forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (57) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

>  აბორტი-როგორც დანაშაული?
 
თანახმა ხართ თუ არა რომ აბორტი იყოს სსკ-ით დასჯადი?
1. კი (მამრობითი) [ 124 ]  [27.99%]
2.არა (მამრობითი) [ 90 ]  [20.32%]
3. კი (მდედრობითი) [ 85 ]  [19.19%]
4.არა (მდედრობითი) [ 115 ]  [25.96%]
5.მიჭირს პასუხის გაცემა/ამ საკითხზე პოზიცია არ გამაჩნია [ 29 ]  [6.55%]
Total Votes: 443
Guests cannot vote 
Levani T
უბედურის ერთი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 365
წევრი No.: 116367
რეგისტრ.: 30-May 10

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 15:25  #22538892      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
არ უნდა აიკრძალოს კი არა და კაიც კია აბორტები.
აბორტს შეძლებული და კარგი ოკახური მდგომარეობის მქონე ადამიანი არ იკეთებს. აბორტს იკეთებენ, გამნაყოფიერებელისგან მიტოვებული მდედრები, მატერიალურად გაჭირვებულები, და. ა.შ. აბორტისგან მოცილებული ჩანასახები არიან არასასურველნი მშობლებისთვის. კანონის ძალით თუ დავავალდებულებთ მშობლებს არასასურველი ბავშვები დაიტოვონ, გვეყოლება ბევრი მშობლებისგან არასასურველი ბავშვი. ეს გამოიწვევს კიდე უფრო დიდ სიღატკის დონეს. (თითო ოჯახში 2-3 მაგივრად იქნება 6-7 და უფრო მეტი ბავშვიც) ოჯახის როლი როგორც პირველი საფეხბურის სოციალური ინტეგრატორის ძალიან შემცირდება და შეიძლება ნულამდეც დავიდეს.(ფიზიკურად ვერ შეძლებენ მშობლები 6-7 ბავშვის სრულყოფილად აღზრდას მითუმეტეს მატერიალურად გაჭირვებულები). მშობლების დამოკიდებულება არასასურველი ბავშვების მიმართ არ იქნება ბუნებრივვი მშობელი-შვილის დამოკიდებულება, უფრო ცივები იქნებიან. ამ ყველაფრის შედეგი იქნება საზოგადოებრივი დომხალი. გაიზრდება სიღატაკე>დანაშაული.

სხვათა შორის ჩემი ბიოლოგისს წიგნი გვთავაზობდა განაყოფიერების თავიდან ასაცილებლად რამდენიმე ხერხს:
1. პრეზევატივი.
2.ქალში დამონტაჟებული ათასი უბედურება.
3.აბები.
4.გარეთ გათავება უფრო კულტურულად კი მგონი გარევაგინალური ეკსპერმატოზი ქვია.(გაითვალისწინეთ რომ ბერძნულიდან ვთარგმინ ამიტომ შეიძლება ქარტულში სხვანაირადაც იყოს biggrin.gif).

გინდათ ისე წარმოაჩინოთ ყველაფერი რომ თითქოს მარტო ქართული განუვითარებელი საზოგადოების პრობლემაა, იმის გამო რომ არასასურველი ფეხმძიმობის თავიდან აცილების საშუალებებს არ ფლობენ. ევროპაში რომ ფლობენ რა ხეირი მერე? იქ არ კეთდება ბევრი აბორტი? ანდა აშშ-ში?
პრობლემა ისაა რომ არ არსებობს დღეს ისეთი პრეზერვატივი სრულ სიამოვნებას რომ ანიჭებდეს ადამიანს, ამიტომაც ბევრი არც ხმარობს. შესაბამისად გვაქვს არასასურველი ფეხმძიმობებიც.



--------------------
ბავშვი გუდიანი მშობლებს ეხვეწება, ძილის წინ სანამ შუქს ჩაუქრობენ, კარადაში შეიხედონ ჩაკ ნორისი არ იმალებოდეს.
nina-nina
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1248
წევრი No.: 91146
რეგისტრ.: 11-May 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 15:55  #22539365      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
QUOTE
საბლოოდ შეიგნოს თუ რა საშინელებაა(ამაში ეკლესია,სახლმწიფო და სხვდასხვა ორგანიზაციები უნდ იღებდნენ მონაწილეობას).ეს ყველაზე მეტად შეამცირებს აბორტბის რიცხვს და მგონი ყველაზე რეალური და კარგი გამოსავალია.


მეც ეს ვუთხარი თემის ავტორს თუ გინდა მინიმუმ 1 გადაიფიქროს მორალურად უნდა დაგმო და არაა მკვლელობად გამოაცხადო, თუმცა ვფირობ ყველას ესმის რა საშინელებააა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში აკეთებს ამას, მაგრამ არის ბევრი სხვა შემთხვევაც, რაც დასაგმობია მაგრამ მკვლელობისგან ძAლიან შორსააა smile.gif


--------------------
When one door of happiness closes, another opens; but often we look so long at the closed door that we do not see the one which has opened for us
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 16:49  #22540255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
რა , არის ადამიანი?

ეს შეკითხვა მე უნდა დამესვა. smile.gif
და შენი აზრი მაინტერესებს ....ჩემთვის ეს ძალიან რთული კითხვაა. sad.gif
QUOTE
რატომაა სამწუხარო?
აბა , როგორ მიდგომა უნდა იყოს, რადგან ამა თუ იმ დანაშაულის კრიმინალიზაციით სიტუაცია არ იცვლება და პირიქით, შეიძლება დამძიმდეს კიდეც , ამიტომ დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?
თუ კი შენ დაამტკიცებ, რომ ჩანასახი ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც მე და შენ, მისი მკვლელი რატომ არ უნდა დაისაჯოს? მაინც მოკლავს არალეგალური მკვლელობით და ამიტომ?

დიახ...მაგიტომ.ჩემთვის მთავარია ნაკლები ადამიანი დაზარალდეს და არა ის რომ მეტი დაისაჯოს. smile.gif
QUOTE
არის სისხლის სამართლის კოდექსში ასეთი მუხლი : იარაღით ვაჭრობა. იარაღით ვაჭრობის აკრძალვამ შეიძლება მოიტანოს მისი უფრო მძიმე ხერხებით მოპოვების აუცილებლობა დამნაშავის მხრიდან, ხოლო სიტუაცია არ შეიცვალოს, რა ვქნათ, არ იყოს ეს მუხლი? უხეში მაგალითი მოგიყვანე

არ ვიცი რა გითხრა....მართლა უხეში მაგალითია და ამ ორ შემთხვევას ბევრი რამ განასხვავებს. smile.gif
QUOTE
მეცნიერულად ჩანასახი არაა ადამიანი.
რელიგიურად ადამიანია .
თავი დავანებოთ იმას, რომ ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი არაა ამ ქვეყანაში და გადავიდეთ შემდეგზე. ეკლესია კონტრაცეფციასაც ისე უყურებს, როგორც აბორტს ( დაახლოებით) , ნუ კატეგორიულად კრძალავსნებისმიერ მღვდელს ჰკითხე, როგორ უყურებს პრეზერვატივს და სპირალს.
მოდი, თუ ეკლესიის პოზიციიდან შევხედავთ, ამოვიღოთ ესენიც რეალიზაცია-გაყიდვიდან .
თუ ფიქრობ, რომ ეკლესიის პოზიცია უნდა გაითვალისწინო, რატომ არ ითვალისწინებ სხვა მომენტებში?

მე არ მითქვამს რომ ეკლესიის პოზიცია უნდა გაითვალისწინონ ან არ გაითვალისწინონ.....უბრალოდ არ მესმის დასახელებული მეცნიერული არგუმენტების რადგან საწინაღმდეგოდ უფრო მყარს ვხედავ. http://www.independent.co.uk/opinion/comme...son-629164.html ეს ნახე ვფიქრობ ბვრი შეკითხვაა განხილული და პასუხგაცემული. smile.gif


This post has been edited by sleib on 16 Nov 2010, 17:28
natalir
:)


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9054
წევრი No.: 22351
რეგისტრ.: 9-August 06

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 17:38  #22541051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE (cxako @ 16 Nov 2010, 14:10 )
QUOTE (nina-nina @ 16 Nov 2010, 12:34 )
cxako

აბორტს რა კანონი უნდა აკრძალული არაა, არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 133. უკანონო აბორტი
1. უკანონო აბორტი,
-ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას ორმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი უკანონო აბორტისათვის მსჯავრდებულის მიერ, ან რამაც გამოიწვია შვილოსნობის სამუდამო მოშლა ან სხვა მძიმე შედეგი,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)
3. უკანონო აბორტი, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა,-
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. (28.04.2006. N2937)

დანარჩენი უკვე პრაქტიკის საქმეა, უკანონო აბორტში რა იგულისხმება ესეც განვრცობის ამბავია, არის ამაზე იურიდიული ლიტერატურები, ვფიქრობ უკანონო აბორტი ცოტა გაშლილად უნდა ეწეროს ამ მუხლში.

მთელს სამართლებრივ სივრცეში მარტო ეს 3 მუხლი თუ პუნქტი არეგულირებს? არასორიზულია ცოტა.... ამასტან ნაყოფზე თითქმის არაფერი წერია ამ მუხლში, მარტო მშობელზეა ყურადრება გამახვილებული.

საქართველოს კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 139.
1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა.
2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა.

მუხლი 140.
1. აბორტის რეკლამა აკრძალულია.
2. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


--------------------
If tolerance becomes a one way street it leads to cultural suicide

А что подумал Кролик - никто не узнал. Потому что он был очень воспитанный
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 17:40  #22541094      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
აბორტს შეძლებული და კარგი ოკახური მდგომარეობის მქონე ადამიანი არ იკეთებს.

ცდები...არის პროფესიები როდესაც ოსულობა შემაფერხებელია.და მიუხედავდ იმისა რომ ბავშვის აღზრდა შუძლიათ მაინც არ აჩენენ.
QUOTE
. კანონის ძალით თუ დავავალდებულებთ მშობლებს არასასურველი ბავშვები დაიტოვონ, გვეყოლება ბევრი მშობლებისგან არასასურველი ბავშვი

ვინ გითხრა რომ ვინმე ბავშვის დატოვებას დაავალდებულებს.თანაც ბევრი გზაა თუ ბავსვის აღზრდა არ შეგიძლია...გააშვილე ან ბავშთა სახლის კართან დატოვე.(აბოტს ისევ ეს გზები სჯობს)
QUOTE
პრობლემა ისაა რომ არ არსებობს დღეს ისეთი პრეზერვატივი სრულ სიამოვნებას რომ ანიჭებდეს ადამიანს, ამიტომაც ბევრი არც ხმარობს. შესაბამისად გვაქვს არასასურველი ფეხმძიმობებიც.

აბი დაგავიწყდა. spy.gif
QUOTE
გაითვალისწინეთ რომ ბერძნულიდან ვთარგმინ ამიტომ შეიძლება ქარტულში სხვანაირადაც იყოს

რა გადმოსათარგმნი კი ეს იყო. biggrin.gif
* * *
QUOTE
1. ქალთა ჯანმრთელობის დაცვა აბორტების შემცირების გზით სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანაა.
2. ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ:
ა) ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას;
ბ) ორსულს სამედიცინო დაწესებულებაში ჩაუტარდა წინასწარი გასაუბრება და გასაუბრებიდან ოპერაციამდე გასულია სამი დღის მოსაფიქრებელი ვადა. გასაუბრების დროს ექიმმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაყოფის სიცოცხლის დაცვას. არჩევანი ქალის პრეროგატივაა.

მუხლი 140.
1. აბორტის რეკლამა აკრძალულია.
2. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალს ადგენს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო. სოციალური ჩვენებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

კარგია...მომწონს. აბორტების შემცირებისთვის რეალურად რა კეთდება ეს სხვა საქმეა მაგრამ კანონში რომ არის დაფიქსირებული მომწონს. smile.gif
მაგრამ აბორტის უკანონოდ გამკეთებელი უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს,ხოლო ქალი ვინც უკანონოდ გაიკეთებს....ცუდია რომ არ ისჯება.აგრეთვე არ მომწონს რომ აბორტების შემცირებისთვის პრიორიტეტის მინიჭების ერთადერთ მიზეზად ქალების ჯანმრთელობაა დასახელებული.
და კიდევ მაინც ვერ გავიგე ჩანსასახს ადამიანად რატომ არ მიიჩნევენ.რა არგუმენტები აქვთ. sad.gif

This post has been edited by sleib on 16 Nov 2010, 17:57
ინფინიტი
მელქონიან აიკანუშას ფანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21874
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 17:56  #22541331      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
QUOTE
დიახ...მაგიტომ.ჩემთვის მთავარია ნაკლები ადამიანი დაზარალდეს და არა ის რომ მეტი დაისაჯოს. 

smile.gif
და ამისთვის მკვლელობა დავუშვათ? მკვლელმა ქუჩაში იაროს?

ხომ მიიჩნევ, რომ ჩანასახი ადამიანია, მისი მკვლელობა არ დაისაჯოს?

მკვლელობა ისჯება სსკ-ის მუხლით. დავუშვათ, მკვლელობის დეკრიმინალიზაციით ხდებოდეს მისი რიცხვის შემცირება ( აბსურდია, მაგრამ დავუშვათ) , მოვახდინოთ დეკრიმინალიზაცია?

QUOTE
ეს ნახე ვფიქრობ ბვრი შეკითხვაა განხილული და პასუხგაცემული.

ახლა არ მცალია და მოგვანებით გადავხედავ, დავწერ ჩემს აზრს .


QUOTE
ეს შეკითხვა მე უნდა დამესვა. 
და შენი აზრი მაინტერესებს ....ჩემთვის ეს ძალიან რთული კითხვაა. 

QUOTE
და კიდევ მაინც ვერ გავიგე ჩანსასახს ადამიანად რატომ არ მიიჩნევენ. 


მოდი მაშინ, რომ აგიხსნა, რატომ არ მიიჩნევენ, დავუშვათ ერთი წუთით, რომ ჩანასახი ადამიანია smile.gif

ჩანასახი ადამიანია, ისეთივე, როგორც მე და შენ.
აბორტი მკვლელობაა , ისეთივე, როგორიც ჩემი და შენი მკვლელობა ( ლოგიკურია, ხო? )

და ეხლა გავყვეთ smile.gif მოდი, სცადე, ჩამოაყალიბე, როგორი გინდა იყოს კანონი აბორტის შესახებ.
smile.gif


--------------------
_ ისე, საერთოდ, რა კაცია ეგ შალვა?
_ რა კაცი უნდა იყოს - ცოლი თურქეთში გაუშვა (c) ბებიაჩემი
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 18:07  #22541492      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მოდი მაშინ, რომ აგიხსნა, რატომ არ მიიჩნევენ, დავუშვათ ერთი წუთით, რომ ჩანასახი ადამიანია

ჩანასახი ადამიანია, ისეთივე, როგორც მე და შენ.
აბორტი მკვლელობაა , ისეთივე, როგორიც ჩემი და შენი მკვლელობა ( ლოგიკურია, ხო? )

და ეხლა გავყვეთმოდი, სცადე, ჩამოაყალიბე, როგორი გინდა იყოს კანონი აბორტის შესახებ.


მოიცა ეს იგი შენი აზრით ჩანასახი ადამიანად იმიტომ არ აღიქმება რომ ასე უფრო ადვილია აბორტზე კანონის მიღება?ეს შეკითხვა იმიტომ დამებადა რომ შენგან ცანსახის არაადამიანობის დამადასტურებელი ვერცერთი არგუმენტი ვერ წავიკითხე გარდა იმისა რომ თუ ჩანასახი ადამიანია,მაშინ უფრო რთული იქნება კანონის მოფიქრება. smile.gif
ახლა ჩემი შეკითხვა ვთქვათ მკვლელობის დაშვება არ ზრდის მოკლულთა რაოდენობას და პირიქით ამცირებს....უნდა დაუშვან?
* * *
QUOTE
მკვლელობა ისჯება სსკ-ის მუხლით. დავუშვათ, მკვლელობის დეკრიმინალიზაციით ხდებოდეს მისი რიცხვის შემცირება ( აბსურდია, მაგრამ დავუშვათ) , მოვახდინოთ დეკრიმინალიზაცია?

ეს თავიდან ვერ დავინახე....კი უნდა მოხდეს. smile.gif
QUOTE
ახლა არ მცალია და მოგვანებით გადავხედავ, დავწერ ჩემს აზრს .

ok

This post has been edited by sleib on 16 Nov 2010, 18:13
ინფინიტი
მელქონიან აიკანუშას ფანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21874
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 18:13  #22541576      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
QUOTE
ეს შეკითხვა იმიტომ დამებადა რომ შენგან ცანსახის არაადამიანობის დამადასტურებელი ვერცერთი არგუმენტი ვერ წავიკითხე გარდა იმისა რომ თუ ჩანასახი ადამიანია,მაშინ უფრო რთული იქნება კანონის მოფიქრება.


ჩანასახი ადამიანი არ არის smile.gif ის ადამიანი ხდება დაბადების შემდეგ, როდესაც გამოიყოფა დედის ორგანიზმიდან. ესაა სამართლებრივად.
მეორე, მართალი არ ხარ, არავითარი სიადვილე და სირთულე აქ არ არის. კანონს მოფიქრება არ უნდა. თუკი შენ აღიარებ ჩანასას ადამიანად, და ეს მართლაც დადასტურდება მეცნიერულად, კანონი იქნება ასეთი : ჩანასახის, ისევე როგორც ჩვეულებრივი ადამიანის, ბავშვის , მოზრდილის და ა.შ . მკვლელობა ნებისმიერი ხერხით _უდრის ჩვეულებრივ მკვლელობას. კანონი მკაცრია, სულ არ აქვს მნიშვნელობა ააბორტის კრიმინალიზაციით ვინმე სარდაფში მოკვდება თუ ექიმბაშის სხვენში. აბორტი თუ მკვლელობაა, მკვლელი უნდა დაისაჯოს და მის მიერ უსაფრთხოდ დანაშაულის ჩადენაზე , ანუ აბორტის გაკეთებაზე , არავინაა ვალდებული იზრუნოს.

ამიტომ უნდა გადაწყდეს ერთხელ და სამუდამოდ, და კითხვაც დავსვი : 'ჩანასახი ადამიანი არის თუ არა ? "
მე გიპასუხე უკვე, ახლა შენი აზრი მაინტერესებს .


QUOTE
ახლა ჩემი შეკითხვა ვთქვათ მკვლელობის დაშვება არ ზრდის მოკლულთა რაოდენობას და პირიქით ამცირებს....უნდა დაუშვან?


არა smile.gif

სისხლის სამართალი, რომელიც დაუშვებს ადამიანის მკვლელობას, დადგება თავდაყირა, კიდევ ერთხელ ვამბობ.
ის ფასეულობები, რაც მისი პრინციპებია, დაინგრევა. სახეზე იქნება არა სისხლის სამართალი, არამედ აჯაფსანდალი.

This post has been edited by infinity-infinity on 16 Nov 2010, 18:15
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 18:19  #22541685      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ის ადამიანი ხდება დაბადების შემდეგ, როდესაც გამოიყოფა დედის ორგანიზმიდან. ესაა სამართლებრივად.

ეს ვიცი.....და რატომაა ასე სამართლებრივად?რა გახდა საფუძველი იმისა რომ ასე ჩაეთვალათ?თუ მეცნიერთა არგუმენტები.....მაშინ ის არგუმენტები დაწერე გთხოვ. smile.gif
QUOTE
ჩანასახი ადამიანი არის თუ არა

როგორც გითხარი ჩემთვის--კი.ვნახოტ ვინმე ისეთ არგუმენტს თუ დამისახელებს რომ გადამარწმუნოს.
ინფინიტი
მელქონიან აიკანუშას ფანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21874
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 18:29  #22541828      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
QUOTE
ეს ვიცი.....და რატომაა ასე სამართლებრივად?რა გახდა საფუძველი იმისა რომ ასე ჩაეთვალათ?თუ მეცნიერთა არგუმენტები.....მაშინ ის არგუმენტები დაწერე გთხოვ. 

ის, რომ დამოუკიდებლად ჩანასახი ვერ იცოცხლებს, ის რომ ის დედის ორგანიზმზეა მიმაგრებული მთლიანად და ცალსახად , ის რომ იგი არაა დამოუკიდებელი არსება მეორე ადამიანის ორგანიზმისგან.
ადამიანი მკვდრად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მისი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას. შესაძლებელია გაკეთდეს ასეთი დაშვება _ადამიანი ჩაითვალოს ცოცხლად, როცა მისი ტვინი იწყებს ფუნქციონირებას. ესეც ლოგიკურია, ხომ?
დავუშვათ, ჩავთვალეთ ასე smile.gif ის ადმიანია, ცოცხალია, აქვს უფლებაუნარიანობა. მერე? გავყვეთ და სადამდე მივალთ , ნახავ.
აიკრძალება აბორტი, როგორც მკვლელობა .
ჩანსახის უფლება-იცოცხლოს, მოვა წინააღმდეგობაში ადამიანის სხვა უფლებასთან განკარგოს საკუთარი სხეული, იქონიოს საკუთარი პირადი უფლება, იყოლიოს შვილი თუ არა.

QUOTE
როგორც გითხარი ჩემთვის--კი

მაშ, ასე.
ახლა მითხარი, აბორტის აკრძალვის წინააღმდეგი რატომ ხარ? ადამიანის მკვლელობა , გინდაც იგი არ ამცირებდეს დანაშაულებათა რიცხვს, რატომაა დაშვებული.

და ბოლოს:
რა შემთხვევაში თვლი, რომ აბორტი დასაშვებია? ნაყოფის სიმახინჯე, გაუპატიურება და ა.შ.
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 19:11  #22542456      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ს, რომ დამოუკიდებლად ჩანასახი ვერ იცოცხლებს, ის რომ ის დედის ორგანიზმზეა მიმაგრებული მთლიანად და ცალსახად , ის რომ იგი არაა დამოუკიდებელი არსება მეორე ადამიანის ორგანიზმისგან.
ადამიანი მკვდრად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მისი ტვინი წყვეტს ფუნქციონირებას. შესაძლებელია გაკეთდეს ასეთი დაშვება _ადამიანი ჩაითვალოს ცოცხლად, როცა მისი ტვინი იწყებს ფუნქციონირებას. ესეც ლოგიკურია, ხომ?

http://www.independent.co.uk/opinion/comme...son-629164.html
გაბატილებულია ეგ არგუმენტები ამ საიტზე ჩემი აზრით დიდი ზომის არ არის და არ მოგაცდნს დიდად.....ნახე.ისე The tiny brain is already generating brain waves after 7 weeks...თუმცა წაიკითხავ შენ ვითონ. smile.gif

QUOTE
დავუშვათ, ჩავთვალეთ ასეის ადმიანია, ცოცხალია, აქვს უფლებაუნარიანობა. მერე? გავყვეთ და სადამდე მივალთ , ნახავ.
აიკრძალება აბორტი, როგორც მკვლელობა .
ჩანსახის უფლება-იცოცხლოს, მოვა წინააღმდეგობაში ადამიანის სხვა უფლებასთან განკარგოს საკუთარი სხეული, იქონიოს საკუთარი პირადი უფლება, იყოლიოს შვილი თუ არა.

მაგით რა გინდა თქვა ამ უფლებების გამო იმსდამიუხედავად ანასახი ადამიანია თუ არა უნდა გაიწიროს?თუკი სამართლის ეს სისტემა ჩათვლის რომ ჩანასახი ადამიანია მაგრამ ადამიანის სხვა უფლებების გამო ( განკარგოს საკუთარი სხეული, იქონიოს საკუთარი პირადი უფლება, იყოლიოს შვილი თუ არა) დედას ექნება უფლება ეს ადამიანი მოკლას. მაშინ მართლაც შესაცვლელი ყოფილა სისტემა ან სისტემის ნაწილი მაინც. smile.gif
QUOTE
ახლა მითხარი, აბორტის აკრძალვის წინააღმდეგი რატომ ხარ? ადამიანის მკვლელობა , გინდაც იგი არ ამცირებდეს დანაშაულებათა რიცხვს, რატომაა დაშვებული.

იმიტომ რომ თუკი დარწმუნება იმ ხალხის შეუძლებელია იმაში რომ ჩანასახი ცოცხალია მასინ მე ვირჩევ ყველაზე ნაკლებად საზიანო გზასან ანუ ისეთს რომელსაც შედეგი უკეთესი ექნება.აბსოლიტურ აკრძალვას ვფიქრობ არ ექნება შედეგი პირიქიტ არალეეგალური აბორტის სედეგად გარდაცლილი ქალების რაოდენობა მოიმატებს.რაკი ხალხი შეუგნნებელია და ვერ ხვდება რომ ჩანასახი ცოცხალია ამიტომ სასიკვდილოდ ხომ არ გავწირავ? sad.gif

QUOTE
რა შემთხვევაში თვლი, რომ აბორტი დასაშვებია? ნაყოფის სიმახინჯე, გაუპატიურება და ა.შ.

მარტო ჩემი ნება რომ იყოს არანაირში...........გარდა იმ შემთხვევისა როცა ორსულობა საზიანოა დედისთვის.(ამ შემთხვევაში დედის გადასაწყვეტი უნდა იყოს)
* * *
აბა დადეტ გთხოვთ ვინმემ ისეტი ურყევი მტკიცბულებები რომელტა მიხედვიტაც ჩანასახი არაა ადამიანი. smile.gif

This post has been edited by sleib on 16 Nov 2010, 19:32
ინფინიტი
მელქონიან აიკანუშას ფანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21874
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 20:02  #22543178      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
ეს:

QUOTE
მაგით რა გინდა თქვა ამ უფლებების გამო იმსდამიუხედავად ანასახი ადამიანია თუ არა უნდა გაიწიროს?თუკი სამართლის ეს სისტემა ჩათვლის რომ ჩანასახი ადამიანია მაგრამ ადამიანის სხვა უფლებების გამო ( განკარგოს საკუთარი სხეული, იქონიოს საკუთარი პირადი უფლება, იყოლიოს შვილი თუ არა) დედას ექნება უფლება ეს ადამიანი მოკლას. მაშინ მართლაც შესაცვლელი ყოფილა სისტემა ან სისტემის ნაწილი მაინც.


და ეს:

QUOTE
იმიტომ რომ თუკი დარწმუნება იმ ხალხის შეუძლებელია იმაში რომ ჩანასახი ცოცხალია მასინ მე ვირჩევ ყველაზე ნაკლებად საზიანო გზასან ანუ ისეთს რომელსაც შედეგი უკეთესი ექნება.აბსოლიტურ აკრძალვას ვფიქრობ არ ექნება შედეგი პირიქიტ არალეეგალური აბორტის სედეგად გარდაცლილი ქალების რაოდენობა მოიმატებს.რაკი ხალხი შეუგნნებელია და ვერ ხვდება რომ ჩანასახი ცოცხალია ამიტომ სასიკვდილოდ ხომ არ გავწირავ? 


წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
ასე რომ, კანონში წინააღმდეგობა არ შეიძლება, ხარვეზია სერიოზული.

თუ ვაღიარებთ, რომ ჩანასახი ადამიანია, ჩვეულერივი ადამიანი, ხელახლაა დასაწერი კონსტიტუცია და სს .
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 20:20  #22543469      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
მაგით რა გინდა თქვა ამ უფლებების გამო იმსდამიუხედავად ანასახი ადამიანია თუ არა უნდა გაიწიროს?თუკი სამართლის ეს სისტემა ჩათვლის რომ ჩანასახი ადამიანია მაგრამ ადამიანის სხვა უფლებების გამო ( განკარგოს საკუთარი სხეული, იქონიოს საკუთარი პირადი უფლება, იყოლიოს შვილი თუ არა) დედას ექნება უფლება ეს ადამიანი მოკლას. მაშინ მართლაც შესაცვლელი ყოფილა სისტემა ან სისტემის ნაწილი მაინც.



ეს თუ შესაძლებელია თანახმა ვარ. თუ სხვა გზა არაა სამარტლიანობის მისაღწევად დაე შეცვალონ.

QUOTE
თუ ვაღიარებთ, რომ ჩანასახი ადამიანია, ჩვეულერივი ადამიანი, ხელახლაა დასაწერი კონსტიტუცია და სს .

yes.gif შენ როგორც ამბობ სხვა გზა არაა (გიჯერებ აქ) ....მაშინ უნდა შეიცვალოს.(უკანონობის გაგრძელებას ალბათ ეს სჯობს). smile.gif
ისე შეკთხვას გაგიმეორბ ჩემსას რატომ მიიჩნევს სამართალი რომ ჩანასახი ადამიანი არ არის??წინა შენს მიერ დასახელებული წინა არგუმეტები საკმარისი არ იყო ამისთვის. smile.gif
ინფინიტი
მელქონიან აიკანუშას ფანი


********
ჯგუფი: Members
წერილები: 21874
წევრი No.: 71754
რეგისტრ.: 21-October 08

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 20:48  #22543869      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
sleib
QUOTE
ისე შეკთხვას გაგიმეორბ ჩემსას რატომ მიიჩნევს სამართალი რომ ჩანასახი ადამიანი არ არის??წინა შენს მიერ დასახელებული წინა არგუმეტები საკმარისი არ იყო ამისთვის. 

როგორ აგიხსნა smile.gif

ფიზიკური პირი ესაა ადამიანი , რომელიც დამოუკიდებლად არსებობს , როგორც ცალკე ინდივიდი smile.gif ყველა განვითარებული ქვეყნის სამართალში ასეა.
მეცნიერებაში არ არის ერთიანი აზრი იმის შესახებ, არის თუ არა ჩანასახი ადამიანი. ან თუ არის, რომელი კვირიდან, რომელი თვიდან.

ერთიანი აზრი არ არსებობს ამის შესახებ.
მოდი , ასე ვთქვათ : თუ ჩანასახი ადამიანია, მაშინ დედას ხომ მაინც არ გააჩნია ვალდებულება, ის თან ატაროს თავის ორგანიზმში. დავუშვათ, გაიკეთა ოპერაცია და ამოიყვანა საშვილოსნოდან , ეს უფლება როგორ გინდა წაართვა?

მიხვდები აზრს , რატომაც მოვიყვანე ასეთი არაეთიკური მაგალითი smile.gif
sleib
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1340
წევრი No.: 84273
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 16 Nov 2010, 21:13  #22544259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ფიზიკური პირი ესაა ადამიანი , რომელიც დამოუკიდებლად არსებობს , როგორც ცალკე ინდივიდიყველა განვითარებული ქვეყნის სამართალში ასეა.

ბავსვსაც(გარკვეული ასაკის) არ სეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.მაგრამ ამიტომ ადამიანი არ არის?
A three-week-old baby is totally dependent on another human, too. It is not able to survive alone outside the womb, either. It needs comfort and care and protection and food, etc., or it will die. The total independence of anyone is a myth; we are all dependent on someone other than ourselves. How can the one physical condition called "dependence" (by which we are all stricken) determine humanness, let alone whether that human being has a right to Life or not?
QUOTE
თუ ჩანასახი ადამიანია, მაშინ დედას ხომ მაინც არ გააჩნია ვალდებულება, ის თან ატაროს თავის ორგანიზმში. დავუშვათ, გაიკეთა ოპერაცია და ამოიყვანა საშვილოსნოდან , ეს უფლება როგორ გინდა წაართვა?

ოოოო.....ესე იგი დედას შეუძლია მოკლას ის თუ არ აწყობს რომ მის ორგანიზმში იყოს.
მაგალითისთვის (თან შენც ჩანსახი ადამიანად გყავს ჩათვლილი): თუ ვთქვათ არიან სიამის ტყუპები და ოპერაცია თუ გაკეთდა ერთ-ერთი აუცილებლად დაიღუპება.ამიტომ მეორეს აქვს უფლება გაიკეთოს ოპერაცია და მოკლას?
თანაც ჩანსახის შემთხვევაში მის ჩასახვაზე თვით დედაა "პასუხიმგებელი" . ესეც გათვალისწინე.
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (57) « პირველი ... 29 30 [31] 32 33 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0501 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]