forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Seleção Brasileira ( Vol. 14 ), Mano e Regresso
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 20:41  #32595245      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

user posted image


მეტსახელი: Canarinho(პატარა იადონი)
A Seleção(შერჩევა)
Verde-Amarela(მწვანე და ყვითელი)
Esquadrão de Ouro(ოქროს ჯგუფი)
Os reis do Samba(სამბას მეფეები)
ასოციაცია: Confederação Brasileira de Futebol(ბრაზილიური ფეხბურთის კონფედერაცია)
კონფედერაცია: CONMEBOL (სამხრეთ ამერიკა)
მთავარი მწვრთნელი: მანო მენეზესი
კაპიტანი: ტიაგო სილვა
ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი: კაფუ(142)
საუკეთესო ბომბარდირი : პელე(77)
საშინაო სტადიონი: Maracanã, Morumbi, Mineirão
ფიფას კოდი: BRA
ფიფას რეიტინგი: 13
ყველაზე მაღალი ფიფას რეიტინგი: 1 (1993-2007, 2009-2010)
ყველაზე დაბალი ფიფას რეიტინგი: 13 (2012 წლის აგვისტო)
Elo-ს რეიტინგი: 3
ყველაზე მაღალი Elo-ს რეიტინგი: 1 (1 (1958-63, 1965-66, 1970-74 1978-79, 1981-83, 1986-87, 1990,1992,1994-00, 2002-10)
ყველაზე დაბალი Elo-ს რეიტინგი: 18 (2001 წლის, ნოემბერი)
პირველი საერთაშორისო შეხვედრა: არგენტინა 3-0 ბრაზილია (1914 წლის 20 სექტემბერი,ბუენოს აირესი)
დიდი ანგარიშით მოგება: ბრაზილია 14-0 ნიკარაგუა(მეხიკო, 1975 წლის 17 ოქტომბერი)
დიდი ანგარიშით მარცხი: ურუგვაი 6-0 ბრაზილია (ვინა დელ მარი, ჩილე, 1920 წლის 18 სექტემბერი)
მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა: 19 (პირველად 1930 წელს)
მსოფლიო ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1958,1962,1970,1994,2002
კოპა ამერიკაზე მონაწილეობა: 33 (პირველად 1916 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებული: 1919, 1922,1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007
კონფედერაციის თასზე მონაწილეობა: 6 (პირველად 1997 წელს)
საუკეთესო შედეგი: გამარჯვებულები, 1997, 2005, 2009


ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა (შვედეთთან გამოძახებულები)


user posted image

მეკარეები:

1. გაბრიელი===(1992 წლის 22 სექტემბერი, 19 წლის)===მილანი
12. ნეტო====(1989 წლის 19 ივლისი, 23 წლის)===ფიორენტინა
22. რენან რიბეიორო===(1990 წლის 23 მარტი, 22 წლის)===ატლეტიკო მინეირო


მცველები:

2. დანიელ ალვეში===(1983 წლის 6 მაისი, 29 წლის)===ბარსელონა
3. ტიაგო სილვა===(1984 წლის 22 სექტემბერი,27 წლის)===პსჟ
4. დავიდ ლუიზი===(1987 წლის 22 აპრილი, 25 წლის)===ჩელსი
6. ალექს სანდრო===(1991 წლის 26 იანვარი, 21 წლის)===პორტო
13. დედე===(1988 წლის 1 ივლისი, 24 წლის)===ვასკო და გამა
14. ჟუან ჟესუსი===(1991 წლის 10 ივნისი, 21 წლის)===ინტერი
16. რაფაელ და სილვა===(1990 წლის 9 ივლისი, 22 წლის)===მანჩესტერ იუნაიტედი
21. დანილო===(1991 წლის 15 ივლისი, 21 წლის)===პორტო

ნახევარმცველები:

5. რომულო===(1990 წლის 19 სექტემბერი, 21 წლის)===მოსკოვის სპარტაკი
7. რამირესი===(1987 წლის 24 მარტი, 25 წლის)===ჩელსი
8. პაულინიო===(1988 წლის 25 ივლისი, 24 წლის)===კორინთიანსი
10. ოსკარი===(1991 წლის 9 სექტემბერი, 20 წლის)===ჩელსი
15. სანდრო===(1989 წლის 15 მარტი, 23 წლის)===ტოტენჰემი
17. ლუკასი===(1992 წლის 13 აგვისტო, 20 წლის)===სან-პაულო(2013 წლის იანვრიდან პსჟ)
20. განსო===(1989 წლის 12 ოქტომბერი, 22 წლის)===სანტოსი

თავდამსხმელები:

9. ლეანდრო დამიაო===(1989 წლის 22 ივლისი, 23 წლის)===ინტერნასიონალი
11. ნეიმარი===(1992 წლის 5 თებერვალი, 20 წლის)===სანტოსი
12. ჰალკი===(1986 წლის 25 ივლისი, 26 წლის)===პორტო
17. ჟონასი===(1984 წლის 1 აპრილი, 28 წლის)===ვალენსია
19. ალეშანდრო პატო===(1989 წლის 2 სექტემბერი, 22 წლის)===მილანი


წინა თემის ლინკები:
პირველი ნაწილი (2 ნაწილიანია)-ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი
მეორე ნაწილი- ბრაზილიის ნაკრების ფანკლუბი (II ნაწილი)
მესამე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეოთხე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეხუთე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები
მეექვსე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAO
მეშვიდე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, SELECAO
მერვე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეცხრე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეათე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეთერთმეტე ნაწილი- ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეთორთმეტე ნაწილი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი
მეცამეტე ნაწილი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფანკლუბი




შესავალი


ბრაზილიის ეროვნული ნაკრები არის მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელმაც მოიგო 5-ჯერ (1958,1962,1970,1994,2002).
ბრაზილიაში, ისევე როგორც თითქმის ყველა ქვეყანაში, ფეხბურთი ინგლისელებმა შეიტანეს და ეს თამაში უკვე საკმაოდ პოპულარული იყო 19 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს. ლოგიკურია რომ თამაში ფართოდ გავრცელდა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაულოში, ანუ იმ ქალაქებში, რომლებსაც მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ქონდათ ინგლისთან. 1904 წელს ბანგუს ქარხნის მუშებმა(რიო-დე-ჟანეირო), რომლებთა შორის ბევრი ინგლისელი იყო, დაარსეს საფეხბურთო კლუბი ბანგუ. ამ ჩვეულებრივმა ბრაზილიურმა კლუბმა რომელიც ახლა საშუალოზე დაბალი დონის კლუბად ითვლება, სათავე დაუდო არაჩვეულებრივ სიახლეს. კლუბმა თავის რიგებში ჩარიცხა რიოს პლაჟებზე მოთამაშე შავკანიანი ფეხბურთელები და საბედნიეროდ მის მაგალითს მალე მიბაძა ვასკო დე გამამ. ამის შედეგად თამაში კიდევ უფრო პოპულარული გახდა ქვეყანაში, სწორედ ეს თარიღი უნდა მივიჩნიოთ ბრაზილიური ფეხბურთის დაბადებად.
ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პირველ თამაშად მიჩნეულია მატჩი,რომელიც გაიმართა 1914 წელს ქალაქ რიო-დე-ჟანეიროის გარეუბან ფლუმენინსეში. ნაკრები დაუპირსპირდა ინგლისის საფეხბურთო კლუბ იქსტერ სიტის და გაიმარჯვა ოსვალდო გომესისა და ოსმანის გოლების წყალობით ანგარიშით 2:0.
უმნიშვნელოვანესად მიჩნეულია თამაში, რომელიც ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ფეხბურთის ფედერაციის გვერდის ავლით და ამიტომ არ არის შესული სალესაოს ოფიციალურ სტატისტიკაში.



ისტორია


1917 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამო, ლათინურ ამერიკაში ტურნეს ატარებდა იმ დროისთვის ერთ-ერთი უძლიერესი ინგლისური კლუბი, ბოლტონ უანდარერსი.
მატჩს ბოლტონსა და არაოფიციალურ სალესაოს შორის უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩს დაესწრო იმ დროისთვის უპრეცენდენტო მაყურებელთა რაოდენობა 20 000, ხოლო ტელეგრაფის საშუალებით ყოველ ხუთ წუთში ერთხელ გადაიცემოდა ცნობები მატჩის მიმდინარეობის შესახებ. თამაში დამთავრდა სენსაციური ანგარიშით 2:2. ორივე გოლი გაიტანა ბრაზილიური ფეხბურთის პირველმა ლეგენდამ არტურ ფრეინდენრეიხმა(ფრედი) და ბრაზილიელებმა ერთხელ და სამუდამუდ ირწმუნეს რომ მათ უმაღლეს დონეზე შეუძლიათ ფეხბურთის თამაში.
ამას მალევე (1919 წელს) მოჰყვა კოპა ამერიკაზე გამარჯვება და ფეხბურთი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სპორტის უბრალო სახეობიდან გადაიქცა ეროვნული თვითგამოხატვისა და სიამაყის საგნად.

სამწუხაროდ, პირველ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ ვერ შეძლო უძლიერესი შემადგენლობის ჩაყვანა, რისი ლოგიკური შედეგიც იყო ის, რომ გუნდი ორივე შემთხვევაში საწყის ეტაპზე გამოეთიშა გათამაშებას.


1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



1930 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდები კვალიფიკაციის გარეშე მოხვდნენ. ფიფას სურვილი ჰქონდა მოეწვია,რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა,მაგრამ მხოლოდ 13 მათგანი გაემგზავრა ურუგვაიში. ყველა ფეხბურთელი (გარდა არაკენის), ვინც მუნდიალზე წასვლას გეგმავდა იყო რიო დე ჟანეიროს შტატიდან,სადაც იყო განთავსებული ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია. ფედერაციამ უარი თქვა მოეწვიათ მენეჯერები სან პაულოდან და შესაბამისად არც მათ გაუშვეს საკუთარი აღზრდილი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატზე. არაკენი თამაშობდა სანტოსში, მაგრამ ის მოხალისედ მაინც წავიდა ჩემპიონატზე. ურუგვაიში მხოლოდ მოყვარულები ჩავიდნენ და შედეგიც შესაბამისი აჩვენეს.

ბრაზილიის ნაკრებმა პირველი თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამართა 1930 წლის 14 ივნისს, იუგოსლავიის წინააღმდეგ. პირველი ტაიმის შემდგომ ისინი 2-0ს აგებდნენ. მეორე ტაიმის მე-17 წუთზე კაპიტანმა პრეგუინომ სხვაობა შეამცირა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გაიტანა პირველი გოლი ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ფლუმინენსეში თამაშობდა . მისი სრული სახელი და გვარია: ჟოაო კოელო ნეტო,ხოლო პრეგუინიო არის მეტსახელი, რომელიც ნიშნავს „პატარა ფრჩხილს“ ( smile.gif)

როდესაც ბრაზილია და ბოლივია ერთმანეთს შეხვდნენ, მათ უკვე შანსი აღარ ჰქონდათ, რომ რომელიმე მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო. ბრაზილიამ 4-0 გაანადგურა. პრეგუინიომ ამ ტურნირზე კიდევ 2 გოლის გატანა მოახერხა ბოლივიას კარში და ბრაზილიის ნაკრების ბომბარდირიც გახდა. ასევე, 2 გოლი გაიტანა მოდერატომ.

ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატი დაასრულა მე-6 პოზიციაზე, 1 მოგებით,1 წაგებით, 5-1 ზე ბურთების შეფარდებით.



1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


1934 წელსაც ვერ მოხერხდა ოპტიმალური შემადგენლოს შეკრება. მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე ცნობილი ვარსკვლავი ლეონიდასის თამადობით ტურნირზე გაემგზავრა. სამაგიეროდ მუნდიალი გამოტოვა ფრეიდენრეიხმა და ამ წელსაც სელესაო ნაადრევად დაემშვიდობა ტურნირს. გუნდის შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: პედროსა,სილვიო ჰოფმანი,ლუიზ ლუზი,ტინოკო,მარტიმ(კაპიტანი),კანალი,ლუიზინიო,ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდასი, პატესკო.
სათადარიგო: გერმანო (მეკარე), ოკტასილიო, არიელი,ვალდირი,კარვალიო ლეიტე და ატილა.
მწვრთნელი: ლუიზ ვინიაესი

ბრაზილიას და პერუს ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რათა გარკვეულიყო, თუ ვინ წავიდოდა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. პერუ გამოეთიშა ასპარეზობას და ბრაზილია ავტომატურა მოხვდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასევე არგენტინაც ასე გავიდა. წინა მსოფლიო ჩემპიონმა ურუგვაიმ საერთოდ უარი თქვა მიეღო მონაწილეობა იტალიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე.
1930 წლის მსგავსად, ბიუროკრატიულმა პრობლემებმა შეაფერხა ბრაზილიის ნაკრები, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი ფეხბურთელით წარმდგარიყო.

1934 წელს, ბრაზილიური ფეხბურთი გადადიოდა მოყვარულიდან პროფესიონალურ დონეზე. 2 მხარე გამოიყოფოდა: ძველი ბრაზილიური კონფედერაცია, რომელიც ძირითადად მოიცავდა მოყვარულ გუნდებს და ახალი ბრაზილიური ფედერაცია, რომელშიც შესული იყვნენ რიო დე ჟანეიროსა და სან პაულოს შტატის გუნდები. მიუხედავად ამისა, ფიფა არ ცნობდა ახალ ბრაზილიის ფედერაციას და ეს ყოველივე დამოკიდებული იყო კონფედერაცია, თუ როგორ დააკომპლექტებდა ნაკრებს. ორმა მხარე შეეცადა რომ ხელშეკრულება დაედოთ, მაგრამ ფედერაციამ უარი განაცხადა რომ საკუთარი ფეხბურთელები გაეშვათ. ბოტაფოგო,რიო დე ჟანეიროდან, იყო ერთადერთი გუნდი, რომელიც კვლავ კავშირში იყო კონფედერაციასთან. ბრაზილიის კონფედერაციამ გაუფორმა დროებითი კონტრაქტი 8 ფეხბურთელს, პროფესიული გუნდებიდან (სილვიო ჰოფმა,ლუიზ ლუცი, ტინოკო, ლუიზინიო, ვალდემარ დე ბრიტო, არმანდინიო, ლეონიდას და სილვა და პატესკო); სხვა 9 ფეხბურთელი თამაშობდნენ ბოტაფოგოში. მხოლოდ 17 ფეხბურთელი გაემგზავრა 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ბრაზილიელები გაემგზავრნენ იტალიაში პატარა და არაკომფორტული გემით, 1934 წლის 12 მაისს. ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გარდა, ბრაზილიელებს უნდა ევარჯიშათ ფიზ-ინსტრუქტორის გარეშეც. ყველა ფეხბურთელი დაავადდა ზღვის დაავადებით. გემი გაჩერდა ბარსელონაში, სადაც აიყვანეს ესპანეთის ნაკრები.

ევროპისკენ მოგზაურობამ 13 დღეს გასტანა. ნაკრები იტალიაში პარასკევ დღეს ჩავიდა და კვირას გამართეს შეხვედრა ესპანეთის წინააღმდეგ. 1934 წელს, 16 გუნდი მონაწილეობდა, წაგებული ავტომატურად ვარდებოდა, ვინც მოიგებდა შემდგომ ეტაპზე გადიოდა. რამოდენიმე გამოჩენილი ბრაზილიელი არც კი წავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე, მცირე შანსი გვაქვს ესპანეთი დავამარცხოთო. ესპანეთს კარგი ნაკრები ჰყავდა და გამორჩეული იყო მეკარე დივინი ზამორა.
ესპანელებმა 2 გოლი გაიტანეს პირველ ტაიმში, მეორე ნახევარში ბრაზილიელები გამოცოცხლდნენ, ლეონიდას და სილვა ერთადერთი გოლი გაიტანა და ბრაზილია დამარცხდა ესპანეთთან. მაგრამ იყო საკამათო ეპიზოდი, თამამად შეიძლება ითქვას რომ ბრაზილიას გოლი არ ჩაუთვალეს და სურათიდანაც ნათლად ჩანს რომ ესპანელმა ბურთი ხელით გააჩერა, რომელიც კარში გადიოდა. გერმანელ მსაჯს პენალტის დანიშვნა მართებდა და ყოველივეს აპროტესტებდა ტინოკო.


user posted image



1938 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

1938 წელს როგორც იქნა გაუგებრობები მოგვარდა და სელესაო მუნდიალზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგა. შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა :
ძირითადი შემადგენლობა: ბატატაისი,დომინგოს და მაჩადო, ზეზე პროკოპიო, მარტიმ და აფოსინიო, ლოპესი,რომეუ, ლეონიდასი(კაპიტანი), პერაკიო და ჰერკულესი.
სათადარიგო: ვალტერ(მეკარე), ჯაუ,ნარზი,ბრიტო, ბრანდაო, არგემირო, რობერტო, ლუიზინიო,ნიგინიო, ტიმ და პატესკო.
მწვრთნელი: ადემარ პიმენტა
შედეგიც ბრწყინვალე აჩვენა მე-3 ადგილი. ლეონიდასი გახდა ტურნირის ბომბარდირი. გუნდმა ერთადერთი თამაში წააგო საეჭვო ვითარებაში იტალიის ნაკრებთან, რომელსაც მუსოლინის ძალისხმევის შედეგად უდიდესი მხარდაჭერა ჰქონდა მსაჯების მხრიდან.
პირველი თამაში ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს პოლონეთს, 6-5. პირველ ტაიმში ბრაზილიელები 3-1 ს იგებდნენ, გოლები ლეონიდასმა, რომეუმ და პერაციომ გაიტანეს. მეორე ნახევარში, პოლონეთმა ანგარიში გაათანაბრა და გახდა 4-4, ხოლო შემდგომ ლეონიდასმა გაიტანა კიდევ 2 გოლი და საბოლოოდ დაფიქსირდა 6-5 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.
მეორე დღეს, ბრაზილიელებს მოუწიათ მატარებლით საფრანგეთში გამგზავრება და გაიარეს დაახლოებით 1000კმ. შემდგომი თამაში ჩეხოსლოვაკიასთან ჰქონდათ ტულუზაში. პირველი თამაშის შედეგი იყო 1-1, დამატებითი 30 წუთის შემდგომ, ლეონიდასმა გაიტანა გოლი. ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით, გუნდებს ისევ უნდა ეთამაშათ ერთმანეთში, 2 დღის შემდგომ პირველი თამაშიდან.
ბრაზილიელთა მწვრთნელმა პრიმენტამ გადაწყვიტა რომ დაესვენებინა ყველა მნიშვნელოვანი მოთამაშე , გარდა მეკარე ვალტერის და ლეონიდასის. სარეზერვო გუნდიც საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ჩეხებმა პირველი გაიტანეს, მაგრამ შემდგომ ტიმმა და ლეონიდასმა საბოლოო შედეგი დააფიქსირეს 2-1
ბრაზილიის ნაკრებს მოუწია ისევ მატარებლით მოგზაურობა, ამჯერად მარსელში, სადაც უდნა შეხვედროდა იტალიას,ჩეხეთის თამაშიდან, 2 დღის შემდგომ.


ლეონიდასი დამტვრეული იყო და ვერ ითამაშა იტალიელების წინააღმდეგ თამაში. პირველი ტაიმი 0-0 დამთავრდა. ჯინო კოლაუზიმ პირველი გოლი გაიტანი იტალიის შემადგენლობიდან. შემდგომ დაინიშნა პენალტი, რომელსაც აპროტესტებდა ერთ-ერთი საუკეთესო მცველი დომინგოს და გუია, რომელიც ამბობდა, რომ იტალიელმა პიოლამ ხელი კრა მას,ხოლო საპასუხო შეხებისას, შვეიცარიელმა არბიტრმა ჯარიმა, პენალტი დანიშნა, რომელიც ჯუზეპე მეაცამ გოლად აქცია.ბრაზილიელებმა ერთადერთი თამაშის დამთავრებამდე შეძლეს სხვაობის შემცირება. იტალიასთან მარცხის შემდგომ ბრაზილიელები პრეტენზიას გამოთქვამდნენ, გადატვირთული მგზავრობის, თამაშების სიუხვის და მსაჯთა შეცდომების შესახებ. მიუხედავად ამისა, ჯოაო სალდანიანმ, გამოჩენილმა ბრაზილიელმა ჟურნალისტმა (რომელიც 1970 ბრაზილიის ნაკრებს წვრთნიდა, სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო წრეში) განაცხადა BBC-სთან ინტერვიუში, რომ იტალიამ დამსახურებულად გაიმარჯვაო.
შვედებს ბრაზილიელებმა 4-2 მოუგეს და მესამე ადგილს დასჯერდნენ, ლეონიდასი დაუბრუნდა გუნდს და 2 გოლი გაიტანა ამ თამაშზე.


1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

ძირითადი შემადგენლობა მექსიკასთან:
ბარბოსა, აუგუსტო(კაპიტანი),ჯუვენალი,ელი,დანილო,ბიგოდე, მანეკა, ადემირ, ბალტაზარი, ჟაირ და ფრიაკა.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ნილტონ სანტოსი, რუი, ნორონია, ბაუერი, ალფრედო, ადაოზინიო, ჩიკო, ზიზინიო და როდრიგესი.
მწვრთნელი: ფლავიო კოსტა

1938 წელს ნაჩვენებმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ფიფამ გადაწყვიტა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიაში ჩაეტარებინა. მეორე მსოფლიო ომმა ამ მოვლენის ორგანიზება 12 წლით გადადო. სამაგიეროდ ქვეყანას „თავზე საყრელი“ დრო ჰქონდა რომ ამ ტურნირისთვის შესაბამისად მომზადებულიყო. აშენდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო სტადიონი მარაკანა, ხოლო 1949 წლის კოპა ამერიკის ტრიუმფმა კიდევ უფრო განამტკიცა ბრაზილიელთა ოპტიმიზმი. ძალიან იმედის მომცემი იყო დასაწყისიც, გუნდი თამაშებს იგებდა ძალიან იოლად, დიდი ანგარიშებით.
პირველი თამაშში ბრაზილიელები შეხვდნენ მექსიკას, რიო დე ჟანეიროში და ადვილად მოიგეს ანგარიშით 4-0. 2 გოლი გაიტანა ადემირმა, 1 ბალტაზარმა და 1 ჟაირმა.

მეორე თამაშში, ბრაზილიელებმა ფრედ ითამაშეს შვეიცარიელებთან, ანგარიშით 2-2.
რადგანაც ეს ერთადერთი ტურნირი იყო მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, რომლის გამარჯვებული გახდებოდა ის გუნდი რომელიც ფინალურ ჯგუფში (ბრაზილია, ურუგვაი, ესპანეთი, შვედეთი) პირველ ადგილზე გავიდოდა,ბრაზილიელებს სრული საფუძველი ჰქონდათ ოპტიმიზმის.

ჯერ შვედებს მოუგეს 7:1, შემდეგ ესპანელებს 6:1 და ჩემპიონობისთვის ფრეც ყოფნიდათ.
ყველაფერი კარგად დაიწყო გუნდი ფლობდა სრულ სათამაშო უპირატესობას და 47-ე წუთზე ფრიაკას გოლის წყალობით დაწინაურდნენ კიდეც.
ყველასთვის მოულოდნელად ურუგვაიმ საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და სკიფიანოს და ჯიგიას გოლების წყალობით შეძლო თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა.
ამ თამაშს დაესწრო 199,854 მაყურებელის.ეს დამარცხება ქვეყნისთვის იყო ტრაგედია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მას თავისი სახელიც კი ეწოდა მარაკანასო. დაფიქსირდა 40-მდე თვითმკველეობა ამ მოვლენის გამო, ხოლო ამ თამაშში მოთამაშე ფეხბურთელებიდან მხოლოდ ლეგენდარულმა ზიზინიომ შეძლო სრულფასოვანი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება. დანარჩენებმა ფეხბურთის თამაშს ან მალევე დაანებეს თავი, ან კიდევ თავიანთ კლუბებში „ჩაიკარგნენ.“
მეკარე ბარბოსა, რომელმაც მეორე გოლი ახლო კუთხეში გაუშვა, 40 წლის მერე სიკვდილის წინ იტყვის. ჩვენ ქვეყანაში მაქსიმალური სასჯელი 30 წელია, მე კიდევ მთელი ცხოვრება ვიტანჯებოდი ერთი შეცდომის გამო.
მეკარის პოზიცია იმდენად არაპოპულარული გახდა ქვეყანაში რომ მისთვის პრესტიჟის დაბრუნება მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა. საბედნიეროდ ბრაზილიელებმა მალე მოახერხეს ამ ტრაგედიის გადახარშვა და სათანადო დასკვნების გამოტანა, რაც მომავალი ტრიუმფების საფუძველი გახდა.


1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

პირველი შეხვედრა ბრაზილიის ნაკრებმა16 ივნისს ჩაატარა მექსიკის წინააღმდეგ და მორეირემ შემდეგი შემადგენლობა დაუპირისპირა:
კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, პინეირო, ნილტონ სანტოსი, ბრანდაოზინიო,ბაუერი(კაპიტანი), ჟულინიო, დიდი, ბალტაზარ, პინგა და როდრიგესი.
სათადარიგი ფეხბურთელები: ველუდო (მეკარე), საბესაო(მეკარე), პაულინჰიო, ალფრედო, ელი ,მაურო, დექუინა,მაურინიო, უმბერტო, ინდიო და რუბენსი.
მწვრთნელი: ზეზე მორეირა
ბრაზილიელებმა საკმაოდ იოლად მოიგეს შეხვედრა, ანგარიშით 5-0. ბალტაზარმა, დიდიმ პინგამ (2) და ჟულინიომ გამოიჩინეს თავი. თამაშებს შორის ვარჯიშებზე, ბრაზილიელთა თავკაცი სტიმულს აძლევდა, რომ პატრიოტული გრძნობა გაეღვიძებინა მათში (ცდილობდა განსხვავებულები ყოფილიყვნენ 1950 წლის ბრაზილიის ნაკრებთან). ყოველდღე, ბრაზილიური დროშა იფინებოდა და ბრაზილიელთან ჰიმნს უკრავდნენ. თითოეულ თამაშამდე ბრაზილიელები კოცნიდნენ დროშას.
მეორე შეხვედრაში, ბრაზილია დაუპირისპირდა იოგოსლავიას და კურიოზიც დაფიქსირდა. იოგოსლავია საფრანგეთი დაამარცხა და იმ შემთხვევაში, თუ ბრაზილიასთან ფრეს ითამაშებდნენ, ორივე გავიდოდა შემდგომ ეტაპზე, ამ მსოფლიო ჩემპიონატის წესის მიხედვით. ბრაზილიელებმა არ იცოდნენ. იუგოსლავია პირველი გოლი გაიტანა, მეორე ტაიმის 25-ე წუთზე, დიდი გაათანაბრა. მას შემდეგ, იუგოსლავიელები ბურთს აგორავებდნენ და დროს იყვანდნენ, ამით ანიშნებდნენ ბრაზილიას რომ ეს შედეგი ორივეს აწყობდა. მაგრამ ბრაზილიელები გიჟებივით დარბოდნენ და უნდოდათ მეორე გოლის გატანა,მაგრამ საბოლოოდ ანგარიში ვერ შეცვალეს biggrin.gif
1954 წელს მუნდიალს ერთი ფავორიტი ჰყავდა და ეს იყო უნგრეთის დიდი ნაკრები. ბრაზილია მას მეოთხედფინალშივე გადაეყარა და ბევრისთვის მოულოდნელად ძალიან სერიოზული ბრძოლა გაუმართა. გუნდში იყვნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც არიან: ჟილმარი, ნილტონ და ჯალმა სანტოსები, დიდი და ზიზინიო. მიუხედავად ამისა, ისეთი გუნდის დასამარცხებლად როგორიც მაშინ უნგრეთის ნაკრები იყო, მათაც არ ეყოთ ძალა და იღბალი. გუნდი 88-ე წუთამდე იბრძოდა, მაგრამ კოჩიშის გოლის შემდეგ ანგარიში 4:2 გახდა და ბრაზილია ოთხეულს მიღმა დარჩა. ფეხბურთის ისტორიაში ეს „სამარცხვინო“ თამაში ცნობილია, როგორც ბერნის ბრძოლა.

1957 წელი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში. ქვეყანაში ჩავიდა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელი უნგრელი ებრაელი ბელა გუტმანი, გახდა სან-პაულოს მთავარი მწვრთნელი და დაიწყო იმ დროისთვის რევოლუციური სისტემით 4-2-4-ით თამაში. სან-პაულო პაულისტას ჩემპიონი გახდა, ხოლო ყველა სხვა კლუბი დუბლ-ვედან 3-2-5 მომენტალურად გადავიდა ახალ, უფრო სრულყოფილ თამაშის სქემაზე, რომელსაც მოგვიანებით ბრაზილიური სისტემაც კი ეწოდა.
ამას დაემატა ის გარემოებაც , რომ გამოჩნდნენ ისეთი მაღალი დონის ვარსკვლავები როგორებიც არიან: გარინჩა, ალტაფანი, ამარილდო, ლუიზაო, ვავა, ზაგალო, პელე, კოუტინიო, კანტოჰიერო და ბრაზილიურმა ფეხბურთმა განვითარების ახალ არნახულ დონეს მიაღწია.


ოქროს ხანა და პელე(1958-1970)



user posted image


1958 წლის შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ბრაზილიელთა მწვრთნელმა ვისენტე ფეოლამ უამრავი ვარსკვლავიდან შეძლო და შეარჩია ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად ჯდებოდნენ ახალ სათამაშო სქემაში და მოახდინა გუნდის დაბალანსება, ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელების და გამოცდილების ხარჯზე. გარდა სათამაშო სქემისა, მზადების პროცესისადმი მიდგომაც რევოლუციური იყო.. მან ფეხბურთელებს მისცა იმ 40 ქმედების სია, რაც არ უნდა გაეკეთებინათ.ესენი იყო ქუდის და ქოლგის ტარება,ოფიციალური ტანსაცმლის ტარების დროს სიგარეტის მოწევა, პრესასთან საუბარი დაწესებულ დროში. ასევე,გუნდს ჰყავდა საკუთარი ფსიქოლოგი, სტომატოლოგი, ექიმი და მზარეულიც კი, რომელიც სპეციალურად არჩევდა ფეხბურთელების ჭამის რაციონს. პირველად სწორედ ფეოლას სამწვრთნელო შტაბმა შეძლო და მუნდიალისთვის მზადება ჩვეულებრივი ვარჯიშებიდან გადააქცია კომპლექსურ პროცესად, რამაც ბრწყინვალე შედეგი გამოიღო 1958 წელს შვედეთში ჩატარებულ მუნდიალზე.


user posted image


ბრაზილიელთა შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა პირველ მატჩზე:
გილმარი (მეკარე), დე სორდი, ბელინი (კაპიტანი), ორლანდო, ნილტონ სანტოსი, დინო სანი,დიდი, ჟოელ, მაზოლა, დიდა და ზაგალო.
სათადარიგო: კასტილიო(მეკარე), ჯალმა სანტოსი, მაურო, ზოზიმო, ორეკო, ზიტო, პელე, დინო სანი, მოაკირ, დიდა და პეპე.
მწვრთნელი: ვისენტე ფეოლა
ფეოლა დასაწყისში მაინც ფრთხილობდა და პირველ ორ მატჩში პელეც და გარინჩაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა პირველი თამაში ავსტრიის წინააღმდეგ ბრაზილიამ 3-0 მოიგო, 2 გოლი მაზოლას და 1 ნილტონ სანტოსის ანგარიშზეა. ხოლო, მეორე თამაში ფრედ ითამაშეს ინგლისთან. ჯგუფის ბოლო თამაში ბრაზილიის ნაკრებს ჰქონდა საბჭოთა კავშირთან. მატჩის დაწყებამდე გუნდის ლიდერები ნილტონი,ბელინი,სანტოსი და დიდი ესაუბრნენ მწვრთნელ ვისენტე ფეოლას და დაარწმუნეს რომ საბჭოთა კავშირის დასამარცხებლად და თასის ასაღებად გუნდში სამი ცვლილება გაეკეთებინა:პელე,გარინჩა და ზიტო დაეყენებინა სასტარტო შემადგენლობაში.თამაშის დასაწყისში გარინჩამ მიიღო ბურთი,მოატყუა ორი მოწინააღმდეგე ფეხბურთელი და გაიტანა გოლი.ბრაზილიელებმა სამი წუთის მანძილზე შეინარჩუნეს თავიანთი უპირატესობა,შემდეგ კი ვავამ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ეს წუთები იყო ყველაზე დიდი სამი წუთი ფეხბურთის ისტორიაში,როგორც მოგვიანებით უწოდეს.საბოლოოდ 2:0 ბრაზილიელთა სასარგებლოდ.მეოთხედფინალში ბრაზილიელებმა პელეს დუბლით დაამარცხეს უელსელები,ხოლო ნახევარფინალში ფრანგები 5:2.

user posted image

ფინალში ბრაზილია მასპინძელ შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შვედებმა მეოთხედფინალში საბჭოთა კავშირი დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში გერმანია. შვედთა თავკაცს სჯეროდა, რომ თუ თავისი გუნდი პირველ გოლს გაიტანდა, მაშინ ბრაზილიას შანსი არ ექნებოდა ამ თამაშის შემოტრიალების. მეორე წუთზე ლიდჰოლმა გოლი გაიტანა. ბრაზილიამ მალევე უპასუხა, კერძოდ ვავას 2 გოლით. მეორე ტაიმში პელემ და ზაგალომ გაიტანეს გოლები. პელემ გაიტანა ბოლო გოლი ჩემპიონატზე,ბოლო წუთზე. მსოფლიო ფეხბურთმა გაიცნო მეფე, სახელად პელე.
ბრაზილია გახდა პირველი გუნდი,რომელმაც საკუთარი კონტინენტის გარეთ მოიგო ჩემპიონობა. ჩემპიონობა.აღსანიშნივი ფაქტი იყო ის, რომ ფეოლას ვარჟიშებზე ჩაეძინებოდა,თამაშის დროს კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მძინარეს შთაბეჭდილებას ტოვებდა ხოლმე.ამის გამი დიდი ხშირად ეუბნებოდა, რომ ნამდვილი მწვრთნელი ყოფილიყო. (smile.gif)


1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრები






საინტერესო ინფორმაცია პელეზე და 10 ნომრიან მაისურზე. თუ რატომ მიანიჭეს მას 10 ნომერი.. 1958 წელს, ფორმაზე ნომრის დაწერა შესაბამისი კომისიის პრეროგატივა იყო, რომელიც არ უნდა შეცვლილიყო ტურნირზე. შვედმა კომისიონერი სწრაფად გაიქცა ბრაზილიელებთან, სანამ ითამაშებდნენ და გადაწყვიტა თავად მიენიჭებინა მათ ნომრები. პელე იყო ყველაზე ახალგაზრდა და უცნობი ფეხბურთელი და მას მიანიჭა 10 ნომერი. ეს არის ერთ-ერთი მისტიური ისტორია პელეს და 10 ნომრიან მაისურის შესახებ
* * *
1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

user posted image
დგანან: 2. ჯალმა სანტოსი, 4. ზიტო, 1. გილმარ, 5.ზოზიმო, 6.ნილტონ სანტოსი,3.ჟოზე მაურო და კასიჰინგი(ექიმი).
სხედან: ა მერიკო(მასაჟისტი), 7.გარინჩა, 8.დიდი, 19.ვავა, 20,ამარილდო და 21.მარიო ზაგალო

ასევე ამ ნაკრებში თამაშჴბდნენ ფეხბურთელები, რომელიც ამ სურათში ვერ მოხვდნენ:
9.კოუტინიო, 10.პელე, 11.პეპე, 12.ჟაირ მრინიო, 13.ბელინი,14.ჟურანდირი, 15.ალტაირი, 16. ზექუინა, 17.მენგალვიო, 18. ჟაირ, 22. კასტილიო
მწვრთნელი: აიმორე მორეირა
ბრაზილიას პირველი შეხვედრა მექსიკასთან ჰქონდა. მეორე ტაიმის მე-11 წუთზე, ზაგალომ დააწინაურა ბრაზილიელები. ამის შემდგომ, პელემ გვერდი აუარა 4 ფეხბურთელს და გოლი გაიტანა. ამით პელე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გაბრწყინება მოჩვენებითი არ იყო. მეორე შეხვედრა ბრაზილიელებს ჰქონდათ ჩეხოსლოვაკიასთა

This post has been edited by ratomac aRa on 17 Aug 2012, 23:54


--------------------
იქ-პური ცხვია თონეზე,
იქ-ხვანჭკარაა პაწია,
ვინც ჩვენ მსოფლიო დონეზე
სალაპარაკოდ გვაქცია
...............................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 20:53  #32595397      · პროფილი · პირადი მიმოწერა
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი (მეკარე), ჟორგინიო, მოზერი, რიკარდო გომესი (კაპიტანი), ბრანკო, მაურო, გალვაო, დუნგა, ალემაო, ვალდო „მოულერი“ (ლუის ანტონიო კორეა და კოსტა) და კარეკა.
სათადარიგო ფეხბურთელები: აკასიო (მეკარე), ზე კარლოსი (მეკარე), ბისმარკი, სილასი, რომარიო, ალდაირი, ბებეტო, რენატო გაუჩო, მაზინიო, რიკარდო როჩა და ტიტა.
მწვრთნელი: სებასტიაო ლაზარონი

1990 წელს სებასტიან ლაზარონის გაწვრთნილი ბრაზილია საკმაოდ პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა. ტორსიდას მოსწყინდა ლამაზი დამარცხებები და გუნდისაგან შედეგს ელოდებოდა.
გუნდმა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გაირა ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალში არგენტინას შეხვდა. მარადონას ნაკრებთან გუნდმა უამრავი სახიფათო მომენტი შექმნა და საკმაოდ დიდ სათამაშო უპირატესობასაც ფლობდა,მაგრამ არგენტინელმა გენიოსმა მატჩის ბოლოს ბრწყინვალე პასით ტაფარელთან ერთი ერთზე დატოვა კანიჯა,რომელსაც გოლის გატანა არ გაჭირვებია. სელესაო უჩვეულოდ ადრე დაემშვიდობა ტურნირს.


1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი (მეკარე), ჟორგინიო, ალდაირ, მარსიო სანტოსი, ლეონარდო, მაურო სილვა, დუნგა(ლაპიტანი).მაზინიო,ზინიო,ბებეტო და რომარიო.
სათადარიგო ფეხბურთელები: ზეტი (მეკარე),გილმარი(მეკარე),კაფუ,რიკარდო როჩა, რონალდაო, ბრანკო, რაიო,პაულო სერხიო, „მიულერი“, რონალდო და ვიოლა.
მწვრთნელი: მარიო ზაგალო


1994 წელს, ბრაზილიამ 24 წლიანი პაუზის შემდეგ როგორც იქნა დაიბრუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. არადა ტურნირის წინ ბევრს მიაჩნდა რომ კარლოს ალბერტოს ნაკრები ამას ვერ შეძლებდა. მიზეზი იყო, პირველად ბრაზილიის ნაკრების არსებობის ისტორიაში გაჭირვებით ჩატარებული შესარჩევი ციკლი. სელესაომ საგზური მხოლოდ ბოლო მატჩში ურუგვაისთან 2:1 მოგების შემდეგ გაინაღდა. ამ თამაშის, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ჩემპიონატის გმირი გახდა რომარიო 5 გატანილი გოლით. მას იდეალური პარტნიორობა გაუწია ბებეტომ,ასევე სხვა გამორჩეულმა ფეხბურთელებმა, როგორებიც იყვნენ: დუნგა, ბრანკო, ალდაირი მაურო სილვა, ზინიო ჟორჟინიო და კაფუ.მათ საიმედოდ გადაკეტეს ტაფარელის კარისკენ მისასვლელი გზები.
ბრაზილიის ნაკრების კართან თითზე ჩამოსათვლელი მომენტები შეიქმნა და მხოლოდ 3 გოლი გავიდა.
აქედან ერთი შვედეთის ნაკრებთან თამაშში გავიდა (ეს მატჩი არაფერს წყვეტდა). ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირტდნენ ბრაზილია და იტალია.ძირითადი დრო ფრედ 0:0 დამთავრდა,საქმე პენალტების სერიამდე მივიდა.აქ უკვე იტალიელმა რობერტო ბაჯომ ბურთი ზედა ძელს მოარტყა და ბრაზილიას გამარჯვება მოუტანა.ბატონობის ახალი ეპოქა დაიწყო და მეოთხედ აღმართეს მუნდიალის თასი.

user posted image





1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image

ძირითადი შემადგენლობა: ტაფარელი, კაფუ, ალდაირ,ჟუნიორ ბაიანო, რობერტო კარლოსი, დუნგა(კაპიტანი), სეზარ სამპაიო, ლეონარდო, ბებეტო, როლანდო და რივალდო.
სათადარიგო სკამი: დიდა)მეკარე), კარლოს გერმანო (მეკარე), ზე კარლოსი, გონსალვესი, ანდრე კრუზი, ზე რობერტო, როდივა, დენილსონ, ედმუნდო,ჯიოვანი
მწვრთნელი: მარიო ხორხე ლობო ზაგალო


1994-1998 წლამდე გუნდს კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში ზაგალო და გუნდმა კვლავ დაიწყო გახსნილი, სანახაობრივად ლამაზი ფეხბურთის თამაში. ამას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ფენომენალური ნიჭის ფეხბურთელის რონალდოს გამოჩენამ. გუნდი საფრანგეთში უდავო ფავორიტის სტატუსით ჩავიდა და ყველა მათგან ტურნირის მოგებას ელოდა.ბრაზილიამ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დაასრულა.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ჰოლანდიას პენალტებით სძლიეს.თერთმეტმეტრიანი დარტყმები მას შემდეგ დაინიშნა,რაც ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.გოლები რონალდომ და პატრიკ კლუივერტმა გაიტანეს.სამწუხაროდ გუნდს ჰქონდა პრობლემები დაცვის ცენტრში. ასევე, თავი იჩინა ფეხბურთელებს შორის გაუგებრობამ და კონფლიქტებმა. მიუხედავად ამისა, გუნდი მაინც გავიდა მუნდიალის ფინალში.ასევე წინა დღით მოიწამლა რონალდოც, რამაც ბევრი კითხვის ნიშნები დაბადა, საბოლოოდ ბრაზილიელებმა ფინალში ვეღარაფერი გააწყო ზიდანის საფრანგეთთან. დამარცხდა რა 3:0 და დაფიქსირდა სელესაოს ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში.გარკვეული როლი ამ მარცხზე იქონია რომარიოს ბოლო წუთში არ წაყვანამ.

user posted image


2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი



user posted image


ძირითადი შემადგენლობა: მარკოსი (მეკარე), კაფუ (კაპიტანი), ლუსიო, როკი ჟუნიორი, რობერტო კარლოსი, ედმილსონი, კლებერსონი, ჟილბერტო სილვა, რივალდო, რონალდინიო და რონალდო.
სათადარიგო ფეხბურთელები: დიდა(მეკარე),როჟერიო სენი(მეკარე), რიკარდინიო, ბელეტი, ანდერსონ პოლგა, ჟუნიორი, დენილსონი, ვამპეტა, ჟუნინიო პაულისტა, ედილსონი, ლუიზაო და კაკა.
მწვრთნელი: ლუის ფელიპე სკოლარი (ფელიპაო)

user posted image

3 რ-ს(რონალდო,რივალდო და რონალდინიო) ბრწყინვალე თამაშის წყალობით ბრაზილიამ მე-5-დ მოიპოვა მსოფლიო თასი 2002წელს კორეა-იაპონიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე.ჯგუფური კენჭისყრის დროს ბრაზილიას გაუმართლა:მასთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ თურქეთი,ჩინეთი და კოსტა რიკა.თურქეთმა ჩემპიონატზე მესამე ადგილი აიღო, როგორც ტურნირის ბოლოს ცხადი გახდა.ბრაზილიელებმა ჯგუფში ყველა თამაში მოიგეს,გაიტანეს 11 გოლი და საკუთარ კარში მიიღეს მხოლოდ 3 ბურთი და ჯგუფის სათავეში მოექცნენ.
ბრაზილიის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთის ნაკრებთან,თურქმა ჰაკან უნსალმა რივალდოს ბურთი ფეხებში მოარტყა.რივალდო კი მოედანზე დაეცა და სახეში ხელები წაიშინა.იგი წამოდგა და თამაში გააგრძელა,ჰაკან უნსალი კი,რომელსაც აქამდე ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული მსაჯმა მოედნიდან გააძევა.ბრაზილიელის ეს სიმულაცია 5,180£-ად შეფასდა.
მერვედფინალში ბრაზილიელებმა მეტად რთულ შეხვედრაში 2:0 დაამარცხეს ბელგიელები.მეოთხედფინალში კი სელესაომ ინგლისის ნარებთან 2:1 იმარჯვა.ჯერ რივალდომ გაიტანა პირველი გოლი,ხოლო შემდეგ კი რონალდინიომ ულამაზესი საჯარიმო დარტყმით საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.ამ თამაშში რონალადინიო ინგლისელი დენი მილსისთვის მარჯვენა კოჭში მიყენებული ტრავმის გამო მოედნიდან იქნა გაძევებული.ნახევარფინალი იყო თურქეთის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელები ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ.ეს კვლავ რთული თამაში გამოდგა,ბრაზილიელებმა რონალდოს ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვეს.რივალდომ მთელი ტურნირის მანძილზე 5-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი,მაგრამ ვერ შეძლო გაემეორებნა ჟაირზინიოს 1970 წლის მიღწევა და 6 თამაშში გოლის გატანა.
ფინალში ერთმენეთს მსოფლიო ჩემპიონატის ორი გიგანტი გუნდი შეხვდა:გერმანია და ბრაზილია.დაუჯერებელია მაგრამ ეს გუნდები ერთმანეთს აქამდე მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს შეხვედრიან,თუ არ ჩავთვლით 1974წელს ბრაზილიისა და აღმოსავლეთ გერმანიის მატჩს.მიუხედავად იმისა,რომ გერმანელმა კიპერმა ოლივერ კანმა ფინალში საბედისწერო შეცდომა დაუშვა,იგი მაინც ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.რონალდომ დუბლი შეასრულა და ბრაზილია მეხუთედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

user posted image





2002-2006 წლები


user posted image

2005 წლის 29 ივნისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში,ბრაზილიამ შტამბეჭდავად 4:1 დაამარცხა თავისი დაუძინებელი მეტოქე არგენტინა და მეორედ დაეუფლა ფიფას კონფედერაციის თასს.მათ აგრეთვე 2004 წლის კოპა ამერიკის თასის ფინალში პენალტების სერიით დაამარცხეს არგენტინელები.


2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

ბრაზილიელთა მწვრთნელმა პარეირამ წარმოადგინა გუნდი მეტსახელად ჯადოსნური ნაკრები,სადაც ოთხი შემტევი იყო:კაკა,რონალდინიო,რონალდო და ადრიანო.
მზადების პროცესში გუნდში თავი იჩინა პრობლემებმა.ორთვიანი ტრავმის მოშუშების შემდეგ წონაში მოიმატა რონალდომ.მას ჰქონდა ფეხზე გამომწოვი სალბუნები და ვარჯიშებზე მაღალი ტემპერატურა.
მიუხედავად იმისა,რომ ბრაზილელებმა პირველი ორი თამაში მოიგეს ხორვატიასთან და ავსტრალიასთან,გუნდი მაინც ვერ აჩვენებდა იმ თამაშს,რასაც მისგან მოელოდნენ გულშემატკივრები.მე-3 თამაშში მწვრთნელმა სათადარიგო შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გამოიყვანა,მათ შორის რობინიო და სისინიო.ცვლილებამ გაამართლა და პენტაკამპეონელებმა გამანადგურებლად 4:1 სძლიეს იაპონიას.

მერვედფინალში გუნდმა 3:0 მოუგო განას.მაგრამ ბრაზილია მეოთხედფინალში საფრანგეთთან 1:0 წაგების შედეგად გამოეთიშა ტურნირს.ფრაგთა წარმატების მიზეზი იყო მეორესუნთქვაგახსნილი ზინედინ ზიდანი და საიმედო დაცვა,რომელიც აკავებდა ბრაზილიელთა შეტევებს.ბრაზილიელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ფაბიენ ბარტეზის კარის მიმართულებით.ეს თამაში იმითაც იყო გამორჩეული,რომ ბრაზილიამ ფლეი-ოფში პირველად წააგო ამ გუნდთან.ახლა საფრანგეთს აქვს 2 მოგება,1 ფრე და 1 წაგება ბრაზილელებთან დაპირისპირებაში.
გამოთიშვის შემდეგ გუნდს კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს მედიისა და გულშემატკივრების მხრიდან.მედია ატრიალებდა იმ კადრებს,სადაც ჩანს რომ ტიერი ანრის შეტევის დროს რობერტო კარლოსი ბუცს იკრავს.ლეგენდარული პელე ბრალს სდებდა პარეიერას და რონალდინიოს.


2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ


2006წლის 24 ივლისს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა 1994 წლის ჩემპიონი კარლოს დუნგა,მის ასისტენტად კი ჟორჟინიო.მისი პირველი მატჩი იყო ოსლოში ნორვეგიასთან 16 აგვისტოს,რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.მეორე მატჩი იყო ლონდონში არსენალის ემირეითს სთედიუმზე,სადაც ბრაზილიელებმა 3:0 დაამარცხეს დაუძინებელი მტერი არგენტინა.ამ გამარჯვებას მოჰყვა გამარჯვება უელსთან,კუვეიტთან და ეკვადორთან.
დუნგამ ბრაზილიელთა სამწვრთნელო რანგში პირველი მარცხი იგემა 2007 წლის 6 თებერვალს პორტუგალიის წინააღმდეგ,რომელსაც სამხრეთამერიკელთა ყოფილი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი ედგა სათავეში.2007 წლის 24 და 28 მარტს დუნგას პირველი მარცხი, გააქარწყლა ამხნაგურ მატჩებში ჩილესთან(4:0) და განასთან (1:0) გამარჯვებამ.
პარეირასაგან განსხვავებით დუნგა არ გამოარჩევდა ფეხბურთელებს და ყველას ერთმანეთის თანასწორად მიიჩნევდა.მას არ მოუძებნია ფეხბურთელები ისეთ დიდ გუნდებში როგორიცაა მილანი,რეალ მადრიდი და სხვა.ეძებდა ინდივიდუალურ ტალანტებს მთელი ევროპის მასშტაბით,მაგალითად ვაგნერ ლავი და დუდუ კარენსე მოსკოვის ცსკადან და ელანო დონეცკის შახტარიდან.ძველი ვარსკვლავური კვარტეტიდან ნაკრებში მხოლოდ რონალდინიომ და კაკამ დაიმკვიდრეს თავი.ადრიანო 2007 წლის თებერვალში, პორტუგალიის წინააღმდეგ იქნა გამოძახებული,რომელიც ბრაზილიელებმა 2:0 წააგეს.კვარტეტის ბოლო წევრის,რონალდოს ნაცვლად თავდასხმაში თამაშობს ლუიშ ფაბიანო.



კოპა ამერიკა 2007


user posted image

ბრაზილია მონაწილეობას იღებდა 2007 წელს ვენესუელაში ჩატარებულ კოპა ამერიკის(ამერიკის თასის) გათამაშებაში,სადაც მოხვდა B ჯგუფში მექსიკასთან,ეკვადორთან და ჩილესთან ერთად.პირველ მატჩში ბრაზილიელებმა სენსაციურად წააგეს მექსიკასთან-2:0,მაგრამ შემდეგ 3:0 სძლიეს ჩილეს,სამივე გოლი რობინიომ გაიტანა.ეკვადორს კი ბრაზილიელებმა ისევ რობინიოს ერთადერთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით მოუგეს.მეოთხედფინალში ისევ ჩილეს შეხვდნენ და უკვე 6:1 დაამარცხეს.ნახევარფინალში ბრაზილიელთა მეტოქე ურუგვაი იყო.ძირითადი დრო 2:2 დასრულდა,პენალტებში კი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონებმა იმარჯვეს-5:4. ფინალში კი არგენტინას შეხვდნენ,რომელიც ასევე ტურნირის მოგების ფავორიტი იყო და ფინალამდე ყველა მატჩი მოიგო.ბრაზილიელებმა თავიდანვე მოახერხეს დაწინაურება ჟულიო ბაპტიშტას მე-4 წუთზე გატანილი გოლით,45-ე წუთზე რობერტო აიალამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი,მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა დანი ალვეშმა კი ანგარიში 3:0 გახადა.ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ რობინიო დაასახელეს და ოქროს ბურთი გადასცეს.


კონფედერაციის თასი 2009


user posted image

ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო 2009 წელს სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფედერაციის თასის გათამაშება.პირველ მატჩში ეგვიპტესთან მძიმე ბრძოლაში იმარჯვეს ბარზილიელებმა 4:3,სადაც გამარჯვება კაკას მიერ ბოლო წუთზე გატანილი პენალტის წყალობით მოიპოვეს(ამ მატჩის შედეგად ეგვიპტე გახდა ერთადერთ აფრიკული გუნდი,რომელმაც ბრაზილა სამი გოლი გაუტანა),შემდეგ მატჩებში კი გამანადგურებლად,3:0 დაამარცხეს აშშ-სა და იტალიის ეროვნული გუნდები.ნახევარფინალში ბრაზილიელებმა ბოლო იმედის ჯარიმიდან გატანილი გოლით დაამარცხეს ტურნირის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრები,ფინალში კი მეტად მძიმე ბრძოლაში 3:2 სძლიეს აშშ-ს ეროვნულ ნაკრებს რომელსაც ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ ბრაზილიელები.აღსანიშნავია რომ პირველი ტაიმის შემდეგ ამერიკელები იგებდნენ 2:0,მაგრამ სამხრეთ ამერიკელებმა მესამედ ირგუნეს კონფედერაციის თასი.გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელად კაკა დასახელდა,ხოლო საუკეთესო ბომბარდირად ლუიშ ფაბიანო,რომელმა 5 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.


2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

არგენტინის ქალაქ როსარიოში 2009 წლის 5 სექტემბერს ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ 3:1 გამარჯვებით ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშები

ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებს არასდროს მოუგია ოლიმპიადა,მაგრამ სამგზის მოიგო ვერცხლის(1984, 1988, 2012) და ორგზის ბრინჯაოს მედლები(1996 და 2008)მარიო ზაგალო 1996 წლის მწვრთნელი იყო,ხოლო დუნგა 2008 წლის ოლიმიურ თამაშებზე წვრთნიდა ბრაზილიის ნაკრებს. ყველა დროის ყველაზე უნიჭო მწვრთნელი მანო მენეზესი კი 2012 წელს
* * *
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი


user posted image

2009 წლის 4 დეკემბერს გამართული კენჭისყრით ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში პორტუგალიის,კოტ დ'ივუარის და ჩრდილოეთ კორეის ნაკრებებთან ე.წ. სკვდილის ჯგუფში მოხვდა.ბრაზილიის ნაკრების ძირითადი ბირთვი შემდეგი ფეხბურთელებისგან შედგებოდა: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ჟუანი, ლუსიო,ბასტოსი, ჟილბერტო სილვა,ფელიპე მელო, ელანო, კაკა,რობინიო და ლუიშ ფაბიანო. პირველი თამაში ბრაზილიის ნაკრებმა ჩაატარა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. ფეხბურთელები ზოგავდნენ ძალებს და მთლიანი დატვირთვით არ ეთამაშებოდნენ მოწინააღმდეგეს. მაგრამ, მეორე მხრივ, წარმატებასაც ვერ აღწევდნენ...პირველი ტაიმი ისე დამთავრდა, რომ ბრაზილიის ნაკრებმა გოლი ვერ შეაგდო. მეორე ტაიმში, ბრაზილიელი ფეხბურთელები უფრო მოტივირებული გამოვიდნენ, ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, უტევდნენ და მაიკონის გენიალური დარტყმით ანგარიში გახსნეს 1-0. კორეა შემდგომ გატყდა და ბრაზილიელთა ლამაზი კომბინაცია ელანოს გოლით დამთავრდა. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა და ბრაზილია 2 ბურთიან უპირატესობას ინარჩუნებდა, მაგრამ ბოლოს მოდუნდნენ, ამით ისარგებლა ჩრდ.კორეის ფეხბურთელმა და გოლი გაიტანა. სასაცილო ფაქტი კი ის იყო, რომ ჩრდ.კორეის რესპუბლიკაში, ზეიმი გაიმართა ამ თამაშის დამთავრების შემდგომ. რატომ? მათ არ გააშუქეს თუ რეალურად რა მოხდა, არამედ, ამოჭრეს კადრები, ვითომ ბრაზილიამ 2 გოლი არ გაიტანა და ხალხს აჩვენეს თითქოს 1-0 დამთავრდა ჩრდ.კორეის სასარგებლოდ. უამრავი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და გაუტავებლად ზეიმობდნენ, ფეხბურთელებიც გმირებად შერაცხეს.(პორტუგალიასთან თამაშის მერე-მტრებად).

user posted image



მეორე თამაშში, ბრაზილია კოტ დივუარს დაუპირისპირდა. დაძაბული,უხეში და უხვგოლიანი მატჩი გამოდგა. პირველ ტაიმში კაკა-რობინიო-კაკა-ფაბიანოს კომბინაცია ლუიშმა გოლაც აქცია და ბრაზილია დააწინაურა. ისინი ძალიან ეფექტურად ანაწილებდნენ ბურთს და მეტოქესაც არ აძლევდნენ საშუალებას კონტრ შეტევაზე დაეჭირათ. შესაბამისად 1-0 და ლეგენდარული ფეხბურთელი ზინედინ ზიდანიც აპლოდისმენტებს არ იშურებს.
მეორე გოლი ლუიშ ფაბიანოს ძალიან ლამაზი,“შედევრი“ გამოუვიდა, მართალია ხელით ითამაშა, მაგრამ მაგ მომენტში ჯარიმის დაფიქსირება საცოდაობა იქნებოდა, დამიჯერეთ (biggrin.gif)
ბრაზილია არ ჩერდებოდა, კაკა შეიჭრა მარცხენა ფლანგიდან, გადაცემა გააკეთა და ამ დროს სიღრმიდან შემოსულმა ელანომ ბურთი კარებში გადაგზავნა და ანგარიში 3-მდე გაზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ ელანო, ძალიან კარგად მოერგო გუნდს,მაგრამ მოხდა ერთი საშინელი ფაქტი. კოტ დივუარელმა ფეხბურთელმა ძალიან ცუდად მოცელა ელანო და მან ვერ შეძლო თამაშის გაგრძელება.ხოლო, ეს ტრავმა ისეთი სერიოზული აღმოჩნდა რომ, დარჩენილ თამაშებში, მან ვერ შეძლოს გუნდის საბოლოოდ, დროგბამ მაინც მოახერხა და პრესტიჟის გოლი გაიტანა.




მესამე თამაშში, ბრაზილია-პორტუგალიას დაუპირისპირდა, ბრაზილიელებს 6 ქულა ჰქონდათ და ეს თამაში მათთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას არ წარმოადგენდა,მაგრამ უბრძოლველად არაფრის დათმობას არ აპირებდა. თამაში ძალიან უინტერესო და უხეში გამოდგა, მსაჯმა ძალიან ბევრი ყვითელი დააგროვა. საბოლოო ანგარიში 0-0 დამთავრდა და ორივე გუნდი შემდგომ ეტაპზე გავიდა.

user posted image




მერვედფინალში ბრაზილია დაუპირისპირდა მეორე ადგილზე გასულ ჩილეს. ორივე გუნდი კარგად იცნობდა ერთმანეთს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ხშირად უწევთ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში. რა თქმა უნდა, ბრაზილიას ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჰქონდა და ახლაც ანალოგიური მოხდა. მართალია, ჩილეს წამყვანი ფეხბურთელები არ ჰყავდა,მაგრამ ეს გარემოება ალბათ საბოლოო შედეგს ვერ შეცვლიდა. ბრაზილია ლამაზ და ასევე პრაგმატულ ფეხბურთს თამაშობდა,ზონებს უკეტავდა მეტოქეს და მომენტებს ქმნიდა. სუაზო გამოირჩეოდა ჩილეს მხრიდან. 1 გოლი უნდოდა ბრაზილიას და ჩილე გატყდებოდა. ასეც მოხდა...კუთხური დაინიშნა ბრაზილიის სასარგებლოდ, მაიკონმა ჩააწოდა და ჟუანმა თავით შეაგდო, ძალიან ლამაზი გოლი გამოდგა. შესაბამისად გატყდა ჩილე და ბრაზილიამ მალევე მიაყოლა მეორე გოლიც. რობინიო-კაკა-ფაბიანოს კომბინაცია და ლუიში გოლს იტანს,ისე რომ მეკარესაც ატყუებს. ანგარიში უკვე 2-0 გახდა. თითქმის წარმოუდგენელი იყო, რომ ბრაზილია ამ უპირატესობას გაანიავებდა და ასეც მოხდა. პირველი ტაიმი 2-0 დამთავრდა, მეორე ტაიმში რამირესმა წამოიწყო დრიბლინგი, მოატყუა რამოდენიმე მეტოქე და რობინიომ თავის სტილში, ტექნიკურად გაიტანა გოლი. საბოლოო ანგარიში 3-0 დაფიქსირდა და ბრაზილია ¼-ში გავიდა.



მეოთხედფინალში ბრაზილია-ჰოლანდიას შეხვდა. ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო და 1998 წლის მარცხისთვის ჰოლანდია რევანშის აღებას ცდილობდა.
პირველი ტაიმი ბრაზილია ძალიან კარგად გამოიყურებოდა, მომენტებსაც ქმნიდა, ბურთს კარგად აკონტროლებდა და ფელიპე მელოს იდეალური პასის შედეგად, რობინიო გავიდა 1-1-ზე და გოლიც შეაგდო. მეორე ტაიმში, ჰოლანდია განსხვავებულად გამოვიდა მოედანზე, უფრო შემართებით თამაშობდნენ, რობენის ჩაწოდების შემდეგ,ჟულიო სეზარმა დაუყვირა მელოს მე ავიღებო,მაგრამ მელომ ვუვუზელას ხმაურის გამო ვერ გავიგეო(ასე განაცხადა 14 ივლისს),შესაბამისად მელო და ჟულიო ერთმანეთს შეეჯახნენ და ფელიპეპ საკუთარ კარში გაიტანა გოლი. ამ მომენტმა მელოზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. რამოდენიმე წუთის შემდგომ მან რობენს „გადაუარა“ და საბოლოოდ გააგდეს. ბრაზილიის ნაკრები ვერაფერს აკეთებდა და ჰოლანდიამ მეორე გოლიც გაიტანა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი,სნეიდერმა გაიტანა. ამ დროს ლუსიო შეცდა და არ მეურვეობდა სნეიდერს. თითქოს იყო მომენტი რომ ბრაზილიას გოლი გაეტანა,მაგრამ როგორც ჩანს ეს თამაში ჰოლანდიის იყო და საბოლოოდ ნაკრები გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს.
დუნგამ დატოვა თანამდებობა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიებაშია...



2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი პერიოდი

2010 წლის 24 ივლისს, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა მანო მენეზესი, რომელმაც შეცვალა დუნგა.

26 ივლისს, მენეზესმა დაასახელა 24 კაცი, რომელშიც შევიდნენ 10 დებიუტანტი ფეხბურთელი. მხოლოდ 4 ფეხბურთელი მოხვდა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან.(რობინიო,დანიელ ალვეში,რამირესი და ტიაგო სილვა)

2010 წლის 10 აგვისტოს, ბრაზილიამ ითამაშა ამხანაგური შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და 2-0 გაიმარჯვა. ნაკრებს უკაპიტნა რობინიომ, რომელმაც რამოდენიმე ლამაზი პასიც გააკეთა. ვუნდერკინდმა ნეიმარმა თავისი პირველი, ლამაზი გოლი გაიტანა თავით და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. პატომ გაიტანა მეორე გოლი.

7 სექტემბერს “ბარსელონა ბ”-ს შეხვდნენ არაოფიციალურ ამხანაგურ მატჩში და 3-0 იმარჯვეს. გოლები ალვეშის, პატოს და ფერნანდინიოს ანგარიშზეა.

7 ოქტომბერს ბრაზილი ირანს დაუპირისპირდა, აბუ-დაბიში. 14 წუთის შემდეგ, ალვეშმა საოცარი ჯარიმა გაიტანა. 69 წუთისთვის-პატომ სხვაობა 2-მდე გაზარდა, ხოლო საბოლოო წერტილი ნილმარმა დასვა, 3-0.ჟულიანოს დეპიუტი ამ მატჩში შედგა.

11 ოქტომბერს ბრაზილია გაცილებით რთულ მეტოქეს შეხვდა, უკრაინას. ნაკრები ისევ ლამაზ ფეხბურთს აჩვენებდა+ჰყავდა ძირითადი ბირთვი, სელესაომ 2-0 იმარჯვა,ხოლო გოლები ალვეშმა და პატომ გაიტანეს.

ყველა მოუთმენლად ველოდით 17 ნოემბერს, როდესაც ბრაზილია და არგენტინა ერთმანეთს შეხვდებოდნენ. მანამდე დაიმტვრა პატო,ნილმარიც არ გამოუძახებია მენეზეს და ფაქტიურად ცენტრალური თავმდამსხმელი არ ჰყავდა გუნდს. დიდი პაუზის შემდგომ, რონალდინიო დაბრუნდა ნაკრებში, რამოდენიმეჯერ კარგად ითამაშა, ფინტებიც გამოუვიდა,მაგრამ სამწუხაროდ მისი დრო წავიდა... თამაში უხვგოლიანი არ გამოდგა,ორივე კართან იყო სახიფათო მომენტი...
თითქოს ლოგიკური 0-0 უნდა დამთავრებულიყო,მაგრამ მესიმ სოლო რეიდი გოლით დაასრულა.

მანო მენეზესის გაწვრთნილი გუნდი 2011 წლის კოპა ამერიკაზე, რომელიც არგენტინაში ჩატარდა, ძალზედ უფერულად გამოვიდა.

ეს ტურნირი წარუმატებელი გამოდგა ნაკრებისთვის. გუნდმა საერთო ჯამში 1 მოგების, 2 ფრისა და 1 წაგების(პენალტების სერიაში) შემდეგ ნაადრევად დატოვეს არგენტინა.

პირველ თამაშში ვენესუელის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ორივე გუნდის ფეხბურთელებმა უსახური ფეხბურთი აჩვენეს და თამაში უგოლო ფრით დასრულდა.

მეორე თამაში ბრაზილიელებმა პარაგვაელების წინააღმდეგ გამართეს. პირველი ტაიმი ჟადსონის გატანილი გოლის წყალობით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში სანტა კრუსისა და ჰაედო ვალდესის გატანილი გოლების შემდეგ თამაშს თამაშის ბოლო ნაწილამდე აგებდნენ. საბოლოოდ, 89 წუთზე ნაკრებს ფრე ფლუმინენსეს თავდამსხმელის ფრედის გოლმა მოუპოვა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ნაკრებმა ტურნირის ყველაზე კარგი მატჩი ჩაატარეს და ეკვადორელების დამარცხება პატოსა და ნეიმარის დუბლებით შეძლეს. ეკვადორელთაგან თავი კაისედომ გამოიჩინა დუბლით.

მეოთხედფინალში ნაკრები ამავე ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ პარაგვაის შეხვდნენ. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო 0-0 დასრულდა. პენალტები კი ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა სამარცხვინოდ შეასრულეს: 4-იდან ვერცერთი გატანილი პენალტი. პარაგვაელთა 3 დარტყმული პენალტიდან კი 2 ზუსტი აღმოჩნდა და ბრაზილიელები ტურნირის მეორე ფავორიტთან, არგენტინის გუნდთან ერთად მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ კოპა ამერიკას.

დღეის მდგომარეობით მანო მენეზესის ხელმძღვანელობით ნაკრებს სულ 20 ოფიციალური და ერთიც არაოფიციალური მატჩი აქვს გამართული. აქედან 13 მატჩი ბრაზილიელთა მოგებით დასრულდა, 4 ფრით და 4-ში კი წაგებით.

ბრაზილიელები უახლოეს ამხანაგურ მატჩებს დანიისა (26 მაისი) და ა.შ.შ.-ს(30 მაისი) წინააღმდეგ გამართავენ.


მეტსახელი

ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს მრავალი მეტსახელი აქვს და მსოფლიოს სხვასხვა კუთხეში სხვადასხვანაირადაა ცნობილი.ყველაზე უფრო გავრცელებული სახელია სელესაო რაც სიტყვა სიტყვით ნიშნავს შერჩევას.ბრაზილიელები ნებისმიერი ქვეყნის ან სპორტის გუნდს სელესაოს უწოდებენ,ამიტომაც მათ ეროვნულ გუნდს სელესაო ბრაზილიერა ეწოდება,მეტი დაკონკრეტებისთავის სელესაო ფუტბოლ დე ბრაზილიერა.ბრზილიუეი მედია აპოპულარულებს სიტყვა სელესაოს,თუმცა გუნდს ჰქვია სხვა სახელებიც-კანარინიო,რაც ნიშნავს პატარა იადონს.ეს სახელი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს მულტიპლიკატორმა ფერნანდო პირეუჩეტიმ დაამკვიდრა,ამარელინია-პატარა ყვითლები,ვერდე ამარელიო-ყვითელ-მწვანეები,პენტაკამპეო-ხუთგზის ჩემპიონი და ესკუადრაო დე ოურო-ოქროს ესკადრონი.ბრიტანული და ამერიკული მედია მათ უწოდებს აურივერდეს,რაც მომდინარეობს პორტუგალიური სიტყვებიდან ვერდე(მწვანე) და ამარელა(ყვითელი).მაგრამ ბრაზილიელები არ ხმარობენ ამ სახელს.ინგლისური გაზეთები არაოფიციალურად უწოდებენ სამბას მეფეებს.

სტადიონები

ბრაზილიის ნაკრებს ბევრი ქვეყნის მსგავსად არ აქვს საკუთარი საშინაო სტადიონი,იგი საკვალიფიკაციო მატჩებს ატარაბდა რიო დე ჟანეიროს მარაკანაზე და ჟოაო აველანჟზე,სან პაულუს მორუმბიზე,ბელუ ორიზონტეს მინეირაოზე,დედაქალაქ ბრაზილიას მანე გარინჩაზე,პორტუ ალეგრის ბეირა რიოზე.2006 წლის საკვალიფიკაციო კამპანიას ზოგიერთმა პროვინციულმა ქალაქმა უმასპინძლა.

ფორმის ევოლუცია

ბრაზილიის ნაკრების თავდაპირველი ფორმა იყო თეთრი მაისური ლურჯი საყელოთი,მაგრამ 1950 წლის ფინალის შემდეგ გაუქმდა რადგანაც აკლდა პატრიოტიზმი.ბრაზილიის პორტის კონფედერაციის ნებართვით გაზეთმა კორეი დე მანიამ ჩაატარა კონკურსი ახალ ფორმაზე,სადაც იქნებოდა გაერთიანებული ბრაზილიის დროშის ოთხივე ფერი.გაიმარჯვა 19 წლის პელოტელი ბიჭის ალდირ გარსია შლეეს პროექტმა რომელიც ითვალისწინებდა ყვითელ მაისურს მწვანე ზოლებით და ლურჯ შორტებს თეთრი ზოლებით.ახალი ფორმა პირველად გამოყენებულ იქნა 1954 წელს ჩილეს ნაკრებთან და მას შემდეგ ამას იყენებენ ბრაზილიელი ფეხბურთელები.
ბრაზილიის გასვლით ფორმად ლურჯი მაისურის ხმა

This post has been edited by ratomac aRa on 17 Aug 2012, 21:11
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 21:17  #32595664      · პროფილი · პირადი მიმოწერა
spyder42

რაც ახლა ხდება ისაა






მიმაგრებული სურათი
1150727936.jpg
Blunt
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13738
წევრი No.: 93806
რეგისტრ.: 17-June 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 23:20  #32597306      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ratomac aRa

რა აზრი გინდა ბებეტოს და რომარიოს გვერდით 4 კაცში რო მოხვდები 17წლის ღლაპი ცოტა რამეა?



მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ისე არ უთამაშია ან საიდან მოუწევდა თამაში ისეთი ხალხი ყავდა კონკურენტები
ეგრეა კაკაც ფაქტიურად გამხდარი ჩემპიონი 20 წუთი აქვს ნათამაშები მეტი არა

ნეიმარის დიდი იმედი გაქვს შენ და სანამ აქ გიხილავ ფორუმზე ბევრჯერ გაგახსენებ მაგის გასხმებს ჯერ სად ხარ ევროპაში წავიდესlol.gif


--------------------
-არ გეშინია?
-რისი? -სიკვდილის...
-ცოტა...ადრე მეშინოდა ძალიან...
-როდის? -როცა ბედნიერი ვიყავი...
-როდის იყავი ბედნიერი?
-როცა სიკვდილის მეშინოდა...
-რატომ გეშინოდა სიკვდილის?
-იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავი...
-და... რას გრძნობ როცა ბედნიერი ხარ?
-ძალიან გეშინია... სიკვდილის...
beqa331



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15949
წევრი No.: 94198
რეგისტრ.: 22-June 09

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 23:29  #32597417      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა

ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი

[*]კაფუ 1990–2006 142
[*]რობერტო კარლოსი 1992–2006 125
[*]ლუსიო 2000– 105
[*]კლაუდიო ტაფარელი 1987–1998 101
[*]ჯალმა სანტოსი 1952–1968 98
[*]რონალდო 1994–2006 98
[*]ჟილმარი 1953–1969 94
[*]რონალდინიო 1999– 94
[*] ჟილბერტო სილვა 2001– 93
[*]პელე 1957–1971 92
[*]რიველინო 1965–1978 92
[*]დიდა 1995–2006 91
[*]დუნგა 1982–1998 91
[*]რობინიო 2003- 90
[*]ზე რობერტო 1995–2006 84
[*]კაკა 2002– 82
[*]ალდაირი 1989–2000 81
[*]ჟაირზინიო 1963–1982 81
[*]ლეაო 1970–1986 80
[*]ჟუანი 2001- 79

ყველაზე მეტი გატანილი გოლი

[*]პელე 1957–1971 77
[*]რონალდო 1994–2006 62
[*]რომარიო 1987–2005 55
[*]ზიკო 1971–1989 52
[*]ბებეტო 1985–1998 39
[*]რივალდო 1993–2003 34
[*]ჟაირზინიო 1963–1982 33
[*]რონალდინიო 1999– 33
[*]ადემირი 1945–1953 32
[*]ტოსტაო 1966–1972 32
[*]ზიზინიო 1942–1957 30
[*]კარეკა 1982–1993 29
[*]ლუის ფაბიანო 2003– 28
[*]ადრიანო 2000– 27
[*] კაკა 2002– 27
[*]რიველინო 1965–1978 26
[*] რობინიო 2003– 26
[*]ჟაირი 1940–1950 22
[*]სოკრატესი 1979–1986 22
[*]ლეონიდასი 1932–1946 21

მწვრთნელები


[*]ადემარ პიმენტა (1936–1938; 1942)
[*]ფლავიო კოშტა (1944–1950; 1955; 1956)
[*]ზეზე მორეირა (1952; 1954–1955)
[*]აიმორ მორეირა (1953)
[*]ვისენტე ფეოლა (1955)
[*]ოსვალდო ბრანდაო (1955–1956; 1957)
[*]ტეტე (1956)
[*]სილვიო პირილო (1957)
[*]პედრინიო (1957)
[*]ვისენტე ფეოლა - 1958 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1958–1960)
[*]აიმორ მორეირა - 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1961–1963)
[*]ვისენტე ფეოლა (1964–1967)
[*]დორივალ იუსტრიხი (1968)
[*]მარიო ზაგალო - 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1970–1974; 2002)
[*]ოსვალდო ბრანდაო (1975–1977)
[*]კლაუდიო კოუტინიო (1977–1980)
[*]ტელე სანტანა (1980–1982)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა (1983)
[*]ედუ (1983–1984)
[*]ევარისტო დე მასედო (1984–1985)
[*]ტელე სანტანა (1985–1986)
[*]კარლოს ალბერტო სილვა (1987–1988)
[*]სებასტიაო ლაზარონი (1989–1990)
[*]პაოლო რობერტო ფალკაო (1991)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა - 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი (1991–1994)
[*]მარიო ზაგალო (1995–1998)
[*]ვანდერლეი ლუშემბურგო (1998–2000)
[*]ემერსონ ლეაო (2000–2001)
[*]ლუის ფელიპე სკოლარი - 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი (2001–2002)
[*]კარლოს ალბერტო პარეირა (2002–2006)
[*]დუნგა (2006– 2010)
[*]მანო მენეზესი (2010-დღემდე)

მსოფლიო ჩემპიონატი

გამარჯვებული(5): 1958, 1962, 1970, 1994, 2002
მე-2 ადგილი(2): 1950, 1998
მე-3 ადგილი(2):1938, 1978
მე-4 ადგილი(1): 1974

კოპა ამერიკა

გამარჯვებული(8): 1919, 1922, 1949, 1989, 1997, 1999, 2004, 2007
მე-2 ადგილი(11): 1921, 1925, 1937, 1945, 1946, 1953, 1957, 1959, 1983, 1991, 1995

კონფედერაცითა თასი

გამარჯვებული(3): 1997, 2005, 2009
მე-2 ადგილი(1): 1999

პანამერიკის ჩემპიონატი

გამარჯვებული(2): 1952, 1956


წინა თემაში მპოსტავები(10 ან მეტი პოსტი)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 23:38  #32597539      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Blunt

შენ ვერ გავიგე ჩემი ბიძაშვილი ხარ თუ არგენტინის?


აშკარად შემოგზავნილი ხარ spy.gif
bekabrasil11
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2665
წევრი No.: 136208
რეგისტრ.: 23-September 11

გამოგზავნილია: 17 Aug 2012, 23:54  #32597783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ახალ თემაში წამატებები და დიდი ანგარიშით მოგებები biggrin.gif up.gif
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 00:05  #32597937      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
ახალ თემაში წამატებები და დიდი ანგარიშით მოგებები


აფრიკასთან და ჩინეთთან? biggrin.gif

bekabrasil11
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2665
წევრი No.: 136208
რეგისტრ.: 23-September 11

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 00:16  #32598083      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (ratomac aRa @ 18 Aug 2012, 00:05 )
აფრიკასთან და ჩინეთთან? biggrin.gif

ამ თემაში მარტო ეგ თამაშები მოგვიწევს და მაგათ მაინც მოვუგოთ biggrin.gif
ZANGURA
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4511
წევრი No.: 129607
რეგისტრ.: 3-April 11

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 00:24  #32598191      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · im · aim
ratomac aRa
QUOTE
აფრიკასთან და ჩინეთთან? biggrin.gif



კი მაგათთან. მერე არგენტინასთან უკვე ოოო ;დ იქ ვერ გისურვებთ ამხანაგურებში მოგებას ;დ


--------------------
G.F.F / F.C.B / L.F.C / A.C.F / A.T.A


"ბრძენი უფრო იმას ეცდება,რომ სნეულება აირიდოს,ვიდრე საშუალება ეძებოს მის მოსარჩენად..."
unknown lady
Sunny Universe:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5842
წევრი No.: 19337
რეგისტრ.: 16-April 06

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 00:41  #32598391      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ახალი თემაააააააააააააა jump.gif love.gif

ლამაზი და ბედნიერი თამაშები მისურვებია!


--------------------
http://lifevisible.wordpress.com/

Whatever they should have done, they should not have laughed...
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 12:26  #32601288      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ZANGURA

არგენტინას როდის ხვდებიან?

მაგ 2 ამხანაგურის მერე იაპონიაა რიგში




ფაბიანო 1 წლით ყატარში წასულა, ნილმართან
Georgian_Legend
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5630
წევრი No.: 19843
რეგისტრ.: 22-May 06

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 12:57  #32601594      · პროფილი · პირადი მიმოწერა
გილოცავთ ახალ თემას! bis.gif
2002 წლის დარი ნაკრები გამხდარიყოს ბრაზილია ამ თემაშივე smile.gif

07/09/2012 Sao Paulo Brazil - South Africa
10/09/2012 Recife Brazil - China PR
19/09/2012 Goiania Brazil - Argentina

სამხრეთ აფრიკა და ჩინეთი, რაგბი და ძიუდო რომ იყოს კარგი იქნებოდა ისწავლიდნენ რამეს.
არგენტინის გარდა სხვა ნორმალური სპარინგ პარტნიორი ვერ უნდა მოძებნონ>?

This post has been edited by Georgian_Legend on 18 Aug 2012, 13:15
ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 13:34  #32602025      · პროფილი · პირადი მიმოწერა
QUOTE
19/09/2012 Goiania Brazil - Argentina


ა ეგ ეტყობა ისაა ადგილობრივები რომ თამაშობენ ხოლმე


მოუგებენ უეჭველი



ratomac aRa
Sigara içilmez


********
ჯგუფი: Members
წერილები: 24211
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 18 Aug 2012, 21:11  #32607090      · პროფილი · პირადი მიმოწერა
რამდენი ბაზილიელი ყოფილა სპარტაკშიც :დ

რომულომ მიაჩაქუჩა კუთხურიდან ჩამოწოდებული



This post has been edited by ratomac aRa on 18 Aug 2012, 21:11

მიმაგრებული სურათი
romulo_spartak_site_30.jpg
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (101) [1] 2 3 ... ბოლო » Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.1066 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]