორმებს "მონაკოს", "ნაპოლის", "ბოლონიას", "კალიარის", "ბელენენსეშს", "ბრაგას" და "მალიორკას".


ტიტულები

- პირველი დივიზიონი - მეორე ადგილოსანი: 1992/93
- ჩემპიონშიფის პლეი ოფი - 2005
- ასოციაციის თასი - 1964, 1975, 1980, მეორე ადგილოსანი - 1923, 2006
- ქარლინგის თასი - მეორე ადგილოსანი: 1966, 1981
- ჩარითი შილდი - 1964
- თასების მფლობელთა თასი - 1965, მეორე ადგილოსანი: 1976
- ინტერტოტოს თასი - 1999


სტატისტიკა და რეკორდები

დასწრებადობა

• უდიდესი დასწრებადობა ლიგაში: 42 322 v ტოტენჰემ ჰოტსპური, პირველი დივიზიონი, 1970 წლის 17 ოქტომბერი
• უმცირესი დასწრებადობა ლიგაში: 4 373 v დონკასტერ როვერსი, მეორე დივიზიონი, 1955 წლის 24 თებერვალი

ტრანსფერები

• ყველაზე დიდი თანხა (დახარჯული): 7.5 მლნ ფუნტი ლივერპულს კრეიგ ბელამის სანაცვლოდ, 2007 წლის ივლისი
• ყველაზე დიდი თანხა (მიღებული): 18 მილიონი ფუნტი ლიდსისაგან რიო ფერდინანდის სანაცვლოდ, 2000 წლის ნოემბერი

გამარჯვებები

• პრემიერ ლიგა: ვესტ ჰემი 6:0 ბარნსლი, 10/01/1998
დერბი 0:5 ვესტ ჰემი, 10/11/2007

• პირველი დივიზიონი: ვესტ ჰემი 8:0 სანდერლენდი, 19/10/1968

• ქარლინგის თასი: ვესტ ჰემი 10:0 ბარი (ორივე თამაშში 12:1)

დამარცხებები

• პრემიერ ლიგა: მანჩესტერ იუნაიტედი 7:1 ვესტ ჰემი, 2000
ბლექბერნ როვერსი 7:1 ვესტ ჰემი, 2001
ევერტონი 6:0 ვესტ ჰემი, 1999
რედინგი 6:0 ვესტ ჰემი, 2007

• პირველი დივიზიონი: ვესტ ჰემი 2:8 ბლექბერნი, 1963 წლის 26 დეკემბერი
ევერტონი 7:0 ვესტ ჰემი, 1927 წლის 22 ოქტომბერი
შეფილდ უენსი 7:0 ვესტ ჰემი, 1959 წლის 28 ნოემბერი




• ყველაზე მეტი გოლი: 101, მეორე დივიზიონი (1957/68)
• ლიგის ბომბარდირი (ერთ სეზონში): ვიკ უოტსონი (42), მეორე დივიზიონი (1929/30)
• ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში:
ვიკ უოტსონი (6) v ლიდსი, 09/02/29
სერ ჯეფ ჰერსტი (6) v სანდერლენდი, 19/10/68
ბრაიან დეარი (5) v ვესტ ბრომვიჩი, 16/04/65


ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

1. ბილი ბონდსი - 793 (1967-88)
2. ფრენკ ლამპარდ უფროსი - 674 (1967-85)
3. ბობი მური - 646 (1958-74)
4. სერ ტრევორ ბრუკინგი - 635 (1967-84)
5. ელვინ მარტინი - 601 (1977-96)

ყველაზე მეტი გატანილი გოლი

1. ვიკ უოტსონი - 326 (1920-35)
2. სერ ჯეფ ჰერსტი - 252 (1959-72)
3. ჯონ დიკი - 166 (1953-63)
4. ჯიმი რაფელი - 166 (1921-37)
5. ტონი კოტი - 146 (1983-88), (1994-96)



================================

წინა თემა: West Ham United !


მოკლედ გავიხსენით, თემა ისეთი არ არის როგორიც მინდოდა, მაგრამ არაუშავს, შემდეგ თემას უკეთესს გავხსნი (როცა იქნება biggrin.gif)

bis.gif

მიმაგრებული სურათი
west_ham_united_fan_s_review_of_2008_09_premier_league_season__7013877_300.jpg
MEDS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7102
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:53  #21786076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აეეე პირველი ვარრრ!!! bis.gif

გილოცავ თემას გრიიინ! 2kiss.gif

ჯერ დეტალურად არ გადამიკითხია მაგრამ ვიზუალურად მაგარია! smile.gif ოღონდ ის თავში რა "დაროჟნი ზნაკი" გიყენია ვერ გავიგე! gigi.gif

P.S. ერთ რამე კი ტეხავს - ახალ თემას წაგებით დაიწყებთ! cry.gif

This post has been edited by MEDS on 27 Sep 2010, 17:56


--------------------
ფორლანის დედა მოვტYან!!!
Sneijder
i guess i'm a psycho


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6049
წევრი No.: 118178
რეგისტრ.: 8-July 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:54  #21786097      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მოკლედ გავიხსენით, თემა ისეთი არ არის როგორიც მინდოდა, მაგრამ არაუშავს, შემდეგ თემას უკეთესს გავხსნი (როცა იქნება

ჩემიც ასეა მაგრამ არაუშავს არ იჯავრო

წარმატებებით წელს პლ-ში.

მინიმუმ ათეული და დალშე ღმერთმა შეგარგოთ



--------------------
Show me a God, Ahh
I'm kinda feelin' that it is a fa§ade
Show me a God, Ahh
And if it is, why ain't He doin' His job
Show me a God, Ahh
Even if it's a thing, a man, or a broad
Show me a God, please
Let me know something is listening when I'm down on my knees
დავიდ ვილია
მარად ასტურიელი მოზარდი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21154
წევრი No.: 101362
რეგისტრ.: 1-October 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:54  #21786114      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
აბა დავფიქსირდეეთ :დ

წარმატებები მშვენიერი ტემაა რას ერჩი smile.gif


--------------------
პრობლემა არ იქნება

ძალიან საწყენია :)
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:55  #21786133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Sneijder
დავიდ ვილია
2kiss.gif

MEDS
დაგეპოსტა მაინც რამე biggrin.gif
Sneijder
i guess i'm a psycho


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6049
წევრი No.: 118178
რეგისტრ.: 8-July 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 17:57  #21786170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GreenWestHam
ეგ ------------------

იმიტო ქნა რო მოესწრო

მე ზუსტად 179 წამი მქონდა დარჩენილი biggrin.gif

http://www.top-footballer.com/wp-content/u...m-united-fc.png

ეს პიx.ge ზე ატვირთე

თორე არ Xსნის ზოგჯერ smile.gif

This post has been edited by Sneijder on 27 Sep 2010, 17:58
GreenWestHam
ჩაქუჩი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11852
წევრი No.: 101795
რეგისტრ.: 7-October 09

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 18:00  #21786211      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Sneijder
ხოო ვერ მივხვდი უცებ biggrin.gif

MEDS
მადლობთ 2kiss.gif
ეგ "დაროჟნი ზნაკი" თვითონ ჩასვა ლოგო უნდა იყოს, მაგრამ როგორც ლენონმა მითხრა, ზოგი საიტი ფორუმზე გამოქვეყნების უფლებას არ იძლევაო 2 სურათი ავიღე და ორივეზე ეგ ზნაკი გამიჩითა sad.gif
იყოს, რა ვუყო, ვეღარ ვასწორებ მე sad.gif

QUOTE
P.S. ერთ რამე კი ტეხავს - ახალ თემას წაგებით დაიწყებთ!

lol.gif lol.gif
მთლად მასეც ნუ დაიმედდები ეხლა. ნელ-ნელა ვუმატებთ და ვპროგრესირებთ yes.gif ამიტომ 2-ში უნდა დავამტკიცოთ ეგ და თუნდაც მინიმალური სხვაობით, უნდა მოგიგოთ. ბოლო-ბოლო თქვენი წაუგებელი სერია ხო უნდა დამთავრდეს gigi.gif
MEDS
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7102
წევრი No.: 19634
რეგისტრ.: 8-May 06

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 18:00  #21786225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Sneijder @ 27 Sep 2010, 17:57 )
GreenWestHam
ეგ ------------------

იმიტო ქნა რო მოესწრო

მე ზუსტად 179 წამი მქონდა დარჩენილი biggrin.gif

ა, მიმიხვდა "კამფეტების" ფანი! biggrin.gif

მოკლედ ერთი ტურის მერე სულ მწვანეზე გევლოთ! 2kiss.gif (ოღონდ ისე რომ მაინც ჩვენს ქვემოთ იყოთ! biggrin.gif )

---


GreenWestHam

QUOTE
ეგ "დაროჟნი ზნაკი" თვითონ ჩასვა ლოგო უნდა იყოს, მაგრამ როგორც ლენონმა მითხრა, ზოგი საიტი ფორუმზე გამოქვეყნების უფლებას არ იძლევაო 2 სურათი ავიღე და ორივეზე ეგ ზნაკი გამიჩითა
იყოს, რა ვუყო, ვეღარ ვასწორებ მე


კაი კაცო, ვესტ ჰემის ლოგოები რამ დალია?! თხოვე მოდერს და ჩაგისწორებენ! მაგრა ტეხავს ისე! პირველი ეგრევე ეგ გხვდება თვალში! ჩაგისწორებენ, ბევრჯელ მითხოვია! smile.gif

This post has been edited by MEDS on 27 Sep 2010, 18:06
ლივერმენ
,


********
ჯგუფი: Members
წერილები: 57375
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 18:02  #21786247      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GreenWestHam
გილოცავ vol 2 -ს წარმტებები bis.gif


--------------------
The sergeant calls ( stand up and fight ! )
You're in the army now !




ლივერმენ 2010 - 2013 Posting Group (c) All rights reserved
Goli
LoseYourself


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12136
წევრი No.: 42915
რეგისტრ.: 29-September 07

გამოგზავნილია: 27 Sep 2010, 18:03  #21786271      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
GreenWestHam

ვაა, გილოცავ გრინ ახალ თემას!

user posted image


--------------------



შ ე გ ე ც ი :)
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 6.5725 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]