fusfusa
Super Member
   
ჯგუფი: Registered
წერილები: 125
წევრი No.: 23367
რეგისტრ.: 18-September 06
|
გამოგზავნილია: 20 Sep 2006, 12:27 #3796574 · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
თავი IX სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია
მუხლი 73. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის უფლება
1. დასაშვებია საქართველოს მოქალაქეთა მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა. 2. არასრულწლოვან მოქალაქეთა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი მშობლების ან იმ მშობლის თანხმობით, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი, აგრეთვე მშობლების მონაცვლე პირთა თანხმობით. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92
მუხლი 74. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზები
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლა შესაძლებელია ერთ-ერთი შემდეგი მიზეზის არსებობისას: ა) სახელი, მამის სახელი, გვარი რთულად წარმოსათქმელი, არაკეთილხმოვანი ან დამაკნინებელია; ბ) განმცხადებელს სურს მიიღოს ან თავის გვარს შეუერთოს მეუღლის გვარი – თუ ეს არ განხორციელდა ქორწინების რეგისტრაციისას; გ) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; დ) განმცხადებელს სურს დაიბრუნოს თავისი ქორწინებამდელი გვარი – თუ ეს არ განხორციელდა განქორწინების რეგისტრაციისას; ე) განმცხადებელს სურს მიიღოს თავისი პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი;
მუხლი 75. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე.
მუხლი 76. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე 1. განცხადება სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე წარედგინება განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მიზეზი. 2. ქმედუუნარო მოქალაქეთა ნაცვლად მათი სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას წარადგენს შესაბამისი მეურვე.
მუხლი 77. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისათვის დასართავი საბუთები სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებას თან ერთვის: ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი – თუ განმცხადებელი სრულწლოვანია; ბ) განმცხადებლის დაბადების მოწმობა (მოწმობის ასლი); გ) განმცხადებლის ქორწინების მოწმობა (მოწმობის ასლი) – თუ განმცხადებელი დაქორწინებულია; დ) განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები (მოწმობების ასლები) – თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები; ე) მშობლის (მშობლების), მშობლების მონაცვლე პირთა წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე – თუ განმცხადებელი არასრულწლოვანია; ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს ნებართვა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე; ზ) 74-ე მუხლის “გ” და “ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფაქტების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 78. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე განცხადების განხილვა
განცხადებას სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე ამოწმებს და 1 თვის განმავლობაში ადგენს დასკვნას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრის მწარმოებელი ტერიტორიული ორგანო. იგი დასკვნას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარმოდგენიდან 1 თვის ვადაში. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92 მუხლი 79. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის თაობაზე დასკვნის შედგენის ადგილის მიხედვით.
მუხლი 80. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩაწერის ფორმა
სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე, პირადი ნომერი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი; ბ) განმცხადებლის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლის შემდეგ, მოქალაქეობა; გ) განმცხადებლის დაბადების აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი; დ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველი; ე) გაცემული მოწმობის სერია და ნომერი.
მუხლი 81. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა
1. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა შეიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) სახელის, მამის სახელის, გვარის შემცვლელის სახელი, მამის სახელი, გვარი შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა; ბ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერის ნომერი და შესრულების თარიღი; გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის ადგილი; დ) მოწმობის გაცემის თარიღი. 2. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა ადასტურებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლამდე გაცემული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების განმცხადებლისადმი კუთვნილებას. 3. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისას უნდა გაიცეს საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალი მოწმობა. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №184 - სსმ I, 2004 წ., №19, მუხ. 92
მუხლი 82. შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემების შეცვლა
1. მშობლების სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შემთხვევაში, მათი სურვილის შესაბამისად, მათი არასრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მონაცემები მათ შესახებ შეიცვლება. 2. სრულწლოვანი შვილების დაბადების აქტების ჩანაწერებში მშობლების შესახებ მონაცემები შეიცვლება სრულწლოვანი შვილების სურვილის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორებისა და შეცვლისათვის დადგენილი წესით. მუხლი 83. შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა მშობლების მიერ მამის სახელისა და გვარის შეცვლისას 1. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების მამის სახელი და გვარი შეიცვლება მათი დაბადების აქტების ჩანაწერებში. პირადობის დამადასტურებელი საბუთის მისაღებად დადგენილ ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა შესაძლებელია მათი თანხმობით. 2. ერთ-ერთი მშობლის მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილების გვარის შეცვლის საკითხი წყდება მშობლების შეთანხმებით, ხოლო მათი შეუთანხმებლობისას – სასამართლოს გადაწყვეტილებით. 3. მამის მიერ სახელის და მშობლების მიერ გვარის შეცვლის შემთხვევაში სრულწლოვანი შვილების მამის სახელისა და გვარის შეცვლა წარმოებს სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლისათვის დადგენილი წესით.
მუხლი 84. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმა სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლაზე უარის თქმის საფუძველია: ა) მესამე პირთა ინტერესების შელახვის რეალური საფრთხე; ბ) განმცხადებლის სურვილი, აირჩიოს გვარად ფსევდონიმი ან შექმნას ახალი გვარი; გ) განმცხადებლის ეჭვმიტანილობა დანაშაულის ჩადენაში; დ) განმცხადებლის ნასამართლობა დანაშაულის ჩადენისათვის – თუ ნასამართლობა მოხსნილი არ არის.
მუხლი 85. სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის შეტყობინება
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო, რომელმაც სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაცია მოახდინა, ვალდებულია 7 დღის ვადაში შეატყობინოს ამის შესახებ შინაგან საქმეთა ორგანოს განმცხადებლის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიღების ადგილის მიხედვით, აგრეთვე სამხედრო კომისარიატს განმცხადებლის აღრიცხვის ადგილის მიხედვით.
|