forum.ge
reklama
FORUM.GE ... წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (6) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იპოთეკური ბინის აუქციონზე შეძენა, კონსულტაცია
marta007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12061
წევრი No.: 46001
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 23 Aug 2009, 18:53  #15194231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
leqso0077
QUOTE
ეგ ჯიგარი დიმა ალექსიძე ხომ არ იყო?

არა,
არბიტრაჟი ,,მართალი" biggrin.gif
არბიტრი მიხეილ ლაპიაშვილი
საქმე გადაცემულია სასამართლოში და
ასევე ქალაქის პროკურატურაშიც.
რა ვიცი, რა ვიცი, რა იქნება....

* * *
revolution
QUOTE
არბიტრაჟებისგან მოსალოდნელია ასეთი... კი გამიგია და იმასაც მეუბნებიან ზოგი სად არის დაჭერილი ზოგი სადო

ისე დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილების სისწორეში, ამაყად ტრაბახობს წადით და სადაც გინდათ მიჩივლეთო,
ყველაფერი კანონშესაბამისობაშიაო. ხანდახან ეჭვიც მიჩნდება ტყუილად ხომ არ ვწვალობთ და ზედმეტ ხარჯებს ვკისრულობთ?
აპელაციაზეც შეიტანა, ყადაღის მოხსნა უნდა....
I-GOLDGIRL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 93948
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 26 Aug 2009, 11:46  #15228030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ხოო არც მაგათ აქვს კარგად საქმე
QUOTE
არბიტრაჟი ,,მართალი"არბიტრი მიხეილ ლაპიაშვილი



სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო გადაწყვეტილებები და მრავალი ასეთი იდიოტობას რო გააკეტებ რა გგონიატ რო დაიჭერენ???

პირველი იანვარს ახალი კანონი შედის ძალაში და ასეთ რაგაცეებს ვეღარ გააკეტებენ. smile.gif
marta007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12061
წევრი No.: 46001
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 26 Aug 2009, 16:43  #15232218      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
I-GOLDGIRL
QUOTE
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება, უკანონო გადაწყვეტილებები და მრავალი ასეთი იდიოტობას რო გააკეტებ რა გგონიატ რო დაიჭერენ??

აბა შერჩებათ ეს ყველაფერი?
leqso0077
Слава Україні!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 380
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08

გამოგზავნილია: 26 Aug 2009, 16:47  #15232290      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
ალექსიძემ იპოთეკა გააუქმა, კრედიტორს სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვა აუკრძალა და სწორედ მანდ გაედო biggrin.gif

This post has been edited by leqso0077 on 26 Aug 2009, 16:48


--------------------
"No beast so fierce but knows some touch of pity, but I know none, and therefore am no beast."
marta007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12061
წევრი No.: 46001
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 26 Aug 2009, 20:45  #15235069      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
დაჭერა არავისი მინდა, გააუქმებინონ ის დამატებითი გადაწყვეტილება და
იპოტეკები აღადგინონ.
ეს პროკურატურაც რომ სამოქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილებას ელოდება ტურმე,
პროკურორებს გამოცდები არ ეკუტვნოდათ? biggrin.gif
იციან რამე?
ellesabedi
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 5
წევრი No.: 97914
რეგისტრ.: 16-August 09

გამოგზავნილია: 26 Aug 2009, 23:29  #15237246      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
FishFace

ჩემი აზრით ასეთი ქონების შეძენისას რისკი ყოველთვის არსებობს ამიტომ მზად უნდა იყო, რომ რაღაც კუდი გამოყვება

This post has been edited by ellesabedi on 26 Aug 2009, 23:37
guga_nukri
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9776
წევრი No.: 88694
რეგისტრ.: 12-April 09

გამოგზავნილია: 27 Aug 2009, 17:54  #15246543      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
@smailika@
QUOTE
ბანკში გადახდილი 10% ის 3 %. ანუ ბანკში ტოვებ 7%-ს

ყველაფერი სწორედ თქვი ამ ბლოს გარდა

ეხლა მეზარება წერა, საღამოს შემოვალ და აგიხსნით როგორ ხდება უძრავი ქონების რეალიზაცია საჯარო იძულებით აუქციონზე
* * *
ქონების გასხვისება აუქციონზე ხდება შემდეგნაირად, დღეს მოქმედი კანონით, ყვალ ქონება, სესხი უზრუნველყოფილია თუ არა, აფასებს აუდიტი, პირველ აუქციონზე საწყისი ფასი არის აუდიტის შEფასების 50 %, მეორე აუქციონზე კი 25 %

იმისათვის რომ აუქციონზე მონაწილეობა მიიღოთ გჭირდებათ, საბანკო გარანტია, რომელიც არანაკლებ 14 დღის განმავლობაში იქნება მოქმედი და ამ თანხას უნდა ედოს ყადაღა, უნდა შეადგენდეს ნივთის საწყისი ფასის 10 %

რაც შეეხება 7 % ეს არის სააღსრულებო ხარჯები
კრედიტორი იხდის წინასწარ საფასურს 2 %, რომელიც უბრუნდება მასვე მოთხოვნის აღსრულებისას, ხოლო 5%+2% ანუ საახსრულებო ხარჯი ამოიღება მოვალისაგან

რაც შეხება 10 % საბანკო გარტანტიას ეს არ ეკარეგაბა არავის, თუ ქონებას შეიძეენ, 1კვირის ვადაში უნდა გადაიხადო დანარჩენი 90 %, ხოლო თუ ქონებას ვერ შეიძენ, მაშინ ეს საბანკო გარანტია უქმდება და ამ თანხის გამოტანა შეუძლია მის მფლობელს ნებისმიერ დროს, ანუ არ გეკარგება არნაირად.

კრედიტორს საერთოდ არ ეკარება არნაირი თანხა

ასვე ძაან უმარავი ცვლილებაა შეტანილი 2008 წლის ოქტო,ბრიდან კანონში დღემდე

თუ მოვალისგან გადახდევინებული თაბნხა არ არის კრედიტორთა ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს თანხა კრედიტორთა შორის გადანაწილდება 82 პრიმა მუხლის საფუძველზე. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნები დაკმაყოფილდება წინა რიგის დაკმაყოფილების შემდეგ. თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მაშინ თანხები გადანაწილდება პროპორციულად.

პირველ რიგში კმაყოფილდება იპოთეკა და გირავნობით უზრუნველყოფილი ნოთხოვნები, რიგითობის მიხედვით

ტუ მრავალი კერდიტორია, ასეთ შემთხვევაში აღმასრულებელი ადგენს გაანგარიშებას და თანხებს ანაწილებს თანაბრად, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, შეუძლია იჩივლოს.

რაც შეეხება იმ გარტემოებას რომ მომდევნო იპოთეკები უქმდება ეს კი ბატონო ფაქტია, მაგრამ უქმდება იმ შემთხვევაში, თუ იპოთეის ვადა გასულია, ანუ ასესხე 3 თვით გავიდა 5 წელი და სააღსრულებო ფურცელი არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში თუ მე-4-5ან6 რიგის იპოთეკარი ხარ გაგიუქმდება იპოთეკა, თუ იპოთეკა არ არის ვადა გასული მაშინ ის გადაგყვება როგორც გარდაავალი უფლება. ამას აუქციონიოსს დაწყებამდე განმარტავს აღმასრულებელი

ასევე რაც შეეხება იმას რომ ბინა მაქვს 100 ლარად დატვირთული, ხოლო მეორე აუქციონზე გაიყიდა 25 ლარად, კი ბატონო სწორია, მაგრამეს ხომ შენი რისკია, როცა ქონებას იპოთეკით ტვირთავ, დატვირთე 20 ლარად და ეგაა.


კიდევ უამარავი ნიუანსია და თუ რმე გაინტერესებთ მკითხეთ და გიპასუხებთ

ის 7 % იკარგებაო რომ ითქვა აქ არის სისულელე, კრედიტორი არაფერს კარგას, საფასურს გადაიხდის 2 % და ეგეც უბრუნდება მოთხხოვნის აგსრულებისას, სააღსრულებო ხარჯი 7 % ემატება სააღსდრულებო ფურცლის მოთხოვნებს და ის ამოიღება ქონების რეალიზაციიდან


--------------------
4X4

JEEP GRAND CHEROKEE
LIMITED

ეს სოფელი, ბავშვის ნიფხავს გავს ვეჟო, მასსავით დასვრილია და მოკლე @კ.გ.
revolution
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 783
წევრი No.: 30929
რეგისტრ.: 6-March 07

გამოგზავნილია: 28 Aug 2009, 23:22  #15262974      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
guga_nukri
QUOTE
რაც შეეხება იმ გარტემოებას რომ მომდევნო იპოთეკები უქმდება ეს კი ბატონო ფაქტია, მაგრამ უქმდება იმ შემთხვევაში, თუ იპოთეის ვადა გასულია, ანუ ასესხე 3 თვით გავიდა 5 წელი და სააღსრულებო ფურცელი არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში თუ მე-4-5ან6 რიგის იპოთეკარი ხარ გაგიუქმდება იპოთეკა, თუ იპოთეკა არ არის ვადა გასული მაშინ ის გადაგყვება როგორც გარდაავალი უფლება. ამას აუქციონიოსს დაწყებამდე განმარტავს აღმასრულებელი

ეგ როგორ იპოთეკის ვადა?

ანუ ხანდაზმულობის ვადაზე თუ ლაპარაკობ მართალია, მაგრამ თუ გასული არ არის 3 წელი მაშინ გადაყვება მომდევნო იპოთეკები ყველა შემთხვევაში?


--------------------
Today we all are Georgians
I-GOLDGIRL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 93948
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 29 Aug 2009, 18:09  #15270725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა


QUOTE
რაც შეხება 10 % საბანკო გარტანტიას ეს არ ეკარეგაბა არავის, თუ ქონებას შეიძეენ, 1კვირის ვადაში უნდა გადაიხადო დანარჩენი 90 %, ხოლო თუ ქონებას ვერ შეიძენ, მაშინ ეს საბანკო გარანტია უქმდება და ამ თანხის გამოტანა შეუძლია მის მფლობელს ნებისმიერ დროს, ანუ არ გეკარგება არნაირად.


10 % საჭიროა იმისთვის რომ, თუ შენ აუქციონზე ბინა იყიდე და 1 კვირის ვადაში არ გადარიცხავ დანარჩენ თანხას ეს 10 % დაგეკარგება, და სახელმწიფოს გადაერიცხება.


QUOTE
რაც შეეხება იმ გარტემოებას რომ მომდევნო იპოთეკები უქმდება ეს კი ბატონო ფაქტია, მაგრამ უქმდება იმ შემთხვევაში, თუ იპოთეის ვადა გასულია, ანუ ასესხე 3 თვით გავიდა 5 წელი და სააღსრულებო ფურცელი არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში თუ მე-4-5ან6 რიგის იპოთეკარი ხარ გაგიუქმდება იპოთეკა, თუ იპოთეკა არ არის ვადა გასული მაშინ ის გადაგყვება როგორც გარდაავალი უფლება. ამას აუქციონიოსს დაწყებამდე განმარტავს აღმასრულებელი


ხანდაწმულობის ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. თუ ეს ვადა გაუშვი და არ იჩივლე კარგავ მოთხოვნის უფლებას, თუმცა ეს საკამათო საკითხია და ვინაიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების ხანდაზმულობის ვადა სამოქალაქო კოდექსით 6 წელია.

სააღსრულებო ფურცლის ქონა არ იწვევს აღსრულებულ ბინაზე გადაყოლას, ეს მხოლო იმ შემთხვევაშია თუ ჩივის მეექვსე იპოთეკარი,გადაყვება წინა ხუთი, მაგრამ არა მომდევნო ხუთი.
გარდამავალი ვალდებულება არ არის შემდეგი მევალეები, არის წინა ვალდებულებები. მასო რეომ იყოს იცი რა მოხდება?
ადგება ყველა მევალე და 10 მეგობარს დაატვირთინებს თავის ბინას ფორმალურად, და მერე ეს ბინა ვერ გაიყიდება, ნატურით გადავა იპოთეკარზე და იპოთეკარს მოუწევს აქეთ უხადოს ფული მევალეს.


* * *
QUOTE
ალექსიძემ იპოთეკა გააუქმა, კრედიტორს სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართვა აუკრძალა და სწორედ მანდ გაედო


მაგ საქმეს ერთი კარგი გამომძიებელი იძიებს და უნდა მიმართოთ ყველა დაზარალებულმა, მასეთი გადაწყვეტილებები ძალა დაკარგულია,

ვინაიდან კანონით აკრძალული ქმედება ჩაიდინა.


QUOTE
ეს პროკურატურაც რომ სამოქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილებას ელოდება ტურმე, პროკურორებს გამოცდები არ ეკუტვნოდათ?იციან რამე?


ეს ვინ თქვა? სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ძალიან ბევრმა დაზარალებულმა მოიყარა თავი და საქმე ჭიანურდება, თან მანდ მარტო ალექსიძე არ არის თანამზრახველები ყავს მაგას.
QUOTE
FishFace

ჩემი აზრით ასეთი ქონების შეძენისას რისკი ყოველთვის არსებობს ამიტომ მზად უნდა იყო, რომ რაღაც კუდი გამოყვება



არანაირი რისკი არ არსებობს, სანამ იყიდი უნდა გაეცნო ვითარებას დაელაპარაკო აღმასრულებელს, ნახო შესაძენი ქონების მდგომარეობა და აშ. ე.ს. არსებობს ხალხი რომელმაც იცის ეს საქმე და აკეთებს

* * *
QUOTE
ანუ ხანდაზმულობის ვადაზე თუ ლაპარაკობ მართალია, მაგრამ თუ გასული არ არის 3 წელი მაშინ გადაყვება მომდევნო იპოთეკები ყველა შემთხვევაში?


არა არ გადაყვება, აუცილებლად აღსრულების მომენტში შენი სააღსრულებლო ფურცელიც უნდა იყოს აღსრულებაზე, თან პირველადი მთელი თავისი მოთხოვნით(ძირი,პროცენტი,საურავი,საარბიტრაჟო ან სასამართლო ხარჯით) კმაყოფილდება და მერე ყველა დანარჩენი იპოთეკარები პროპორციულად.

თუ არ გაქ ნაჩივლი მაშინ აუქციონზე გაყიდულ ბინიდან (უზრუნველყოფის საშუალებიდან) მოთხოვნის უფლება არ გაქ.
marta007
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12061
წევრი No.: 46001
რეგისტრ.: 8-November 07

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 17:00  #15282419      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ეს პროკურატურაც რომ სამოქალაქო სასამარტლოს გადაწყვეტილებას ელოდება ტურმე, პროკურორებს გამოცდები არ ეკუტვნოდათ?იციან რამე?

-----

ეს ვინ თქვა? სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ძალიან ბევრმა დაზარალებულმა მოიყარა თავი და საქმე ჭიანურდება, თან მანდ მარტო ალექსიძე არ არის თანამზრახველები ყავს მაგას.

ვინ თქვა და გამომძიებელმა მითხრა ლაპიაშვილის საქმესთან დაკავშირებით smile.gif
როდის იყო სისხლის სამარტალი სამოქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა? ხოდა ელოდება...

პროკურორები გამოცდებზე !!!! biggrin.gif
ვოტ
I-GOLDGIRL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 93948
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 18:48  #15283547      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
თუ გადაწყვეტილება უკანონოდ არის მიღებული იგი ავტომატურად ვერ უქმდება,
მეც მაქ მასეთი შემთხვევა, ალექსიძეს არბიტრაჟში ყადაღა დაადეს უკანონოდ და
სამოქალაქო სასამართლოს უნდა მივმართო უკანონო ყადაღის მოხსნაზე.

makiavel
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 521
წევრი No.: 36853
რეგისტრ.: 20-June 07

გამოგზავნილია: 30 Aug 2009, 19:48  #15284213      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
შეგიძლიათ მითხრათ აუქციონზე ღირს თუ არა ღირს თუ არა ბინის შეძენა რომელსაც გარდამავალიიპოთეკაგადმოყვება? აუქციონზე ხდება დაფისქირება რომელი რიგის იპოთეკარის სასარგებლოდ ხდება ბინის გასხვისება?
I-GOLDGIRL
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 429
წევრი No.: 93948
რეგისტრ.: 18-June 09

გამოგზავნილია: 31 Aug 2009, 21:04  #15298947      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
აუცილებეკლია გაარკვიო როგორ ბინას ყიდულობ, რამდენია გარდამავალი იპოთეკარის მოთხოვნა, ვინაიდან განსაზღვრო რამდენს იხდი რეალურად შენაძენში.

აღმასრულებელი ვალდებულია მოგაწოდოს ინფორმაცია, რამდენია გარდამავალი იპოთეკა, მაგრამ არ ვიცი აქვთ თუ არა ინფორმაცია გარდამავალ იპოთეკარს რამდენი აქ გასესხებული, და რამდენია რეალურად მის მიმართ დავალიანება, (ძირი პროცენტი საურავი) .

smile.gif
gast
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4786
წევრი No.: 57529
რეგისტრ.: 4-April 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2009, 22:03  #15299715      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
უძრავი ქონება აუქციონებზე იყიდება
თბილისში ყოველდღიურად რამდენიმე იძულებითი აუქციონი იმართება, სადაც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოაქვს გასაყიდად. ეს ის ქონებაა, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირებმა, განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ, ბანკში გირაოს სახით ჩადეს. მას შემდეგ, რაც კრედიტორებმა ვალდებულებების შესრულება ვეღარ შეძლეს, დღის წესრიგში იპოთეკით დატვირთული ქონების ჩამორთმევა და მისი იძულებითი რეალიზაცია დადგა.

ქეთევან წამებულის გამზირი #1 - ის მისამართია, სადაც ყოველდღიურად რამდენიმე იძულებითი საჯარო აუქციონი იმართება. მართალია, ქართული კომერციული ბანკები ჯიუტად ირწმუნებიან, რომ ვალში ჩადებული ქონების გაყიდვა არ დაუწყიათ, მაგრამ გაზეთ "სიტყვა და საქმეში" და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე აუქციონებთან დაკავშირებული განცხადებების სიმრავლე საპირისპიროზე მეტყველებს. მყიდველის მოსაზიდად განცხადებას ახლავს გასაყიდად გამოტანილი ქონების ფოტომასალაც.

იპოთეკით დატვირთული და გასაყიდად გამოტანილი უძრავი ქონება იმდენად ბევრია, რომ იძულებითი აუქციონების განრიგი სექტემბრის ბოლომდე უკვე წინასწარ არის გაწერილი. აუქცონზე ვაჭრობა ექსპერტის მიერ შეფასებული ქონების საბაზრო ღირებულების 50%-იდან იწყება და, როგორც «ეკოპალიტრისთვის» გახდა ცნობილი, ხშირად ამ ფასადაც კი ვერ იყიდება. ამიტომ აუქციონის განმეორებით ჩატარების შემთხვევაც ბევრია.

ვისაც აუქციონში მონაწილეობა სურს, ქონების საწყისი ღირებულების მეათედის ტოლი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს. ამ მოთხოვნის გამო, ბინის აწ უკვე ყოფილი მფლობელები აუქციონში მონაწილეობას ვერ ახერხებენ და ქონებას ხშირად თავად კრედიტორები იძენენ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აუქციონზე იაფად გამოტანილი უძრავი ქონებით მსხვილი საბროკერო კომპანიებიც ინტერესდებიან, შემდგომში გადაყიდვის მიზნით. მაგრამ სარფიანი შენაძენის გაკეთებას ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება აფერხებს. კერძოდ ის, რომ ბანკის იპოთეკა ავტომატურად გადადის უძრავი ქონების ახალ მფლობელზე და ქონების შეძენის შემთხვევაში, ჯარიმა-საურავებთან ერთად ბანკის ვალის გადახდაც მას მოუწევს...

ბანკსა და მსესხებელს შორის დავები მეტწილად კერძო არბიტრაჟებში განიხილება. პროცედურა ასე უფრო სწრაფი და უხმაუროა. როგორც "ეკოპალიტრას" სამოქალაქო საქმეთა მუდმივმოქმედ არბიტრაჟში უთხრეს, ბანკების სასარგებლოდ განაჩენი ხშირად გამოაქვთ და ის სისრულეში მოსაყვანად აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეგზავნება. მართალია, იძულებითი აუქციონის ჩატარებამდე, უძრავი ქონების მეპატრონეს რამდენიმედღიანი ვადა ეძლევა მის გასაყიდად, მაგრამ ამის გაკეთება ან მოკლე დროში ვერ ესწრება, ან იმაზე მეტს არ სთავაზობენ, რამდენიც ბანკის წინაშე ვალის სახითაა დაგროვებული.
როგორც იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, 2009 წლის იანვრიდან დღემდე თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლების მიერ, დაახლოებით 600 უძრავ ქონებაზე ჩატარდა 1000-მდე პირველი და განმეორებითი იძულებითი აუქციონი. აქედან, გაიყიდა დაახლოებით 400-მდე უძრავი ქონება. აღმასრულებელი, წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღეში, მოვალეს 7-დღიან ვადას სთავაზობს მოთხოვნის ნებაყოფლობით შესასრულებლად. თუ მიცემულ ვადაში გადაწყვეტილება არ შესრულდება, აღმასრულებელი იძულებით აუქციონს ნიშნავს, რომელიც ქონების შეფასებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

კრედიტორისა და მოვალის შეთანხმების შემთხვევაში, აღმასრულებელს შეუძლია შეცვალოს ყადაღადადებული ნივთის რეალიზაციის წესი. კრედიტორის მოთხოვნით აუქციონი შეიძლება ერთხელ შეჩერდეს, ისიც არაუმეტეს 2 თვით.

ქონების საბაზრო ფასს ექსპერტი ან აუდიტი განსაზღვრავს, ხოლო აუქციონზე საწყისი ფასი საბაზრო ფასის 50%-ია. თუ პირველ აუქციონზე ნივთი არ გაიყიდა, 15-დღიან ვადაში განმეორებითი აუქციონი ეწყობა, რომელზეც საწყისი ფასი საბაზრო ფასის 25%-ია. თუ ამჯერადაც არ გაიყიდა, აუქციონი აღარ გაიმართება და კრედიტორს წინადადება ეძლევა, განსაზღვრული პირობებით, ნივთი ნატურით მიიღოს.

დავით ნარმანია (ეკონომიკის ექსპერტი): "ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რატომ ჰყიდიან დღემდე ასეთი ფორმით ბანკები უძრავი ქონებას. ამას მაინც მასობრივი ხასიათი არ აქვს და, ფაქტობრივად, ფარულად მიმდინარეობს, რათა ბაზარზე უძრავი ქონების ფასები არ დაეცეს. ბანკებმა რომ ამას მასობრივი სახე მისცენ, უძრავი ქონების ბაზარზე კრახი სწრაფად მოხდება. ეს არც საბანკო დაწესებულებებს აწყობთ და არც ქონების მესაკუთრეებს. ამიტომაც არის, რომ აუქციონები შედარებით უხმაუროდ მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბანკების რეპუტაციაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს გაყიდვის გახმაურებული პროცესები. მაგალითად, თუ რომელიმე ბანკი მასობრივად დაიწყებს იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვას, ეს ბანკის რეპუტაციას ძალიან დააზარალებს.

ის, რაც აუქციონის წესით იყიდება, გარკვეულწილად, მაინც ახდენს გავლენას უძრავი ქონების ფასებზე, მით უფრო, რომ პატარა ბაზარზე ყველა მოთამაშე ერთმანეთს იცნობს და ინფორმაციის გაცვლა იოლია. მყიდველთა ერთი ნაწილი შემოდგომით უფრო მეტად კრიზისულ პერიოდს ელოდება, როცა შესაძლოა უძრავი ქონების ფასები კიდევ უფრო შემცირდეს. წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ბანკების მიერ უძრავი ქონების მასობრივი გაყიდვა, როგორც წესი, წამყვანი პოლიტიკური ძალის რეიტინგის დაცემას იწვევს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, საბანკო დაწესებულებებს განსაზღვრული მითითებაც ჰქონდეთ მიღებული, იპოთეკით დატვირთული ქონება ბაზარზე მასობრივად არ გამოიტანონ.

ახლა რაც იყიდება, ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილია, რადგან ბანკებში ბევრია უზრუნველყოფის გარანტია, როგორც კომპანიების, ისე ფიზიკური პირების მხრიდან, ხოლო გადაუხდელობა მასობრივია. დაახლოებით 250 ათასი პირია, რომელსაც ვადაგადაცილებული დავალიანება აქვს ბანკის წინაშე და მათ უმეტესობას უზრუნველყოფის გარანტია ბანკში უდევს".

ემა ტუხიაშვილი
"ეკოპალიტრა


--------------------
better late than never
leqso0077
Слава Україні!


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 380
წევრი No.: 69771
რეგისტრ.: 9-August 08

გამოგზავნილია: 31 Aug 2009, 22:10  #15299796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა
QUOTE
ბანკის იპოთეკა ავტომატურად გადადის უძრავი ქონების ახალ მფლობელზე და ქონების შეძენის შემთხვევაში,

ავტომატურად არ გადადის აქაც იგივე წესი მოქმედებს, როგორც ფიზიკური პირების შემთხვევაში.

QUOTE
ბანკების სასარგებლოდ განაჩენი ხშირად გამოაქვთ და ის სისრულეში მოსაყვანად აღსრულების ეროვნულ ბიუროს

არბიტრაჟს გამოაქვს გადაწყვეტილება

QUOTE
აღმასრულებელი, წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღეში, მოვალეს 7-დღიან ვადას სთავაზობს მოთხოვნის ნებაყოფლობით შესასრულებლად. თუ მიცემულ ვადაში გადაწყვეტილება არ შესრულდება, აღმასრულებელი იძულებით აუქციონს ნიშნავს, რომელიც ქონების შეფასებიდან ერთი თვის განმავლობაში უნდა გაიმართოს.

აღსრულებას საშუალოდ სჭირდება 2 თვე

QUOTE
აუქციონი შეიძლება ერთხელ შეჩერდეს, ისიც არაუმეტეს 2 თვით.

+ აღსრულების შეჩერება შეიძლება 3 თვით

ბანკები პატიოსნად მუშაობენ, ქონებას თვითონ ყიდულობენ და მოვალეს კიდევ აძლევენ დროს გამოსყიდვითვის, რასაც იშვიათად აკეთებენ მევახშეები

This post has been edited by leqso0077 on 31 Aug 2009, 22:13
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (6) 1 2 [3] 4 5 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: კავკასუს ონლაინი
[ Script Execution time: 0.0431 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]