forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (2) [1] 2   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> სოციალური გადასახადი, მჭირდება კომპეტენტური რჩევა და პრაქტიკა
Ekaterina Oniani
Photo-Lawyer or vise-versa, Mushvanin


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 27596
რეგისტრ.: 29-December 06

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 22:52  #5183462      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
მოგესალმებით,

დიდი იმედი მაქვს რომ საგადასახადო სამართლის ძალიან მოყვარული აღმოჩნდება აქ ვინმე და კომპეტენტურ პასუხს გამცემს შემდეგ საკითხზე:

მოგეხსენებათ, სოციალური გადასახადი არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული გადასახადის ერთ-ერთი სახე.

მაინტერესებს, (როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკაში), რა შემთხვევაში იხდის ორგანიზაცია სოციალურ გადასახადს.

1. შტატიან თანამშრომლებზე - იხდის საშემოსავლოსაც და სოცსაც
2. შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებულ პირებზე - ასევე იხდის საშემოსავლოსაც და სოცსაც
3. ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებულ/მოწვეულ პირებზე (მაგალითად ექსპერტი ერთი კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში) - იხდის საშემოსავლოს, მაგრამ იხდის თუ არა სოციალურ გადასახადს???

მე როგორც ვიცი პრაქტიკაში არავინ არ იხდის, არც ბანკი ითხოვს, და არც საგადასახადო.... მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ საგადასახადო კოდექსში გარკვევით არაფერი წერია, ასე ვთქვათ, ჩვენს სასარგებლოდ....


ვინმემ შეგიძლიათ თქვენი პრაქტიკიდან კომპეტენტური პასუხი გამცეთ???

This post has been edited by Ekaterina Oniani on 28 Mar 2007, 22:55


--------------------
.
www.Katiee.Ge
.
lucia
think Green


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4511
წევრი No.: 8748
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:30  #5183801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
Ekaterina Oniani
ბანკში, როცა ხდება ხელფასის დანიშნულებით თანხის გადარიცხვა (არ აქვს მნიშვნელობა ერთხელ ურიცხავ თუ 2ჯერ) აუცილებლად უნდა მოხდეს შესაბამისი სოციალური გადარიცხვის გაკეთება. ანუ, კომპაინია პრაქტიკულად ვალდებულია ნებისმიერი პირისათვის ხელფასის გადარიცხვისას გადარიცხოს სოციც (თუმცა არაა აუცილებელი საშემოსავლოს გადარიცხვა).



--------------------
Without me, it's just aweso.
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13404
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:37  #5183880      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
კოდექსში ძალიან კარგად წერია ამის შესახებ!კერძოდ
გადასახადის გადამხდელია:
1.დამქირავებელი!!!
2.საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი,რომელიც საქართველოში გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს რომელსაც არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის მოწმობა.
3.მეწარმე ფიზიკური პირები,ამხანაგობის წევრი ფიზიკური პირები(206 მხლის მიხედვით,კერძოდ თანამფლობელობა),რომლებიც საქართველოში ეწევიან ეკ.საქმიანობს.
სადმე წერია რომ ერთჯერად საქმიანობაზე არ იხდის დამქირავებელი?თუ არ წერია ე.ი იხდის.თუ არ იხდის ეს კანონდარღვევაა.და სად ნახე ეგ პრაქთიკა რომ სოცს არავინ არ იხდის?ბანკმა რატომ უნდა მოითხოვოს?-ეს ვერ გავიგე.არც საგასახადო ითხოვს?-ეს სადღა ნახე?რას ქვია არ ითხოვს?რომ შეგიმოწმებს რომ ხელფასი გაცემული გაქვს და სოცი არ გაქვს გადახდილი შენ გგონია არაფერს გეტყვის?


--------------------
London...
lucia
think Green


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4511
წევრი No.: 8748
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:42  #5183925      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
BLACK METAL
QUOTE
ბანკმა რატომ უნდა მოითხოვოს?-

თუ სოცის გარეშე გადარიცხავს ხელფასებს ჯარიმდება ბანკი wink.gif შესაბამისად ითხოვს კიდევაც
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13404
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:42  #5183928      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (lucia @ 28 Mar 2007, 23:30 )
Ekaterina Oniani
ანუ, კომპაინია პრაქტიკულად ვალდებულია ნებისმიერი პირისათვის ხელფასის გადარიცხვისას გადარიცხოს სოციც (თუმცა არაა აუცილებელი საშემოსავლოს გადარიცხვა).

რას ქვია არ არის აუცილებელი?სად წერია რომ არ არის აუცილებელი?სადაც სოცია იქ ყოველთვის არის საშემოსავლოც.
* * *
QUOTE (lucia @ 28 Mar 2007, 23:42 )
BLACK METAL
QUOTE
ბანკმა რატომ უნდა მოითხოვოს?-

თუ სოცის გარეშე გადარიცხავს ხელფასებს ჯარიმდება ბანკი wink.gif შესაბამისად ითხოვს კიდევაც

ეგ ძალიან კარგად ვიცი რაზეც დაჯარიმდება,მაგრამ წერია რომ ითხოვს?რას ქვია ითხოვს?ვისგან ითხოვს?რას გულისხმობთ ვერ გავიგე?
lucia
think Green


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4511
წევრი No.: 8748
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:48  #5183994      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
BLACK METAL
კომპანია ვალდებული არაა თავისი თანამშრომლების ხელფასიდან საშემოსავლო გადაიხადოს. შეუძლია ეს თვითონ თანამშრომლებს დააკისროს. მაგ. საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების უმეტესობა თვითონ იხდის საშემოსავლოს
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13404
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 28 Mar 2007, 23:57  #5184079      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (lucia @ 28 Mar 2007, 23:48 )
BLACK METAL
კომპანია ვალდებული არაა თავისი თანამშრომლების ხელფასიდან საშემოსავლო გადაიხადოს. შეუძლია ეს თვითონ თანამშრომლებს დააკისროს. მაგ. საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების უმეტესობა თვითონ იხდის საშემოსავლოს

კი მაგრამ მაშინ უნდა იყოს დარეგისტრირებული გად.გადამხდელად.არ ჯობია დაგიკავონ ვიდრე შენ ირბინო საგადასახადოში...ისე მუშაობ შენ?

This post has been edited by BLACK METAL on 28 Mar 2007, 23:58
lucia
think Green


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4511
წევრი No.: 8748
რეგისტრ.: 15-February 05

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 00:02  #5184136      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
BLACK METAL
ისე ვმუშაობ მე.

კი, მე ნამდვილად მირჩევნია სამსახური იხდიდეს და ასეც არის, მაგრამ ზოგიერთ კომპანიას არ ურჩევნია და თანამშრომლებს ახდევინებს.... კაცია და გუნება smile.gif
asiko
ვალენტინა ტერეშკოვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 00:09  #5184213      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Ekaterina Oniani
QUOTE
3. ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებულ/მოწვეულ პირებზე (მაგალითად ექსპერტი ერთი კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში) - იხდის საშემოსავლოს, მაგრამ იხდის თუ არა სოციალურ გადასახადს???


კი. რა მნიშვნელობა აქვს ერთჯერადია თუ მრავალჯერადი, დაქირავებული მუშაკია და იხდიან მასზეც სოცს.
* * *
QUOTE
ვინმემ შეგიძლიათ თქვენი პრაქტიკიდან კომპეტენტური პასუხი გამცეთ???


ჩემი პასუხია პრაქტიკიდან.


--------------------
Zero Tolerance for Zero Intelligence!
Ekaterina Oniani
Photo-Lawyer or vise-versa, Mushvanin


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 27596
რეგისტრ.: 29-December 06

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 00:45  #5184683      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
lucia
QUOTE
(თუმცა არაა აუცილებელი საშემოსავლოს გადარიცხვა).

სხვათა შორის საშემოსავლოზე ბანკები ტვინს ბურღავენ, თუ არ გადარიცხე.

QUOTE
მაგრამ წერია რომ ითხოვს?რას ქვია ითხოვს?ვისგან ითხოვს?რას გულისხმობთ ვერ გავიგე?

პრაქტიკულად ითხოვენ, ზუსტის თუ არა, ნაწილის გადარიცხვას მაინც.

asiko
QUOTE
3. ერთჯერადი მომსახურების ხელშეკრულებით დაქირავებულ/მოწვეულ პირებზე (მაგალითად ექსპერტი ერთი კონკრეტული ღონისძიების ფარგლებში) - იხდის საშემოსავლოს, მაგრამ იხდის თუ არა სოციალურ გადასახადს???



კი. რა მნიშვნელობა აქვს ერთჯერადია თუ მრავალჯერადი, დაქირავებული მუშაკია და იხდიან მასზეც სოცს.


და რამდენად არის დაქირავებული მუშაკი?

მაგალითად, მე რომ ერთჯერადად მოვიწვიო ექსპერტი მოხსენების წასაკითხად,
ან დავიქირავო ფიზიკური პირი, მარშრუტკის მძღოლი, უნდა გადავიხადო თუ არა სოცი?
ანუ დაქირავებულში იგულისხმება შრომის ხელშეკრულებით დაქირავებული თუ ნებისმიერი ხელშეკრულებით?


რაც შეეხება საგადასახადოს და ბანკის მიერ მოთხოვნას, ბანკი ხომ არაფერს ითხოვს და საგადასახადო ფაქტია რომ ადასტურებს (იმ 3-4 წლიანი პრაქტიკიდან, რაზე დაყრდნობითაც მე ეს კითხვა დავსვი) ყველა წლიურ ბალანსს და და დელარაციებს... არანაირი პრეტენზია... ნუ ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში....

მოკლედ, ხვალ მაინც ვარკვევ ამ საკითხს ჯერ შრომის სამართლის ექსპერტთან, შემდეგ საგადასახადოსიsmile.gif

და თქვენს გაცნობებთ შედეგებს smile.gif


პ.ს. ხო საგადასახადოშიც ნაკითხი და გარკვეული ჰქონია ეს ამბავი, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, და იქ უთხრეს, არა, არაფერსაც არ იხდიოოოოო....

მდა,
მესწავლა საგადასახადო biggrin.gif 4იანი ტყუილა კი არ მყავს biggrin.gif

This post has been edited by Ekaterina Oniani on 29 Mar 2007, 00:57
asiko
ვალენტინა ტერეშკოვა


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11748
წევრი No.: 969
რეგისტრ.: 27-May 02

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 00:54  #5184740      · პროფილი · პირადი მიმოწერა
Ekaterina Oniani
QUOTE
მაგალითად, მე რომ ერთჯერადად მოვიწვიო ექსპერტი მოხსენების წასაკითხად, ან დავიქირავო ფიზიკური პირი, მარშრუტკის მძღოლი, უნდა გადავიხადო თუ არა სოცი? ანუ დაქირავებულში იგულისხმება შრომის ხელშეკრულებით დაქირავებული თუ ნებისმიერი ხელშეკრულებით?


არა, მე შრომითი ხელშეკრულება ვიგულისხმე. სხვა რა ხელშეკრულება უნდა გააფორმო. ექსპერტი დასკვნას წერს თU მოხსენებას კითხულობს, შრომობს. არა? wink.gif
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13404
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 00:58  #5184794      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხო.აი მარშუტკის მძღოლზე ან თუნდაც ყველაზე რეალური მაგალითი:ელიავას მუშა.ის ითვლება კოდექსით შენს მიერ დაქირავებულად.და აქ ხომ სიტყვიერ შეთანხმებაზეა საუბარი.დაუშვათ გაგიკეთა კაფელი.კანონით შენ უნდა გადაიხადო სოცი,მაგრამ რეალურად ასე არ ხდება და საგასახადოს ინსპექტორებიც ვერ დაუწყებენ მუშებს დევნას.მაგრამ რომ დაგიჭიროს,დარღვევაა.
Ekaterina Oniani
Photo-Lawyer or vise-versa, Mushvanin


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1692
წევრი No.: 27596
რეგისტრ.: 29-December 06

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 01:03  #5184842      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ვებგვერდი
BLACK METAL
QUOTE
მაგრამ რეალურად ასე არ ხდება და საგასახადოს ინსპექტორებიც ვერ დაუწყებენ მუშებს დევნას.მაგრამ რომ დაგიჭიროს,დარღვევაა.

მუშებს რატომ უნდა სდიონ, სოცს დამქირავებელი იხდის, თუა ვალდებული, ყველა ვარიანტში.

რაც შეეხება რომ დაგიჭირონ-ს

კიდევ ვიმეორებ,
არ ვლაპარაკობ რაიმე არალეგალურზე
მე ვამბობ იმას, რასაც ფაქტიურად საგადასახადო არ ითხოვს, მე კი კოდექსიდან გამომდინარე ვერ ვხედავ ამის გამართლებას და მგონია რომ უნდა ითხოვდეს

საგადასახადო იბარებს დეკლარაციებს, ბალანსებს და ყველა უბედურებას biggrin.gif უკირკიტებს ყველა გადასახადს, მაგრამ აი ამაზე არაფერი არასოდეს არ უთქვამსოო, პირიქით, წინასწარი კონსულტაციით, თვითონ საგადასახადოში მისცეს ამგვარი განმარტება.

This post has been edited by Ekaterina Oniani on 29 Mar 2007, 01:04
Aleko28
ASD-001


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4015
წევრი No.: 7346
რეგისტრ.: 18-November 04

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 03:26  #5185852      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მე როგორც ვიცი პრაქტიკაში არავინ არ იხდის, არც ბანკი ითხოვს, და არც საგადასახადო


biggrin.gif

შემთხვევით პროექტში ხო არ მუშაობ?

იმათ არ უყვართ სოცის გადახდა no.gif
BLACK METAL
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13404
წევრი No.: 32055
რეგისტრ.: 26-March 07

გამოგზავნილია: 29 Mar 2007, 10:07  #5186572      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (Ekaterina Oniani @ 29 Mar 2007, 01:03 )
BLACK METAL
QUOTE
მაგრამ რეალურად ასე არ ხდება და საგასახადოს ინსპექტორებიც ვერ დაუწყებენ მუშებს დევნას.მაგრამ რომ დაგიჭიროს,დარღვევაა.

მუშებს რატომ უნდა სდიონ, სოცს დამქირავებელი იხდის, თუა ვალდებული, ყველა ვარიანტში.

რაც შეეხება რომ დაგიჭირონ-ს

კიდევ ვიმეორებ,
არ ვლაპარაკობ რაიმე არალეგალურზე
მე ვამბობ იმას, რასაც ფაქტიურად საგადასახადო არ ითხოვს, მე კი კოდექსიდან გამომდინარე ვერ ვხედავ ამის გამართლებას და მგონია რომ უნდა ითხოვდეს

საგადასახადო იბარებს დეკლარაციებს, ბალანსებს და ყველა უბედურებას biggrin.gif უკირკიტებს ყველა გადასახადს, მაგრამ აი ამაზე არაფერი არასოდეს არ უთქვამსოო, პირიქით, წინასწარი კონსულტაციით, თვითონ საგადასახადოში მისცეს ამგვარი განმარტება.

მუშებს იმიტომ უნდა დაუწყოს დევნა რომ ის არის სამუშაოს შემსრულებელი და ეს მაინც იცის,თორემ დამქირავებლებზე მას ინფორმაცია არ აქვს გამიგე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (2) [1] 2  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0413 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]