Updated: შპს -ს რეგისტრაცია 2010 წლის 1 იანვრიდან ხდება საჯარო რეესტრში.
შპს რეგისტრაცია - რა არის საჭირო ამისთვის
1. იურიდიული მისამართი (თანხმობა ფართზე)
2. დოკუმენტაცია (წესდება, კრების ოქმი, ხელმოწერის ნიმუში განაცხადი)
3. სახელმწიფო ბაჟი.
1.
იურიდიული მისამართი შპს-ს ესაჭიროება იურიდიული მისამართი, რისთვისაც საჭიროა თანხმობა ქონების მესაკუთრისგან რომ მისი მისამართი გამოიყენეოთ თქვენ იურიდიულ მისამართად. (თანხმობა ფართზე). თუ თქვენ თანხმობას იღებთ ფიზიკური პირისაგან მაშინ საჭიროა თანხმობის ნოტარიალურად დამოწმება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ნოტარიული დამოწმება საჭირო არ არის. საკმარისია თანხმობა შედგენილი იყოს იურიდიული პირის ბლანკზე, მას ხელს აწერდეს დირექტორი და ერტყას ბეჭედი.
3.
დოკუმენტაცია1. განცხადება
2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
3.ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და ნოტარიალურად დამოწმებული წესდება
4.სარეგისტრაციო მომსახურების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი
5.უძრავი ნოვთის მესაკუთრის თანხმობა
6. პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით, ან ხელმოწერილი იყოს მარეგისტრირებელ ორგანოში და რომელშიც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია : საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი. თუ საწარმოს ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირია, მაშინ უნდა მიეთითოს , ცალცლაკლე წარმოადგენენ ისინი საწარმოს, თუ ერთად. დოკუმენტს ხელს აწერენ ხელმღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები და დამფუძვნევნებლები.
7. ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ნიმუში, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იყოს შესრულებული სანოტარო ორგანოში.
4.
სახელმწიფო ბაჟიერთი სამუშაო დღის ვადაში - 100 ლარი
განაცხადის შეტანის დღეს - 200 ლარი
ოთო, ნამდვილი შედევრი იყო
This post has been edited by ჰერმიონ on 26 Feb 2010, 12:52