forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (105) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი, SELECAO (Vol 11)
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 15:47  #24813138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები


user posted image


მეტსახელი: Canarinho(პატარა იადონი)
A Seleção(შერჩევა)
Verde-Amarela(მწვნაე და ყვითელი)
Esquadrão de Ouro(ოქროს ჯგუფი)
Os reis do Samba(სამბას მეფეები)
ასოციაცია: Confederação Brasileira de Futebol(ბრაზილიური ფეხბურთის კონფედერაცია)
კონფედერაცია: CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა)
მთავარი მწვრთნელი: მანო მენეზესი
კაპიტანი: რობინიო
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი: კაფუ(142)
საუკეთესო ბომბარდირი : პელე(77)
საშინაო სტადიონი: Maracanã, Morumbi, Mineirão
ფიფას კოდი: BRA
ფიფას რეიტინგი: 5
ყველაზე მაღალი ფიფას რეიტინგი: 1 (1993-2007, 2009-2010)
ყველაზე დაბალი ფიფას რეიტინგი: 8 (1993 წლის აგვისტო)
Elo-ს რეიტინგი: 3
ყველაზე მაღალი Elo-ს რეიტინგი: 1 (1 (1958-63, 1965-66, 1970-74 1978-79, 1981-83, 1986-87, 1990,1992,1994-00, 2002-10)
ყველაზე დაბალი Elo-ს რეიტინგი: 18 (2001 წლის, ნოემბერი)
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: არგენტინა 3-0 ბრაზილია (1914 წლის 20 სექტემბერი,ბუენოს აირესი)
დიდი ანგარიშით მოგება: ბრაზილია 14-0 ნიკარაგუა(მეხიკო, 1975 წლის 17 ოქტომბერი)
დიდი ანგარიშით მარცხი: ურუგვაი 6-0 ბრაზილია (ვინა დელ მარი, ჩილე, 1920 წლის 18 სექტემბერი)
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა: 19 (პირველად 1930 წელს)
მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1958,1962,1970,1994,2002
კოპა ამერიკაზე მონაწილეობა: 32 (პირველად 1916 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1919, 1922,
1949, 1989, 1997, 1999,
2004, 2007
კონფედერაციის თასზე მონაწილეობა: 6 (პირველად 1997 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებულები, 1997, 2005, 2009


ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა (2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომ)


user posted image

მეკარეები:

1. ჟულიო სეზარი===(1979 წლის, 3 სექტემბერი, 31 წლის)===ინტერი
12. ვიქტორი ====(1983 წლის, 21 იანვარი,28 წლის)===(გრემიო)
22.ჯეფერსონი===(1983 წლის, 2 იანვარი, 27 წლის)===(ბოტაფოგო)


მცველები:

2. დანიელ ალვეში===(1983 წლის, 6 მაისი, 27წლის)===(ბარსელონა)
3. ტიაგო სილვა===(1984 წლის, 22 სექტემბერი,26წლის)===მილანი
4. დავიდ ლუიზი===(1987 წლის, 22 აპრილი, 23 წლის)===ჩელსი
6. ანდრე სანტოსი===( 1983 წლის, 8 მარტი, 28 წლის)===ფენერბახჩე
13. ალექსი===(1983 წლის, 17 ივნისი, 28 წლის)===ჩელსი
14. რევერი===(1985 წლის, 4 იანვარი, 26 წლის)===ატლეტიკო მინეირო
23. ადრიანო===(1984 წლის, 26 ოქტომბერი, 26წლის)===ბარსელონა
20. მარსელო===(1988 წლის, 12 მაისი, 22 წლის)===რეალ მადრიდი

ნახევარმცველები:

5. ლუკას ლეივა===(1987 წლის, 9 იანვარი, 24 წლის)===ლივერპული
19. ელიასი===(1985 წლის, 16 მაისი, 25წლის)===ატლეტიკო მადრიდი
8. რამირესი===(1987 წლის, 24 მარტი, 24 წლის)===ჩელსი
10. პაულო ენრიკე ჩაგას დე ლიმა(განზო)===1989 წლის, 12 ოქტომბერი, 21 წლის)===სანტოსი
15. სანდრო===(1989 წლის, 15 მარტი, 22 წლის)===ტოტენჰემი
16. ჟუსილეი===(1988 წლის, 6 აპრილი, 22 წლის)===კორინთიანსი
17. დუგლასი===(1982 წლის, 18 თებერვალი, 29 წლის)===გრემიო
18. ფილიპ კოუტინიო===(1992 წლის, 12 ივნისი, 18 წლის)===ინტერი

თავდამსხმელები:

7. რობინიო===(1984 წლის, 25 იანვარი, 27 წლის)===მილანი
9. ალეშანდრო პატო===1989 წლის, 2 სექტემბერი, 21 წლის)===მილანი
11. ნეიმარი===(1992 წლის, 5 თებერვალი, 19 წლის)===სანტოსი
21. ნილმარი===(1984 წლის, 14 ივლისი, 26 წლის)===ვილიარეალი

წინა თემის ლინკები:
პირველი ნაწილი (2 ნაწილიანია)-
ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი

ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი
მეორე ნაწილი- ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი (II ნაწილი)
მესამე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეოთხე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეხუთე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეექვსე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAO
მეშვიდე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAO
მერვე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეცხრე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეათე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი





შესავალი


ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც მოიგო 5-ჯერ (1958,1962,1970,1994,2002).
ბრაზილიაში ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში ფეხბურთი ინგლისელებმა შეიტანეს და ეს თამაში უკვე საკმაოდ პოპულარული იყო 19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. ლოგიკურია რომ თამაში ფართოდ გავრცელდა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულოში ანუ იმ ქალაქებში რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ქონდათ ინგლისთან. 1904 წელს ბანგუს ქარხნის მუშებმა,(რიო-დე-ჟანეირო) რომლებთა შორის ბევრი ინგლისელი იყო, დაარსეს საფეხბურთუ კლუბი ბანგუ. ამ ჩვეულებრივმა ბრაზილიურმა კლუბმა რომელიც ახლა საშუალოზე დაბალი დონის კლუბად ითვლება სათავე დაუდო არაჩვეულებრივ სიახლეს. კლუბმა თავის რიგებში ჩარიცხა რიოს პლაჟებზე მოთამაშე შავკანიანი ფეხბურთელები და საბედნიეროდ მის მაგალითს მალე მიბაძა ვასკო დე გამამ. ამის შედეგად თამაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ქვეყანაში, სწორედ ეს თარიღი უნდა მივიჩნიოთ ბრაზილიური ფეხბურთის დაბადებად.
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროის გარეუბან ფლუმენინსეში ნაკრები დაუპირსპირდა ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის და გაიმარჯვა ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით ანგარიშით 2:0.
უმნიშვნელოვანესად მიჩნეულია თამაში რომელიც ბრაზილელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ავლით და ამიტომ არ არის შესული სალესაოს ოფიციალურ სტატისტიკაში.



ისტორია


1917 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო, ლათინურ ამერიკაში ტურნეს ატარებდა იმ დროისთვის ერთ-ერთი უძლიერესი ინგლისური კლუბი, ბოლტონ უანდარერსი.
მატჩს ბოლტონსა და არაოფიციალურ სალესაოს შორის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩს დაესწრო იმ დროისთვის უპრეცენდენტო მაყურებელთა რაოდენობა 20 000, ხოლო ტელეგრაფის საშუალებით ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გადაიცემოდა ცნობები მატჩის მიმდინარეობის შესახებ. თამაში დამთავრდა სენსაციური ანგარიშით 2:2. ორივე გოლი გაიტანა ბრაზილიური ფეხბურთის პირველმა ლეგენდამ არტურ ფრეინდენრეიხმა(ფრედი) და ბრაზილიელებმა ერთხელ და სამუდამუდ ირწმუნეს რომ მათ უმაღლეს დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში.
ამას მალევე (1919 წელს) მოჰყვა კოპა ამერიკაზე გამარჯვება და ფეხბურთი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სპორტის უბრალო სახეობიდან გადაიქცა ეროვნული თვითგამოხატვისა და სიამაყის საგნად.

სამწუხაროდ, პირველ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ შეძლო უძლიერესი შემადგენლობის ჩაყვანა, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ის, რომ გუნდი ორივე შემთხვევაში საწყის ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას.


1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები კვალიფიკაციის გარეშე მოხვდნენ. ფიფას სურვილი ჰქონდა მოეწვია,რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა,მაგრამ მხოლოდ 13 მათგანი გაემგზავრა ურუგვაიში. ყველა ფეხბურთელი (გარდა არაკენის), ვინც მუნდიალზე წასვლას გეგმავდა იყო რიო დე ჟანეიროს შტატიდან,სადაც იყო განთავსებული ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაციამ უარი თქვა მოეწვიათ მენეჯერები სან პაულოდან და შესაბამისად არც მათ გაუშვეს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე. არაკენი თამაშობდა სანტოსში, მაგრამ ის მოხალისედ მაინც წავიდა ჩემპიონატზე. ურუგვაიში მხოლოდ მოყვარულები ჩავიდნენ და შედეგიც შესაბამისი აჩვენეს.

ბრაზილიის ნაკრებმა პირველი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამართა 1930 წლის 14 ივნისს, იოგოსლავიის წინააღმდეგ. პირველი ტაიმის შემდგომ ისინი 2-0ს აგებდნენ. მეორე ტაიმის მე-17 წუთზე კაპიტანმა პრეგუინომ სხვაობა შეამცირა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ფლუმინენსეში თამაშობდა . მისი სრული სახელი და გვარია: ჟოაო კოელო ნეტო,ხოლო პრეგუინიო არის მეტსახელი, რომელიც ნიშნავს „პატარა ფრჩხილს“ ( smile.gif)

როდესაც ბრაზილია და ბოლივია ერთმანეთს შეხვდნენ, მათ უკვე შანსი აღარ ჰქონდათ, რომ რომელიმე მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ბრაზილიამ 4-0 გაანადგურა. პრეგუინიომ ამ ტურნირზე კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა ბოლივიას კარში და ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირიც გახდა. ასევე, 2 გოლი გაიტანა მოდერატომ.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულა მე-6 პოზიციაზე, 1 მოგებით,1 წაგებით, 5-1 ზე ბურთების შეფარდებით.



1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


1934 წელსაც ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლოს შეკრება. მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე ცნობილი ვარსკვლავი ლეონიდასის თამადობით ტურნირზე გაემგზავრა. სამაგიეროდ მუნდიალი გამოტოვა ფრეიდენრეიხმა და ამ წელსაც სელესაო ნაადრევად დაემშვიდობა ტურნირს. გუნდის შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: პედროსა,სილვიო ჰოფმანი,ლუიზ ლუზი,ტინოკო,მარტიმ(კაპიტანი),კანალი,ლუიზინიო,ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდასი, პატესკო.
სათადარიგო: გერმანო (მეკარე), ოკტასილიო, არიელ,ვალდირ,ცარვალიო ლეიტე და ატილა.
მწვრთნელი: ლუიზ ვინიაესი

ბრაზილიას და პერუს ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რათა გარკვეულიყო, თუ ვინ წავიდოდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. პერუ გამოეთიშა ასპარეზობას და ბრაზილია ავტომატურა მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე არგენტინაც ასე გავიდა. წინა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაიმ საერთოდ უარი თქვა მიეღო მონაწილეობა იტალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.
1930 წლის მსგავსად, ბიუროკრატიულმა პრობლემებმა შეაფერხა ბრაზილიის ნაკრები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ფეხბურთელით წარმდგარიყო.

1934 წელს, ბრაზილიური ფეხბურთი გადადიოდა მოყვარულიდან პროფესიონალურ დონეზე.2 მხარე გამოიყოფოდა: ძველი ბრაზილიური ცონფედერაცია, რომელიც ძირითადად მოიცავდა მოყვარულ გუნდებს და ახალი ბრაზილიური ფედერაცია, რომელშიც შესული იყვნენ რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს შტატის გუნდები. მიუხედავად ამისა, ფიფა არ ცნობდა ახალ ბრაზილიის ფედერაციას და ეს ყოველივე დამოკიდებული იყო კონფედერაცია, თუ როგორ დააკომპლექტებდა ნაკრებს. ორმა მხარე შეეცადა რომ ხელშეკრულება დაედოთ, მაგრამ ფედერაცია უარი განაცხადა რომ საკუთარი ფეხბურთელები გაეშვათ. ბოტაფოგო,რიო დე ჟანეიროდან, იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც კვლავ კავშირში იყო კონფედერაციასტან. ბრაზილიის კონფედერაციამ გაუფორმა დროებითი კონტრაქტი 8 ფეხბურთელს, პროფესიული გუნდებიდან (სილვიო ჰოფმა,ლუიზ ლუცი, ტინოკო, ლუიზინიო, ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდას და სილვა და პატესკო); სხვა 9 ფეხბურთელი თამაშობდნენ ბოტაფოგოში. მხოლოდ 17 ფეხბურთელი გაემგზავრა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიელები გაემგზავრნენ იტალიაში პატარა და არაკომფორტული გემით, 1934 წლის 12 მაისს. ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გარდა, ბრაზილიელებს უნდა ევარჯიშათ ფიზ-ინსტრუქტორის გარეშეც. ყველა ფეხბურთელი დაავადდა ზღვის დაავადებით. გემი გაჩერდა ბარსელონაში, სადაც აიყვანეს ესპანეთის ნაკრები.

ევროპისკენ მოგზაურობამ 13 დღეს გასტანა. ნაკრები იტალიაში პარასკევ დღეს ჩავიდა და კვირას გამართეს შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ. 1934 წელს, 16 გუნდი მონაწილეობდა, წაგებული ავტომატურად ვარდებოდა, ვინც მოიგებდა შემდგომ ეტაპზე გადიოდა. რამოდენიმე გამოჩენილი ბრაზილიელი არც კი წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მცირე შანსი გვაქვს ესპანეთი დავამარცხოთო. ესპანეთს კარგი ნაკრები ჰყავდა და გამორჩეული იყო მეკარე დივინი ზამორა.
ესპანელებმა 2 გოლი გაიტანეს პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში ბრაზილიელები გამოცოცხლდნენ, ლეონიდას და სილვა ერთადერთი გოლი გაიტანა და ბრაზილია დამარცხდა ესპანეთთან. მაგრამ იყო საკამათო ეპიზოდი, თამამად შეიძლება ითქვას რომ ბრაზილიას გოლი არ ჩაუთვალეს და სურათიდანაც ნათლად ჩანს რომ ესპანელმა ბურთი ხელით გააჩერა, რომელიც კარში გადიოდა, მინიმუმ პენალი უნდა დაენიშნა და ამას ყოველივეს აპროტესტებდა ტინოკო.


user posted image



1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

1938 წელს როგორც იქნა გაუგებრობები მოგვარდა და სელესაო მუნდიალზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა. შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: ბატატაისი,დომინგოს და მაჩადო, ზეზე პროკოპიო, მარტიმ და აფოსინიო, ლოპესი,რომეუ, ლეონიდას(კაპიტანი), პერაკიო და ჰერკულესი.
სათადარიგო: ვალტერ(მეკარე), ჯაუ,ნარზი,ბრიტო, ბრანდაო, არგემირო, რობერტო, ლუიზინიო,ნიგინიო, ტიმ და პატესკო.
მწვრთნელი: ადემარ პიმენტა
შედეგიც ბრწყინვალე აჩვენა მე-3 ადგილი. ლეონიდასი გახდა ტურნირის ბომბარდირი. გუნდმა ერთადერთი თამაში წააგო საეჭვო ვითარებაში იტალიის ნაკრებთან, რომელსაც მუსოლინის ძალისხმევის შედეგად უდიდესი მხარდაჭერა ქონდა მსაჯების მხრიდან.
პირველი თამაში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს პოლონეთს, 6-5. პირველ ტაიმში ბრაზილიელეი 3-1 ს იგებდნენ, გოლები ლეონიდასმა, რომეუმ და პერაციომ გაიტანეს. მეორე ნახევარში, პოლონეთმა ანგარიში გაათანაბრა და გახდა 4-4, ხოლო შემდგომ ლეონიდასმა გაიტანა კიდევ 2 გოლი და საბოლოოდ დაფიქსირდა 6-5 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.
მეორე დღეს, ბრაზილიელებს მოუწიათ მატარებლით საფრანგეთში გამგზავრება და გაიარეს დაახლოებით 1000კმ. შემდგომი თამაში ჩეხოსლოვაკიასთან ჰქონდათ ტულუზაში. პირველი თამაშის შედეგი იყო 1-1, დამატებითი 30 წუთის შემდგომ, ლეონიდასმა გაიტანა გოლი. ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით, გუნდებს ისევ უნდა ეთამაშათ ერთმანეთში, 2 დღის შემდგომ პირველი თამაშიდან.
ბრაზილიელთა მწვრთნელმა პრიმენტამ გადაწყვიტა რომ დაესვენებინა ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე , გარდა მეკარე ვალტერის და ლეონიდასის. სარეზერვო გუნდიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩეხებმა პირველი გაიტანეს, მაგრამ შემდგომ ტიმმა და ლეონიდასმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს 2-1
ბრაზილიის ნაკრებს მოუწია ისევ მატარებლით მოგზაურობა, ამჯერად მარსელში, სადაც უდნა შეხვედროდა იტალიას,ჩეხეთის თამაშიდან, 2 დღის შემდგომ.


ლეონიდასი დამტვრეული იყო და ვერ ითამაშა იტალიელების წინააღმდეგ თამაში. პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდა. ჯინო კოლაუზიმ პირველი გოლი გაიტანი იტალიის შემადგენლობიდან. შემდგომ დაინიშნა პენალტი, რომელსაც აპროტესტებდა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დომინგოს და გუია, რომელიც ამბობდა, რომ იტალიელმა პიოლამ ხელი კრა მას,ხოლო საპასუხო შეხებისას, შვეიცარიელმა არბიტრმა ჯარიმა, პენალტი დანიშნა, რომელიც ჯუზეპე მეაცამ გოლად აქცია.ბრაზილიელებმა ერთადერთი თამაშის დამთავრებამდე შეძლეს სხვაობის შემცირება. იტალიასთან მარცხის შემდგომ ბრაზილიელები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, გადათვირთული მგზავრობის, თამაშების სიუხვის და მსაჯთა შეცდომების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯოაო სალდანიანმ, გამოჩენილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა (რომელიც 1970 ბრაზილიის ნაკრებს წვრთნიდა, სამხრეთ ამერიკის საქვალიფიკაციო წრეში) განაცხადა ბბს-სთან ინტერვიუში, რომ იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვაო.
შვედებს ბრაზილიელებმა 4-2 მოუგეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ, ლეონიდასი დაუბრუნდა გუნდს და 2 გოლი გაიტანა ამ თამაშზე.


1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

ძირითადი შემადგენლობა მექსიკასთან:
ბარბოსა, აუგუსტო(კაპიტანი),ჯუვენალი,ელი,დანილო,ბიგოდე, მანეკა, ადემირ, ბალტაზარი, ჟაირ და ფრიაკა.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ნილტონ სანტოსი, რუი, ნორონია, ბაუერი, ალფრედო, ადაოზინიო, ჩიკო, ზიზინიო და როდრიგესი.
მწვრთნელი: ფლავიო კოსტა

1938 წელს ნაჩვენებმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ფიფამ გადაწყვიტა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩაეტარებინა. მეორე მსოფლიო ომმა ამ მოვლენის ორგანიზება 12 წლით გადადო. სამაგიეროდ ქვეყანას „თავზე საყრელი“ დრო ჰქონდა რომ ამ ტურნირისთვის შესაბამისად მომზადებულიყო. აშენდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მარაკანა, ხოლო 1949 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფმა კიდევ უფრო განამტკიცა ბრაზილიელთა ოპტიმიზმი. ძალიან იმედის მომცემი იყო დასაწყისიც, გუნდი თამაშებს იგებდა ძალიან იოლად, დიდი ანგარიშებით.
პირველი თამაშში ბრაზილიელები შეხვდნენ მექსიკას, რიო დე ჟანეიროში და ადვილად მოიგეს ანგარიშით 4-0. 2 გოლი გაიტანა ადემირმა, 1 ბალტაზარმა და 1 ჟაირმა.

მეორე თამაშში, ბრაზილიელებმა ფრედ ითამაშეს შვეიცარიელებთან, ანგარიშით 2-2.
რადგანაც ეს ერთადერთი ტურნირი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომლის გამარჯვებული გახდებოდა ის გუნდი რომელიც ფინალურ ჯგუფში (ბრაზილია, ურუგვაი, ესპანეთი, შვედეთი) პირველ ადგილზე გავიდოდა,ბრაზილიელებს სრული საფუძველი ჰქონდათ ოპტიმიზმის.

ჯერ შვედებს მოუგეს 7:1, შემდეგ ესპანელებს 6:1 და ჩემპიონობისთვის ფრეც ყოფნიდათ.
ყველაფერი კარგად დაიწყო გუნდი ფლობდა სრულ სათამაშო უპირატესობას და 47-ე წუთზე ფრიაკას გოლის წყალობით დაწინაურდნენ კიდეც.
ყველასთვის მოულოდნელად ურუგვაიმ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სკიფიანოს და ჯიგიას გოლების წყალობით შეძლო თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა.
ამ თამაშს დაესწრო 199,854 მაყურებელის.ეს დამარცხება ქვეყნისთვის იყო ტრაგედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მას თავისი სახელიც კი ეწოდა მარაკანასო. დაფიქსირდა 40-მდე თვითმკველეობა ამ მოვლენის გამო, ხოლო ამ თამაშში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ლეგენდარულმა ზიზინიომ შეძლო სრულფასოვანი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება. დანარჩენებმა ფეხბურთის თამაშს ან მალევე დაანებეს თავი, ან კიდევ თავიანთ კლუბებში „ჩაიკარგნენ.“
მეკარე ბარბოსა, რომელმაც მეორე გოლი ახლო კუთხეში გაუშვა, 40 წლის მერე სიკვდილის წინ იტყვის. ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალური სასჯელი 30 წელია, მე კიდევ მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი ერთი შეცდომის გამო.
მეკარის პოზიცია იმდენად არაპოპულარული გახდა ქვეყანაში რომ მისთვის პრესტიჟის დაბრუნება მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა. საბედნიეროდ ბრაზილიელებმა მალე მოახერხეს ამ ტრაგედიის გადახარშვა და სათანადო დასკვნების გამოტანა, რაც მომავალი ტრიუმფების საფუძველი გახდა.


1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

პირველი შეხვედრა ბრაზილიის ნაკრებმა16 ივნისს ჩაატარა მექსიკის წინააღმდეგ და მორეირემ შემდეგი შემადგენლობა დაუპირისპირა:
კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, პინეირო, ნილტონ სანტოსი, ბრანდაოზინიო,ბაუერი(კაპიტანი), ჟულინიო, დიდი, ბალტაზარ, პინგა და როდრიგესი.
სათადარიგი ფეხბურთელები: ველუდო (მეკარე), საბესაო(მეკარე), პაულინჰიო, ალფრედო, ელი ,მაურო, დექუინა,მაურინიო, უმბერტო, ინდიო და რუბენსი.
მწვრთნელი: ზეზე მორეირა
ბრაზილიელებმა საკმაოდ იოლად მოიგეს შეხვედრა, ანგარიშით 5-0. ბალტაზარმა, დიდიმ პინგამ (2) და ჟულინიომ გამოიჩინეს თავი. თამაშებს შორის ვარჯიშებზე, ბრაზილიელთა თავკაცი სტიმულს აძლევდა, რომ პატრიოტული გრძნობა გაეღვიძებინა მათში (ცდილობდა განსხვავებულები ყოფილიყვნენ 1950 წლის ბრაზილიის ნაკრებთან). ყოველდღე, ბრაზილიური დროშა იფინებოდა და ბრაზილიელთან ჰიმნს უკრავდნენ. თითოეულ თამაშამდე ბრაზილიელები კოცნიდნენ დროშას.
მეორე შეხვედრაში, ბრაზილია დაუპირისპირდა იოგოსლავიას და კურიოზიც დაფიქსირდა. იოგოსლავია საფრანგეთი დაამარცხა და იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიასთან ფრეს ითამაშებდნენ, ორივე გავიდოდა შემდგომ ეტაპზე, ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით. ბრაზილიელებმა არ იცოდნენ. იოგოსლავია პირველი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის 25-ე წუთზე, დიდი გაათანაბრა. მას შემდეგ, იოგოსლავიელები ბურთს აგორავებდნენ და დროს იყვანდნე, ამით ანიშნებდნენ ბრაზილიას რომ ეს შედეგი ორივეს აწყობდა. მაგრამ ბრაზილიელები გიჟებივით დარბოდნენ და უნდოდათ მეორე გოლის გატანა,მაგრამ საბოლოოდ ანგარიში ვერ შეცვალეს biggrin.gif
1954 წელს მუნდიალს ერთი ფავორიტი ჰყავდა და ეს იყო უნგრეთის დიდი ნაკრები. ბრაზილია მას მეოთხედფინალშივე გადაეყარა და ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან სერიოზული ბრძოლა გაუმართა. გუნდში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: ჟილმარი, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, დიდი და ზიზინიო. მიუხედავად ამისა, ისეთი გუნდის დასამარცხებლად როგორიც მაშინ უნგრეთის ნაკრები იყო, მათაც არ ეყოთ ძალა და იღბალი. გუნდი 88 წუთამდე იბრძოდა, მაგრამ კოჩიშის გოლის შემდეგ ანგარიში 4:2 გახდა და ბრაზილია ოთხეულს მიღმა დარჩა. ფეხბურთის ისტორიაში ეს „სამარცხვინო“ თამაში ცნობილია, როგორც ბერნის ბრძოლა.

1957 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში. ქვეყანაში ჩავიდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი უნგრელი ებრაელი ბელა გუტმანი, გახდა სან-პაულოს მთავარი მწვრთნელი და დაიწყო იმ დროისთვის რევოლუციური სისტემით 4-2-4-ით თამაში. სან-პაულო პაულისტას ჩემპიონი გახდა, ხოლო ყველა სხვა კლუბი დუბლ-ვედან 3-2-5 მომენტალურად გადავიდა ახალ, უფრო სრულყოფილ თამაშის სქემაზე, რომელსაც მოგვიანებით ბრაზილიური სისტემაც კი ეწოდა.
ამას დაემატა ის გარემოებაც , რომ გამოჩნდნენ ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავები როგორებიც არიან: გარინჩა, ალტაფანი, ამარილდო, ლუიზაო, ვავა, ზაგალო, პელე, კოუტინიო, კანტოჰიერო და ბრაზილიურმა ფეხბურთმა განვითარების ახალ არნახულ დონეს მიაღწია.


ოქროს ხანა და პელე(1958-1970)



user posted image


1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბრაზილიელთა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ უამრავი ვარსკვლავიდან შეძლო და შეარჩია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად ჯდებოდნენ ახალ სათამაშო სქემაში და მოახდინა გუნდის დაბალანსება ,ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების და გამოცდილების ხარჯზე. გარდა სათამაშო სქემისა,მზადების პროცესისადმი მიდგომაც რევოლუციური იყო..მან ფეხბურთელებს მისცა იმ 40 ქმედებისა,რაც არ უნდა გაეკეთებინათ.ესენი იყო ქუდის და ქოლგის ტარება,ოფიციალური ტანსაცმლის ტარების დროს სიგარეტის მოწევა, პრესასთან საუბარი დაწესებულ დროში. ასევე,გუნდს ჰყავდა საკუთარი ფსიქოლოგი, სტომატოლოგი, ექიმი და მზარეულიც კი, რომელიც სპეციალურად არჩევდა ფეხბურთელების ჭამის რაციონს. პირველად სწორედ ფეოლას სამწვრთნელო შტაბმა შეძლო და მუნდიალისთვის მზადება ჩვეულებრივი ვარჯიშებიდან გადააქცია კომპლექსურ პროცესად, რამაც ბრწყინვალე შედეგი გამოიღო 1958 წელს შვედეთში ჩატარებულ მუნდიალზე.


user posted image


ბრაზილიელთა შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა პირველ მატჩზე:
გილმარი (მეკარე), დე სორდი, ბელინი (კაპიტანი), ორლანდო, ნილტონ სანტოსი, დინო სანი,დიდი, ჟოელ, მაზოლა, დიდა და ზაგალო.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, მაურო, ზოზიმო, ორეკო, ზიტო, პელე, დინო სანი, მოაკირ, დიდა და პეპე.
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა
ფეოლა დასაწყისში მაინც ფრთხილობდა და პირველ ორ მატჩში პელეც და გარინჩაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა პირველი თამაში ავსტრიის წინააღმდეგ ბრაზილიამ 3-0 მოიგო, 2 გოლი მაზოლას და 1 ნილტონ სანტოსის ანგარიშზეა. ხოლო, მეორე თამაში ფრედ ითამაშეს ინგლისთან. ჯგუფის ბოლო თამაში ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოატყუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.

user posted image

ფინალში ბრაზილია მასპინძელ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შვედებმა მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირი დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში გერმანია. შვედთა თავკაცს სჯეროდა, რომ თუ თავისი გუნდი პირველ გოლს გაიტანდა, მაშინ ბრაზილიას შანსი არ ექნებოდა ამ თამაშის შემოტრიალების. მეორე წუთზე ლიდჰოლმა გოლი გაიტანა. ბრაზილიამ მალევე უპასუხა, კერძოდ ვავას 2 გოლით. მეორე ტაიმში პელემ და ზაგალომ გაიტანეს გოლები. პელემ გაიტანა ბოლო გოლი ჩემპიონატზე,ბოლო წუთზე. მსოფლიო ფეხბურთმა გაიცნო მეფე, სახელად პელე.
.ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კოტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა. ჩემპიონობა.აღსანიშნივი ფაქტი იყო ის, რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა, რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო. (smile.gif)


1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები






საინტერესო ინფორმაცია პელეზე და 10 ნომრიან მაისურზე. თუ რატომ მიანიჭეს მას 10 ნომერი.. 1958 წელს, ფორმაზე ნომრის დაწერა შესაბამისი კომისიის პრეროგატივა იყო, რომელიც არ უნდა შეცვლილიყო ტურნირზე. შვედმა კომისიონერი სწრაფად გაიქცა ბრაზილიელებთან, სანამ ითამაშებდნენ და გადაწყვიტა თავად მიენიჭებინა მათ ნომრები. პელე იყო ყველაზე ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელი და მას მიანიჭა 10 ნომერი. ეს არის ერთ-ერთი მისტიური ისტორია პელეს და 10 ნომრიან მაისურის შესახებ.

This post has been edited by giga_barceloneli on 5 Apr 2011, 17:14

მიმაგრებული სურათი
brazi.jpg


--------------------

"Magic is who I am on the basketball court. Earvin is who I am."
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 15:51  #24813225      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

user posted image
დგანან: 2. ჯალმა სანტოსი, 4. ზიტო, 1. გილმარ, 5.ზოზიმო, 6.ნილტონ სანტოსი,3.ჟოზე მაურო და კასიჰინგი(ექიმი).
სხედან: ა მერიკო(მასაჟისტი), 7.გარინჩა, 8.დიდი, 19.ვავა, 20,ამარილდო და 21.მარიო ზაგალო

ასევე ამ ნაკრებში თამაშჴბდნენ ფეხბურთელები, რომელიც ამ სურათში ვერ მოხვდნენ:
9.კოუტინიო, 10.პელე, 11.პეპე, 12.ჟაირ მრინიო, 13.ბელინი,14.ჟურანდირი, 15.ალტაირი, 16. ზექუინა, 17.მენგალვიო, 18. ჟაირ, 22. კასტილიო
მწვრთნელი: აიმორე მორეირა
ბრაზილიას პირველი შეხვედრა მექსიკასთან ჰქონდა. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე, ზაგალომ დააწინაურა ბრაზილიელები. ამის შემდგომ, პელემ გვერდი აუარა 4 ფეხბურთელს და გოლი გაიტანა. ამით პელე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინება მოჩვენებითი არ იყო. მეორე შეხვედრა ბრაზილიელებს ჰქონდათ ჩეხოსლოვაკიასთან. წინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გამეორება იყო, ოღონდ არა სტატუსით. ბრაზილიელებმა შეხვედრა 10 კაცით დაასრულეს (1970 წლამდე არ შეიძლებოდა შეცვლა) და შეხვედრა 0-0 დასრულდა. თამაშში გოლი არ გასულა.სამწუხაროდ ამ შეხვედრაში დაიმტვრა პელე, რომელსაც მოუწია ყველა თამაშის გამოტოვება.
შემდგომ შეხვდნენ ესპანეთს, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში იყო. ამ წელს, ესპანეთის ნაკრებში ირიცხებოდნენ ნატურალიზებული ფეხბურთელები, როგორიც არიან: დი სტეფანო არგენტინიდან;პუშკაში უნგრეთიდან; მარტინესი პარაგვაიდან; სანტამარია ურუგვაიდან;
მწვრთნელს გადასაწყვეტი ჰქონდა,თუ რომელი ფეხბურთელით შეეცავალა პელე. ერთი ვარიანტი იყო აიმორე მორეირათი.ასევე განიხილებოდა ამარილდოს კანდიდატურა, რომელსაც გარდა ტალანტისა ჰქონდა სხვა უპირატესობაც. ის თამაშობდა ბოტაფოგოში, სადაც ასევე თამაშობდნენ დიდი, ნილტონ სანტოსი, გარინჩა და ზაგალო.


ესპანეთმა პირველ ტაიმში გაიტანა გოლი და აკონტროლებდა სიტუაციას. მეორე ტაიმში ნილტონ სანტოსმა ესპანელი წააქცია და პენალტი უდნა დანიშნულიყო. ნილტონმა შეამჩნია რომ მისგან საკმაოდ შორს იყო მთავარი მსაჯი, ასევე გვერდითი არბიტრიც ვერ ხედავდა წესიერად და ცოტა წინ მიიწია, თან ანიშნებდა მსაჯს რომ არანაირი პენალტი არ იყო, ასევე წინ მიიწია ცოტა, როდესაც მსაჯი მიუახლოვდა, ნილტონი 1 ნაბიჯით გამოსული იყო საპენალტო არიდან და შესაბამისად დაინიშნა ჯარიმა.(ნამდვილად სიმულაცია იყო, მაგრამ ჭკვიანური) ამარილდომაც გაიბრწყინა, კარგი პასი მისცა ზაგალოს და მანაც შეაგდო. თამაშის დამთავრებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, გარინჩამ ჩააწოდა და ამარილდომ ბრაზილია წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2-1.
ბრაზილიის შემდგომი მეტოქე ინგლისი გახლდათ და გარინჩა ყველას აჩვენებდა სკაუტარი თამაშით რომ ისინი პელეს არ ყოფნას არ განიცდიდნენ. გარინჩას მთავარი დამახასიათებელი იყო დრიბლინგი, როგორც იცით მას ერთი ფეხი რამოდენიმე სანტიმეთრით მოკლედ ჰქონდა, რაც აძლევდა უპირატესობას და მცველები ვერ ხვდებოდნენ საით მიდიოდა. ისტორიის თანახმად, როდესაც გარინჩა სატესტო მატჩს თამაშობდა ბოტაფოგოში, მას პრობლემა არ შექმნია გასცდენოდა ნილტონ სანტოს, რომელმაც დაუყოვნებლივ შესთავაზა ხელმძღვანელობას რომ გარინჩასთვის კონტრაქტი გაეფორმებინათ.

ინგლისთან შეხვედრაში დაინიშნა კუთხური,ჩამოაწოდეს და გარინჩა ახტა ყველაზე მაღლა, დაარტყა და გოლი გაიტანა. ეს მოხდა თამაშის 30-ე წუთზე. მეორე ნახევარში გარინჩამ დაარტყა ძლიერად, ძელს მოხვდა ბურთი და დამატებაზე ვავამ გაიტანა. (დიდი, ერთ-ერთი საუკეთესო ჯარიმების შემსრულებელი ბრაზილიის ისტორიაში ჰყვება ისტორიას. როდესაც ემზადებოდა ინგლისთან ჯარიმის შესასრულებლად, უცბად გარინჩა „გამოექანა“ და გაუფრთხილებლობის გარეშე დაარტყა ბურთს. დიდიმ არასდროს იცოდა, თუ რა მოუვიდა მაგ დროს გარინჩას)
საბოლოოდ თამაში 3-1 დამთავრდა, ბრაზილიელთა გამარჯვებით.

ნახევარფინალში ბრაზილია ჩილეს დაუპირისპირდა. ბრაზილიის ნაკრები უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ჩილეს ქვეყნის მხარდაჭერა ჰქონდა და კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა მთავარი მსაჯის, არტურო იამაზაკის ქმედებები, რომელმაც ბევრი შეცდომა დაუშვა ჩილეს სასარგებლოდ. მაგრამ ბრაზილიას ჰყავდა გარინჩა. პირველი ტაიმის დასაწყისში, ლამაზი დარტყმით გოლი გაიტანა. შემდგომ ზაგალომ ჩააწოდა და ისევ გარინჩამ თავით გაიტანა. მეორე ტაიმში ვავავ 2 გოლი გაიტანა და საბოლოოდ 4-2 დამთავრდა.

user posted image

ფინალში ბრაზილიას ისევ ჩეხოსლოვაკია შეხვდა, რომელიც ასევე ფინალში, 1962 წლის 17 ივნისს შეხვდა.
ჩეხებმა პირველი გაიტანეს გოლი, მე-15 წუთზე. მათ კარგად იცოდნენ რომ გარინჩა უნდა შეეჩერებინათ და საკმაო ყურადღებას უთმობდნენ, მაგრამ დაავიწყდათ ამარილდო. მან პირველ ტაიმშივე მოახერხა გოლის გატანა, მეორე ტაიმში ზაგალოს ჩაუწოდა და ანგარიში უკვე 2-1 გახდა. ჯალმა სანტოსმა დაინახა რომ მეკარე ცოტა წინ იყო გამოსული, თავზე გადაუგდო, მეკარე შეწვდა მაინც, მაგრამ ჩამოვარდნილი ბურთი ვავამ გოლად აქცია და გაიტანა ბრაზილიელთა ბოლო გოლი. შესაბამისად, ისინი 2 გზის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.






1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (ყველაზე წარუმატებელი)



user posted image

1966 წელს ბრაზილია პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად დარჩა ჯგუფურ ეტაპზე (თუ არ ჩავთვლით ომამდე ჩატარებულ მუნდიალებს). ამას რამოდენიმე მიზეზი ჰქონდა და ერთ-ერთი ძირითადი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყო ის, რომ ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი არსებობდა ქვეყანაში. ფეოლა საბოლოოდ ვერ ჩამოყალიბდა ვინ უნდა ყოფილიყო გუნდის ბირთვი. ამას დაემატა კომერციული მიზნებისათვის უპრეცენდენტოდ ბევრი ამხანაგური თამაშის ჩატარება მუნდიალის დაწყებამდე, ძლიერ ჯგუფში მოხვედრა და მსაჯების ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულება ბრაზილიელთა წინააღმდეგ უხეშობის დროს. ზოგადად კი, ასეთი შემადგენლობით გამოდიოდა ბრაზილია:


ძირითადი შემადგებლობა: გილმარი (მეკარე), ჯალმა სანტოსი, ბელინი(კაპიტანი), ალტაირი, პაულო ენრიკე, დენილსონ, ლიმა, გარინჩა, ალსინდო, პელე, ჟაირზინიო.
სათადარიგო ფეხბურთელები: მანგა(მეკარე), ფიდელისი, ბრიტო, ორლანდო, ზიტო, სილვა, ტოსტაო, რილდო, გერსონი, პარანა და ედუ.
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა
ბრაზილიას პირველი შეხვედრა ბულგარეთის წინააღმდეგ ჰქონდა, რომელიც 2-0 გაიმარჯვა. თითო გოლი, გარინჩამ და პელემ გაიტანეს. ეს იყო ბოლოჯერ, როდესაც გარინჩა და პელე ერთად თამაშჴბდნენ. საერთო ჯამში, 40 თამაშში, მათ არც-ერთი წაუგიათ, როდესაც ერთად თამაშობდნენ.
user posted image

შემდგომი შეხვედრა ბრაზილიელებს უნგრეთთან ჰქონდათ. ეს კონკრეტული ნაკრები ისეთი ძლიერი აღარ იყო, როგორც ადრეულ წლებში, მაგრამ საკმაოდ ანგარიშ გასაწევ ძალას წარმოადგენდა მაინც. 1964 წლის ევრიპის ჩემპიონატზე, მესამე ადგილოსნები. სამწუხაროდ პელე დაიმტვრა ბულგარეთთან თამაშის დროს და მასზე ვეღარ ააწყობდნენ თამაშს. ასევე, დენილსონიც ვერ გამოიყურებოდა კარგად და ისიც შეცვალეს. შეცვლები კარგი იყო (გერსონი და ტოსტაო, მნიშვნელოვანი ფეხბურთელები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე), მაგრამ არა იმდენად საკმარისი რომ შეეჩერებინათ უნგრელები.პირველ ტაიმი 1-1 დასრულდა,ხოლო მეორეში უნგრეთმა 3-1 მოიგო.

შემდგომ ეტაპზე გასასვლელად, ბრაზილია ვალდებული იყო პორტუგალიასთან გაემარჯვა. ბრაზილიელთა მწვრთნელი ფეოლა დაპანიკდა. მთლიანი დაცვა შეცვალა, მეკარის ჩათვლით. შეტევის ხაზში დატოვა ჟაირზინიო და შეცვალა სხვა 2 ფეხბურთელი. ხოლო, რაც შეეხება ნახევარდაცვას, პირველი შეხვედრის სქემას დაუბრუნდა.
პელე და ეუსებიო...

user posted image

პორტუგალიის ნაკრები, 1966 წელს თამაშობდა საუკეთესო თამაშს, საკუტარი ისტორიიდან, ნაკრების მწვრთნელი იყო ბრაზილიელი, ოტო გლორია და მისი მთავარი იმედი იყო ეუსებიო, რომელიც იყო მოზამბიკიდან. 1966 წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელი და შემდგომი ლეგენდა ფეხბურთის. პორტუგალიის გამარჯვება არ იყო სიურპრიზი. ეუსებიომ 2-ჯერ გაიტანა. ტოსტამ ერთი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ თამაში 3-1 დამთავრდა პორტუგალიის გამარჯვებით. მიუხედავად ამისა, გასაკვირი იყო პორტუგალიელთა უხეშობა. პირველივე წუთიდან, როგორც კი პელე ბურთს მიიღებდა, სულ ეუხეშებოდნენ. 2 მძიმე ტრავმას გადაურჩა, მაგრამ მესამე ფეხბურთელის უხეშობას ვერ გაექცა. პელე მოედნიდან გაიყვანეს. ბრაზილიელები სამშობლოში დაბრუნდნენ სამარცხვინოდ, ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩნენ და ეს ითვლება ყველაზე წარუმატებელ გამოსვლად, მსოფლიო ჩემპიონატებზე.




1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image


1970 წლის ბრაზილიის ნაკრები უნგრეთის დიდ გუნდთან ერთად, მიჩნეულია ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად. პელეს გვერდით თამაშობდნენ ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავები როგორებიც იყვნენ ჟოარზინიო, კარლოს ალბერტო, გერსონი, ტოსტაო და კლოდუალდო. ეს გუნდი შექმნა ყოფილმა პროფესიონალმა ჟურნალისტმა ჟოაო სალდანიამ. იგი საკმაოდ რთული პიროვნება იყო და განუწყვეტლივ ქონდა კონფლიქტები როგორც კლუბის მწვრთნელებთან (ერთ-ერთ მათგანს ესროლა კიდეც),ასევე ფედერაციის ხელმძღვანელებთან და თვით ქვეყნის პრეზიდენთანაც კი. ამიტომაც, მიუხედავად იმისა რომ მისი თაოსნობით გუნდს ფრეც კი არ ჰქონდა ნათამაშები, მუნდიალამდე ორი თვით ადრე იგი გაათავისუფლეს. ფეხბურთელებმა უარი განაცხადეს ფედერაციის დანიშნულ მწვრთნელთან მუშაობაზე და მოითხოვეს კლუბის მენეჯერი, მარიო ლობო ზაგალო გამხდარიყო რომელსაც ცოტა ხნის წინ ჰქონდა დანებებული თავი ფეხბურთის თამაშისადმი. ზაგალომ თავის მხრივ პირობა დადო რომ სალდანიას ნაკრებში არაფერს არ შეცვლიდა რაც შეასრულა კიდეც.
ძირითადი შემადგენლობა: ფელიქსი (მეკარე), კარლოს ალბერტო(კაპიტანი),ბრიტო, პიაცა, მარკო ანტონიო, ცლოდოალდო, გერსონი, პელე, ჟაირზინიო, ტოსტაო და რიველინო.
სათადარიგო ფეხბურთელები: ადო,ლეაო.ბალდოჩი, ზე მარია, ევერალდო, ფონტანა, პაულო სეზარ ცაუ, რობერტო, რადიო და ედუ.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო
ბრაზილიელებს პირველი თამაში ჩეხოსლოვაკიასთან ჰქონდა. ევროპელებმა პირველი გაიტანეს და გაჩერდნენ. რიველინომ წონასწორობა აღადგინა. ბრაზილიელები ზეწოლას განაგრძობდნენ. პელემ დაინახა რომ მეკარე წინ იყო და ცენტრიდან დაურტყა, ძალიან ცოტათი აცდა ბურთი კარს, მეკარე ვეღარ აკონტროლებდა სიტუაციას. მეორე ტაიმში, ბრაზილიელებმა საკუთარი სიძლიერე გამოაშკარავეს. გერსონმა, ერთ-ერთმა საუკეთესო შორეული გადაცემების ოსტატმა ბრაზილიის ისტორიაში, 50 მეტრის დაშორებით გადაცემა გაუკეთა პელეს, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ამ მსოფლიო შემდგომ ჟაირზინიომ გაიტანა 2 გოლი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ქარიშხალი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4-1. მან ყველა თამაშში მოახერხა გოლის გატანა.
შემდეგ ბრაზილიელები შეხვდნენ წინა მსოფლი ჩემპიონს, ინგლისის ნაკრებს. პირველ ტაიმში ბრაზილიელები გამუდმებით უტევდნენ, ჟაირზინიომ გადააწოდა პელეს და დაარტყა მაგრამ აცდა. მეორე ტაიმში, ტოსტაო გასცდა 3 ინგლისელს, არ შეუხედავს ისე გადააწოდა პელეს, მანაც თითქოს იგრძნო რომ ახლოს ჰყავდა ჟაირზინიო გადააწოდა ბურთი და ეს კომბინაცია გოლით დამთავრდა. ბრაზილიელთა წარმატების შემდგომ, პელემ და ბობი მურმა ფორმები გაცვალეს.

user posted image.

მესამე შეხვედრა რუმინეთის წინააღმდეგ გამართეს და ძალიან მობილიზებულიც არ იყვნენ. თავიდან 2-0ს იგებდნენ, შემდგომ 2-1 გახდა, პელემ ისევ წინ გაიყვანა 3-1, მაგრამ რუმინელებმა შეამცირეს ანგარიში და შეეცადნენ ფრედ დაემთავრებინათ შეხვედრა, მაგრამ ბრაზილიელები უკვე კარგად აკონტროლებდნენ ბურთს და ზოგადად თამაშის სადავეებსაც. პლეიოფში ბრაზილიას პერუ შეხვდა, რომელსაც საუკეთესო ნაკრები ჰყავდა მათი ისტორიის განმავლობაში, არგენტინის დამარცხებაც კი შეძლეს, სამხრეთ ამერიკის კვალიფიკაციზაე.უფრო მეტიც, პერუს მწვრთნელი იყო დიდი, ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 1958 და 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონობებში.
მიუხედავად ამისა, ბრაზილიელებმა დაამარცხას პერუ, ტოსტაომ 2 გოლი გაიტანა, თითო-თითო რიველინომ და ჟაირზინიომ, საბოლოოდ 4-2 დამთავრდა.

ამის მერე, არავის უკვირდა, რომ ბრაზილია უფრო ძიერი იყო ვიდრე მომდევნო მეტოქე ურუგვაი. მიუხედავად ლოგიკისა, ცუდად გვახსოვს 1950 წელი, როდესაც ბრაზილიას უფრო კარგი ნაკრები ჰყავდა,მ მაგრამ მაინც დამარცხდა ურუგვაისთან 1-2 მარაკანას სტადიონზე, რომელიც ბრაზილიის ფეხბურთში ტრაგედია იყო.

ურუგვაიმ პირველი გაიტანა, პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა და ურუგვაელები პროვოკაციაზე მიდიოდნენ, ისინი ახსენებდნენ ბრაზილიელებს მარაკანას ტრაგედიას. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, კლოდოალდომ მოახერხა გოლის გატანა და ბრაზილიელები ფსიქოლოგიურ უპირატესობას დაეუფლნენ.
მეორე ტაიმში, მათი უპირატესობა გამოიკვეთა. ჟაირზინიომ და რიველინომ გაიტანეს და საბოლოოდ 3-1 მოიგეს..
user posted image
როდესაც 2-1 იყო ანგარიში, პელემ საოცარრება გააკეთა. ამ მომენტს ძალიან ხშირად ამეორებდნენ ტელევიზიაში, თუ როგორ აცდა ბურთი კარს. ურუგვაის მეკარე,ახლაც კითხულობს თუ სად არის ბურთი. ახლა კი ,შემოგთავაზებთ იმ მომენტს, ვისაც არ გახსოვთ.



ფინალში ბრაზილიას იტალია შეხვდა, 110 000 გულშემატკივარი ესწრებოდა აცტეკის სტადიონზე,მექსიკაში ამ თამაშს. იტალიას კარგი გუნდი ჰყავდათ და ძალიან ძლიერი ნახევარფინალი ითამაშეს გერმანიის წინააღმდეგ. თამაში დამატებით დროში გადავიდა და საბოლოოდ 4-3 დამთავრდა იტალიელთა გამარჯვებით. მათ 1 დღით გვიან ითამაშეს ვიდრე ბრაზილიელებმა, ანუ უფრო ნაკლები დრო ჰქონდათ დასასვენებლად. პირველი ბრაზილიური გოლი გავიდა პირველი ტაიმის მე-18 წუთზე, პელემ „აფრინდა“ და შეაგდო. ინტერვიუში იტალიელმა მცველმა აღნიშნა რომ წარმოუდგენლად მიაჩნდა, თუ 170 სმ-ის ფეხბურთელი, ასე მაღლა ახტებოდა, ეს რაღაც საოცრება იყოო აცხადებდა. პირველივე ტაიმში, კლოდოალდომ არასასურველი შეცდომა დაუშვა და იტალიამ გაათანაბრა. ზაგალომ შემდგომ აღნიშნა, რომ კლოდოალდო ისე თამაშობდა ამ თამაშს, თითქოს ამხანაგური იყოს მაღალ კლასებს შორისო...მეორე ტაიმში, გერსონმა, ჟაირზინიომ და კაპიტანმა კარლოს ალბერტომ გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 4-1 დააფიქსირეს.

user posted image




მიმაგრებული სურათი
brazi.jpg
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 15:54  #24813295      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

1974 წლის მუნდიალმა ბრაზილიას თაობათა ცვლის პროცესში მოუსწრო. ნაკრებიდან წავიდნენ პელე და ტოსტაო. ძველი გვარდიიდან მხოლოდ ჟაირზინიო და რიველინო იყვნენ შემორჩენილები. თან ევროპულ ფეხბურთში მოხდა ევოლუცია, ტოტალური ფეხბურთის შემოსვლის სახით, რასაც სამხრეთ ამერიკელებმა სწრაფად ვერ აუბეს მხარი. ამ პერიოდში ბრაზილიის შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
ძირითადი შემადგენლობა: ლეაო (მეკარე), ზე მარია, ლუის პერეირა(კაპიტანი), მარინიო, მარინიო ჩაგასი, პიაცა, ლეივინია, რიველინო, ვალდომირო, ჟაირზინიო და რიკეუ.
სათადარიგო ფეხბურთელები: რენატო (მეკარე), ვენდელი (მეკარე),ნელინიო, ალფრედო,მ.ანტონიო,ცლოდოალდო, ადემირ და გუია, კაპრეგიანი, სეზარი, პაულო სეზარი და ედუ.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო

ბრაზილიის ნაკრებს ძალიან აკლდათ პელე და იმის უნარიც არ შესწევდათ, რომ პირველ 2 შეხვედრაში 1 გოლი მაინც გაეტანათ, იოგოსლავიასთან და შოტლანდიასთან. მესამე თამაში ჰქონდათ ზაირეს წინააღმდეგ. (1997 წელს სახელი შეიცვალეს-კონგოს სახელმწიფოთი). ბრაზილიელებს 3 ბურთის სხვაობით უნდა მოეგოთ, რომ შემდგომ ეტაპზე გასულიყვნენ. (შოტლანდიამ ზაირეს 2-0 მოუგო, ხოლო იოგოსლავიამ 9-0). ბრაზილიელებმა მოიგეს 3-0, მესამე გოლი მხოლოდ მეორე ტაიმის 35 წუთზე გაიტანეს,როდესაც ვალდემორმა ჩააწოდა და მეკარე შეცდა,რიველინომ გაიტანა.

user posted image

ბრაზილიის შემდგომ მეტოქე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა იყო, რომელსაც 1-0 მოუგეს. შემდგომ, მათ დაამარცხეს ტრადიციული კონკურენტი არგენტინა 2-1, გოლები რიველინომ და ჟაირმა გაიტანეს. თითქოს ბრაზილიას ვერავინ შეაჩერებდა.


ჰოლანდიელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდნენ. როდესაც ზაგალოს ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა, მან უპასუხა: მე არ ვნერვიულობ, თავად ჰოლანდიელებმა იდარდონ, რომ ბრაზილიას შეხვდნენ“.პირველ ტაიმში ბრძოლა მიდიოდა, მეორე ტაიმის მე-5 წუთზე ნეესკენსმა გოლი გაიტანა და მე-20 წუთზე კრუიფმა ანგარიში გაზარდა. გაბრაზებულმა ზაგალომ მოედნის დატოვებისას 3 თითი აჩვენა იქ შეკრებილ ჰოლანდიელ გულშემატკივრებს, რაც ნიშნავდა რომ ჩვენ 3 გზის მსოფლიო ჩემპიონები ვართო.
ბრაზილია მესამე ადგილისთვის იბრძოდა, მაგრამ სამწუხაროდ ისევ დამარცხდა პოლონეთთან 0-1. ეს ერთადერთი გოლი ლატომ გაიტანა. ‘’რესტიჟული“ მე-IV ადგილი ძალიან მტკივნეულად იქნა აღქმული გულშემატკივრების მიერ და ზაგალო გადადგა.



1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ძირითადი შემადგენლობა :ლეაო(მეკარე), ტონინიო, ოსკარი, ამარალი,ედინიო, ბატისტა, ტონინიო კერეცო,ზიკო, გილი, რობერტო „დინამიტი“ და დირკეუ. სათადარიგ სკამი: კარლოს(მეკარე),ვალდირ პერესი (მეკარე), ნელინიო, აბელ, პოლოცი, როდრიგეს ნეტო, ზე სერხიო, რეინალდო, რიველინო,ჟორჟე მენდონკა და ჩიკაო.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო

კოუტინიომ კვლავ ვერ იპოვა საუკეთესო სქემა მსოფლიო ჩემპიონატზე. მან რამოდენიმე ცვლილება მოახდინა პირველ 2 შეხვედრაში, სადაც ბრაზილიელებმა ფრე ითამაშეს, ესპანეთთან 0-0, ხოლო შვედეთთა 1-1. ესპანეთთან ფრე დაცვის,კერძოდ კი ამარალის დამსახურება იყო, რომელმაც 2 ჯერ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.

user posted image

მესამე შეხვედრა ავსტრიის წინააღმდეგ ჰქონდათ და მწვრთნელმა 2 ცვლილება გააკეთა. გილი და რეინალდოს მაგივრად, რობერტო და დირკეუმ ითამაშეს. 1-0 იმარჯვეს ბრაზილიელებმა, გოლი რობერტომ გაიტანა. ზოგადად, რობერტო და დირკეუ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკლები ყურადღების ცენტრში იყვნენ, არავინ იცოდა ,თუ რას წარმოადგენდნენ, ხოლო დამთავრებისას, 2 მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდნენ. რეინალდოსგან განსხვავებით, რობერტო თავის საუკეთესო პოტენციალს ავლენდა, რომელიც არის უდიდესი კერპი, ფეხბურთელი, ვასკო და გამას ისტორიაში.(უფრო მეტი ვიდრე რომარიო).

user posted image
ნახევარფინალურ ჯგუფში მოხვდნენ არგენტინა, ბრაზილია, პერუ და პოლონეთი. მაშინდელი რეგლამენტით, პირველ ადგილზე გასული გუნდი ფინალში ხვდებოდა, ხოლო მოერე ადგილოსანი კი მე-III ადგილისთვის იბრძოლებდა. გადამწყვეტი უნდა გამომდგარიყო ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრა არგენტინასა და ბრაზილიის ნაკრებ გუნდებს შორის. ორივე გუნდმა ფრთხილი ფეხბურთი ითამაშა და მატჩში ნულოვანი ფრე დაფიქსირდა. ეს შედეგი წესით ბრაზილიას უფრო აწყობდა რადგანაც ბოლო ტურში უფრო სუსტ გუნდს ხვდებოდა პოლონეთის სახით. თანაც ბურთების შეფარდება უკეთესი ქონდა. ბოლო მატჩში ბრაზილიამ 3:0 დაამარცხა პოლონეთი რაც იმას ნიშნავდა რომ ბრაზილიის გადასასწრებად ალბისელესტეს მინიმუმ 4:0 უნდა მოეგო, მუნდიალების ზედიზედ სამგზის მეოთხედფინალისტისა და კოპა ამერიკის გამარჯვებულისათვის. არგენტინამ 6:0 გაიმარჯვა, გავიდა ფინალში სადაც ჰოლანდიასთან დამატებითი დროის მოგების შემდეგ (3:1) პირველად დაეუფლა ოქროს მედლებს.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, ბრაზილია იტალიას შეხვდა. იტალიელებმა პირველ ტაიმში მოახერხეს გოლის გატანა, ეს კაუსიომ მოახერხა. ბრაზილიელთაგან კი ნელინიომ გამოიჩინა თავი, ეს იყო შედევრი გოლი, მარჯვენა მცველმა, ისეთი ტრაექტორიით დაარტყა რომ ყველა გააოცა . ნელინიოს გოლი ძოფის კარში კი ყველა დროის საუკეთესო გოლებშია შესულირამოდენიმე წლის შემდგომ, მას პრიზიც გადასცეს, რადგან მან ერთ-ერთ შეჯიბრებაზე, ისე დაარტყა, რომ მინეიროს რგოლებს შემოატარა ბურთი. დირკეუმ მეორე გოლი გაიტანა მუნდიალი დამარცხების გარეშე დატოვა.
ამ ნაკრებში პირველად გამოჩნდა თეთრ პელედ წოდებული ზიკო.. ნაკრებს ახასიათებდა ფრთხილი თამაში დაცვაში და საჯარიმოს გარედან კარში უზუსტესი და ურთულესი დარტყმები. ე. წ. „ხმელი ფოთოლი“. ესეთ სრულყოფისათვის ამ კომპონენტში შემდეგ არცერთ გუნდს არ მიუღწევია.


1982-1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატები


user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ვალდირ პერესი(მეკარე), ლეანდრო, ოსკარი(კაპიტანი),ლუიზინიო,ჟუნიორი,ტონინიო,კერეცო, ფალკაო,სოცრატეს,ზიკო, სერჟინიო და ედერი.
სათადარიგო სკამი: პაულო სერხიო (მეკარე), კარლოსი(მეკარე),ედევალდო,ჟუნინიო,ედინიო,პედრინიომ, ბატისტა, პაულო ისიდორე, რენატო, რობერტო დინამიტი და დირკეუ.
მწვრთნელი: ტელე სანტანა

1982-1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე, ბრაზილიას წვრთნიდა ლეგენდარული მწვრთნელი ტელე სანტანა. მან ისევე როგორც ბელა გუტმანმა, ელენიო ერერამ და რენუს მიხელსმა გადატრიელება მოახდინა საფეხბურთო აზროვნებაში. ტელე სანტანას ჰქონდა ფეხბურთის ხედვის საკუთარი კონცეფცია.თამაშს განიხილავდა როგორც ესთეტიკური სიამოვნების მიღების საშუალებას და საკუთარ ფეხბურთელებს სთხოვდა თამაშიდან სიამუოვნება მიეღოთ.
გარდა ამისა, მან ფეხბურთში დანერგა საინტერესო ტაქტიკური სიახლეები. მისი ნაკრების ვარსკვლავები ზიკო, სოკრატესი, ფალკაო, ედერი განუწყვეტლივ ცვლიდნენ მოედანზე ადგილებს რაც დაცვის რიგებში ცარიელ სივრცეს ქმნიდა და მეტოქის მწყობრი დაცვის არევას იწვევდა. მან ასევე უარი თქვა ტრადიციული ბრაზილიურ ტაქტიკურ მანევრზე, განაპირა მცველების შეტევაში ჩართვაზე. სამაგიეროდ, აქტიურად ერთვებოდნენ შეტევებში ცენტრალური მცველები რომლებიც ცენტრფორვარდების ფუნქციებსაც ითავსებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ამ პეროდში სელესაომ ვერცერთი ტიტული ვერ მოიგო ამ პერიოდს სპეციალისტები „ვერცხლის ხანას“ უწოდებენ. გუნდის თამაში ძალიან შტამბეჭდავი იყო და მხოლოდ იღბალი არ ეყო მუნდიალის მოსაგებად.

user posted image

1982 წელს გადამწყვეტი გამოდგა მატჩი იტალიასთან. აქაც მარაკანიადის მსგავსად გუნდს ფრეც ყოფნიდა ნახევარფინალში სათამაშოდ. როსის სამი გოლის მიუხედავად სელესაო კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და რომ არა ფატალური უიღბლობა, ისევე როგორც დინო ძოფის ბრწყინვალე თამაში, ამ შედეგის მიღწევა გუნდს არ გაუჭირდებოდა.

კიდევ უფრო არ გაუმართლა გუნდს 1986 წელს მექსიკაში. საფრანგეთთან მატჩის ბოლო წუთებზე დანიშნული პენალი ჯერ ზიკომ ვერ გამოიყენა. შემდეგ მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში სოკრატესმა და ჟულიო სეზარმა გააფუჭეს დარტყმები. ბოლოს კი ბრაზილიელთა მეკარეს კარლოსს, ძელიდან ასხლეტილი ბურთი ზურგში მოხვდა და კარში შევარდა. სელესაო ტურნირს გამოეთიშა, ისე რომ საკუთარ კარში მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდა გაშვებული.

user posted image

ამ პერიოდში ბრაზილიის შემადგენლობაში შემდეგი ფეხბურთელები ირიცხებოდნენ:
ძირითადი შემადგენლობაკარლოსი(მეკარე), ედსონი, ჟულიო სეზარი, ედინიო(კაპიტანი), ბრანკო, ელცო, ალემაო, ჟუნიორ, სოკრატესი, კასაგრანდე და კარეკა.
სათადარიგო სკამი: პაულო ვიტორი(მეკარე), ჟოსიმარი (მეკარე), ოსკარი, ფალკაო, ზიკო, ედივალდო, მაურო გალვაო, სილასი, ვალდო და მიულერი.
მწვრთნელი: ტელე სანტანა .


მიმაგრებული სურათი
brazi.jpg
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 15:58  #24813354      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი (მეკარე), ჟორგინიო, მოზერი, რიკარდო გომესი (კაპიტანი), ბრანკო, მაურო, გალვაო, დუნგა, ალემაო, ვალდო „მოულერი“ (ლუის ანტონიო კორეა და კოსტა) და კარეკა.
სათადარიგო ფეხბურთელები: აკასიო (მეკარე), ზე კარლოსი (მეკარე), ბისმარკი, სილასი, რომარიო, ალდაირი, ბებეტო, რენატო გაუჩო, მაზინიო, რიკარდო როჩა და ტიტა.
მწვრთნელი: სებასტიაო ლაზარონი

1990 წელს სებასტიან ლაზარონის გაწვრთნილი ბრაზილია საკმაოდ პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა. ტორსიდას მოსწყინდა ლამაზი დამარცხებები და გუნდისაგან შედეგს ელოდებოდა.
გუნდმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაირა ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალში არგენტინას შეხვდა. მარადონას ნაკრებთან გუნდმა უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა და საკმაოდ დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა,მაგრამ არგენტინელმა გენიოსმა მატჩის ბოლოს ბრწყინვალე პასით ტაფარელთან ერთი ერთზე დატოვა კანიჯა,რომელსაც გოლის გატანა არ გაჭირვებია. სელესაო უჩვეულოდ ადრე დაემშვიდობა ტურნირს.


1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი (მეკარე), ჟორგინიო, ალდაირ, მარსიო სანტოსი, ლეონარდო, მაურო სილვა, დუნგა(ლაპიტანი).მაზინიო,ზინიო,ბებეტო და რომარიო.
სათადარიგო ფეხბურთელები: ზეტი (მეკარე),გილმარი(მეკარე),კაფუ,რიკარდო როჩა, რონალდაო, ბრანკო, რაიო,პაულო სერხიო, „მიულერი“, რონალდო და ვიოლა.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო


1994 წელს, ბრაზილიამ 24 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა დაიბრუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. არადა ტურნირის წინ ბევრს მიაჩნდა რომ კარლოს ალბერტოს ნაკრები ამას ვერ შეძლებდა. მიზეზი იყო, პირველად ბრაზილიის ნაკრების არსებობის ისტორიაში გაჭირვებით ჩატარებული შესარჩევი ციკლი. სელესაომ საგზური მხოლოდ ბოლო მატჩში ურუგვაისთან 2:1 მოგების შემდეგ გაინაღდა. ამ თამაშის, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ჩემპიონატის გმირი გახდა რომარიო 5 გატანილი გოლით. მას იდეალური პარტნიორობა გაუწია ბებეტომ,ასევე სხვა გამორჩეულმა ფეხბურთელებმა, როგორებიც იყვნენ: დუნგა, ბრანკო, ალდაირი მაურო სილვა, ზინიო ჟორჟინიო და კაფუ.მათ საიმედოდ გადაკეტეს ტაფარელის კარისკენ მისასვლელი გზები.
ბრაზილიის ნაკრების კართან თითზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა და მხოლოდ 3 გოლი გავიდა.
აქედან ერთი შვედეთის ნაკრებთან თამაშში გავიდა (ეს მატჩი არაფერს წყვეტდა). ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირტდნენ ბრაზილია და იტალია.ძირითადი დრო ფრედ 0:0 დამთავრდა,საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.აქ უკვე იტალიელმა რობერტო ბაჯომ ბურთი ზედა ძელს მოარტყა და ბრაზილიას გამარჯვება მოუტანა.ბატონობის ახალი ეპოქა დაიწყო და მეოთხედ აღმართეს მუნდიალის თასი.

user posted image





1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი, კაფუ, ალდაირ,ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, დუნგა(კაპიტანი), სეზარ სამპაიო, ლეონარდო, ბებეტო, როლანდო და რივალდო.
სათადარიგო სკამი: დიდა)მეკარე), კარლოს გერმანო (მეკარე), ზე კარლოსი, გონსალვესი, ანდრე კრუზი, ზე რობერტო, როდივა, დენილსონ, ედმუნდო,ჯიოვანი
მწვრთნელი: მარიო ხორხე ლობო ზაგალო


1994-1998 წლამდე გუნდს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში ზაგალო და გუნდმა კვლავ დაიწყო გახსნილი, სანახაობრივად ლამაზი ფეხბურთის თამაში. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ფენომენალური ნიჭის ფეხბურთელის რონალდოს გამოჩენამ. გუნდი საფრანგეთში უდავო ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და ყველა მათგან ტურნირის მოგებას ელოდა.ბრაზილიამ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ჰოლანდიას პენალტებით სძლიეს.თერთმეტმეტრიანი დარტყმები მას შემდეგ დაინიშნა,რაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.გოლები რონალდომ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს.სამწუხაროდ გუნდს ჰქონდა პრობლემები დაცვის ცენტრში. ასევე, თავი იჩინა ფეხბურთელებს შორის გაუგებრობამ და კონფლიქტებმა. მიუხედავად ამისა, გუნდი მაინც გავიდა მუნდიალის ფინალში.ასევე წინა დღით მოიწამლა რონალდოც, რამაც ბევრი კითხვის ნიშნები დაბადა, საბოლოოდ ბრაზილიელებმა ფინალში ვეღარაფერი გააწყო ზიდანის საფრანგეთთან. დამარცხდა რა 3:0 და დაფიქსირდა სელესაოს ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.გარკვეული როლი ამ მარცხზე იქონია რომარიოს ბოლო წუთში არ წაყვანამ.

user posted image


2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image


ძირითადი შემადგენლობა: მარკოსი (მეკარე), კაფუ (კაპიტანი), ლუსიო, როკი ჟუნიორი, რობერტო კარლოსი, ედმილსონი, კლებერსონი, ჟილბერტო სილვა, რივალდო, რონალდინიო და რონალდო.
სათადარიგო ფეხბურთელები: დიდა(მეკარე),როჟერიო სენი(მეკარე), რიკარდინიო, ბელეტი, ანდერსონ პოლგა, ჟუნიორი, დენილსონი, ვამპეტა, ჟუნინიო პაულისტა, ედილსონი, ლუიზაო და კაკა.
მწვრთნელი: ლუის ფელიპე სკოლარი (ფელიპაო)

user posted image

3 რ-ს(რონალდო,რივალდო და რონალდინიო) ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბრაზილიამ მე-5-დ მოიპოვა მსოფლიო თასი 2002წელს კორეა-იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.ჯგუფური კენჭისყრის დროს ბრაზილიას გაუმართლა:მასთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ თურქეთი,ჩინეთი და კოსტა რიკა.თურქეთმა ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, როგორც ტურნირის ბოლოს ცხადი გახდა.ბრაზილიელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს,გაიტანეს 11 გოლი და საკუთარ კარში მიიღეს მხოლოდ 3 ბურთი და ჯგუფის სათავეში მოექცნენ.
ბრაზილიის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთის ნაკრებთან,თურქმა ჰაკან უნსალმა რივალდოს ბურთი ფეხებში მოარტყა.რივალდო კი მოედანზე დაეცა და სახეში ხელები წაიშინა.იგი წამოდგა და თამაში გააგრძელა,ჰაკან უნსალი კი,რომელსაც აქამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული მსაჯმა მოედნიდან გააძევა.ბრაზილიელის ეს სიმულაცია 5,180£-ად შეფასდა.
მერვედფინალში ბრაზილიელებმა მეტად რთულ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს ბელგიელები.მეოთხედფინალში კი სელესაომ ინგლისის ნარებთან 2:1 იმარჯვა.ჯერ რივალდომ გაიტანა პირველი გოლი,ხოლო შემდეგ კი რონალდინიომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ამ თამაშში რივალდო ინგლისელი დენი მილსისთვის მარჯვენა კოჭში მიყენებული ტრავმის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.ნახევარფინალი იყო თურქეთის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ.ეს კვლავ რთული თამაში გამოდგა,ბრაზილიელებმა რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.რივალდომ მთელი ტურნირის მანძილზე 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი,მაგრამ ვერ შეძლო გაემეორებნა ჟაირზინიოს 1970 წლის მიღწევა და 6 თამაშში გოლის გატანა.
ფინალში ერთმენეთს მსოფლიო ჩემპიონატის ორი გიგანტი გუნდი შეხვდა:გერმანია და ბრაზილია.დაუჯერებელია მაგრამ ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს შეხვედრიან,თუ არ ჩავთვლით 1974წელს ბრაზილიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მატჩს.მიუხედავად იმისა,რომ გერმანელმა კიპერმა ოლივერ კანმა ფინალში საბედისწერო შეცდომა დაუშვა,იგი მაინც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.რონალდომ დუბლი შეასრულა და ბრაზილია მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

user posted image





2002-2006 წლები


user posted image

2005 წლის 29 ივნისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში,ბრაზილიამ შტამბეჭდავად 4:1 დაამარცხა თავისი დაუძინებელი მეტოქე არგენტინა და მეორედ დაეუფლა ფიფას კონფედერაციის თასს.მათ აგრეთვე 2004 წლის კოპა ამერიკის თასის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხეს არგენტინელები.


2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ბრაზილიელთა მწვრთნელმა პარეირამ წარმოადგინა გუნდი მეტსახელად ჯადოსნური ნაკრები,სადაც ოთხი შემტევი იყო:კაკა,რონალდინიო,რონალდო და ადრიანო.
მზადების პროცესში გუნდში თავი იჩინა პრობლემებმა.ორთვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ წონაში მოიმატა რონალდომ.მას ჰქონდა ფეხზე გამომწოვი სალბუნები და ვარჯიშებზე მაღალი ტემპერატურა.
მიუხედავად იმისა,რომ ბრაზილელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს ხორვატიასთან და ავსტრალიასთან,გუნდი მაინც ვერ აჩვენებდა იმ თამაშს,რასაც მისგან მოელოდნენ გულშემატკივრები.მე-3 თამაშში მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გამოიყვანა,მათ შორის რობინიო და სისინიო.ცვლილებამ გაამართლა და პენტაკამპეონელებმა გამანადგურებლად 4:1 სძლიეს იაპონიას.

მერვედფინალში გუნდმა 3:0 მოუგო განას.მაგრამ ბრაზილია მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:0 წაგების შედეგად გამოეთიშა ტურნირს.ფრაგთა წარმატების მიზეზი იყო მეორესუნთქვაგახსნილი ზინედინ ზიდანი და საიმედო დაცვა,რომელიც აკავებდა ბრაზილიელთა შეტევებს.ბრაზილიელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ფაბიენ ბარტეზის კარის მიმართულებით.ეს თამაში იმითაც იყო გამორჩეული,რომ ბრაზილიამ ფლეი-ოფში პირველად წააგო ამ გუნდთან.ახლა საფრანგეთს აქვს 2 მოგება,1 ფრე და 1 წაგება ბრაზილელებთან დაპირისპირებაში.
გამოთიშვის შემდეგ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან.მედია ატრიალებდა იმ კადრებს,სადაც ჩანს რომ ტიერი ანრის შეტევის დროს რობერტო კარლოსი ბუცს იკრავს.ლეგენდარული პელე ბრალს სდებდა პარეიერას და რონალდინიოს.


2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ


2006წლის 24 ივლისს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 1994 წლის ჩემპიონი კარლოს დუნგა,მის ასისტენტად კი ჟორჟინიო.მისი პირველი მატჩი იყო ოსლოში ნორვეგიასთან 16 აგვისტოს,რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.მეორე მატჩი იყო ლონდონში არსენალის ემირეითს სთედიუმზე,სადაც ბრაზილიელებმა 3:0 დაამარცხეს დაუძინებელი მტერი არგენტინა.ამ გამარჯვებას მოჰყვა გამარჯვება უელსთან,კუვეიტთან და ეკვადორთან.
დუნგამ ბრაზილიელთა სამწვრთნელო რანგში პირველი მარცხი იგემა 2007 წლის 6 თებერვალს პორტუგალიის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელთა ყოფილი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი ედგა სათავეში.2007 წლის 24 და 28 მარტს დუნგას პირველი მარცხი, გააქარწყლა ამხნაგურ მატჩებში ჩილესთან(4:0) და განასთან (1:0) გამარჯვებამ.
პარეირასაგან განსხვავებით დუნგა არ გამოარჩევდა ფეხბურთელებს და ყველას ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევდა.მას არ მოუძებნია ფეხბურთელები ისეთ დიდ გუნდებში როგორიცაა მილანი,რეალ მადრიდი და სხვა.ეძებდა ინდივიდუალურ ტალანტებს მთელი ევროპის მასშტაბით,მაგალითად ვაგნერ ლავი და დუდუ კარენსე მოსკოვის ცსკადან და ელანო დონეცკის შახტარიდან.ძველი ვარსკვლავური კვარტეტიდან ნაკრებში მხოლოდ რონალდინიომ და კაკამ დაიმკვიდრეს თავი.ადრიანო 2007 წლის თებერვალში, პორტუგალიის წინააღმდეგ იქნა გამოძახებული,რომელიც ბრაზილიელებმა 2:0 წააგეს.კვარტეტის ბოლო წევრის,რონალდოს ნაცვლად თავდასხმაში თამაშობს ლუიშ ფაბიანო.



კოპა ამერიკა 2007


user posted image

ბრაზილია მონაწილეობას იღებდა 2007 წელს ვენესუელაში ჩატარებულ კოპა ამერიკის(ამერიკის თასის) გათამაშებაში,სადაც მოხვდა B ჯგუფში მექსიკასთან,ეკვადორთან და ჩილესთან ერთად.პირველ მატჩში ბრაზილიელებმა სენსაციურად წააგეს მექსიკასთან-2:0,მაგრამ შემდეგ 3:0 სძლიეს ჩილეს,სამივე გოლი რობინიომ გაიტანა.ეკვადორს კი ბრაზილიელებმა ისევ რობინიოს ერთადერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოუგეს.მეოთხედფინალში ისევ ჩილეს შეხვდნენ და უკვე 6:1 დაამარცხეს.ნახევარფინალში ბრაზილიელთა მეტოქე ურუგვაი იყო.ძირითადი დრო 2:2 დასრულდა,პენალტებში კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა იმარჯვეს-5:4. ფინალში კი არგენტინას შეხვდნენ,რომელიც ასევე ტურნირის მოგების ფავორიტი იყო და ფინალამდე ყველა მატჩი მოიგო.ბრაზილიელებმა თავიდანვე მოახერხეს დაწინაურება ჟულიო ბაპტიშტას მე-4 წუთზე გატანილი გოლით,45-ე წუთზე რობერტო აიალამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი,მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა დანი ალვეშმა კი ანგარიში 3:0 გახადა.ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ რობინიო დაასახელეს და ოქროს ბურთი გადასცეს.


კონფედერაციის თასი 2009


user posted image

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფედერაციის თასის გათამაშება.პირველ მატჩში ეგვიპტესთან მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს ბარზილიელებმა 4:3,სადაც გამარჯვება კაკას მიერ ბოლო წუთზე გატანილი პენალტის წყალობით მოიპოვეს(ამ მატჩის შედეგად ეგვიპტე გახდა ერთადერთ აფრიკული გუნდი,რომელმაც ბრაზილა სამი გოლი გაუტანა),შემდეგ მატჩებში კი გამანადგურებლად,3:0 დაამარცხეს აშშ-სა და იტალიის ეროვნული გუნდები.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ბოლო იმედის ჯარიმიდან გატანილი გოლით დაამარცხეს ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები,ფინალში კი მეტად მძიმე ბრძოლაში 3:2 სძლიეს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს რომელსაც ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ბრაზილიელები.აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმის შემდეგ ამერიკელები იგებდნენ 2:0,მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა მესამედ ირგუნეს კონფედერაციის თასი.გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კაკა დასახელდა,ხოლო საუკეთესო ბომბარდირად ლუიშ ფაბიანო,რომელმა 5 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.


2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

არგენტინის ქალაქ როსარიოში 2009 წლის 5 სექტემბერს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ 3:1 გამარჯვებით ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშები

ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებს არასდროს მოუგია ოლიმპიადა,მაგრამ ორგზის მოიგო ვერცხლის(1984 და 1988) და ორგზის ბრინჯაოს მედლები(1996 და 2008)მარიო ზაგალო 1996 წლის მწვრთნელი იყო,ხოლო დუნგა 2008 წლის ოლიმიურ თამაშებზე წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს.

This post has been edited by giga_barceloneli on 5 Apr 2011, 16:06

მიმაგრებული სურათი
brazi.jpg
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:02  #24813449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

2009 წლის 4 დეკემბერს გამართული კენჭისყრით ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის,კოტ დ'ივუარის და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებთან ე.წ. სკვდილის ჯგუფში მოხვდა.ბრაზილიის ნაკრების ძირითადი ბირთვი შემდეგი ფეხბურთელებისგან შედგებოდა: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ჟუანი, ლუსიო,ბასტოსი, ჟილბერტო სილვა,ფელიპე მელო, ელანო, კაკა,რობინიო და ლუიშ ფაბიანო. პირველი თამაში ბრაზილიის ნაკრებმა ჩაატარა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ფეხბურთელები ზოგავდნენ ძალებს და მთლიანი დატვირთვით არ ეთამაშებოდნენ მოწინააღმდეგეს. მაგრამ, მეორე მხრივ, წარმატებასაც ვერ აღწევდნენ...პირველი ტაიმი ისე დამთავრდა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა გოლი ვერ შეაგდო. მეორე ტაიმში, ბრაზილიელი ფეხბურთელები უფრო მოტივირებული გამოვიდნენ, ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, უტევდნენ და მაიკონის გენიალური დარტყმით ანგარიში გახსნეს 1-0. კორეა შემდგომ გატყდა და ბრაზილიელთა ლამაზი კომბინაცია ელანოს გოლით დამთავრდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და ბრაზილია 2 ბურთიან უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლოს მოდუნდნენ, ამით ისარგებლა ჩრდ.კორეის ფეხბურთელმა და გოლი გაიტანა. სასაცილო ფაქტი კი ის იყო, რომ ჩრდ.კორეის რესპუბლიკაში, ზეიმი გაიმართა ამ თამაშის დამთავრების შემდგომ. რატომ? მათ არ გააშუქეს თუ რეალურად რა მოხდა, არამედ, ამოჭრეს კადრები, ვითომ ბრაზილიამ 2 გოლი არ გაიტანა და ხალხს აჩვენეს თითქოს 1-0 დამთავრდა ჩრდ.კორეის სასარგებლოდ. უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გაუტავებლად ზეიმობდნენ, ფეხბურთელებიც გმირებად შერაცხეს.(პორტუგალიასთან თამაშის მერე-მტრებად).

user posted image



მეორე თამაშში, ბრაზილია კოტ დივუარს დაუპირისპირდა. დაძაბული,უხეში და უხვგოლიანი მატჩი გამოდგა. პირველ ტაიმში კაკა-რობინიო-კაკა-ფაბიანოს კომბინაცია ლუიშმა გოლაც აქცია და ბრაზილია დააწინაურა. ისინი ძალიან ეფექტურად ანაწილებდნენ ბურთს და მეტოქესაც არ აძლევდნენ საშუალებას კონტრ შეტევაზე დაეჭირათ. შესაბამისად 1-0 და ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანიც აპლოდისმენტებს არ იშურებს.
მეორე გოლი ლუიშ ფაბიანოს ძალიან ლამაზი,“შედევრი“ გამოუვიდა, მართალია ხელით ითამაშა, მაგრამ მაგ მომენტში ჯარიმის დაფიქსირება საცოდაობა იქნებოდა, დამიჯერეთ (biggrin.gif)
ბრაზილია არ ჩერდებოდა, კაკა შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან, გადაცემა გააკეთა და ამ დროს სიღრმიდან შემოსულმა ელანომ ბურთი კარებში გადაგზავნა და ანგარიში 3-მდე გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ელანო, ძალიან კარგად მოერგო გუნდს,მაგრამ მოხდა ერთი საშინელი ფაქტი. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ძალიან ცუდად მოცელა ელანო და მან ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.ხოლო, ეს ტრავმა ისეთი სერიოზული აღმოჩნდა რომ, დარჩენილ თამაშებში, მან ვერ შეძლოს გუნდის საბოლოოდ, დროგბამ მაინც მოახერხა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.




მესამე თამაშში, ბრაზილია-პორტუგალიას დაუპირისპირდა, ბრაზილიელებს 6 ქულა ჰქონდათ და ეს თამაში მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა,მაგრამ უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებდა. თამაში ძალიან უინტერესო და უხეში გამოდგა, მსაჯმა ძალიან ბევრი ყვითელი დააგროვა და შესაბამისად გადავწყვიტე მარტო ფოტო კოლაჟი დავდო ვიდეოს სახით. საბოლოო ანგარიში 0-0 დამთავრდა და ორივე გუნდი შემდგომ ეტაპზე გავიდა.

user posted image




მერვედფინალში ბრაზილია დაუპირისპირდა მეორე ადგილზე გასულ ჩილეს. ორივე გუნდი კარგად იცნობდა ერთმანეთს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად უწევთ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ბრაზილიას ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა და ახლაც ანალოგიური მოხდა. მართალია, ჩილეს წამყვანი ფეხბურთელები არ ჰყავდა,მაგრამ ეს გარემოება ალბათ საბოლოო შედეგს ვერ შეცვლიდა. ბრაზილია ლამაზ და ასევე პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა,ზონებს უკეტავდა მეტოქეს და მომენტებს ქმნიდა. სუაზო გამოირჩეოდა ჩილეს მხრიდან. 1 გოლი უნდოდა ბრაზილიას და ჩილე გატყდებოდა. ასეც მოხდა...კუთხური დაინიშნა ბრაზილიის სასარგებლოდ, მაიკონმა ჩააწოდა და ჟუანმა თავით შეაგდო, ძალიან ლამაზი გოლი გამოდგა. შესაბამისად გატყდა ჩილე და ბრაზილიამ მალევე მიაყოლა მეორე გოლიც. რობინი-კაკა-ფაბიანოს კომბინაცია და ლუიში გოლს იტანს,ისე რომ მეკარესაც ატყუებს. ანგარიში უკვე 2-0 გახდა. თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ ბრაზილია ამ უპირატესობას გაანიავებდა და ასეც მოხდა. პირველი ტაიმი 2-0 დამთავრდა, მეორე ტაიმში რამირესმა წამოიწყო დრიბლინგი, მოატყუა რამოდენიმე მეტოქე და რობინიომ თავის სტილში, ტექნიკურად გაიტანა გოლი. საბოლოო ანგარიში 3-0 დაფიქსირდა და ბრაზილია ¼-ში გავიდა.



მეოთხედფინალში ბრაზილია-ჰოლანდიას შეხვდა. ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო და 1998 წლის მარცხისთვის ჰოლანდია რევანშის აღებას ცდილობდა.
პირველი ტაიმი ბრაზილია ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომენტებსაც ქმნიდა, ბურთს კარგად აკონტროლებდა და ფელიპე მელოს იდეალური პასის შედეგად, რობინიო გავიდა 1-1-ზე და გოლიც შეაგდო. მეორე ტაიმში, ჰოლანდია განსხვავებულად გამოვიდა მოედანზე, უფრო შემართებით თამაშობდნენ, რობენის ჩაწოდების შემდეგ,ჟულიო სეზარმა დაუყვირა მელოს მე ავიღებო,მაგრამ მელომ ვუვუზელას ხმაურის გამო ვერ გავიგეო(ასე განაცხადა 14 ივლისს),შესაბამისად მელო და ჟულიო ერთმანეთს შეეჯახნენ და ფელიპეპ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ამ მომენტმა მელოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. რამოდენიმე წუთის შემდგომ მან რობენს „გადაუარა“ და საბოლოოდ გააგდეს. ბრაზილიის ნაკრები ვერაფერს აკეთებდა და ჰოლანდიამ მეორე გოლიც გაიტანა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი,სნეიდერმა გაიტანა. ამ დროს ლუსიო შეცდა და არ მეურვეობდა სნეიდერს. თითქოს იყო მომენტი რომ ბრაზილიას გოლი გაეტანა,მაგრამ როგორც ჩანს ეს თამაში ჰოლანდიის იყო და საბოლოოდ ნაკრები გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.
დუნგამ დატოვა თანამდებობა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებაშია...



2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი პერიოდი

2010 წლის 24 ივლისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მანო მენეზესი, რომელმაც შეცვალა დუნგა. მას კონტრაქტი აღარ გაუგრძელეს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ.

26 ივლისს, მენეზესმა დაასახე 24 კაცი, რომელშიც შევიდნენ 10 დებიუტანტი ფეხბურთელი. მხოლოდ 4 ფეხბურთელი მოხვდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან.(რობინიო,დანიელ ალვეში,რამირესი და ტიაგო სილვა)

2010 წლის 10 აგვისტოს, ბრაზილიამ ითამაშა ამხანაგური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და 2-0 გაიმარჯვა. ნაკრებს უკაპიტნა რობინიომ, რომელმაც რამოდენიმე ლამაზი პასიც გააკეთა. ვუნდერკინდმა ნეიმარმა თავისი პირველი, ლამაზი გოლი გაიტანა თავით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პატომ გაიტანა მეორე გოლი. ზოგადად, ბრაზილიამ ითამაშა საკმაოდ ლამაზად, რაც არის მენეზესის სტილი.

7 სექტემბერს “ბარსელონა ბ”-ს შეხვდნენ არაოფიციალურ ამხანაგურ მატჩში და 3-0 იმარჯვეს. გოლები ალვეშის, პატოს და ფერნანდინიოს ანგარიშზეა.

7 ოქტომბერს ბრაზილი ირანს დაუპირისპირდა, აბუ-დაბიში. 14 წუთის შემდეგ, ალვეშმა საოცარი ჯარიმა გაიტანა. 69 წუთისთვის-პატომ სხვაობა 2-მდე გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი ნილმარმა დასვა, 3-0.ჟულიანოს დეპიუტი ამ მატჩში შედგა.

11 ოქტომბერს ბრაზილია გაცილებით რთულ მეტოქეს შეხვდა, უკრაინას. ნაკრები ისევ ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა+ჰყავდა ძირითადი ბირთვი, სელესაომ 2-0 იმარჯვა,ხოლო გოლები ალვეშმა და პატომ გაიტანეს.

ყველა მოუთმენლად ველოდით 17 ნოემბერს, როდესაც ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მანამდე დაიმტვრა პატო,ნილმარიც არ გამოუძახებია მენეზეს და ფაქტიურად ცენტრალური თავმდამსხმელი არ ჰყავდა გუნდს. დიდი პაუზის შემდგომ, რონალდინიო დაბრუნდა ნაკრებში, რამოდენიმეჯერ კარგად ითამაშა, ფინტებიც გამოუვიდა,მაგრამ სამწუხაროდ მისი დრო წავიდა... თამაში უხვგოლიანი არ გამოდგა,ორივე კართან იყო სახიფათო მომენტი...
თითქოს ლოგიკური 0-0 უნდა დამთავრებულიყო,მაგრამ მესიმ სოლო რეიდი გოლით დაასრულა.


მეტსახელი

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მრავალი მეტსახელი აქვს და მსოფლიოს სხვასხვა კუთხეში სხვადასხვანაირადაა ცნობილი.ყველაზე უფრო გავრცელებული სახელია სელესაო რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს შერჩევას.ბრაზილიელები ნებისმიერი ქვეყნის ან სპორტის გუნდს სელესაოს უწოდებენ,ამიტომაც მათ ეროვნულ გუნდს სელესაო ბრაზილიერა ეწოდება,მეტი დაკონკრეტებისთავის სელესაო ფუტბოლ დე ბრაზილიერა.ბრზილიუეი მედია აპოპულარულებს სიტყვა სელესაოს,თუმცა გუნდს ჰქვია სხვა სახელებიც-კანარინიო,რაც ნიშნავს პატარა იადონს.ეს სახელი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მულტიპლიკატორმა ფერნანდო პირეუჩეტიმ დაამკვიდრა,ამარელინია-პატარა ყვითლები,ვერდე ამარელიო-ყვითელ-მწვანეები,პენტაკამპეო-ხუთგზის ჩემპიონი და ესკუადრაო დე ოურო-ოქროს ესკადრონი.ბრიტანული და ამერიკული მედია მათ უწოდებს აურივერდეს,რაც მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვებიდან ვერდე(მწვანე) და ამარელა(ყვითელი).მაგრამ ბრაზილიელები არ ხმარობენ ამ სახელს.ინგლისური გაზეთები არაოფიციალურად უწოდებენ სამბას მეფეებს.

სტადიონები

ბრაზილიის ნაკრებს ბევრი ქვეყნის მსგავსად არ აქვს საკუთარი საშინაო სტადიონი,იგი საკვალიფიკაციო მატჩებს ატარაბდა რიო დე ჟანეიროს მარაკანაზე და ჟოაო აველანჟზე,სან პაულუს მორუმბიზე,ბელუ ორიზონტეს მინეირაოზე,დედაქალაქ ბრაზილიას მანე გარინჩაზე,პორტუ ალეგრის ბეირა რიოზე.2006 წლის საკვალიფიკაციო კამპანიას ზოგიერთმა პროვინციულმა ქალაქმა უმასპინძლა.

ფორმის ევოლუცია

ბრაზილიი ნაკრების თავდაპირველი ფორმა იყო თეთრი მაისური ლურჯი საყელოთი,მაგრამ 1950 წლის ფინალის შემდეგ გაუქმდა რადგანაც აკლდა პატრიოტიზმი.ბრაზილიის პორტის კონფედერაციის ნებართვით გაზეთმა კორეი დე მანიამ ჩაატარა კონკურსი ახალ ფორმაზე,სადაც იქნებოდა გაერთიანებული ბრაზილიის დროშის ოთხივე ფერი.გაიმარჯვა 19 წლის პელოტელი ბიჭის ალდირ გარსია შლეეს პროექტმა რომელიც ითვალისწინებდა ყვითელ მაისურს მწვანე ზოლებით და ლურჯ შორტებს თეთრი ზოლებით.ახალი ფორმა პირველად გამოყენებულ იქნა 1954 წელს ჩილეს ნაკრებთან და მას შემდეგ ამას იყენებენ ბრაზილიელი ფეხბურთელები.
ბრაზილიის გასვლით ფორმად ლურჯი მაისურის ხმარება თარიღდება 30-იანი წლებით,მაგრამ მეორე ფორმად გამოყენება 1958 წლის ფინალში მოხდა.ამ დროს ბრაზილია ეთამაშებოდა შვედეთს და რადგანაც შვედები მასპინძლები იყვნენ და უფლება ჰქონდათ საკუთარი საშინაო ფორმა ჩაეცვათ,ბრაზილიელელბმა სასწრაფოდ შეაკერინეს ლურჯი მაისური,რომელზედაც ყვითელი მაისურიდან სიმბოლოები ამოაქარგვინეს. აქვე შემოგთავაზებებთ 1914 წლიდან 2010 წლამდე, თუ როგორი სახის ფორმები ეცვათ სელესაოს.

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

[*]კაფუ 1990–2006 142
[*]რობერტო კარლოსი 1992–2006 125
[*]კლაუდიო ტაფარელი 1987–1998 101
[*]ჯალმა სანტოსი 1952–1968 98
[*]რონალდო 1994–2006 97
[*]ლუსიო 2000– 97
[*]ჟილმარი 1953–1969 94
[*] ჟილბერტო სილვა 2001– 93
[*]პელე 1957–1971 92
[*]რიველინო 1965–1978 92
[*]დიდა 1995–2006 91
[*]დუნგა 1982–1998 91
[*]რონალდინიო 1999– 88
[*]ზე რობერტო 1995–2006 84
[*]რობინიო 2003- 84
[*]კაკა 2002– 82
[*]ალდაირი 1989–2000 81
[*]ჟაირზინიო 1963–1982 81
[*]ლეაო 1970–1986 80
[*]ჟუანი 2001- 79

ყველაზე მეტი გატანილი გოლი

[*]პელე 1957–1971 77
[*]რონალდო 1994–2006 62
[*]რომარიო 1987–2005 55
[*]ზიკო 1971–1989 52
[*]ბებეტო 1985–1998 39
[*]რივალდო 1993–2003 34
[*]ჟაირზინიო 1963–1982 33
[*]ადემირი 1945–1953 32
[*]რონალდინიო 1999– 32
[*]ტოსტაო 1966–1972 32
[*]ზიზინიო 1942–1957 30
[*]კარეკა 1982–1993 29
[*]ლუის ფაბიანო 2003– 28
[*]ადრიანო 2000– 27
[*] კაკა 2002– 27
[*]რიველინო 1965–1978 26
[*] რობინიო 2003– 25
[*]ჟაირი 1940–1950 22
[*]სოკრატესი 1979–1986 22
[*]ლეონიდასი 1932–1946 21

მწვრთნელები


[*]ადემარ პიმენტა (1936–1938; 1942)
[*]ფლავიო კოშტა (1944–1950; 1955; 1956)
[*]ზეზე მორეირა (1952; 1954–1955)
[*]აიმორ მორეირა (1953)
[*]ვისენტე ფეოლა (1955)
[*]ოსვალდო ბრანდაო (1955–1956; 1957)
[*]ტეტე (1956)
[*]სილვიო პირილო (1957)
[*]პედრინიო (1957)
[*]ვისენტე ფეოლა - 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1958–1960)
[*]აიმორ მორეირა - 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1961–1963)
[*]ვისენტე ფეოლა (1964–1967)
[*]დორივალ იუსტრიხი (1968)
[*]მარიო ზაგალო - 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1970–1974; 2002)
[*]ოსვალდო ბრანდაო (1975–1977)
[*]კლაუდიო კოუტინიო (1977–1980)
[*]ტელე სანტანა (1980–1982)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა (1983)
[*]ედუ (1983–1984)
[*]ევარისტო დე მასედო (1984–1985)
[*]ტელე სანტანა (1985–1986)
[*]კარლოს ალბერტო სილვა (1987–1988)
[*]სებასტიაო ლაზარონი (1989–1990)
[*]პაოლო რობერტო ფალკაო (1991)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა - 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1991–1994)
[*]მარიო ზაგალო (1995–1998)
[*]ვანდერლეი ლუშემბურგო (1998–2000)
[*]ემერსონ ლეაო (2000–2001)
[*]ლუის ფელიპე სკოლარი - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი (2001–2002)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა (2002–2006)
[*]დუნგა (2006– 2010)
[*]მანო მენეზესი (2010-დღემდე)

მსოფლიო ჩემპიონატი

გამარჯვებული(5): 1958, 1962, 1970, 1994, 2002
მე-2 ადგილი(2): 1950, 1998
მე-3 ადგილი(2):1938, 1978
მე-4 ადგილი(1): 1974

კოპა ამერიკა

გამარჯვებული(8): 1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007
მე-2 ადგილი(11): 1921, 1925, 1937, 1945, 1946, 1953, 1957, 1959, 1983, 1991, 1995

კონფედერაცითა თასი

გამარჯვებული(3): 1997, 2005, 2009
მე-2 ადგილი(1): 1999

პანამერიკის ჩემპიონატი

გამარჯვებული(2): 1952, 1956

კოპა აპერიკა 2011:

2011 წლის, 3 ივლისი===ვენესუელა-ბრაზილია(ლა პლატაში)
2011 წლის, 9 ივლისი===პარაგვაი-ბრაზილია(კორდობაში)
2011 წლის, 13 ივლისი===ეკვადორი-ბრაზილია (კორდობაში)

This post has been edited by giga_barceloneli on 5 Apr 2011, 16:09

მიმაგრებული სურათი
brazi.jpg
acdachi
გლადიატორი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 45705
წევრი No.: 35873
რეგისტრ.: 3-June 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:25  #24813933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ ახალ თემას.....
ბრაზილიელ ლეგიონერებზე რაც შეიძლება მეტი კარგი ინფო...
შიდა ჩემპიონატში ვერავის გამოვარჩევ....

კოპამდე კი გვეყოფა ეს თემა.....


--------------------
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN

MrFenix
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16055
წევრი No.: 31095
რეგისტრ.: 9-March 07

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:28  #24814005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
giga_barceloneli
ფეხბურთელების ასაკი შეცდომით გაქვს, მოდერს უთხარი ჩაასწოროს smile.gif

გილოცავთ ახალ თემას bis.gif

This post has been edited by MrFenix on 5 Apr 2011, 16:29


--------------------
დაწყნარდი, თორემ ჭუჭულიკებში ჩაგცხებ ეკლიან ჯოხს ....
geo-brasil
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 278
წევრი No.: 128445
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:39  #24814200      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ნეიმარი ჯარიდან გაათავისუფლეს smile.gifuser posted image

This post has been edited by geo-brasil on 5 Apr 2011, 16:40
ლივერმენ
"O Soldiers of Truth Go Forth"‎‎


********
ჯგუფი: Members
წერილები: 80133
წევრი No.: 108214
რეგისტრ.: 3-January 10

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:39  #24814212      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
4. დავიდ ლუიზი===(1987 წლის, 22 აპრილი, 23 წლის)===ბენფიკა


ეს ჩასწორეთ და ჩელსი მიაწერეთ smile.gif


ბრაზილის ნაკრებს რაც შეეხება ბავშვობაში მევასებოდა როცა რონალდო გლიჯავდა. smile.gif


--------------------
مِنَ الْمُؤْمِنِينَ رِجَالٌ صَدَقُوا مَا عَاهَدُوا اللَّهَ عَلَيْهِ ۖ فَمِنْهُمْ مَنْ قَضَىٰ نَحْبَهُ وَمِنْهُمْ مَنْ يَنْتَظِرُ ۖ وَمَا"بَدَّلُوا تَبْدِيلًا
33:23
Wiseman*
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11810
წევრი No.: 78016
რეგისტრ.: 10-December 08

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:44  #24814285      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველად ვწერ ბრაზილიის თემის პირველ გვერდზე bis.gif bis.gif
ახალ-ახალ რონალდოებს გისურვებთ biggrin.gif


--------------------
Hattrick.ORG --> IV.32 -- Nightmare.

ტიტულები: V.147 - სეზონი: XXI

http://hattrickunited.org/nightmare/


♥♥ LFC - YNWA ♥♥
Metope
FC Torpedo Kutaisi :)


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13201
წევრი No.: 69227
რეგისტრ.: 5-August 08

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 16:45  #24814304      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · aim
chups.gif

....................................................


--------------------
Brazil მისდღემჩიიიიი .... :)

geo-brasil
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 278
წევრი No.: 128445
რეგისტრ.: 8-March 11

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 17:10  #24814729      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სურს ესპანეთმა კოპა ამერიკაზე იასპარეზოს... smile.gif არგენტინელებიც არ არიან უარზე როგორც წავიკითხე, დაველოდოთ მოვლენების განვითარებასsmile.gif ისე საინტერესო იქნება ! ესპანეთი მაინც არაევროპული ქვეყანაა საფეხბურთო თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტ სილამაზეს შEსძენს ამ ტურნირს
giga_barceloneli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8634
წევრი No.: 103205
რეგისტრ.: 25-October 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 18:46  #24816360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
geo-brasil
QUOTE
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სურს ესპანეთმა კოპა ამერიკაზე იასპარეზოს.

ვითომ? smile.gif)

რაღაც ალოგიკურს ჰგავს
Blunt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13867
წევრი No.: 93806
რეგისტრ.: 17-June 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 18:51  #24816443      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სურს ესპანეთმა კოპა ამერიკაზე იასპარეზოს...


და ევროპაზე აღარ იქნება?

პაჯალუსტა

This post has been edited by Blunt on 5 Apr 2011, 18:52


--------------------
-არ გეშინია?
-რისი? -სიკვდილის...
-ცოტა...ადრე მეშინოდა ძალიან...
-როდის? -როცა ბედნიერი ვიყავი...
-როდის იყავი ბედნიერი?
-როცა სიკვდილის მეშინოდა...
-რატომ გეშინოდა სიკვდილის?
-იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავი...
-და... რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ?
-ძალიან გეშინია... სიკვდილის...
beqa331
Save the humanity


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16317
წევრი No.: 94198
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 5 Apr 2011, 18:56  #24816550      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
იაპონია კიდე ჯანდაბას და ესპანეთი??

lol.gif

1 აპრილს მაინც დაგეწერა user.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (105) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1387 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]