forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საშემოსავლო
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 12 Mar 2007, 18:38  #5035603      · პროფილი · პირადი მიმოწერა
llev

შენ ამ თემის მეტი სხვა დარდი არ გაქ? ის ერთი პოსტი რო წაშალე, რა გამოასწორე შეგიძლია მითხრა?

*hedgehog*
QUOTE
გადასახადებს იხდი იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ, შესაბამისად თუ საქართველოში ხარ და აქ გერიცხება ხელფასი აქ უნდა გადაიხადო, თუ ამერიკაში ხარ და იქ იღებ ხელფასს იქ იხდი.


აჰა, მეც ესე ვიცოდი. როგორც საგადასახადო ინსპექტორმა თქვა, არა აქო მნიშვნელობაო, საქართველოს მოქალაქე თუ ხარო, მოზამბიკში რომ იმუშავოო, მაინც აქ უნდა იხადოო გადასახადიო. მიდი და გაიგე მოკლედ.


--------------------
Я всегда знала, что приличные люди должны иметь права, а неприличные (вроде Крючкова, Хомейни или Ким Ир Сена) — не должны. Право — понятие элитарное (C) Новодворская Валерия Ильинична
ratom86
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2323
წევრი No.: 30573
რეგისტრ.: 26-February 07

გამოგზავნილია: 12 Mar 2007, 21:12  #5036849      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
მართალია,აქ უნდა იხადო,საგადასახადოში ვისწავლე
asiko
ვალენტინა ტერეშკოვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02

გამოგზავნილია: 12 Mar 2007, 21:56  #5037282      · პროფილი · პირადი მიმოწერა
djindjidrinji
ხო მაგარია, ასე უაზროდ და უპრაგონოდ პოსტების წაშლა? smile.gif

QUOTE
გადასახადებს იხდი იმ ქვეყანაში სადაც ცხოვრობ, შესაბამისად თუ საქართველოში ხარ და აქ გერიცხება ხელფასი აქ უნდა გადაიხადო, თუ ამერიკაში ხარ და იქ იღებ ხელფასს იქ იხდი.

მთლად ასე არ არის.

თუ ვარ საქართველოს მოქალაქე, ვცხოვრობ ამერიკაში (რეზიდენტი ვარ) და ვმუშაობ ამერიკულ ორგანიზაციაში, საშემოსავლო გადასახადს იქ ვიხდი, ანუ ამერიკულ ბიუჯეტში. ტაჩნეე, სამსახური მიკავდებდა ხელფასს და მერე წელიწადში ერთხელ ავსებ დეკლარაციას, რა აიღე ხელფასი, რა დაგიკავეს და მერე ან დამატება გიწევს გადასახადის ან უკან მოგდის, რაც ზედმეტი გაქვს გადახდილი. თუ რამე ეგზემფშენი გეხება, უკან იღებ წელიწადში ერთხელ მეტობას ანუ სიურპიზი იჩითება.

თU ვარ საქართველოს მოქალაქე, ვმუშაობ ამერიკულ ორგნიზაციაში, საშემოსავლო უნდა გადავიხადო საქართველოს ბიუჯეტში.

თუ ვარ ამერიკის მოქალაქე, ვარ რეზიდენტი ჯორჯიაში და ვმუშაობ ამერიკულ ორგანიზაციაში, ამ დროს სად ვიხდი საშემოსავლოს? არვიცი.

This post has been edited by asiko on 12 Mar 2007, 21:57


--------------------
Zero Tolerance for Zero Intelligence!
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 12 Mar 2007, 23:17  #5038180      · პროფილი · პირადი მიმოწერა
asiko

QUOTE
თუ ვარ ამერიკის მოქალაქე, ვარ რეზიდენტი ჯორჯიაში და ვმუშაობ ამერიკულ ორგანიზაციაში, ამ დროს სად ვიხდი საშემოსავლოს? არვიცი.


ლოგიკიდან გამოდი. უცხოური კომპანიის წარმომადგენლობის რეგისტრაციის წესი ჯორჯიაში ზუსტად ისეთივე, როგორც ადგილობრივი შპს. "ჭიჭიკო", იბეგრება ისევე, როგორც ადგილობრივი კომპანია. მაშდამე, უცხოური კომპანიის წარმომადგენლობის მიერ დაქირავებული ამერიკელი გადასახადს გადაიხდის საქართველოს ბიუჯეტში. პრი ჩომ ტუტ ამერიკა?
asiko
ვალენტინა ტერეშკოვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02

გამოგზავნილია: 12 Mar 2007, 23:28  #5038271      · პროფილი · პირადი მიმოწერა
djindjidrinji
QUOTE
უცხოური კომპანიის წარმომადგენლობის რეგისტრაციის წესი ჯორჯიაში ზუსტად ისეთივე, როგორც ადგილობრივი შპს.


შენ შენი კონკრეტული სამსახურიდან უყურებ მგონი ყველაფერს. ის რომ ტიპი რეზიდენტია ჯორჯიაშI, არ ნიშნავს, რომ კომპანია ან მისი წარმომადგენლობა რეგისტრირებულია ჯორჯიაშია. წარმოიდგინე, რომ ამერიკული ორგანიზაცია მდებარეობს ამერიკაშI, უბრალოდ ერთი ამერიკელი თანამშრომელი ყავს საქართველოში რაღაც კონკრეტული საქმის გასაკეთებლად.

მაგ. შენი აზრით სად იხდიან საშემოსავლოს ამჩამის ამერიკელი თანამშრომლები?

This post has been edited by asiko on 12 Mar 2007, 23:29
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 13 Mar 2007, 00:45  #5038934      · პროფილი · პირადი მიმოწერა
asiko

ქალო, შენ კითხვას ვერ აყალიბებდე ვისი რა ბრალია? biggrin.gif

QUOTE
შენ შენი კონკრეტული სამსახურიდან უყურებ მგონი ყველაფერს.


ჩემი კონკრეტული სამსახური არაფერ შუაში არაა ამ დროს. არც კერძო სექტორია არც შვილობილი ფირმა.

QUOTE
რომ ტიპი რეზიდენტია ჯორჯიაშI, არ ნიშნავს, რომ კომპანია ან მისი წარმომადგენლობა რეგისტრირებულია ჯორჯიაშია. წარმოიდგინე, რომ ამერიკული ორგანიზაცია მდებარეობს ამერიკაშI, უბრალოდ ერთი ამერიკელი თანამშრომელი ყავს საქართველოში რაღაც კონკრეტული საქმის გასაკეთებლად.


თუ ეს ადამიანი მუშაობს ამერიკულ კომპანიაზე, რომელსაც არ აქვს წარმომადგენლობა ჯორჯიაში, და ვიღაცა რენდი გამოაგზავნეს აქ რამე საქმის გასაკეთებლად, ზურგის ფხანვის სპეციალისტია მაგალითად, ე.ი. ეგ ტიპი ჯორჯიაში იმყოფება მივლინებით იმყოფება ჯორჯიაში ,ექსპერტად, ან კონსულტანტად. და ცხადია რომ აშუშუს ბიუჯეტში იხდის გადასახადს, ანლეს იმდენი დროა გასული, რომ ეს ადამიანი ტექს რეზიდენტი გახდა. საერთოდ ეგრეა, რეზიდენტი არ ნიშნავს ტექს რეზიდენტს, რაღაც პერიოდის მერე ხდები ტექს რეზიდენტი რა. საქართველოშიც ასეა ალბათ.

შესაბამისად,

QUOTE
მაგ. შენი აზრით სად იხდიან საშემოსავლოს ამჩამის ამერიკელი თანამშრომლები?


თუ არიან საქართველოს თექს რეზიდენტები, მაშინ იხდიან საქართველოში, თუ არ არინა, ე.ი. არ იხდიან საქართველოში. მე არც საგადასახადო კოდექსის სპეციალისტი ვარ, არც იურისტი, ეგენი კიდე არ იხედებიან აქ biggrin.gif

This post has been edited by djindjidrinji on 13 Mar 2007, 01:10
მწვანე Guru
Grass


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 78
წევრი No.: 22795
რეგისტრ.: 1-September 06

გამოგზავნილია: 13 Mar 2007, 09:50  #5040420      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ის რომ ტიპი რეზიდენტია ჯორჯიაშI, არ ნიშნავს, რომ კომპანია ან მისი წარმომადგენლობა რეგისტრირებულია ჯორჯიაშია. წარმოიდგინე, რომ ამერიკული ორგანიზაცია მდებარეობს ამერიკაშI, უბრალოდ ერთი ამერიკელი თანამშრომელი ყავს საქართველოში რაღაც კონკრეტული საქმის გასაკეთებლად.



გააჩნია რა საქმიანობას ეწევა ის ერთი ადამინი. თუ მაგალითად ის აუდიტორია, რომელიც გამოგზავნა უცხოურმა აუდიტორულმა კომპანიამ, რომლესაც არა აქვს წარმომადგენლობა საქართველოში, და ამ ადამიანმა აქ ჩაატარა საკუთარი სამუშაო ,მიიღო ანაზღაურება და წავიდა. სად ზდიოს საგადასახადომ? შესაბამისად დაიბეგრება ქართული კომპანია, რადგანაც ამ უცხოელმა შემოსავალი მიიღო საქართველოში არსებული წყაროდან.


და კიდე ერთი რამ, სადაც ქართული შესატყვისი ტერმინები არსებობს რა საჭიროა ინგლისურები? baby.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

This post has been edited by მწვანე Guru on 13 Mar 2007, 09:50


--------------------
valley
asiko
ვალენტინა ტერეშკოვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02

გამოგზავნილია: 13 Mar 2007, 10:16  #5040505      · პროფილი · პირადი მიმოწერა
djindjidrinji
QUOTE
ქალო, შენ კითხვას ვერ აყალიბებდე ვისი რა ბრალია?


"ქალო" შენ ცოტა აზრის გამოტანა გიჭირდეს, რა ჩEმი ბრალია? smile.gif

ძალიან კარგად ჩამოვაყალიბე შეკითხვა და პასუხიც მივიღე, რაც მაინტერესებდა. სხვა შესაძლო ვარიანტებიც საინტერესოა თქო ასევე და ვთქვი რო ბევრი სხვადასხვა ვარიანტი არსებობს და ყველაზე სხვადასხვა პასუხია. რამდენადაც კომპეტენტურის არაფერი გეტყობა, მეზარება დისკუსიის გაგრძელება.


This post has been edited by asiko on 13 Mar 2007, 10:17
Ekaterina Oniani
Photo-Lawyer or vise-versa, Mushvanin


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 27596
რეგისტრ.: 29-December 06

გამოგზავნილია: 13 Mar 2007, 11:37  #5040957      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
სორრი, წესიერად არ გადამიხედია თემისთვის ისე ვწერ, ამიტომ თუ რამე უკვე ითქვა და ვიმეორებ, მე მაპატიეთ smile.gif


არცთუ ახალი საკითხია, რაც აქ დაისვა,
მე როგორც ვიცი, ხშირია შემთხვევები, როცა უცხოური კომპანიების (არცთუ უმნიშვნელო კომპანიების) წარმომადგენლობები საქართველოში თავს არიდებენ საშემოსავლო გადასახადის გადახდას.
და ეს ეხება როგორც მათს მუდმივ შტატიან თანამშრომლებს, ისე პართ-თაიმ ექსპერტებს.

თუმცა ამას ისინი არ აკეთებენ გაუაზრებლად და სამართლებრივად გაუმართავად.

ყურადღებით წაიკითხეთ თქვენი შრომითი ხელშეკრულება.
იქ შესაძლოა მათ ჰქონდეთ ჩადებული მუხლი, სადაც წერია, რომ საშემოსავლო გადასახადის გადახდაზე პასუხისმგებელია თვითონ დაქირავებული.
ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად თქვენზეა.

თუ ხელშეკრულებაში ეს არ წერია, მოსთხოვოთ თქვენივე კომპანიას თავი შეიწუხოს და იკისროს საგადასახადო აგენტის ვალდებულება და გადარიცხოს ბიუჯეტში თქვენი შემოსავლის 12 პროცენტი.

თუმცა კიდევ არის ერთი შემთხვევა, როცა თქვენი დამქირავებელი კომპანია შესაძლოა საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან მთლიანად იყოს გათავისუფლებული, მაგრამ მაშინ ეს უნდა ეწეროს საერთაშორისო ხელშეკრულებაში საქართველოსა და შესაბამის მეორე სახელმწიფოს შორის. რადგან სხვა საკანონმდებლო აქტი, საქართველოს კანონმდებლობაში, რომელიც იქნება საგადასახადო კოდექსის ზემდგომი და გაგათავისუფლებთ ამ გადასახადის გადახდისაგან, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.


სხვა შემთხვევაში ადრე თუ გვიან არის შანსი რომ ეს ყველაფერი გაირკვევა, რადგან ასეთი ორგანიზაცია ალბათ ერთი და ორი არაა საქართველოში და საგადასახადო მათთვისაც მოიცლის.

ჰოდა პასუხისმგებლობა საბოლოოდ შეიძლება თქვენ დაგეკისროთ, რადგან ბოლოს და ბოლოდ საშემოსავლო ფიზიკური პირის გადასახადია და არა იურიდიული პირის და თუ თქვენი დამქირავებელი უარს აცხადებს იკისროს საგადასახადო აგენტის ვალდებულება კანონიერი თუ უკანონო მიზეზის გამო, მაშინ თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ საგადასახადოში და გაასწოროთ ანგარიში სახ. ბიუჯეტთან.


--------------------
.
www.Katiee.Ge
.
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 13 Mar 2007, 15:01  #5042718      · პროფილი · პირადი მიმოწერა
ჯარიმები თუ აინტერესებს ვინმეს:

დავალიანების ხანდაზმულობა არის 6 წელი. 6 წლის მერე არის ამნისტია. ყოველწლიურად ემატება 24% ჯარიმა. ანუ თუ წლიური ხელფასი შეადგენს 10 000 ლარს, აქედან საშემოსავლო არის 12%- ანუ 1200 ლარი. ეს 1200 არი დამალე და არ გადაიხადე. წლირუი ჯარიმა 24%- 288 ლარი. გამრავლებული 6 წელიწადზე -1728 ლარი. ანუ თუ 6 წლის თავზე დაგადგა საგადასახადო, გადასახდელი გექნება 2768 ლარი, რაც მამენტ ასატანია, მაგრამ! მთელი 6 წელი რომ არ იხადო და დაგადგნენ, გამოდის 16 608 ლარი. და რატომ? იმიტომ რომ თვეში 100 ლარი გენანებოდა.

ნორმალურ ქვეყანაში მამენტ აზრად არ მოგივა იჯდე და იყოყმანო, გადაიხადო თუ არა გადასახადი. საქართველოში ეს დილემაა, ვინაიდან ის 100 ლარიც ფულია. ისევ და ისევ, თქვენი პირადი საქმეა შეასრულებთ თუ არა ვალდებულებას სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ერთი რამ გახსოვდეთ: საგადასახადოსთვის "სახელმწიფო ჩემს წინაშე ვალდებულებებს ასრულებს??" <--- არ არის არგუმენტი. ყველა ერთნაერად ჯარიმდება.

მოვა დღე , დააკდლებათ ბიუჯეტში ფული და ვინმე ჭკვიანი საგადასახადო დეპარტამენტიდან მოიფიქრებს საერთაშორისოების კონტრაქტორების შემოწმებას. ამიტომ, კი, ძაან მენანება ჩემი ხელფასის 12%, მაგრამ ეს არის ჩემი სიმშვიდის და სუფთა საგადამხდელო წარსულის საფასური. ბოლოს და ბოლოს, ხალხს უხდიან კაპიკებს და იმ კაპიკებიდან აჭრიან საშემოსავლოს, არ უნდა გაღორდე ადამიანი.
Ekaterina Oniani
Photo-Lawyer or vise-versa, Mushvanin


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1690
წევრი No.: 27596
რეგისტრ.: 29-December 06

გამოგზავნილია: 14 Mar 2007, 11:33  #5050804      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
QUOTE
მოვა დღე , დააკდლებათ ბიუჯეტში ფული და ვინმე ჭკვიანი საგადასახადო დეპარტამენტიდან მოიფიქრებს საერთაშორისოების კონტრაქტორების შემოწმებას. ამიტომ, კი, ძაან მენანება ჩემი ხელფასის 12%, მაგრამ ეს არის ჩემი სიმშვიდის და სუფთა საგადამხდელო წარსულის საფასური. ბოლოს და ბოლოს, ხალხს უხდიან კაპიკებს და იმ კაპიკებიდან აჭრიან საშემოსავლოს, არ უნდა გაღორდე ადამიანი.

100%
Wanderer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4688
წევრი No.: 5039
რეგისტრ.: 3-May 04

გამოგზავნილია: 14 Mar 2007, 12:49  #5051335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ერთი რაღაცა უნდა ითქვას აქ, რაც მემგონი არ თქმულა: სახელმწიფო რომ გთხოვს გადასახადების გადახდას თავის ვალდებულებებსაც უნდა ასრულებდეს! სახელმწიფო ორგანიზაციაა ანუ ერთგვარი სუბიექტია. თუ მე ამ სუბიექტისგან არ ვიღებ მოთხოვნილ საქონელს ან მომსახურებას რატომ უნდა გადავუხადო მას ფული? მაღაზიაში რომ შედიხართ პურის საყიდლად ფულს აძლევთ და პურს იქ ტოვებთ? biggrin.gif მარტო გადასახადების მოთხოვნა ხო არაა არა! თბილისისთვის ვერ მიუხედიათ! რაიონებზე ხო არაა ლაპარაკი საერთოდ....
* * *
და ერთი შეკითხვა: ვთქვათ კონტრაქტი არ არსებობს და ყველაფერი ხდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე? მაშინ რა მოხდება?

და კიდევ ერთი: ვთქვათ შემოსავალი საბანკო ანგარიშზე მერიცხება(ხელშეკრულება არ არსებობს). რა საგადასახადოს საქმეა მე საიდან მერიცხება ის ფული??? იქნებ ბიძაშვილი მყავს ამერიკაში და ის მიგზავნის ფულს?
* * *
კიდევ ერთი იდეა მომივიდა: არ შეიძლება ასეთი რამ, რომ საგადასახადომ რამენაირად მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე დავალიანების შესახებ? არსებობს რამე ამდაგვარი?
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 14 Mar 2007, 14:17  #5052042      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Wanderer

QUOTE
შეიძლება ასეთი რამ, რომ საგადასახადომ რამენაირად მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩვენი მიმდინარე დავალიანების შესახებ? არსებობს რამე ამდაგვარი?


http://www.taxdep.ge/ აქ დაემატება ეგ ფუნქცია მალე, შეძლებ ონლაინ აკონტროლო ყველაფერი.

QUOTE
ერთი რაღაცა უნდა ითქვას აქ, რაც მემგონი არ თქმულა: სახელმწიფო რომ გთხოვს გადასახადების გადახდას თავის ვალდებულებებსაც უნდა ასრულებდეს! სახელმწიფო ორგანიზაციაა ანუ ერთგვარი სუბიექტია. თუ მე ამ სუბიექტისგან არ ვიღებ მოთხოვნილ საქონელს ან მომსახურებას რატომ უნდა გადავუხადო მას ფული? მაღაზიაში რომ შედიხართ პურის საყიდლად ფულს აძლევთ და პურს იქ ტოვებთ?  მარტო გადასახადების მოთხოვნა ხო არაა არა! თბილისისთვის ვერ მიუხედიათ! რაიონებზე ხო არაა ლაპარაკი საერთოდ....


ნუ მაგ ბლა-ბლას მეც ვეთანხმები, მაგრამ მოქალაქის პოლიტიკური ფილოსოფია ნებისმიერი ქვეყნის საგადასახადო კანონმდებლობას კიდია, ვინაიდან საზოგადოების ნაწილი ყოველთვის უკმაყოფილოა და უნდა მეტი (ესეც უნდა იყოს), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადასახადი არ უნდა გადაიხადო. გზა გინდა? გარე განათება გინდა? მეტრო გინდა? პენსიონერებზე გული გიკვდება? სასწრაფო გინდა? პოლიცია გინდა? ეს ყველაფერი ფული ღირს. როგორც უკვე ვთქვი, საგადასახადო ინსპექტორისთვის შენი არდათანხმება პარტიის გენერალურ ხაზთან არგუმენტი არაა.

QUOTE
და ერთი შეკითხვა: ვთქვათ კონტრაქტი არ არსებობს და ყველაფერი ხდება ზეპირი შეთანხმების საფუძველზე? მაშინ რა მოხდება?


ჰმმმ. საქართველოში გადასახადისგან გათავისუფლება ხდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, როგორც მაგალითად გაეროა გათავისუფლებული (ნუ გაეროს შტატს ხელფასი ნიუ-იორკში ებეგრება უკვე და ორჯერ ხომ არ დაბეგრავენ?). ვინც არ არის გათავისუფლებული ჩვეულებრივად იბეგრება აქ. ანუ ადგილობრივ კომპანიაში როცა მუშაობ, შენ უკვე დაბეგრილ ხელფასს იღებ და ამ შენ 12%ს შენი დამქირავებელი იხდის (+ კიდე სხვა გადასახადებს იხდის, რომელიც შენ არ გაინტერესებს), შენ საგადასახადოსთან ურთიერთობა არ გიწევს. ბევრგან თანამშრომლებს არ აფორმებენ ზუსტად იმისთვის, რომ ეს გადასახადები აიცილონ თავიდან და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე ხელზე აძლევენ ფულს. ხოდა ამ შემთხვევაში შენი დამქირავებელია პასუხისმგებელი და არა შენ, ვინაიდან ბოლო-ბოლო დაიშტერებ თავს და იტყვი მე რა ვიცოდიოო, კონტრაქტი მე არ მქონია და რა ვიცოდიო. (იურისტებო, ვცდები?)
chico
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 34
წევრი No.: 31307
რეგისტრ.: 13-March 07

გამოგზავნილია: 14 Mar 2007, 14:22  #5052091      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · yim
საშემოსავლო აქ უნდა გადაიხადო. მეც უცხოურ კომპანიაში ვმუშაობ და აქ ვიხდი საშემოსავლოს!
djindjidrinji
ფLOSTი


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12952
წევრი No.: 479
რეგისტრ.: 28-November 01

გამოგზავნილია: 14 Mar 2007, 14:30  #5052174      · პროფილი · პირადი მიმოწერა
chico

QUOTE
საშემოსავლო აქ უნდა გადაიხადო. მეც უცხოურ კომპანიაში ვმუშაობ და აქ ვიხდი საშემოსავლოს!


ეგ ვიცით, ვიცით biggrin.gif
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (5) 1 [2] 3 4 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 1.1905 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]